თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ მირჩიეთ რამე

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 14:43

ბიჭებო თქვენთან მაქვს კითხვა. ახლო მომავალში ვფიქრობ მანქანის შეძენას კერძოდ ჯიპის, 5000დან 6000ამდე ფარგლებში.myauto.ge-ზე ამ ფასად რამოდენიმე კარგი მანქანა აღმოვაჩინე განსაკუთრებით დიდი მოწონება mitsubishi montero-მ დაიმსახურა. იქნებ მირჩიოთ ღირს თუ არა მაგ მანქანის ყიდვა,რამდენად კარგი შესანახია და რაც მთავარია გასვლაში რამდენად ძლიერია! უგზოობაში მომიწევს ძირითადად მოძრაობა და თუა ძლიერი მაინტერესებს. თუ ვინმეს გყოლიათ და გაქვთ გამოცდილება იქნებ მირჩიოთ რამე... vava.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 19 2013, 14:54

mardi
სუზუკი ჯიმი(2 კარიან) რითაა ცუდი რო ? D.gif მალალეტრაშკაა და ყველგან დადის D.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 14:57

ალთაზარ
კი ეგეც არაა ცუდი ვარიანტი,მაგრამ უფრო სილამაზით მიმიზიდა მიცუბიშმა და მაგიტო მაინტერესებს. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 19 2013, 15:02

mardi
mitsubishi montero, პაჯეროსაც ნორმალური გამავლობა აქვს ფასის მიუხედავად ნაწილები იაფია თუ გაზ\ბენზინზე ამუშავებთ მშვენივრად იტანს თუ დიზელის ძრავიანს იყიდით იმასაც არაუშავს, მაგრამ მე ბენზინ\გაზს გირჩევთ იაფიი დაგიჯდებათ და ყველგან მიხვალთ შეძლებისდაგვარად

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 15:06

ჰერცოგი
რაღაც შეიძლება სასაცილო შეკითხვას გისვამთ მაგრამ, ნივას რომ შევადაროთ მონტერო გამავლობაში ძალიან დიდი სხვაობაა?

პოსტის ავტორი: levan81 Apr 19 2013, 15:19

mardi
გამავლობასში შეიძლება დიდი სხვაობა არ იყოს, მაგრამ ნივით ყოველი უგზოობის მერე ძირითადად პროფილაქტიკაში მიდიან ხოლმეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 15:52

levan81
D.gif

რავიცი-რავიცი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 19 2013, 17:39

mardi
ლინკი დადე რომელი მონტეროს ყიდვა გინდა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 19 2013, 17:42

levan81
ბაბუაჩემს ყავდა ნივა ... 3 წლის მანძილზე არაფერი დამართნია ყველაზე საშინელ გზაზე დადიოდა "იამას" არ ინდობდა ... თუ მანქანა იდეალურად გაქვს მოვლილი და ყველა დეტალი მუშაობს ისე როგორც საჭიროა ყოველ უგროობიდან ჩამოსულს პროფილაქტიკა არ დაგჭირდება ... D.gif

ნუ თუ მთიდან მთაზე არ დაფრინავ D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 19 2013, 17:45

თუ კაცისთვის ცუდი გინდათ ურჩიეთ მაშინ ნივა!თუ არა და ნუღარ განიხილავთ

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 19 2013, 17:48

mardi

ისევ ნივა...

მოდი ის გვითხარი მაშინ უგზოობაში რატომ უნდა იარო ანუ რა მიზეზით ყიდულობ მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილს?
თუ უბრალოდ მუღამისთვის ყიდულობ, მაშინ იყიდე ნივა. თან როგორც მივხვდი მოგწონს. თან ყველგან მივა, თან პროფილაქტიკაში სიარული არ მოგიწევს ხშირად.
თუ საქმისთვის ყიდულობ, მაშინ ნივაზე ნუ შეაჩერებ არჩევანს.
რაც შეეხება მონტეროს. ცუდი მანქანა არ არის. ბენზინი+გაზი მშვენიერი ვარიანტია.





ერთს ვიტყვი და დავამთავრებ ნივაზე ლაპარაკს: ოცდამეერთე საუკუნეში მანქანას გიდრავლიკა რომ არ ექნება, რაღაზე უნდა ილაპარაკო?.... კიდევ რამდენი ჩამოვთვალო?...

გმადლობთ....

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 19 2013, 17:55

T A M P L I E R



კაცო ცუდს კი არ ვურჩევთ უბრალოდ პასუხი გავეცი ბ.ლევანის ... newsmile029.gif (ჩემებურად , გლეხურად) D.gif

ციტატა
ოცდამეერთე საუკუნეში მანქანას გიდრავლიკა რომ არ ექნება


დასტურ ...







პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 19 2013, 18:15


mardi
სად ნივა სად მონტერო
ჩელეს თქმის არ იყოს 2013 წელია და მანქანას გიდრავლიკა არ აქვს მასე ყველაზე, მაგარი გამავლობით ურემი და ხარები გამოირჩევა ტურმუზი იმასაც აქვსს newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 19 2013, 18:33

mardi
ამ ყველაფერს ჯობია , ჩამოთვალო ის მანქანები რომმლებიც მოგწონს და შემდგომ ბიჭები რჩევას არ დაიშურებენ .... და საბოლოო ჯამში ერთად ამოირჩევთ მაშინკას newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 19:35

ციტატა(ჩელე @ Apr 19 2013, 18:48) *
mardi

ისევ ნივა...

მოდი ის გვითხარი მაშინ უგზოობაში რატომ უნდა იარო ანუ რა მიზეზით ყიდულობ მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილს?
თუ უბრალოდ მუღამისთვის ყიდულობ, მაშინ იყიდე ნივა. თან როგორც მივხვდი მოგწონს. თან ყველგან მივა, თან პროფილაქტიკაში სიარული არ მოგიწევს ხშირად.
თუ საქმისთვის ყიდულობ, მაშინ ნივაზე ნუ შეაჩერებ არჩევანს.
რაც შეეხება მონტეროს. ცუდი მანქანა არ არის. ბენზინი+გაზი მშვენიერი ვარიანტია.





ერთს ვიტყვი და დავამთავრებ ნივაზე ლაპარაკს: ოცდამეერთე საუკუნეში მანქანას გიდრავლიკა რომ არ ექნება, რაღაზე უნდა ილაპარაკო?.... კიდევ რამდენი ჩამოვთვალო?...

გმადლობთ....

newsmile05.gif

არა ნივას იმიტომ ვადარებ რო მამაჩემს ყავდა და ყავს ტაიგა ნივა 2გამოიცვალა და არასდროს არსად დაუტოვებია გამავლობაში უძლიერესია არსად არ ჩერდება და სერიოზული პრობლემაც არასდროს შექმნია იმიტო რო ყოველტვის კარგად უვლიდა იმისდამიუხედავად რო რაჭაში საშინელ გზებზე უწევს სიარული მამისონისკენ რო გზებია თუ იცით იმაზე უარეს გზებზე....

ძირითადად სანადიროდ და სათევზაოდ მაგრამ ხშირად მომიწევს იმ გზებზე სიარული სადაც მამაჩემის ნივას უწევს სიარული და დამიჯერეთ მაგარი ჯიპი გინდა იმ ტოვლსა და ტალახში რო გახვიდე და მაგიტო ვადარებ კიდევ ნივას..

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 19 2013, 18:39) *
mardi
ლინკი დადე რომელი მონტეროს ყიდვა გინდა

http://myauto.ge/car_details.php?car_id=5911967
აი ეს მგონი არაა ცუდი ვარიანტი რასიტყვით?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 19 2013, 19:35

მოკლედ მე მაგ ფასში პაჯერო ll გირჩევ(თუ გაბერილკრილოებიანი მოგივა მთლად კარგი!)

