თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ პაჯეროს ძრავი 3500 GDI დადებითი და უარყოფითი მხარეები

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 10:47

ბრაციიიიიიიი, მთელი თბილისი ამ ძრავით აღჭურვილი პაჯეროებით დადის და თან უმრავლესობა არ ემადლიერება, კაპრიზნი ძრავიაოოოოოოოოოოოო, არადა რაც მაგარი პაჯეროებია ყველა ამ ძრავითაააააა ეს ოხერი small3d012.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 19 2009, 11:48

კაი თემაა და ძალიან საჭირო

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 12:28

ველოდებით ჩელესსსსსსსსსსსსს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩიკო Nov 19 2009, 13:47

და 3.2 დიზელის ძრავზე რა აზრის ხართ ?? როგორი ძრავია ?? ეგეც პრობლემური ხო არ არის ?

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 14:04

ჩიკო

ციტატა(chiko0077 @ 19th November 2009 - 14:47) *
3.2 დიზელის ძრავზე რა აზრის ხართ

ჯერ ეს თემა განვიხილოთ და მერე სხვა თემა გავხსნათ დიზელის ძრავებთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: ჩიკო Nov 19 2009, 14:15

ოკ...

ისე მე რაც ვიცი 3.5 უბრალოდ ცუდ საწვავს ვერ იტანს... თორე თუ მოუვლი არანაირი პრობლემა არ აქ ...

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 19 2009, 14:53

GDI ძრავიან პაჯეროში თუ ჩაასხამ ხარისხიან ზეთს (მაღალი ხარისხის სინთეთიკას), ჩაასხამ ასევე კარგ ბენზინს (პრემიუმს აუცილებლად) და ბენზინის ფილტრს გამოცვლი რეგულარულად დამიჯერე არანაირი პრობლემა არ იქნება . სამწუხაროდ ჩვენთან ზოგადად მანქანის მოვლის კულტურა ეხლა ყალიბდება, ელიავაზე ბოთლებში რომ ზეთი იყიდება 5 ლარად თუ ამ ზეთს იხმარს მომხმარებელი მაშინ ბუნებრივია დაერხევა ძრავს.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ჩვენთან ხალხი მანქანებს ყიდულობენ და მერე წუწუნებენ ზეთი ძვირიაოოოოო, პრემიუმ ბენზინი არ ჭირდებაო და სხვა მითები. ეს დალოცვილი რისი თავიც გაქვს იყიდე ისეთი მანქანა და მანქანაც დაისვენებს და შენც.

პ.ს. ჩემს თანამშრომლებას ყავთ და ძალიან კმაყოფილები არიან, ჩემ პაჯეროსთან (3.0 ბენზინი) შედარებით რაკეტაა ნამდვილი, ნუ გამავლობაზე რომ აღარაფერი ვთქვა

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 19 2009, 15:18

gizovichi

ისე, ერთი 0 მოგეკლო მაინც კუბატურაზე newsmile035.gif თორე ეგ ძრავები ბოინგებს უყენია მგონი newsmile05.gif newsmile05.gif

თემას რაც შეეხება - ნიკაP&A ვეთანხმები აბსოლუტურად


უიიი გიორგი ვარ newsmile035.gif გიორგევიჩი არა ვარ newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 19 2009, 15:35

მე მყავს პაჯერო 3,5 იანი GDI 1997 ტიანი კმაყოფილი ვარ მარა 80 ლარიან სინთეთიკას ვასხამ რეგულარილად იაპონურს ენეოსი ქვია ვცვლი ფილტრებს და სუპერსაც ვასხამ და პრემიუმსაც რავი მუშაობს დადის მგელივით ეგაა აკუს დაერხა რამდენიმე დღეა არ დამიქოქია და!! ისე მე არ ვემური ეგაა ბევრს წვავს 14 ლიტრამდე ხარჯი აქ! მარა მაგრადაც დარბის!
მიადგი მიდის რა!
კაიფია მაგით სიარული!

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 19 2009, 15:57

ნიკაP&A
მართაააალ............

