თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ OFF-ROAD ამბები!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 20:26

აჰათ თქვენ თემა და იჭორავეთ რამდენიც გინდათ!

ესეც სურათი განწყობისთვის!





პოსტის ავტორი: nik@a Mar 23 2013, 20:29

T A M P L I E R
ნიკოლოზ რომელია შენი ფავორიტი მანქანა ამ საქმისთვის ფასით და წლოვანებით რო არ ვიყოთ შეზღუდული რომელს აირჩევდი...

პოსტის ავტორი: rezident Mar 23 2013, 20:29

T A M P L I E R
შენ მანქანაზე ოთხივე ბორბალი ექაჩება? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 21:09

უიჰ ვიღაცის პოსტი წამეშალა და ბოდიშს მოვითხოვ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 21:25

[b]nik@a
გააჩნია რისთვის ნიკოლოზ!
რომელიღაც თემაში კი ჩამოვაყალიბე ჩემი მიდგომა ამ ამბავთან და ისევ ისეა! newsmile05.gifჯერ არ შემცვლია!

აქაც ვიტყვი მაშინ!

ოფროუდი და ტალახობა იყოფა რამდენიმე ეტაპად.
მე მაგალითად შესაძლებლობა რომ იყოს ვიყოლიებდი რამდენიმე სატალახო მანქანას!

1. ექსპედიციისთვის განკუთვნილი მანქანა
2. trophy-სთვის განკუთვნილი მანქანა "კოტლეტა"
3. თრაიალისთვის განკუთვნილი მანქანა

ამით დავკმაყოფილდებოდი!ჯერ D.gif D.gif

ეხლა განვიხილოთ რა რა არის და რატომ მინდა:

ექსპედიციონნიკი
არის მანქანა რომელსაც შეეფერება სახელი "ძროხა" "ავტობუსი" "ვეშაპი" და ა.ს.შ. newsmile05.gif
იგი უნდა იყოს დიდი ტევადობის!
ზომიერად დიდი ძრავით
საიმედო
და
კომფორტული

მე რომ ფინანსები მქონდეს საექსპედიციო ჯიპად ავიღებდი ან ტოყოტა 100 ან ტოყოტა 105
სხვა ექსპედიციონნიკებიც ჰყავს ტოყოტას მაგრამ მე ესენი მომწონს!
ეს რაც შეეხება ჩემს მოწონებას და ისე ბევრი მანქანის გამოყენება შეიძLება სამაგისოდ!რის ჩამოთვლასაც არ მოვყვები!
1.დავლიფტავდი ბოდი ლიფტით
2.მოვარგებდი ზომიერად დიდ საბურავებს
3.წინა უკანა ძალოვანი ბამპერი
4.სახურავზე საბარგული დიიიიდი
5.წინა ბამპერიდან სახურავზე ტოტამრიდები
6.სახურავის საბარგულზე დიიიდი და ყველაგნ მხედველი დეზლა ფირმის ჰალოგენები
7.საბარგულს გვერდითა მხრიდან ჩავუმონტაჟებდი ფარდას
8.კარგ აუდიოსისტემას მივცემდი მუცელში
9.დამატებითი საწვავის ავზი უკანა კარებზე(პო იდეე საქართველოში არ გჭირდება მარა მაინც)
10.კიბე (საბარგულზე ასაძვრომად)
11.უკანა ბამპერი აერბესებურად ორ საბურავიანი
12. ჯალამბარი!
ჯერ ვიკმარებდი! D.gif

ასეთი მანქანით შეგიძლია შემოიარო მთა და ბარი მთელი საქართველოს მაშტაბით(ნუ სანახავს ნახავ რა!თორე ყველა ადგილი ადვილად მისადგომი როდია)

TROPHY CAR "კოტლეტა"
რას ვეძახი მე ტროფი მანქანას
ტროფი მანქანა არის განკუთვნილი ძალიან ჰარდოფზე სასიარულოთ რომელმაც უნდა გადალახოს ყველა დაბრკოლება(ნუ თითქმის ყველა)უნდა გაიაროს ყველგან და მოვიდეს სახლშI ცოცხალი D.gif
ამისათვის საჭიროა:
1.ხიდები ვოლვო ლაპლანდერის
2.ძრავი(არ მიფიქრია მართალი რომ გითხრათ ამ თემაზე და მაინცადამაინც ვერც ვერკვევი ძრავებში)რამე კარგი გამძლე და ძლიერი
3.გადაცემათა კოლოფი ავტომატი(მომკალი და ავტომატი მირჩევნია ამ საქმეში)
4.გამაძლიერებელი კიტით
5.რამაც რამე კარგი ძლიერი დიდი მნიშვნელობა არ აქვს რისი იქნება
6.რამე მანქანის ძარა რომელიც გაიჭრებოდა შუაზე(ანუ არც ცხვირი ექნებოდა არც უკანალი)
7.ეს ყველაფერი დუგებში ევროსტანდარტების მიხედვით
8.წინა უკანა ჯალამბარი
9.ორი ოპტიმას მაღალ ამპერიანი აკუ
10.დიიიდი საიმექს ექსტრემები(სამ ზოლიანი 36-ები მომწონს მე თან დაჭრილი xexe.gif )
11.ამორტები აირშოკერები ფოქსის
12.დანარჩენს აღარ დავწვრილმანდები წიპა შნორკელები და რამეები D.gif

თრაიალის მანქანა!

ნუ ზემოთ იმდენი ვიოცნებე უკვე გავძეხი და კაიფში ვარ!

