2013 წლის, 14 აპრილს გაიმართება Drift შეჯიბრი გორში, სტალინის მოედანზე, რომელსაც წარმოგიდგენთ Bmw e30-სა და E36-ის , ასევე გორის ავტომოყვარულთა კლუბები (ამ უკანასკნელი კლუბის წევრი გახლავართ თქვენი მონამორჩილი)
ძირითადი ინფორმაცია:
• სარეგისტრაციო თანხა 25 ლარი.
• მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10 აპრილიდან.
• რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 აპრილი, 11 საათი.
• სტარტი 12 საათი.
შეჯიბრი იქნება 4 ეტაპიანი, 4 სხვადასხვა ტიპის ტრაექტორიით, შესაძლებელია რამდენიმე ეტაპის დამატება, ეს ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია
თავდაპირველად თიოთეული მონაწილე გაივლის 2 ეტაპს, 2 ეტაპის გავლის შემდეგ დაჯამდება მათი ქულები და გადავა შემდეგ ეტაპზე მონაწილეთა დაახლოებით 50-70% (ყოველივე ეს დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე).
2 ეტაპის შემდგომ ნულდება ქულები, დარჩენილი მონაწილეები კი გაივლიან კვლავ 2 ეტაპს, კვლავ დაჯამდება ქულები და პირველი 3 მონაწილე გადაინაწილებს 1,2,3 ადგილებს.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რა იქნება იმ შემთხვევაში რომ ქულების თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდეს მონაწილეებს შორის, ეს რომ ნათელი გახდეს მოგიყვანთ მაგალითს:
• მონაწილე 1 – 20 ქულა
მონაწილე 2 - 20 ქულა
მონაწილე 3 – 10 ქულა
მონაწილე 4 – 10 ქულა
მოანიწლე 5 – 10 ქულა
მოცემულ შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ეტაპი, სადაც ივლის მონაწილე 3,4,5 და მათ შორის საუკეთესო გახდება 3 ადგილოსანი, თავის მხრივ 1,2 მონაწილეს შორის დაინიშნება დამატებითი ეტაპი და ისინი გაინაწილებენ 1,2 ადგილს.
ვარიანტები რათქმაუნდა ძალიან ბევრნაირია, მაგრამ ძირითად იდეას ალბათ ყველა კარგად მიხვდებით თუ როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.
4 ეტაპის დასრულების შემდგომ, ჩვენ უკვე გვეცოდინება გამარჯვებული 1-2-3 ადგილოსნები, რომელთაც დავასაჩუქრებთ პრიზებით, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება და კვლავ მოუწევთ 1-2-3 ადგილოსნებს დამატებით შეეჯიბრონ ერთმანეთს ბონუს ტურში - Freestyle Drift.
სადაც მოუწევთ შეასრულონ ჩვენს მიერ შედგენილი ტრაექტორია შოუს ელემენტებით ან მათ მიერ შემოთავაზებული (თუ რათქმაუნდა შესაძლებლობებში ჩაჯდება და სასწაულის გამოგონება არ მოგვიწევს)
ასევე დაჯიდლოვდება Fresstyle Drift-ის გამაჯრვებული.
მონაწილეთა საყურადღებოდ:
თითოეული ტრაექტორიის დასრულების შემდგომ, როდესაც მსაჯი მიუთითებს რომ დაბრუნდეთ ადგილზე, დამატები ზანოსით გასვლა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან მსგავსი ნებისმიერი ქმედება იქნება დასჯადი რომელიც აისახება მისი ქულების დაკლებაზე, იდეა იყო რომ დისკვალიფიკაცია მიგვეცა, მაგრამ კვლავაც მაქსიმალურად ვამსუბუქებთ და მხოლოდ ქულების დაკლებით შემოვიფარგლებით.
იმისათვის რომ დაიშვათ შეჯიბრზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
1) მანქანა უნდა იყოს უკანა წამყვან თვლებიანი.
2) არანაირი დახსნილი ე.წ ბაგაჟნიკები და კაპოტები. (არ მაქ საუბარი გამონაკლისებზე).
