თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ პაჯერო იო

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 7 2010, 16:06

რა აზრის ხართ ამ მანქანაზე??? სანადიროტ კაია???



ბევრჯერ გაგაფრთხილე, რომ ლინკი ჩასვი ტეგებში მეთქი. ამჯერად 10%-ი ვორნი და მერე უკვე შეგეზღუდება დაპოსტვა, ეს უკანასკნელი გაფრთხილებააა იცოდე, მერე მე ნუ დამაბრალებ

პატივისცემით: მე.....

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 7 2010, 16:55

ეს ერთხელ ტალახში ,,გაცურვა" არ ნიშნავს იმას,რომ ამ მანქანას ზე შესაძლებლობები გააჩნია.სანადიროდ იო-ს მე ვერ გირჩევ.გამოცდილები უკეთ ახსნიან.იო-ს ძრავი 1.8 ან 2.0 აქვს როგორ მახსოვს,აღმართზე და ტალახში წასულია მაგის საქმე...

პოსტის ავტორი: cipo Oct 7 2010, 17:49

ციტატა(ზაზა @ Oct 7 2010, 17:55) *
ეს ერთხელ ტალახში ,,გაცურვა" არ ნიშნავს იმას,რომ ამ მანქანას ზე შესაძლებლობები გააჩნია.სანადიროდ იო-ს მე ვერ გირჩევ.გამოცდილები უკეთ ახსნიან.იო-ს ძრავი 1.8 ან 2.0 აქვს როგორ მახსოვს,აღმართზე და ტალახში წასულია მაგის საქმე...

+++++10000000000
ძველ პაჯეროზე იჩალიჩე 100% ჯობია ოგონდ დიზელი 2.8 ძრავით..... newsmile027.gif პირადი გამოცდილებააააააააააა

პოსტის ავტორი: MIMINO Oct 7 2010, 19:40

იო მე მყავს და მინდა გითხრა რომ ძვირი შესანახი მანქანაა, გამავლობით არაუშავს ყოფნის ყველგან თავისი პატარა ძრავი მაგრამ პაჯერო ნაღდად ჯობია. თუ გამავლობა გაინტერესებს რავ 4-ს ცრვ-ს ჯობია. მაგრამ ნივით სადაც გავდიოდი ან ავდიოდი იოთი მხოლოდ ვოცნებობ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 7 2010, 22:45

არც მე გირჩევთ იოს მატორი ცოტა პრობლემური აქვს არ რემონდება თუ რამე პრობლემა მოუხდა უნდა შეიცვალოს, სანადიროდ 93 ტიდან 98 მეტამდე პრასტოი პაჯერო ყველაზე მაგარია მაგარი გამავლობა აქვს და არსად დაგტოვებს თუ წყალაში საიარული გიხდებათ მაშინ დიზელი ჯობია 2.5 2.8 თუ არადა 3.0 ბენზინი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 7 2010, 22:49

ეხ ნიკოლოზა ნიკოლოზა newsmile05.gif გახდი ჯერ 18 ის და მერე აარჩევ რამეს. მანამდე ჯერ 5 წელი გაქვს საფიქრალი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 7 2010, 23:45

ციტატა(Giorgi @ 7th October 2010 - 23:49) *
ეხ ნიკოლოზა ნიკოლოზა გახდი ჯერ 18 ის და მერე აარჩევ რამეს. მანამდე ჯერ 5 წელი გაქვს საფიქრალი


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif კარგი შენიშვნა იყო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 8 2010, 09:09

Davitus
ხო დავით, ნიკოლოზა ჩვენი პატარა და აქტიური ძმაა, მაგრამ ბიჭებმა ასაკი არ იციან და ხანდახან გაურკვევლობებში შედიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Shooter Oct 8 2010, 10:33

პაჯერო იო არის ვირი მაშინა. ერთი ასეთი მანქანა ვიცი, მუშაობს ანტიფრიზი და ძრავის ზეტის გარეშე )))) დარბის ჩვეულებრივად ამის მერ კაპრიზნი გდი-ს ძრვებზე რომ მესმის მეცინება )))

მანქანა სამი წელია არის სასტიკ ექსპლუატაციაში, ძველ ვილის რომ არ გაიმეტებ ისეთში და ყველაფერს გაუძლო.



პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 15 2010, 14:51

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 7 2010, 23:49) *
ეხ ნიკოლოზა ნიკოლოზა newsmile05.gif გახდი ჯერ 18 ის და მერე აარჩევ რამეს. მანამდე ჯერ 5 წელი გაქვს საფიქრალი newsmile05.gif

დედაჩემს ყავდა და ძაან მომეწონა და მაინტერესებს რა აზრი გაქვთ newsmile05.gif ზრავი ძაან კაპრიზნია იმიტომ რომ ბენზინი კაი უნდა და 1.8 ძალიან მომეწონა რაც მაგამ გვასიამოვნაააა ტალახში newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Nov 16 2010, 16:20

ბიჭებო იო მექანიკა 2 კარიანი ვინმეს თუ გყავთ ან რამე ინფო თუ გაქვთ იქნებ გამიზიაროთ? ავტომატი მყავს და მექანიკა მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 16 2010, 16:25

ციტატა(kaxaadatuashvili @ 16th November 2010 - 17:20) *
ბიჭებო იო მექანიკა 2 კარიანი ვინმეს თუ გყავთ ან რამე ინფო თუ გაქვთ იქნებ გამიზიაროთ? ავტომატი მყავს და მექანიკა მაინტერესებს

MIMINO პერაჟკას (მიხეილი) კითხე. ეგ ოფროუდისტია და მანქანებში საკმაო კარგად ერკვევა

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 26 2010, 19:45

MIMINO

შენ რა გინდა გააჩნია, გადაკეთება გინდა მექანიკაზე? ისე რაც ვიცი, იოები ყველა ავტომატებია. რამდენადაც ვიცი ჯუნიორებია მექანიკები, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 26 2010, 19:54



აგე მაშინა დაიჰატსუ ეძახე და ნახე რა დღეშია.....

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 26 2010, 20:00

შოთა.03

აჰააა, ეხლა შენა კიდე, დაიჰაცუ იოა თუ პაჯერო?

პოსტის ავტორი: 919 Nov 26 2010, 20:01

იო, ძალიან კარგი აპარატია. ნანახი მყავს საქმეში, როდესაც ამ მანქანას მცოდნე
მხედარი მართავს, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა საქართველოში.
ახლა არ გამიბრაზდეთ, მაგრამ ეს სიმართლეა...

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 26 2010, 20:05

ჩელე

ციტატა(chele @ 26th November 2010 - 21:00) *
აჰააა, ეხლა შენა კიდე, დაიჰაცუ იოა თუ პაჯერო?

უყურე და ნახავ, რომ იოს არ ჩამოუვარდება newsmile035.gif
კაი ტიპშაა მე ვუმიზნებ ზაფხულისთვის ამას....

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 26 2010, 20:09

შოთა.03

მერე შე კაი კაცო, დაიჰაცუ პაჯეროა თუ იო მეთქი მაგას გეკითხები, თემასთან რამე კავშირშიააა????...... ვააააახ კაცოოო.....

პოსტის ავტორი: გოგა Nov 26 2010, 21:02

მექანიკაც არის იო

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 7 2010, 21:03

ციტატა(გოგა @ Nov 26 2010, 22:02) *
მექანიკაც არის იო

კი არის და ძალიან მაგარია 1.8-ს 16 კლაპნიანს აქვს 145 ცხენის ძალა და 2.0-ს უბრალოს კი 152ტი ძაან მაგარია პროსტა პატარაა და gdi newsmile05.gif

პოსტის ავტორი: svanski Apr 3 2011, 21:59

გაუმარჯოს ბჭებო მე ამ საიტის ახალია მომხმარებელი ვარ დგეს დავრეგისტრირდი და მინდა გიტხრატ რო მე მყავს მიტსუბისჰი პაჯერო იო ა ტომატიკა და დზალიან კმაყოპილი ვარ მანქანიტ ტქვენ მოუარეტ ამ მანქანას ის ტქვენ არსად არ დაგტოვებტ არც მტასჰ იდა არც ბარსჰი მე პირადად გამოცდილი მყავს ეს მანქანა და ამდგეებსჰ იგადავიგე ვიდეოს და განახებთ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 4 2011, 00:13

svanski
newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Apr 4 2011, 10:06

