თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ იჟ-58. 20 კალ.

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 16 2009, 14:06

რას იტყვით 20 ყალიბიან იჟ-58-ზე? რომელიმეს ხომ არ გაქვთ? ყველა აქებს და ძალიან მაინტერესებს, მით უმეტეს რომ 20 ან 28 ყალიბიანის შეძენა მინდა ძაან.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 16 2009, 16:05

მე მაქვს იჟ-27 კალ 20/76 ტი მაგნუმი

პოსტის ავტორი: Maverick Jun 16 2009, 18:11

hunter777
დააგდე რა სურათი, ძალიან მაინტერესებს, რომელ წელს არის გამოშვებული?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 16 2009, 18:29

ციტატა(Maverick @ Jun 16 2009, 06:11 PM) *
hunter777
დააგდე რა სურათი, ძალიან მაინტერესებს, რომელ წელს არის გამოშვებული?
2004 ში ფოტო დევს ამავე განყოფილებაში თემა ,, გლუვლულიანი სანადირო თოფები,, ში ტყავის სავარძელხე დევს მიხვდები! პირველივე გვარდზეა,

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 16 2009, 20:57

იჯ-58 12ყალიბიანი აქვს ბაბუაჩემს ახლახან იყიდა, მაგარი თოფია მაგარი მიტანა აქვს

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 16 2009, 21:36

მონადირე
სიმართლე გითხრა მონადირე მეც შევიძენდი დიდი სიამოვნებით, ერთი ორი წლის წინ ვნახე მაღაზიაში და ძალიან სასიამოვნო შდაბეჭდილება დამიტოვა ... ყველამ ვიცით რუსული რიგითი თოფების ავ კარგიანობის შესახებ, იგივე ეხება იჟ - 58 . ამ თოფის ტექნიკურ ტაქტიკურ დახასიათებაზე აღარ შევჩერდები. შევეხოთ ვიზუალურ გარეგნულ მხარეს, პირველი რასაც ვერ ვიტან ამ თოფში ეს არის კალაპოტის კონდახთან მიერთების გეომეტრია რაც ჩემი აზრით ულამაზოა
http://www.radikal.ru
რატომ არ გააკეთეს სწორი შეერთება ანუ ბოქსლოკებისთვის კლასიკური კალაპოტის გეომეტრია გაუებარია ჩემთვის, ჯერ ერთი მარტივიცაა და მეორეც ერთი იჟ 58-ის ამ უაზრო ნახევარ ოვალს ჯობია ყოველ შემთხევევაში....
http://www.radikal.ru ეს ხომ კლასიკაა...
ნუ ისეთზე ლაპარაკი არა მაქვს გერმანელებს რომ ჩვევიათ ჩესანიშნავი კალაპოტები ბოქსლოკებისთვის
მაგალითად ასეთი მშვენიერი ბოქსლოკი
http://www.radikal.ru
დადებითი მახრეს თუ შევეხებით ოღონდ მხოლოდ 20 კალიბრის იჯ 58, სხვა კალიბრი სიმართლე გითხრა არ მინახია(მაგ28) ესაა მისი სამიზნე ''პლანკა'' !
ესაა კლასიკური თოფების სამიზნე ''პლანკა'', ასეთივე აქვს იჟ 58 - 12 და 16 კალიბრს
http://www.radikal.ru
ესეცს კლასიკური
http://www.radikal.ru
ხოლო იჟ 58 20 კალიბრის შემთხვევაში ეს სამიზნე თამასა არის ჩამალული ე.წ. ფრანგულ სტილში, რაც ძალიან უცხო და ელეგანტურია მე მაგრად მომეწონა.
როგორც ამ დარნიებს აქვთ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სულ ესაა მისი დადებითი მხარე.....

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 16 2009, 22:55

კიკუშ შედარებები მოგაქ ორჯერ ვიქვითინე უკვე რაა! newsmile039.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 17 2009, 13:18

ისე იჟ-58 და 43 შორის რაიმე არადეტალური სხვაობა თუ არის? ანუ მექანიზმები სხვადასხვა აქვს?

