თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ Drift Battle Gori

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 14:53

2013 წლის, 14 აპრილს გაიმართება Drift შეჯიბრი გორში, სტალინის მოედანზე, რომელსაც წარმოგიდგენთ Bmw e30-სა და E36-ის , ასევე გორის ავტომოყვარულთა კლუბები (ამ უკანასკნელი კლუბის წევრი გახლავართ თქვენი მონამორჩილი) newsmile05.gif

ძირითადი ინფორმაცია:
• სარეგისტრაციო თანხა 25 ლარი.
• მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10 აპრილიდან.
• რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 აპრილი, 11 საათი.
• სტარტი 12 საათი.

შეჯიბრი იქნება 4 ეტაპიანი, 4 სხვადასხვა ტიპის ტრაექტორიით, შესაძლებელია რამდენიმე ეტაპის დამატება, ეს ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია

თავდაპირველად თიოთეული მონაწილე გაივლის 2 ეტაპს, 2 ეტაპის გავლის შემდეგ დაჯამდება მათი ქულები და გადავა შემდეგ ეტაპზე მონაწილეთა დაახლოებით 50-70% (ყოველივე ეს დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე).
2 ეტაპის შემდგომ ნულდება ქულები, დარჩენილი მონაწილეები კი გაივლიან კვლავ 2 ეტაპს, კვლავ დაჯამდება ქულები და პირველი 3 მონაწილე გადაინაწილებს 1,2,3 ადგილებს.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რა იქნება იმ შემთხვევაში რომ ქულების თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდეს მონაწილეებს შორის, ეს რომ ნათელი გახდეს მოგიყვანთ მაგალითს:
• მონაწილე 1 – 20 ქულა
მონაწილე 2 - 20 ქულა
მონაწილე 3 – 10 ქულა
მონაწილე 4 – 10 ქულა
მოანიწლე 5 – 10 ქულა
მოცემულ შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ეტაპი, სადაც ივლის მონაწილე 3,4,5 და მათ შორის საუკეთესო გახდება 3 ადგილოსანი, თავის მხრივ 1,2 მონაწილეს შორის დაინიშნება დამატებითი ეტაპი და ისინი გაინაწილებენ 1,2 ადგილს.
ვარიანტები რათქმაუნდა ძალიან ბევრნაირია, მაგრამ ძირითად იდეას ალბათ ყველა კარგად მიხვდებით თუ როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.
4 ეტაპის დასრულების შემდგომ, ჩვენ უკვე გვეცოდინება გამარჯვებული 1-2-3 ადგილოსნები, რომელთაც დავასაჩუქრებთ პრიზებით, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება და კვლავ მოუწევთ 1-2-3 ადგილოსნებს დამატებით შეეჯიბრონ ერთმანეთს ბონუს ტურში - Freestyle Drift.
სადაც მოუწევთ შეასრულონ ჩვენს მიერ შედგენილი ტრაექტორია შოუს ელემენტებით ან მათ მიერ შემოთავაზებული (თუ რათქმაუნდა შესაძლებლობებში ჩაჯდება და სასწაულის გამოგონება არ მოგვიწევს) 
ასევე დაჯიდლოვდება Fresstyle Drift-ის გამაჯრვებული.

მონაწილეთა საყურადღებოდ:
თითოეული ტრაექტორიის დასრულების შემდგომ, როდესაც მსაჯი მიუთითებს რომ დაბრუნდეთ ადგილზე, დამატები ზანოსით გასვლა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან მსგავსი ნებისმიერი ქმედება იქნება დასჯადი რომელიც აისახება მისი ქულების დაკლებაზე, იდეა იყო რომ დისკვალიფიკაცია მიგვეცა, მაგრამ კვლავაც მაქსიმალურად ვამსუბუქებთ და მხოლოდ ქულების დაკლებით შემოვიფარგლებით.
იმისათვის რომ დაიშვათ შეჯიბრზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
1) მანქანა უნდა იყოს უკანა წამყვან თვლებიანი.
2) არანაირი დახსნილი ე.წ ბაგაჟნიკები და კაპოტები. (არ მაქ საუბარი გამონაკლისებზე).
3) რათქმაუნდა არნაირი შეზღუდვა საბურავებზე.
4) გამომსვლელი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გინდა პროფესიონალი გინდა მოყვარული და გინდა დამწყები.
5) მონაწილე რომელიც არ დაიკრავს სპონსორების სტიკერს არ დაიშვებიან შეჯიბრზე (სპონსორის არსებობის შემთხვევაში რათქმაუნდა)