აქაც რა:
თითქმის ტროფის მანქანაა ოღონდ ხიდები მეტად სკარასნოი
ძარა არ არის საჭირო
დადუგულია ცოტა სხვა გეომეტრიით
დიდი ძრავი
ავტომატი კარობკა
წონა კარგად გადანაწილებული
კარგი რაზვაროტი
კარგი ხოდები
ბედლოკები
ზოგი აყენებს უკანა მოხვევის ხიდებს მაგრამ მე ჯერ ვერც მივხვდი ეგ როგორ მუშაობს და მუღამიც არ მაქვს ჯერ მაგის!კარგი რული თუ ხარ წინა მოხვევის ხიდითაც გადააფხრეწ ყველას შეჯიბრს!
და კარგი საჭე

ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა D.gif
ბევრი რამე დალაგებულად ვერ გადმოვეცი და მაპატიეთ!
ზოგადად მიმოვიხილე ჩემი ფანტაზიები და ცოტა გამოვეთიშე ჩემს პრობლემას.რისთვისაც დიდი მადლობა.[/b]

პოსტის ავტორი: კალვერა Mar 23 2013, 21:27

ლანდ როვერ და მერსედესი ჯ-კლაი მიმაჩნია მე ყველაზე საჩვენო პიპიებადnewsmile05.gif ტევადობა +გამავლობაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: xishnika Mar 23 2013, 21:28

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 23 2013, 22:09) *
უიჰ ვიღაცის პოსტი წამეშალა და ბოდიშს მოვითხოვ

ბოროტი newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: rezident Mar 23 2013, 21:28

რანერია მაგ საქმეში თითქმის იდეალური.

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 23 2013, 22:25) *
მე რომ ფინანსები მქონდეს საექსპედიციო ჯიპად ავიღებდი ან ტოყოტა 100 ან ტოყოტა 105

ნიკუშ ეგენი ტალახებში ეფლობიან როგორც ძროხები.

პოსტის ავტორი: megreli Mar 23 2013, 21:32

T A M P L I E R
ფოტო განწყობისტვის ჩაგეთვალა newsmile045.gif newsmile027.gif
კალვერა

ციტატა(irakli kvachadze @ 23rd March 2013 - 22:27) *
ლანდ როვერ და მერსედესი ჯ-კლაი მიმაჩნია მე ყველაზე საჩვენო პიპიებად

გეთანხმები newsmile05.gif
და + ამათ Jeep Wrangler -ბი newsmile05.gif
რაც ვიდეოებით მინახავს იმას ვამბობ newsmile05.gif წელს თუ დავესწარი ოფროუდს ჩემი დებიუტი იქნება D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 21:34

rezident
აჰა მოვიდა ჯოჯო D.gif

ექსპედიცია წარმომიდგენია თუშეთში სვანეთში აჭარაში და ასეთ ადგილებში
ტალახში და მაიმუნობებში მეორე ვარიანტი D.gif

rezident
უუთხარი ამათ რომ ისინი სცდებიან ლენდროვერის ამბავში D.gif

ციტატა(mengreli @ 23rd March 2013 - 22:28) *
ბოროტი

ბოდიში ხომ მოვიხადე D.gif

პოსტის ავტორი: rezident Mar 23 2013, 21:34

1. რანერი საექსპედიციოთ.
2. ვრანგლერი თრაიალისთვის.
3. სამურაი (თუმცა მაგ მანქანის ატანა არ მაქვს) ორიენტირებისთვის.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 21:38

rezident

ციტატა(rezident @ 23rd March 2013 - 22:28) *
რანერია მაგ საქმეში თითქმის იდეალური.

რაშია ჯანა რანერი იდეალური?? D.gif

rezident
ციტატა(rezident @ 23rd March 2013 - 22:34) *
1. რანერი საექსპედიციოთ.
2. ვრანგლერი თრაიალისთვის.
3. სამურაი (თუმცა მაგ მანქანის ატანა არ მაქვს) ორიენტირებისთვის.

მაპატიე მაგრამ უნდა შეგედავო D.gif

რანერი საქსპედიციოდ არის ორი ადამიანისთვის კარგი(ისიც ისე რა)
მძღოლისთვის და შტურმანისთვის D.gif
გრძელ გზაზე რანერში ვინც მჯდარა უკან დამეთანხმება D.gif

ვრანგლერი კი თრაიალისთვის კარგია!

აი სამურაის კი რა გითხრა!ეგ პრაქტიკამ აჩვენა რომ კარგია თორე ჩაჯექი შიგნით და ნახავ რაც არის D.gif
ნე კაკოი რამანტიკი D.gif

პოსტის ავტორი: rezident Mar 23 2013, 21:40

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 23 2013, 22:34) *
rezident
ექსპედიცია წარმომიდგენია თუშეთში სვანეთში აჭარაში და ასეთ ადგილებში

ომალოს ასასვლელში ერთხელ ისეთ წვიმაში მოვყევი და ისეთი ტალახი გაიჩითა კინაღამ ფხოველამდე დავატრამპლინე newsmile045.gif
ციტატა( T A M P L I E R @ Mar 23 2013, 22:34) *
უუთხარი ამათ რომ ისინი სცდებიან ლენდროვერის ამბავში D.gif

ვეტყოდი მარა შტურმანი მეშინია არ გამინაწყენდეს D.gif

T A M P L I E R
შენ რო რანერი გყავდა მაგას ნუ ადრი. მესამე თაობის რანერში ძალიან ხოშიანად ჯდება ხალხი.

