თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ BMW

პოსტის ავტორი: mardi Jun 6 2013, 21:41

ბიჭებო სულ მქონდა ამ თემის გახსნის სურვილი მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე... ჩემთვის ბმვ უსაყვარლესი ფირმაა. მოდით აქ ვისაუბროთ ბმვ-ს დადებით და უარყოფით მხარეებზე სხვადასხვა სერიებზე და საერთოდ ბმვ-ზე მგონი დაგაინტერესებთ. newsmile05.gif






პოსტის ავტორი: ჭაღარა Jun 6 2013, 22:13

კუთხააა სად ხარ აბაააა? D.gif მოი აქანე, მოიი D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 6 2013, 22:37

mardi

აი ეგ ვიდეო ნაღდად არ უნდა დაგედო რა, მაგას მივაშლი უეჭველი, შენ თუ ეგ დრიფტაობა სწორ ქმედებად მიგაჩნია და პახოდუ სამარიაჟოდ, აღარ ვიცი რა გითხრა, იმედია ასაკის ბრალია ეგ ყველაფერი.



მაგ "ფეთსოთებმა" დაღუპა ბევრი ღრუზინი

პოსტის ავტორი: nik@a Jun 6 2013, 22:54

არ მეგონა ასეთი "გადარეულები" თუ გვყვავდნენ საქართველოში...

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 7 2013, 08:53

აჰა, მოვედი მეც D.gif მოკლედ მაღლა ვიდეოს ვერ ვხედავ სამსახურისდა გამო და არ ვიცი რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ newsmile05.gif სამაგიეროდ შემიძლია BMW-ს ცუდ მხარეებზე ვილაპარაკო D.gif მაგალითად:

1. ტრ აკი აქვს მსუბუქი და ცურავს მოსახვევებში D.gif

2. ასევე პერედოკი აქვს ქაღალდის და მალე ფუჭდება D.gif

3. ხმელი და გრუბი მანქანაა და ლახანკასავით დადის

მოკლედ მითები შორს წაგვიყვანს, ამიტომ რეალობასაც ვიტყვი, მე პირადად მე-2 BMW მყავს და მის სუსტ პერედოკზე და ტრაკის ქნევაზე უბრალოდ მეცინება და მორჩა

პირადად ჩემი აზრი კი ამ ბრენდის შესახებ არის ის რომ მსოფლიოს უძლიერესი ფირმაა მსუბუქი მანქანების წარმოებაში, საკმაოდ კომფორტულიც არის, საკმაოდ ელეგანტური და საკმაოდ სწრაფიც

ისე ყველაზე კარგი მოდელები როგორც მოდელებში ისე ძრავებში მაინც 90-ან წლებში გამოდიოდა, იგივე

E-30 ///M-3 (რომლის ფასიც ბევრი დღევანდელი თანამედროვე მანქანის ფასს აჭარბებს)




იგივე E-34 ///M-5




და იგივე E-36 ///M-3



ეს კი ამ ბრენდის ლეგენდარული მოდელი

///M-1 რომელმაც 1972-79 წლებში დაიპყრო მსოფლიო ♥



ამავე წლებში გამოდიოდა ყველაზე მუშა (დღესაც) უვანოსო ძრავები, რომლის "ნიზი" იყო თუჯისაგან დამზადებული და საკმაოდ დიდ "ნაგრუზკას" უძლებდა newsmile05.gif



ესეც პატარა ინფო:

Bayerische Motoren Werke AG (BMW) — გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში

BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დეიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანიას ახალი სახელი - „ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - „ტურ 3ა“ შექმნა, შემდეგ კი „მოტორ 4“, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.
მაქს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაქსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა „R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს „ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.
1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80 კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.
1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველადი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი „მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.
1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება. BMW 501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვაცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.
1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი - იესტა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13-ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,4 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.
1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის BMW-ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW. 70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც.
BMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე (ლაპარაკია BMW „ხულიგანკაზე“). ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლებოდა.
BMW პირველად ჩაება ფორმულა 1-ში 2006 წელს.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/BMW

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 7 2013, 09:08

ეგ ვიდეოები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ეგ არც დრიფტია, არც ქუჩის რბოლა. ეგ არის დიდი ბოდიში და კვერცხობა. ცენზურა არ მაძლევს საშუალებას უფრო ცუდად ვთქვა.