დადებითი მხარეები:

1) სისწრაფე
2) სიძლიერე

უარყოფითი მხარეები: (თუ ამას უარყოფითი შეიძლება ეწოდოს, თუმცაღა ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში მიღებული საკითხია )

1) კარგი ბენზინი (რაც ძვირი ღირს და ამის ხარჯზე იაფიან ბენზინს ასხამენ, რის გამოც ძრავს მალე ერხევა)
2) კარგი ზეთი ( იგივე მიზეზი, რაც ზევით მოვიყვანე)
3) ფილტრების ცვლა თავის დროზე ( რაც ძვირია და ამიტომ იშვიათად უცვლიან)
4) მაღალი ,,აბაროტები,, არ უყვარს
5) ადვილად ,,სტუკებადი,, ( ზევით ჩამოთვლილი 4 მიზეზის გამო)
6) წვა საშუალოა ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ამ სიძლიერის ძრავმა კი უნდა დაწვას 15 ლიტრი



პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 16:07

აჰა ესეიგი რა ხდება, პრემიუმ კლასის სინთეტიკური ზეთი, ბენზინის და ჰაერის ფილტრების შეცვლა როგორც წესი დ რიგია, ბენზინი სუპერი 98 (ხანდეხან 95 მაგრამ რეკომენდირებული არაა), ბენზინის წვა 14-18 ლიტრა, მაგრამ აბაროტები რატომ არ უყვარს ვერ გავიგე??????

ჩემთვის სავსებით მისაღებია, თუ გინდა რომ მანქანამ გასიამოვნოს მოვლაც უნდა ძმებო, აი ცოტა ბენზინის წვამ ჩამაფიქრააააააააააააააა და მემგონი ეს არის ამ ძრავის ყველაზე უარყოფითი მხარე

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 19 2009, 16:10

gizovichi

მაღალი ,,აბაროტები,, არავის არ უყვარს, მაგრამ ამას განსაკუთრებით, რამდენადაც ვიცი, ,,კლაპნებს,, ერხევათ მაგ შემთხვევაში, თუ მაინცდამაინც ბენზინი გინდა, აიღე 3.0 V6 არ არის ცუდი ძრავები, მართალია ამაზე სუსტია, მაგრამ არც ისეთი სუსტი რომ რამე შეატყო, წვითაც იგივეს წვავს. აბა დიზელზე კარგი ვერ გათქმევინე და აღარ ამოვიღებ ხმას დიზელზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

gizovichi
ჩემი აზრით, ზედმეტად ლოიალი და სულის ბერვა უნდა ამ ძრავს, მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი დიდი ლოლიაობის, მანქანამ უნდა გასიამოვნოს და არა შენ მანქანას, თუმცაღა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მოუარო......

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 16:26

1) სისწრაფე-ვეთანხმები +
2) სიძლიერე-ვეთანხმები +
დამატებით
3) გამავლობა +
4) კომფორტი +

1) კარგი ბენზინი (რაც ძვირი ღირს და ამის ხარჯზე იაფიან ბენზინს ასხამენ, რის გამოც ძრავს მალე ერხევა +
2) კარგი ზეთი ( იგივე მიზეზი, რაც ზევით მოვიყვანე) +
3) ფილტრების ცვლა თავის დროზე ( რაც ძვირია და ამიტომ იშვიათად უცვლიან)
4) მაღალი ,,აბაროტები,, არ უყვარს-არ გეთანხმები -
5) ადვილად ,,სტუკებადი,, ( ზევით ჩამოთვლილი 4 მიზეზის გამო)-არ გეთანხმები -
6) წვა საშუალოა ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ამ სიძლიერის ძრავმა კი უნდა დაწვას 15 ლიტრი-გეთანხმები +

ჩელე

ციტატა(chele @ 19th November 2009 - 17:10) *
3.0 V6 არ არის ცუდი ძრავები, მართალია ამაზე სუსტია, მაგრამ არც ისეთი სუსტი რომ რამე შეატყო, წვითაც იგივეს წვავს. აბა დიზელზე კარგი ვერ გათქმევინე