3) რათქმაუნდა არნაირი შეზღუდვა საბურავებზე.
4) გამომსვლელი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გინდა პროფესიონალი გინდა მოყვარული და გინდა დამწყები.
5) მონაწილე რომელიც არ დაიკრავს სპონსორების სტიკერს არ დაიშვებიან შეჯიბრზე (სპონსორის არსებობის შემთხვევაში რათქმაუნდა)
ამ ეტაპისათვის პრიზები გადანაწილდება ასე:
1 ადგილი
• 150 ლარი ფულადი პრიზი
2 ადგილი
• 100 ლარი ფულადი პრიზი
3 ადგილი
• 50 ლარი ფულადი პრიზი
Freestyle Drift გამაჯრვებული
• სპეციალური პრიზი-სურპრიზი Gelashvili Performance-სგან.
სხვა სპონსორების მოძიების შემთხვევაში შესაძლებელია პრიზების დამატება
ოჩოელები თუ დაესწრებით ძალიან გამახარებთ, კიდევ უფრო კარგად გაგიცნობთ და კარგი სანახაობითაც დატკბებით (იმედია სამსახური მომცემს იმის საშუალებას რომ ნამდვილად დავესწრო ჩვენსავე ჩატარებულ შეჯიბრს )
ისე გორს საკმაო გამოცდილება აქვს მაგ საკითხში, 2 თუ 3 მსგავსი შეჯიბრი თბილისელებმა ჩაატარეს, ხოლო 2 შეჯიბრი იმენა გორის ავტომოყვარულთა კლუბის სახელით ჩატარდა, ამ ეტაპზე საერთო ივენთი მოვიფიქრეთ
დანარჩენ ინფოს, მათ შორის გასავლელ გზებს დავდებ შეჯიბრამდე 2 დღით ადრე ალბათ, ხოლო ივენთის დასრულების შემდეგ სურათებსაც მოვაყრი
პ.ს. გორის ავტომოყვარულთა კლუბის მიერ წინა წლების ივენთების სურათები ვისაც გაინტერესებთ აგერ ლინკებიც
2011 წელი https://www.facebook.com/media/set/?set=a.260264677321354.83478.100000134721398&type=3
2012 წელი https://www.facebook.com/media/set/?set=a.481707868510366.124832.100000134721398&type=3
ვააა კარგია. ანუ რეგულარული სახე აქვს ამ ივენთს...
CHE-666 ვისია?
აუ მაგარი შოუ იქნება ბმვ კლუბი როგორც ყოველთვის მაგარ შოუს მოაწყობს!!
ჩელე
ძმაკაცისაა, ძალიან მაგარი მანქანა იყო, მაგრამ ეხლა უფრო მაგარი ყავს :-)
კარგია!
დონათების მეტი იცით რამე თუ ისევ ერთფეროვნება უნდა იყოს
mardi
ამ შემთხვევაში ბმვ-ს კლუბი არაფერ შუაშია, გორის ავტომოყვარულთა კლუბი, ე30 და ე36 კლუბები ვართ, ბმვ-ს კლუბი საერთოდ ცალკეა და ამ ივენთთან არანაირი კავშირი არ აქვს :-)
ნიკოლოზ ასეთი ივენთი დონატის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა განსხვავებული რაღაცეებიც გვაქვს დაგეგმილი :-)
კუთხა
აუცილებლად დავესწრები, მომწონს ეს სპორტი მაგრად
შენ მონაწილეობასაც იღებ ხოლმე?
Che
ვერა: ( მანქანა ვერ მიქაჩავს მაგდენს: (
კუთხა
გასაგებია, მთავარია ბმვ აჩვენებს კლასს. დიდი სიამოვნებით დავესწრები ამ შოუს იმედია შევძლებ!!