ამ ეტაპისათვის პრიზები გადანაწილდება ასე:

1 ადგილი
• 150 ლარი ფულადი პრიზი
2 ადგილი
• 100 ლარი ფულადი პრიზი
3 ადგილი
• 50 ლარი ფულადი პრიზი

Freestyle Drift გამაჯრვებული
• სპეციალური პრიზი-სურპრიზი Gelashvili Performance-სგან.

სხვა სპონსორების მოძიების შემთხვევაში შესაძლებელია პრიზების დამატება

ოჩოელები თუ დაესწრებით ძალიან გამახარებთ, კიდევ უფრო კარგად გაგიცნობთ და კარგი სანახაობითაც დატკბებით (იმედია სამსახური მომცემს იმის საშუალებას რომ ნამდვილად დავესწრო ჩვენსავე ჩატარებულ შეჯიბრს newsmile05.gif )



ისე გორს საკმაო გამოცდილება აქვს მაგ საკითხში, 2 თუ 3 მსგავსი შეჯიბრი თბილისელებმა ჩაატარეს, ხოლო 2 შეჯიბრი იმენა გორის ავტომოყვარულთა კლუბის სახელით ჩატარდა, ამ ეტაპზე საერთო ივენთი მოვიფიქრეთ newsmile05.gif

დანარჩენ ინფოს, მათ შორის გასავლელ გზებს დავდებ შეჯიბრამდე 2 დღით ადრე ალბათ, ხოლო ივენთის დასრულების შემდეგ სურათებსაც მოვაყრი newsmile05.gif

პ.ს. გორის ავტომოყვარულთა კლუბის მიერ წინა წლების ივენთების სურათები ვისაც გაინტერესებთ აგერ ლინკებიც
2011 წელი https://www.facebook.com/media/set/?set=a.260264677321354.83478.100000134721398&type=3
2012 წელი https://www.facebook.com/media/set/?set=a.481707868510366.124832.100000134721398&type=3

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 5 2013, 15:32

ვააა კარგია. ანუ რეგულარული სახე აქვს ამ ივენთს...


CHE-666 ვისია? D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 5 2013, 15:52

აუ მაგარი შოუ იქნება ბმვ კლუბი როგორც ყოველთვის მაგარ შოუს მოაწყობს!! newsmile01.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 16:30

ჩელე
ძმაკაცისაა, ძალიან მაგარი მანქანა იყო, მაგრამ ეხლა უფრო მაგარი ყავს :-)


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 5 2013, 16:31

კარგია!
დონათების მეტი იცით რამე თუ ისევ ერთფეროვნება უნდა იყოს D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 16:34

mardi

ამ შემთხვევაში ბმვ-ს კლუბი არაფერ შუაშია, გორის ავტომოყვარულთა კლუბი, ე30 და ე36 კლუბები ვართ, ბმვ-ს კლუბი საერთოდ ცალკეა და ამ ივენთთან არანაირი კავშირი არ აქვს :-)

ნიკოლოზ ასეთი ივენთი დონატის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა განსხვავებული რაღაცეებიც გვაქვს დაგეგმილი :-)

პოსტის ავტორი: Che Apr 5 2013, 17:38

კუთხა
აუცილებლად დავესწრები, მომწონს ეს სპორტი მაგრად newsmile045.gif
შენ მონაწილეობასაც იღებ ხოლმე?