კი გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ იაპონიაში ეგ ძრავები მარტო ძველ მოდელებზეა, ახლები ყველა GDI ძრავებითაა, რაც შეეხება დიზელის ძრავებს მაგაზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ აღარ ვამახვილებ ყურადღებას newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 19 2009, 16:27

gizovichi
საერთოდ გამავლობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში ,,კლირენსზე,, რომელსაც პირველ რიგში საბურავი აკეთებს, თუ ,,კლირენსი,, დაბალი გაქვს, რაც არ უნდა მაღალი ძრავი გქონდეს, აზრი არა აქვს, ასე რომ გამავლობა ძრავთან ბოლო ადგილზე დგას. დანარჩენზე რატომ არ მეთანხმები მაინც ვერ მივხვდი, მეხუთე პუნქტი, პირდაპირ კავშირშია პირველთან, მეორესთან, მესამესთან და მეოთხესთან, თუ პირველ ორ პუნქტში მეთანხმები, მაშინ დანარჩენში რატომ არ მეთანხმები? newsmile05.gif კომფორტზე არაფერს ვამბობ..........

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 16:53

ჩელე
ბენზინი იასნია, რომ უნდა 98 სუპერი(ხანდეხან 95), კაი ზეთს ჩაასხავ, ფილტრებსაც თავის დროზე შეცვლი და აქედან გამომდინარე მანქანა არც დაასტუკებს და არც მსგავსი რამ დაემართება. საბურავებსაც რათქმაუნდა კარგს დააყენებ, სიმძლავრე 245 ც.ძ. თუ არაფერ შუაშია მაშინ ხელები ამიწევია newsmile045.gif newsmile035.gif newsmile035.gif

http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=899865
ნახე რა მანქანააააა newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 19 2009, 16:57

gizovichi
მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მუცელზე ზიხარ და ვერაფერს ვერ შვრები, ეს შენი 245 ცხენის ძალა კი ნულს უდრის მე ამას ვამბობ და მეტს არაფერს, დედოფლისწყაროში რომ ყოფილიყავი უკეთ წარმოიდგენდი რას ვამბობ, მაგრამ მიხვდები რასაც ვიძახი. მე იმას ვიძახი კიდევ რომ სუპერი ბენზინი, ზეთი და ფილტრები ძვირი ღირს და ამიტომ იაფიანს რომ ხმარობენ, ზუსტად მაგიტომ ,,ასტუკებს,, ძრავი, თორე თუ მოუვლი და იმ სტანდარტებში ჩაჯდები, რასაც ითხოვს ძრავი, არაფერი არ მოუვა ძრავს..........

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 19 2009, 17:04

ჩელე

ციტატა(chele @ 19th November 2009 - 17:57) *
მუცელზე ზიხარ და ვერაფერს ვერ შვრები, ეს შენი 245 ცხენის ძალა კი ნულს უდრის

გეთანხმები +100000000000, ამისთვის კაი ლაფატკა და მისი ჯანი newsmile05.gif ან უფრო უკეთესი - ჯალამბარიიიიიი
პ.ს. ეგეთ სიტუაციაში ვერც დიზელი მოახერხებდა რამეს newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Infrared Nov 19 2009, 17:04

მაგ ფასში ამერიკიდან იფიქრეთ 4 კარიან მონტეროზე იგივე პაჯეროა, GDI 3.5-ს უბრალო 24 კლაპნიანი ერთ ვალიანი 3.5 ჯობია რომელიც მონტეროებზე დგას ამერიკიდან. ცოტა კლიაუზნი ძრავია რამდენადაც ვიცი. თუმცა ჩემი ცოდნა ამ ძრავზე სუფთა თეორიულია.

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 19 2009, 17:07

gizovichi

ციტატა
პ.ს. ეგეთ სიტუაციაში ვერც დიზელი მოახერხებდა რამეს


არც გედავები

ციტატა
გეთანხმები +100000000000, ამისთვის კაი ლაფატკა და მისი ჯანი ან უფრო უკეთესი - ჯალამბარიიიიიი


ნიჩაბიც არ შველის, ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში ჯალამბარია.........

პოსტის ავტორი: wudu Nov 19 2009, 20:52

თუ მაინცდამაინც 3.5 გინდათ იყიდეთ ამერიკული მონტერო და არ არის GDI და უხარისო ბენზინსაც ადვილად იტანს.