რაც შეეხება თვითონ მარკას. რა თქმა უნდა უარყოფითთან ერთად თავისი დადებითიც აქვს ამ მანქანას. ჩემი აზრით თუ მართვა არ იცი ამ მანქანის არც უნდა გაეკარო, იმიტომ რომ სულ სხვანაირად დადის და ცოდნა უნდა. 3 ჩემი ახლო მეგობარი შეიწირა ამ მარკამ. მეტი რაა? დანარჩენს ჩემზე მცოდნეები დაწერენ.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 7 2013, 11:06

კუთხა

დიდი არაფერი სანახავი ვიდეო არ არის, ქუჩის ხულიგანი თევზაძის ვიდეოებია, რომლებსაც (თავისი თუ არა), სხვების რისკის ფასად იღებს და მერე ნეტში ანთავსებს, მაგ ვიდეოების მიზანს მე პირადად ვერ ვხვდები, თვითდამკვიდრება პროფესიონალურ რალიში ცადოს, ვინმე უარს ეუბნება თუ რაა ვერ გამიგია


ბმჭ მე პირადად მომწონს, მაგრამ არ ვაფანატებ, არ მომწონს ის რომ ძაან გაპაპსავიკებულია. მართვა უდაოდ განიჭებს სიამოვნებას, მაგრამ შეტყუებაც იცის სისწრაფემ და ვისაც ნებისყოფა არა აქვს (პროფესიონალიზმი აქ არაფერ შუაშია), დამღუპველი ზეგავლენა აქვს.

მე დიდი ხანია შევეშვი სპორტულ მანქანებს, ზუსტად მაგის გამო.

პოსტის ავტორი: SPEC Jun 7 2013, 11:26

დავამატებ, რომ ყველასათვის ცნობილ Mclarren F1-ის ძრავი სწორედ BMW-ს დამზადებულია , მანქანა ლეგენდაა , ხოლო მისი უმთავრესი დეტალი,სული და გული სწორედ ძრავია ! ))

ეს კი მონაცემები :
Model
Type
Horsepower
Bore and stroke
Displacement
Compression ratio
Engine control system
Valve gear

Power (SAE net)
Torque (SAE net)
Redline BMW S70/2
6.1 liter 48 valve V-12 with aluminum block and heads
627 bhp
3.38 x 3.41 in (86 x 87 mm)
370 cubic in, 6064 cc
10.5:1
Bosch Motronic with port fuel injection
Chain-driven double overhead cams, 4 valves per cylinder, hydraulic lifters, variable intake timing
618 bhp @ 7400 rpm
479 ft-lb @ 4000 rpm
7500 rpm

Acceleration
0-30 mph (48 km/h): 1.8 s
0–60 mph (97 km/h): 3.2 s
0–100 mph (160 km/h): 6.3 s
0–124.28 mph (200.01 km/h): 9.4 s
0–150 mph (240 km/h): 12.8 s
0–200 mph (320 km/h): 28 s Top speed
With rev limiter on: 231 mph (372 km/h)
With rev limiter removed: 242.96 mph (391.01 km/h)
Over Distance
0–400 m (0.25 mi): 11.1 s at 138 mph (222 km/h)
0–1,000 m (0.62 mi): 19.6 s at 177 mph (285 km/h)


პოსტის ავტორი: კუთხა Jun 7 2013, 12:03

Davitus
ა ვიცი თევზაძის ვიდეოები და სრულიად გეთანხმებით მის მიმართ გამოთქმულ ყველა სიტყვაში newsmile045.gif

სისწრაფერს რაც შეეხება მართლა ვერ ვხვდები ამ დამკვიდრებულ ლეგენდებს თითქოს ბმწ არის ყველაზე სწრაფი და თავისებური მართვა უნდა და ასე შემდეგ, იგივე მერსედესსაც და ძალიან ბევრ მანქანას აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარეს ავითარებენ ძალიან მოკლე დროში, მაგრამ იმათზე არ ამბობენ არაფერს, რატო? ვერ ვხვდები....

