თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ pajero I

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 13 2009, 22:48

მოკლედ დამადგა საშველი და ჩემი ახალი ძველი პაჟერო მოვიყვანე, ეხლა ის პერიოდია რომ
სეზონისთვის უნდა მოვამზადო, მანქანა მაგარი მორყეული იყო, "კუზაო" იდეალურ აქვს.
შევიძინე სუგუბა დლია ახოტი newsmile05.gif

1987 წლის გამოშვება
2 კარიან
გათვლილი მაქვს 3 კაცზე, გაჭირვებაში 4-ზე newsmile05.gif, ეხლა რა ხდება დავიწყე ნავაროტკების კეთება,

პირველი ეტაპი.......... 2 დღეა პროფილაკტიკაში ვგდივარ, მტელი პერედოკი
გამოვცვალე და ვერ ვიშოვე 1 ქვედა "შარავოი", თუ ვინმემ იცით დახმარებაზე უარს არ ვიტყვი, ჩემსაზე მიდის ძალიან დაბლები თორე ყუმბარის "პილნიკს
ედება და აძრობს რაც დაუშვებელია წყალში გავლისას. უკანა საბარგულის "ზამოკი" ან მუშაობდა და გავაკეთე. წინ 2 ძლიერი ჰალოგენი დაუყენე.
საბუქსირე ტროსიც ავაწყე

მეორე ეტაპი............ ზეგ მივდივარ ძაღლების გალიის გასაკეტებლად, 2 ცალზე მეტი საეჭვოა რომ ჩეტიოს, უფრო სწორედ კი ჩაეტევა, მაგრამ
არ მესმის ძაღლები რატომ უნდა დავტანჯო ტრანსპორტირებისას, გალიაზე დამიფასეს 60 ლარი, მგონი მისაღები ფასია. უკანა მხარე არ იქნება მთლიანად გადატიხრული,
დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ გადაიფარება ჰორიზონტალურად უკანა დასაჯდომის ზედა წერტილიდა ჰორიზონტალურად, ზევიდან მინდა რომ
იარაღის დასადები ადგილი იყოს და კიდევ რაიმე წვრილმანების, მაგალითად სავაზნეების და საჭმელის, ხო კიდევ იქნება "სიომნი" რამე რომიყოს გამოვიღებ

მეტაპი მესამე............ გალიის მერე უნდა შეუკვეთო ზედა საბარგული, რადგან ძაღლების ჩასმის მერე არავითარი ბარგი იქ არ ჩაეტევა newsmile05.gif
ფასი ჯერ არ ვიცი მაგრამ შორი "რეისებისთვის აუცილებელია კონკრეტულად ამ მანქანისთვის, კიდევ იდეა მაქვს რომ მერე დავაყენო ამ საბარგულზე 4 ჰალოგენი
ძლიერი შუქისთვის, კი ხვდებით ღამე სიარულისთვის რა მნიშვნელოვანია, მთებში ფაქტიურად არაფერი არ ჩანს იმის გარდა რასაც ქარხნულები ანათებენ და
მგონი გამოგვადგება. უკანაც უნდა დავარტყა ერთი ჰალოგენი, რა იცი რა ხდება newsmile05.gif

ეტაპი მეოთხე........... ზამთრის საბურავები და ამორტიზატორები

წელს მგონი მეყოფა, თუ რამეს დაამატებთ დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ, რას იტყვით? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: xedos Aug 13 2009, 22:56

მე და შენი მაშინა ერთი გოდა ვყოფილვართ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ვააახ, რა მაგარი მოწამლულები ვართ ტოოოო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 13 2009, 23:03

ზედა ბაგაჟნიკი

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 13 2009, 23:04

ვიტო
ბიჭოოოო, რათ არ მიჯერებ ჰაა???..........
რა ჰალოგენები და გალიები აგიტყდა ვერ გავიგე, რომ ჩავარდები ჰალოგენები ამოგიყვანს თუ იცი, თუ გალია მოგაწვება უკნიდან?...........

1. წინა ხიდს მიხედე
2. 16-იანი დისკები იყიდე, საბურავებს მე რომ მაქვს ისეთს გაშოვნინებ
3. შარავოი ქუთაისის ქუჩაზე იყიდება, სიარული ნუ გეზარება

ვაააა, ეს ინჩა ტოტა ტოოო...........

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 13 2009, 23:08

ციტატა(ჩელე @ Aug 14 2009, 12:04 AM) *
ვიტო
ბიჭოოოო, რათ არ მიჯერებ ჰაა???..........
რა ჰალოგენები და გალიები აგიტყდა ვერ გავიგე, რომ ჩავარდები ჰალოგენები ამოგიყვანს თუ იცი, თუ გალია მოგაწვება უკნიდან?...........

1. წინა ხიდს მიხედე
2. 16-იანი დისკები იყიდე, საბურავებს მე რომ მაქვს ისეთს გაშოვნინებ
3. შარავოი ქუთაისის ქუჩაზე იყიდება, სიარული ნუ გეზარება

ვაააა, ეს ინჩა ტოტა ტოოო...........

ეეს ყეველაფერი საჭიროა მერე სხვა რამე ხიდები, პაკრიშკები.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 13 2009, 23:21

ჰერცოგი997
რატომ ფიქრობთ უკუღმა მე მაინც ვერ ვხვდები, ტალახში რომ გაიჭედები მერე ჰალოგენი არ გიშველის, ჯერ ხადავოი, ხიდები, საბურავები და მერე გალამაზება............... პრაქტიკულობისთვის ასეა საჭირო და თუ უბრალოდ ლამაზი მანქანის ყოლა უნდა ეგ სხვა ამბავია............ ეს არის ჩემი კომენტარი............

პოსტის ავტორი: jagermeister Aug 13 2009, 23:39

ვიტო
მაგარი პიპია შეგიძენია, გილოცავ !
მყავდა ადრე ეგეთი, 86 წლის, თეთრი და დღემდე სანადიროდ ერთ-ერთ საუკეთესო მანქანად მიმაჩნია ; ]
თან მაგარი უპრობლემო მანქანაა მე რაც მახსოვს.. საბარგული მართლა მინი აქვს და ზედა გაგისწორდება თუ დააყენებ, ჰალოგენებიც მაგარია და ცოტა დიდი საბურავებიც გარდა იმისა რო მოუხდება მემგონი სანადიროდაც უფრო გამოდგება.. დანრჩენი რავიცი, მე მაგის ამორტიზატორები ვერაფრით ვერ გავაფუჭე და შეზეთვა რო შეიძლება ეგ მევასებოდა კიდე მაგრად, ძუძუკები რო აქ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 14 2009, 00:01

ჰერცოგი997
jagermeister
ბაგაჟნიკი = საბარგული

ციტატა(vito @ 13th August 2009 - 09:48 PM) *
მეტაპი მესამე............ გალიის მერე უნდა შეუკვეთო ზედა საბარგული, რადგან ძაღლების ჩასმის მერე არავითარი ბარგი იქ არ ჩაეტევა