მაგ ორივეს პაჯეროს ძრავებიდან 28 და 3.2 დიზელი მირჩევნია.

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 20 2009, 01:23

wudu
2.8 ვიცი, მაგრამ, 3.2 პაჯეროს დიზელის ძრავი ნამდვილად არ გამიგია, ალბათ სხვა მარკაზე ამბობ არა???............

პოსტის ავტორი: Davitus Nov 20 2009, 02:53

ჩელე

ციტატა
3.2 პაჯეროს დიზელის ძრავი ნამდვილად არ გამიგია


პაჯერო III-ებში ჩაამონტაჟეს პირველად პაჯერო IV-ებსც ერგოთ მემკვიდრეობით. ბევრად უფრო ეკონომიურია და ძლიერია ვიდრე 2.8( ამას 165 ცხენის ძალა აქვს, მაბრუნელებელი 373ნ/მ 2000 ბრუნზე, 2.8-ს კი 125 ცხენის ძალა და 292 ნ/მ 2000 ბრუნზე.

რაც შეეხება gizovichi-ის მოსაწრებებს რატომ არისო კაპრიზნიო და თუ მოუვლიო არაფერი მოუვაო... მოკლედ ეგ GDI ძრავები შემდეგი რამის გამო არ არის "ხადავოი" ძრავები:

ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ემატება

არის რთული კონსტრუქციის ძრავები, ვერ იტანს ოფროუდის მოთხოვნებს, კერძოდ წარმოიდგინე, მიდიხარ სადმე სანადიროდ, მოგიწია ტალახში, წყალში სიარული, იმ წამსვე არ შეგიძლია, გაწმინდო, 2-3 დღე გიწევს ისეთ პირობებში ყოფნა, მანქანის ძრავისთვის კი არა საკუტარი თავის მიხედვის თავიც არ გაქვს... აი აქ უკვე სერიოზულად ენძრევა ჩვენს "ჯედაი" ძრავს, კარგი 1 წასვლა აიტანა, მეორეც მაგრამ აი მესამედ უკვე ჩაისვრის... ხოდა იმაშიც არ ხარ დარწმუნებული რომ ის 2 წამება უკვე გადატანილი აქვს და მესამეს შენი ხელიდან ელოდება...

თუ ქალაქში სასიარულოდ იღებთ მასეთ მანქანებს მაშინ არანაირი პრობლემა... ჩათვალეთ რომ ზედმეტი ფოფინის გარეშე, ეგ ძრავები იმუშავებს კაი ხანი...

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 20 2009, 18:34

ჰო რა გავიგე დამატებით მცოდნე ხალხისგან, 3.0 პრასტოი ბენზინი არ აქეს მაგარი მკდარიაო და იგივე რაოდენობის (15 ლიტრი) საწვავს მოიხმარს რაც 3.5 GDI-ო, სერვისიც თითქმის იგივეა მაღალი ოქტანობის საწვავი თანამედროვე ზეთები და ა.შ. უბრალოდ განსხვავება სპრისკის (შეფრქვევის) სისტემაშიაო, წითელს რომ აანთებს ეგრევე უნდა დაამატო საწვავიო, ტალახში და ოფ-როუდებზე ჯერ არ დაგვაღალატაო, და მთავარი აუცილებლად Super Select 4WD ეგ თუ არა აქვს მაშინ უბრალო Part Time 4WD ჯიპია სხვებისგან არაფრით გამორჩეულიო

პ.ს. დიზელის ძრავებზე შესაბამის თემაში, ნუ აოფებთ newsmile035.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Infrared Nov 20 2009, 20:21

3.0 12 კლაპნიანი ძრავი არის პაჯეროს ძრავებში ყველაზე კარგი, სუპერ სელექტს რაც შეეხება ეგ პაჯეროების 90% უყენია 92 და ზემოთ წლებისას , გარდა ზოგიერთი 2.4 ბენზინის ძრავიანებისა და ზოგიერთი დიზელებისა, მონტეროებზე რასაც მე გეუბნებით სუპერ სელექტიც არის და + უკანა ხიდის ბლოკირებაც. აი 3.5 GDI ძრავზე ეგ საკმაოდ იშვიათია. შეიძლება დეტალებში ვცდები მარა ძირითადში ენგერეააnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 20 2009, 20:34