ალბათ ეს ლეგენდები დამკვიდრდა იქიდან რომ ახალგაზრდების 60% ბმვ-ს ანიჭებს უპრატესობას თუნდაც იგივე მერსედესთან შედარებით, მაინც უფრო ახალგაზრდულ მანქანად ითვლება და იმიტომ და სწორედ ამ არჩევანის ბრალია რომ ბევრმა ახალგაზრდამ რომელმაც ჯერ ტარება არ იცის იარა იმაზე მეტი სისწრაფით ვიდრე შეიძლებოდა და დაიმთხვა რომ დაიმტვრა ბმვ-თი, რაც თამამად შეიძლებოდა მერსედესითაც მოსვლოდა და კარგი "შეკრული ადინაცატითაც" D.gif

ისე თანამედროვე მანქანები უკვე ისეა დახვეწილი მოცურების, ბუქსაობის და ასე შემდეგ საწინააღმდეგო სისტემებით რომ საკმაოდ ძნელდება უკვე მანქანის მოცურება თუ ხელით არ გაითიშე ეგ ფუნქციები newsmile045.gif

ესეც E46 ///M-3 ძალიან ლამაზი მოდელი newsmile05.gif


პოსტის ავტორი: კუთხა Jun 7 2013, 12:10

E-92 ///M3







4.4 2 ტურბინიანი F-10 ///M-5, 560 ცხენის ძალა, რომლის წვა შერეულ პირობებში შეადგენს 9.9 ლიტრს newsmile05.gif დაუჯერებელია ცოტა ხო? newsmile05.gif


პოსტის ავტორი: კუთხა Jun 7 2013, 12:16

კომფორტის მოყვარულები ბრძანდებით? თქვენს წინაშეა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი დიპლომატიური ტიპის მანქანებში

BMW E-38

პოსტის ავტორი: mardi Jun 7 2013, 13:13

ციტატა(Davitus @ Jun 6 2013, 23:37) *
mardi

აი ეგ ვიდეო ნაღდად არ უნდა დაგედო რა, მაგას მივაშლი უეჭველი, შენ თუ ეგ დრიფტაობა სწორ ქმედებად მიგაჩნია და პახოდუ სამარიაჟოდ, აღარ ვიცი რა გითხრა, იმედია ასაკის ბრალია ეგ ყველაფერი.



მაგ "ფეთსოთებმა" დაღუპა ბევრი ღრუზინი

არა თევზაძეს მეც არ ვამართლებ...
უბრალოდ 5 სერიის ბმვა ამ ვიდეოებში რომელიც ძალიან მომწონს და მაგიტომ დავდე.
თუ რაიმე არასწორად დავდე შეასწორე თუ შეიძლება. newsmile045.gif

ციტატა(კუთხა @ Jun 7 2013, 13:16) *
კომფორტის მოყვარულები ბრძანდებით? თქვენს წინაშეა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი დიპლომატიური ტიპის მანქანებში

BMW E-38

კომფორტი და ხმაც ძალიან მაგარიაქვს 740ებს ბიძაშვილს ყავს და ოცნებაა რა.. newsmile027.gif
ამერიკულებს კიდევ გერმანულები ჯობია როგორც ვიცი ხოო?

პოსტის ავტორი: temoo90 Jun 7 2013, 14:02

BMW E-38 monkey.gif ჩემთვის პირადად თავის წლებში საუკეთესოა, მიუხედავად იმისა რომ მერსედესის მოყვარული გახლავართ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 7 2013, 14:24

ციტატა(sergo tabagari @ 7th June 2013 - 14:13) *
ამერიკულებს კიდევ გერმანულები ჯობია როგორც ვიცი ხოო?

elementarno-vatson.gif გერმანელი თავის სამშობლოში უფრო გერმანელია ვიდრე ამერიკაში გაკეთებული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: mardi Jun 7 2013, 15:10

ციტატა(კუთხა @ Jun 7 2013, 15:24) *
elementarno-vatson.gif გერმანელი თავის სამშობლოში უფრო გერმანელია ვიდრე ამერიკაში გაკეთებული newsmile05.gif

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: mardi Jun 7 2013, 16:02

ისე მ3 ე46-ია ჩემი ფავორიტი 3.2 "გულით" დინანის გლუშიწელით მაგარია რა.

xexe.gif

პოსტის ავტორი: mardi Jun 7 2013, 16:07

ოღონდ მხოლოდ კუპე.