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 17 2009, 13:23

Bonehill
გმადლობ ინფოსთვის.

ვიტო

ციტატა(vito @ 16th June 2009 - 10:24 PM) *
იქნებ ამ თემას ქართულად გადავარქვა?

რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 17 2009, 15:09

ციტატა(გრიზლი @ Jun 17 2009, 01:18 PM) *
ისე იჟ-58 და 43 შორის რაიმე არადეტალური სხვაობა თუ არის? ანუ მექანიზმები სხვადასხვა აქვს?

კიი განსხვავებულია იჟ-58 მესამე საკეტი აქვს დამატებული.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 17 2009, 18:01

hunter777
იტირე არა newsmile090.gif newsmile090.gif
გრიზლი
ყველა ენსონ დილეის "გასაზიზღრებებია" newsmile090.gif
მონადირე
არაფრის ძმა newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 17 2009, 22:13

Bonehill
newsmile053.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 18 2009, 18:37

იჟ-27-ის 20-იანი ჯობია ალბათ იჟ-58-ისას. მხედველობაში მაქვს მხოლოდ საბჭოური წარმოების იჟ-27 და არა თანამედროვე რუსული. ნუ ახლა მც-ეს 20-იანები რომ ყველა საბჭოურს აჯობებს ვიცი, მაგრამ სად იშოვი საქართველოში?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 18 2009, 19:13

გრიზლი
მაგას აუცილებლად აგიხსნი newsmile05.gif
მონადირე
რესურსის ,მხრივ ძნელი სათქმელია, ნუ ალბათ მაინც 27, მაგრამ გააჩნია სართოდ რას ვადარებთ, "ემცეშკები" 20 კალიბრის სოვნა ცოტა რთული საქმე მგონია, ნებისმიერი მოდელი... ისე მაგრად მაინტერესებს 20 კალიბრი პრაქტიკაში, ალბათ ოდესმე მექნება, ვნახოთ რა ვიცი newsmile035.gif
პ.ს. ვერ ვიტან 16 კალიბრს newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 18 2009, 19:34

Bonehill

ციტატა(niko @ 18th June 2009 - 07:13 PM) *
რესურსის ,მხრივ ძნელი სათქმელია, ნუ ალბათ მაინც 27, მაგრამ გააჩნია სართოდ რას ვადარებთ, "ემცეშკები" 20 კალიბრის სოვნა ცოტა რთული საქმე მგონია, ნებისმიერი მოდელი... ისე მაგრად მაინტერესებს 20 კალიბრი პრაქტიკაში, ალბათ ოდესმე მექნება, ვნახოთ რა ვიცი

მეც ძალიან მიზიდავს 20 კალიბრი. მაგიტომაც მინდა, მაგრამ რადგან ევრო-ამერიკულს ნაკლებად ვიშოვნი თანხიდან გამომდინარე (+მაგნუმიც არ მინდა), ამიტომ ვფიქრობ საბჭოურებზე (და არა რუსულებზე!).

ციტატა(niko @ 18th June 2009 - 07:13 PM) *
პ.ს. ვერ ვიტან 16 კალიბრს

გეთანხმები, უაზრო კალიბრია. 12-სა და 20-ს შორის თვალსაჩინო სხვაობაა და ვიცი ერთით რაზე ვინადირო და მეორეთი რაზე, მაგრამ ეს 16 რა უბედური სიმბიოზია?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 18 2009, 20:00

მცდარია ის შეხედულება ჩემის აზრით რომ საბჭოური ნაწარმი ჯობია ეხლანდელ რუსულ ნაწარმს, მე თუ მკითხავთ ერთი ნაგავია, მაშინაც იყო და ეხლაცაა ნაკლი წუნიანი იარაღი თან ეხლა რუსები ძირითადად ევროპისა და ამერიკისათვის აკეთებენ იაფფასიან სანადირო თოფებს და მერწმუნეთ ვერ გაიტანენ ბაზარზე ძალიან ცუდ ეგზემპლარებს, ასე რომ ნუ დაიჯერებთ რო სსრ ის ნაწარმი მაგარია და რასიისა კიდე ნაგავი! ნაგავია ორივე მაგრამ ფასიდან გამომდინარე ააქვს არსებობის უფლება ეგაა და ეგ მარა ჩვენთან რო ფასები ადევს არც ეგაა ნორმალური!

