თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ ოპელ ფრონტერა

პოსტის ავტორი: REZI 444 Jul 26 2012, 10:20

ვინმეს თუ გყავთ ან გყოლიათ მაინტერესებს როგორი მანქანაა? პლიუს-მინუსები მაინტერესებს. ფასმა მომხიბლა, 2000 წლიანის გერმანიიდან ჩამოყვანა+განბაჟება 4000 დოლარს არ ცდება. ვიცი რომ პაჯერო ჯობია, ტოიოტაც, მაგრამ ამ თანხაში ვერაფერს იყიდი კაცი ამ წლოვანებისას. youtube ზე ვნახე ნორმალურად დადის უგზოობაში, ოფფ როუდისთვის არ მინდა ნადირობა+პიკნიკები ბუნებაში, თან რაცარუნდა იყოს რამაზეა და დამადაბლებელი აქვს. მაინტერესებს რავ4-ზე, ცრვ-ზე და მათნაირ ჯიპებზე კარგად ხომ ივლის? ბენზინის 2.2 ლიტრიან ძრავიანზეა საუბარი და ორ კარიანზე

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 26 2012, 13:12

REZI 444

ბოდიში, მაგრამ გირჩევ გაანებო თავი.
2,2 ძრავიან ფრონტერებს არაფერი უვარგა ძრავი+კოლოფი+ხიდები.ხარჯი იგივე აქვს, რაც 3,2 ლ. ვ-6 ძრავს.
თუ მაინცდამაინც გირჩევ მოძებნო 3,2 ძრავით, რაგდან "ისუზუ როდეოს" იდენტურია.
თან 2,2-იანები ძირითადად ცალ ხიდებიანია.

პოსტის ავტორი: JaNeZa Jul 26 2012, 14:15

ციტატა(REZI 444 @ Jul 26 2012, 11:20) *
ვინმეს თუ გყავთ ან გყოლიათ მაინტერესებს როგორი მანქანაა? პლიუს-მინუსები მაინტერესებს. ფასმა მომხიბლა, 2000 წლიანის გერმანიიდან ჩამოყვანა+განბაჟება 4000 დოლარს არ ცდება. ვიცი რომ პაჯერო ჯობია, ტოიოტაც, მაგრამ ამ თანხაში ვერაფერს იყიდი კაცი ამ წლოვანებისას. youtube ზე ვნახე ნორმალურად დადის უგზოობაში, ოფფ როუდისთვის არ მინდა ნადირობა+პიკნიკები ბუნებაში, თან რაცარუნდა იყოს რამაზეა და დამადაბლებელი აქვს. მაინტერესებს რავ4-ზე, ცრვ-ზე და მათნაირ ჯიპებზე კარგად ხომ ივლის? ბენზინის 2.2 ლიტრიან ძრავიანზეა საუბარი და ორ კარიანზე


კარგი მანქნა უნდა იყოს, მეც ვაპირებდი ყიდვას. 4000 ნაკლებადაც შეიძლება ყიდვა. ფასთან შედარებით ნორმალური მანქანაა, ცრვ და რავ4 კი ნამდვილად აჯობებს. მატორს რაც შეეხება ჩვეულებრივი რემნიანი ეკოტეკის 2.2 ძრავია. ბლოკი 2.0 ის და 2.2 ის ერთი და იგივეა.

პოსტის ავტორი: REZI 444 Jul 26 2012, 23:01

ეკოტეკის ძრავი არ არის პრობლემა,თუ მოუვლი დიდხანს გემსახურება. ფრონტერას ძირითადათ ის ხალხი აძაგებს ვისაც შეხება არ ქონია ამ მანქანასთან, რაც დავინტერესდი ამ მანქანით სამ ფრონტერას პატრონს ვესაუბრე, რავიცი უკმაყოფილო არც ერთი არ იყო, ორი პირიქით ძალიან აქებდა, თან ძრავის გარდა ყველა ნაწილი იდენტურია ისუზუ როდეოსი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 26 2012, 23:05

დაანებე თავი პაჯერო იყიდე 3.0 ბენზინი ტენე გაზი და ისიამოვნე

პოსტის ავტორი: REZI 444 Jul 26 2012, 23:08

ციტატა(ჰერცოგი997 @ Jul 27 2012, 00:05) *
დაანებე თავი პაჯერო იყიდე 3.0 ბენზინი ტენე გაზი და ისიამოვნე

4000 მომივა 93-94 წლიანი

პოსტის ავტორი: JaNeZa Jul 27 2012, 00:22

ციტატა(REZI 444 @ Jul 27 2012, 00:01) *
ეკოტეკის ძრავი არ არის პრობლემა,თუ მოუვლი დიდხანს გემსახურება. ფრონტერას ძირითადათ ის ხალხი აძაგებს ვისაც შეხება არ ქონია ამ მანქანასთან, რაც დავინტერესდი ამ მანქანით სამ ფრონტერას პატრონს ვესაუბრე, რავიცი უკმაყოფილო არც ერთი არ იყო, ორი პირიქით ძალიან აქებდა, თან ძრავის გარდა ყველა ნაწილი იდენტურია ისუზუ როდეოსი

ეკოტეკის მატორს ხელოსნებმა გაუტეხეს სახელი. მოვლა ყველა მატორს უნდა. მთავარია არ გადაახურო, ზეთი და რემენი თავის დროზე შეცვალო . შესანახად იაფია სხვასთან შედარებით.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2012, 08:28