პოსტის ავტორი: ამური Jun 7 2013, 18:44

ციტატა(ჩელე @ Jun 7 2013, 10:08) *
ეგ ვიდეოები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ეგ არც დრიფტია, არც ქუჩის რბოლა.

თუ მართვა არ იცი ამ მანქანის არც უნდა გაეკარო, იმიტომ რომ სულ სხვანაირად დადის და ცოდნა უნდა.


vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 7 2013, 19:58

მე კონკრეტულად 3 სერიის უნივერსალები მომწონს ძალიან ძლიან, დაჟე კუპეს მირჩევნია newsmile05.gif


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 7 2013, 21:02

ძალიან მაგარი ვიდეო D.gif



Davitus
ზოგადად უნივერსალები საკმაოდ სიმპატიური მანქანებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: mardi Jun 8 2013, 22:55

ციტატა(კუთხა @ Jun 7 2013, 22:02) *
ძალიან მაგარი ვიდეო D.gif



Davitus
ზოგადად უნივერსალები საკმაოდ სიმპატიური მანქანებია newsmile05.gif

მართლა ამაგარი ვიდეოა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: CarPLeX Jun 11 2013, 01:01

სადღაც 2 წელია მყავს ბეემვე 325I, და შემიძლია ვთქვა დადებითიც და უარყოფითიც ის არის ამ მანქანაში რომ "BMW_ა" და ბადალი არ ყავს მაგრად მიყვარს ამ მარკის ავტომობილი !!!!!

პოსტის ავტორი: Lue_Anderson Jun 11 2013, 01:29

ციტატა(კუთხა @ Jun 7 2013, 09:53) *
1. ტრ აკი აქვს მსუბუქი და ცურავს მოსახვევებში D.gif


BMW-ს მუღამიც მაგაშია vot-tak.gif

პოსტის ავტორი: mardi Jun 17 2013, 09:35


პოსტის ავტორი: jola Jun 17 2013, 11:43

მე შემიძლია ეს ვთქვა http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=16153&hl=

თუმცა პარალელურად მყავს E60 535D იმის კმაყოფილი ვარ (ჯერჯერობით) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 17 2013, 18:40

jola

ციტატა(jola @ 17th June 2013 - 12:43) *
მე შემიძლია ეს ვთქვა http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=16153&hl=

და + ამას კიდევ ის ვიცი რომ მაგ მოდელებს საკმაოდ პრობლემური ხიდები აქვს newsmile05.gif მაგრამ მაინც მაგრად მევასება რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: mardi Jun 20 2013, 12:26


პოსტის ავტორი: nik@a Jun 23 2013, 15:00

პირველი ვიდეოების ავტორი თევზაზე გარდაცვლილა

პოსტის ავტორი: მარდი Jun 23 2013, 15:12

ციტატა(nik@a @ Jun 23 2013, 16:00) *
პირველი ვიდეოების ავტორი თევზაზე გარდაცვლილა

ხო მეც გავიგე დღეს ფეისბუქზე იყო ეგ ინფორმაცია. ბათუმში გარდაცვლილა ღამის 3 საათზე სხვა იჯდა საჭესთანო ესე ეწერა.

პოსტის ავტორი: მარდი Jun 23 2013, 15:30

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 23 2013, 16:35

ვახ საწყალი გული დამწდა. გაანათლოს ღმერთმა

პოსტის ავტორი: ჭაღარა Jun 23 2013, 22:15

ვაა მაგრად გამიტყდაა :(

პოსტის ავტორი: მარდი Jun 23 2013, 22:28


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 23 2013, 22:31

ეს ბეემვეს თემაა და ნუ აოფებთ!
გახსენით ახალი თემა და იქ დაწერეთ სამძიმარი თუ გინდათ და ამ პოსტებსაც გადმოვიტანთ!