ციტატა(Infrared @ Nov 20 2009, 21:21) *
3.0 12 კლაპნიანი ძრავი არის პაჯეროს ძრავებში ყველაზე კარგი, სუპერ სელექტს რაც შეეხება ეგ პაჯეროების 90% უყენია 92 და ზემოთ წლებისას , გარდა ზოგიერთი 2.4 ბენზინის ძრავიანებისა და ზოგიერთი დიზელებისა, მონტეროებზე რასაც მე გეუბნებით სუპერ სელექტიც არის და + უკანა ხიდის ბლოკირებაც. აი 3.5 GDI ძრავზე ეგ საკმაოდ იშვიათია. შეიძლება დეტალებში ვცდები მარა ძირითადში ენგერეააnewsmile05.gif




მე მყავს ეგეთი 3.0, 12 კლაპნიანი, ,,ვირი"მანქანაა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სწრაფიც არის და დინამიურიც, მარტივი ექსპლუატაციაში, ოღონდ ეგ არის რომ ჩემი ქალაქში 17 ლიტრს წვავს, პრემიუმ ბენზინის პირობებშიც კი

ციტატა(ნიკაP&A @ Nov 20 2009, 21:31) *
მე მყავს ეგეთი 3.0, 12 კლაპნიანი, ,,ვირი"მანქანაა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სწრაფიც არის და დინამიურიც, მარტივი ექსპლუატაციაში, ოღონდ ეგ არის რომ ჩემი ქალაქში 17 ლიტრს წვავს, პრემიუმ ბენზინის პირობებშიც კი. 3.5 თუ შევადარებთ ის კიდევ უფრო დინამიურია და სწრაფიც

თუ 3.0 სწრაფია, 3.5 უსწრაფესია. მე მაგრად მევასება 3.5 და თქვენი არ ვიცი.


პოსტის ავტორი: gizovichi Nov 20 2009, 20:58

ინფრარედ

ციტატა(nikaP&A @ 20th November 2009 - 21:34) *
სუპერ სელექტს რაც შეეხება ეგ პაჯეროების 90% უყენია

კი ნაწილობრივ ეგრეა, იმიტომ რომ აქ ჩამომყვანი კერძო პირები ან კომპანიები ამ ტიპის ავტომობილების ძირითადათ ნაწილს Super Select 4WD(უკანა ხიდის ბლოკირება) იმპორტს აწარმოებენ, ხოლო მონტერო ამერიკული ვარიანტია და არამარტო უკანა ხიდის ბლოკირება არამედ წინა ხიდის ბლოკირებაც აქვს, რომელიც გაცილებით უკეთესია, მაგრამ ამერიკულია რააააააა ......

ნიკაP&A
ციტატა(nikaP&A @ 20th November 2009 - 21:34) *
ჩემი ქალაქში 17 ლიტრს წვავს

წვა ნამდვილად ერთიდაიგივეა 3.0 პრსტოი და 3.5 GDI

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 20 2009, 21:06

ისე საქართველოში ,,უკანა ხიდის ბლოკირების" კულტია newsmile035.gif უდაოდ კარგი რამეა მაგრამ პანაცეა არ არის, მაგ ბლოკირებაზე მნიშვნელოვანი ჯალამბარი დაყენებაა, ჩემი აზრით რასაკვირველია, ისე 3.5 ძრავიან იაპონიიდან ჩამოყვანილ პაჯეროებს ეგ, ბლოკირება არ უყენიათ 99,99% ში. მსგავსი ბლოკირებები ევროპულ ვერსიებზე შეხვდებით.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 20 2009, 21:13

მე მაგრად მომწონს ეეგ პაჯეროეები ვიზუალურად მაგრამ მაგარი სათუთი ძრავები უყენია ეეხლა იყიდა ჩემმა მეზობელმა 3.5 პრასტოია და 18 ლიტრას უწვავსს როგორც თვითონ ამბობსს