ჩელე
შე კვატო შენა, ნორმალურად წაიკითხე რა რაც დავწერე...................
შარავოი ვერ ვიპოვე, მარტო 1 ცალი ვნახე მთელ ელიავაზე და დავაყენე კიდევაც,
ხადავოი ყველაფერი გავაკეთე, მაიატნიკიც, რულავოი ნაკანეჩნიკების და კიდევ რაღაც რაღაცეებიც.............................
საბურავებს რაც ეხება მაშოვნინე და ვიყიდი, 400 მწვანე რაც მითხარი მაგდენს ნაღდად ვერ გადავიხდი და რომც მქონდეს
15-იანებისას ვიყიდი, მანქანას უფრო შეინახავს და უფრო რბილიც იქნება, თან კლირენსიც აიწევს და თან კრილოებში არ
მოედება შიგნიდან როგორც შენი.............. ეხლა რა გინდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2009, 00:46

ეეეხ რა უნდა გელაპარაკო აბა, მაინც შენსას უბერავ და რა ვსქნა?........... ხიდი რომ არ ირთვებოდა რისი ბრალი იყო?..........

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 14 2009, 01:15

ჩელე
უი მაგაზე თქმა დამავიწყდა, დღეს თემოსთან ეზოში ხრეშზე დავაყენე, მინდოდა თემოსთვის მენახებინა რომ ხიდები არ მუშაობდა
და ყველაფერი ამუშავდა, არ ვიცი რა მოხდა რა, დღეს რამოდენიმეჯერ გავტესტე მაგის მერე და ყველაფერი ხოშიანად მუშაობს...

ეხლა რა მაინტერესებს: რატომ? შარავოები რომ გამოვცვალე მთლიანად ჩამირეს ავტომათი და ისევ მიაყენეს, შეიძლება ისე მომხდარიყო
რომ აწყობისას შემთხვევიტ ყველაფერი გასწორებულიყო?

პოსტის ავტორი: Maverick Aug 14 2009, 10:01

ე.ი. ურევს რაზდატკის დაჩიკი, რა იცი რომ არ მუშაობს ხიდები? პანელზე არ აჩვენებს? თუ ოფფროუდში ნახე? მიცუბიშებში, პანელზე შეიძლება არ აჩვენოს რომ ხიდი ჩართულია, იმიტომ რომ დაჩიკი ურევს ხოლმე, ჩემიც ეგრე ციმციმებს, მაგრამ ხიდები 4 მდგომარეობაში ჩვეულებრივად მუშაობს, დაჩიკის შეცვლა 300 გელა ღირს

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2009, 14:51

ვიტო
თლიანად ჩამირეს ავტომათი და ისევ მიაყენეს,

აბა ჯერ ეს გადამითარგმნე და გასაგებ ენაზე დამიწერე და დანარჩენს მერე გეტყვი............

Maverick
დაჩიკი არაფერ შუაში არ იყო, დაჩიკი ჩემთანაც არ ანთებს, მაგრამ ხიდი მუშაობს მგელივით, ლისზე რომ ჩავარდა იქ არ მუშაობდა წინა ხიდი........

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 14 2009, 21:26

ჩელე
მთლიანად ჩამოღეს ავტომატი და ისევ მიაყებეს, გასაგებია?

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 15 2009, 12:18

ვიტო
რა ავტომატზე ლაპარაკობ, მე მაინც ვერ გავიგე.............. ვფიქრობ და ვერ მომიფიქრები რა შეიძლება იყოს ავტომატი: ერთი ვიცი რომ ავტომატი შეიძლება იყოს ,,კარობკა,, მაგრამ შენი მექანიკაა, კიდევ რა შეიძლებას იყოს???.................. ე ბიჟო მითხარი რას მაწვალებ??..... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ,,ზადნიში,, რომ არ ვარდებოდა ეგაც გააკეთე??.............

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 15 2009, 14:52

ჩელე

ციტატა(chele @ 15th August 2009 - 11:18 AM) *
,,ზადნიში,, რომ არ ვარდებოდა ეგაც გააკეთე??.............

კი, ეგეც გკეთდა რატომაც newsmile05.gif

ავტომატს ვეძახი ქე რომ ყუმბარები რაშიც გამოდის, ჭინა ხიდზე ამას ხომ ავომატურად ერთვება, ანუ არ ჭირდება ხელით გადართვა, ეგ არის რა, სხვანაირად ვერ გიხსნი


დღეს დავაყენე ძაღლის საბარგული, მაგარი სექსი გამოვიდა, სულ დამიჯდა56 ლარი,
შევღებე კიდევაც და 2 ძაღლაც თავისუფლად დაიტევს, თან ისეთია რომ უკანა მხარე მთლიანად
არ იკეტება, ანუ სიდენიის ზედა ზღავზე 90% კუთხეს იკეთებს, ასე რომ ზევიდან კიდევ დამრჩა
ადგილი რამე რომ დავაწყო, მაგალითად იარაღები დ საჭმელი, სალონის მხარეს კიდევ დავამატე
პალასა "ტრუბაკვადრატი" ცუდ გზებზე რომ არ გადმოიყაროს ყველაფერი. 4 ბოლტზეა,
მარტივად იხსნება და ყენდება..............

ზედა საბარგულიც და მგონი სათავსოების პრობლემა მომეხსნება

ჰალოგენებიც მივამატე 2 ცალი "დალნებივით არის, წერტილში ურტყავენ, მაგრამ ზედა საბარგულს რომ
დავაყენებ ამეებს ზევით გადავიტან + კიდევ 2 ცალს მივამატებ ისეთებს რომლებიც შუქს ფანტავენ და ქვევით
ე.წ. ტუმანნიკებს დავარტყავ.

ჯერჯერობით ესეა საქმეები, დანარჩენებზე მერე მოგიყვებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Aug 15 2009, 19:58

ვიტო

სურათები გამოუშვი - "დო ი პოსლე"

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 15 2009, 20:10

ბესო
ჯერ არ სცალია, პივოს ცეცხლამს................ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 15 2009, 23:06

ბესო
დო ი პოსლეს ვერ განახებთ მაგრამ ეხლანდელი მდგომარეობა ესეთია


წინა ჰალოგენები
http://www.radikal.ru


ესეც ძაღლების საბარგული
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

"კრეპლენიები"
http://www.radikal.ru

ძალიან მარტიმად იხსება და დგება, მარტივი კონსტრუქციაა ძალიან

პოსტის ავტორი: gelak1 Aug 16 2009, 11:12

ვიტო
პაჯეროს ნაწილებზე ან თუ რამე გაინტერესებს პაჯეროზე მიმართე ლევანს 899 100 102 (ჩვენი კლუბის წევრია)

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 16 2009, 11:14

მაგარი ვიტო საღოლ კარგ ვიდზე დგასს

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 16 2009, 11:14

gelak1
მადლობა, ძველი პაჯეროს ამბებიც იცის?
მაღაზია აქვს?