ჩელე
666 nametani giJisaa oRond
che
რატო მე მინახავს 316ის დრიფტაობა მართალია ისე არ გამოსდიოდა როგორც 328ს ან 330 მაგრამ მაინც გავდა დრიფტს!
mardi
კარგი ეხლა, ან შენ მოგატყუეს რომ 316 იყო, ან შენ გვატყუებ ეხლა ჩვენ, ან არ იცი რა არის დრიფტი საწყენად არ მიიღო, შეიძლება ვიღაცამ დააბუქსავა და დრიფტი დაუძახა მაგას 316-ს ვერანაირი ძალა ვერ ეყოფოდა რომ ზანოსში ჩამდგარიყო, დონატი შეიძლება გააკეთებინო, ისიც გაჭირვებით
Che
ცნობისათვის ეს არის დრიფტი სამწუხაროდ ამ დონემდე ბევრი უკლია საქართველოს :(
კუთხა
არა საწყენი რაა. 316 მარტლა არიყო 318is იყო კუპე და რავიცი ბუგი არ დაუყენებია როგორც ბმვ ს შეპერის მაგრამ დრიფტი აშკარად იყო.
მე მაპატიეთ , დონატები რას ნიშნავს??? აბაშიძეზე რო იღება მაგის გარდა ???
jola
დონატი ის არის რის ნეტსაც ქართველი დრიფტერები ვერ აკეთებენ
მომდგება ეხლა გორელი მაჩო
კრუგავოიზე რო აბუქსავებ ეგე ერის რამანქანა ერთ ადგილას რომ ტრიალებს და წრეს ხაზავს
ნიკოლოზ გორში ნამდვილქდ გვყავს ისეთი ადამიანი რომელსაც ნამდვილად შეუძლია აჩვენოს ნამდვილი დრფტი, ბაზარი არაა, ბევრმა ნამდვილად არ იცის, მაგრამ კარგი ბიჭებიც გვყავს კარგი მქნქანებით
ნეტა მოვახერხო ერთი უნდა ჩამოვიდე და გნახოთ!პა ხოდუ სურათებსაც გადაგიღებდით
T A M P L I E R
მობრძანდი გენაცვალე, მეტად მოხარული დავრჩები თუ ჩამობრძანდები ჟორჟიკა მოდის ნეტა?
Che
ნუ მთლად ერთნაირი კომბინაცია არა, მაგრამ CHE-900 ჩემია.... ოღონდ პაჯეროზე.....
წავედი, წავედიი.....
Che
კი, ეგაა
ჩელე
ესეც ვიდეოები წინა ჩვენებებიდან
რა დრო იყო... საწყალი სტალინის ძეგლი
Che
პირველი ვიდეო საიდანაც არის ეგ ჩვენ არ ჩაგვიტარებია, ეგ ჩაატარა ბმწ-ს კლუბმა, მეორე კი ჩვენია
კუთხა
წარმატებებს გისურვებთ!
აგერ კაცმა 4,4 ჩადგა ისეა მოწადინებული...
jola
სადღაც გადასულან და არ იძახიან :(
Sos049
გაიხარე
კუთხა
T A M P L I E R
ოთკა რათქმაუნდა იქნება, ე36-ის შეფია და
აჩკარიკას რაც შეეხება სარწმუნოება რომ შეიცვალა კი ვიცი, მაგრამ იქნება და გულმა მაინც გამოუწიოს ძველი ჭეშმარიტებისკენ
გინდა ავტეხო?
T A M P L I E R
მიდი აბა
ექსპედიცია მაქვსო და ვერაფრით მოვახერხებო და კინაღამ შემიწოვა მეც
T A M P L I E R
შენ მოდიხარ ბოლობოლო?
არ ვიცი ჯერ!დგეს მანქანა დავტოვე ხელოსანთან და ვარ ასე უმანქანოდ!
თუ წამოვედი დაგირეკავ და ოთკას უთხარი რედბულები მომიმარაგოს!(ცივი)
ისე სპონსორები ვინ გყავთ?
T A M P L I E R
ჯერჯერობით არც არავინ მგონი, საპრიზო ფონდი და გაწეული ხარჯები დაიფარება მონაწილლებისაგან აკრეფილი თანხით, ამ ეტაპზე ეგრეა და თუ დაემატა ვინმე სპონსორი არ ვიცი ჯერ, მგონი დღეს ჩამოდიან თბილისიდან ბიჭები და დავილაპარაკებთ ალბათ
რედბულს დაელაპარაკეთ??
