თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ Mitsubishi Pajero 2 VS Mitsubishi Delica Spacegear

პოსტის ავტორი: levan81 Mar 4 2012, 18:12

რომელს მირჩევდით ამ ორი მანქანიდან. პაჯერო 4 კარიანი 3.0 ბენზინის ძრავით და დელიკაც 3.0 ბენზინის ძრავით. ორივე შემთხვევაში გაზის ჩაყენების პერსპექტივით. დანიშულება: ქალაქში, სანადიროდ და სათევზაოდ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 4 2012, 18:17

პაჯერო 3.0 ბენზინი მექანიკა

პოსტის ავტორი: levan81 Mar 4 2012, 18:21

ჰერცოგი997
რატომ? რითი ჯობია?

პოსტის ავტორი: gsx Mar 4 2012, 20:23

ტევადობის მხრივ დელიკა ჯობია შეხედულად პაჯერო.. თუ კი ერთი მანქანა უნდა გყავდეს რომლითაც ქალაქშიც უნდა იარო მე მაგალითად ჯიპს ავირჩევდი.

პაჯერო +1.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 4 2012, 21:17

ტევადობაც კაარგი ააქვს ძრავიც სავალინ ნაწილებიც და გამავლობაც იდიალური

პოსტის ავტორი: Davitus Mar 5 2012, 00:00

ციტატა(hercogi997 @ 4th March 2012 - 22:17) *
ტევადობაც კაარგი ააქვს ძრავიც სავალინ ნაწილებიც და გამავლობაც იდიალური


პრაფესორ, დელიკას რა არა აქვს ერთი, ჩამოთვლილიდან newsmile05.gif

levan81
ქალაქში დელიკათი სიარულს პაჯეროთი ჯობია, უფრო კომფორტულია, დანარჩენი პრაკტიკულად ერთიდაიგივეა, დელიკაში გაზის ჩაყენება უფრო არაესტეთიურია ვიდრე პაჯეროში

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 5 2012, 00:20

მე არ მევასება რასა გავს ტო

პოსტის ავტორი: nik@a Mar 5 2012, 00:28

დელიკა ვიცი მე მინივენი... თქვენც ამას გულისხმობთ? თუ რამე არის კიდევ?

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 5 2012, 09:29

მართალია დელიკა და პაჯერო თითქმის ერთი სისტემაა მაინც პაჯეროს გირჩევ, რადგან დიდ დატვირთვას ვერ უძლებს დელიკას რამა და ადვილად ტყდება, პაჯეროს კი ეს არ ახასიათებს. დანარჩენი ერთი და იგივეა (დიზაინს თუ არ ჩავთვლით) თუმცა თუ დატვირთულს არ მოგიწევს ცუდ გზებზე აქტიურად მოძრაობა დელიკაც მშვენივრად გაძლებს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 5 2012, 11:10

პაჯეროს გირჩევ თუ ქალაქში გინდა
დელიკა მარჯვენა სჭეა და მარშუტკაა გაგიტყდება ქალაქში
საქსპედიციოთ დელიკაა მისწრება

პოსტის ავტორი: levan81 Mar 5 2012, 19:42

ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. მოკლედ, გადავწყვიტე პაჯეროს ყიდვა, მაგრამ ისევ არჩევანი უნდა გავაკეთო. იაპონური სუპერ სელექტი ჯობია თუ ევროპული უკანა ხიდის ბლოკირებით?
P.S. მარჯვენა რული ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მიჩვეული ვარ.

პოსტის ავტორი: nik@a Mar 5 2012, 20:11

levan81
მე იაპონურს გირჩევდი... მარტივი მიზეზის გამო, გარბენი აქვს ყოველთვის ნაკლები... მარჯვენა საჭიანს უფრო კარგ მდგომარეობაში იყიდი ვიდრე იგივე ფასში ევროპულს...

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 5 2012, 20:34

იაპონური უკეთესია ხარისხით მაგრამ ბლოკირება ძალიან მაგარია თუ ჟანგებიც არ აქვს ევროპულს და გამავლობაც ნაკლები კარგია რა

პოსტის ავტორი: levan81 Mar 5 2012, 20:54

6000$ ფარგლებში სხვა რაზე შეიძლება ვიფიქრო?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 5 2012, 20:56

ლენდ როვერი დისკავერი
ჰუნდაი გალოპერი

პოსტის ავტორი: ამური Mar 5 2012, 22:33

გამავლიანობით დელიკა ყველანაირად ჯობია. ამას უამრავი პრაქტიკა აჩვენებს. თან ტევადობითაც ჯობია. პაჯეროში თუ გაზს დააყენებ, პრაქტიკულად მთლიანად კარგავ საბარგულს. დელიკას აქვს ეგ უპირატესობა. შესახედავათაც ნორმალური ფორმა აქვს როგორც მინივენის კლასის ყველა მანქანას. და ბოლო-ბოლო ძვირიც ღირს ვიდრე პაჯერო.

პოსტის ავტორი: axalcixeli Mar 6 2012, 08:35

ციტატა(levan81 @ Mar 5 2012, 20:42) *
მაგრამ ისევ არჩევანი უნდა გავაკეთო. იაპონური სუპერ სელექტი ჯობია თუ ევროპული უკანა ხიდის ბლოკირებით?