პოსტის ავტორი: gelak1 Aug 16 2009, 11:19

წერეთელიდან როგორც ჩაუყვები ქუთაისის ქუჩას მარცხენა მხარესაა მისი მაღაზია იქვე იდგება
მისი გამონსტრებული წითელი პაჯერო.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 16 2009, 11:21

როგრც კი ცჰაუხვევ ქუტაისის ქუჰაზე მად აყენია ხოლმე ის პაჯეროო

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 16 2009, 11:28

gelak1
ჰერცოგი997
მადლობა, ვნახავ აბა, ქვედა შარავოი მიჭირს ძალიან, ეგ თუ ვიშოვე პერედოკში ამ ეტაპზე არაფერი არ დამჭირდება,
უკანა რესორები აქვს ცოტა დამჯდარი და მაგეებსაც მალე მივხედავ მოსკოვის პროსპექტზე მიმასწავლეს

პოსტის ავტორი: xedos Aug 16 2009, 11:41

მოსკოვის პროსპექტზე? ვაა აქ ვისთან მოგასწავლეს?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 16 2009, 23:14

დევიღუპე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif დღეს ტარასა ჩამოვიყვანე, ხოოოოოოოდა მეთქი ჩავკეტავ საბარგულში და არ შემაწუხებსთქო,
შევაგდე, წამოვედი მანქანის დასაქოქად, სარკეში გავიხდედე უკან რომ გამომეყვან ეზოდან მანქანა და რას ვხედავ.........
უკანა სკამზე ზის და სარკიდამ მიყურებს გახარებული თვალებით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

აქედან გამოძვარა newsmile038.gif როგორ გამოეტია არ ვიცი
http://www.radikal.ru

ხვალ ან ზეგ 2 "პალასას დავამატებ, თან კარგი რამისთვისაც გამოვიყენებ newsmile05.gif
ხომ გაგიგიათ ცუდი ამბავი კარგს ბადებსო....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 16 2009, 23:22

მშვიდობაში ვიტო. მაგარია.

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 16 2009, 23:27

ჭალიმგელა
შენ უყურე ხვალ ზედა საბარგული როგორ დავადგა, მამაჩემმა ვკისრულობ ოღონდ ნისანპატრული არ მთხოვოო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 16 2009, 23:33

პაჯეროს დუგები ჩემს მეზობელს აქვს. ჩემსას ვერ ვშოულობ

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Aug 17 2009, 08:44

გილოცავ ვიტო, მშვიდობით და სულ კაი საქმეზე გევლოს!

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 17 2009, 08:50

ჭალიმგელა

ციტატა(Giorgi @ 17th August 2009 - 12:33 AM) *
პაჯეროს დუგები ჩემს მეზობელს აქვს. ჩემსას ვერ ვშოულობ

ღირსი ხარ, ხომ გითხრა გენომ ჩემი მანქანა დაიტოვეო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 17 2009, 10:46

http://www.radikal.ru

newsmile087.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile087.gif

დ რ ა ბ ი ლ კ ა

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 17 2009, 10:47

T A M P L I E R
გააკუე რა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 17 2009, 11:14

ვახა ხა ხა ხა ხა ხა ხა ხა ხა newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: დიტო Aug 17 2009, 12:07

მალადეც ვიტო კაი გამოსულა თან პიპიაც კაი ვიდზეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 17 2009, 12:28

T A M P L I E R
არა და ეუბნებოდი ხოოო???...................... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ვიტო
როგორ საბარგულს აკეთებინებ? არ გინდა ვნახოთ საბარგული რომელიც შეგულებული მაქვს და იმის მიხედვით გააკეთო/??................

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 17 2009, 12:42

ვიტო, მანდ ერთი ტრუბაკვადრატი მიადუღე და ეგ იქნება რა.... ისე ზევიდანაც წვრილი სეტკა რომ დაადო არ იქნება მგონი ცუდი.... თავი არ გაეჭედოს ძაღლს.... რა იცი რა ხდება... თან თავგაჭედილზე, რომ დაატორმუზო უცბად..... გეყოლება მერე "უთავო მდევარი" newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 17 2009, 18:23

ციტატა(dubidubiduu @ 17th August 2009 - 01:42 PM) *
"უთავო მდევარი"

რას არ იტყვის ხოლმე ეს კაცი... newsmile090.gif newsmile090.gif რას ერჩით..მშვენივრად მოუფოქრებია(პრაქტიკულად)...უბრ
ალოდ ძაღლებს ხო არ რჩებათ პატარა ადგილი...კილკის დღე ად დაადგეთ... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 17 2009, 18:49

არა, იეღოვამ ჩასძახა ეგრე ქენიო და ეგრე ქნა................. : D newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ROVER Aug 17 2009, 22:04

ჩელე

იეღოვამაც ჩაგძახა და ბუდამაც! რა გაუტრაკეთ კაცს საქმე, უკეთესი თუ იცოდით მოსულიყავით და გაგეკეთებინათ!

T A M P L I E R

ბლიადი ხარ!!!!!!!!!!!!

ვიტო

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 17 2009, 22:07

ROVER
და შენ ეხლა გჯერა ეგ ამბავი, რომ ჩემი გემოვნებით გააკეთებს ვიტო რამეს??......... იმდენი სიკეთე შენ............. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ასე რომ ეგ შენი უწმაწური სიტყვა სრულიად უსაფუძვლოა და უკან აიღე......... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ROVER Aug 17 2009, 22:11

ჩელე
უწმაწური სიტყვა შენ არ გეხებოდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
newsmile09.gif newsmile09.gif newsmile09.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 17 2009, 22:24

ROVER

ციტატა(ROVER @ 18th August 2009 - 12:04 AM) *
რა გაუტრაკეთ კაცს საქმე,


???................ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

დისკებზე ვეჩალიჩები და არაო, საბარგულზე რაღაცას აპირებს და არ მეუბნება, სიურპრიზი უნდა რომ მომიწყოს ეტყობა.......... newsmile035.gif არ მიჯერებს საერთოდ, არა........

პოსტის ავტორი: Nukry Max Aug 17 2009, 22:45

რა ქენი ვიტო, გააკეთე მაშინა?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 18 2009, 00:15

კი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max Aug 18 2009, 21:13

რა ვიჯანჯღარეთ newsmile071.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Aug 18 2009, 22:38

ვიტო
მაგრა მომწონს ეგ მანქანები მაგის ყიდვა მინდოდა სანადიროდ მარა ვერ მოვიცალე ჭკუაზე მოსაყვანად და გადაიდო გაურკვეველი ვადით

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 18 2009, 23:32

ჩელე
ბიჯო რა სიურპრიზი ტო, გადაირიე რა, დაჭრილი მასალა მიუტანე, შეადუღებენ, მერე შევღებავ და დავაყენებ რა,
ტულეს საბარგულს ხომ არ დავაყენებ ამ კუბიკზე ტო, ბარგს დაადებ და მეტი რა გინდა?