პოსტის ავტორი: შალვა Jun 18 2009, 21:15

hunter777
თოფებთან დაკავშირებით ყოველთვის ვეთანხმები შენ აზრს, რა თქმაუნდა ამ შემთხვევაშიც ია ზა განსაკუთრებიტ ბოლო ფრაზა 100%- ანია.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 19 2009, 07:23

მადლობ შალვა გაიხარე.

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 19 2009, 10:22

hunter777

100% გეთანხმები, ეგ ჩემი აზრით აბსურდია, იგივეა რომ იძახიან მაშინდელი ნივა ჯობია ახალსო, ერთი მითხარით 20 წლის დამპალი ნივა რითი ჯობია ახალს? მე თუ მკითხავ ორივე ერთი ნაგავია რა, ისიც უნგა გავითვალისწინოთ რომ ყველა თოფს თავისი რესურსი აქვს რა თოფიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მაშინაც იყო კარგები ანუ შტუჩნი, საიუბილეო და სერიული მოდელები, ეგ ინფორმაცია ჩემი აზრით არის იმ ხალხის მიერ გავრცელებული ვისაც საბჭოური იარაღი აქვს და გაყიდვა უნდა, ჯერ იმიტომაც არ ღირსნ მისი ყიდვა რომ არ იცი ვის ხელში იყო და როგორი ნახმარია, ისე კი ეტყობა თოფს მაგრამ მე მაინც არ ვიყიდდი, თუ იცი ვისი იყო ენდობი და კარგი თოფია მაშინ კი ბატონო

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 22 2009, 20:19

გრიზლი
hunter777
მე უშუალო მომსწრე არ ვარ და ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც არა მგონია გაღუნულ ლულიანი თოფები აღმოეჩინა კაცს მონკავშირის მაღაზიაში სსრკ-ის დროს, განსხვავებით დღევანდელი რუსული სინამდვილისგან...

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 22 2009, 21:45

ციტატა(მონადირე @ Jun 22 2009, 08:19 PM) *
გრიზლი
hunter777
მე უშუალო მომსწრე არ ვარ და ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც არა მგონია გაღუნულ ლულიანი თოფები აღმოეჩინა კაცს მონკავშირის მაღაზიაში სსრკ-ის დროს, განსხვავებით დღევანდელი რუსული სინამდვილისგან...

რასაც შენ ამბობ ეგ გაღუნული ლულა კიარა აა არამედ ლულას აკლია გარედან დამუშავება ანუ გაპრიალება ,, გაშლიფოვკება და სინათლეზე რომ გახედავ უსწორმასწორო დატალღური შეხედულება აქვს!! კომუნისტების დროს მეზობელმა მოსკოვიდან გამოიწერა იჟ-43 და რო მოიტანეს ვერაფეერს მოახვედრეს ლულა იყო ისე გაჩარხული რომ მარჯვნივ 30 სმ ცდომილებას იძლეოდა!

ეხლანდელი რუსული იარაღი უხარისხო რომაა მაგი ყველამ იცის და ხვდება მაგრამ იმის მტკიცება რომ ლულებია მოღუნულიო ცოტა გადამეტებაა!

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 23 2009, 10:05

hunter777
გავიგე, რაც ყოფილა. ოკ. ანუ შენ მეუბნები რომ რუსული თოფები ისევე შეიძლება გამოგადგეს, როგორც საბჭოურები. ხომ ასეა?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2009, 14:07

ციტატა(მონადირე @ Jun 23 2009, 10:05 AM) *
hunter777
გავიგე, რაც ყოფილა. ოკ. ანუ შენ მეუბნები რომ რუსული თოფები ისევე შეიძლება გამოგადგეს, როგორც საბჭოურები. ხომ ასეა?