პოსტის ავტორი: megreli Mar 23 2013, 21:42

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 23rd March 2013 - 22:25) *
6.სახურავის საბარგულზე დიიიდი და ყველაგნ მხედველი დეზლა ფირმის ჰალოგენები

thinking.gif ბრაკონიერობისთვის ? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 21:44

rezident

ციტატა(rezident @ 23rd March 2013 - 22:40) *
ომალოს ასასვლელში ერთხელ ისეთ წვიმაში მოვყევი და ისეთი ტალახი გაიჩითა კინაღამ ფხოველამდე დავატრამპლინე

მერე ასი ან ასხუთი ვერ გაივლიდა მანდ?ან შენ ვერ გაიარე? newsmile05.gif


ციტატა(rezident @ 23rd March 2013 - 22:40) *
ვეტყოდი მარა შტურმანი მეშინია არ გამინაწყენდეს

ხო კაი აღარ უთხრა D.gif

მესამე თაობის რანერითაც მიმგზავრია ჯანა!მოკლედ ერთი ხრენია რა!
შედარებისათვის ჩაჯექი რანერში უკან და მერე 100-105 ში და იგრძნობ განსხვავებას

პოსტის ავტორი: rezident Mar 23 2013, 21:48

რანერი რულამს დამიჯერე.

პოსტის ავტორი: nik@a Mar 23 2013, 21:55

ბევრი ღამე რომ გაგიტარებია მაგაზე ფიქრში მივხვდი D.gif D.gif

ისე კი ჩემი ოცნებაც გ კლასია. თუნდაც მინიმუმ 86 იანი... მართლა იდალურია მონადირისთვის.

პოსტის ავტორი: megreli Mar 23 2013, 21:59

nik@a
http://postimage.org/
http://postimage.org/
ა ჯიმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 22:42

ნიკა პოსტი წაგიშალე!წესიერად ატვირთე სურათი

პოსტის ავტორი: nik@a Mar 23 2013, 22:55

T A M P L I E R
არაუშავს რაიმე მნიშვნელოვანი პოსტი ეგ არ იყო, პროსტა ჩემი ბრალი არა, რადიკალი ურევს. ზომებს სწორად ვუთითებ და თვითონ ამახინჯებს...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 23:10

nik@a
გადადი მერე ჭეშმარით საიტზე!ჯერ არ აურევია არავისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 23:20

ციტატა(megreli @ Mar 23 2013, 22:42) *
T A M P L I E R

thinking.gif ბრაკონიერობისთვის ? D.gif

რა შუაშია ბრაკონიერობა!? აუცილებელია ბრაკონიერობა რომ წესიერი განათება გქონდეს მანქანაზე!
თუ სულით ბრაკი ხარ სულ ხელის ფანრით იბრაკებ და მილიონების ხარჯვა არ დაგჭირდება!

აი ამ შედეგის მისაღწევად არის ეგ ზედა ფარები!!
ტყეში რომ შეხვალ და უზარმაზარ ტალახებში ხარ მერე დააფასებ კარგ განათებას!
მანამ არ გამოსცდი ვერ გაიგებ

პოსტის ავტორი: megreli Mar 24 2013, 00:29

T A M P L I E R
გეხუმრე ilcry.gif
მართლა არ მიგულისხმია ჭეშმარიტი ბრაკონიერობა D.gif


მაპატიე haied.gif

პოსტის ავტორი: rezident Mar 24 2013, 09:52

ესეც განწყობისთვის )
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=37013531930_440866265981295.jpg

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 24 2013, 09:56

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 24 2013, 10:17

T A M P L I E R


105 ეს არის ?


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 24 2013, 10:37

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 24 2013, 10:54

არა რა, ხო ვიცოდი რომ შემოვიდოდი, არადა ისიც ვიცოდი რომ იკბინებიან D.gif

ახა და მეც გიკბენ,

პრაკლადკაა მთავარი და არა ბორბლები D.gif D.gif

აჰა და წავალ D.gif

იშშ D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 24 2013, 10:57

ilariona
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ilariona Mar 24 2013, 11:08


პოსტის ავტორი: ამური Mar 24 2013, 11:19

NISSAN PATROL


SRT

პოსტის ავტორი: თაზო Mar 24 2013, 12:53

ციტატა(nika @ 23rd March 2013 - 22:44) *
მესამე თაობის რანერითაც მიმგზავრია ჯანა!მოკლედ ერთი ხრენია რა!
შედარებისათვის ჩაჯექი რანერში უკან და მერე 100-105 ში და იგრძნობ განსხვავებას

რაიო, რაიო? რანერიო? ხრენიაო? ტიტუუ, ეს რა გვაკადრეს მე და ჩემ თეთრ ზვიგენს! ხელთათმანს გესვრი!! შტო, გძე, კუდა!!

პოსტის ავტორი: საბო Mar 24 2013, 13:07

ilariona

ეს მენდალიანი კაცი, რამდენ ხიდიანია? ტალახებში გაქაჩავს თრევას თუ არა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 24 2013, 13:49

ilariona
ხო რაიყო რას მიყურებ!მართო პრაკლადკა არ შველის ამბავს!(ერთერთი მნიშვნელოვანი როა ფაქტია)
მაგალითად ეს კაძახი

აბა კარგი მანქანა მიგეცა მაგისთვის თუ თავისუფლად არ ამოვიდოდა იქ! D.gif

თაზო
საექსპედიციოდ ჯანა რათ ნერვიანობ D.gif
შენ რა გენაღვლება წინ ზიხარ გამოჟგიმული აბა უკან მჯდომებს ჰკითხე! D.gif

ციტატა(თაზო @ 24th March 2013 - 13:53) *
ხელთათმანს გესვრი!!