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 17:43

Che

ვერა: ( მანქანა ვერ მიქაჩავს მაგდენს: (

პოსტის ავტორი: mardi Apr 5 2013, 17:59

კუთხა
გასაგებია, მთავარია ბმვ აჩვენებს კლასს. დიდი სიამოვნებით დავესწრები ამ შოუს იმედია შევძლებ!! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Che Apr 5 2013, 18:35

ჩელე

ციტატა(chele @ 5th April 2013 - 16:32) *
CHE-666 ვისია?

გორში ერთდოულად შეგიძლია იხილო სამი მანქანა
CHE-777, CHE-666 და CHE-555

ნუ 777 თქვენი მონა-მორჩილისაა, დანარჩენებიც კაცური ხალხისაა D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 18:37

666 nametani giJisaa oRond D.gif

პოსტის ავტორი: Che Apr 5 2013, 18:41

ციტატა(KTX-100 @ 5th April 2013 - 18:43) *
ვერა: ( მანქანა ვერ მიქაჩავს მაგდენს: (

კუთხა
მეც ორჯერ მყავდა BMW 318 და 323i მაგრამ არც ისინი ექნა სადრიფტაოდ ღმერთს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 5 2013, 18:55

che
რატო მე მინახავს 316ის დრიფტაობა მართალია ისე არ გამოსდიოდა როგორც 328ს ან 330 მაგრამ მაინც გავდა დრიფტს! D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 21:16

mardi
კარგი ეხლა, ან შენ მოგატყუეს რომ 316 იყო, ან შენ გვატყუებ ეხლა ჩვენ, ან არ იცი რა არის დრიფტი D.gif საწყენად არ მიიღო, შეიძლება ვიღაცამ დააბუქსავა და დრიფტი დაუძახა მაგას D.gif 316-ს ვერანაირი ძალა ვერ ეყოფოდა რომ ზანოსში ჩამდგარიყო, დონატი შეიძლება გააკეთებინო, ისიც გაჭირვებით newsmile045.gif

Che

ციტატა(CHE @ 5th April 2013 - 19:41) *
BMW 318 და 323i

323-ს რომ ბლოკირება დაუყენო კიდევ დაამგვანებ რაღაცას, მთლად ვერ დაგლიჯავ, მაგრამ იზავ რამეს რა newsmile05.gif ჩემი 318-ია და თან გაზი და თან ბლოკირებაც არ მაქვს :(

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 5 2013, 21:23

ცნობისათვის ეს არის დრიფტი newsmile05.gif სამწუხაროდ ამ დონემდე ბევრი უკლია საქართველოს :(


პოსტის ავტორი: Che Apr 5 2013, 22:01

ციტატა(sergo tabagari @ 5th April 2013 - 19:55) *
რატო მე მინახავს 316ის დრიფტაობა მართალია ისე არ გამოსდიოდა როგორც 328ს ან 330 მაგრამ მაინც გავდა დრიფტს!

ვერც მე დაგეთანხმები. ჩემი 1.8 ძლივს აბუქსავებდა ნაღდად, ერთხელ დავადგი რულ აღებულზე და ისიც ძლივს გავაჩერე იმხელაზე აქანავდა.
323I-ს კი 2.5 კი ჰქონდა ძრავი მაგრამ ავტომატიკა იყო და არც ბლოკირება ჰქონდა რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: mardi Apr 5 2013, 22:41

კუთხა
არა საწყენი რაა. 316 მარტლა არიყო 318is იყო კუპე და რავიცი ბუგი არ დაუყენებია როგორც ბმვ ს შეპერის მაგრამ დრიფტი აშკარად იყო. newsmile011.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 6 2013, 06:10

მე მაპატიეთ , დონატები რას ნიშნავს??? აბაშიძეზე რო იღება მაგის გარდა ???