ძაღლების საბარგულსაც მარტივად გადავწყვიტავ, თუ დახმარება გინდათ მითხარით, თუ მარტო ღადაობა გინდათ გააგრძელეთ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ხოდა რა მინდ უტხრა ყველას, ეხლა მყავს ინვალიდი, ხოდა ნელ ნელა ყველფერს გაუკეთებ,
ასე რომ ნუ შამეცით რა newsmile05.gif საბურავები მაშოვნინეთ რა, 150-160 გელა დამიფასეს ახლებზე,
რა უყო არ ვიცი, ამორტიზატორებიანად 1000 ლარს უპრობლემოდ გაარტყავს

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 10:47

ციტატა(vito @ 19th August 2009 - 12:32 AM) *
150-160 გელა დამიფასეს ახლებზე


ტოიოტა ცენტრში ჰქონდათ 300 ლარად კომპლექტი, ოღონდ Б/У

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 10:50

გიორგი
კომპლექტი როგორ, ოთხივე?
Б/У რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 11:02

ვიტო

ხო ოთხივე

Б/У - Бивши в употребление (ნახმარი რა)

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 11:06

გიორგი
მინდა ტო, ავიღებ, მარა თხუტმეტიანებია, შეგიძლია დაადგინო?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 19 2009, 11:07

ჩემი პოსტი წაიშალა და ვიღაცას რაღაცას ვუზავ

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 11:09

T A M P L I E R
გვერძე თემაში ხომ არ დაპოსტე, არაფერი არ მიქნია

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 19 2009, 11:11

წინა გვერდზე

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 11:24

ციტატა(vito @ 19th August 2009 - 12:06 PM) *
მინდა ტო, ავიღებ, მარა თხუტმეტიანებია, შეგიძლია დაადგინო?


ცენტრში თუ მოვხვდი ვიკითხავ... თუ არ გეჩქარება...

კიდე ვიცი, რომ თეგეტაშიც აქვთ, მაგრამ ნახმარი არის თუ არა - არ ვიცი...

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 11:28

ნაცნობობით ხდება ეგ ამბავი? მე რომ მივიდე და ვიკიტხო მეტყვიან?

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 12:36

რავი მე არავის არ ვიცნობდი ისე მივაჭერი... ოღონდაც ვულკანიზატორთან მიაჭერი ვინემსთან.... ის თავიდან დაეწვდება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif შემოწმება ხომ არ არისო და შენ უთხარი ვინ ოფფრპოუდერის სახელი, იმან მომასწავლა თქო და ეგააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 20 2009, 19:08

ტოიოტაში ძირითადად 16-იანები აქვთ, ისე თუ მიხვალ გოგიტა იკითხე და უთხარი რომ მე მიგაგზავნე...........

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 8 2009, 09:59

გუშინ მე და დუნდუამმოვიცლეტ და მანქანა გავაბიზინე......

მთელი სავალი ნაწილები გავაკეთე, გიორგიმ მასწავლა რაღაც პროფილაქტიკა, ყველაფრის აღდგენას აკეთებენ,
მე ეგეთი რამე არ მინახია რა, 1 საათში მთელი მანქანა დაშალეს და ააწყეს, 4-5-6 კაცი ერტად მუშაობდა, შოკში ჩავვარდით.
სულ 300 გელა გამომართვეს, ნაღდად ღირდა რა, არც სირბილი მომიწია ელიავაზე და არც არაფერი

ამორტიზატორეიც გამოვცვალე ოთხივე
საბურავებიც გამოვცვალე, მაღლები და პროტექტორიანები

და ყველაზე მთავარი რაც გავაკეთე პირველად ჩემ მფლობელობაში გავრეცხე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა რა მინდა, გვერდითა შუშა არ აქავს, სად ჩამოვასხმევინო? დამეხმარეთ ბიძიებო

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 8 2009, 10:35

ციტატა(vito @ 8th September 2009 - 10:59 AM) *
ეხლა რა მინდა, გვერდითა შუშა არ აქავს, სად ჩამოვასხმევინო?


აგერ ქავთარაძეზე მგონი აკეთებენ ეგეთ რამეებს, ლეჩკომბინატის ეზოში... სარკეებს ნაღდად ასხავენ და შეიძლება შუშაც გაგიკეთონ....

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 8 2009, 10:40

გიორგი
შევივლი აბა

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 8 2009, 12:00

ვიტო
ნაწილებიანად 300 ლარი???............. რა საბურავები დააყენე და რა მიეცი სად იყიდე? დაწვრილებით ყველაფერი.............

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 8 2009, 19:08

ვიტო
ზაგეზში ხომ არ იყავი ამირანის პროფილაკტიკაში?

პოსტის ავტორი: ROVER Sep 8 2009, 21:58

ზახარა
კი ძამა, მანდ ვიყავით.

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 8 2009, 22:14

ზახარა
ზაგესში ვიყავით, მგონი არსენა ერქვა უფროსს

ჩელე
საბურავებში 400 გელა გადავიხადე, ხადავოიში აღვადგენინე ყველაფერი 300 გელად, შენც რომ მიგეყვანა ურიგო არ იქნებოდა,
იაფია და ძალიან ჩქარა აკეთებენ, 1 სათში გამოგიშვებენ...

მანქანამ სერიოზულად აიწია, უკვე გავს მანქანას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 8 2009, 23:05

ვიტო
კი ძმები არიან ეგენი ამირანი და არსენი, და პროფილაკტიკას ქვია" ვაკეთებთ ყველაფერს" newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 11:25

ვიტო

შუშაზე რა ქენი ?

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 12:48

გიორგი
გუშინ ვერ მოვასწარი, დღეს გავივლი

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 11 2009, 23:51

მაგისი შუშა ეგეთი დეფიციტია..რო ჩამოსხმა ჭირდება???...მე მეგონა ეგეთები ზვიადის პერიოდს ჩაბარდა...დაშლილებში არ მოიძებნება???..გვერდითა შუშები ეგრე არ ისხმევა...ეგენი წნევით კეთდება..( პატარა კუბიკებად რო იმტვრეოდეს)..როგორც ვიცი ეგეთებს აქ ვერ აკეთებენ..უბრალო შუშას კი აძლევენ ფორმას..მარა "აპასნია"(ღმერთმა დაგიფაროთ და ჩამტვრევის შემთხვევაში)...იქნებ მეორადის მოძიებას მივწოლოდით....

