მე MT ები მინდა სატალახო
ვიტო
გამყვები იცი დირკები? მე გოიმი ვარ ელიავაზე
Maverick
არაფერი დირკები არ უნდა, 1 დირკაა მეორადი საბურავების, გაგყვები
ჭალიმგელა
ძებნა უნდა რა, მტ ცოტა ძვირი ეღირება, ჩემნაირები არ წავა?
ჭალიმგელა
Maverick
ვიტო
მეც ეგრე მეგონა რომ მაინც და მაინს MT უნდა იყოს რომ კარგათ იაროს ტალახში, მაგრამ ეგრე არ ყოფილა ათას ნაირი საბურავი არსებობს ჩვენ რომ გამოგვადგება ისეთი.
მაგ. ეს
http://www.radikal.ru
ეს მტ არ არის???
არა გიო არ არის მტ, მტ-ზე უკეთესია რაც მე ვნახე საქმეში!
ROVER
ეგეთი მინდა რა. რა ღირს ხომ არ იცი? უი შენი საცვლის სურათები იხილე?
ROVER
და რა ქვია მაგ საბურავს?
ვიტო
Goodrich mud terrain T/A
http://www.radikal.ru
ჩვენი ძმები მეზობელი ფორუმიდან უკეთ აგვიხსნიან!
ROVER
ეს ზამთრის არის ხო?რეზინაა ალბათ
გიორგევიჩ
რაის ზამთრის კაცო, ამხელა პროტექტორებით ზამთრის რანაირად იქნება
ვიტო
აბა საზაფხულოა მაგასაც ვერ იტყვის კაცი მგონია.რა აბა ამიხსენით
გიორგევიჩ
საზაფხულო რა შუაშია, პროტექტორით თუ ივარაუდებს კაცი სატალახეა და გინდა გაზაფხულზე იხმარე და გინდა გადახურულ პავილიონში
ვიტო
ეე იტყვი ხოლმე რა შენც,შეცდომაში შეიყვან კაცს
ზამთრისაში ტალახიც იგულისხმება აბა რა,თორე ასვალტზე გინდა ზამთარი იყოს და გინდა ზაფხული
გიორგევიჩ
არ არის ეს ზამთრის, არის იმენნა ტალახის და უგზოობის საბურავები!
ROVER
მაშინ გამაგებინეთ რომელია ზამთრის საბურავები
აჰა შენ ზამთრის საბურავი
http://www.radikal.ru
აბა მაღალი პროტექტორი რომ აქვს ის რისიაა
ჰერცოგი997
ავოეეე
ROVER
და არა მარტო შიპებზეა, მგონი რეზინის დიდი სემცველობაც უნდა ქონდეს
ის სურათი, დავით არის M/T აწერია MUD TERRAIN... რაც იგივეა....
გოგა,
ზამთრის საბურავი ეგ არ არის... და ზამთრის საბურავებით ტალახში ვერ ივლი, ისევე როგორც მ/ტ-ებით ვერ ივლი ზამთარში... ანუ სხვა და სხვა...
როვერამ რომ დადო სურათი (მეორე) ეგ არის ყინულის საბურავები (შიპებიანი)
ზამთრის საბურავები გამოირჩევა რეზინის ძალიან მაღალი შემადგენლობით და დაახლოებით ისეთივე პროტექტორით, რაც მეორე სურათზეა მოცემული
ჰერცოგი997
ტალახის, ჭაობის და ასე და ასე!!!!??????[
ვიტო
გაზ-69 ის "ვესდძეხოდ"-ს რო ეძახდნენ ის არის მაგარი საბურავი ტალახში და ასე შემდეგ ასე არ არის?
აი ბატონებო 4x4-სთვის ზამთრის საბურავები!!! პირელის ფირმის !!!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აი ტალახის: აქ სხვადასხა ფირმის მოდელებია წარმოდგენილი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დღეს ელიავაზე ვიყავი და 450 ად 15-იან საბურავებს იყიდი, M+S ის ვარიანტს, ანუ ნახევრად კაპრონი და რეზინის შემცველობით, 60-70% იანი პროტექტორით... აი რომ მოთოვს უეჭველი ვიცი 600 მდე ავა
ისე სუფთა რეზინები, ჩვენს პირბობებში არ არის საჭირო, ქალაქში თოვლი სეზონზე მაქსიმუმ 3-4 დღე იყოს, თან ალაგ ალაგ მშრალია, ასფალტზე კიდე მალე იცვითება და ფუჭდება რეზინები, ამიტომ მე თუ ვიყიდი მირჩევნია MS ვიყიდო და შედარებით კაი პროტექტორით... ახლის ტრაკი ნაღდად არ მაქვს ახლა...
ROVER
უხ შენ რა გითხარი რაა.......
გიორგი
ხალხნო, ბიძიებო, დეიდებო მაყიდინეთ დღეს ჩემი ჯახრაკისთვის საბურავები ზააა .ისე მართლა რას მირჩევთ როგორი ვიყიდო მართალია ჯიპი არ არის მაგრამ მაინც
ჩელე
ხო, კაი შემეშალა რა მოხდა?
ეგრე გიორგის 32 გვერდი ეშლება!
არავის არ უნდა გამცეს პასუხი და დამეხმაროს???
T A M P L I E R
ის პაჯერო ნახეეეეეეეეეე საბურავებიანიიიიიიიიიი?
საბურავები მინდაააააააააააააააააააააა
ზამთრის საბურავებში ფირმა ,,ნოკიანი" -ს საუკეთესო პროდუქცია აქვს, შარშან ბაკურიანში სასწაულები ქნა მაგ საბურავებმა, გამიგია რომ ,,ბლიზაკებია" ასევა კარგი, თუმცა ზამთრის შემდეგ ,,ნოკიანმა" ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა
T A M P L I E R
ჩემი აზრით არ ღირს როგორც შენ ამბობ: ზამთრის საბუარვები იყიდო, რისთვის, 1 თვისთვის? უაზრობა მგონია............ მაგას სჯობს ისევ ტრასის საბურავი იყიდო ნორმალურ პროტექტორიანი, თუ იაფად გადააწყდები კი შეგიძლია იყიდო ზამთრის საბურავი, მაგრამ ზამთარი მოდის, ანუ სეზონია და ძვირი ღირს უკვე..............
ROVER
მე არ დამიცინიხარ ჩემო ქიმიურო ძმაო, უბრალოდ ჩამეცინა............. :D ვის არ შეშლია?
იძახეთ საბურავი მინდაააა და ნუ გახვალთ ელიავაზე მაინც, თავისით მოგორდებიან საბურავები და შეგეხვეწებიან: თუ ძმა ხარ დამაყენე შენს მანქანაზეო...............
მორალი:
ტყეს გამოუსხამს კვირტები,
მოდი და ნუ გაკვირდები.........
ჩელე
ნიკა წავიდეთ და ვიყიდოთ რამე ნორმალური პროტექტორიანი რეზინის პაკრიშკუ და ვსო
გიორგევიჩ
+100000000
რათ უნდა ამდენი გართულება, ჯიპი ხომ არ არის, ნებისმიერი იყიდე არაკაპრონის და ეგ არის, რომელიც მოგეწონება აგ არის რა
ვიტო
ჭალიმგელა
ვერ გეტყვი სულ 4-4 იყოთქომაგრამ რაგაცეები კი აირჩოდა 2გან ქონდა კომპლექტი და არ მომეწონა
ისე ელიავას მეტი სხვაგან არაფერია დავიჯერო??
T A M P L I E R
ნახმაების ეგეთი არჩევანი სად არის სხვაგან?
რავი ადრე მეხშუბა თუ იცი მანდ იყო დიდი საწყობი სამგორში იყო დიდი საწყობი და რავი კიდე იქნება სადმე ალბათ რო გადავაკვდით ამ ელიავას დაყენებულ ფასებს ეგენი ერთიმეორეს მიხედვით ადებენ ფასებს და სულ სტანდარტული ფასები აქვთ სხვაგან კიდე შეევაჭრები ან რამე
ხო ისე მომილოცეთ ვიყიდე საბურავები fulda montero 14/195/60*კაი ჯიგრული პროტექტორი აქვს რა და მაგარი ნახატი(თუ რა ქვია)
T A M P L I E R
ერთი წერტილი ან მძიმე მაინც გეხმარა სადმე
ხო რავი აბა, გამოვნოსოვდი
ბლიზაკები კარგი რამეა ნამდვილად გუშინ დავუყენე ჩემს ვექტრას წინები ბლიზაკები, უკან ინდონეზიურები მიყენია, ფირმა აღარ მახსოვს, ჩემპიონ რაღაცა მოკლედ. ჰოდა ეს ბლიზაკები შარშანდელებია. ძალიან გამძლეებია, თითქმის არ გაცვეთილა, მოჭიდებაც კარგი აქვს. შარშან ივაჟკაცეს კარგად თეთრიწყაროს გზაზე აქეთ-იქით. ასურეთის აღმართები იყო კარგად მოყინული და ციგებივით სრიალებდნენ მანქანები
Power_VANO
ბლიზაკები რა არის??