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 19:40

ციტატა(ჰერცოგი @ Apr 19 2013, 19:15) *
mardi
სად ნივა სად მონტერო
ჩელეს თქმის არ იყოს 2013 წელია და მანქანას გიდრავლიკა არ აქვს მასე ყველაზე, მაგარი გამავლობით ურემი და ხარები გამოირჩევა ტურმუზი იმასაც აქვსს newsmile01.gif

გეთანხმები მართლა შეუსაბამო მანქანაა ყოველდღიურობისთვის და იმ შემთხვევაშI როცა ძირითადად ტრასაზე და კარქ გზაზე გიწევს მოძრაობა მაგრამ როცა ცუდ გზებზე და უგზოობაში გიწევს ხშირად გადაადგილება მაინც ძლიერია აბა კოლხოზნიკი ნახე რა აქვს არაფერი მაგრამ გასვლით ხო მაგარია.

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 19 2013, 20:35) *
მოკლედ მე მაგ ფასში პაჯერო ll გირჩევ(თუ გაბერილკრილოებიანი მოგივა მთლად კარგი!)

გაბერილკრილოიანი მომდის რო გადავხედე, ის ჯობია?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 19 2013, 19:47

ციტატა(sergo tabagari @ 19th April 2013 - 20:40) *
გაბერილკრილოიანი მომდის რო გადავხედე, ის ჯობია?

სილამაზით წლებით და გაყიდვითაც უფრო ადვილად გაყიდი მომავალში!დანარჩენი ერთია

პოსტის ავტორი: mardi Apr 19 2013, 19:51

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 19 2013, 20:47) *
სილამაზით წლებით და გაყიდვითაც უფრო ადვილად გაყიდი მომავალში!დანარჩენი ერთია

მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ შენს რჩევას! d778bc34f693c93907196ff195628213.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 2 2013, 13:43

მცოდნეებო მომაშველედ რჩევა! ჩემი ხონდა პასპორტი გავყიდე და რაიმეს ყიდვა მინდა. მოკლედ ისეთი რომ ქალაქში კომფორტული სასიარულო იყოს და სანადიროდ რომ წავალ რამე შეეძლოს შირაქისაკენ. მომეწონა გრანდ ჩეროკი 2005წლის 4.7 ძრავით. ვიფიქრე გაზზე გადავიყვან და ვივლითქო. მარა ხელოსანმა მითხრა ძალიან კაპრიზნი ძრავიაო და მალე გამოდის მწყობრიდანო, მითუმეტეს გაზზეო. რას იტყვით ამ მანქანაზე და რაც მთავარია ძრავზე? ვინმეს ხომ არ ყავს ასეთი და რაიმე ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: Che Jul 2 2013, 13:55

romeo 1
გამარჯობა. ერთი რჩევა რაც შემიძლია მოგცე ისაა, რომ მაქსიმალურად ეცადე თუ ჯიპის ყიდვა გინდა იყიდო ტოიოტა. 4რანერი არის იდეალური ყველაფრისთვის. ფასი შედარებით არის დიდი გაცილებით გრანდ ჩეროკზე მაგრამ იმედების გამართლებით არის კიდევ უფრო დიდი, ძრავია ეს, გაზი, აღმართი თუ დაღმართი.

პოსტის ავტორი: მარდი Jul 2 2013, 13:59

ციტატა(Che @ Jul 2 2013, 14:55) *
romeo 1
გამარჯობა. ერთი რჩევა რაც შემიძლია მოგცე ისაა, რომ მაქსიმალურად ეცადე თუ ჯიპის ყიდვა გინდა იყიდო ტოიოტა. 4რანერი არის იდეალური ყველაფრისთვის. ფასი შედარებით არის დიდი გაცილებით გრანდ ჩეროკზე მაგრამ იმედების გამართლებით არის კიდევ უფრო დიდი, ძრავია ეს, გაზი, აღმართი თუ დაღმართი.

4 რანერი ქალაქისთვის ცოტა მოუხერხებელია ჩემი აზრით. ამ თემაში წაიკითხავდი ალბათ მონტერო სპორტზე რაც ჩემი აზრით კარგი ვარიანტია. უკეთ ჩემზე მცოდნეები გიპასუხებენ. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Che Jul 2 2013, 14:39

ციტატა(sergo tabagari @ 2nd July 2013 - 14:59) *
4 რანერი ქალაქისთვის ცოტა მოუხერხებელია ჩემი აზრით. ამ თემაში წაიკითხავდი ალბათ მონტერო სპორტზე რაც ჩემი აზრით კარგი ვარიანტია. უკეთ ჩემზე მცოდნეები გიპასუხებენ

მე პირადად მყავს მონტერო სპორტი და მანდედან გამომდინარე ვწერ. მოცულობით აბსოლუტურად იგივეა ორივე მანქანა, ოდნავ დიდიც არ იქნება ტოიოტა. მატორი მიცუბიშსაც ცოტა კაპრიზნი აქვს, ზეთი აუცილებლად გასდის რომელიმე ღრიჭოდან. დინამო უყენია დაბლა წვავს და ფუჭდება. სხვა მხრივ სავალი ნაწილებით მონტერო მართლაც ძალიან კარგია. გაზი კი ისე დგება გეგონება მაგისთვის მოიგონესო. რანერზე ნამდვილად არ ვიცი

ქალაქს რაც შეეხება ნამდვილად არ მიგრძვნია არანაირი პრობლემა, პირიქით პარკირების კუთხით სადაც გინდა ააყალყებ და დააყენებ. გერიდებიან კიდეც მძღოლები. ერთი სიტყვით ჯიპი მანქანების მამაა

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 2 2013, 14:42

ციტატა(Che @ Jul 2 2013, 14:55) *
romeo 1
გამარჯობა. ერთი რჩევა რაც შემიძლია მოგცე ისაა, რომ მაქსიმალურად ეცადე თუ ჯიპის ყიდვა გინდა იყიდო ტოიოტა. 4რანერი არის იდეალური ყველაფრისთვის. ფასი შედარებით არის დიდი გაცილებით გრანდ ჩეროკზე მაგრამ იმედების გამართლებით არის კიდევ უფრო დიდი, ძრავია ეს, გაზი, აღმართი თუ დაღმართი.


+ 1
4 რანერიც კარგია და ნებისმიერი ტოიოტას ჯიპი

პოსტის ავტორი: მარდი Jul 2 2013, 15:03

ციტატა(PREDATOR @ Jul 2 2013, 15:42) *
+ 1
4 რანერიც კარგია და ნებისმიერი ტოიოტას ჯიპი

ეგრე ურჩიეს ჩემს მეგობარს და იყიდა რავ4 და გაზზე გადაიყვანა მაგარი მანქანა იყო მაგრამ რამოდენიმე თვეში დაეწყო მაგრამ რა დაეწყო სულ სახელოსნოში ყავდა მცოდნე ხლახმა აარჩია მაგრამ ეგრე დაემართა.

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 2 2013, 15:28

ციტატა(მარდი @ Jul 2 2013, 16:03) *
ეგრე ურჩიეს ჩემს მეგობარს და იყიდა რავ4 და გაზზე გადაიყვანა მაგარი მანქანა იყო მაგრამ რამოდენიმე თვეში დაეწყო მაგრამ რა დაეწყო სულ სახელოსნოში ყავდა მცოდნე ხლახმა აარჩია მაგრამ ეგრე დაემართა.



რავ 4 გამონაკლისია ......... სამწუხაროდ

და ძაან ჯიპიც არაა ........სიმართლე გითხრა ეგ სულარგამხსენებია

პოსტის ავტორი: მარდი Jul 2 2013, 15:31

ციტატა(PREDATOR @ Jul 2 2013, 16:28) *
რავ 4 გამონაკლისია ......... სამწუხაროდ

და ძაან ჯიპიც არაა სიმართლე გითხრა ეგ სულარგამხსენებია

D.gif კარქი მაშინ ashh.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 2 2013, 18:59

romeo 1

სალამი რომა, გრანდ ჩეროკს არ გირჩევ, თუ მაინცდამაინც მაგ მანქანაზე ხარ ჩაციკლული, მაგ თაობას ნუ იყიდი, მაგის წინა თაობა უკეთესია, ტან მონადირე კაცი ხარ და სანადიროდ მაგ მანქანით წასვლა მე პირადად ძაან არ მესიამოვნებოდა, ძალიან ზიზია მანქანაა

ბიუჯეტი რამდენი გაქვს მანქანისთვის ის გვითხარი ჯერ

პოსტის ავტორი: რამაზი Jul 2 2013, 22:22

პიკაპ ტოიოტაზე (ჰაილუკსი)რას იტყვით? ღიირს ყიდვა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 2 2013, 22:55

romeo 1
რომა გრანდს არც მე გირჩევ. ისე ცოტა ძნელია ახალი კომფორტული და სანადიროს შეთავსება. დავითუსამ სწორედ მოგწერა, ბიუჯეტს გააჩნია.