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 12 2009, 00:00

გააკეთა ლევან უკვე newsmile05.gif თან მაგან რა გააკეთა არ ვიცი ჯერ ზუსტად, მაგრამ მაგ გვერდით შუშებს პლასტმასისგან აკეთებენ ხოლმე - ასე რომ არც ისე საშიშია

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 12 2009, 00:04

ყოჩაღი ოლეგია ვიტო........... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 12 2009, 00:11

ციტატა(dubidubiduu @ 12th September 2009 - 01:00 AM) *
მაგრამ მაგ გვერდით შუშებს პლასტმასისგან აკეთებენ ხოლმე - ასე რომ არც ისე საშიშია

რა პლასტმასისგან..ორგმინა????...თუ ეგ არის დიდხანს ვერ გაქაჩავს...მზე მაგრად აშრობს და პატარა ბზარებს უკეთებს...მგონი ისე შუშაც წავა..უბრალოდ დაბურვა უნდა გაუკეთდეს..ეგ ხო ცელოფანია და საშიშიც აღარ არის..თან ლამაზია.....

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 12 2009, 00:17

ლევანი
მე წინა მინა ჩამოვასხმევინე დიღომში და არის ქარხნულივით, უბრალოდ მარკა არ აქვს, მერე სად გადავიდნენ არ ვიცი, კარგად გააკეთეს ძალიან.........

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 12 2009, 00:20

ვიტომ სადღაც ჯიქიაზე გააკეთებინა

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 12 2009, 00:21

შეიძლება მანდ გადმოვიდნენ, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ............

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 12 2009, 00:23

ხო მაგდენი აღარ ვიცი newsmile05.gif ტელეფონით ველაპარაკე

პოსტის ავტორი: დიტო Sep 12 2009, 12:38

სად დამეწერა არ ვიცოდი და რადგანაც პაჯეროზეა თემა დავწერ აქ,იყიდება პაჯერო 1996 თუ 97 წლიანი 3500 ძრავის მოცულობა,ძრავს აქვს პრობლემაო ისე კაი ვიდზეა და თან დადის,ფასი 2000 მწვანე თუ ვინმეს უნდა დგას სპორტის სასახლის უკან,ჩემი თანამშრომლის მეზობელია და იმან მითხრა მე ჯერ ვერ ვიცლი მაგისთვის თორე კი მინდა

პოსტის ავტორი: bigmisha Sep 12 2009, 13:11

ეუF დიტო არაა ხელიდან გასაშვები ეგ მანქანა, მაქსიმუმ 2500$ კაი პაჯერო დადგება

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 12 2009, 13:47

დიტო
ახალი თემა გაგეხსნა newsmile05.gif

და ძრავს რა ჭირს ნეტა?

პოსტის ავტორი: დიტო Sep 12 2009, 13:56

არ ვიცი მე მგონი სტუკი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 12 2009, 13:58

უეჭველი ჯიდიააია და მაგიტომ იაღო სტუკი

პოსტის ავტორი: დიტო Sep 12 2009, 14:03

კი ჯიდიაი მატორითაა 3500 ბენზინის

პოსტის ავტორი: გოგა Sep 13 2009, 20:27

მაგ მოდელში უბრალო(არა GDI) ძრავი არ წავა ნეტა?თუ სტუკი აქვს მაინც უნდა გამოიცვალოს და ბარემ თუ მიდის პრასტოი მატორი არ ჯობია? ან რომელი პაჯეროა თუ იცით.თუ კარგ მდგომარეობაშია კარგი ფასია მგონი

პოსტის ავტორი: დიტო Sep 13 2009, 20:34

დუტი პაჯეროა 96 ან 97 წლიანი ვიდზე კი კაია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 13 2009, 20:35

ისე მაგას მაორის შეცვლას ჯობია სზვა დაიტრიოს მთელი სისტემა კომპიუტერზეაა

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 15 2009, 00:20

ლევანი

ციტატა(levani @ 12th September 2009 - 12:51 AM) *
მაგისი შუშა ეგეთი დეფიციტია..რო ჩამოსხმა ჭირდება???...მე მეგონა ეგეთები ზვიადის პერიოდს ჩაბარდა...დაშლილებში არ მოიძებნება???..გვერდითა შუშები ეგრე არ ისხმევა...ეგენი წნევით კეთდება..( პატარა კუბიკებად რო იმტვრეოდეს)..როგორც ვიცი ეგეთებს აქ ვერ აკეთებენ..უბრალო შუშას კი აძლევენ ფორმას..მარა "აპასნია"(ღმერთმა დაგიფაროთ და ჩამტვრევის შემთხვევაში)...იქნებ მეორადის მოძიებას მივწოლოდით....

გავაკეთე უკვე ლევან, და კაკ რაზ მითზხრა რომ ჩამოვასხავო და კიდევ რაღაც მითხრა, 40% კალიანსო თუ რაღაცას შეიცავსო
კაკ რაზ რამე რომ მოხდეს პატარა კუბიკებათ რომ დაიფშვნესო

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 1 2009, 00:09

მანქნას რაღაცეები შევმატე, მთავარი მაინც არის რესორები, ამას წინათ გამიტყდა 2 ცალი ცალ მხარეს, ანუ "გლავნი" ჩატყდა
რაც სავარუდოდ ძველი ბზარის ბრალი იქნებოდა რადგან ისეთ ელემენტარულ ბორცვე ჩაიმტვრა რომ წესით ნებისმიერი
მანქანა უპრობლემოდ გადაივლიდა - და გაიყოლა "პადგლავნი", მანამდე ბოლოს წინა მეორე მხარესაც გატეხილი ქონდა.........

ეს ყველაფერი რომ ნახა ხელოსანმა გადავწყვიტეთ ტავიდან აგვეწო ორივე მხარე და გავაკეტეთ შემდეგი: გამოიცვლა
მტვარაი და მთავრის ქვედა ორივე რესორი, დანარჩენს გაუკეთდა რიხტირება და ერთი მანამდე გახილის გამო
გმცვლა მეოე მხარესაც იგივე სტაბილურობა და ბალანსი რომ დაცულიყო, + დამატებით მივაყენე მეხუთე რესორი ქვევით.....
მნქანამ საგრძნობლად აიჭია რაც ძალიან მინოდა, ხშირად მუბრაგუნებდნენ დიდი ქვები newsmile05.gif

ამის გარდა ხვალ ან ზეგ ჩემ 15 პაჯეროს დისკებს თავისი კარგი საბურავებით ვცვლი 16-ებში მაგრამ ბანძ რეზინებში,
სამაგიეროდ ჩემთვის უფრო შესაბამის პროექტს მივიღებ (პრინციპში ხარჯი მექნება მაგრამ ნამდვილად ღირს 400
გელიანი საბურავების გატანება იმაში რასაც 250 გელად მივაყებებ), ესეც კლირენსს მოუმატებს, თან ჩემებს ძალიან დიდი
ხმმა აქვს, საბურავის საკანალიზაციო სისტემა იმდენად რთულია რომ 80კმ.სთ-ს შემდეგ ვერაფერი ვერ ახსობს ხმას newsmile05.gif

ხოოოოოოოოოო, ამის გარდა პრობლემებიც აღმომაჩნდა, მატორს სტუკის ნიშნები აქვს და მაგასაც ბარემ ბოლომდე გავაკეთებ...
"ვკლადიში" არის მოცვთილი თუ რაღაც ჯანდაბა, და ბარემ ყველა სალნიკსაც მივაყოლებ და ზოგადად თუ რამე შეიძლება გაუჭირდეს
ყველაფერს გავაახლებ, ხელოსანი როგორც მპირდება 500 გელას ფარგლებში გამოვალ, აქედან გამომდინარე ახალი ძრავის დყენებას
ვარჩიე რემონტი, ჰამას მეცოდინება რა და როგორ, ჰამაც ნახმაის ყიდვას კაცმა არ იცის რა მოყვება........