T A M P L I E R
T A M P L I E R
ფასი?
280
მეც საყიდელი მაქვს კორსაზე 2 ცალი, 40 გელა ღირს
2 ცალი უფრო იაფი ღირს.ეს 4 ერთნაირი ავიღე დაიმიტომ გამოვიდა ძვირი
ჩელე
ჩემი ძმა ხო ხარ? ერთი თხოვნა მაქვს შენთან, ერთი კაი კაცი(სპონსორი) შემპირდა, გიყიდიო საბურავებს. ვარჩიე, ვარჩიე და ბოლოს ესენი ამოვარჩიე.
http://www.radikal.ru
ეხლა რა მაინრეტესებს, გამიგე რა ღირს? და მიახლოებით რამდენით დამჭირდება კიდე ჩემი აჩუს აწევა?
ეს მანქანა ქე იცი ვისიც არის!
აუ რა მაგარი საბურავებია მეც მინდა ეეგეთები
ეჰ დათო კი კაია მაგრამ დაგტანჟავს ტო
ისე ამხელა საბურავების ტრიალს, კაი ტრაკიც უნდა : ))) ძრავი გაგიქაჩავს რო?
Davitus
წესით უნდა გაქაჩოს!
T A M P L I E R
არ დამტანჯავს, დისკებსაც დავითრევ და როცა სადმე ისეთ ადგილას წავალ მარტო მაშინ დავაყენებ!
ROVER
ოო აგაშენა ღმერთმა თუ მაგის თავი გაქ მაგას რა ჯობია?მარა ლუფტი არ გააკეთო იცოდე
T A M P L I E R
დისკებიც გრევია!
კარსონას გაუმაჯოს. ეხლა დავოთას სახე წარმომიდგენია როგორი გაბადრულია
ROVER
ხოოოო, ეგენი კი კარგია ჩემო დავით, მაგრამ მაშინ მეორე წყვილი უნდა გქონდეს, თორე ქალაქში მაგით ვერ ივლი, არა, ივლი, მაგრამ დაიტანჯები და თან მალე გაცვითავ, თუ მეორე წყვილად გინდა, მაშინ ბაზარი არ არის....... ეგენი აქ არ იყიდება, ჩამოატანინეს, მაგრამ გაგიგებ და გეტყვი რა ფასში ჩაეტივნენ............ შეიძლება არკების დაჭრა დაგჭირდეს მანქანაზე, მაგრამ ეგეც არ არის დიდი პრობლემა.........
ჩელე
ROVER
რათ გინდა ეგენი ტო, ოფროუდზე ხომ არ გამოდიხარ? დაგტანჯავს, და შენ
იმის თქმა გინდა რომ ყოველ შაბათკვირას კომპლექტებს შეცვლი?
არ გადაირიო ტო, რამე საშუალო დაითრიე, ეგენი არ დაგჭირდება არასოდეს..........
ნუ ეხლა რომ დათვრები და ექსპერიმენტების ტარებას დაიწყებ და მაგისთვის გაინტერესებს
მაშინ კი ბატონო
ყოველ შაბათკვირას რატომ როცა მეცოდინება რომ 8 კილომეტრი მომიწევს ტყეში, აღმართზე ფეხით სიარული მაშინ დავაყენებ!!!
და შენი მანქანა რომ მეყოლება ტალახიდან ამოსათრევი მაშინ!!!
ROVER
ROVER
ეგ საბურავემი მიყენია მე და ქალაქში სიარულის მერე მანქანიდან რო გადმოვდივარ ასე მგონი მცემეს LOL
დაანებე თავი თუ სერიოზულ სპორტში არა ხარ მაგის დაყენება სისულელეა. მე ქალაქისთვისაც მაქვს და მიუხედავად იმისა რომ თვეში ერთხელ გავდივარ ოფზე (ხან უფრო იშვიათადაც) გადაყენება გადმოყენება მაწვალებს.
Hushta
ხუშტიკ, ბარემ დააკვალიანე საიდან გამოიწერეთ და რა დაგიჯდათ ეგ სიამოვნება თავის განბაჟებიანად რაა, თორე ვიცი გამჩენი არ დაასვენებს
ხო რა, თუ რამეა ხომ უნდა ვიცოდეთ, თორე საქართველოში დამბოლებლების და დაბოლილების
ბიზნესი მიდის, თან ჩვენზე გათვლილი საბურავები მაინტერესებს, საოფროუნე ნაღდად არავის არ გვჭირდება
წინასწარ მადლობა
Hushta
მდა? დიდი მადლობა ინფორმაციისთვის!
აბა რა ვქნა? არ მინდა მთაში ფეხით ბევრი სიარული
მ/ტ დაბალი პროტექრორზე სანადიროთ, რომ გამოვიყენოთ რა ჩვენი ტრაქტორებისთვის
ჩელე
ეხლა რა მაინტერესებს.... მ/ტ ყინულზე რომ დაუშვა 1.2-მდე ვერ ივლის ვითომ ?
ხო მართლა – მეორეადი მ/ტ myauto.ge-ზე ყრია საბურავების განყოფილებაში
ეს A/T და M/T გავიგე და H/T რაღა ოხრობაა ???
M\ტ დააყენე და მაგარი იქნება
გიორგი
ალბათ HARD
ხმა რატო არ აქვს??
T A M P L I E R
ანუ მე ისეთ დასკვნამდე მივედი, რომ კომპლექტში სასურველია გქონდეს ერთი M/T და ერთი I/T
მუშაობს ნიკა ხმა და შენსას ჭირს რაღაცა
აუ არ ვიცი გამიტყდა
ეგ არ ვიცი მაგრამ აი ეს საბურავი მეყენა სულ ახალთახალი ჯიპზე, კაი დაპრესიი თოვლი იდო გზაზე 80-90 მივდიოდი და მე ამან დღე მაყარააააააააააააააააააააა
http://www.radikal.ru
გრიზლი
90 ით, დაპრესილ თოვლზე ჯაჭვებითაც არ დავდივარ, მაგარი გაგირისკავს
გრიზლი
თანაც A/T არი ეგ საბურავი და 90-ით თოვლზე რა მიგარბენინებდა ???
რავი აბა დილა იყო ძალიან ადრე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ბოლნისში ვგაზავდი და ეტყობა ნელ-ნელა შევეპარე რა ისე რომ ვერ გავიგე
საბურავები მინდა 16 იანი და არ მინდა ცალში 350 ლარის გადახდა
მეც
აქ ვიღაცის რაღაც იდო და რა ვიცი მე სად არის
აღარ მახსოვს ვინ დადო, მაგრამ ლინკისთვის დიდი მადლობა ვინც დადო საბურავებზე. შეგიძლიათ მომილოცოთ მაგარი ბაჩები ჩავაცვი ჩემს პიპიას. განსაკუთრებული მადლობა ჩელეს
ჭალიმგელა
ახალ?ზამთარ?
MT ებია, სურათებსაც დავდებ
ჭალიმგელა
მომილოცავს ძმაო, აბა სულ კარგი ტალახები და ბუქსირი არ დაგჭირვებოდეს......
ოხ მე რო არ გყავდეთ რა
T A M P L I E R
შენ იყავი ხო? თუ ზორო იყო
გილოცავ
მართლა მაგჰრებია, ხვალ მივასურათებ. თან აწია კიდევაც. რაოოო??? ოფფ როუდი როდის არისო???
ჭალიმგელა
ჩააცვი უკვეეე??? გილოცავ, გილოცავ......... ტალახით გაგეცვითოს.......... არკებში ხომ არ ედება, წინ განსაკუთრებით..........
ჩელე
700 გელა მიეცი არ გადამრიო
Davitus
600 გელა.
ჩელე
არ მიედო, კი მეშინოდა ცოტა მაგრამ ხოშიან
ჭალიმგელა
გილოცავ ლომო პლატოზე მესამეში იკოს სახლთან, ერთი კარგი გასატესტი ადგილი ვიცი.
ROVER
Davitus
მე არა, ჭალიმგელამ მისცა 600 ოღრაში ლარი............. მე რომ გადმომაბრუნო, 600 თეთრი არ გადმომცვივა ჯიბიდან..........