სტრელი პრაღაში !!ვსიო!მიფღთხილდი


პოსტის ავტორი: xishnika Mar 24 2013, 16:32

მიცუბიში მონტერო გამოდგება ჩვენ ამბავში http://myauto.ge/cat_model_details.php?&model_id=9809
სოზონამდე თუარა იხვობამდე მაინც უნდა შევცვალო ავტო და მონტერო ნომერ პირველია არჩევანში, ცრვ წინასწარვე გამოირიცხა newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: თაზო Mar 24 2013, 17:38

ციტატა(nika @ 24th March 2013 - 14:49) *
სტრელი პრაღაში !!ვსიო!მიფღთხილდი

იარაღი აირჩიეთ მუსიე! movdivar.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 24 2013, 21:47

თაზო
ცეელსი ბარონ!

xishnika
ჩვენ ამბავში
ანუ სანადიროდ სათევზაოდ და ამბებში გამოდგება!
პ.ს. ისე მე პაჯეროს ავიღებდი ფინანსების შემთხვევაში გაბერილ კრილოებიანს ან გაუბერავს
მონტეროს ჯობია IMHO.gif

პოსტის ავტორი: xishnika Mar 24 2013, 22:07

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 24 2013, 22:47) *
თაზო
ცეელსი ბარონ!

xishnika
ჩვენ ამბავში
ანუ სანადიროდ სათევზაოდ და ამბებში გამოდგება!
პ.ს. ისე მე პაჯეროს ავიღებდი ფინანსების შემთხვევაში გაბერილ კრილოებიანს ან გაუბერავს
მონტეროს ჯობია IMHO.gif

პაჯერო ჯობია რად უნდა თქმა მაგრამ ძვირია,ამ მონტეროს ხიდები როგორ ერთვება ტუ იცი ანუ ბლოკირების როგორი პოზიციები აქვს და სუპერ სელექთზეა აწყობილი??
წინასწარ უნდა ვიფიქრო გაზის ცაყენებაზე და როგორც მითხრეს მესამე რიადი სკამი სადაც იმალება იატაკში მანდ შეიძლება ჩადგეს თავისუფლადო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 24 2013, 22:19

xishnika
აუფ!მართალი გითხრა რომ არ დავინტერესებულვარ არ ვიცი!ეგ და ჰაილუქს/რანერი ერთ კატეგორიაში მყავს და არ ვიყურები მაგათკენ D.gif
ხო მონტერო შედარებით იაფი ღირს მაგრამ თU გაიჭირვებ მგონი მეტ სიამოვნებას მიიღებ

პოსტის ავტორი: xishnika Mar 24 2013, 22:40

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 24 2013, 23:19) *
xishnika
აუფ!მართალი გითხრა რომ არ დავინტერესებულვარ არ ვიცი!ეგ და ჰაილუქს/რანერი ერთ კატეგორიაში მყავს და არ ვიყურები მაგათკენ D.gif
ხო მონტერო შედარებით იაფი ღირს მაგრამ თU გაიჭირვებ მგონი მეტ სიამოვნებას მიიღებ

სიმართლე გითხრა acura mdx უფრო მომწონს მაგრამ მონტერო უფრო მონადირულია და საჯაგჯაგო,პაჯეროს მართლა ვერ შევწვდები,როგორც კატალოგში უწერია უკანა წამყვანი თვლებიტ არი,მერე ირთვება წინები და კიდე აქ ხიდების ჩართვის 2 პოზიცია,ისე ხადავოი მიცუბიშისეული გამზლე უნდა იყოს მგონი

პოსტის ავტორი: megreli Mar 25 2013, 20:29

T A M P L I E R



newsmile041.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif



ფუცკინგ ვიდეო D.gif




პოსტის ავტორი: megreli Mar 25 2013, 20:54







დაიქოქა გოგიიიი !

ეს რეკლამაა თუ მართლა ქაჩავს ეს ამდენს ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 26 2013, 17:33

ჯიმნის აწევა მინდა და დამაკვალიანეთ რა იქნბება, ესეთი საიდუმლოა პრუჟინები და ამორტიზატორების მაღაზია?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2013, 17:47

საჭორაოში დავუწერე ვინცხას და შენ მეგნე!

ყველაზე ამართლებს თუ კარგად გააკეთა ხელოსანმა!
ან გამოდის გადატანა არ არა!

ჯიმნიზე რატომ არ უნდა გამოვიდეს არ ვიცი!რამიანი მანქანაა და ერთი რულავოია ხოლმე პრობლემა და რადიატორი!
მოკლედ მგონია რომ გადაიტანენ
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=1678
ჯერ ეს თემა აითვისე და თუ რამე შეკითხვა გექნება მერე დასწერე

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 26 2013, 18:22

მადლობა ადმინ, მაგრამ უფრო ზუსტ ინფოს ვეძებ, შანსი არაა ვინმეს ეცოდინება როგორ ავწიო, უბრალოდ პრუჟინები და ამორტები რისი მიდის მაინტერესებს დანარჩენს მოვაგვარებ. მადლობა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2013, 18:28

წინ მერსედეს 190 უკან 2109

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 26 2013, 18:47

მადლობა ეგ პრუჟინები
ტუ ამორტები ბარემ ისი ც მითხარი თუ იცი და ძალიან მადლობა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2013, 19:32

რატომ გეზარება წაკითხვა იმ თემის

პოსტის ავტორი: mardi Apr 26 2013, 19:35

D.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 26 2013, 19:36

ვსიო წავიკითხე უკვე გასაგებია. პროსტა ძაან დიდი თემაა იმენა 153 გვერდია 27 მდე გავძელი და მივაკვლიე რასაც მინდოდა, მადლობა.