კამაც კამც მოგაწვით ინფოებს თუ რამეა newsmile05.gif

პ.ს. გორგას აზრები მიღუტუნებ ბოლო პერიოდში მარა ჩემ შემთხვევაში მგონი მოჟნა ჯალამბარზე ფიქრი, ნუ ARB-ს არ ვგულისხმობ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 1 2009, 00:13

ვიტო

აღრიცხვას თუ აკეთებ, რამდენს ახარჯებ, მაინტერესებს ბოლოს რამდენი გამოგივა ყიდვიან დანახარჯიანად newsmile045.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 1 2009, 01:00

ციტატა(Davitus @ 1st December 2009 - 01:13) *
მაინტერესებს ბოლოს რამდენი გამოგივა ყიდვიან დანახარჯიანად

ბევრი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 1 2009, 01:02

ეჰ მართლაც

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 1 2009, 01:16

მართლა მაგრად გავიწიე, მაგრამ მიზეზიც მაქვს რასაც ვერ დავწერ newsmile05.gif
მე ზედმეტი მომივიდა იმის გამო რომ რაღაცეებში კომპეტენტური არ ვიყავი,
ეხლა დაახლოებით 1000 მწვანე ვარ გასული, იმედია საბოლოოდ რამეს მივიღებ newsmile05.gif
იმის თქმა მინდა რომ მცოდნე კაცის ხელში ეგ თანხა თავიდანვე დაიხარჯებოდა
ერთიანად და დადგებოდა "კუკლა"...........
ისეთი არაფერი უბრალოდ ხშირად რომ მიწევს საჭირო კონდიციამდე მიყვანა
მაგიტომ ჩანს რომ რაღაც უსაშველოა, თან ბევრი რამე პირადად ჩემი მიზეზით
არის მომსპარი რასაც ნებისმიერ სხვა კარგ მანქანასაც დავმართებდი......
მაქსიმალურად ბოლო მომენტში ვაქცევ ყველაფერს ყურადრებას, სანამ მანქანა
პროტესტს არ გამომიცხადეს მანამდე საფერფლესაც არ ვასუფთავებ newsmile05.gif

T A M P L I E R
შენ მაინც ხომ იცი როგორ მიყვარს მანქანის მიხედვა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 1 2009, 01:20

ვიტო

ციტატა(vito @ 1st December 2009 - 02:16) *
საფერფესაც არ ვასუფთავებ

ვიცი ვიცი newsmile015.gif newsmile015.gif newsmile011.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Dec 1 2009, 09:09

ვიტო
ჩემი პრობლემებიდან გამომდინარე ძრავის ამბავში გირჩევდი რომ გაარემონტო, გეცოდინება მაინც რო ნაწილები კარგია შიგნით და ასე შემდეგ, უბრალოდ მთელი ამ ამბის მინუსი ის არის რო საწვალებელია ცალკე ნაწილებზე სირბილი ცალკე მერე დაშლა-აწყობა რაც დამოკიდებულია ხელოსანზე და მის პრაქტიკაზე..და ბოლოს კდიე ამ ყველაფერს დრო ჭირდება..მე ჩემ პირველ მანქანაზე (BMW) ორჯერ დავასტუკე მატორი და 3-ჯერ ცეპლენია ჩავწყვიტე და ორივეჯერ მატორი გამოვცვალე..იაპონიიდან ქონდათ ჩამოტანილი მოჭრილი ცხვირები და იქიდან მოვახსნევინე და ორივე კარგი გამოდგა..უბრალოდ არ მქონდა არც ნერვები და არც დრო იმის რემონტზე, მარა აი ბოლოს კარობკაზე რო მქონდა პრობლემა აქ 2 კარობკა მივაყენე ისიცი იაპონური მანქანების, არცერთს 70000-ზე მეტი გარბენი არ ქონდა მარა არცერთი არ ვარგოდა და ბოლოს ისევ ჩემი გავარემონტებინე და კი მუშაობს მშვენივრად..უბრალოდ აქ ერთი მომენტია..ძრავს რო ყიდულობ იმის შემოწმება ადვილია..საკმარისია კარტერი მოხსნა და ვკლადიშებს შეხედო ფერიდანვე მიხვდები ძრავი როგორია, თეთრი-მოყვითალო უნდა იყოს, თან ყიდვა და შეცვლა თითქმის იგივე ჯდება რაც არსებულის გარემონტება...

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 1 2009, 10:50

მაჭარა
ყიდვა და შეცვლა ბევრად ძვირი დამიჯდება და რაცხა მაინც მირჩევნია რომ გავარემონტო,
სხვა რომ არ გამომადგეს მაგდენს ფინანსურათაც ვეღარ გავქაჩავ

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2009, 15:57

ვიტო

ვერ მივხვდი კაცო.... 15"-იან დისკებს ცვლი 16"-იანებში ??? კი მარა რატო ???? პირიქით ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციაებში და შენ რატო ზრდი დიამეტრს ???

კლირენსი თუ გინდა - იგივე დისკებზე მაღალ ბორტიანი საბურავები დააყენე... უფრო რბილიც იქნება და და ტალახში დაშვება რომ დაგჭირდეს- საკაიფოდ დაიშვებს...

რატო აგრუბებ მანქანას ???

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 1 2009, 20:11

გიორგი
ეფია 16-იანი ეფი

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 2 2009, 08:20

გიორგი
კომპლექტი ღირს 250 გელა და 15 400 გელა და ზევით, ჰამაც სასურველის შოვნაც ძალიან პრობლემაური,
ესენი რომ ვიყიდე მტელი ელიავა მოვიარე და 2 კაცს ქონდა მარტო, მეტი ვალაქიტაა რა

თორე პონი რომ იყოს 14 დისკებზეც არ ვიტყოდი უარს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 2 2009, 23:23

გასაგებლარია დონ ვიტორიო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: THULE Dec 3 2009, 20:58

ვიტო

ციტატა
ტულეს საბარგულს ხომ არ დავაყენებ ამ კუბიკზე ტო, ბარგს დაადებ და მეტი რა გინდა?


ბატონო ვიტო,

ცნობისთვის, ტულეს საქონლიდან მაგ მანქანაზე ფუძე (საყრდენები და ორი განივი ძელი) ყვლაზე იაფი ჯდება - 250 ლარი. newsmile045.gif


როგორც მახსოვს წყლისღარები აქვს გვერდებზე. ხომ?