თუ უარი გითხრათ რისი დიდი შანსიც არის(მაგრად გამოსირდნენ ტიპები)მერე მონსტერს მიაწექით
T A M P L I E R
სპონსორებზე თბილისელები ჩალიჩობენ, ჩვენ ძირითადად ტექნიკურ მხარეს ვაკეთებთ, ნახაზები და ასე შემდეგ
ისე შარშან მე პირადად ველაპარაკე რედბულს და ჯერ ერთი უარი თქვა იმიტომ რომ არ გვცალია, ბაქოში მივდივართო და მერე სპონსორობაზე თანხით მაინც ვერ დაგეხმარებოდით, შეიძლება საპრიზოში რამდენიმე რედბული ჩაგვექსოვებინა და ვსოო, ასე რომ აღარც მიფიქრია წელსაც დარეკვა
კუთხა
ბიჯო ეგ მანქანები გაბრაზებენ თუ რატო სჯით მასე?
ისე უნდა გავდეს მოძრავი მაღაზია, პაკრიშკების,
თავის გადაკვრა, ვულკანიზაცია ბალანსირებით,
რომ გაიგებ ბუკსაობის შეჯიბრიაო, უნდა წახვიდე და ახადო ლავკა......
ისე უნდა გავდეს მოძრავი მაღაზია, პაკრიშკების,
თავის გადაკვრა, ვულკანიზაცია ბალანსირებით,
რომ გაიგებ ბუკსაობის შეჯიბრიაო, უნდა წახვიდე და ახადო ლავკა......
კუთხა
მაგარი ნერვები მეშლება ეგეთ დებილებზე !ბიზნესის გარტყმაში რომ არ არია!
Fishman
ჩვენ ვაბრაზებთ და გაბრაზებულები არიან მაგ დღეში
ნუკრიMax
ისე ასეთ ადგილას მოძრავი ვულკანიზაცია მართლა მაგარი იქნება, ხშირი პრობლემაა საბურავების დახეთქვა და მაგის გამო დროის გაწელვა (სანამ ახლებს დააყენებენ)
T A M P L I E R
რედ ბულმა თავიდანვე მაინც გვითხრა უარი, თეგეტამ და გალფმა ბოლოს წინა დღეს გამოგვიხცხადეს ვერაო, არადა თავიდან ორივე დაგვპირდა ერთი საწვავით და მეორე საბურავებით მოგიდგებით პრიზებშიო
აჰა, ესეც ტრასები
T A M P L I E R
რას ატყობ, სულ დონატებია?
სულ არა მაგრამ რავა იზამენ მაგ ამბებს საკითხავია ეს კიდო
საკმაოდ საინტერესო ამბავი იქნება!მე არ ვიცი რამდენად მოვახერხებ დიდი სურვილი კი მაქვს
კუთხა
რომელ საათზე იწყება?
T A M P L I E R
მართლაც საკმაოდ რთულია, ბოლო ნახაზზე გზის დამახსოვრებაც კი რთულია არათუ შესრულება
Che
12 საათზე იწყება გეგმით
მე კიდევ სამსახურში ვარ და შეიძლება საერთოდ ვერ მოვიდე :(
დაიწყეს უკვე საბურავების დალაგება, ერთი-ორი BMW-ც დაბორიალობდა აქა-იქ, ოღონდ მონაწილეებს არ გავდნენ. მე და ჩემი ვაჟკაცი დავესწრებით აუცილებლად...