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 26 2013, 12:25


პოსტის ავტორი: მარდი Jun 26 2013, 12:34

კუთხა
ისე ძველი x5 ყველაზე კარგ ვიდზე დგას. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 26 2013, 13:14

მარდი
ვისთვის როგორ newsmile05.gif მაგრამ ამ ახალ X-ზე ყველაზე მეტად მომეწონა მისი ეკონომიურობა, 2.5 დიზელის ძრავი წვავს ქალაქში 5.6 ლიტრ საწვავს 100 კმ-ზე newsmile05.gif "ჩინკოჩენკო" არ წვავს ეგრე ცოტას მგონი D.gif

პოსტის ავტორი: მარდი Jun 26 2013, 13:18

ციტატა(კუთხა @ Jun 26 2013, 14:14) *
მარდი
ვისთვის როგორ newsmile05.gif მაგრამ ამ ახალ X-ზე ყველაზე მეტად მომეწონა მისი ეკონომიურობა, 2.5 დიზელის ძრავი წვავს ქალაქში 5.6 ლიტრ საწვავს 100 კმ-ზე newsmile05.gif "ჩინკოჩენკო" არ წვავს ეგრე ცოტას მგონი D.gif

ვა მაგარია... ნეტა გამავლობაში როგორი იქნება ჯიპის კვალობაზე?

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 26 2013, 13:23

მარდი
პირველი თაობის X5 აღჭურვილი იყო მხოლოდ 4X4 სისტემით და მეორე და მესამე თაობები აღჭურვილია XDrive სისტემით-ო ამბობს წამყვანი, აი მაგ Xდრაივს რა შეუძლია არ ვიცი, მაგრამ გაუმჯობესებული რომაა კი ვიცი

პოსტის ავტორი: მარდი Jun 26 2013, 14:29

ციტატა(კუთხა @ Jun 26 2013, 14:23) *
მარდი
პირველი თაობის X5 აღჭურვილი იყო მხოლოდ 4X4 სისტემით და მეორე და მესამე თაობები აღჭურვილია XDrive სისტემით-ო ამბობს წამყვანი, აი მაგ Xდრაივს რა შეუძლია არ ვიცი, მაგრამ გაუმჯობესებული რომაა კი ვიცი

საინტერესოა საინტერესო..

პოსტის ავტორი: PREDATOR Jun 26 2013, 16:20

ციტატა(კუთხა @ Jun 26 2013, 14:14) *
მარდი
ვისთვის როგორ newsmile05.gif მაგრამ ამ ახალ X-ზე ყველაზე მეტად მომეწონა მისი ეკონომიურობა, 2.5 დიზელის ძრავი წვავს ქალაქში 5.6 ლიტრ საწვავს 100 კმ-ზე newsmile05.gif "ჩინკოჩენკო" არ წვავს ეგრე ცოტას მგონი D.gif



ვაა ეს 2.5 დიზელს X ის გარდა სხვა სედანებზეც აყენებენ-? newsmile027.gif

და რომელი წლიდან გამოდის ეს დიზელის ძრავი-?

http://www.bmwclub.by/forum/index.php?/topic/12664/

http://www.google.ru/#q=bmw+2.5+diesel&newwindow=1&source=lnms&tbm=dsc&sa=X&psj=1&ei=exLLUZrqNYjPtAbYsICQBA&ved=0CA0Q_AUoAw&bav=on.2,or.r_qf.&bvm=bv.48340889,d.Yms&fp=cc772c92d8db1cbe&biw=1273&bih=843

vava.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 27 2013, 10:11

PREDATOR

ციტატა(PREDATOR @ 26th June 2013 - 17:20) *
2.5 დიზელს X ის გარდა სხვა სედანებზეც აყენებენ-?

კი, F10-ზე რომ აყენებენ ვიცი, სავარაუდოდ F-30-ზეც დადგება. წელი ზუსტად არ ვიცი რომლიდან გამოდის

პოსტის ავტორი: მარდი Jun 28 2013, 15:55


უფრო და უფრო მომწონს 6-სერიის ამ მოდელის ახალი დიზაინი. newsmile027.gif
კუპე უფრო ლამაზია ისე..