სლე მანქანაა მაგარი თან იმისთანა რო მეტი არ გამოუშვიათ იაპონელებს ლეტუჩი სიტროენის მერე, საკუტარი თვალით ვრწმუნდები უკვე რამდენიხანია!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 4 2011, 10:10

მაჭარა
გეთანხმები მე ვთვილი, რომ ეს მანქანა მიცუბიშის სირცხვილია და არანაირი შეხება ძველ თაობის პაჯეროსთან არ აქვს და ისევ ძველი პაჯეროს გამოშვება გაეკრძელებათ ის ჯობდა.
მატორი საერთოდ არ უვარგა და ერთი სიტყვის მე პარკეტნი ჯიპად მივიჩნევ

პოსტის ავტორი: მაჭარა Apr 4 2011, 10:46

პარკეტნი ჯიპად კი არა როგორც მანქანა საერთოდ არ ვარგა, საერთოდ..ერტადერთი კაცმა შეიძლება მაგის ავტომატიკა თავის რაზდატკიანად ამოიღოს და ნივას გლიჯოს, მერე ნახე შენ ნივას თუ რამემ აჯობოს იმის დედა ვატილე ლაააა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Apr 4 2011, 11:03

ამ მანქანასთან შეხება არ მქონია და ამდენად არაფერი ვიცოდი მისი აღჭურვილობის შესახებ. არც მისი გამავლობის ტესტი მინახავს მაგრამ ამას წინათ მოვხვდი ერთ იოში ერთმა რამემ გამაკვირვა ძალიან,

სუპერ სელექტია! ჩემი თვალით რო არ მენახა არ დავიჯერებდი სხვის ნათქვამს newsmile05.gif ეს ის სისტემაა რომელიც მიცუბიშისათვის საამაყოა და სხვა ზოგიერთმა დიდმა ჯიპებმაც ვერ მიიღეს. აქამდე მეგონა რომ მარტო პაჯეროს ხვდა წილად ეგ პატივი. დასაფიქრებელია, კაკ მინიმუმnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 4 2011, 15:50

მაჭარა

ციტატა
ერტადერთი კაცმა შეიძლება მაგის ავტომატიკა თავის რაზდატკიანად ამოიღოს და ნივას გლიჯოს,


ანუ კარგი ყოფილა და ტყუილად ლანძღავ newsmile05.gif

ერთი რაც მაგ მანქანას მინუსი აქვს ჩემნი აზრით რა თქმა უნდა, ეს არის ძრავი : ჯი-დი-აი, კაპრიზნი ტიპია, მოვლა უნდა საშინელი, საუკეთესო ზეთები და საუკეთესო ბენზინი. დანარჩენი, რაც აქვს ამ მანქანას საუკეთესოა თავის კლასში და არანაირი სირცხვილი პაჯეროსი არ არის ეს მანქანა. ბოლო-ბოლო სუპერსელექტია, რამაზე დგას, კომპაქტურია და მეტი რა გინდათ, ეხლა კვერცხს ვერ შეგიწვავთ და რაც შეუძლია 5-იანზე ასრულებს თავის მოვალეობას..... newsmile05.gif მიცუბისის სირცხვილი ჩემი აზრით არის მეოთხე თაობა პაჯერო....

პოსტის ავტორი: მაჭარა Apr 4 2011, 16:11

კი მარა სად უნდა გამოიყენო სუპერსელექტი როდესაც რაზდატკა ტრავერსის სიმაღლეზეა ჩამოწეული და უგზოობაზე მაგარი საშიშია, ტან ალუმინის ბლოკია და ოდნავი ზედმეტი წარტყმა და ჩათვალე გატეხილია, წინა ხადავოი ძალიან მაგარი დაუხვეწავია და არასწორ მუშაობაში მთლიანი მანქანის სიმსუბუქეც ხელს უწყობს, ნუ აღარ გავაგრძელებ ბენზინის და ტორმუზის სისტემაზე, ეს ელექტრონული გაზის პედალი დაპლიუს დროსელი ხო საერთოდ..ძრავზე კიდე შენთვითონვე თქვი დანარჩენი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 4 2011, 17:47

წყალში გასვლა უხდება მაგრად კიდე რა

პოსტის ავტორი: bejo Apr 6 2011, 21:06

.