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 6 2013, 08:09

jola
დონატი ის არის რის ნეტსაც ქართველი დრიფტერები ვერ აკეთებენ xexe.gif














მომდგება ეხლა გორელი მაჩო D.gif



















კრუგავოიზე რო აბუქსავებ ეგე ერის რამანქანა ერთ ადგილას რომ ტრიალებს და წრეს ხაზავს

ციტატა(jola @ 6th April 2013 - 07:10) *
აბაშიძეზე რო იღება მაგის გარდა ???
??
რამე განსაკუთრებულია

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 6 2013, 10:54

ნიკოლოზ გორში ნამდვილქდ გვყავს ისეთი ადამიანი რომელსაც ნამდვილად შეუძლია აჩვენოს ნამდვილი დრფტი, ბაზარი არაა, ბევრმა ნამდვილად არ იცის, მაგრამ კარგი ბიჭებიც გვყავს კარგი მქნქანებით newsmile029.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 6 2013, 11:05

ნეტა მოვახერხო ერთი უნდა ჩამოვიდე და გნახოთ!პა ხოდუ სურათებსაც გადაგიღებდით

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 6 2013, 11:20

T A M P L I E R
მობრძანდი გენაცვალე, მეტად მოხარული დავრჩები თუ ჩამობრძანდები newsmile05.gif ჟორჟიკა მოდის ნეტა?

პოსტის ავტორი: ამური Apr 6 2013, 11:45



xoshian.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 7 2013, 00:09

Che

ნუ მთლად ერთნაირი კომბინაცია არა, მაგრამ CHE-900 ჩემია.... ოღონდ პაჯეროზე..... D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

წავედი, წავედიი.....

პოსტის ავტორი: Che Apr 7 2013, 06:36

ციტატა(nika @ 6th April 2013 - 09:09) *
კრუგავოიზე რო აბუქსავებ ეგე ერის რამანქანა ერთ ადგილას რომ ტრიალებს და წრეს ხაზავს

T A M P L I E R
სახელი არ ვიცოდი და როგორც ჩანს ეს არის დონეტია თუ დომენტი D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 7 2013, 06:40

Che
კი, ეგაა newsmile05.gif

ჩელე

ციტატა(chele @ 7th April 2013 - 01:09) *
CHE-900 ჩემია.... ოღონდ პაჯეროზე

Che -სიც მითსუბიშია, ოღონდ მონტერო სპორტი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Apr 7 2013, 07:19

ესეც ვიდეოები წინა ჩვენებებიდან
რა დრო იყო... საწყალი სტალინის ძეგლი D.gif


პოსტის ავტორი: კუთხა Apr 7 2013, 09:27

Che
პირველი ვიდეო საიდანაც არის ეგ ჩვენ არ ჩაგვიტარებია, ეგ ჩაატარა ბმწ-ს კლუბმა, მეორე კი ჩვენია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 7 2013, 10:04

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 6 2013, 09:09) *
jola

??
რამე განსაკუთრებულია


http://infoman.ge/geo/company/donutstop D.gif

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 7 2013, 21:00

კუთხა
წარმატებებს გისურვებთ! small3d018.gif
აგერ კაცმა 4,4 ჩადგა ისეა მოწადინებული... newsmile015.gif


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 08:48

jola
სადღაც გადასულან და არ იძახიან :(

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 8 2013, 13:02

Sos049
გაიხარე newsmile05.gif


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 13:04

კუთხა

ციტატა(KTX-100 @ 6th April 2013 - 12:20) *
T A M P L I E R
მობრძანდი გენაცვალე, მეტად მოხარული დავრჩები თუ ჩამობრძანდები ჟორჟიკა მოდის ნეტა?