კიი ბრატ ეგრეა!! ჩვენ ფორუმელებს ააქვთ თანამედროვე რუსული (მაგ რუსების დედებს გაუდე მე) იარაღი რომელიც სანადიროდ ვარგა ანუ არავითარი სხვა ღირებულება არ გააჩნია უნდა აჯლაგუნო და ინადირო. და მაგ მხრივ გამომდგარია მეც მაქვს თანამედროვე 2004 წელში გამოშვებული რუსული იჟ-27 კალ 20\76 ტი და MR-153 და მაგ მხრივ ნაღდად არ ვემდური! მარა რუსული ტაპორნი მაკეთბია ორივე რა! ესთეტიურ მხარეს არ აქცევენ ეს დედა აფეთქებული რუსები ყურადღებას და ჰე!

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 25 2009, 10:51

მონადირე

საბჭოთა პერიოდში როდესაც მაღაზიები, ბაზები, სპორტ-კომიტეტი და ა.შ ორგანიზაციები იარაღს იწერდნენ, თუ ფაბრიკაში პატივს ცემდი ვინმეს, გადაგირჩევდნენ და კარგს გატანდნენ, ხომ იცი ქართული ვარიანტი, ეგ მარტო ტოფებზე არ იყო, ცჰემი მეზობელი იყო რუსტავის სპორტ კომიტეტსჰი უფროსად და იმანაც ეგრე მიტხრა მასე ვაკეთებდიო, ძირითადად სასმელი იყო ქრთამი newsmile035.gif newsmile035.gif , მარგოლინიდან დაწყებული ველოსიპედით დამთავრებული, ხოლო ეხლაც რაც მოდის ეგაა რა

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 29 2009, 00:11

რუსები მაშინაც გეგმაზე მუშაობდნენ და ეხლაც რაოდენობას აწვებიან...უბრალოდ თოფი უნდა აარჩიო(ან მცოდნე კაცს აარჩევინო) ფოლადის ხარისხი მაშინაც ა50-იყო და ეხლაც ეგ არის...ისე ყველა აღნიშნავს, რომ ეგ თოფები სათრევად და საგრიხინოდ არის კარგი...კალაშნიკოვიც მაგიტომ მოწონს ყველას...ხოდა ჩენ პირობებში ძალიანაც კარგია....

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 4 2009, 12:38

მაშIნაც ნაგავი იყი ეგ თოფები და ეხლაც ნაგავია , სულ პირველი 71-წლის გამოშვება ტოზ-34რ მქონდა და ორივე ლულას ზევით მიზონდა 25-30 სმთი 35 მტრზე , მიუზედავა იმისა რომ ჩემს თოფს "ზნაკ კაჩესტვაც" ქონდა და საბჭოთა პერიოდის იყო , ეგ არის ტყე ღრეში სათრევი თოფეი ისეთი რომელიც არ დაგენანე და ღარიბი მონადირეების იარაღი , კაცი რომელსაც თვეშI 500 ლარი აქვს შემოსავალი ვერ იყიდის 5000$იან ბრაუნინგს ან ბერეტას და ტუ იყიდის იმას ტალახში და ტყეში სათრევად არ წაიღებს, ეს ლეგენდები იმიტომ დადის საბჭOურ იარარაღზე რომ ელემენტარულად სხვა არც ქონდათ მაშIნ , მასას ქონდა საბჭოთა იარარაღი და ეგ იყი საუკეთესო ისევე როგორ რუსები რომ აჯერებდნენ საბჭოთა კავშირს რომ ვოლგა ყველაზე მაგარი მანქანა იყო newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 19 2009, 00:39

ციტატა(niko @ 16th June 2009 - 10:36 PM) *
პირველი რასაც ვერ ვიტან ამ თოფში ეს არის კალაპოტის კონდახთან მიერთების გეომეტრია რაც ჩემი აზრით ულამაზოა

ნიკუშ..შეიძლება სილამაზით არ მოგწონს, მაგრამ ბევრად უფრო მყარად არის ხე და ლითონი დაკავშირებული ართმანეთთან, ვიდრე სწორხაზოვანი..ჩემ "ოლენ"-ს აქვსე ეგეთი ნახევარრკალი და ძვრას ვე უზავ ისეა მიმკვდარი..იმ დროს, როდესაც ჩემი ბაიარდი(ყიფილი) მოძრაობდა მაგ გადაბმაში..სწორხაზოვანი მალე ირყევა...