ციტატა(მაჭარა @ Apr 4 2011, 11:46) *
პარკეტნი ჯიპად კი არა როგორც მანქანა საერთოდ არ ვარგა, საერთოდ..ერტადერთი კაცმა შეიძლება მაგის ავტომატიკა თავის რაზდატკიანად ამოიღოს და ნივას გლიჯოს, მერე ნახე შენ ნივას თუ რამემ აჯობოს იმის დედა ვატილე ლაააა newsmile035.gif

მართალი ხარ

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Apr 11 2011, 20:33

გინახიათ თქვენ იო ტალახში??? მერე ვერაფერს ვერ იტყვით იოზე პატარაა პროსტა და gdi. და ამ მანქანაზე თუ რამე იცით დაწერეთ newsmile05.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 11 2011, 20:46

ხო მაგრამ როგრო შევადაროთ თუ გინდა პაჯერო 2.5 იანი 2.8 და 3.0 და 3.5 გამავლობით 1.8 იოს

პოსტის ავტორი: woodman May 12 2012, 00:05

ამ მანქანის ყიდვას ვაპირებ და ძმურად რამე რჩევები მომეცით
პლიუსები და მინუსები მაინტერესებს ერთი ის ვიცი რომკაი გამავლობა აქვს. თვითონ ვიჯექი მანქანაზე და ისეთ გაუვალ აღმართებში იარა რომ გამიკვირდა
საწვავსაც მგონი 10 ლიტრამდე წვავს ქალაქში. მექანიკური გადაცემათა კოლოფით ვიყიდო თუ ავტომატურით???
ღიირს ამ მანქანის ყიდვა???
ერთი რასაც დავაკვირდი ის არის რომ ქალაქში ძალიან ბევრი დადის უკვე თითქმის ყოველი მეათე მანქანა იოა.

პოსტის ავტორი: levan81 May 12 2012, 06:40

მე პაჯერო 2-ს გირჩევდი, ყველა მახასიათებლით ჯობია იოს და ფასიც თითქმის ერთი აქვთ. 10 ლიტრს არამგონია რომელიმე იო წვავდეს, მექანიკა არ ვიცი, მაგრამ მე ავტომატი 12 ლიტრს მიწვავდა. პაჯეროში გაზი რომ ჩააყენო, იოზე ბევრად ეკონომიურად ივლი.

პოსტის ავტორი: hunter777 May 12 2012, 08:15

კარგი პაჯერო მყავს გასაყიდი ძმაო დაანებე ამ იოს თავი მაგის ფაცაცუა დედაც ჩამოდი ნახე მანქანას ნაკლი არააქ განცხადებებში მიდევს ამ ფორუმზე რასაც იო დაგიწვავს იმდენს წვავს ესეც

პოსტის ავტორი: shaman May 12 2012, 08:58

იოს დედაც ბიჭებო,ისეთ ტალახში იბუქსავა რომ ჩემი გოლფ 1.8 ავტომატით გავდიოდი ლისის ტბაზე და ოპელ ასტრითაც ავსულვართ საერთოდ ლისი საბურავებით,რომ არ თქვათ საბურავები ექნებოდა ზაფხულის პროტექტორებიანიო. ასევე ძალიან ვიწრო მანქანაა,სიმაღლეში არ ვარ მაღალი,საშუალო ტანის ვარ და სულ სტოიკას ვურტყი თავი ისეთი ვიწროა! საბარგულის მოცულობაც ვერ უქაჩავს,+ძრავი.მაგ მანქანას მარტო ქალი თუ იყიდის.
ასი თავით ჯობია პაჯერო II,ასევე CRV და თუ გინდ RAV4 გინდ კომფორტით,გინდ მოცულობით და გინდ შენახვის სიიაფით!

