თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ isuzu rodeo

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 2 2012, 09:57

მოკლედ ცოტა ბიუჯეტური ვარიანტის კვალობაზე როგორია როდეო უგზოობის მხრივ? კარგი გამავლობა აქვს? ესე 2000 წლიანებს, ავტომატიკა 3.2 იანი ძრავით. ნუ ამაზე უფრო ბიუჯეტური აავტომობილებიც არის მაგრამ მე სიფათზე მომწონს ეგ.









ფასი მერყეობს ესე საშუალოდ 5-6 ათას მწვანეში.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 2 2012, 10:34

ცოტა იაფადაც შეიძლება შოვნა. საბოს ყავდა ეგეთი, კონდოლსაც. ერთმა მოიშორა მეორე ვერ იშორებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 2 2012, 10:36

ვერ იშორებს იმ პონტში რომ ვერ ყიდის თუ ვერ ელევა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 2 2012, 11:08

smekosmeko
ვერ ყიდის. გაყიდვა უნდა. ერთი მანქანის ფასი მაგისი გაკეთება დაუჯდა უკვე

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 2 2012, 11:31

ეუფ ანუ პრობლემური მანქანაა ძაან. სხვა რა მოვა ამ ფასში ნორმალური უგზოობისათვის?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 2 2012, 12:00

პაჯერო

აგერ 5 ად ყიდის ჩემი მეზობელი LR 75 s თუ ლრ პრადოა მე მგონი. 96 იანია, მაგრამ სუფთა სანადიროა. დიზელია

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 2 2012, 12:40

smekosmeko

კაი, ნუ გაიხეთქე გული შე კაცო, არც მთლად მასეა საქმე.

მოკლედ სიტუაცია ასეთია, მე 3 წელია ეგ მანქანა მყავს და საერთო ამში უკმაყოფილო არ ვარ. გეტყვი მინუს-პლიუსებს და დანარჩენი შენ განსაზღვრე, ოღონდ ერ მცირე განმარტებებს გავაკეთებ ამხანაგი ნაჩალნიკის მისამართით.
ეს მანქანა მე სულ ორჯერ გამიფუჩდა და ორივეჯერ სხვადასხვა მიზეზით და საკმაოდ ხარჯიც გავწიე.
თავიდან ჩემი პიპიკო იყო ავტომატიკა და ერთი დედა აფეთქებული ხელოსნის გამო გადაკეთება მომიწია მექნიკურ კოლოფზე.(დამიდა 2000 ლარი). თუმცა არ წამიგია და "ზოგი ჭირი მარგებელია" გამომივიდა.
მეორეჯერ ეხლახანს ძრავი დავსტუკე (ეს სუფთად ჩემი ბრალი იყო). თავვიდან გამოცვლა გადავწყვიტე,მერე გარკვეული მიზეზების გამო გადავიფიქრე და ჩემი გავაკეთე, ოღონდ ერთი გალოვკის და ძრავის ბლოკის გარდა ყველაფერი შევცვალე და დამიჯდა 1500$. სამაგიეროდ მივიღე სულ ახალი (ს ნულია)ძრავი.
რაც შეეხება "ვერ იშორებს"-ვერ ვიშორებ იმიტომ რომ არ მიღირს 6000$ზე ნაკლებად გაყიდვა და თუ ამ ფასში ვერ გავყიდე, არც გავყიდი, რადგან ვიცი რაც არის.
სავალი ნაწილი საკმაოდ გამძლე აქვს და როგორც ჯიპი, მე კმაყოფილი ვარ (საკმაოდ კარგი გამავლობა აქვს).სუსტი აქვს მხოლოდ სტერჟინები, სამაგიეროდ არ ღირს ძვირი.
ეხლა რჩევევბი:
თუ იყიდი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, მაშინ აიღე 2003 წლის ზემოთ (უყენია უკვე "ტოიტა"-ს კოლოფი და გამძლეა), თუ არადა ყველა ვარიანტში აიღე მექანიკური კოლოფით. ამავე დროს 2003 წლის ზემოთ გამოდის ისევ 3.2 და 3.5 ლიტრიანი ძრავებით. 3.5-იანი ძრავის სიმძლავრე მეტია, სამაგერიდ ღვედის გაწვეტა და კლაპნების დაღუნა ერთია, რაც გამოირიცხება 3.2 ძრავის შემთხვევაში.
საკმაოდ გაბარიტულია და სანადიროდ თუ ლაშქრობისთვის მოსახერხებელია.
ყიდვისას ყურადღება მიაქციე "რამას". ამერიკიდან ჩამოყვანილების 90%-ეს უკვე დაჟანგული აქვს.

პაჯერო რათქმა უნდა უფრო კარგია, მაგრამ ამ წლოვანების პაჟეროს ამ ფასად არავინ მოგცემს.

ეს არის ძირითადი,დანარჩენი თუ გინდა მკითხე და გიპასუხებ.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 2 2012, 15:41

გაიხარე რჩევებისათვის, ეგ პაჯერო რაღაც არ მომწონს ვიდზე. მაგრამ ჯობს გამძლე იყოს ვიდრე მაგარი ვიდი ქონდეს და პრობლლემური.

პოსტის ავტორი: Fishman Dec 2 2012, 18:55

smekosmeko

პაჯერო ცხოველია. ზუსტად მაგიტომ მომწონს newsmile05.gif სხვა სილამაზე აქვს...