ისე ტოიოტა მართლა კარგია, რანერის, 80 იც და 100 იც. ნუ რავ 4 ს არ ვგულისხმობ. ნისანებში პატრული ახალი საკმაოდ კარგი გამოდგა. ბიუჯეტი თქვი და უფრო კარგ რჩევას მოგცემთ. გრანდი მაინც არ არის რაც უნდა იყოს

პოსტის ავტორი: მარდი Jul 3 2013, 11:06

პატროლი მართლაც მაგარი ვარიანტია მაგრამ ბიუჯეტს გააჩნია როგორც Davitus-მა თქვა.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 3 2013, 12:01

მადლობა ყველას რჩევისათვის! ბიუდჯეტი მკონდა გათვალისცინებული 8000-ის ფარგლებში, ვიცი რომ მწირეა 2005წლის მანქანის შესაძენად მარა რას ვიზამთ, გვინდა კარგი და თანაც იაფად newsmile01.gif მაგიტომ ვფიქრობდი ჩიროკზე, ეგეც ან მოვა მაგ თანხაში 2005-ანი ან არა, კიდევ საკითხავია. წუხელ აუკციონზე მივედი და ერთი ვერცხლისფერი გადიოდა ღამის(თუ დილის) 4საათზე. შედიოდა სტავკით 3550 დოლარი, ავიღე და მე 4000 დაუდე და სახლში წავედი. დილით აღმოჩნდა რომ 3600 დოლარად მიყიდია. აუკციონმა კი მოიწერა 4400 ნაკლებად არ გაგატანთო. ავდექი და 3700 გადაგიხდითქო, არ ვიცი დამეთანხმებიან თუ არა. კარგ მდგომარეობაშია, ლიმიტედია. კარფაკსში ვნახე ორი პატრონო ყავდა და უავარიო მანქანაა. მოკლედ ეხლა მოლოდინის რეჟიმში ვარ. 8000-ზე ნაკლები დამიჯდება რასტამოჟკით და ყველაფრით. თქვენ რა აზრის ხართ, მემგონი ცუდი არ იქნება. ფორანერს ნარდათ ვერ ვიყიდი მაგ თანხაში, გუშინ ვატარე და გადავირიი ისე კარგად დადიოდა ტოიოტა 2005-ანი!

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2013, 13:51

romeo 1

აბა კი უნდა მოგილოცოთ როგორც ვხვდები newsmile05.gif თუ მაგ ფასში არ დაგთანხმდნენ, გული არ დაგწყდეს. ისევ ტოიოტა ან მიცუბიში მოძებნე. ყველაზე ოპტიმალური და გამომდგარი ვარიანტებია. თან გაზზე არანაირი პრობლემა არ აქვს.

Che

ციტატა(CHE @ 2nd July 2013 - 15:39) *
მიცუბიშსაც ცოტა კაპრიზნი აქვს, ზეთი აუცილებლად გასდის რომელიმე ღრიჭოდან. დინამო უყენია დაბლა წვავს და ფუჭდება.


შეცვალე მერე ,,პრაკლატკა,, და დაისვენებ. დინამო რომ ქვემოთ აქვს ეგ კარგია, ,,ზატო,, 24 კლაპანი გიდევს ძრავში და მეტი სიძლიერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 4 2013, 08:48

არ მომცეს მაგ ფასში ჩეროკი და ხელახლა გაიტანეს აუკციონზე. გუშინ ფორანერიც მოვიგე აუკციონზე 2003წლის 4050 დოლარად მაგრად რას იზავ, აუკციონიდან მოიწერეს ამ მანქანას 10000უნდაო და ისიც ხელახლა გაიტანეს აუკციონზე. მოკლედ ერთ რამეს მივხვდი რომ ჩემი 8000დოლარიან ბიუჯეტით ფორანერს ვერ ვიყიდი 2005 ანს, ან თუ ვიყიდი არ ევარგება. ერთი შანსია გრანდ ჩეროკი ვიყიდო 2005-ანი. მოკლედ გადავწყვიტე ჩეროკის ყიდვა 4.7 ძრავით და მაინტერესებს ამ მანქანის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გაზზე მინდა გადავიყვანო. და კიდევ, ამ მანქანების ტრანსმისიაზე თუ რაიმე იცით, რას ბლოკავს და რა დიფფერენციალები აქვს. სურათზე რომ უყურებ აღარაქვს ხიდების და გამაძლიერებლის ტრადიციული ჩამრთველი რიჩაგი, აქვს სიჩქარეების გვერდით მარჯვნიდან ნიკელის პატარა თითებით ამოსაწევი ჩამრთველი.

პოსტის ავტორი: MIMINO Jul 4 2013, 09:07

მე მაგალითად მაგ ფასში უფრო ძველ მანქანას ვიყიდიდი მაგალითად პაჯეროს1998 1999 წლებში გამოსულს. მონტერო თუ მოგწონს მონტეროსაც იყიდი. რანერიც დაახლოებით ამ წლებისას. ჩეროკზე ნაკლებიც დაგიჯდება შენახვა ყველა თვალსაზრისით, გაბედულადაც იხმარ და ბევრად მეტს გაუძლებს და აიტანს ვიდრე 2005 წლიანი ჩეროკი.

პოსტის ავტორი: ჭაღარა Jul 4 2013, 09:13

ციტატა(MIMINO @ Jul 4 2013, 10:07) *
მე მაგალითად მაგ ფასში უფრო ძველ მანქანას ვიყიდიდი მაგალითად პაჯეროს1998 1999 წლებში გამოსულს. მონტერო თუ მოგწონს მონტეროსაც იყიდი. რანერიც დაახლოებით ამ წლებისას. ჩეროკზე ნაკლებიც დაგიჯდება შენახვა ყველა თვალსაზრისით, გაბედულადაც იხმარ და ბევრად მეტს გაუძლებს და აიტანს ვიდრე 2005 წლიანი ჩეროკი.



+1

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 4 2013, 09:13

ეგ მესმის მარა ქალაქშიც მინდა რო ვიარო, უფრო მეტი ქალაქში, სანადიროდ სულ წელიწადში რამდენიმეჯერღა მივდივარ. თანაც მაგ წლების მანქანების დრო წავიდა, დავიტოვებდი მაშინ ჩემ ჰონდა პასპორტს, 2000წლიანი იყო, უავარიო და გარბენი სულ რაღაც 79000მილი ქონდა.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2013, 10:26

romeo 1

დამადაბლებელი არა აქვს მაგ მანქანას და ყველა დიდ მინუსად უთვლის, თრექშენ კონტროლის სისტემა აქვს და საკმაოდ კარგად გადის, თუ მაგას გამავლობა შეგვიძლია ვუწოდოთ. მე ნაჯდომი ვარ და რაღაც ისეთი წარმოდგენა შექმექმნა თითქოს სპორტული ტიპის ქროსოვერში ვიჯექი, ძრავი საკმაოდ მძლავრია, მაგრამ რაღაც ჯიპის ეფექტი მე ვერ დამიტოვა, ნუ ქალაქის ჯიპს ვგულისხმობ ამ მომენტში

გაზზე არ ვიცი და ვერ გეტყვი, ჯობს ვისაც დაუყენებია პირადად მისგან მოისმინო აზრები.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 4 2013, 10:30

Davitus დამადაბლებელი არა აქვს 3.7 ძრავიან მანქანებს, 4.7-ანს აქვს მე როგორც ვიცი, LOW უწერია ჩამრთველს...