პოსტის ავტორი: kajuberi May 12 2012, 10:59

GDI ძრავებია ძაან კაპრიზული.ზეთი უნდა ურჩიო .ყველა ზეთს ვერ ჩაასხამ.მოვლის ამბავში ძვირი არ არის.საბარგულში ფართი არ აქვს ეგეც არ დაგავიწყდეს.მეც ეგრე ვიყავი ან იო უნდა მეყიდა ან CRV.ვიყიდე CRV და არ მინანია.

გამავლოს ამბავში არ შემიდარებია IO და CRV.

მე არ გირჩევ IO-ს და დანარჩენი შენ იცი

პოსტის ავტორი: ჩელე May 12 2012, 12:23

woodman

ახალს ვერავინ ვერაფერს გეტყვის, გადახედე წინა პოსტებს და მიხვდები, რომ არჩევანი ისევ შენ უნდა გააკეთო. გააჩნია შენ რისთვის გინდა ეგ მანქანა. ქალაქში ღირს მაგის ყოლა. უბრალოდ ძვირი შესანახია ძრავის გამო. თორე მაგას რომ სისტემა აქვს ( სუპერსელექტი) ეგეთ სისტემას ვერც ცეერვე, ვერც რავ-4 და ვერც სუზუკი ვერ დაიკვეხნის. ამ მხრივ საუკეთესოა თავის კლასში. ჩემი რჩევა კი იქნება: მაგ ფასში რაც იოში უნდა გადაიხადო, ცოტას თუ წაამატებ, უკეთესი კლასის მაღალგამავლობის მანქანას იყიდი. დანარჩენი შენზეა უკვე. წარმატებას გისურვებ.

პოსტის ავტორი: woodman May 12 2012, 17:10

ჩელე დიდი მადლობა ძმაო კარგი რჩევა მომეცი მაგრამ ყველა ჯიპს გადავხედე. ძირითადად იო შევადარე ცრვს და რავ4 მაგრამ ეს ორი იოსთან ახლოსაც ვერ მივლენ
წვითაც ცოტათი მეტს წვავენ. რაც შეეხება გაზის ჩაყენებას არ მწამს ავტომობილში გაზის ჩაყენების და მაგარი უსაფრთხოდ მეჩვენება. ვიცი რომ ბევრი ამბობს რომ არ ფეთქდება და ეგეთები მარა მაინც ვერ ვენდობი თან მატოროს დედას ტირობს თორე ტოიოტა 4რანერი მინდოდა.
მგონი იოს ვიყიდი ძმაკაცს ყავს და კმაყოფილია მირჩევნია ცოტა მეტი გადავიხადო და სინთეტიკური ზეთი ვასხა ძრავში. ვიდრე უხარისხო და გაზით ვიარო newsmile05.gif მე ჯანდაბას და ცოლ შვილს გაზიან მანქანაში ვერ ჩავსვავ. ყველას დიდი მადლობა რჩევისთვის,

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა May 12 2012, 20:43

ციტატა(shaman @ May 12 2012, 09:58) *
იოს დედაც ბიჭებო,ისეთ ტალახში იბუქსავა რომ ჩემი გოლფ 1.8 ავტომატით გავდიოდი ლისის ტბაზე და ოპელ ასტრითაც ავსულვართ საერთოდ ლისი საბურავებით,რომ არ თქვათ საბურავები ექნებოდა ზაფხულის პროტექტორებიანიო. ასევე ძალიან ვიწრო მანქანაა,სიმაღლეში არ ვარ მაღალი,საშუალო ტანის ვარ და სულ სტოიკას ვურტყი თავი ისეთი ვიწროა! საბარგულის მოცულობაც ვერ უქაჩავს,+ძრავი.მაგ მანქანას მარტო ქალი თუ იყიდის.
ასი თავით ჯობია პაჯერო II,ასევე CRV და თუ გინდ RAV4 გინდ კომფორტით,გინდ მოცულობით და გინდ შენახვის სიიაფით!