.

პოსტის ავტორი: rezident Apr 26 2013, 19:47

და რატო გინდა ჯიმნის დალიფტვა?

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 26 2013, 21:02

სათევზაოდ დავდივარ ხოლმე და ცოტა მინდა ავწიო თან მევასება მაგარია

რატო არ ჭირდება?

პოსტის ავტორი: rezident Apr 26 2013, 23:59

fisher leo
ლიფტის ერთადერთი დანიშნულება უფრო დიდი საბურავების დაყენებაა. ლიფტი არც კლირენსს მატებს და გამავლობასაც აუარესებს. ჩემს მანქანას სპორტში ვიყენებ და სრულიად ქარხნულ პარამეტრებს დავუბრუნე. ეგრე უკეთ დადის. თან ჯიმნი რომ ილიფტება მართვის სერიოზული გაუარესება ეწყება რაც ყველაზე ცუდია.

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 27 2013, 10:07

ციტატა(rezident @ Apr 27 2013, 00:59) *
fisher leo
ლიფტის ერთადერთი დანიშნულება უფრო დიდი საბურავების დაყენებაა. ლიფტი არც კლირენსს მატებს და გამავლობასაც აუარესებს. ჩემს მანქანას სპორტში ვიყენებ და სრულიად ქარხნულ პარამეტრებს დავუბრუნე. ეგრე უკეთ დადის. თან ჯიმნი რომ ილიფტება მართვის სერიოზული გაუარესება ეწყება რაც ყველაზე ცუდია.

დიდი მადლობა! აი ეს არის ნამდვილი გულითადი რჩევა. ძალიან დიდი მადლობა შენ უცნობო ამხანაგო კარგი ადამინი ხარ გმადლობ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 27 2013, 12:44

ქართველებს ოდითგანვე ზარმაცი ბუნება გვქონდა!შრომით რამის მიღწევას სხვისი ნაშრომის ადვილად მიღება გვერჩივნა ყოველთვის.
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 27 2013, 12:48

ეე კაი რა ადმინ 1)მაგის დრო არ მაქ რო ვარჩიო რომელი ნაწილი წავა, მაინტერესებდა თუ ვინმეს ანალოგი ექნებოდა გაკეთებული და ვიკითხე.2)აგერ კეთილმა კაცმა ამიხსნა და გადავიფიქრე აწევა დავაყენებ ახალ 215/75 რ15 საბურავებს და მეყოფა საკმარისი იქნება. ზარმაცი არ ვარ უბრალოდ დრო არ მაქ და ვცდილობ დროის სწორად დაყოფას ამა თუ იმ საქმეზე. მადლობა ყველას.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 27 2013, 13:00

fisher leo
ეს მე ვიცი რომ გიო(რეზიდენტი)მართალს გეუბნება და ნაღდად ეგრეა მაგრამ რატომ უნდა ენდო ერთი ადამიანის აზრს როდესაც შეგიძლია გადაიკითხო უკვე პირად მაგალითზე გამოცდილება მიღებული ხალხის კომენტარები!
იქნებ იმ კომენტარებში ის ოქროს შუალედია მითითებული რაც შენ გინდა?
მოკლედ მოვრჩეთ.ეს მხოლოდ ჩემი აზრია

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 27 2013, 13:03

წავიკითხე იმ ლინკზე შენ რომ მირჩიე განა ისე დავტოვე, წავიკითხე. როგორ გეკადრება მე ყველანაირ რჩევას მივიღებ, მაგიტომ შემოვედი აქ მადლობა ბატონო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 27 2013, 13:05

newsmile05.gif
ერთჯერ პაჯეროზე დამაინტერესა რაღაც და იმ მიდგომით დავიწყე კითხვა რაც გითხარი D.gifხოდა 50 გვერდი ძლივს გავქაჩე D.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 27 2013, 16:31

მე 27 წავიკითხე უწერიათ კი იქ თეთრი ყავს ერთს აწეული, კარგად კი გამოსვლია მომეწონა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 1 2013, 23:32

ილარა

მოკლედ ასეა საქმე
ფასები შემიძლია გითხრა მაგრამ მცირედი ცდომილება იქნება

პაჯეროს დალიფტვა
წინა მხარე იწევა ტორციონების დატრიალებით
უკანა მხარე იწევა ზამბარის დამატებით ან თუ ორკარიანია ოთხკარიანის ზამბარით შეცვლით

წინა ძალოვანი ბამპერი
გემოვნების და ფინანსების ამბავია
ყველაზე იაფი 500-600 გელა და უფრო მაგარი ხელოსანი თუ გინდა ფული გადმოგდის და ხარისხს აფასებ მეტი ძვირი კიდე

ჯალამბარი 9500ლბ თუ სწორედ მახსოვს 950 გელა

უკანა ხიდის ბლოკირება მოჰყვება სტოკში ევროპულებს ინგლისურებს და ამერიკანცუზულებს ძალიან იშვიათად იაპონურებს მაგრამ ეს ძალიან იშვიათAდ!
თუ არ გაქვს ბლოკი და გინდა ყიდულობ მხოლოდ რედუქტორს და აყენებ ოღონდ არ გირჩევ ტვინის ღერძვაა!
გირჩევ დამშელებში მიხვიდე და ჩეინჟი შესთავაზო!მისცე შენი ჩულოკი ზბორში და იმან ბლოკირებული მოგცეს ნუ თანხის დამატებით რათქმაუნდა!
არის კიდევ აერბეს ამბავი მაგრამ ეგ დაივიწყე