ზატო ესენი მაქვს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
გილოცავ კიდევ ერთხელ
ჭალიმგელა
იფ იფ იფ აი საღოლ,ეხლა კი მჯერა შენი მანქანის აწი ბუქსირი აღარ დაგჭირდება გილოცავ!!!
ხო მოლოცვის პონტში გეტყვი რო ბუქსირი არ დაგჭირვებოდეს !!!
ჭალიმგელა
ვახ ვახ, მაგრა მაოუხდა, სულ სხვა ვიდი აქვს მანქანას, ცოტა აწეულიც მეჩვენება, და სრულად რომ აქვს შევსებული ბუდე უფრო ლამაზ ვიდს აძლევს, სიარულის დროს როგორია, ძაან ხმაურობს? გრუბია?
მოკლედ გილოცავ, სულ კაი ტალახებში გევლოს
იფ იფ მაგარია არ გავტესტოთ გოუდის ზიპინი
ჭალიმგელა
ერთი საერთო სურათი გადაგეღო რომ მთლიანად გამოჩენილიყ მანქანა
ხმა ექნება, მაგრამ ფანჯრებს ამოუწევ, მაგნიტოფონს ჩერთავ და ვერაფერსაც ვერ გაიგებ
იფ კაია , აბა კაი ტალახებში გაგეცვვითოს , ისე ხმაური მეც მაინტერესებს განსაკუთრებით 100-ის მერე
ხმა კი აქვს. ტუ 134 რომ ფრინდება ეგეთი
ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს
დიდი განსხვავებაა P255 70 R16 და P245 70 R16 შორის ?
245-იანები მიყენია ეხლა და მეპატარავება, პროტექტორიც სლაბად არის და მინდა გამოვცვალო.
jagermeister
რაიიიი???
jagermeister
245 არის სიგანე, 70 არის სიმაღლე, 255 უფრო ფართოა პრინციპში უფრო ლამაზად შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ჩვენს ტალახებში უფრო მარალი და ვიწრო საბურავები ჭრის, იმიტომ რომ გრუნტის ფსკერიანი ტალ;ახები უფრო ჭარბობს, ვიდრე ჭაობის ტიპის,
შესაბამისად, ტალახს რომ მოთხრის საბურავი დაბუქსავების დროს და მივა გრუნტამდე, მოჭიდება იზრდება და ადვილად ამოდის...
ფართო საბურავები უფრო ჭაობისებური ტალახებისთვის ვარგა, სადაც ფსკერზე გრუნტი არ გვხვდება და რაც არ უნდა თხაროს ტალახი საბურავმა მაინც უფრო ეფლობა
მე გირჩევ თუ არკებში არ მოედება, 75 იანი აიღე, უფრო ამაღლდება კლირენსი და უფრო მაღალი პროტექტორებიც ექნება
Davitus
მოხდენის ამბავში მსუქანა საბურავები უფრო მოუხდება ხო : ]
გავივლი ელიავაზე ამ დღეებში და გავერკვევი ცოტას
jagermeister
ფართო საბურავები წვას მოუმატებს, მერე ტალახი რომ აეკრობა მაგხელა ფართობს საერთოდ ორმაგი წონის გახდება საბურავი, პრინციპში შენს ექსპლორერს მხეცი ძრავი აქვს, არ გაუჭირდება მაგეების ტრიალი მთავარია არკებს არ მოედოს
jagermeister
არა, სიმაღლე იმდენად არა რომ შეამჩნიო, უმნიშვნელოდ, ფართო საბურავებს შემხები ფართობი მეტი აქვს, შესაბამისად ხახუნის და წინაღობის ძალა მეტია, მაღალი საბურა ის სიმაღლე, ოდნავ არის მომატებული და რადიუსი არ მოქმედებს წვაზე
jagermeister
მე ხო რას ამბობ, პრაფესიონალი პაკრიშკოლოგი ვარ
არსად გეგულებათ 16 იანი საბურავები? 4 ცალი
BEK_M
კი მეგულება, თეგეტა მოტორსში
ნეტმა გამიჭედა...
დაწერე, რა საბურავები გინდა, რამდენად ნახმარი, და შემოვა ვინმე მადლიანი და დაწერს რამეს
მეც შენს დღეში ვარ, ოღონ 15 იანს ვეძებ მე MT 70% ი მაკმაფოყოფილებს სავსებით
Davitus
საბურავებშI დიდად ვერ ვერკვევი 16 იანი რო მჩირდება ეგ ვიცი ძაან ნახმარი რო არ იყოს და თოვლში და ტალახში კარგად იმუშაოს
BEK_M
და რამდენს იმეტებ ისიც დაწერე
მე 500 გელაზე მეტი ვერ გამცვივდება სულ რომ კედელზე შემომაბერტყონ
გურგენა
თეგეტას აქვს ვსესეზონნის ეძახის დაახლოებიტ ეგეთს ვგულისხმობ
ერთი კომპლექტისთვის ეგ გირჩევნია, მაგრამ ტალახებში ვერაა ხოლმე მთლად ჯანმრთელად
გურგენა
იმენნა ტალახის საბურავი თოვლშI როგორია?
ტალახის საბურავი თოვლში უფრო ცუდია, ვიდრე ა/ტ ტალახში (ეგრე მგონია, უფრო კომპეტენტურ პასუხს ჩელე გაგვცემს). თან მით უმეტეს მონადირეები ვართ და არა ოფროუდელები. სანადირო ადგილებს ვეძებთ და არა ტალახებს. პატარა ტალახში ა/ტ-ითაც შევძლებთ გადაბობღებას
მეც მაგ აზრზე ვარ
M/T ები ყინულზე არ ვარგა, თოვლში არა უშავს, გუშინაც გავტესტეთ ვიტოს საბურავები, სადაც ცურავდა თხრიდა და მაინც არღვევდა თოვლს
აი ჩელეს რჩევები საბურავებზე: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=95
ჭალიმგელა
შენ სადაც იყიდე თუ იცი 16 იანები არ აქვთ?
BEK_M
მე კერძო პირისგან ვიყიდე
მოკლედ ჩამოვაყალიბებ:
ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს როგორც იცით, აი მაგალითად იოკოჰამას ტალახის საბურავი ტალახში კარგია, უბრალოდ კალეიდან ამოხტომა ცოტა უჭირს, მაგრამ დანარჩენი მიაწექი როგორც გინდა (ტალახზე მაქვს საუბარი) ყინულზე და დატკეპნილ თოვლზე ცურავს, დიდ თოვლს კი ხოშიანად უმკლავდება ანუ გაუკვალავ თოვლს კარგად ერევა რაც დიდი პლიუსია, მაგრამ ყინულზე და დატკეპნილ თოვლზე როგორც ვთქვი ცურავს ანუ უნივერსალური არ არის, რაღაც მინუსები აქვს როგორც ხედავთ
რაც შეეხება ე.წ. ,,ვსესეზონნის,,- მართალია პატარა დაბრკოლებებს უმკლავდება, მაგრამ დიდი და ბევრი არაფერია ანუ დიდ ტალახში იმის გამო რომ წვრილი პროტექტორი აქვს, ტალახით ადვილად ივსება და ხდება ,,ლისი,, რაც უკვე დაბრკოლებაა თავისთავად, თოვლზე და ყინულზე კი არაუშავს...........
აქვე ავღნიშნავ ერთსაც: ადრეც დავწერე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავი რამდენ ატმოსფეროზეა გაბერილი, ყოველთვის ეცადეთ რომ ტალახში და თოვლზე არ იაროთ მაგალითად 2.5 ატმოსფეროზე, 1.8-ზე მაინც დაუშვით, რადგან უფრო იმატებს ამ შემთხვევაში გამავლობის ხარისხი, ძალიან დაშვება არ ვარგა, რადგან ,,ზაბარტოვკის,, დიდი შანსია, მაგრამ ამ შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ მინიკომპრესორი, რომ სამშვიდობოს გამოსვლის შემთხვევაში ისევ გაბეროთ საბურავი..........
ანუ რა გამოდის:
უნდა გქონდეს სეზონური საბურავები თავისი დისკებით, რაც არც თუ ისე იაფია...........
ერთიც გაითვალისწინეთ: სადაც ნადირია, იქ ტალახიც არის...............
BEK_M
განმეორება ცოდნის დედააო............ უბრალოდ თუ გაქვს კაცს მაგის ერთი ადგილი, კი უნდა გეგდოს ფარეხში 3 კომპლექტი და დასვენებული იქნები..........