ისე ტარება თუ არ იცი და საბურავები არ გაქვს G კლასითა იბუქსავებ მაგ ადილას newsmile045.gif

ისე კი ზოგადად მიკვირს ძვირიან ზეტს რომ ასაელებენ იო-ს შენახვის სიძვირედ, ერთი მითხარით თქვენ რა ზეთს ასხამთ? სულ 3.5 ლიტრი ჩადის და ფასებს შორის სხვაობა ლიტრაში 5 ლარია , ანუ სულ 20 ლარი 6000 კილომეტრზე D.gif

როგორც წესი ამგ მანქანას ის ხალხი აგინებს ვისაც არასოდეს არ ყოლია

რაც შეეხება CRV-ის და RAV4-ს , ქალაქში ორივე ჯობია იო-ს მაგრამ არა უგზოობაზე , და CRV საერთოდ მაღალ კლენსიანი სედანია რა , მაგის ჯიპობა არ გაიშვას


ჩელე
+1

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა May 12 2012, 20:50

ქართული ლეგენდები:

რუსული ფოლადი ყველაზე მაგარია
იჟ-27 ყველაზე მაგარი თოფია, რატომ? იმიტომ რომ რუსული ფოლადითაა გაკეთებული D.gif
ახალი თაობის მანქანები არ ვარგა ძველი ჯობია , "არ გამოუვიდათ" ახალი კარგი D.gif


ნივა ყველაზე მაგარი ჯიპია D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 12 2012, 21:01

Geoჟორჟიკა

ერთი გამოგრჩა: სუპერს მიირთმევს ეს ჯიგარი და ამიტომ გამოდის ძვირი შესანახი..... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso May 12 2012, 21:03

Geoჟორჟიკა
CRV-ეს გააჩნია, ჩემს ჯადოსნური ღილაკი აქ და ია იმას რო ჩავრთავ ხოშიანად უბერავს D.gif
ისე ხუმრობის გარეშე და 3 ცელია მყავს და მაგარი კმაყოფილი ვარ, კაი საბურავით, ჯერ არ დამიბუქსირებია. იოსთანაც მქონია შეხება, გამავლობით კი ჯობს
CRV-ის და RAV4-ს, მაგრამ სხვა ვერაფრით

პოსტის ავტორი: axalcixeli May 12 2012, 21:10

ციტატა
ერთი გამოგრჩა: სუპერს მიირთმევს ეს ჯიგარი და ამიტომ გამოდის ძვირი შესანახი..... newsmile05.gif


+1

ბენზინის მიმართ კაპრიზულებია ზოგადად იაპონური ძრავები და გდი მითუმეტეს. სუპერი რომ ძვირი ღირს ეგ ერთი და მეორე კიდე ცუდი ბენზინი თუ ჩაასხი შეიძლება სხვა პრობლემები შეექმნეს მანქანას.

კიდევ ერთი ეგ მანქანა ისევე როგორც რავ 4 და ცრვ არაა გამოსაყენებელი ოფროუდზე, არა იმიტომ რომ პატარა ტალახში ვერ გაივლის, შეიძლება დიდ ტალახშიც გაიაროს, მაგრამ ქარხნულადვე არაა გათვლილი უგზოობაზე სასიარულოდ და 2-3-10 მართლა ოფროუდზე ხმარების შემდეგ დიდი ხარჯები დაჭირდება ნაწილების და ხელოსნებისათვის.

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა May 12 2012, 22:14

ჩელე
პრემიუმ ავანგარდსაც კარგად მიირთმევს და მაგას და რეგულარს შორის სხვაობა 20 თეთრია , ანუ 200 ლიტრზე 40 ლარი და თვეში ბევი არ წვავს 200 ლიტრ ბენზინზე მეტს დაჟე მაგდენსაც არა CRV-კი სამაგიეროდ უფრო მეტსაც წვავს(ჩემიატოს კატალოგით 12.7 ლ უწერია) ანუ იო-თI 200 ლიტრით თუ გაივლი 200/12*100=1667კმ CRV-თი კი დაგჭირდება 1667/100*12.7=211.79-200=11.79*2.25=26 ლარით მეტ ბენზინს და ეკონომია ნამდვილად არ გამოვა მაგასთან შედარებით , RAV4-ი არ ვიცი ზუსტად რამდენს წვავს მაგრამ მაგათზე ბევრად ნაკლებს არ დაწვავს ასე რომა რაფერი ძვირი შესანახი არ გამოდის , ეხლა 10-20 ლარი თვეში თუ გიწყვიტავს მაშინ სხვა საქმეა