თბილისელებიც ჩამოსულები არიან უკვე როგორც მე ვიცი, როგორც მაყურებლები ისე გამომსვლელები, რათქმაუნდა მათი ნაწილია ჯერ
ხო ვნახე წეღან ბიჭები !ხელოსანთან ვიდექი და მოაყენეს ტროიკა!ხიდი მოხსნეს ,უჩალიჩეს რაღაცეებ და წავიდნენ
რა ხართ ეს ბეემჭეშნიკები რა
კუთხა
შენ რო არ იყავი მეც ხალისი აღAრ მქონდა წამოსვლის
იქნებ ფოტო/ვიდეო მასალა მოგვაწოდო
T A M P L I E R
მე მივედი შუა ეტაპზე, ფოტოებს მოგაწვდით, ვიდეო მე არ გადამიღია და თუ მოვიპოვე რამე დავდებ
დღეს აბაშაშიც იყო დრიფტის მაგვარი ღონისძიება რომელსაც სამწუხაროდ ვერ მივუსწარი,რო მივედი გამარჯვებული სემიორკა და ბმვს კაპოტებიდან ამოხეთქილი ჩანჩქერები დამხვდა სემორიკაზე არ გაგეცინოთ რაღაც მონსტრი იყო
ერთი სიტყვით დავესწარი ღონისძიებას და კმაყოფილი დავრჩი. რამდენიმე მძღოლი იყო, რომელმაც ნამდვილი კლასი აჩვენა. სამწუხაროდ ბოლო დრაგს ვეღარ დაველოდე და არ ვიცი ვინ მოიგო. შავი ხულიგანკით იყო გორელი ბიჭი და ის მოიგებდა ალბათ, ყველა ტრასაზე ყველაზე ეფექტური და ზუსტი იყო
Che
რატომ არ გამომეხმაურე? ვერ შემამჩნიე?
ესეც დაპირებული, მაგრამ დაუმუშავებული ფოტოები თუ ვინმეს რომელიმე სურათის დამუშავების სურვილი გაუჩნდება მითხარით და ორიგინალ ზომასაც მოგცემთ
გაგრძელება იქნება...
კარგია.
SII-390 რა შედეგი აჩვენა?
მაგარი ბანძი მანქანაა ეს ბეენვე რა...
ვენაცვალე BMW-ს ის ლურჯი M3 მაგარ ვიდზეა ძაან რომელი შეედრება რა სილამაზეა რა..
ამური
ISS თუ არ ვცდები I ადგილზე გავიდა
mardi
გეთანხმები, ძალიან მაგარი მანქანაა
აუუუუ, მ3 რა მაგარია რა, ბმჭ-ს რაც კი რამე მანქანა გამოუშვია, მაგ თაობის მ3 ზე მეკეტება იმენნა რა, სულ ბოლო მოდელიც რომ მაჩუქონ, გავყიდდი და ამას ვიყოლიებდი მესამე/პირველ მანქანად
დამტანჯა ამ ასატვირთმა საიტებმა რა, მოკლედ ჩემთან შედით და იქაა დანარჩენი სურათები
https://www.facebook.com/media/set/?set=a.635629423118209.1073741826.100000134721398&type=1&comment_id=7422709&offset=0&total_comments=9¬if_t=photo_album_comment
არა მართლა ულამაზესია NOD-100 M3 დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი მაგრამ სამწუხაროდ 15000 დოლარი არამაქ ჯერჯერობით. ძრავი 3.2 აქვს ხო როგორც ყველა M3-ს?
ვახ ვერ დავდე
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=iGi8rdtu0MY
მოკლეთ ასე ნახეთ რა მაგარი მოკლემეტრაჟიანი ფილმია შთაბეჭდილებები დაპოსტეთ!
ვახ დაუწერიათ უკვე!მეც ეგ ლურჩა მომეწონა!
ხინთომ რა ქნა??ბელასნეჟკათი??
T A M P L I E R
რა უნდა ექნა ბიჯო 1.8 პრასტოი ძრავით? ფიგურებში დადიოდა რომ გზა ეჩვენებინა მონაწილეებისათვის, ნელა რათქმაუნდა
mardi
ამ დროს მეჯახება ეგ თქვენი მოწონებული ///M და ვერ ვხვდები
http://www.radikal.ru
mardi
როგორც ყველა E46 M3-ს, E36-ში 3.0, 3.1 და 3.2 ძრავები იდგა
[/quote]
ოჰ ოჰ რა შოუ იქნებოდა! დაბრდღვნიდნენ მანდ ყველაფერს!
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)