თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ Suzuki Jimny

პოსტის ავტორი: levan81 Dec 20 2010, 18:30

მოგესალმებით. მოკლედ, ვფიქრობ ჯიმნის შეძენას. იქნებ გყავთ ვინმეს, ან ფლობთ გარკვეულ ინფორმაციას. დიდად დამავალებთ თუ გამიზიარებთ თქვენს შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
მაინტერესებს რამდენად იშოვება თბილისში ნაწილები და რამდენად გამძლე მანქანაა უგზოობაზე?

პოსტის ავტორი: Davitus Dec 20 2010, 18:35

levan81

ჩვენს ფორუმის წევრ Misha perajkas ყავს, ყველანაირად კარგი მანქანააა, ერთი ეგაა რომ მოცულობა აქვს პატარა შიგნით, ტევადი ვერ არის, თორემ ბევრ სხვა ჯიპებს არ ჩამორჩება არაფერში და უფრო მეტიც ბევრს დაჩაგრავს კიდეც


სანადირო ვარიანტში არ გამოდგება, თორემ მეც ვაპირებდი ყიდვას

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 20 2010, 18:36

კარგი მანქანაა გამავლობით 2 კაცისთვის და 1 ძაღლისთვის სანადიროდ, ცოტა არ იყოს ძალიან მაღალი ფასი აქვს ამ მანქაას მაგ ფასად მაგარი პაჯეროს იყიდი

პოსტის ავტორი: დათაბატონი Dec 20 2010, 18:36

ციტატა(Davitus @ Dec 20 2010, 19:35) *
levan81

ჩვენს ფორუმის წევრ Misha perajkas ყავს, ყველანაირად კარგი მანქანააა, ერთი ეგაა რომ მოცულობა აქვს პატარა შიგნით, ტევადი ვერ არის, თორემ ბევრ სხვა ჯიპებს არ ჩამორჩება არაფერში და უფრო მეტიც ბევრს დაჩაგრავს კიდეც


სანადირო ვარიანტში არ გამოდგება, თორემ მეც ვაპირებდი ყიდვას


+1 dastur.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 20 2010, 19:55

როგორც თავად მიშამ აღნიშნა სავალი ნაწილით ეგ იგივეა რაც სიზუკი სამურაი. ზონითაც ეგეთივეა. სამაგიეროთ სამურაის გაცილებით დაბალი ფასი აქვს. გამავლობა და სხვა თვისებები იგივე. 2 კაცისათვის სანადიროთ მართლაც კარგია. აქავე მინდა ერთიც ვთქვა. როგორც მიხეილთან საუბარში გავარკვიე ამ მანქანის საწვავის ხარჯი 7-8 ლ 100 კმ-ზეა. დაახლოვებიტ ასეთივე წვა (8-9) აქვს სუზუკი ვიტარას და გამავლობაც საკმაოდ მაღალი აქვს. თანაც ეგენი 4 კარიანი ვარიანტიც არის და უფრო ტევადია. ნებისმიერ ვარიანტში მე მაგ ორივე მოდელით მაგარი კმაყოფილი ვარ. სამურაი მყავდა და ვიტარა ჩიკასი ვნახე საქმეში. სიამოვნებით ვიყოლიებდი როგორც ერთს ისე მეორეს.