აჩკარიკამ შეიცვალა სარწმუნოება! xexe.gif xexe.gif
,აგი მანამ ჰარდტოპიან პუჭურას არ ჩაოიყვანს დაემშვიდობეთ D.gif D.gif
ოთკა იქნება ალბათ

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 8 2013, 13:31

T A M P L I E R
ოთკა რათქმაუნდა იქნება, ე36-ის შეფია და D.gif

აჩკარიკას რაც შეეხება სარწმუნოება რომ შეიცვალა კი ვიცი, მაგრამ იქნება და გულმა მაინც გამოუწიოს ძველი ჭეშმარიტებისკენ D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 13:41

გინდა ავტეხო? xexe.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 8 2013, 15:30

T A M P L I E R
მიდი აბა D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 15:40

ექსპედიცია მაქვსო და ვერაფრით მოვახერხებო და კინაღამ შემიწოვა მეც D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 8 2013, 16:34

T A M P L I E R
შენ მოდიხარ ბოლობოლო?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 17:27

არ ვიცი ჯერ!დგეს მანქანა დავტოვე ხელოსანთან და ვარ ასე უმანქანოდ!
თუ წამოვედი დაგირეკავ და ოთკას უთხარი რედბულები მომიმარაგოს!(ცივი) xexe.gif
ისე სპონსორები ვინ გყავთ?

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 8 2013, 17:32

T A M P L I E R
ჯერჯერობით არც არავინ მგონი, საპრიზო ფონდი და გაწეული ხარჯები დაიფარება მონაწილლებისაგან აკრეფილი თანხით, ამ ეტაპზე ეგრეა და თუ დაემატა ვინმე სპონსორი არ ვიცი ჯერ, მგონი დღეს ჩამოდიან თბილისიდან ბიჭები და დავილაპარაკებთ ალბათ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 17:36

რედბულს დაელაპარაკეთ??
თუ უარი გითხრათ რისი დიდი შანსიც არის(მაგრად გამოსირდნენ ტიპები)მერე მონსტერს მიაწექით

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 9 2013, 08:29

T A M P L I E R
სპონსორებზე თბილისელები ჩალიჩობენ, ჩვენ ძირითადად ტექნიკურ მხარეს ვაკეთებთ, ნახაზები და ასე შემდეგ

ისე შარშან მე პირადად ველაპარაკე რედბულს და ჯერ ერთი უარი თქვა იმიტომ რომ არ გვცალია, ბაქოში მივდივართო და მერე სპონსორობაზე თანხით მაინც ვერ დაგეხმარებოდით, შეიძლება საპრიზოში რამდენიმე რედბული ჩაგვექსოვებინა და ვსოო, ასე რომ აღარც მიფიქრია წელსაც დარეკვა

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 9 2013, 10:20


პოსტის ავტორი: Fishman Apr 9 2013, 18:40

კუთხა

ბიჯო ეგ მანქანები გაბრაზებენ თუ რატო სჯით მასე? D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 9 2013, 19:03

ისე უნდა გავდეს მოძრავი მაღაზია, პაკრიშკების,
თავის გადაკვრა, ვულკანიზაცია ბალანსირებით,
რომ გაიგებ ბუკსაობის შეჯიბრიაო, უნდა წახვიდე და ახადო ლავკა...... D.gif

ისე უნდა გავდეს მოძრავი მაღაზია, პაკრიშკების,
თავის გადაკვრა, ვულკანიზაცია ბალანსირებით,
რომ გაიგებ ბუკსაობის შეჯიბრიაო, უნდა წახვიდე და ახადო ლავკა...... D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 9 2013, 19:37

კუთხა
მაგარი ნერვები მეშლება ეგეთ დებილებზე !ბიზნესის გარტყმაში რომ არ არია!

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 10 2013, 07:42

Fishman
ჩვენ ვაბრაზებთ და გაბრაზებულები არიან მაგ დღეში D.gif

ნუკრიMax
ისე ასეთ ადგილას მოძრავი ვულკანიზაცია მართლა მაგარი იქნება, ხშირი პრობლემაა საბურავების დახეთქვა და მაგის გამო დროის გაწელვა (სანამ ახლებს დააყენებენ)