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 19 2009, 11:10

ლევანი
გამომშრალი კაკალი არამგონია მალე მოირყას...რავიცი აბა

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 19 2009, 14:18

კაკალი არაფერ შუაშია....უბრალოდ სწორ ხაზს..სრიალის საშუალება აქცს ზევით-ქვევით..შეცვლილი ფორმა უკვე აფიქსირებს ადგილზე...ნახევარრკალი უბრალოდ ადვილი დასამზადებელია, თუმცა იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც სხვადასხვა ჩახლართული ფორმები.

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 21 2009, 09:44

მოკლედ, დიდი სიამოვნებით შევიძენდი ამ თოფს და თქვენი არ ვიცი..

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 21 2009, 23:36

მეც სიამოვნებით შევიძენდი...საკმაოდ მაგარი თოფია ფრინველზე...

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 20 2009, 22:26

მე მაქვს იჟ -58 M A - ოღონდ 12 კალიბრი. 1975 წელში გამოშვებული. სანამ ჩემ ხელში ჩავარდებოდა ახალწელს ისროდნენ 1-2 ვაზნას. და ერთი 4 ჯერ ქონდათ სანადიროდ. სულ ახალი ესეიგი. მმაგარია.................

პოსტის ავტორი: xedos Oct 20 2009, 23:11

ჩემიც მასეა რა, иж-58мае. 1-2 ჯერ ქონდათ სანადიროდ. 4-5 ვაზნა ქონდა სულ გასროლილი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 18 2010, 23:32

რამდენად მარტალია რომ იჟ 58 გერმანული თოფის კოპიოა ?? იქნებ გამარკვიოთ მე ვაპირებ მაგ თოფის ყიდვას თან ინგლისური სტილის კონდახის მუღამი მაქ და რამდენად პრაქტიკულია??

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 19 2010, 01:01

ლევანა90
ჩემო ლევან რუსული ყველაფერი სხვა ნორმალური ქვეყნების პროდუქციი სკოპიაა, მაგრამ კონკრეტულად იჟ-58-ზე არ გამიგია ეგ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 19 2010, 02:57

იჟ -58..ეგრედ წოდებული გაუმჯობესებული ვარიანტია იჟ-54-ისა(თავიანთი ჭკუით) იჟ-54 კი ზაუერის მერვე მოდელის ასლია.. სისტემა ერთიდაიგივე აქვს(ენსონი და დილეი) ასე რომ მაგათი ჩამომავლობის არის..უბრალოდ გაცილებით დაბალი ხარისხით..და მცირედი კონსტრუქციული ცვლილებებით..

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 19 2010, 13:13

ლევანი
შენის ნებართვით შეგისწორებ: იჟ 54 სა და იჟ58-ს შორის მთა და ბარია სხვაობა
54-ის "გაუმჯობესებული" ვარიანტია 26-ი რომელიც უკვე დეგრადირდა და კონსტრუქციაში შეიტანეს ცუდი ცვლილება მოაშორეს გრინერის (ჭანჭიკი) ჩამკეტი. იჟ26-ს ''გაუმჯობესებული'' ვარიანტია იჟ 58, რომელსაც ასევე მოაშორეს გრინერი, დაუმატეს სპირალური საბრძოლო ზამბარები, ნემსები ზედ ჩაქუჩებზე დაადუღეს სიმარტივის მიზნით(წარმოება რომ გაემარტივებინათ), კონდახში გადის რკინის ღერძი რომელიც კალაპოტს ამაგრებს ამ უკანასკნელთან. არც ესაა კაი გადაწყვეტილება.
ასე რომ იჟ 54 -სთან ახლოსაც ვერ მივა. თუმცა თავისი რეპუტაცია მაინც აქვს მონადირეებს შორის,ქარხანა უშვებდა რესურსით 10 000 გასროლა.