პოსტის ავტორი: Infrared Nov 20 2009, 22:49

მე მაპატიეთ პატარა კორექტივას შევიტან, მე პირადად არ გამიგია წინა ხიდის ბლოკიანი პაჯერო შეიძლება ვცდები მაგრამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, ასევე სუპერ სელექტი არ ნიშნავს თავისთავად უკანა ხიდის ბლოკირებას ვინაიდან სუპერ სელექტი ეს ტრანსმისიის ტიპია, ხოლო უკანა ხიდის ბლოკირება ოპცია, რომელიც შეიძლება ქონდეს შეიძლება არა, როგორც წესი იაპონიიდან ჩამოყვანილ ნიმუშებს უკანა ბლოკი არა აქვს, პანაცეა შეიძლება არის შეიძLება არა მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში კარგი რამეა, ნიკაპ&ა თქვენსას სავარაუდოდ აქვს 3.0 12 კლაპნიანები ევროპული მოდელებია ასეა?
პატივისცემით !

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 20 2009, 23:57

ციტატა(Infrared @ 20th November 2009 - 23:49) *
მე მაპატიეთ პატარა კორექტივას შევიტან, მე პირადად არ გამიგია წინა ხიდის ბლოკიანი პაჯერო შეიძლება ვცდები მაგრამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, ასევე სუპერ სელექტი არ ნიშნავს თავისთავად უკანა ხიდის ბლოკირებას ვინაიდან სუპერ სელექტი ეს ტრანსმისიის ტიპია, ხოლო უკანა ხიდის ბლოკირება ოპცია, რომელიც შეიძლება ქონდეს შეიძლება არა, როგორც წესი იაპონიიდან ჩამოყვანილ ნიმუშებს უკანა ბლოკი არა აქვს, პანაცეა შეიძლება არის შეიძLება არა მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში კარგი რამეა



+100000000000000000000 ეგრეა ზუსტად

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 21 2009, 19:53

Infrared
მიღებულია თქვენი ქორექტივები, უბრალოდ მონტერო მგონია უფრო ნავაროჩენი, მაგრამ მე მაინც იაპონიიდან ჩამოყვანილს ვანიჭებ უპირატესობას და ე.წ. წინა ხიდის ბლოკირებას რაც შეეხება თავად მონტეროს ერთ-ერთმა მფლობელმა მითხრა და ალბათ თვითონაც არ იცოდა


Infrared

ციტატა(Infrared @ 20th November 2009 - 23:49) *
ასევე სუპერ სელექტი არ ნიშნავს თავისთავად უკანა ხიდის ბლოკირებას ვინაიდან სუპერ სელექტი ეს ტრანსმისიის ტიპია, ხოლო უკანა ხიდის ბლოკირება ოპცია

ზუსტად აქედან გამომდინარეავღნიშნე
ციტატა(gio2515 @ 20th November 2009 - 21:58) *
Super Select 4WD(უკანა ხიდის ბლოკირება)

Super Select 4WD(უკანა ხიდის ბლოკირება)-ის ოპციით

ჰერცოგი997
ციტატა(hercogi997 @ 20th November 2009 - 22:13) *
ჩემმა მეზობელმა 3.5 პრასტოია და 18 ლიტრას უწვავსს როგორც თვითონ ამბობსს

3.5 GDI და პრასტოი 3.5 ალბათ ეგ განსხვავებააააა, 3.5 GDI 2 ლიტ. ნაკლებს წვავს ჩვეულებრივი სვლით

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 21 2009, 20:07

ციტატა(Infrared @ Nov 20 2009, 23:49) *
მე მაპატიეთ პატარა კორექტივას შევიტან, მე პირადად არ გამიგია წინა ხიდის ბლოკიანი პაჯერო შეიძლება ვცდები მაგრამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, ასევე სუპერ სელექტი არ ნიშნავს თავისთავად უკანა ხიდის ბლოკირებას ვინაიდან სუპერ სელექტი ეს ტრანსმისიის ტიპია, ხოლო უკანა ხიდის ბლოკირება ოპცია, რომელიც შეიძლება ქონდეს შეიძლება არა, როგორც წესი იაპონიიდან ჩამოყვანილ ნიმუშებს უკანა ბლოკი არა აქვს, პანაცეა შეიძლება არის შეიძLება არა მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში კარგი რამეა, ნიკაპ&ა თქვენსას სავარაუდოდ აქვს 3.0 12 კლაპნიანები ევროპული მოდელებია ასეა?
პატივისცემით !