ერთი ის ვიცი, რომ 3.2 დიზელზე ნაკლები არ ღირს რომ იყიდო კაცმა, გაგაწვალებს. განსაკუთრებით ზამთარში. ბენზინის ძრავებზე არაფერი ვიცი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 27 2012, 10:40

4000 მომივა 93-94 წლიანი

მეტს გასიამოვნებს ვიდრე 2000 იანი ფრონტერა


ისე კი ძალიან ცუდი მანქანა არ არის
ნაწილებიაო ძვირიო

პოსტის ავტორი: ჩიქო Jul 27 2012, 12:39

ციტატა(JaNeZa @ Jul 27 2012, 01:22) *
ეკოტეკის მატორს ხელოსნებმა გაუტეხეს სახელი. მოვლა ყველა მატორს უნდა. მთავარია არ გადაახურო, ზეთი და რემენი თავის დროზე შეცვალო . შესანახად იაფია სხვასთან შედარებით.

ხელოსნებმა არა ტაქსისტებმა D.gif მოვლა რო ეზარებათ და უნდათ რომ მანქანამ ერთხელ გამოცვლილი ძეთით და რემნით იაროს მთელი ცხოვრება D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: BIGმიშა Jul 27 2012, 22:09

მე მყავდა 97 იანი 2.0 პრასტოი, 2 კარიანი. 1 წეი მყავდა მანქნა და დიდად ნასიამოვნები დამტოვა, შარშან გავყიდე 4300$ ად. არცისე სუსტი მანქანაა.

აქ ლაპარაკი იყო 93 მანქანებზე. 7 წელი ცოტა არაა. გირჩევ ახალგაზრდა იყიდო და იმ ერთ გორეკზე გადასვლაზე თქვა უარი (რაზეც ის 93 იანი პაჯერო გადავა) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: REZI 444 Jul 27 2012, 22:13

ციტატა(BIGმიშა @ Jul 27 2012, 23:09) *
მე მყავდა 97 იანი 2.0 პრასტოი, 2 კარიანი. 1 წეი მყავდა მანქნა და დიდად ნასიამოვნები დამტოვა, შარშან გავყიდე 4300$ ად. არცისე სუსტი მანქანაა.

აქ ლაპარაკი იყო 93 მანქანებზე. 7 წელი ცოტა არაა. გირჩევ ახალგაზრდა იყიდო და იმ ერთ გორეკზე გადასვლაზე თქვა უარი (რაზეც ის 93 იანი პაჯერო გადავა) newsmile05.gif

მაგას ვფიქრობ მეც, თორე პაჯერო რომ ჯობია ეგ ვიცი

პოსტის ავტორი: REZI 444 Aug 1 2012, 15:17

[quote name='BIGმიშა' date='Jul 27 2012, 23:09' post='204888']
მე მყავდა 97 იანი 2.0 პრასტოი, 2 კარიანი. 1 წეი მყავდა მანქნა და დიდად ნასიამოვნები დამტოვა, შარშან გავყიდე 4300$ ად. არცისე სუსტი მანქანაა.

ამ ერთი წლის განმავლობაში თუ ქონდა რამე პრობლემა? ან თუ იცი რამე სუსტი წერტილი მაგ მანქანის?

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 6 2012, 11:17

REZI 444
არაა ფრონტერა ცუდი მანქანა ნადმვილად, განსაკუთრებით თავის ფასთან შედარებით newsmile05.gif

2.2-იანი ეკოტეკი რაც მაგაში დევს ის ეკოტეკი არაა რაც ასტრა G-ს, ვექტრა C-ს , ზაფირას აქვს. ფროტნერას 2.2 არის რემნიანი, ბაზად 2.0 ეკოტეკია გამოყენებული, წვის კამერა აქვს გაზრდილი ზომის.
მოუვლი ნორმალურად, ანუ ზეთს ნორმალურს ჩაასხამ, არა მინერალს, ბენზინსაც პრემიუმს, რემნებს შეუცვლი და არანაირად არ იქნება პრობლემური ეგ ძრავი newsmile05.gif

CR-V, RAV-4 და ა.შ. პარკეტნიკებს რა თქმა უნდა აჯობებს გამავლობაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: alika77 Aug 6 2012, 12:56

ფრონტერა ნორმალური მანქანაა (ოღონდ დიზელი არა) ეკოტეკიც კარგი ძრავია ნუ მოვლა და ყურადღება მეტი უნდა ვიდრე უბრალო ძრავს (ეგიც იმიტომ რომ რემენი არ გაწყდეს და კლაპნები არ დაღუნოს) ეკოტეკი უბრალო ძრავს ბევრად ჯობია თუ მოუვლის კაცი

პოსტის ავტორი: REZI 444 Aug 11 2012, 16:08

ციტატა( T A M P L I E R @ Jul 27 2012, 11:40) *
4000 მომივა 93-94 წლიანი

მეტს გასიამოვნებს ვიდრე 2000 იანი ფრონტერა


ისე კი ძალიან ცუდი მანქანა არ არის
ნაწილებიაო ძვირიო

მგონი არც ერთი ორ ხიდიანი მანქანის ნაწილები არ არის იაფი newsmile058.gif

პოსტის ავტორი: REZI 444 Aug 19 2012, 20:08

http://www.youtube.com/watch?v=QEGBkeDjo3o
ნორმალურად დადის, თან ოთხ კარიანია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)