ჩელე
ხო,მაგრამ მაგალითად წახვედი ტყეში, და იქ დაგხვდა ტალახიც თოვლიც და ყინულიც!!!თან ხო არ ატარებ სათადარიგო საბურავებს და ადგილზე ხო არ გამოცვლი
ესეთი შემთხვევისთვის რომელი ჯობიაუნივერსალს რო უახლოვდებოდეს
გოგა
უტვინოები არიან რა უნდა დაამზადონ სამი ერთში ანუ ერთ საბურავს უნდა ქონდეს სამი სხვადასხვა პროტექტორი
ვთქვად სადამ ტყემდე მიხვალ ასფალტი დატკეპნილი და გაყინულია შეხვედი ტყეში და იქ დიიდი ტალახი დაგხვდა და იმის მერე კიდე გაყინული თოვლი და მერე კიდე გასაკვალი თოვლი
გოგა
თუ ზამთარია, ზამთრის საბურავი ჯობია მაინც, იმიტომ რომ ზამთარში ტყეში მაინც უმეტესობა თოვლია შენარჩუნებული და არა ტალახი..........
ჩელე
მოკლედ ვსესეზონნის საუკეთესო ვარიანტი გვითხარი
გოგა
ჰერცოგი997
თქვენ რა გამიტრაკეთ საქმე, ჯანგირაშვილი ვარ, ქრისტე ღმერთი კი არა ვააა, ეს ინჩა მაზალო ტოტა ტოოო.............
BEK_M
ჩელე
მაშინ დაგვანებე თავი ნუ გვიშლი ნერვებს შორეულ პერსპექტივებზე ლექციების კურსით (ციტატა(chele @ 25th January 2010 - 01:13 უნდა გქონდეს სეზონური საბურავები თავისი დისკებით, რაც არც თუ ისე იაფია...........)
გოგა
ეეს მ\ტ ეები რომ არ გვაქვს ამ ოფროუდზე არ დაგვერხევა
ჰერცოგი997
არა რა დაგერხევათ ტოო,იქ იმდენი მაყურებელი იქნება რო მიმწოლი ძალა ვიქნებით
BEK_M
ვააა, მკითხეთ და გიპასუხეთ რაა........... მეც მეშლება ნერვები, იმიტომ რომ ზამთრის საბურავები არ მაქვს, ემტეები რაც მიყენია, უკვე გამოსაცვლელია, დიზელის სისტემა გასაწმენდი მაქვს და 350 ლარი მჭირდება, ძრავის უკანა სალნიკი უშვებს, უკანა ამორტიზატორები გაზელის მიყენია და ოთხივე ,,რემენი,, გამოსაცვლელი მაქვს.............. რა ვქნა ეხლა მითხარი
ჰერცოგი997
მე ისეთი საბურავებით მოვდივარ ასვალტზეს სრიალებს სად იქნება გასვლა?
ჰერცოგი997
ჩვენ არა და შენ კი ნამდვილად დაგერხევა ტროსი იყიდე ან გააკეთე.............
BEK_M
ჩელე
კლუბმა ერთი პროფილაქტიკა რო გახსნას მგონი ყველაზე კარგი იქნება
მე შარაოი მაქვს შესაცვლელი და წინა პილნიკი მარცხენა სახლში მიდევს ნაწილები ვერ გამომიცვლია ჯიპს რომ დაინახავე 100 % უმატებენ ფასსსს ყველაფერზეე
ჰერცოგი997
ხოო, შეინახე ეგ ნაწილები, უფრო სწორედ ,,სერვანდში,, დადე რომ კარგად გამოჩნდეს.............. შედი ხელოსნებში და მონახე მამუკას ნომერი, დაურეკე წინასწარ და და შეუთანხმდი........... დაახლოვებით 30-40 ლარში უნდა გამოხვიდე......... ნუ მაოფებინებ..........
ჩელე
ვერ ვიშოვე 500 ლარად საბურავები და ვერც 1400 ლარი თეგეტაში რო ვიყიდო და რა ვქნა რაც მაქ ეგააა მაინც წამოვალ
BEK_M
BEK_M
ტროსი იყიდე ისეთი რომ შენი მანქანის წონას გაუძლოს...............
ჩელე
ვიყიდე უკვე 15 ლარად რაღაც ყვითელი რემენია და ივარგებს?
BEK_M
ეგ ეხლა რიტორიკული კითხვა დასვი.............. რა თქმა უნდა არა.......... რკინის ტროსი იყიდე და შენ თვითონ გააკეთე, 30 ლარი დაგიჯდება სულ...........
ჩელე
აუ მე რა მოვასწარი ბაჩების დათრევა
ყველა დანარჩენს!
გააჩნია რისთვის გინდათ და როგორი ცხოვრებით ცხოვრობ. მე მაგალითად MT ყველაზე მეტად მჭირდება წელიწადის ყველა დროს. მინუსი არის ყინული და ხმა ტრასაზე რაც უნდა დაიკიდოთ. თუ კვარტალში ერთხელ გადიხართ სანადიროთ ან ტყეში, მაშინ დააყენეთ ყველა სეზონის, ოღონდ საჭირო მომენტში ჩარჩებით სადმე. ჭეშმარიტ მონადირეს MT უნდა ეყენოს, თუ რა თქმა უნდა რამოდენიმე წყვილი არ აქვს სეზონის მიხედვით
ჭალიმგელა
ვიტო
მალადეც უმფროსო, აი ჯაჭვები სულ დამავიწყდა, ჯაჭვები თუ გაქვს გამოდის, რომ ჩვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტ, მაინც M/T საბურავი გამოდი, მგონი მივედით ჭეშმარიტებამდე......
MT + ჯაჭვები = საშინელებას... მე იმ დასკვნამდე მივედი რომ, ყველაზე უნივერსალური არის, AT საბურავები კარგი პროტეკტორებით + ჯაჭვები უნდა გეგდოს 4 კომპლეკტი (ზაფხულში გაცილებით იაფია, ამიტომ ზაფხულში უნდა იყიდო)
ჯაჭვებიანი MT საშინელებაა, ჯერ ხო ჯაჭვებს დედას უხნავს, მაგით დატკეპნილ თოვლზე სიარული საშინლად არაკომფორტულია, მითუმეტეს, ოდნავ ასფალტზე რომ მოგიხდეს შემთხვევით გავლა, ჩათვალე ის ჯაჭვი გადასაგდებია
ამიტომ ჩვეულებრივი AT კარგი პროტეკტორებით არის გამოსავალი, მცირე ტალახში და გრუნტზე მშვენივრად დადის, არავინ შემეკამოათოს მაგაში, + ასფალტზე ხომ კომფორტულია, თუ დიდი თოვლი ან ტალახი შეგხვდება, უშვებ 1.8 მდე და აყენებ ჯაჭვებს, მტ-ზე არანაკლები, კარგი შედეგი თუ არ აჩვენოს ჩამიფურთხეთ მანქანაში
Davitus
კარგი მაშინ შენ ატეები იყიდე და იარე მასე, რა შედეგს მიაღწევ მაგას ნახავ კარგი რაა დავითუს, რას ამბობ აბა? მეცოდება შენი მანქანა, პაჯეროსთვის ჯერ არც კი მიმიფურთხებია და ჩაფურთხებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ნუ მაქნევინებ მაგ ამბავს, მიყვარს ეს მანქანა
ჩელე
შენ შენი MT-ებით იყავი, და მე ჯაჭვებიანი AT-თი ვიქნები და მერე ვნახოთ მერე იმას არ დააბრალო 2 კარიანიაო
Davitus
ვაა, რა კარგად მატყუებ ხედააამ??.............