პოსტის ავტორი: gsx Aug 31 2011, 15:13

მაქვს იჟ58 ოღონდ 12იანი და ვიცი რასაც წარმოადგენს ვითომ ზაუერის ასლია მაგრამ ისე განსხვავდეიან ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა იტოკში მსხვილ ტყვიაში კაია და წვრილში არ ვარგა თან რასაც ქვია არ ვარგა newsmile035.gif და 20 კალიბრს რო ყიდულობ ალბათ უფრო წვრილ ტყვიაში გაინტერესებს არა?

პოსტის ავტორი: mgm Sep 11 2011, 23:08

მეგობარმა დაკარგა იჟ-58 16 კალიბრიანის ცივიო, სად შეიძლება იყიდოს, ხო ვერ დამეხმარებით?

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 11 2011, 23:58

დიღომში. ცხოველების ბაზარზე. მად აქვთ ეგეთი ნაწილები. თუ იმწუთში არ ექნათ..იშოვნიან.

პოსტის ავტორი: mgm Sep 12 2011, 09:32

მადლობა გაიხარე!

პოსტის ავტორი: irakli12 Sep 16 2013, 15:19

გამარჯობათ.მაქვს იჯ58 16 კალიბრი შტუჩნი ზოგმა საექსპორტოაო როგორი მონაცემების თოფია აქ რომ ვკიტხულოფ რუსულ ტოპებს არ აქებთ არ აცერია არც გამოსჰვების თარიგი და არც იჯ58-ი

პოსტის ავტორი: ჭაღარა Sep 16 2013, 18:02

irakli12
საქართველოს პირობებში ნადირობისთვის (ძირითადად ფრინველზე) სავსებით დამაკმაყოფილებელი თოფია. მეც ეგეთი მაქვს და კარგად ვხმარობ. თუ კარგ მდგომარეობაში ნახავ შესაბამის ფასად, იყიდე!

ეს 20 კალიბრის თემაა და ბოდიში ოფისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 16 2013, 18:19

ციტატა(irakli12 @ 16th September 2013 - 17:19) *
აქ რომ ვკიტხულოფ რუსულ ტოპებს არ აქებთ

არ ვაქებთ რაა.. უბრალოდ ინგლისურები გვირჩევნია. D.gif
ყველა თოფს აქვს(ყოველშემთხვევაში უნდა ქონდეს) თავისი ფასი. რაც ეგ თოფი ღირდა თავის დროზე..მშვენიერი თოფია იმ ფასისთვის. საკმაოდ მყარი და გამართული კონსტრუქციის თოფია..უბრალოდ ბალანსებთან და შესრულების ხარისხთან აქვს ხოლმე პრობლემები. თუ საექსპორტოა.. ეგ პრობლემები ან არ ექნება ან ნაკლებად ექნება. თუ კარგად გაზის მხარზე და მიზანში გარგად ურტყავს...კარგი თოფი ყოფილა მაშინ. დანარჩენი ნამდვილად არ დაეწუნება. ერთი ეგ არის..მარკეტზე სულ გაუტიეს და ისეთ ფასებს ადებენ თითქმის ყველაფერს..უკეთესისი ყიდვა შეიძლება მაღაზიაში იმაზე ბევრად იაფად. ხოდა ეგ არის სულ. მგონი გუშინ დადო კაცმა ტოზ-34 1700$. D.gif ვერ დაუშლი..ეგრე უნდა კაცს და რას ვიზავთ. ღმერთმა ხალი მოუმართოს..მაგრამ მაგ ფასად ისეთ თოფს ვიყიდი... მაგისმა ტოზმა 20 წელი რომ ტრაკზე კოცნოს იმ თოფს...კიდე დიდხანს ვერ ამოვა იმ თოფის ვალიდან. D.gif