პოსტის ავტორი: Che Jul 4 2013, 11:03

ციტატა(chele @ 3rd July 2013 - 14:51) *
შეცვალე მერე ,,პრაკლატკა,, და დაისვენებ. დინამო რომ ქვემოთ აქვს ეგ კარგია, ,,ზატო,, 24 კლაპანი გიდევს ძრავში და მეტი სიძლიერე

ჩელე
შევცვალე 2-ჯერ უკვე, ახალ კოლიცოებიდან გასდისო, თან ხელოსანმაც მითხრა მე მაგიტომ გავყიდე დამღალაო.

დამადაბლებელი და ტრექშემი მგონი რომ აუცილებელია თუ გინდა კაცს, რომ სერიოზული დაბრკოლებები დაძლიო, მაგრამ მგონი თემის ავტორს აინტერესებდა სანადიროდ, რომ გამომადგესო. სანადიროდ მონტერო რა თაქმა უნდა გამოდგება, სადაც ტრექშენი და პანიჟენიაა საჭირო კიდე იქ მაინც დასანანია ძვირიანი მანქანით სირბილი.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 4 2013, 11:30

წელიწადში სულ რამდენჯერმე უნდა გავიდე სანადიროდ, ქალაქში კი ყოველდღე უნდა იაროს ჩემმა მეუღლემ. ამიტომ უფრო ქალაქური უნდა იყოს მარა ქალაქგარეთაც რამე უნდა შეეძლოს.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 4 2013, 16:03

3.2 მერსედესზე (ე.წ. რიადნი ძრავი) თუ დაუყენებია ვინმეს გაზის აპარატურა, რომელი თაობის და როგორ მუშაობს, იქნება იცოდეთ.

მადლობა

პოსტის ავტორი: temoo90 Jul 4 2013, 16:45

3.2 რიადნი ძრავით, ე.ი არა "V образный"? და რომელ წლიანია?
E კლასები "V образный" ძრავით თუ სწორად მახსოვს გამოდის 1997 წლიდან. ვიცი რომ 2000-2001-2002 წლების გამოშვებებზე იდეალურად ამართლებს მეოთხე თაობა (გამომდინარე ნაცნობების ნათქვამიდან თავიანთი მანქანების შესახებ), ვიცი ტიპები რომლებიც ტიპტრონიკით 20 კუბიანი გაზით ქალაქში 200 კილომეტრს გადიან. გამიგია აგრეთვე, რომ 1996 წლის E კლასზე დაყენებული აქვთ მესამე თაობა და დაჟე ნათქვამი აქვთ რომ მეოთხეზე უკეთ მუშაობს, რადგან "არაკომპიუტერიზირებულია"-მართალი გითხრათ არ ვიცი ზუსტად ამაში რა იგულისხმება. ასე თუ ისე, მერსოს ერთ-ერთი ხიბლი იმაშია რომ უძლებს ბევრ რამეს newsmile045.gif
აქვე დავამატებ, სამწუხაროდ პირადი გამოცდილება ამაში არ მაქვს , მაგრამ ვიცი რომ თუ მექანიკაა მით უმეტეს უპრობლემოა.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 4 2013, 17:10

გაიხარე, ძველი ე.წ. რიადნი ძრავია,V образный არაა.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 5 2013, 11:40

არაა ეტყობა 2005წლის 4.7 ზრავის მქონე გრანდი გავრცელებული რომ ვერავინ ვერ დაწერა ამ მანქანაზე რაიმე აქ.

პოსტის ავტორი: Maverick Jul 13 2013, 11:37

მერსედესის 3.2 რიადნი ძრავი, კარგ მდგომარეობაში ხომ არ გეგულებათ სადმე?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2013, 12:32

Maverick

სავარაუდოდ ელიავაზე....

პოსტის ავტორი: მარდი Nov 3 2013, 20:27

ხალხო ვინმეს ხოარ გეგულებათ ვილისი გასაყიდად 2000 დოლარი სჰემიდზლია გადავიხადო წესიერ მდგომარეობასჰი რო იყოს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2013, 20:56

2500 პაჯერო არ გინდა xexe.gif

პოსტის ავტორი: მარდი Nov 3 2013, 22:51

T A M P L I E R
რას მთავაზობ ნიკოლოზ ერთი უკეთ ამიხსენი და იმ 500ზე მერე ვილაპარაკოთ. newsmile093.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2013, 23:07

ჩემ მანქანას D.gif

პოსტის ავტორი: მარდი Nov 3 2013, 23:13

T A M P L I E R
არ გრცხვენია? მე რო ეგ ვიყიდო თვალებში როგორ ჩამხედავ მერე? newsmile035.gif xexe.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2013, 23:18

ზახარას ავატარივიტ

პოსტის ავტორი: მარდი Nov 3 2013, 23:20

ashh.gif
მართლა იქნებ ვინმეს გეგულებათ დიდად დამავალებთ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2013, 23:23

ბეინამუს ვიყო ტუ არ მერცჰივნოს!
ისე მაგ ფასად ძალიან დაგლილი მოგივა!
მაიაუტოზე ნახე

პოსტის ავტორი: მარდი Nov 3 2013, 23:27

ვიცი რო ჯობია მაგრამ ჩემს საქმეს არ ადგება პაჯერო შენახვა ძვირია ვილისთან შედარებით და ისეთ ადგილებში მოუწევს სიარული რო ხშირად იქნება შესაკეთებელი...
ვიცი რო დაღლილი მოვა და მაგას ვეძებ კაკ რაზ xexe.gif
მაი აუტოზე კიდე რაც დევს ან დედა აღარ ყავს ან გაყიდულია.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2013, 23:32

აბა რა გიტხრა
ალტაზარიონოკი ყიდდა რაცხა მაგნაირს მარა კატასტროფა ფასსჰი სჰეეხმიანე

პოსტის ავტორი: მარდი Nov 3 2013, 23:34

ოქ ჯიგარიხარ შევეხმიანები აუცილებლად. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: nik@a Nov 4 2013, 00:45

ვილისი ნამდვილად არაა იაფი შესანახი

პოსტის ავტორი: მარდი Nov 4 2013, 07:58

nik@a
სად პაჯეროს ნაწილები და სად ვილისის თან სიტუაციაა ისეთი რომ იაფად შეინახება.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Nov 5 2013, 08:19

მოკლედ ხანგრძლივი ბევრი და დიდი ფიქრის მერე გადავწყვიტე ვიყიდო ისუზუ როდეო, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მანქანაზე, ნუ მე ვფიქრობ რომ, სანადიროდ და სათევზაოდ უნდ. გამომადგეს..... სავარაუდოდ 1998 დან 2000 წლამდე, ძრავი არ ვიცი რომელი ჯობია ინტერნეტში ბევრია 3.2 ძრავზე.....

პოსტის ავტორი: კუთხა Nov 5 2013, 09:31

lavriskheveli
ისუზუ როდეო, ჰონდა პასპორტი და ოპელ ფრონტერა, ერთი და იგივე ბაზაზე აწყობილი ერთი და იგივე მანქანებია, გამავლობა ნორმალური აქვს, მე პირადად როდეო ისეთ ადგილზე მყავს ნანახი რომ ყველას გაგვიკვირდა იქ რომ მივიდა, მერე აღმოჩნდა რომ რაზდატკა გაუფუჭებია იქ ასვლაზე, მაგრამ მთავარია რომ მივიდა D.gif

ძრავი 3.2 კარგია, 2.3 არ ვარგა და არ იყიდო!

პოსტის ავტორი: კუთხა Nov 5 2013, 09:37

ჰონდა პასპორტი



ისუზუ როდეო



ოპელ ფრონტერა


პოსტის ავტორი: lavriskheveli Nov 5 2013, 09:39

კუთხა

ნაწილები რომლის უფრო იშოვება და ფასში რომელი ჯობია ხოა. იცი ???