Davitus
შენ ხომ არ დაგავიწყდა თეთრიწყაროში ქათამზე ჭალიმგელას ატ-ებმა რა მაგრა იარა წუმპეში? მერე 2 მანქანას ერთად რომ ქაჩავდა
ვიტო
ვიტო, ატ-ზე მეტად რომ მტ აფუჭებს ჯაჭვებს მაგას რად უნდა ახლა კამათი, ატ-უფრო რბილია მტ უფრო უხეშია და მაღალი მოკლე ფართობის პროტექტორით ჯაჭვზე უფრო მეტი დაწოლა მოდის ვიდრე ატ-ს მთლიანი საბურავით... ნანახიც მაქვს, ნასიარულებიც მაქვს, ფორუმზეც ბევრისგან გამიგია და კიდე რა ვქნა იაღოვასაც დავიფიცებ თუ გინდათ
ჩელე
მე არ მიტქვამს, MT-ს ჯბია თქო, მტ ტალახისთვის არის შემქმნილი და რომ ვერ აჯობებს რათ უნდა ამდენი კამათი ტო, მე ვამბობ რაც არის სედარებიტ უნივერსალური, თორემ MT-ს იმდენი მინუსი აქვს, არ გავკარი დიდ ტალახში თუ მაგრა გაივლის და სხვაგან ვერსად ვერ მასიამოვნეს და ბევრგან სახიფათოც არის
ჩვენ დიდ ტალახებში არ დავდივართ, და თუ შემხვდა ტალახი, იმის ერთი ადგილიც მაქვს, რომ ცოტა შევწუხდე, გადმოვიდე და ის მონაკვეთი ან ტოტებიტ ამოვავსო ან რამე ჯანდაბით თუ მაინცდამაინც იმ მონაკვეთის გავლის გარეშე ვერ წავალ სანადიროდ
იმ გასვლაზე უსაშინლესი ლისი საბურავები მეყენა მაგრამ ჩავრჩი სადმე? ამავე უბედური საბურავებით საშუალო დონის ტალახიც მიზელია და მიწვალია, მაგრამ ისე არ ჩავრჩენილვარ რომ ვერ გამოვსულიყავი... ხოდა ახლა თვქნ განსაზღვრეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია MT საბურავი, მძღოლი, მანქანა, მანქანის ბაზა, ძრავი თუ იაღოვა
geojorjika
შენ ჯერ იყიდე და მერე იბლატავე ამ თემაში
რით ვერ დააყენე საშველი
Davitus
ყველას თავისი სიმართლე აქვს, აი რეალობა კი სხვაა, სანამ ფაქტის წინ არ დადგები, მანამდე ვერ განსაზღვრავ რა გჭირდება, ასე, რომ მე მაინც ჩემ ბუხარს ვუბერავ და ვიძახი ეეემ-ტეეეეე..............
რა ვიცი, რა ვიცი...........
Davitus
რავიცი ბიჭო არადა ეხლა ვნახე კაი პაჯერო გაიყიდა 1996 , ორი კარი , მარცხენა რული , 2.8 ტურბო დიზელი 4200$-ად და ბანბძI არა M/T საბურავებით
geojorjika
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5826&st=0&#entry195085
T A M P L I E R
15 იანი რომ იყოს დღესვე ვიყიდიდი, ტოისტ ამ ღამესვე
ჭალიმგელა
მაგ ლექსით რისი თქმა გინდა?
კარგი საბურავია ნამდვილად..........
დღეს ელიავაზე საბურავების ახალი პარტია შემოიტანეს, მე ხვალ გავდივარ იქნებ რამე ვიხეირო
http://www.myauto.ge/parts_details.php?part_id=1205356
http://myauto.ge/car_details.php?car_id=1210926
Davitus
ელიავაზე ჩემი მანქანისთვის მინდა საბურავების ყიდვა ხოდა სად ჯობია ყიდვა შიგნით ბაზრობაზე თუ გარეთ კორპუსის ქვევით როა ვულკანიზაციები? 225/55 მინდა 16-იანი...ან ვინმეს ნაცნობი ხო არ გყავთ მართლა?
უი მართლა, ბიჭებო, საბურავები იშოვება მუხიანისკენაც, შეშელიძეზე რომ ამოუყვები, მარჯვნივ არის თეგეტა მოტორსის ფილიალი. იმის გვერდითაა ვულკანიზაცია. ძალიან ბევრი საბურავები აქვთ, ჩამოაქვთ როგორც ვიცი უცხოეთიდან. ახლებიც და მეორადებიც. მანდაც შეგიძლიათ ნახოთ
Power_VANO
ჯიპების საბურავებიც არის? ფასებიც ხომ არ იცი?
ჩელე
კი, უამრავი საბურავი აქვთ, მსუბუქების, ჯიპების და ა.შ. იმენნა M/T-ები არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რომ აქვთ ბეეევრი, ვიცი ფასები არ ვიცი.
ისე, დამიწერეთ ზუსტად რა ზომა და რა ტიპის საბურავები გიდნათ და ზეგ-მაზეგ მოვხვდები მაქეთ, ვკითხავ
Power_VANO
ეგ ზუსტად სად არის შეგიძლია მითხრა? ყიდვას ვაპირებ და დღეს ელიავაზე სასწაულ ფასებს მიხეთქებდნენ რა მოკლედ..
მაჭარა
მოკლედ, გლდანი-მუხიანისკენ რომ მოდიხარ, ორივე სანაპიროდან ერთი გზა ამოდის, შეშელიძე.
აი მაგ შეშელიძეზე ხიდებს ქვეშ რომ გამოხვალ, და ზემოთ ამოუყვები, გლდანი-მუხიანისკენ, მარჯვნივ დაინახავ მაღალ რესტორანს, პიზა ქვია. პიზამდე არმისული, იქვეა თეგეტა მოტორსის ფილიალი და იმ ტეგეტას ფილიალის გვერდითაა ეგ ვულკანიზაციაც, საბურავებს დაინახავ გარედანვე.
ანუ შეშელიძეს რომ ამოუვები, ჯერ არის ეგ ვულკანიზაცია, მერე თეგეტას ფილიალი, მერე პიზა. გვერდიგვერდაა სამივე.
აი რუკაც:
მეტროები აღნიშნულია. გაფერადებული ქუჩა, მონიშნული რომაა, ეგაა შეშელიძე. სამი წითელი ბურთულა აღნიშნავს მაგ ვულკანიზაციის, თეგეტას ოფისის და პიზას მდებარეობას
თუ რამეა, რომ მიხვალთ, უთხარით, ვექტრით რომ მოდის ხოლმე, ზამთრის პაკრიშკები რომ უყენია, ბლიზაკები, იმ ვანომ მოგვასწავლა თქო იქნება ნაცნობობაში ცოტაც დააკლონ
ჰო, ცოტა მელოტი ბიჭია, ნავაჯიშევი ტიპი, სამხედრო შარვლით, ეგ მიცნობს მე.
Power_VANO
აჰა ძმაო: 165/75/16 MT საბურავი ან 185/70/16
Power_VANO
გაიხარე, ეგ ქუჩა არც ვიცოდი შეშელიძე თუ იყო ჯიგარი ხარ, დავადგები აბა დღეს ალბათ..
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5947&st=0&gopid=198503&#entry198503
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5988&st=0&#entry200216
http://myauto.ge/car_details.php?car_id=1210926
ჩემი საბურავებია. ტალაში არის ძალიან მაგარი. იქნებ ვინმეს უნდოდეს 285/75/16
ჭალიმგელა
თოვლზე და ყინულზე რა ქნა MT-მა?
gizovichi
დიდ თოვლში დედა უტირა. პრინციპში ყინულზეც ვიარე და არ გაჭირვებია. მე აწი სულ მტ ებს ვიყიდი ხოლმე
ჭალიმგელა
Davitus
riko Feb 11 2010, 19:25 პოსტი #1
Advanced Member
ჯგუფი: Registered
პოსტები: 255
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 209
მანქანა: MITSUBISHI PAJERO II 3.0 V6, SUPER SELECT, R/DIFF LOCK, YOKOHAMA GEOLANDAR 265/75/16
სასწრაფოდ ვყიდი 35-იანი MICKEY TOMPSON BAJA CLAW-ს, 2 ცალი კარგი პროტექტორით, 2 ცალი არც ისე კარგი
ზომა 35/12.50/15
ოთხივეს ფასი 500 გელა
ამაზე ვამბობდი. ტალახიანებზე დევს
http://www.radikal.ru
285/75R16 70% იანი პროტექტორით
400 მარადმწვანე, ტალახში დედას ხრავს, გაუკვალავ თოვლშიც, ტინულზე დაშვება უნდა 1.2მდე მაინც წნევას
გაჭირვება მაყიდინებს...
mixailo
ძალიან კარგი საბურავებია, სამწუხაროდ ნაყიდი მქონდა უკვე როდესაც მაგის გაყიდვა გადაწყვიტე
ყველას გაუმარჯოს ) მეტ ნაკლებად თვალი გადავავლე აქ გაჩაღებულ სჯა ბაასს.... მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი... 8 თვეა დავდივარ M/T-ეებით, ერთადერთი მინუსი რაც ამ საბურავებს "აღმოვუჩინე" ხმაურია, ყინულზე როგორც ყველა ტალახის საბურავი ითხოვს ყურადღებით სიარულს(თუმცა ჩემს მანქანაზე აბს-ი სპეციალურად მაქვს გათიშული და კონტროლიც ჩემს ხელშია), სხვა მხრივ ამ ტიპის საბურავს ნაკლი არ აქვს, ტალახი და დიდი თოვლი კი მისი სტიქიაა. მე მგონი ამ საბურავებს "სანადირო" უნდა ერქვას!!:)))))))) როდესაც კაცს პრობლემა აქვს იქონიოს რამოდენიმე ტიპის საბურავი M/T უალტერნატივოა....... თან მინდა გითხრათ რომ ერთხელაც არ დაშვებულა!!!!!!!! პლიუსია აგრეთვე სასწაულად ნელი ცვეთა..... მოკლედ მაგარი რეკლამა გამომივიდა)))))))))))))))))) P.S. აქ სად შეიძლება ჩემი მანქანის სურათებით გამარიაჟება?