კი ბატონო მართალია 3.0, 12 კლაპნიანი მოდელია

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 21 2009, 20:16

gizovichi
იმ გამოცდილმა ხალხმა ალბათ არ იცოდნენ, რომ ცდებოდნენ, ეგ ძრავები ზუსტად რომ უკვე დიდი ხანია აპრობირებულებია და ექსპლუატაციაშიც გაშვებულია და შენ წარმოიდგინე FBL-საც ძალიან კარგად ძრავს, ასე რომ მცდარი აზრი მოუწოდებიათ. ოფროუდ კლუბში ბევრს ყავს ეს მანქანა ამ ძრავით 3.0 და ყველა ძალიან კმაყოფილია.

რაც შეეხება ბლოკირებას: არსებობენ პაჯეროები რომლებსაც ქარხნულად მოჰყვება მხოლოდ უკანა ხიდის ბლოკირება (ახალ მოდელებზე არ ვიცი, მაგრამ შედარებით ძველებზე ასეა) წინ კი თუ შენით არ დააყენებინე, ქრხნული ბლოკირება არ მოჰყვება.

თუ ანიჭებ უპირატესობას იაპონურს და გადაწყვეტილი გაქვს რომ იყიდო, იყიდე იაპონური და ეგ იქნება, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვთქვათ, შენ მაინც არ შეიცვლი აზრს ( დიზელის ძრავისა არ იყოს ) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნიკაP&A

ციტატა(nikaP&A @ 20th November 2009 - 22:06) *
, მაგ ბლოკირებაზე მნიშვნელოვანი ჯალამბარი დაყენებაა, ჩემი აზრით რასაკვირველია


100%-იააააან............. ჯალამბარი ჯობია აშკარად, თუ ორივე ერთად გაქვს კი მაგას არაფერი ჯობს..........

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 21 2009, 20:18

ჩელე

კი ჯალამბარი მართლა კარგი რამეა, წინა და უკანაც თუ გიყენია საერთოდ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 21 2009, 20:22

ნიკაP&A
ეეეეხ............ კარგი რა ნიკა, კარგი რაა, ,,ნადაელა უჟე,, newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif სად არის 2 ჯალამბარი თავისი ბლოკირებებით და კარგი 33-იანი საბურავებით გაწყობილი უკანა და წინა ,,ბამპერებით?,, newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მაზოლზე ფეხს ნუ დავაჭერთ ერთმანეთს........... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ბოდიში ოფიზა......... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 21 2009, 20:46

ჩელე

ციტატა(chele @ 21st November 2009 - 21:16) *
იყიდე იაპონური და ეგ იქნება

ალბათ ეგრე ვიზავ რა newsmile05.gif თან რა არის ჩელე იცი მოშნი დვიჟოკები მევასება, ეხლაც ბმვ მყავს ე46 3.0 ბენზინზე, დიზელზეც ამიტომ ვარ აცრილი, ისე სხვათაშორის პაჯეროIII დავტესტე იმ დღეს დიზელი 3.2 DI მაგრა საკაიფოდ დადის სისწრაფის მხრივ სხვა დანარჩენში ნოლიაააააააააააა

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 30 2009, 18:53

gizovichi
სისწრაფე და კომფორტი, მეტი არაფერი. ეგ მანქანები რომ გამოუშვეს, მაგრად გამიტყდა, ძალიან გააბანძეს პაჯერო, სისულელე ქნეს, რამა მაგას არ აქვს და წინ და უკან დამოუკიდებელი დაკიდება, იტოგში მაგით ნუ განსაზღვრავ, ეგ ჩვეულებრივი პარკეტნიკია რაა.......

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 30 2009, 21:03

ევოლუშენზე ამბობ??