სუპერ სელექტი ევროპულ პაჯეროსაც აქვს, საერთოდ პაჯეროების ყველაზე დიდი პლიუსი ეგაა

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 6 2012, 10:40

levan81

ევროპული პაჯერო იყიდე, ხიდის ბლოკირება ძალიან საჭირო რამეა მით უმეტეს დიდი გაბარიტების მქონე ჯიპში, რაც შეეხება სუპერ სელექტს, ყველა პაჯეროს აქვს და ეგ რამე დამატებითი რეჟიმი არ გეგონოს, ეგ არის როცა მანქანა არის როგორც ფულთაიმი ისე ფართაიმი.

გაზის დაყენება პაჯეროზე ძალიან მოსახერხებელია თავისი დიდი საბარგულის ხარჯზე, 5 ცალი 8 კუბიანი ბალონი ეტება სიგრძეზე,ჯამში 40 კუბი ბაგაჯნიკშიც ადგილი არ იკარგება უბრალოთ მაღლა აიწევს პოლი.

მაგ ფასში მონტერო სპორტზეც იფიქრე 3.0 ძრავით საკმაოთ ვირი მანქანაა და ვიზუალურადაც არ არის ცუდი

პოსტის ავტორი: Asia Mar 6 2012, 10:43

http://myauto.ge/car_details.php?car_id=3716847
მგონი ყველა შენს მოთხოვნას აკმაყოფილებს, პაჯერო, 3.0, გაზი, უკანა ხიდის ბლოკი, სუპერსელექტი, ტალახის საბურავები, დალიფტული. მზადაა ყველაფრისთვის

პოსტის ავტორი: levan81 Mar 6 2012, 10:48

93 ნამეტანი ძველია

პოსტის ავტორი: Asia Mar 6 2012, 11:34

იქნებ დაგიკლოს, ისე კაი მანქანა ჩანს, ამას ჩვეულებრივ პაჯეროზე ბევრად დზლიერი და გამძლე ხიდები აქვს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 6 2012, 11:56

levan81
მაგ ფასში თუ ნახავ სხვას კარგი იქნება

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Mar 6 2012, 12:09

Asia
T A M P L I E R
ოფროუდერების ხომ არაა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 6 2012, 12:28

არა იმენნა ოფროუდერის არ არის თორე მეცოდინებოდა
და ეს მანქანა მე გასვლებზე არ მინახია

ისე კი კარგი რამე ჩანს.ცოტა ფასი დაბლა რული მარცხნივ და კამფეტ

რა ბალონები უყენია??

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Mar 6 2012, 12:44

სამი ცალი ხუთ კუბიანი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 6 2012, 12:59

გემოვნების და ჯიბის ამბავია თორე მე 40 დაწვენილ კუბზეც არ ვიტყოდი უარს

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 6 2012, 16:14

დელიკას სიამოვნებით ვიყოლიებდი, ოღონდ მარცხენა საჭიანს. მაგრად მომწონს ეგ მანქანები. სავალი ნაწილი, ბაზა, ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი, ,,რაზდატკა,, და სული პაჯეროსი აქვს. დანარჩენი უკვე დიზაინის ამბავია.
ქალაქში სიარულს რაც შეეხება: გინდა 4 კარიანით პაჯეროთი გივლია და გინდა კიდე დელიკათი.
რაც შეეხება დანარჩენს: დელიკაში აშკარად მეტი ადგილია და მგზავრობაც უფრო მოსახერხებელია გინდა ტყე-ღრეში და გინდა ტრასაზე.
მაგრამ რადგანაც უკვე გადაწყვიტე პაჯეროს შეძენა, იყიდე პაჯერო. უფრო იაფადაც გამოხვალ, რადგან დელიკა ბევრად ძვირი ღირს.

წარმატებას გისურვებ.

პოსტის ავტორი: levan81 Mar 9 2012, 07:52

1996 პაჯეროში 3.0 12V მექანიკურ გადაცემათა კოლოფში რომელი ზეთი მიდის?
ასევე მაინტერესებს ხიდებში და "რაზდატკაში".

ვინმეს owner's manual" ხომ არ გაქვთ? ან საიდან შეიძლება გადმოწერა? ვერ მივაგენი ვერსად.

პოსტის ავტორი: gsx Mar 9 2012, 22:34

უფასოდ არ არის არსად ფასიანია გადმოწერა 13-14დოლარი ღირს ისე თეგეტაში იკიტხე და გეტყვიან.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 10 2012, 09:03

ციტატა(chele @ 6th March 2012 - 17:14) *
მეს owner's manual" ხომ არ გაქვთ? ან საიდან შეიძლება გადმოწერა? ვერ მივაგენი ვერსად.

ინერნეტში მოძებნე იქნება.HONDA CRV მყავს და ჩემი მანქანის ვნახე და არის.კარგად უნდა ნახო google და მისი ჯანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 10 2012, 22:38


levan81

მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ ვინჩესტერმა სადაც მანუალები მეგდო, სავარაუდოდ სამუდამოდ მიიძინა....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)