პოსტის ავტორი: კუთხა Nov 5 2013, 09:47

lavriskheveli
ფასებს ეხლა გადავხედე და ერთი და იგივე ფასები ადევს, ნაწილების არ ვიცი, მაგრამ ამ 3 მანქანიდან მე ჰონდას ავიღებდი, ბევრად უკეთესი ბრენდია მაინც და თან სად რომ იყტვი რომ ჰონდას ჯიპი გყავს და სად რომ ოპელის ან რაღაც ისუზუ D.gif

პოსტის ავტორი: საბო Nov 5 2013, 09:53

lavriskheveli

კი იცი მე ეგ მაშინა-ზვერ მყავს, მოდი აქ ნუ მაკაკუნებინებ ეხლა გთხოვ: ან დამირეკე ან შევხვდეთ სადმე და სუ დეტალებში აგიხსნი ყველაფერს, თავისი "+" "-"ით.

ისე ჩემი მაშინაც იყიდება რომ იცდოე, თან უკან "ochopintre" აწერია. D.gif

კუთხა

ოპელიიიიიიოოოოოოო???? ვერ გევიგეეეეე???????? newsmile055.gif


აი მაქ ცოტა რთულად არის საქმე, ბევრი რამე ერთია, მაგრამ ძირითადი აგრეგატები: ძრავი,კოლოფი,გამანაწილებელი კოლოფი განსხვავებული და საკმაოდ სუსტია როდეო-პასპორტთან შედარებით.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Nov 5 2013, 09:58

საბო

კვირას ხო მოდიხარ და ვიჭუკჭუკოთ მაგ ამბავზე : ))


კუთხა

100% გეთანხმები... : ))

პოსტის ავტორი: საბო Nov 5 2013, 09:58

lavriskheveli
თუ რამემ არ შემიშალა ხელი მოვდივარ და კი ბატონოოოოოოო.......

პოსტის ავტორი: lavriskheveli Nov 5 2013, 10:01

საბო

ხოორა, თუარადა შეგეხმიანები მერე და გამანათლე ცოტა როდეოს ამბავში ; ) ჯერ ჩემი ჭრელა უნდა გავყიდო ....

პოსტის ავტორი: საბო Nov 5 2013, 10:04

ციტატა(კუთხა @ Nov 5 2013, 10:47) *
მე ჰონდას ავიღებდი, ბევრად უკეთესი ბრენდია მაინც და თან სად რომ იყტვი რომ ჰონდას ჯიპი გყავს და სად რომ ოპელის ან რაღაც ისუზუ D.gif


მაგის მოგვარება უმარტივესია. მოხსენი ისუზუს ემბლემა და დააყენე ჰონდასი. სხვა არ იცვლება აბსოლიტურად არაფერი newsmile01.gif

lavriskheveli

აბა გადაათვალერე მაინც:
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=7112859

პოსტის ავტორი: lavriskheveli Nov 5 2013, 10:06

საბო
გაზი ხოარ გიყენია ???

პოსტის ავტორი: საბო Nov 5 2013, 10:17

ციტატა(lavriskheveli @ Nov 5 2013, 11:06) *
საბო
გაზი ხოარ გიყენია ???



არა, რადგან სულ ფაქტიურად ახალი და უპრობლემო ძრავია, მაგიტომ მოვერიდე გაზის ჩაყენებას.

პოსტის ავტორი: lavriskheveli Nov 5 2013, 10:30

საბო

კვირას გნახავ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 5 2013, 23:58

ციტატა(sabo73 @ 5th November 2013 - 11:17) *
არა, რადგან სულ ფაქტიურად ახალი და უპრობლემო ძრავია, მაგიტომ მოვერიდე გაზის ჩაყენებას.

ხო ახალ და უპრობლემო ძრავებზე არ არის რეკომენდირებული გაზის დაყენება

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 17 2013, 19:28

ხალხნო აბა მირჩიეთ, სუზუკი გრანდ ვიტარა 2000-2003 და ჰონდა ცრვ ეგეც 2000-2003 წლიანები
აქედან რომელს მივანიჭო უპირატესობა?
თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით თუ ამიხსნით ხო მთლად კარგი....

პოსტის ავტორი: საბო Nov 17 2013, 21:20

ციტატა(შოთა.03 @ Nov 17 2013, 20:28) *
სუზუკი გრანდ ვიტარა 2000-2003


კი

ციტატა(შოთა.03 @ Nov 17 2013, 20:28) *
ჰონდა ცრვ ეგეც 2000-2003 წლიანები


ნწუ

პოსტის ავტორი: gelka72 Nov 17 2013, 21:44

შოთა.03
რა თანხის გადახდა გაქვს მხედველობაში ???? იქნებ სხვა მოდელიც გირჩიოთ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 19 2013, 10:23

5 მაქსიმუმ 5.5

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Dec 17 2013, 23:06

ციტატა(შოთა.03 @ Nov 17 2013, 20:28) *
ხალხნო აბა მირჩიეთ, სუზუკი გრანდ ვიტარა 2000-2003 და ჰონდა ცრვ ეგეც 2000-2003 წლიანები
აქედან რომელს მივანიჭო უპირატესობა?
თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით თუ ამიხსნით ხო მთლად კარგი....


მეც მაინტერესებს გრანდ ვიტარაზე და თუ ვინმეს გქონიათ შეხება მაგ მანქანასთან იქნებ დაწეროთ + - ები

პოსტის ავტორი: Zhorika Dec 18 2013, 14:04


გრანდ ვიტარა - უფრო პატარა, ნაკლებად ტევადი, ნაკლებად კომფორტული მაგრამ უფრო ამტანი, უფრო მეტი გამავლობის მქონე და უფრო ჯიპი.


ცე ერ ვე - უფრო ტევადი, უფრო კომფორტული, მაგრამ ნაკლებად გამავალი, ნაკლებად გამძლე უგზოობის მიმართ და ნაკლებად ჯიპის თვისებების

მატარებელი.

საწვავის ეკონომიის ამბავში ორივე ერთ მაჩვენებელზე გადის დაახლოებით თუ ვიტარას 2.5 ძრავს და ჰონდას 2.4-ს შევადარებთ თუ ჰონდას 2.0-ს მაშინ

ჰონდა ოდნავ ეკონომიური გამოდის დანარჩენი უკვე პირადი გემოვნების და მიზნობრივი დანიშნულების ამბავია რომელს უფრო პრიორიტეტს ანიჭებს

ადამიანი. ისე ორივე იაპონელია და ხარისხიანი მანქანებია ცალ ცალკე აღებული.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Dec 18 2013, 17:32

მეც გრანდ ვიტარასკენ ვიხრები უფრო
ისე შენახვის ამბავში როგორია? ნაწილების შოვნა პრობლემატური ხო არ არის?

პოსტის ავტორი: Zhorika Dec 18 2013, 22:30


არა მგონია. დღეს დღეობით უკვე არც ერთი მანქანის ნაწილის შოვნა არ გაგიჭირდება ჩვენთან, მითუმეტეს ისეთი

პოპულარულის როგრიც გრანდ ვიტარაა.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Dec 19 2013, 00:19

გასაგებია დიდი მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zaza7761 Dec 19 2013, 13:33

ცრვ თავად მყავს გრანდ ვიტარა მეგობარს. ვიტარამ გამავლობაში ბევრჯერ აჯობა ცრვეს ტუმცა ვერ ვიტყვი რომ სადმე დამტოვა და ვერ გამოვედი. ნაწილებს რაც შეეხება ცრვ უკანა სტერჟინის გარდა არაფერი გამომიცვლია. 3 წელია დავდივარ. საწვავს რაც შეეხება თითქმის ერთნაერად წვავს 12-13 ლიტრი ქალაქში

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Dec 22 2013, 21:26

და მონტერო სპორტზე რა აზრის ხართ? 3.0 მატორით

პოსტის ავტორი: nik@a Dec 22 2013, 22:46

მონტერო კარგი მანქანაა, ოღონდ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ორი შემთხვევა იყო ჩემს გარშემო, რომ მანქანა ჩამოვიდა იდეალურ ფორმაში თუმცა იყო კატასტროფულად დამპალი.... ისე კი მაგ ფასში მე რომ ვყიდულობდე ელ 200- ს ავიღებდი. შენი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან სანადიროდ ყველას ჯობია. 2.5 დიზელი იფ იფ იფ მანქანაა. ია ტაკ დუმაიუ.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Dec 22 2013, 23:25