NNN-504
ეხლავე ვნახავ და იქ დავაგდებ სურათს))
M/T Mud Terrain
A/T All Terrian
H/T Highway Terrian
I/T Ice Terian
ესენი კი გავიგე მარა ეს S/T-ები რა არის ალბათ Snow Terrian ??
ეხლა მაქ ორი საბურავი სხვადასხვა პროტექტორით.
ერთი არის Discover-ის
აი ეს
ამას აწერია S/T
მეორე კიდე იაპონურია აი ეს ეს აგარ მახსოვს სავარაუდოდ A/T-ები უნდა იყოს.
რადგან განსხვავებული ფუნქციის და პროტექტორის საბურავებია ამიტომ ერთდროულად ვერ დავაყენებ ორივეს და შემთხვევით ვინმეს ხო არ გაქვთ მსგავსი პროტექტორის გასაყიდი საბურავი.
აი ზომები
ვყიდი ან ვცვლი იოკოჰამის(გეოლენდერი) ფირმის M/T საბურავებს, ზომით 235/85 R16 მეორადებს , 4 ცალს, ფასი 1ც -120ლ ან გავცვლი 265/75 R16 ზომის მეორად M/T საბურავებში. 877242552 ნიკა.....
აი სურათიც:http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
NNN-504
ყიდვა-გაყიდვა განცხადებების განყოფილებაში დადე.... უფრო მეტი ხალხიც წაიკითხავს და თემაც არ გაოფებდება..
ეხლა კი კითხვა მცოდნეებს: აბა ვინ იცის, საბურავზე ყვითელი წერტილი რას ნიშნავს
საინტერესო რამე ყოფიალ ეგ ყვითელი წერტილი ისე, ყველა საბურავს აქვს ეგ ყვითელი წერტილ-სამკუთხედი? შიდა მხრიდან აქვს თუ?
გიორგი
მართალია დავითუსა.... ერთს დავამატებ, რომ ეგ ყველზე მძიმე წერტილი დისკზე არის პიპეტკის ადგილი ამიტომ საბურავის დისკზე მონტაჟის დროს - ყვითელი ადგილი საბურავზე უნდა მიუსადაგო პიპეტკას
დღეს მაჩუქეს 16 მეტიანი დისკი 2 ცალი ალუმინის, ჩემსას აქვს 15 მეტიანი დისკები და მინდა ამ თექვსმეტიანზე რამე მ/ტ ან რამე ტალახის საბურავების დაყენება, კიდევ მაინტერესბს თუ შეიძლება წინ 15 დისკი რომ დავაყენო და უკან 16 დისკი ხიდს რამე ხომ არ მოუვა
ჰერცოგი997
სხვადასხვა დისკები რეკომენდირებული არაა, მანქანის სავალი ნაწილი მალე დაუცვდება, საწვავის ხარჯიც მეტია
ჰერცოგი997
საერთოდ 4X4 მანქანაზე დისკი კი არა სხვადასხვა საბურავიც არარეკომენდირებულია. ბრუნვათა რიცხვი არ ემთხვევა და ხიდებს დედას უფოქავს
და ორიცალი 16 მეტიანი დისკი რომ ვიშოვო და ერთნაირი საბურავები დავაყენო მაგ შემთხვევაში რამე მოუვა? პროსტა რაც მე მიყენია ეეხლა მაგარი ცუდია ტალახში მაგრად სრიალებს,
ჰერცოგი997
არ უნდა იყოს გამართლებული.დაჟე ორ ხიდიან მანქანაზე ერთნაირი პრატექტორიანი საბურავი თუ არ დააყენე მოჭიდებაც არ აქვს კარგი.
გასაგებია აღარ ვაყენებ
გუშინ ვარკეთილის დასაწყისში(ტუ ვინმეს დააინტერესებს ავუხსნი) კემპს ვეძებდი და მეორადი საბურავების "ოპტავოი"-ს გადავაწყდი სადაც 15-იანი დისკები(რკინა) ვნახე საკაიფო საბურავებით 200ლ 1 კომპლექტიო..... ...6 ნახვრეტიანია....
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=6614&st=0&#entry222996
NNN-504
მე მაინტერესებს რკინის დისკები 6 ნახვრეტიანი საინტერესოა X-ტერაზე წავა? იქნებ ამიხსნათ კონკრეტულად სად არის?
Davitus- გეთანხმები, აბსოლუტურად მართალი ხარ....
ჩიკო-დიღმის გზაზე ვისოლის კალონკასთან რომ ჩაუხვევ პროფილაქტიკაა "NNN"(ან "MMM")-ქვია, მანდ ქონდათ ლექსუსის(მგონი 100-ზე მიდის) დისკები გეოლენდერის მ/ტ საბურავებით , მაგრა იაფად ყიდნენ...(ფასი არ მახსოვს თუმცა მახსოვს რომ ძაან იაფი იყო)
იქნებ ამიხსნათ, ამ ზომის საბურავებში 215/70 R16 და 205/70 R16 სიმაღლეშია სხვაობა თუ სიგანეში? და რამდენია სხვაობა?
levan81
გიხსნით:
215 არის საბურავის სიგანე, მმ-ებში, ანუ 215 მილიმეტრი. პროფილის სიმაღლე 215მმ- შემთხვევაში = 151 მმ. და სხვაობა 205 თან გამოდის 7მმ (ეს საჭიროა იმისთვის რომ გათვალო, არკებს მოედება საბურავი თუ არა)
ანუ მარტივად რომ აგიხსნა კლირენსში (პსადკა, ძარის ისმაღლე მიწის ზედაპირიდან) სხვაობა იქნება 7მმ
ანუ სიტყვაზე თუ გიყენია 205/70 ზე და მიაყენებ 215/70 ს, მანქანა აიწევს 7 მილიმეტრით
Davitus
გიორგი
დიდი მადლობა!
levan81
+ მაგას დაამატე ეს საიტიც: http://www.intershina.ru/tire_calc.php
გარდა იმისა, რაც ბიჭებმა უკვე აგიხსნეს, მიიღებ ინფოს სპიდომეტრის ცდომილების შესახებაც. საერთოდაც, კარგი საიტია ძალიან უცბად მაგ ყველაფრის დასათვლელად
Power_VANO
ნამდვილად კარგი საიტია!
Power_VANO
შენ გაიხარე ვანო
ეხლა დავადგინე რომ ჩემი საბურავები სადღაც 3-4 კმ/ს მაძლევს სხვაობას მეტობისგან ანუ რადარებზე ფრთხილად უნდა ვიყო
Power_VANO
ისე უკეთესი შეგეძლო დაგედო, რაც იანდექსზე პირველი ამოგიგდოიმას რომ ეტაკე ყველაზე ბანძი საბურავის კალკულატორია რაც კი რუნეტში მოიპოვება... ახლა ვერ ვიხსენებ... ვიზუალური კალკულატორი მახსოვს ბევრგან
გიორგი
კაცმა ის იცი პროცენტული მაჩვენებელი როგორ გამოიანგარიშება და ეგ არიცოდი ტო... შევცდი მე შენში... აწი შენი შტურმანი არასდროს ვიქნები, შენს შოფრულ პოფესიონალიზმში ეჭვიმეპარება
ჩემი პაჯეროს საბურავების ზომაა 265/70/R16
და რა მაინტერესებს 255/85/R16 აი ეს ზომა თუ წავა?
გიზოვიჩი
არ წავა, მოედება არკებში...
აგერ არის ვიზუალური კალკულატორი და შენ თვითონ ნახე რა სხვაობებია
http://www.kouki.co.uk/utilities/visual-tyre-size-calculator
http://bysh.com.ua/page6
რას ვერ მივხვდი... დისკი ზომები მეორე საიტზე მოცემულია როგორც დიამეტრი X რაცხა და ET.... ხოდა ეს ET ვერ მივხვდი რას ნიშნიავს....