T A M P L I E R
რედ ბულმა თავიდანვე მაინც გვითხრა უარი, თეგეტამ და გალფმა ბოლოს წინა დღეს გამოგვიხცხადეს ვერაო, არადა თავიდან ორივე დაგვპირდა ერთი საწვავით და მეორე საბურავებით მოგიდგებით პრიზებშიო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 10 2013, 07:45

vava.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 13 2013, 06:35

აჰა, ესეც ტრასები









T A M P L I E R
რას ატყობ, სულ დონატებია? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 13 2013, 19:32

სულ არა მაგრამ რავა იზამენ მაგ ამბებს საკითხავია ეს კიდო D.gif
საკმაოდ საინტერესო ამბავი იქნება!მე არ ვიცი რამდენად მოვახერხებ დიდი სურვილი კი მაქვს

პოსტის ავტორი: Che Apr 13 2013, 20:51

კუთხა
რომელ საათზე იწყება?

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 14 2013, 07:51

T A M P L I E R
მართლაც საკმაოდ რთულია, ბოლო ნახაზზე გზის დამახსოვრებაც კი რთულია არათუ შესრულება D.gif

Che
12 საათზე იწყება გეგმით


მე კიდევ სამსახურში ვარ და შეიძლება საერთოდ ვერ მოვიდე :(

პოსტის ავტორი: Che Apr 14 2013, 09:25

დაიწყეს უკვე საბურავების დალაგება, ერთი-ორი BMW-ც დაბორიალობდა აქა-იქ, ოღონდ მონაწილეებს არ გავდნენ. მე და ჩემი ვაჟკაცი დავესწრებით აუცილებლად...

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 14 2013, 10:20

თბილისელებიც ჩამოსულები არიან უკვე როგორც მე ვიცი, როგორც მაყურებლები ისე გამომსვლელები, რათქმაუნდა მათი ნაწილია ჯერ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 14 2013, 16:45

ხო ვნახე წეღან ბიჭები !ხელოსანთან ვიდექი და მოაყენეს ტროიკა!ხიდი მოხსნეს ,უჩალიჩეს რაღაცეებ და წავიდნენ
რა ხართ ეს ბეემჭეშნიკები რა D.gif D.gif

კუთხა
შენ რო არ იყავი მეც ხალისი აღAრ მქონდა წამოსვლის xexe.gif

იქნებ ფოტო/ვიდეო მასალა მოგვაწოდო

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 14 2013, 18:25

T A M P L I E R
მე მივედი შუა ეტაპზე, ფოტოებს მოგაწვდით, ვიდეო მე არ გადამიღია და თუ მოვიპოვე რამე დავდებ

პოსტის ავტორი: xishnika Apr 14 2013, 19:38

დღეს აბაშაშიც იყო დრიფტის მაგვარი ღონისძიება რომელსაც სამწუხაროდ ვერ მივუსწარი,რო მივედი გამარჯვებული სემიორკა და ბმვს კაპოტებიდან ამოხეთქილი ჩანჩქერები დამხვდა newsmile01.gif სემორიკაზე არ გაგეცინოთ რაღაც მონსტრი იყო xexe.gif

პოსტის ავტორი: Che Apr 14 2013, 21:48

ერთი სიტყვით დავესწარი ღონისძიებას და კმაყოფილი დავრჩი. რამდენიმე მძღოლი იყო, რომელმაც ნამდვილი კლასი აჩვენა. სამწუხაროდ ბოლო დრაგს ვეღარ დაველოდე და არ ვიცი ვინ მოიგო. შავი ხულიგანკით იყო გორელი ბიჭი და ის მოიგებდა ალბათ, ყველა ტრასაზე ყველაზე ეფექტური და ზუსტი იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 15 2013, 08:00

Che
რატომ არ გამომეხმაურე? ვერ შემამჩნიე?