პოსტის ავტორი: Misha Perajka Dec 20 2010, 21:49

ცოტა გვიან გამოვეხმაურე ამ პოსტს, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს newsmile05.gif ესე იგი, თუ ჯიმნის ყიდვა გინდათ მაშინ ოჯახისათვის სხვა მანქანაც რომ იყოლიოთ ცუდი არ იქნება (თუ დიდი ოჯახის პატრონი ბრძანდებით, ან ბავშვებიც დიდები არინ უკვე). დნარჩენი ძალიან გამძლე და კარგი გამავლობის მანქანაა. გააჩნია რისთვის გინდათ და იმის მიხედვით უნდა მოახდინოთ მანქანის მომზადება. ორ კაცზე და ორ ძაღლზე სრულიად საკმარისია. ან ოთხ კაცზე და საშუალო რაოდენობის ბარგზე. დანარჩენი კიდე სახურავზე თუ საბარგული გაქვთ იქ კიდევ უამრავი რამე დაეწყობა. საერთოდ მანქანის გამავლობას ბევრი ნიუანსი აქვს და ყველაფერს ვერ დაცერს კაცი ერთ პოსტში. მიუხედავად ამისა ძალიან ყოჩაღი მანქანაა და ბევრ დიდ ნათესავს გაღიმებულს დატოვებს უგზოობაში. საწვავის ხარჯი მექანიკას ნაკლები აქვს ვიდრე ავტომატს. მე რომ 7-8 ლიტრს ვაწვევინებ სხვები ავტომატს 9-10 ლიტრს აცვევინებენ. საერთოდ საწვავის ხარჯვაც სიარულის მანერაზეა ძალიან დამოკიდებული. ნაწილები იშოვება, ოღონდ მეორადების იმედი ნუ გექნებათ. ახლები ორიგინალები და შემცვლელები (პატენტები) არის ან შეკვეთაც შეიძლება. ძალიან კვაჭი მანქანაა თუ პრაკლატკაც კარგი ზის newsmile05.gif ფასი მაღალი იმიტომ აქვს, რომ მოთხოვნილებაა დიდი მაგ მანქანებძე, თანაც იმ ქვეყნებში საიდანაც უნდა ჩამოიყვანოთ. ევროპაში მითუმეტეს ძალიან ძვირებია. ინგლისიდან ან იაპონიიდან კიდევ შეიძლება ნორმალურ ფასში ყიდვა. ან აქვე საქართველოში უკვე ნასიარულების ყიდვა უფრო ხელსაყრელია, რადგან ჩვენში ხომ იცით თუ დიდი ხრონძი არაა და ზიზილპიპილა ვერ გაყიოდი და ჯიმნის ამ დროს შეიძლება ჩაავლოს კაცმა (თუ გამყიდველს მართლა გაყიდვა უნდა და ერთი მანქანის გაყიდვით ცხოვრების მოწყობას არ აპირებს newsmile05.gif ). ესაა ჩემი ერთი წლის და შვიდი თვის უბეჟდენიე და კომენტარი newsmile05.gif იყიდეთ ჯიმნი, ცოტათი აწიეთ (ზალიან იფი და იოლია) დაუყენეთ ნორმალური საბურავები და მოუშალეთ ნერვები დიდ ხრონგებს newsmile05.gif სადაც თქვენ გაისეირნებთ, ისინი ბევრს გაერთობიან!!!

პოსტის ავტორი: Danelli Dec 20 2010, 21:54

მე ეგ მანქანა რეალურ მუშაობაში მყავს ნანახი, თეთრი-წყაროს ტყეებში, ქვიან-ტალახიან უგზოობაზე, ძალიან "უვერენად" მიყვებოდა პაჯეროს და 4რანერს,.... მარა ძალიან პატარაა....

პოსტის ავტორი: levan81 Dec 20 2010, 22:14

დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის. ბატონო Misha Perajka იქნებ მითხრათ კლირენსი რამდენი აქვს მანქანას და რამდენის მომატება შეიძლება? ამ ეტაპზე პაჯერო იო მყავს და სწორედ კლირენსის გამო მინდა გადავჯდე ჯიმნიზე

პოსტის ავტორი: Misha Perajka Dec 20 2010, 22:34

ხო პაჯერო იო კარგი მანქანაა კარგი პატრონის ხელში მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს. კარობკის და რაზდატკის ქვემოთ ისეთი კოვში აქვს ჩამოწეული რომ ძალიან მოულოდნელ ადგილას შეიძლება დაგტოვოთ. იოს მაგივრობას, განსაკუთრებით ორ კარიან იოს მაგივრობას 10-იანზე შეასრულებს. მე მყავს კარგი ოფროუდერი მეგობარი რომელმაც შეცვალა იო ჯიმნით და ზუსტად მაგ პრობლემის გამო.