რავი პიკაპი არ მინდა newsmile05.gif იქნებ ისიც მირჩიოთ რა შესამოწმებლად სად მივიყვანო რო კარგად შემიმოწმონ (ხიდები, კარობკა და ა.შ) 4X4_ზე არ მქოლია მანქანა და მე არაფერი არ ვიცი (პრინციპში დიდად საერთოდ ვერ ვერკვევი მანქანებში newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: nik@a Dec 22 2013, 23:51

4X4 ის სპეციალისტები ბელიაშვილზე არიან, დასუფთავების სამსახურთან, შუქნიშანთან შესასვლელია და იქ. კარგი მატორისტიც ყავთ და ხადავიკებიც გამოცდილები არიან.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 23 2013, 08:16

ვანიჩკა
მონტერო სპორტს არ გირჩევ, ცოტა კაპრიზნი მანქანაა....
და რაღაც არც სანადირო მგონია, იქნებ რამე სხვა შეარჩიო

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Dec 23 2013, 17:34

ნუკრიMax
მე 4X4 მანქანა არ მყოლია საერთოდ არც ვიცი რომელი გამომადგება და რომელი არა :( თუ მირჩევთ რამეს მადლობელი დაგრჩებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: game 91 Oct 31 2014, 15:22

გამარჯობათ თქვენი, მოკლედ პიპიას დათრევა გადავწყვიტე, იმდენს ვფიქრობ რომ უკვე თავის გამისკდა.

ეხლა რა არის ჩემი ფიქრის ძრითადი მიზეზი, მინდა მანქანა იყოს მინიმიმუმ 2003 იანი და გამძლე, რასაც ვიყიდი კარგა ხნით დავიტოვებ. ინტერიერ ექსტერიერი უნაკლო.

ამ ფიქრებში და მაი ავტოზე ძებნაში ჩემი ყურადღება მიიქცია მაზდა ტრიბუტიმ. როგორი მამქანაა ექსპლოატაციაში, გამძლეობით. გადაცემათა კოლოფი, პერედოკი ძრავი და ა.შ. რამდენად დიდია ექსპლოატაციასთან დაკავძირებული ხარჯები? (წვას არ ვგულისხმობ)

გთხოვთ დამეხმაროთ ვისაც გქონიათ შეხება ამ მანქანასთან.

პოსტის ავტორი: საბო Oct 31 2014, 23:24

ციტატა(game 91 @ Oct 31 2014, 16:22) *
ჩემი ყურადღება მიიქცია მაზდა ტრიბუტიმ.


ჯობდა არ მიექცია, გაეშვი ცალხიდიანი ლახანკაა. საჩვენოდ არ გამოგადგება და ტროტუარებზე არაუშავს ხტუნაობს.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 1 2014, 04:25

game 91

მთავარს არ გვეუბნები: ბიუჯეტი

პოსტის ავტორი: game 91 Nov 1 2014, 08:32

ციტატა(Davitus @ Nov 1 2014, 05:25) *
game 91

მთავარს არ გვეუბნები: ბიუჯეტი

მაქსიმუმ 5 მარადმწვანე

გამავლობა ნაკლებად მაინტერესებს, რაც აქვს ყელში ამომივა სოფელში ჩასასვლელად და ჩამოსასვლელად.

უფრო გამძლეობა მაინტერესებს, რამდენიმე წელი დავიტოვებ თუ ვიყიდე და არ მინდა რომ დაშლილებში მომიწიოს სირბილი ან კიდევ უფრო უარესი ხელოსნებთან გათენ დაღამება და იმის მკითხაობა "სალნიკების ბრალი თუ ვტულკების" და ეგეთი რაღაცეები- როგორც ეს პატფაინდერზე იყო.

მინდა საოჯახოდ გამომადგეს და მაგ ფასში მასეთი ექსტერიერ-ინტერიერით მაგ წლოვანების (2003-05) სხვა მანქანა ვერ მოვძებნე იქსტრაილი ცოტათი სცდება 5-ს. იო და ძველი ცრვ არ მინდა. არც ძველი პაჯერო, ორკარიანზე ვფიქრობდი 2.4 ძრავით მარა პატარა ფართი აქვს ნამეტანი.

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 1 2014, 12:35

ახალი ცრვ ? არ გინდა good.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 1 2014, 14:22

გრანდ ჩეროკზე რას იტყვი? ფართიც კარგი აქვს, გამავლობაც საკმარი აქვს და მაგ ფასშიც ჩაეტევი

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 1 2014, 14:24

რამდესაც გადაიხდი იმდენს გასიამოვნებს ხომ იცი? იაფი და კარგი არ არსებობს.

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 1 2014, 14:28

game 91

მაგას კიდევ pajero-io ჯობია 4 კარიან

პოსტის ავტორი: game 91 Nov 2 2014, 08:48

ახალი ცრვ მე რომ მინდა ისეთ მდგომარეობაში არ მომივა.

ვიცი რომ იაფი და კარგი უტოპიაა.

გრანჩეროკს რაც შეეხება ყველა იმას ამბობს მაგარი პრობლემურიაო, თან ბევრს ხაპავს, არადა ვიზუალურად და კომფორტით კარგი მანქანაა

იოზე კიდე გდი ძრავის მეშინია გაზს ვერ ჩავაყენებ.

პოსტის ავტორი: მიხაილ Nov 3 2014, 21:22

game 91
აჰა ნახე ჩემი მანქანააა თუ დაგაინტერესებს დამირეკე და ყველაფერს დეტალურად აგიხსნი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 3 2014, 23:46

game 91

ციტატა(gamezardashvili @ 2nd November 2014 - 09:48) *
იოზე კიდე გდი ძრავის მეშინია გაზს ვერ ჩავაყენებ.



გაზი უპრობლემოდ დგება . ეგ ადრე იყო პრობლემა ეხლა აგარაა არანაირი პრობლემააააააააააა

პოსტის ავტორი: nik@a Nov 4 2014, 13:20

ეგეთი მანქანა შენ რომ გინდა ცენტრებში დგას 0 პრაბეგით...

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 4 2014, 13:26

დაბალ გარბენით მოძებნე გრანდი და პრობლემებიც არ ექნება, გაზზეც კარგად მუშაობს მაგის ძრავები 4.0-ც და 4.7-იც.

პოსტის ავტორი: game 91 Nov 4 2014, 16:06

ციტატა(nik@a @ Nov 4 2014, 14:20) *
ეგეთი მანქანა შენ რომ გინდა ცენტრებში დგას 0 პრაბეგით...

ხოოდა ამის გამო ცოოტა მადას მოვუკელი და კუკლაზე გავჩერდი, ისტზე.

თავიდანვე პატარებს ვეძებდი, თუმცა ტრიბიუტმა ფასით მი7ქცია ყურადღება.

გრანდს რაც შეეხება, პატარა გარბენით თუ არსებობს პიზდეც ფასები ექნება, თუ ჩამოყრილი არაა.

პოსტის ავტორი: game 91 Nov 6 2014, 18:48

კიიდევ ერთი კითხვით უნდა შეგაწუხოთ.

რუსთავის ავტობაზრობაზე ღირს მანქანის ყიდვა?იფიცებიან და იგინებიან მანქანის გარბენზე აუქციონის ფურცელი კიდევ არავის აქვს, ამის გარეშე შეიძლება მანქანის ისტორიის ნახვა??

და კიდევ ერთი ისტზე 1.3 და 1.5 ძრავში გაწევაში დიდი სხვაობაა? უფრო ზუსტად მართლა ასე ფარჩაკია 1.3 ძრავი როგორც ის 1.5 ძრავიანის პატრონი მიხსნიდა ავტობაზრობაზე?

პოსტის ავტორი: nik@a Nov 6 2014, 19:09

აავტობაზრობაზე ბევრი კარგი მანქანა დგას... რატომაც არ ღირს.

ციტატა
კიდევ ერთი ისტზე 1.3 და 1.5 ძრავში გაწევაში დიდი სხვაობაა?

ეს კი ინდივიდუალურია, ზოგისთვის დიდია სხვაობა, ზოგისთვის მცირე... მოკლედ შენ უნდა გაატარო ორივე რა. კი მარა 5000 ად ისტს ყიდულობ ? :/ ხო კიდევ ვარიატორს მაინცდამაინც ნუ მიეტანები.