ციტატა(CHE @ 14th April 2013 - 22:48) *
შავი ხულიგანკით იყო გორელი ბიჭი და ის მოიგებდა ალბათ

ეგ არის გორის იმედი, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო ტრასა შეეშალა და არჩათვლა დაუწერეს და საპრიზოზე ვერ გავიდა. გორელებიდან მე-3 ადგილზე გავიდა თაზუკა გაგნიძე BMW e46 2.8 მანქანით, 1-2 ადგილები სტუმრებმა გაინაწილეს newsmile05.gif იმედია მოვახერხებ დღეს სამსახურში სურათების გადარჩევას და დავყრი სურათებს, თუ არა და საღამოს იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 15 2013, 09:48

ესეც დაპირებული, მაგრამ დაუმუშავებული ფოტოები newsmile05.gif თუ ვინმეს რომელიმე სურათის დამუშავების სურვილი გაუჩნდება მითხარით და ორიგინალ ზომასაც მოგცემთ





















გაგრძელება იქნება...

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 15 2013, 13:29





















პოსტის ავტორი: ამური Apr 15 2013, 13:34

კარგია.

SII-390 რა შედეგი აჩვენა?

პოსტის ავტორი: nik@a Apr 15 2013, 15:25

მაგარი ბანძი მანქანაა ეს ბეენვე რა... D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 15 2013, 16:07

ვენაცვალე BMW-ს ის ლურჯი M3 მაგარ ვიდზეა ძაან რომელი შეედრება რა სილამაზეა რა.. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 15 2013, 17:28

ამური
ISS თუ არ ვცდები I ადგილზე გავიდა

mardi
გეთანხმები, ძალიან მაგარი მანქანაა


პოსტის ავტორი: Davitus Apr 15 2013, 17:47

აუუუუ, მ3 რა მაგარია რა, ბმჭ-ს რაც კი რამე მანქანა გამოუშვია, მაგ თაობის მ3 ზე მეკეტება იმენნა რა, სულ ბოლო მოდელიც რომ მაჩუქონ, გავყიდდი და ამას ვიყოლიებდი მესამე/პირველ მანქანად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 15 2013, 18:16

დამტანჯა ამ ასატვირთმა საიტებმა რა, მოკლედ ჩემთან შედით და იქაა დანარჩენი სურათები
https://www.facebook.com/media/set/?set=a.635629423118209.1073741826.100000134721398&type=1&comment_id=7422709&offset=0&total_comments=9&notif_t=photo_album_comment

პოსტის ავტორი: mardi Apr 15 2013, 18:28

არა მართლა ულამაზესია NOD-100 M3 დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი მაგრამ სამწუხაროდ 15000 დოლარი არამაქ ჯერჯერობით. ძრავი 3.2 აქვს ხო როგორც ყველა M3-ს?

პოსტის ავტორი: mardi Apr 15 2013, 19:16





ვახ ვერ დავდე



http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=iGi8rdtu0MY
მოკლეთ ასე ნახეთ რა მაგარი მოკლემეტრაჟიანი ფილმია შთაბეჭდილებები დაპოსტეთ! D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 15 2013, 21:41

ვახ დაუწერიათ უკვე!მეც ეგ ლურჩა მომეწონა!


ხინთომ რა ქნა??ბელასნეჟკათი??

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 16 2013, 06:58

T A M P L I E R
რა უნდა ექნა ბიჯო 1.8 პრასტოი ძრავით? D.gif ფიგურებში დადიოდა რომ გზა ეჩვენებინა მონაწილეებისათვის, ნელა რათქმაუნდა newsmile05.gif

mardi

ციტატა(sergo tabagari @ 15th April 2013 - 19:28) *
ძრავი 3.2 აქვს ხო როგორც ყველა M3-ს?

როგორც ყველა E46 M3-ს, E36-ში 3.0, 3.1 და 3.2 ძრავები იდგა

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 16 2013, 07:48

ამ დროს მეჯახება ეგ თქვენი მოწონებული ///M და ვერ ვხვდები D.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: mardi Apr 16 2013, 09:20



mardi

როგორც ყველა E46 M3-ს, E36-ში 3.0, 3.1 და 3.2 ძრავები იდგა
[/quote]
ოჰ ოჰ რა შოუ იქნებოდა! დაბრდღვნიდნენ მანდ ყველაფერს! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 16 2013, 22:14




უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)