და ეს რაცხა რისი მაჩვენებელია და როგორ გავიგო ჩემს დისკზე ეგ რაცხა რამდენია ??? ზედ ეწერება ??
მგონი მივხვდი
ეგ დისკის სიგანე ყოფილა.... და ანუ დისკის სიგანე რაღაცნაირად ხომ კავშირშია საბურავის სიგანესთან ??? თუ რა ხდება მანდ ??
ET-ც გავიგე რა არის... მაგრამ ეხლა ისმის კითხვა, როგორ გავიგო ეგ ორი მაჩვენებელი ჩემს დისკებზე....
და რა დროს და რა სახის დაფიქრებას საჭიროებს ეგ ორი მაჩვენებელი ??? ანუ რა კავშირშია ამ მაჩვენებლების ცვლილება საბურავთან და თვითონ ბორბლის არკასთან თუ თავად მანქანასთან.... ვოტ ვ ჩემ ვოპროს !!
ET არის вылет ქართულად არ ვიცი როგორ იქნება, "გამოფრენას" რომ არმიშნავს ეგ ნაღდია
მოკლედ ეს ვილёტი არის დისკის ცენტრის შიდა მხარეს დარჩენილი სივრცე... ეს ვილёტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე
სულ ძირითადად არსებობს 3 ტიპის ვილёტი: დადებითი, ნულოვანი და უარყოფითი
ადრე ნივებზე იყო მაგარ ხოდში, გამოშვერილი დისკები, აი მაგას ქონდა ნულოვანი ვილёტი იმ კალკულატორში, მაგ ET-ს თუ დააკვირდი აქვს დადებითი მაჩვენებელიც, უარყოფითიც და 0-ც შეცვალე ეგენი და მიხვდები ვიზუალურად რაზეც მაქვს ლაპარაკი
ანუ ჩვეულებრივისგან განსხვავებით დისკს უფრო დიდი ღრმული გარეთ ქონდა ვიდრე შიდა მხირდან, შესაბამისად უფრო გამოწეული იყო გარეთ ვიდრე შიგნით შეწეული... ვიზუალურად თითქოს ლამაზია, მაგრამ...
იმის გამო რომ ამ ვილёტი-ის შეცვლით იცვლება ცენტრი და მანქანის მასის ზეწოლა უკვე სხვანაირი კუთხიტ მოქმედებს, როგორც სტუპიცის საკისარზე, ასევე მთლიან დაკიდების სისტემაზე... შესაბამისად ეგეთ შვერილსაბურავებიან ნივებს სულ უფუჭდებოდათ სტუპიცის საკისარი (პადშიპნიკი) და სულ ხადავოის პრობლემა ქონდათ
ვილёტი არკაზე ხშირად არ მოქმედებს, იშვიათად, მაგრამ მოქმედებს ზემოთნახსენებ ნაწილებზე... ბევრმა არ იცის ეს და ვიზუალურ სილამაზეც ანაცვლებს მდგრადობას
სამაგიეროდ ეს ნულოვანი ვილёტი-ები, გატყუებს იმაში რომ, როცა მანქანით მიდიხარ უფრო მდგრადია მანქანა ტრასაზე, და ბევრი ისეთი ნიუანსები აქვს, რაც გაფიქრებინებს რომ უფრო კარგი რაღაც დააყენე, მაგრამ მანქანას რომ სერიოზულად აზიანებს ეგ ფაქტია...
მე ბევრ დისკზე მინახავს შიგნიდან აწერია ET მნიშვნელობა, შენსას არ ვიცი, ქარხნულზე ბევრზე მინახავს და რავი აბა რა გითხრა
Davitus
მივხვდი ვილეტის ამბავს, მაგრამ ეგ ქარხნულად რაც აქვს - იმდენი უნდა ჰქონდეს ?? თუ მაგის ცვლილებით შეიძლება რამე ტექნიკური გაუმჯობესების მიღწევა ??
გიორგი
ქარხნულად რაც აქვს მაგის ცვლილება ბევრიტ არ შეიძლება, კონკრეტულ მოდელზე ქარხანა მაქსიმუმ +/- 5 ით გაძლევს უფლებას სეცვალო, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს... ისე სტაბილურობაში ბევრად ხელს უწყობს მანქანას, მაგრამ დაკიდების სისტემაში ცვეტა გაგეზრდება ყველაფრის, დატვირთვის შედეგად და რად გინდა რო?
რაიყო ფიზიკის გაკვეთილები მოგენატრა?
ისე... რამე ტემა ხომ არ გაგვეხსნა, 4X4 ით მოძრაობის ნავიკებზე, თოვლიან გზაზე, გრუნტზე, დაღმართზე, ტალახში, და ა.შ.
ვინც იცის ტავის გამოცდილებას დაწერს და რარაც ინფორმაციული ბაზა გვექნება, ტალახიანებშიც ვერ ვნახე ეგეთი გვერდი, იქ ყველა პრაფესორია და ყველა ტემაში გაბნეულად არის ცალკეული სიბრძნეები დაპოსტილი
გიორგი
რავი აბა, მე რომ მყავდეს, დავქექავდი და მოვიძიებდი, ახლა არ მყავს და მეზარება
ჩემსას შიგნიდან აწერია, საბურავები რომ შევცვალე მაშინ ვნახე, რომ აყენია მაშინ მეეჭვება, აწერია თუ რა მაგის ნახვა შეძლო
რატომღაც AT საბურავს ვანიჭებ უპირატესობას,
MT მგონია უფრო უხეში და ხარჯიანი ფასი ორივეს
ერთი აქვს, ეგრე არაა ბიჭებო?
გიზოვიჩი
რავი მე MT მიყენია... 100-ის მერე ხმა აქვს... დანარჩენში მშვენიერი საბურავია... თან ჩემი უცნაური MT-ა... M+S აწერია.... ანუ იდეაში ვსესეზონი MT-ა
აიღე ემტე გეუბნები რა
MT აიღეთ ბიჭებო და "პრაკოლები" აღარ შეგაწუხებთ - გავწამდი რა!
მრგვალი კენჭებიც კი საბურავს ხვრეტს აღარ შემიძლია.
Davitus
მსგავსი თემა უკვე გახსნილი მაქვს........
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=95&st=0
გიზოვიჩი
აიღე მ/ტ საბურავი, მოგიწევს ჯურღმულებში სიარული და მერე ა/ტ საბურავი ვერ გიშველის, ამაში მაინც დამიჯერე
ჩელე
გიზოვიჩი
თოვლშიც არ არის ჯაბანი.........
გიზოვიჩი
ეგრე უნივერსალი არ არსებობს არაფერი
გიზოვიჩი
დაუჯერე ტამპლიერს.........
კაი ჯიგრებო დავფიქრდები
გიზოვიჩი
მაშინ ის მითხარი რატომ ანიჭებ უპირატესობას ა/ტ-ს?
ჩელე
უფრო კომფორტულია, თან სად უნდა ვიარო ისეთ
ადგილეში რომ მანქანა გაიჭედოს
გიზოვიჩი
ეუფ ნახე შენც ყველგანმავალი (ნივასავით)
გითხარი უკვე ერხელ სადაც შენ დადიხარ იქ გამოგადგება
გიზოვიჩი
ხოოოო, სად უნდა იარო და ტყეში სანადიროდ, სათებზაოდ, თუ არ აპირებ მაგ მანქანით სიარულს ეგ უკვე სხვა ამბავია, მაგრამ ჩემი აზრით თუ აპირებ, მაშინ მ/ტ ყველაზე ოპტიმალურია............. ჩემი აზრით.....
რაც შეეხება კომფორტს: რომელი უფრო კომფორტია, ადგილამდე რომ ვერ მიხვალ იმის გამო რომ საბურავი არ გივარგა და შეიძლება სადმე გაიჭედო და ფეხით გადიხარ უამრავს და ამასთან ერთად, გზის პირზე ტოვებ მანქანას და მერე გული გისკდება არავინ გამიტეხოსო თუ...
კარგი საბურავი რომ გიყენია და დანიშნულების ადგილამდე მიდიხარ კაცურად და მერე იქიდანაც კაცურად გამოდიხარ
აბა ეხლა მითხარი რომელია ამათში კომფორტი?
ისე კი მაგრად მოუხდება კაცური მ/ტ-ები
აი ეს საბურავები მქონდა შერჩეული
http://pix.ge/
გიზოვიჩ
ეგ საბურავები მე მიყენია და ძალიან კმაყოფილი ვარ,ოღონდ ქალაქში და ტრასაზე. არც ხმაური მაწუხებს,ნორმალური ცვეთაც აქვს და უხეშიც არ არის.