პოსტის ავტორი: ilara Oct 1 2013, 23:39

T A M P L I E R
ძალიან დიდი მადლობა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 25 2013, 14:39

აბა მოგესალმებოთ ოფ-როუდერებო და მეგობრებო, ბევრი ფიქრისა და არჩევნების შემდეგ მაინც ნისანზე შევჩერდი (უფრო მაღლა ვერ მივწვდი), შევიძინე 2002 წლიანი ნისან პათფაინდერი, 3.5 მექანიკა, ჯერ გაღმა ნაპირზეა, 2 თვეში ჩამობრძანდება, ხოდა მაინტერესებს ეხლა რაცხა რაცხეები და დამაკვალიანეთ და მასწავლეთ, ოფ-როუდერების ფორუმზე კი ვკითხულობ ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ იქ ნაკლები აქტიურობაა როგორც ვატყობ და აქაც დავსვავ იგივე კითხვებს D.gif

როგორც მითხრეს ჩემს მანქანას მეორე რიჩაგზე ექნება წარწერები:
2H
4H
4L

თქვენ რას მეტყვით, რა რისი მაქნისია, როგორ და სად უნდა გამოვიყენო?
რომ გადავრთავ უნდა გავჩერდე და ისე გადავრთო თუ მოძრაობაშიც მოჟნა?
იგივე მონაცემების (რიჩაგზე იგივე წარწერებით) მქონე ტოიოტა (მაგალითად) იგივენაირად ივლის თუ სხვა რამეზეცაა დამოკიდებული?

პოსტის ავტორი: AutoBilder Dec 25 2013, 15:56

კუთხა

ესეიგი რა ხდება newsmile05.gif ავტომობილის გამავლობა მხოლოდ ავტომობილზე არაა დამოკიდებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბურავებს, გაქვს თუ არა დიფერენციალის ბლოკი და რაც ყველაზე მთავარია შუასადები, ეგრედწოდებული "პრაკლადკა" საჭესა და სავარძელს შორის newsmile05.gif ანუ მძღოლი. newsmile05.gif

რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას. რახან შენს ავტომობილს ეს ყველა ფუნქცია აქვს, ესეიგი "ფართ-თაიმია" ანუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში უკანა ხიდის მეშვეობით მოძრაობს. წინა ხიდის ჩართვა ხდება 4H პოზიციაზე გადასვლისას, რომლის გამოყენებაც მწარმოებელის მონაცემებით სიარულის დროსაც შეიძლება გარკვეულ სიჩქარეზე, თუმცა იმისათვის რომ სისტემამ უფრო დიდხანს იმუშაოს, გაჩერებას და ისე ჩართვას გირჩევდი. ამავდროულად გაითვალისწინე ისიც, რომ მშრალ, ასფალტიან ზედაპირზე 4X4-ზე სისტემის ხმარება რეკომედებული არაა, ვინაიდან მაგ ავტომობილს, ისევე როგორც "ფართ-თაიმების" უმრავლესობას, ცენტრალური დიფერენციალი არ გააჩნია და წინა და უკანა ხიდები ხისტად უკავშირდება ერთმანეთს. ამიტომ მშრალ, ასფალტიან ზედაპირზე მისმა ხმარებამ შეიძლება ხიდის, ან გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება გამოიწვიოს.
4L - სრული ამძრაობა დამადაბლებელი გადაცემით. ანუ ავტომობილს სიმძლავრე ემატება, გამანაწილებელ კოლოფში უფრო მაღალ კბილანაზე გადასვლის მეშვეობით. აქ ნაკლები ძალა ადგება ძრავს და მანქანა უფრო მძლავრად იღებს დატვირთვებს. კარგია ციცაბო აღმართებზე, დაღმართებზე და ასევე თოვლსა და ტალახში ბუქსაობის დროს newsmile05.gif
და ყველაზე მთავარი, რაც მსგავსი ავტომობილების პატრონებს ავიწყდებათ: როდესაც უგზოობაზე სიარულს დაამთავრებთ და უკანა ხიდს გათიშავთ, გაჩერდით, გათიშეთ და შემდეგ ავტომობილი სადღაც 5 მეტრით უკან დახიეთ, რათა ავტომატურმა ჰაბებმა გაუშვან ნახევარღერძები და წინა ხიდი ნაწილობრივ ჩართული არ დაგრჩეტ, რაც საწვავის ხარჯს გაგიზრდით და ამავდროულად სისტემასაც ადრე თუ გვიან მწყობრიდან გამოიყვანს. newsmile05.gif


პოსტის ავტორი: კუთხა Dec 25 2013, 16:03

AutoBilder
კაეგი ინფოა ნამდვილად, დიდი მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Dec 25 2013, 18:12

ციტატა(AutoBilder @ Dec 25 2013, 16:56) *
კუთხა

ესეიგი რა ხდება newsmile05.gif ავტომობილის გამავლობა მხოლოდ ავტომობილზე არაა დამოკიდებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბურავებს, გაქვს თუ არა დიფერენციალის ბლოკი და რაც ყველაზე მთავარია შუასადები, ეგრედწოდებული "პრაკლადკა" საჭესა და სავარძელს შორის newsmile05.gif ანუ მძღოლი. newsmile05.gif

რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას. რახან შენს ავტომობილს ეს ყველა ფუნქცია აქვს, ესეიგი "ფართ-თაიმია" ანუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში უკანა ხიდის მეშვეობით მოძრაობს. წინა ხიდის ჩართვა ხდება 4H პოზიციაზე გადასვლისას, რომლის გამოყენებაც მწარმოებელის მონაცემებით სიარულის დროსაც შეიძლება გარკვეულ სიჩქარეზე, თუმცა იმისათვის რომ სისტემამ უფრო დიდხანს იმუშაოს, გაჩერებას და ისე ჩართვას გირჩევდი. ამავდროულად გაითვალისწინე ისიც, რომ მშრალ, ასფალტიან ზედაპირზე 4X4-ზე სისტემის ხმარება რეკომედებული არაა, ვინაიდან მაგ ავტომობილს, ისევე როგორც "ფართ-თაიმების" უმრავლესობას, ცენტრალური დიფერენციალი არ გააჩნია და წინა და უკანა ხიდები ხისტად უკავშირდება ერთმანეთს. ამიტომ მშრალ, ასფალტიან ზედაპირზე მისმა ხმარებამ შეიძლება ხიდის, ან გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება გამოიწვიოს.
4L - სრული ამძრაობა დამადაბლებელი გადაცემით. ანუ ავტომობილს სიმძლავრე ემატება, გამანაწილებელ კოლოფში უფრო მაღალ კბილანაზე გადასვლის მეშვეობით. აქ ნაკლები ძალა ადგება ძრავს და მანქანა უფრო მძლავრად იღებს დატვირთვებს. კარგია ციცაბო აღმართებზე, დაღმართებზე და ასევე თოვლსა და ტალახში ბუქსაობის დროს newsmile05.gif
და ყველაზე მთავარი, რაც მსგავსი ავტომობილების პატრონებს ავიწყდებათ: როდესაც უგზოობაზე სიარულს დაამთავრებთ და უკანა ხიდს გათიშავთ, გაჩერდით, გათიშეთ და შემდეგ ავტომობილი სადღაც 5 მეტრით უკან დახიეთ, რათა ავტომატურმა ჰაბებმა გაუშვან ნახევარღერძები და წინა ხიდი ნაწილობრივ ჩართული არ დაგრჩეტ, რაც საწვავის ხარჯს გაგიზრდით და ამავდროულად სისტემასაც ადრე თუ გვიან მწყობრიდან გამოიყვანს. newsmile05.gif


ამომწურავი პასუხია, ვერაფერს დაამატებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 26 2013, 10:42

AutoBilder
2H - ?

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 26 2013, 14:05

ნუკრიMax
ეგ როგორც ამიხსნეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ანუ როდესაც მარტო უკანა ხიდია ჩართული 2H-ზე უნდა იდგეს რიჩაგი

პოსტის ავტორი: ganja1981 Dec 26 2013, 15:35

ეგრეა

პოსტის ავტორი: საბო Dec 25 2016, 22:29

ხალხნო და ჯამაათნო!!!
აბა მოზღაპრეთ ვინ რა იცით?
TOYOTA 4RUNNER-ის (2000-2002 წლიანი ) წინა ე.წ. "სოლავოი შიტოკი" მინდა და ვინ რა იცით, სად ამზადებენ, ფასი, რა ღირს და ა.შ.

პოსტის ავტორი: gacho Dec 26 2016, 06:58

https://www.myparts.ge/?action=detail&parts_id=10827063

აბა ამას შეეხმიანე საბო.

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 26 2016, 07:22

საბო


შენ ჯერ ის მოყევი ეგ სილავოი შიტოკი რისთვის ან ვისთვის გინდა ? იყიდე ?

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 26 2016, 09:21

საბო

ჯადოა მაგის ჯადოქარი ან ჭელო. რომელი უფრო გაინტერესებს, იმის მიხედვით დაგირიგებ ნომრებს....

ოთო.

ციტატა(kardinal84 @ 26th December 2016 - 08:22) *
საბო


შენ ჯერ ის მოყევი ეგ სილავოი შიტოკი რისთვის ან ვისთვის გინდა ? იყიდე ?


ამან რაღაც იცის და არ გვეუბნება.... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Dec 26 2016, 09:28

ციტატა(ოთო. @ Dec 26 2016, 08:22) *
საბო


შენ ჯერ ის მოყევი ეგ სილავოი შიტოკი რისთვის ან ვისთვის გინდა ? იყიდე ?



რითვინ მინდა დააააა........ შევიძინე ტოყოტა 4 მორბენალი, 2002 წლიანი, წვანე სრ5 მხოლოდ უკანა ხიდის ბლოკირებით.

ჰოდაა ეხლა მინდა ნელ-ნელა საშუალების მიხედვით გავზარდო ჩემს ჭკუაზე. მივრკინო, დავლიფტ-ავწიო ( აბა დაბალი ჩემი თავის არ მომწონს), საბარგული დავახურო, ლუსტრები ჩამოვკიდო და ა.შ. ნუ ეს ყველაფერი ეტაპობრივად, ამიტოვ ვცდილობ ფასები, ხელისნები და ა.შ. გავარკვიო.

ჩელე

ჯადოა თუ ხვითო ჩემთვის სულერთია, მათ ფინანსურ მოთხოვნებზეა დამოკიდებული ჯიმა.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 26 2016, 10:26

საბო
გილოცავ, მშვიდობაში, მწვანეზე გევლოს,
სველი წერტილების კაფელ-მეტლახზე რო აგდახვალ, მითხარი და მოგცემ კაი კაფელშჩიკის ნომერს D.gif

პოსტის ავტორი: საბო Dec 26 2016, 11:05

სურათები შესაბამის თემაში იქნება მალე.