პოსტის ავტორი: მარდი Jun 28 2013, 16:00


წერეთელზე პოლიციასთან დგას ესეთი. მაკანკალებს ამის დანახვაზე რა.. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Jun 28 2013, 18:13

მაგრებია ორივე, მაგრამ 4 კარიანი შეუდარებელი გამოუვიდათ რაა...

პოსტის ავტორი: მარდი Jun 28 2013, 18:21

ციტატა(temoo90 @ Jun 28 2013, 19:13) *
მაგრებია ორივე, მაგრამ 4 კარიანი შეუდარებელი გამოუვიდათ რაა...

ხო მაგრამ მე მაინც კუპეს ავირჩევდი უფრო მიმზიდველია სილამაზით.

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 12 2013, 22:01

ეს რა არის..?


პოსტის ავტორი: მარდი Nov 12 2013, 23:26

ეგარის i8 ელექტრო მანქანა.

პოსტის ავტორი: Sos049 Nov 13 2013, 21:04

ციტატა(PREDATOR @ Nov 12 2013, 23:01) *
ეს რა არის..?



http://www.carscoops.com/2013/09/new-bmw-i8-priced-from-138000-what-else.html

პოსტის ავტორი: მარდი May 18 2014, 20:57

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ცოტა გამოვაფხიზლოთ ეს თემა. newsmile029.gif

პოსტის ავტორი: კუთხა May 19 2014, 07:14

მარდი
თემა გამოაფხიზლე, ბაზარი არაა, მაგრამ ნამეტანი დაგრეცილია ეგ მანქანა თუ მეჩვენება? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 May 19 2014, 14:37

ესეც ჩემი ნაცარა......ჩემი პირველი bmw 320 i -ა და საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამდენი მერსედესების მერე ..... p.s. "ეხლა ვიგრძენი მანქანის ფასი newsmile05.gif ".....





პოსტის ავტორი: assassin29 May 19 2014, 14:53

ციტატა(cipo @ 19th May 2014 - 15:37) *
ეხლა ვიგრძენი მანქანის ფასი ".....


small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif გილოცავთ მეგობარო ჭეშმარიტ გზაზე დადგომას, მწვანეზე გვლოთ სულ

პოსტის ავტორი: მარდი May 19 2014, 17:35

კუთხა
გეჩვენება შე გალსტუკიანო შენა. newsmile090.gif დაგმართია უხერხული D.gif

OQRO444
მომილოცავს ანუ დაადექი ჭეშმარიტ გზას D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა May 20 2014, 09:10

მარდი
რა შუაშია ბიჯო აღმართ-დაღმართი D.gif D.gif ფარების მაღლა კაპოტის ზაზორებს შეხედე D.gif

OQRO444
მშვიდობაში, სულ მწვანეზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მარდი May 20 2014, 13:48

კუთხა
ინტრიგანიხარ რააა D.gif მე რო კაპოტს დავაჯდები აბა კაი რა მოუვა? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო May 20 2014, 13:54

გილოცავთ ყველას. ფარდა აეხადა ჩემთვის ოქროს ნიკის საიდუმლოს. სამი ოთხიანი მე ოქროს სინჯი მეგონა და თურმე მანქანის ნომერი არ ყოფილა. სინჯით კი სამ ცხრიანზე ნაკლები არ იქნები, ოქროს გულით რა თქმა უნდა. D.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 May 20 2014, 16:15

ციტატა(უიარაღო @ May 20 2014, 14:54) *
გილოცავთ ყველას. ფარდა აეხადა ჩემთვის ოქროს ნიკის საიდუმლოს. სამი ოთხიანი მე ოქროს სინჯი მეგონა და თურმე მანქანის ნომერი არ ყოფილა. სინჯით კი სამ ცხრიანზე ნაკლები არ იქნები, ოქროს გულით რა თქმა უნდა. D.gif


newsmile045.gif D.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gelka72 May 25 2019, 19:44

გამარჯობათ ყველას, მყავს ბმV E46 2004 წლის. ვიყიდე დღეს ახალი ბენზონასოსი მაღაზიაში 180 ევროდ, დავაყენე და გაწევა მოიკლო. ძრავი ღმუის და ვატყობ რომ გუდავს, გქონიათ ასეთი შემთხვევა?????' ( გაფუჩებამდე) საათივით მუშაობდა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)