მომატება კლირენსის ძალიან იოლად შეიძლება, იაფად და მარტივად. უკანა პრუჟინები 09-ის, ამორტები შევროლე ნივის. წინა პრიჟინები უკანები გადადის და ამორტები უკანა ვოლგის newsmile05.gif ეგაა და ეგა. კიდევ სხვა უამრავი მანქანის შეიძლება ხასიათის და მოთხოვნილების მიხედვით. საბურავები 30-იანი რომ დააყენო იგივე შედეგია როგორც პაჯეროზე 34-35 საბურავი დააყენო. არცაა საჭირო მაგხელა საბურავი თუ მძიმე ოფზე არ აპირებთ გამოსვლას. 28-29-იანებით 24 სმ იქნება კლირენსი და მაგ პროპორციების მქონე მანქანაზე მეტი არცაა საჭირო.

ეხლა მეტს ნუ დამაწერინებთ, კაი ნასვამი ვარ და ხვალე მთელი დღე ტრეინინგი უნდა ვატარო :( დანარჩენი მერე რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: DATKA Dec 21 2010, 22:48

Misha Perajka-ს მამქანა ვნახე, მაგარი გმავლობის მამქანაა (ვიზუალურად) და მაგიტომ მომწომს, პირადად მე მგარი სუევილი მაქვს რომ მყავდეს მაგისთანა

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 22 2010, 01:36

levan81

დაუჯერე მიშას.... newsmile05.gif

ჩემი აზრით ძალიან კარგი მანქანაა, უბრალოდ პატარაა და ბევრ ადამიანზე არ არის გათვლილი. მაგის გარდა აუცილებლად უნდა გყავდეს რამე სვა მანქნაც. უგზოობაში კალიაა, დახტუნავს საკაიფოდ. ტალახიანები უკვე გადადიან ჯიმნებზე, ასე რომ გამოცდილ ხალხს თუ დავუჯერებთ არ წავაგებთ.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 4wdGeorgia Feb 19 2011, 18:54

მოგესალმებით
მეც მყავს ჯიმნი და ძაან კმაყოფილი ვარ.
ძალიან კარგი გამავლობა აქვს,გამძლეა,იაფი შესანახი,ეკონომიური.ერთი ის მინუსი აქვს,რომ პატარაა,მაგრამ სხვა სხვა ღირსებები იმდენად ამაღლებს,რომ გაბარიტების პრობლემა უკანა ფლანგზე იწევს newsmile05.gif
ესეც ჩემი მწვანე იაპონელი newsmile05.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Jorjik@ May 10 2011, 23:49

მეც სუზუკი ჯიმნი მყავს და ძალიან მაგარი მანქანაა newsmile05.gif არაფერში მღალატობს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 11 2011, 12:36

Jorjik@

ციტატა(Jorjik@ @ 11th May 2011 - 00:49) *
არაფერში მღალატობს newsmile05.gif

ძოხოსაც ეგრე ეგონა newsmile011.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 11 2011, 23:11

T A M P L I E R

ძოხოს ისევ ეგრე ჰგონია, თუ გგონია, რომ აზრი შეეცვალა ძალიან ცდები newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 12 2011, 21:45

ჩელე
ხო და დადის ეხლა ცალი ხიდით(კი ნატრობდა დრაგაობას)

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 22 2013, 08:28

გამარჯობა კეთილი იყოს ჩემი პოსტი ფორუმზე. მაგარი ფორუმი გაქვთ xoshian.gif

მეც ჯიმნი მეყოლება მალე და ამ თემაში იმიტონ დავწერე პირველად. დამაინტერესა დალიფტვა მინდა და საკმაოდ კარგი რჩევები წავიკითხე რისთვისაც დიდი მალობა.

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 22 2013, 08:35

fisher leo
გაგიმარჯოს newsmile05.gif

გაცნობის თემა აქ არის newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=15&pid=246333&st=3540&#entry246333


პოსტის ავტორი: fisher leo Apr 22 2013, 13:03

სად აკეთებენ დალიფტვას ???????????????????? wtfg.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)