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 26 2016, 11:43

ჯადო აღარ აკეთებს

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 26 2016, 16:03

საბო

მომილოცავს აბაა და სულ კაი ამბებში გევლოს და გეხრიგინოს...

პოსტის ავტორი: საბო Dec 27 2016, 00:19

ციტატა(ჩელე @ Dec 26 2016, 17:03) *
საბო

მომილოცავს აბაა და სულ კაი ამბებში გევლოს და გეხრიგინოს...


მადლობა ჯიმა...........

ციტატა(ჯოლა @ Dec 26 2016, 12:43) *
ჯადო აღარ აკეთებს


რათა ვითომ რათა?

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 27 2016, 06:58

საბო
მშვიდობაში , გვაჩვენე მაინც რა ბიჭია.

ციტატა(sabo73 @ 27th December 2016 - 01:19) *
რათა ვითომ რათა?

შარშან დავურეკე და აღარ ვაკეთებო, მაგის ნერვები ღარ მაქვსო. ხოდა წავედი და 4 WD shop ში ვიყიდე.

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 27 2016, 08:55

საბო


გილოცავ ჯიმა სულ წვანეზე გევლოს, უკეთესები და უკეთესები .

პოსტის ავტორი: kaxeturi Dec 27 2016, 10:56

მშვიდობაში და სიხარულში! რა ძრავით არის და რა ღირდა? გაყიდვის იდეა მიტრიალებს პრადო 90-ის და მაინტერესებს რეალურად რა ფასებში იყიდება ამ კატეგორიის მანქანები

პოსტის ავტორი: საბო Dec 27 2016, 19:51

ციტატა(ჯოლა @ Dec 27 2016, 07:58) *
საბო
მშვიდობაში , გვაჩვენე მაინც რა ბიჭია.
შარშან დავურეკე და აღარ ვაკეთებო, მაგის ნერვები ღარ მაქვსო. ხოდა წავედი და 4 WD shop ში ვიყიდე.



დავდებ სურათებს, დღისით გადაღება მავიწყდება, ღამით ბლენამს. და რა მიეცი ჯოლა მითხარი რა.

გამოშვება 2002, სრ-5 უკანა ხიდის ბლოკირებით, ფერი მწვანე , ძრავი 3.4-გაზით. ფასი 4300$.

პოსტის ავტორი: gacho Dec 27 2016, 21:09

მშვიდობაში საბო. სულ დაალოცვილ გზაზე გევლოს.

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 28 2016, 03:35

საბო

ციტატა(sabo73 @ 27th December 2016 - 20:51) *
და რა მიეცი ჯოლა მითხარი რა

3500 ლარი

პოსტის ავტორი: საბო Dec 28 2016, 11:02

ციტატა(ჯოლა @ Dec 28 2016, 04:35) *
საბო

3500 ლარი



რაი? ღადიობ? რა მიაყენე ასეთი, ოქროა?

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 28 2016, 11:23

საბო
გაკეთებული 1000$ ღირს და ქარხნული 700 ლარით ნაღდად ჯობია . ტექ დათვალიერება რო შემოიღონ , დიდი შანსია თვითნაკეთზე არ გაატარონ.

პოსტის ავტორი: საბო Dec 28 2016, 11:35

ციტატა(ჯოლა @ Dec 28 2016, 12:23) *
საბო
გაკეთებული 1000$ ღირს და ქარხნული 700 ლარით ნაღდად ჯობია . ტექ დათვალიერება რო შემოიღონ , დიდი შანსია თვითნაკეთზე არ გაატარონ.



მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.
მაგის დედაც ჯეკ სულ არ მივაყენებ ან მივაყენებ კუსტარულს, ტექ. დათვალიერების დროს ქარხნულ პლასტმასის "რადნოი"-ს. მემრე მოვსხნი და ისევ რკინისას და ა.შ. მაგდენი ფარა მე მაგაში არ გადავიხადო მეტი არაა ჩემი მტერი.

პოსტის ავტორი: მამუკა Dec 28 2016, 12:35

საბო,



საბო,

გილოცავ ძამიკო შენაძენს, მშვიდობაში, სიხარულში და სულ მწვანეზე გევლოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 28 2016, 21:13

საბო
გილოცავ საბულიკ სულ კაი ამბებში გევლოს.
ეს თემა მეც მაინტერესებდა და დაწერეთ ნომრები თუ ვინმემ იცით ვინცმუშაობს ამ საქმეზე.

პოსტის ავტორი: gacho Dec 29 2016, 10:05

Yკოკაკოლის ქარხანასთან აკეთებს ვიღაც. კოორდინატები არ ვიცი. აგლაძის ქუჩიდან რომ აუხვევ კოკაკოლასთან მარჯვენა მხარეს ბოქსებია და მანდ აკეთებენ.

პოსტის ავტორი: ჯოლა May 2 2017, 19:30

ბიჭებო 2005 წლამდე გამოშვებული 5.0 ან 5.5 ML-ის ძრავს+კოლოფი+ელექტროობას ვეძებ, ადამიანურ ფასში იქნებ დამტვრეული გეგულებოდეთ სადმე , ან შინაური შლიდეს

პოსტის ავტორი: ჩელე May 3 2017, 11:04

ოოო შენ აღარ ხუმრობ ჯოლაჯან...

ფეიქრები, ელიავა, ისანი არაოოო? თუ ფაშისტურ ფასებს აბრეხვებენ? ისე ეგ იაფად ვერ იქნება სავარაუდოდ...

პოსტის ავტორი: gacho May 3 2017, 22:37

ჯოლა
595312312 გოჩა
კითხე მგონი უნდა შლიდეს 2003 წლის 5.0

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)