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 30 2009, 21:12

მაგარი ლამაზი მანქანა მარა მატორები აქვს ფაქიზიი

პოსტის ავტორი: Infrared Nov 30 2009, 23:30

პაჯერო 3 და სხვა თანამედროვე მოდელები ახლანდელი მომხმარებელთა საზოგადოების მოთხოვნის პროდუქტია, აბა ვიღას უნდა ჯაყჯაყა უხეში "რამიანი" ვირი მანქანები რამოდენიმე გადარეულის გარდა, თითო ოროლა გამონაკლისის გარდა თანამედროვე ავტოინდუსტრია გადადის გაფაქიზებისკენ და კომფორტისკენnewsmile05.gif წარსულს ბარდება ბრუტალური მოდელებიnewsmile05.gif თუმცა ერთ ერთს სიამუვნებით ვიყოლიებდი და მალე იმედია ავისრულებ ოცნებას.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 30 2009, 23:40

ეს რამიანი ვირი იქნება რო გაააააააააბახებს ურამო ევოს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile041.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: KOBALIA Dec 18 2009, 23:07

რათ უნდა ბიჭო ამდენი ლაპარაკი თუ ყიდულობ იყიდე რომელიც გინდა და დავისვენებთ კიდეც!
ისე შენ და დიზელის ურთიერთობებზე მაგრად ვკაიფობ! newsmile090.gif

ისე გიზოვიჩ ეს მონადირე კაცი ამდენი ხანი მაგ ბეემვეზე როგორ ზიხარ და გული როგორ გითმენს არ ვიცი რა.

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 21 2009, 00:33

ნუ ოფერისტობთ............. ოფები წაშლილია.............

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 10 2010, 12:01

მინუსი ის არის რომ 25 ლიტრას წვავს და სუპერი უნდა და 2.8 ინტერკოლორ ტურბო დიზელია და ყველაზე მაგარი ძრავი არის

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 10 2010, 12:40

ციტატა(nikoloza_migina @ Sep 10 2010, 13:01) *
მინუსი ის არის რომ 25 ლიტრას წვავს და სუპერი უნდა და 2.8 ინტერკოლორ ტურბო დიზელია და ყველაზე მაგარი ძრავი არის

ინტერქულერ

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Sep 10 2010, 13:07

ციტატა(nikoloza_migina @ 10th September 2010 - 13:01) *
25 ლიტრას წვავს და სუპერი უნდა

12 წვავს და სუპერი უნდა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 10 2010, 20:16

12 არ ვიცი მარა ჩემ ახლობელს ყავდა25 ლიტრას უწვავდა

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Sep 10 2010, 21:01

მე მყავს და 12-ზე მეტი არ დაუწვია სუპერს ვასხავ 98

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 10 2010, 23:48

გინდ დაიჯერეთ გინდ არა ამას წინათ დასავლეთში გახლდით დასავენებლად ავიზშვისპირეთში კერძოდ ქობულეთსი ჩემი მკანქანით პაჯერო მყავს იცით ალბათ GDI 3.5 ბენზინი გავიარე 1000 კმ ნუ ბორჯომშიც ვიყავი და მომიწია სიარულმა და ბენზინის ხარჯი მოუწია 10 ლიტრა! სუპერი ჩავასხი. როგორია???

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Sep 11 2010, 10:00

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 11th September 2010 - 00:48) *
როგორია???

მაგარია, ერთი დამატებითი ბენზინის ფილტრი დაუყენე

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 11 2010, 10:02

არაფერი დამატებითი არ დამიყენბია!
რო ვიყიდე მსინ შევცვალე და ეგ იყო!
ზეთს რო შევცვკლი მასინ შევცვლ ორივე ფილტრს ბენზინსაც და ჰაერისასაც!

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 5 2014, 10:37

კაი ხნის მკვდარი თემაა, მაგრამ მაინც. newsmile05.gif

3,5 GDI გაზზე მუშაობს?


პოსტის ავტორი: rezident Apr 5 2014, 15:41

jaba_gugesha
დროებით. უფრო სწორედ ცოტა ხანში ბენზინზე აღარ იმუშავებს.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 5 2014, 15:43

ციტატა(rezident @ Apr 5 2014, 16:41) *
jaba_gugesha
დროებით. უფრო სწორედ ცოტა ხანში ბენზინზე აღარ იმუშავებს.



newsmile05.gif მადლობა ძმაო newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)