პოსტის ავტორი: BIGმიშა Nov 6 2014, 21:52

game 91


ჩემი ხმა გრანდს

პოსტის ავტორი: BIGმიშა Nov 6 2014, 21:52

game 91

ციტატა(gamezardashvili @ 2nd November 2014 - 09:48) *
გრანჩეროკს რაც შეეხება ყველა იმას ამბობს მაგარი პრობლემურიაო, თან ბევრს ხაპავს

ძაან მაგარი მანქანაა, არ დაიჯერო რო პრობლემური ავტომობილია, ძალიან მაგარი მანქანა ყველა პარამეტრით, ვჯ კუზაო უფრო კომპორტულია სიარულით ვიდრე ახალი ვკ კუზაო.
წვას რაც შეეხება გაზზე არცთუ ისე ბევრს წვავს დაახლოებით 9 ლირი ბენზის წვავს რო იანგარიშო, 4.7 V8 ძრავი. ძრავი რომელიც სხვა მანქანისკენ გახედვას დაგავიწყებს.

მე გრამდ გირჩევდი, თან მაგარ სასტავშI გაიჩითები ძაან კაი ხალხია აქ http://forum.ge/?f=11&showtopic=34699577 ყველაპერშI დაგეხმარებიან და დაგაკვალიანებენ.
ნაწილებს რაც შეეხება ყველაფერი იშოვება აქ, გამოიწერ და უფრო იაფი დაგიჯდება ყველაფერი.
ჩემი ხმა გრანდს

პოსტის ავტორი: game 91 Nov 6 2014, 23:28

ციტატა(nik@a @ Nov 6 2014, 20:09) *
აავტობაზრობაზე ბევრი კარგი მანქანა დგას... რატომაც არ ღირს.


ეს კი ინდივიდუალურია, ზოგისთვის დიდია სხვაობა, ზოგისთვის მცირე... მოკლედ შენ უნდა გაატარო ორივე რა. კი მარა 5000 ად ისტს ყიდულობ ? :/ ხო კიდევ ვარიატორს მაინცდამაინც ნუ მიეტანები.

ნიკა ინდივიდულურზე არ ვამბობ, 4 კაცირომ ჩავისვა მანქანაში ძრავი კვდება და 1.5 ზე მეტს წვავსო.

4.5 მდე ვყიდულობ კარგი გარბენით 2003-4 ისტს, იმ იმედით რომ კარგა ხანი ვიხმარო (მთლად ირიბად ნუ გაიგებთ newsmile05.gif) )
მეორე ვარიანტი მაქვს სივიკი.

მაიცა და ისტი ვარიატორია???

პოსტის ავტორი: game 91 Nov 6 2014, 23:33

ციტატა(BIGმიშა @ Nov 6 2014, 22:52) *
game 91

ძაან მაგარი მანქანაა, არ დაიჯერო რო პრობლემური ავტომობილია, ძალიან მაგარი მანქანა ყველა პარამეტრით, ვჯ კუზაო უფრო კომპორტულია სიარულით ვიდრე ახალი ვკ კუზაო.
წვას რაც შეეხება გაზზე არცთუ ისე ბევრს წვავს დაახლოებით 9 ლირი ბენზის წვავს რო იანგარიშო, 4.7 V8 ძრავი. ძრავი რომელიც სხვა მანქანისკენ გახედვას დაგავიწყებს.

მე გრამდ გირჩევდი, თან მაგარ სასტავშI გაიჩითები ძაან კაი ხალხია აქ http://forum.ge/?f=11&showtopic=34699577 ყველაპერშI დაგეხმარებიან და დაგაკვალიანებენ.
ნაწილებს რაც შეეხება ყველაფერი იშოვება აქ, გამოიწერ და უფრო იაფი დაგიჯდება ყველაფერი.
ჩემი ხმა გრანდს

გრანდი ძალიან მომწონს მაგრამ კარგი გრანდი დაბალი გარბენით ძვირი ღირს.

ძველ გრანდზე ვაფანატებ, დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი.


პოსტის ავტორი: დაქსი Nov 6 2014, 23:33

X-terra იყიდეეეეეეეეეეეეე

პოსტის ავტორი: game 91 Nov 6 2014, 23:50

ციტატა(დაქსი @ Nov 7 2014, 00:33) *
X-terra იყიდეეეეეეეეეეეეე

მე რომ მინდა ისეთ იქსტერაში, ვერ ვეტევი

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 7 2014, 00:21

game 91
როგორი გინდა კიმაგრამ????????

პოსტის ავტორი: game 91 Nov 7 2014, 08:28

ციტატა(დაქსი @ Nov 7 2014, 01:21) *
game 91
როგორი გინდა კიმაგრამ????????

ნორმალურ მდგომარეობაში დაბალი გარბენით.

პოსტის ავტორი: ბუგი Apr 15 2016, 14:52

გამარჯობა მეგობრებო, იქნება ვინმემ გამარკვიოთ მიცუბიში მონტეროსა და მონტერო სპორტს შორის რა განსხვავებაა, და დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2016, 15:08

ბუგი

გაუმარჯოს. განსხვავება რა თქმა უნდა არის. პირველ რიგში ე.წ. ''კუზაო'', სხვადასხვაა. დანარჩენი ძალიან მცირე განსხვავებებია სავალ ნაწილში. ძრავი, სიჩქარეთა კოლოფი, ხიდები ორივეს თითქმის ერთი აქვს. სხვა განსაკუთრებული განსხვავებები არ აქვს წლების გარდა. ორივე იწარმოებოდა ძირითადად ამერიკის ბაზრისთვის. ევროპაშიც გვხვდება, მაგრამ იმ რაოდენობით არა როგორც ამერიკაში. პრინციპში მაგის სავარაუდოდ 70% უკვე საქართველოში შეგიძლია ნახო... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბუგი Apr 15 2016, 15:15

ანუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მონტერო სპორტს ვიყიდი თუ მონტეროს ?

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 15 2016, 15:16

გააჩნია ვიზუალურად რომელი უფრო მოგწონს.

პოსტის ავტორი: ბუგი Apr 15 2016, 15:17

გამავლობის და ნაწილების მხრივ ვამბობ, ვიზუალს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2016, 15:17

ბუგი

თუ სპორტის ''კუზაო'' მოგწონს სპორტს იყიდი. თუ ჩვეულებრივი ''კუზაო'' მოგწონს, მონტეროს იყიდი და ეგ არის. დიდი განსხვავება სხვა დანარჩენში არ არის. ეგ არის და ეგ....

პოსტის ავტორი: ბუგი Apr 15 2016, 15:20

გასაგებია, გამავლობის და გამძლეობის ამბავში პაჯერო ჯობია მონტეროს თუ ერთია ?

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2016, 15:21

ბუგი

გამავლობას ბევრი რამ განაპირობებს. სისტემა ერთი აქვს ორივეს, პაჯეროსაც და მაგათაც, დანარჩენი უკვე დამოკიდებულია საბურავზე, ''კლირენსზე'' და ა.შ. ეს ცოტა დიდი თემაა....

პოსტის ავტორი: ბუგი Apr 15 2016, 15:38

გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 26 2016, 18:36

მეგობრებო და მცოდნეებო ერთი აქეთ შემოიხედეთ, პაჯეროს ძრავებში 3.0 V 12. და. 3.0 V 24. რა სხვაობაა რომელი უფრო გამომდგარია ჩვენსას რაცხას ვაპირებ და არ დაიშუროთ რჩევები.

პოსტის ავტორი: manuqi9 Apr 26 2016, 21:06

Mონტერო სპორტი დზალიან კარგი გამავლობიტ გამოირცჰევა მ მგი მნტროს ყიდვა ჯობია

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 26 2016, 22:04

kardinal84

24 კლაპნიანი უფრო ძლიერი და აჩქარების დროს უფრო სწრაფია. მაგრამ კლაპნებს თუ დაერხა, უფრო ხარჯიანია.... newsmile05.gif

გამოდგომით კი ერთი და იგივეა....