პოსტის ავტორი: ვიტო Dec 3 2009, 21:53

THULE
ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად, არ მიღირსთქო

ციტატა(THULE @ 3rd December 2009 - 21:58) *
როგორც მახსოვს წყლისღარები აქვს გვერდებზე. ხომ?

კი აქვს

პოსტის ავტორი: THULE Dec 4 2009, 17:04

ვიტო

ციტატა
ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად, არ მიღირსთქო


მაინტერესებს, ნუთუ ამაზე იაფადაც შეიძლება საბარგულის დაყენება?

newsmile058.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 4 2009, 17:05

THULE

კი newsmile05.gif ტრუბაკვადრატი და მისი ჯანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: THULE Dec 4 2009, 17:53

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 4th December 2009 - 18:05) *
კი ტრუბაკვადრატი და მისი ჯანი


ოო, ეგ სხვა საქმეა ))

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 4 2009, 22:16

THULE
რაცხა ვერ მივხვდი რას მეუბნები, ჩემი საბარგული მე თითონ გავაკეთებინე და დაახლოებით 100 გელა დაჯდა

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 24 2009, 11:17

ციტატა(vito @ 1st December 2009 - 02:16) *
მართლა მაგრად გავიწიე, მაგრამ მიზეზიც მაქვს რასაც ვერ დავწერ
მე ზედმეტი მომივიდა იმის გამო რომ რაღაცეებში კომპეტენტური არ ვიყავი,
ეხლა დაახლოებით 1000 მწვანე ვარ გასული, იმედია საბოლოოდ რამეს მივიღებ
იმის თქმა მინდა რომ მცოდნე კაცის ხელში ეგ თანხა თავიდანვე დაიხარჯებოდა
ერთიანად და დადგებოდა "კუკლა"...........
ისეთი არაფერი უბრალოდ ხშირად რომ მიწევს საჭირო კონდიციამდე მიყვანა
მაგიტომ ჩანს რომ რაღაც უსაშველოა, თან ბევრი რამე პირადად ჩემი მიზეზით
არის მომსპარი რასაც ნებისმიერ სხვა კარგ მანქანასაც დავმართებდი......
მაქსიმალურად ბოლო მომენტში ვაქცევ ყველაფერს ყურადრებას, სანამ მანქანა
პროტესტს არ გამომიცხადეს მანამდე საფერფლესაც არ ვასუფთავებ


ეს რაც დავწერე იმის მერე კიდევ არ გაკეთებულა ეს დედააფეთქებული, არ ვიცი რა კატამ გადამირბინა რა,
მგონი ოღშაბათს გამოვიყვან კიდევ თუ არ გაიწელა 2010-მდე, მოკლედ ხელოსნები კარგად შეარჩიეთხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Dec 24 2009, 11:29

ვიტო
შენ ის მაინც იცი რაც ჭირს და იცი რაც უნდა გაუკეთო..მე ჩემსას რა ჭირს და რა უნდა გაუკეთო იმასაც ვერ ვიგებ newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 24 2009, 12:09

ციტატა(მაჭარა @ Dec 24 2009, 12:29) *
ვიტო
შენ ის მაინც იცი რაც ჭირს და იცი რაც უნდა გაუკეთო..მე ჩემსას რა ჭირს და რა უნდა გაუკეთო იმასაც ვერ ვიგებ newsmile038.gif



კი მაგრამ განა რა უნდა ჭირდეს ეგეთი პაჯეროს თბილისში რომ ვერ გაუგონ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 24 2009, 15:29

ნიკაP&A

ციტატა(nikaP&A @ 24th December 2009 - 13:09) *
კი მაგრამ განა რა უნდა ჭირდეს ეგეთი პაჯეროს თბილისში რომ ვერ გაუგონ

გოლფს ვერ გაუგეს და პაჯეროს გაუგებენ

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 24 2009, 16:17

ციტატა(T A M P L I E R @ Dec 24 2009, 16:29) *
ნიკაP&A

გოლფს ვერ გაუგეს და პაჯეროს გაუგებენ




გადაღებე ეგ გოლფიდა იყიდე ნივა, გეუბნები და არ იშლი შენსას, მართლა იეღოველი ხომ არ ხარ კაცო შენ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 24 2009, 19:25

ოფერისტი ხარ შენ ნიკოლოზა პ&ა small3d013.gif რა ნივა ტო გავყიდო ეს გოლფი და დავითრევ ერთ რიგით პაჯეროს.შენ ჯინაზე

პოსტის ავტორი: მაჭარა Dec 24 2009, 21:34

ნიკაP&A
არა მე საქმეც მაგაშია რო პაჯერო არ მყავს..ჩემი მერსედესია მრგვალფარიანი და ჩემსაზე ვერ იგებენ რა ჭირს მანქანას..მაგიტო მოვიყვანე მაგალითი პაჯეროსთან მიმართებაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 24 2009, 23:33

ვიტო
მაინც გეწელება და საბურავები მაინც მომეცი ტყუილა დგომით აფუჭებ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 24 2009, 23:41

და ცრემლებით არ დადიხარ სანადიროდ ? მაჭარა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 25 2009, 11:31

Davitus

ციტატა(Davitus @ 25th December 2009 - 00:33) *
ვიტო
მაინც გეწელება და საბურავები მაინც მომეცი ტყუილა დგომით აფუჭებ newsmile035.gif

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 25 2009, 14:26

ნიკაP&A
პაჯერო I რად მინდა, პაჯერო II-ც მეყოფა newsmile05.gif

საბურავი საბურავია, 15 იანი დისკი თუ გაქვს Iზეც მიდის, IIზეც IIIზეც IIIIზეც IIIIIზეც და IIIIIIIზეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Dec 25 2009, 16:28

ჰერცოგი997
ცრემლებით კი არა სად უნდა წავიდე ამით სანადიროდ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 28 2009, 09:28

ციტატა(nikaP&A @ 24th December 2009 - 13:09) *
კი მაგრამ განა რა უნდა ჭირდეს ეგეთი პაჯეროს თბილისში რომ ვერ გაუგონ

არაფერი აღარ ჭირს, გასაჩარხი გავჩარხე, ყველა დეტალი ვიყიდე, მატორში რამე თუ არის ყველაფერს ვაახლებ, მარა ხელოსანი რომ შემხვდა
დარეხვილი ეგ არის რა, დღეს ხვალეთი შემჭამა უკვე, სხვასთანაც არ მინდა რომ გადავიყვანი, ძნელია ხო იცი სხვისი დაშლილი მანქანის აწყობა, თან უფრო ძვირს გამომართმევენ...