პოსტის ავტორი: irakli12 Sep 16 2013, 21:10

არა მე უბრალოთ აქ მაინტერესებს აზრი არც მე ვარ დიდი იარაგის მცოდნე მაგრამ ვინც ნახა ეს თოფი ყველა ამბობს რომ სხვანაირი იჯ 58-ია მიტანაც დზაან მაგარი აქ თოფსაც ბეჭზე მიიდეფ თუარა უკვე ბევრი დამიზნება აგარ ჭირდება

წლოვანებაც არ ვიცი ამ თოფის 45 წლამდეა ალბათ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 16 2013, 23:16

ციტატა(irakli12 @ 16th September 2013 - 23:10) *
არა მე უბრალოთ აქ მაინტერესებს აზრი

უფრო კონკრეტულად თუ გვეტყვი რა გაინტერესებს მაგ თოფის.. მეც გამოვთქვამ ჩემ აზრს და არც სხვები დაგზარდებიან.
ციტატა(irakli12 @ 16th September 2013 - 23:10) *
ვინც ნახა ეს თოფი ყველა ამბობს რომ სხვანაირი იჯ 58-ია

სხვანაირი რა.. იჟ-58..ყველა იჟ-58-ა. სისტემა ყველას ერთი აქვს და ერთ ქარხანაში მზადდებოდა. შეიძლება გრავირება ქონდეს და უფრო ხარისხიანად იყოს აწყობილი თუ მართლა საექსპორტო.. საცალო ან ეგრედ წოდებული "სუვენირნია".
ციტატა(irakli12 @ 16th September 2013 - 23:10) *
თოფსაც ბეჭზე მიიდეფ თუარა უკვე ბევრი დამიზნება აგარ ჭირდება

ეგ კონდახის პარამეტრებია. სხვა აღნაგობის ადამიანისთვის უკვე რთული დასამიზნებელი იქნება. უბრალოდ რაღაც კონკრეტულ აღნაგობას ემთხვევა კარგად. ეგ..მოდელის დამსახურება არ არის.
ციტატა(irakli12 @ 16th September 2013 - 23:10) *
წლოვანებაც არ ვიცი ამ თოფის 45 წლამდეა ალბათ

არც მაგას აქვს მნიშვნელობა. 30 წლის იქნება.. 45-ს თუ 65-ს არაფერს არ ცვლის. ანტიკვარი ეგ არ არის და არაფერი. მთავარია როგორი შენახულია და რა მდგომარეობაშია ამჟამად. სიძველე ფასს არ მატებს.

ისე სურათებს თუ დადებ.. ყველაფერს ზუსტად გეტყვით.

პოსტის ავტორი: irakli12 Sep 17 2013, 23:45

მოვახერხო იქნება და დავდებ სურათებს

პოსტის ავტორი: gel2001 Nov 11 2014, 16:12

გამარჯობათ,20 კალიბრის ყიდვა მინდა მაგარამ გილზები მინდა ჩემით დავტენო და 20 კალიბრის ეგეთ წოდებულ ზაკრუტკას სად ვიშოვი ხო არ იცით ვინმემ.ან იქნებ აკეთებდნენ

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 11 2014, 17:27

gel2001
ეს იყიდე და დატენვა სიამოვნებად გექცევა, კაი რამეა აქებს ყელა
http://www.amazon.com/Lee-Precision-Shotshell-Reloading-Press/dp/B000KOVWE4/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1415716895&sr=8-3&keywords=lee+load+all+2

რას ამას აქვს: თავის დამბეჭდი, ფისტონის ამოსაღები, საწური და რავი კიდე რაღაცეები. ცალ ცალკე რო იყიდო იგივე ფასი დაგიჯდება