პოსტის ავტორი: xishnika Dec 7 2012, 20:41

მაგ ისუზუს როგორც ამბობენ მატორი აქვს სუსტი,ძმაკაცმა იყიდა აუქციონზე იქოქებაო ეწერა და რო ჩამოვიდა კლადიში იყო გდაბრუნებული,კი დაიქოქა მაგრამ ვაი მასეთ დაქოქვასnewsmile05.gifახალ ძრავში 1800$ მოითხოვეს და გაკეთებით შედარებით იაფად გააკეთა მევლუდამ,ძირითადად მეგობარო ეგ არი მაგის პრობლემა და ყიდვისას დიდი ყურადგება მიაქციე ძრავს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 7 2012, 23:05

არ გირჩევ როდეოს ისეტი სუსტი ხიდები აქვს რომ რავი რა პაჯერო იყიდე და არაფერი შეგაწუხებს

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 8 2012, 07:51

ხო მარამ ეგ პაჯერო გაცილებით ძვირი ღირს იგივე წლიანი.

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 8 2012, 12:01

რა გითხრა ჯიგარო აბა? მე ეგ მანქანა არ მყოლია და ვერაფერს გეტყვი. ისუზუ მყავდა ტრუპერი 3.2 დიზელი იყო, მაგარი ეკონომიური იყო, მაგრამ დანარჩენს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ თითქმის ერთ თვეში გავასხვისე და ვერ მოვასწარი მოსინჯვა. ვისაც ჰყავს ეგ მანქანა კი გითხრა თითქმის ყველაფერი, მაგრამ ერთი და თან მნიშვნელოვანი გამორჩა

sabo73-ჯან, ის რატომ არ უთხარი, რომ მიაქციოს ყურადღება იმას, რომ შეიძლება 4/4-ზე არ იყოს მანქანა newsmile05.gif ეტყობა გამოგრჩა. მოკლედ თუ მაინც გადაწყვეტ ყიდვას, მიაქციე ყურადღება, რომ შეიძლება იყოს მხოლოდ უკანა გამწევი და წინა ხიდი არ ჰქონდეს. არ გამოგეპაროს, ჩემს თანამშრომელს გამორჩა ეგ ამბავი და კი ჩამოუვიდა ცალხიდიანი. მაგრამ კაიფი ის იყო, სანამ ჩამოვიდოდა გაიძახოდა: ჯიპი ჩამომდის პატარა გარბენითო..... პატარა გარბენი კი ჰქონდა, სადღაც 30 000 მილი, მაგრამ ჯიპობის რა მოგახსენო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 8 2012, 12:09

ისუზუ ტრიპერი ჯობია როდეოს ach.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 8 2012, 19:08

ზღაპარია ძრავის სისუსტე. 3 წელი ვკალი და ძლივს მოვკალი ბოლოს D.gif
ცალხიდიანები ძირითადად 2.2 ძრავით არის და ასეთებს არაფერიი არ უვარგა, დაწყებული ძრავიდან გაგრძელებული კოლოფ-ხიდით. წვავს იგივეს რასაც დიდი ძრავი და არ დადის.
3.2ძრავით იშვიათად არის ცალხიდიანები.
ხიდების სისუტის კი ვერაფერი სევატყვე, რაც მე ამითი მიბოდიალია...........

პოსტის ავტორი: nik@a Dec 8 2012, 21:39

ციტატა
3 წელი ვკალი და ძლივს მოვკალი ბოლოს


რამდენი გაიარე ამ 3 წლის მანძილზე?

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 9 2012, 00:40

სულ ძრავს 196.000 მილი ქონდა გავლილი, რომ მივასიკვდილე აქედან დაახლოებით 100.000 ჩემს ხელში.
მე გეტყვი ამ ძრავებს რა პრობლემა აქვთ 100.000 მილის გარბენის შემდეგ:მაღალ ბრუნზე ანუ 2500 ბრუნზე მაღლა, ჭამს ზეთს. მაგალითად ბათუმში ჩასვლა-ჩამოსვლის შემდეგ ვამატებდი 500გრ-ს. ქალაქში სიარულისას 4000 კმ-ზე ჭირდებოდა 300 გრ-ის დამატება.ანუ უნდა შეიცვალოს ე.წ."კლაპნების სალნიკები" და ზეთიც აღარ იკლებს. იმასაც გეტყვი როგორ დავსტუკე. ჩავრჩი ტალახში, ვერ ჩავრთე წინა ხიდი (ჩამრთველი ავტომატი არ ამუშავდა, პირველად 3 წლის განმავლობაში) და ვაკივლე დაახლოებით 40 წუთი მაღალ აბაროტზე. აადუღა წყალი, სავარაუდოდ დაიკლო ზეთმა და აიკიდა რაკუნი. ამ დასტუკული ძრავით მაინც ჩამომიყვანა თბილისამდე და რომ გავხსენით, ვალის მეექვსე შეიკაზე კლადიში იყო დატრიალებული და ერთი ცალი გალოვკა იყო შიგნიდან გაბზარული.დანარჩენი წესრიგში იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც შევცვალე ბლოკისა და ერთი გალოვკის გარდა ყველაფერი (პორშინები, კალიცო-კლადიში, ვალი, ყველა სალნიკი, ღვედები,ჰაერის ფილტრი, სანთლები). ეხლა ფაქტირუად სულ ახალი ძრავი მაქვს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)