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 27 2016, 06:44

ჩელე
მადლობა ჩელე, შარშან გავყიდე მონტერო სპორტი 3.0 V 24 იყო, ზუსტად ეგ პრობლემა ქონდა, ისევ მინდა ყიდვა მაგრამ კიდე რო ეგეთი გამომადგეს ეგ არ მინდა.

პოსტის ავტორი: თაზო Apr 27 2016, 08:10

kardinal84
გეეშვი, ხომ ხედავ გწყინობს newsmile090.gif ეზიარე ჭეშმარიტებას)) გინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ღმერთზე? TOYOTA IMHO.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 27 2016, 09:00

ტოყოტა მართალია კარგია, მაგრამ პაჯეროც არ არის ცუდი, თან თუ უკანა ხიდის ბლოკირება აქვს მითუმეტეს.... newsmile05.gif ჯანმრთელი მანქანა უნდა იყიდო და ეგ არის რაა... მერე ზეთის დროული ცვლა და ეგ არის. რაც ვიყიდე ეს მანქანა ''პერედოკზე'' ხელი არ დამიკარებია. ეხლა დაიწყო რეზინების დაშაშვრა და გამოსაცვლელები მაქვს. დანარჩენი მე ამ მანქანაზე პრობლემა არ მქონია.

ისე კი ჯიბის ამბავია, თორე გ კლასს არა მირჩევნია რა მე პირადად....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 27 2016, 09:55

ციტატა(თაზო @ 27th April 2016 - 09:10) *
TOYOTA

ჭეშმარიტებაა.....

პოსტის ავტორი: kaxeturi Apr 27 2016, 13:06

პრადო 95 4 კარიანი მარჯვენა საჭიანი და ძალიან მაგარი მდგომარეობის 2.7 ძრავით და ავტომატური კოლოფით, ვფიქრობ გავასხვისო ოღონდ ჯერ ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 27 2016, 13:13

ციტატა(kaxeturi @ 27th April 2016 - 14:06) *
2.7 ძრავით

ზარმაცი ძრავია ეგ ნამეტანი.....

პოსტის ავტორი: kaxeturi Apr 27 2016, 13:17

სამაგიეროდ ცეპზეა და გამძლეა, წვაშიც სხვაობაა და ბენზინზე ასატანია სიზარმაცე

12 კლაპნიან პაჯერაზე უკეთესად ძრავს

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 27 2016, 13:22

kaxeturi

პრინციპში გემოვნებაზე არ დაობენ

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 27 2016, 17:34

თაზო
მაი კაია მარა ჯერ ისევ მონტერო სპორტის მუღამი მაქ იავიცი ვნახოთ რა გამოვა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 28 2016, 09:23

ციტატა(kardinal84 @ 27th April 2016 - 18:34) *
მაი კაია მარა ჯერ ისევ მონტერო სპორტის მუღამი მაქ იავიცი ვნახოთ რა გამოვა.

დაანებე მაგ მონტერო სპორტს თავი....

პოსტის ავტორი: თაზო Apr 28 2016, 13:04

kardinal84

ბიუჟეტი? დაახლოებით მაინც)

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 28 2016, 18:52

თაზო
მაქს 5 000 აშშ

პოსტის ავტორი: თაზო Apr 29 2016, 00:53

kardinal84
http://www.myauto.ge/?action=details&car_id=20688268

ეს კიდევ დააკლებს და ამაზე უკეთესი რა უნდა იყიდო ამ ფასად... ნაწილებიც იშოვება, იაფიცაა და მანქანაც ვირია, გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ)))

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 29 2016, 06:29

ნამეტანი ასაკშია თვარა კარქი პიპიაა.

პოსტის ავტორი: თაზო Apr 29 2016, 11:11

ბევრ თინეიჯერს გაუძლებს ეგ))))

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 29 2016, 12:24

ციტატა(თაზო @ 29th April 2016 - 01:53) *
ეს კიდევ დააკლებს და ამაზე უკეთესი რა უნდა იყიდო ამ ფასად... ნაწილებიც იშოვება, იაფიცაა და მანქანაც ვირია, გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ)))


მეც მაგრად მომეწონა ეგ მანქანა, ჯიპს თუ იყიდი მაინც ტოიტადან უნდა დაიწყო ალბათ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 29 2016, 13:12

მონტერო სპორტს არ გირჩევ წვა დიდი და ძრავის პრობლემები

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 29 2016, 13:21

ერთი ეს მაინტერესებს და ვერ გამიგია პაჯეროს და მონტეროს ორივეს ერთიდაიგივე ძრავი აქ პაჯეროს ყველა აქებს მონტეროს არა რა სეკრეტია აქ გამაგებიეთ?

პოსტის ავტორი: თაზო Apr 29 2016, 14:28

ახლა ვფიქრობ, ჩემი აუდი ხომ არ გავყიდო და ეგ ვიყიდო))) მეც მემეწონა რაცხა)))

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 29 2016, 14:40

თაზო
მონტერო ხო xexe.gif

პოსტის ავტორი: თაზო Apr 29 2016, 15:49

kardinal84
რა მაკადრე ამხელა ტოიოტისტ კაცს))))

პოსტის ავტორი: xishnika Jan 24 2017, 23:41

თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება,პაჯერო 3 3.2იანი დიზელის ძრავით როგორია?? 2002-03 წლიანი

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 08:34

xishnika
ცუდი ძალიან, საწვავის ტუმბოს პრობლემები აქვს , რომლის გამოსწორებაც საქართველოში თითქმის ვერ ხერხდება და სხვა ტუმბოზე აკეთებენ. მოკლედ მე არ გირჩევდი.

პოსტის ავტორი: xishnika Jan 25 2017, 17:20

ციტატა(ჯოლა @ Jan 25 2017, 09:34) *
xishnika
ცუდი ძალიან, საწვავის ტუმბოს პრობლემები აქვს , რომლის გამოსწორებაც საქართველოში თითქმის ვერ ხერხდება და სხვა ტუმბოზე აკეთებენ. მოკლედ მე არ გირჩევდი.

ფორდის მექანიკური აპარატურა უყენია ამას და გარანტიას იძლევიან რო არ გაფუჭდება,წვა 15ამდე ქალაქში

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 21:42

xishnika
გადაკეთებული ყოფილა უკვე newsmile05.gif ერთი დღე იარე და ისე გადაწყვიტე. წვაც შეამოწმე მექანიკურმა წესით მეტი უნდა დაწვას. მე არ გირჩევდი მაინც . თუმცა შენ რაც გინდა ის უნდა იყიდო

სავარაუდოდ ნაკლებ კუბატურიანი ფორდის ეყენება

პოსტის ავტორი: xishnika Jan 25 2017, 22:26

ციტატა(ჯოლა @ Jan 25 2017, 22:42) *
xishnika
გადაკეთებული ყოფილა უკვე newsmile05.gif ერთი დღე იარე და ისე გადაწყვიტე. წვაც შეამოწმე მექანიკურმა წესით მეტი უნდა დაწვას. მე არ გირჩევდი მაინც . თუმცა შენ რაც გინდა ის უნდა იყიდო

სავარაუდოდ ნაკლებ კუბატურიანი ფორდის ეყენება

მადლობა ყურადღებისათვის,გაცვლას ვფიქრობ და არ მინდა შევცდე,ერთი ეგ არის რო წვა აქ ბევრი, წესით არ უნდა წვავდეს მაგდენს,რა მაინტერესებს კიდე ეს სისტემა რო შეცვლილია აწი გაფუჭების შანსი მცირეა ხო?/ ეტყობა თქქვენ გარკვეული ხართ ამ პაჯეროებში

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 23:21

xishnika
ქარხნულად უნდა იყოს ელექტრო ტუმბოზე , ქომონრეილი , ეს სისტემა ჩვენ საწვავებთან მწყრალადაა და მალე ფუჭდება. რა ნასოსი დააყენეს არ ვიცი . როგორც წესი არ მუშაობს გამართულად, ცხენის ძალები აკლია , ბევრს წვავს და სავარაუდოდ არასწორი წვის გამო ბოლვაც ექნება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)