Davitus
ციტატა(Davitus @ 25th December 2009 - 00:33) *
მაინც გეწელება და საბურავები მაინც მომეცი ტყუილა დგომით აფუჭებ

საბურავებს და დისკებს ვცვლი 16-იანებში newsmile035.gif




Davitus
ნიკაP&A
თქვენადა "საექპედიციო პაჯეროს" სახელი რომ გადავარქვათ "პაჯერო II" და იქ გააგრძელოთ არ გამოვა? newsmile05.gif
რაც ჩემის წვას ეხება მე 14 ლიტრას ვითვლიხოლმე, ეხლა რომ აიწყობა მატორი მერე ალბათ დაიკლებს და დაზუსტებით გეტყვით


პოსტის ავტორი: ჩელე Dec 28 2009, 23:16

ოფერისტობები გადატანილია

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=162&st=405&start=405

ნუ ოფერისტობთ...............

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 3 2010, 19:46

ვიტო

ძრავი სად გაარემონტებინე?

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 4 2010, 08:41

ნიკაP&A
ბარადასთან

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 4 2010, 10:06

ციტატა(ვიტო @ Jan 4 2010, 09:41) *
ნიკაP&A
ბარადასთან




მერე არ ხარ კმაყოფილი? მანდ რამდენადაც ვიცი კარგად და ხარისხიანად აკეთებენ

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 4 2010, 10:19

ნიკაP&A
ხელობით კმაყოფილი ვარ მაგრამ ჩემ შემთხვევაში ცუდად მოიქცნენ, გალოვკა მივიტანე გასაჩარხად, ხოდა სამუშაოს დაწყებამდე
ყველა ვარიანტში რეცXავენ, გარეცხილზე კლაპნების ღრმულთან აღმოაჩნდა 5 ბზარი, ანუ გაჩარხვის გარდა ეგ ბზარებიც
უნდა აღმოეჩინათ და როგორც მინიმუმ ეთქვათ რომ გადამეწყვიტა გაეკეთებინათ თუ არა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი,
გადამახდევინეს 500 ლარი მარტო გაჩარხვაში, წამოვიღე გალოვკა ისე რომ არც დამიხედია, ვიფიქრე ყველაფერი რიგზეათქო, მერე მატორისტმა
შეამჩნია ეს ბზარები და უკან მომიწია მიტანა, პანიკები ავწიე ეს რაარის მეთქი, დაგერეკათ და გეთვათთქო და გადავაგდებდი ბოლობოლო
და ახალს ვიყიდიდიმეთქი, მოკლედ პანიკების მერე აღმოჩნდა რომ ამ ბზარების ამოვსებაში კიდევ უნდა გადამეხადა 540 ლარი,
ბევრი ვიყვირე თუ ცოტა ნახევარ ფასში გამოვედი..........

პროსტა უნამუსოდ მოიქცნენ რა, მერე ვეღარ გადავაგდებდი, სადაც 500 გადავიხადე ბოლომდე უნდა მივყოლოდი, ასე და ამგვარად მარტო გალოვკა
მიზის 770 ლარი თუ იქეთ აქეთ სირბილებს არ ჩავთვლით, ძაღლის დღეში ჩავვარდი ამ მანქანის გულისთვის რა, პროსტა თავს ვიმშვიდებ
რომ კაპიტალკას უკეთებ აფსოლიტურად ყველაფერს........

ნუ ხიდებშიც თუ არ აღმოჩნდა რამე, ახალ მანქანას მივირებ რა

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 4 2010, 10:22

ციტატა(ვიტო @ Jan 4 2010, 11:19) *
ნიკაP&A
ხელობით კმაყოფილი ვარ მაგრამ ჩემ შემთხვევაში ცუდად მოიქცნენ, გალოვკა მივიტანე გასაჩარხად, ხოდა სამუშაოს დაწყებამდე
ყველა ვარიანტში რეცXავენ, გარეცხილზე კლაპნების ღრმულთან აღმოაჩნდა 5 ბზარი, ანუ გაჩარხვის გარდა ეგ ბზარებიც
უნდა აღმოეჩინათ და როგორც მინიმუმ ეთქვათ რომ გადამეწყვიტა გაეკეთებინათ თუ არა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი,
გადამახდევინეს 500 ლარი მარტო გაჩარხვაში, წამოვიღე გალოვკა ისე რომ არც დამიხედია, ვიფიქრე ყველაფერი რიგზეათქო, მერე მატორისტმა
შეამჩნია ეს ბზარები და უკან მომიწია მიტანა, პანიკები ავწიე ეს რაარის მეთქი, დაგერეკათ და გეთვათთქო და გადავაგდებდი ბოლობოლო
და ახალს ვიყიდიდიმეთქი, მოკლედ პანიკების მერე აღმოჩნდა რომ ამ ბზარების ამოვსებაში კიდევ უნდა გადამეხადა 540 ლარი,
ბევრი ვიყვირე თუ ცოტა ნახევარ ფასში გამოვედი..........

პროსტა უნამუსოდ მოიქცნენ რა, მერე ვეღარ გადავაგდებდი, სადაც 500 გადავიხადე ბოლომდე უნდა მივყოლოდი, ასე და ამგვარად მარტო გალოვკა
მიზის 770 ლარი თუ იქეთ აქეთ სირბილებს არ ჩავთვლით, ძაღლის დღეში ჩავვარდი ამ მანქანის გულისთვის რა, პროსტა თავს ვიმშვიდებ
რომ კაპიტალკას უკეთებ აფსოლიტურად ყველაფერს........

ნუ ხიდებშიც თუ არ აღმოჩნდა რამე, ახალ მანქანას მივირებ რა



ვერ მოგსვლია მთლად კარგი ამბავი, ქართველი ხელოსნების გადამკიდე უარესებიც ხდება ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 4 2010, 10:25

ნიკაP&A
ხელოსაშიც მაგრა შევცდი, ეგ არაფერი გადავიტან newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jan 4 2010, 15:53

ციტატა(vito @ 4th January 2010 - 11:19) *
წამოვიღე გალოვკა ისე რომ არც დამიხედია, ვიფიქრე ყველაფერი რიგზეათქო, მერე მატორისტმა
შეამჩნია ეს ბზარები და უკან მომიწია მიტანა,

საერთოდ ბარადასთან რო მიდიხარ ჯერ გეუბნებიან გავსინჯოთ გალოვკა თუ არაო(პრინციპში კი არ გეუბნებიან,გავალდებულებენ! ) მე რო მივიტანე ჩემი გალოვკა,ჯერ წნევით გასინჯეს და მერე გააშლიფოვკეს

პოსტის ავტორი: ჩელე Jan 5 2010, 00:46

ნიკაP&A
ჩემ ნაცნობთან დაიწყო, მაგრამ სირია და არ გირჩევ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: levani8022 Jan 25 2012, 21:39

დუბაიდან ცამოაქვთ სულ ახალი გალოვკა ყუთში 630 ლარად, ჩვენ ხაილუქსზე დავაყენეთ სუპერია

პოსტის ავტორი: gsx Jan 25 2012, 23:00

ნებისმიერი მანქანის გალოვკები აქვთ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)