რაც შეეხება თოვლს და ტალახს, დიდი ვერფერი შვილია.
ისე უსახსრობას დეეფსოს თვალები, თვარა უნდა გქონდეს ჯიპის პატრონ კაცს, 2 კომპლექტი დისკებიანად. ერთი A/T და მეორე M/T კომპლექტი.
M/T-ს არანაირი პრობლემა არა აქვს, არც ერთ საფარზე (ასფლატი, ტალახი, მიწა, თოვლი, ხრეში და რა ვიცი კიდე მე რა...) გარდა ყინულისა.... ყინულზეც ან საბურავებს დაუშვებ ან ბოლო ბოლო ჯაჭვებს დაუყენებ (ისე ჯაჭვი მგონი არ შველი ყინულზე ხო ??).... ან ცალ მხარეს თვოლიან ადგილას ჩააგდევ და გულია ვასია... ტაკ შტო თუ საბურავი ხმაური არ გაწუხებს - მაგაზე უნივერსალური საბურავი არ არსებობს....
ხო და კიდე... აქ ზოგიერთი იეღოველი მოწმობს, რომ თითქოს m/t უფრო მალე ცვდება ზაფხულშიოო.... ტყუილია მაგი.... საბურავის ცვეთა დამოკიდებულია მასში რეზინისა და კაპრონის ეფარდებაზე.... და არა პროტექტორის მოხატულობაზე.... ხოდა შესაბამისად არც არადერსაც არ ცვდება... თუ შემადგენლობაში იმდენივე კაპრონია, რამდენიც სხვა ჩვეულებრივ საბურავებში....
მალე ცვდება ზამთრის საბურავები, რომლებშიც რეზინის შემცვლელობა ბევრად მეტია ნორმაზე... მოჭიდების თვალსაზრისით....
გიორგი
ყოჩაღ შენ, 5-იანი პირად საქმეში შეტანით..... საერთოდ მასეა, თუ რეზინის შემცველობა მეტია კაპრონისაზე, მაგ შემთხვევაში ცვდება, მაგრამ არა ისე როგორც ამბობენ, აი მაგალითად: ჩემს რახრახაზე ან თუნდაც რაკარუკაზე, როგორც გინდათ ისე დაარქვით დავაყენე იოკოჰამა გეოლენდერები 2007 წლის ზამთარში დაახლოვებით 60% პროტექტორით, ზაფხულში ისევ ე.წ. ატეები დავაყენე, მერე ზამთარში ისევ იოკოჰამა ვგლიჯე და დღესაც დადის იმ საბურავებით მამაჩემი, უკვე დარხეული აქვს, მაგრამ მაინც დადის, ამით რისი თქმა მინდოდა ალბათ მიხვდით.......... რაც შეეხება ჯაჭვებს: მანქანაში ყოველთვის უნდა გეგდოს რა საფარზეც არ უნდა იყო, რა იცი რა ხდება.....
sabo73
მესამე კომპლექტია-ემ/ეს-ი, ანუ თოვლ-ტალახი
გიორგი
ჩელე
არც ეგრეა საქმე... ცვეთა მ/ტ-ს მეტი აქვს, ვიდრე ა/ტ-ს, მარტივი ფიზიკაა, მ/ტ-ს ასფალტთან შემხები ზედაპირი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ა/ტ-ს, შესაბამისად უფრო მალე იცვითება
ტაჩილაზე ნემსს უფრო მალე გაცვითავ თუ ლურსმანს , ერთიდაიგივე ფოლადის მასალა რომ იყოს
რათქმაუნდა შემადგენლობაში თუ რეზინა ჭარბობს უფრო გაიცვითება, მაგრამ ეგ სულ სხვა სპეკტაკლია
Davitus
კაცოოოუ, მე განა იმას ვამბობ, რომ არ ცვდება მეთქი, ცვდება, მაგრამ არა კატასტროფულად, თან ჩემი მაგალიტიც მოვიყვანე...........
გიორგი
თუ ჯაჭვი გაქვს, ჩააგდე, შენ არა სხვას გამოადგება, შენი რა მიდის და გაჭირვების ჟამს კიდევ ისე კარგად ჩაეტევა არკებშიც, როგორც დაგიბარებია......... ჯაჭვი მართლა მაგარია, აორმაგებს გამავლობას, ძალიან სერიოზული ნივთია.....
გიორგი
თოკებიც ,,მოჟნა,, მაგრამ საჩალიჩოა უფრო
გიორგი
ხოოო, ქარხნული არ ვიცი, არც მინახავს, მე გლეხური თოკები, ძროხებს რომ აბამდნენ ხოლმე ეგეთები მაქვს ნანახი და მერე დაგლეჯილი ბუქსაობისგან, მაგრამ თოკები რამდენადაც ვიცი თოვლშია ეფექტური და არა ტალახში
ჩელე
თოვლში იდეაში ისედაც არ უნდა დაჭირდეს არც თოკი და არც ჯაჭვი...წესით პროტექტორებიც უნდა ეყოს... მე ერთადერთი ყინულის მეშინია ისევ და ისევ იმ მიზეზის გამო - დავითუსა რომ იძახის... ანუ შეხების ზედაპირი
გიორგი
მე ზოგადად ვთქვი კაცო შენი საბურავი რა შუაშია? შეხების ზედაპირის არსს ვერ ჩავწვდი, რას ნიშნავს, ანუ???....
ჩელე
რას ვერ ჩაწვდი შენ კიდე.... მ/ტ ე.წ. "შიპებს" შორის არის დიდი დაშორება ( სიცარიელე) ... ხოდა ეგ სიცარიელე გზის საფარს ხომ არ ეხება ???
გიორგი
უი ხოოოო, ეხლა ჩავწვდი ...... მერე კაცო ის შიპებია რომ იჭერს მანქანას და ეგ შიპები აძლევს გამავლობას სხვა კი არაფერი?
გიორგი
თქვენც კიდევ ეხლა უკვე ატრაკებთ რააა, ყინულზე დააა კაცო ანტრაქტიდაზე ხომ არ მიდიხართ არაა??
ძალიანაც ნუ ჩაუღრმავდებით თორე დეპრესიას აიკიდებთ....
ჩელე
კაი ეხლა... ყინული ზამთარში ბერგან გხვდება... სხვა თუ არაფერი ხაშურის და ბაკურიანის გზა გაიხსენე
გიორგი
არა, ხოოო, მაგრამ.... რა ვიცი აბაა??....
Davitus
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=7585&st=0&#entry256736
ვიღაცას უნდოდა 16 იანი დისკები თან საბორავიც აქვს
BRIDGESTONE DUELER H/T 205R16C 8PR 110/108S
ეს რა ზომაა გამარკვიეთ, რაგაც ვერ გავიგე
ხო მგონი ბორტის სიმაღლის აღმნიშვნელი აკლია
კი აკლია, მაგრამ 205 ძალიან დაბალი არაა ჯიპისთვის?
BMW-ს ზომაა 205/55/16 ტროიკის და პაჯეროც იგივეა
გიზოვიჩი
205 განია და არა სიმაღლე... და იდეაში გამავლობაში რაც ვიწროა - მით უკეთესია ჯიპისთვის ყოველშემთხვევაში - ტალახში მასეა...
შედარებისთვის ჩემი საბურავების განი არის 265 მილიმეტრი... ანუ ეგ 6 სანტიმეტრით ვიწროა....
მაშინ ჰოოოოოოოოოოოოოოო
მაგრამ ძაან ვიწროებს მე არ გირჩევდი მაგალითად სულ ტალახში ხომ არ უნდა იარო და ტრასაზე განივრები ჯობია - და ყინულზეც... უფრო მდგრადებია... მოსახვევში ცოტა მეტი გამეტებით რომ შეხვიდე - ვიწრო შეიძლება მოგისრიალდეს კიდევაც მოჭიდების ფართობი ნაკლები აქვს და მიტომ.... ტალახში იმიტომ ჯობია ვიწრო და მაღალი საბურავები, რომ ჯერ ერთი სიმაღლე კლიერნს მატებს, მერე კიდე იქ მუღამი იმაშია, რომ ლაფი ამოთხარო და შედარებით უფრო მყარ გრუნტზე მოჯდე... იგივე ხდება თოვლშიც.... სხვა დანარჩენში ვიწრო საბურავები მაინც და მაინც გამოსადეგარი არაა.... და შესაბამისად არა უნივერსალურია....
http://myauto.ge/parts_details.php?part_id=1827065
აბა როგორია? ღირსსსსსსსსსსსს?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)