პოსტის ავტორი: baroni Nov 11 2014, 17:34

ამით რომ დატენი ზაკრუტკა უნდა აუცილებლად თორე კაპიკი ფასი.. რაგაც დროის მერე თავი ეშლება ვაზნებს და საფანტის ძებნა მოგიწევს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მარდი Nov 11 2014, 17:53

baroni
აღარ გათხოვებ ზაკრუტკას კალოჩეე D.gif
20 კალიბრი არ ვიცი მაგრამ 28 კალიბრი მომწონს და მიყვარს მაგრად ადრე თუ გვიან უეჭველი ვიყიდი რამეს 28 კალიბრზე

პოსტის ავტორი: baroni Nov 11 2014, 17:57

არიქა იყიდე ეგააა ნაღდიი........ რაღადროს 28 კალიბრიაააა newsmile087.gif newsmile087.gif

პოსტის ავტორი: მარდი Nov 11 2014, 18:11

baroni
chali.png

პოსტის ავტორი: baroni Nov 11 2014, 18:32

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: gel2001 Nov 11 2014, 19:14

assassin29 გაიხარე,მაგრამ ეს ვარსკვლავს აკეთებს და მერე მართლაც იშლება.უბრალო რუსული ზაკრუტკა თუ არსებობს ის მაინტერესებს ეგა ყველაზე ნაღდი

პოსტის ავტორი: მარდი Nov 11 2014, 19:48

gel2001
არსებობს კი ყველა კალბრის ოღონდ ახალი არ ვიცი 20 კალიბრის არის თუ არა 16 და 12 რომ იყოს კი გეტყოდის სადაც იყიდება ახალი ძველს კიდე ძებნა უნდა და დრო თორე იშოვი

პოსტის ავტორი: gel2001 Nov 11 2014, 21:47

16 და 12 მაქვს,ამ 20 კალიბრის ყიდვას არ ვაპირებდი მაგრამ ისე მოვირგე ეგ თოფი რომ გადავწყვიტე ყიდვა

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 16 2015, 11:04

მე მაქვს ij58 20 კალიბრი. ნორმალური თოფია. ჩვენთან ალბათ ყველაფერზე გამოდგება გარდა იხვისა დაბატისა. რა თქმა უნდა მინადირია იხვზე და შედეგიანადაც, მაგრამ მაინც 12კ ჯობია. შეუდარებელია კაკაბზე სანადიროდ. ქარხნული კონდახი არ მომწონს გაფშეკილია და ძნელი დასამიზნებელი. სულ ვაპირებ შეცვლას და სულ ხვალისთვის გადავდებ ხოლმე. 1959 წლის გამოშვებაა.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 16 2015, 12:44

koba1973
ერთი ორი სურათი ვერ მოაყოლე შე კაი კაცო?. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 18 2015, 20:47











მაქსიმუსა
ა ბატონო ორც არის და ორჯერ ორიც D.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 18 2015, 21:05

კაი ნამუშევარი ჩანს

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 18 2015, 21:24

კი საკმაოდ მაგრამ მაინც უფრო მალე დაეტყო ნემსების გარშემო ჟანგები ვიდრე ვიფიქრებდი. შეიძლება ე.წ. დაფქულმა დენთმა უყო. ინტენსიური ნადიდობის წლებში დენთს ვერ ვშოულობდით და რაც შეგვეძლო იმას ვიყენებდით. ჩემს ხელში ალბათ 2500-3000 გასროლა ექნება გაკეთებული.

პოსტის ავტორი: beqa1994 May 6 2015, 07:52

ციტატა(koba1973 @ Mar 18 2015, 22:24) *
კი საკმაოდ მაგრამ მაინც უფრო მალე დაეტყო ნემსების გარშემო ჟანგები ვიდრე ვიფიქრებდი. შეიძლება ე.წ. დაფქულმა დენთმა უყო. ინტენსიური ნადიდობის წლებში დენთს ვერ ვშოულობდით და რაც შეგვეძლო იმას ვიყენებდით. ჩემს ხელში ალბათ 2500-3000 გასროლა ექნება გაკეთებული.

კი ბერვრი გასროლ აქვს

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 23 2016, 14:53


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)