არ გეგონოს გეკამათებოდე, მშვენივად ვიცი რომ კომპედენტური ხარ ამ საკითხში მაგრამ შენახვის სიძვირე ზემოტ მოყვანილ მოდელებთან შედარებით არ ყიდვის მიზეზად დასახელება მემგონი არასწორია

პოსტის ავტორი: irakli15 May 16 2012, 21:07

რავიცი ძმაო აქ რაც იოებზე დაიწერა და აგინეს ამ მანქანას მართლა მაგრად მიკვირს...მითუმეტეს მონადირე ხალხისგან...
მე მყავს იო მექანიკა, ოთხკარიანი, ძაან ვორჭოფობდი სანამ ვიყიდიდი , მაგრამ ბოლოს მაინც ვიყიდე და იმდენად კმაყოფილი ვარ ამ მანქანის რო რავიცი რა,თავიდან ვფიქრობდი გავყიდი მეთქი, მაგრამ ერთი წელია უკვე რაც მყავს და გაყიდვა კი არა , ეხლა იმას ვფიქრობ რო გავყიდო რა უნდა ვიყიდო ამაზე კაი მეთქი, მოდი ჩემი მოკრძალებული აზრითშევაფასებ ამ მანქანის დადებით და უარყოფი მხარეებს.
უარყოფითით დავიწყებ:
1)ჯი-დი-აი ძრავი-ძრავი მართლაც სუსტია, თუ არ გაუფრთხილდი, ზეთი 5000-ზე თუ არ უცვალე და ნაგავი ბენზინი თუ ასხი, ტალკაცელები წრიპინს დაიწკებს და მალე უმოქმედო გახდება.
2)რულ გადატანილზე სხაჟდენია ძნელად სწორდება, სწორ ტრასაზე ოდნავ შეიძლება რული მიქონდეს და ვერაფრით დაურეგულირდეს...
3)ტრასაზე ცუდი სატარებელია, არაკომფორტულად გრძნობ თავს რულთან, ხტის კვიცივით და საჭეს კარგად უნდა ფლობდე რომ რული ხელიდან არ გამოგტაცოს....განსაკუთრებით საშუალო სიჩქარეზე, 100 კმ/სთ

დადებითი მხარეები:
1)გამავლობა-გიჟია,მაქანას იმდენად დაბალანსებული კუზაოაქვს რომ შეუძლებელია სადმე ჩავარდნა და იქიდან ვერ ამოსვლა !!!!(ავტომაიკაზე არ მაქვს ლაპარაკი, ძალიან დიდი განსხვავებაა მექანიკასა და ავტომატიკას შორის)
2)ძრავი-მართალია ჯი-დი-აი, მაგრამ აბსოლიტურად შესაბამნისი წონასთან, საკმაოდ ძლიერი(განსაკუთრებით მექანიკური კოლოფის შემთხვევაში)
3)გამძლეობა(პერედოკი)-სუპერ გადარეული,უნამუსო, ფაქტიურად "პო ჟიზნი"
4)სიჩქარე-საკმარისი,(დაჭრილ დათვს გაასწრებ ტალახში, სურათს გადაუღებ დაჟე რო გაჩერდები და მოგაზავ ისევnewsmile05.gif) )
5)კომფორტი სალონის-იდეალური ,რაც გჭირდება ყველაფერი გაქვს (ცოტა უხეში, მონადირული)
6)საბარგული-ნორმალურად ტევადი, (ნუ ორ სამ ღორს მოათავსებ თავისუფლად, მეტი რა გინდაnewsmile05.gif) .
7)წვა-ქალაქში მაქსიუმ 10 ლტს წვავს მექანიკები, ტრასაზე 7.5 ლტს, მართლა ძალიან ეკონომიური ძრავებია, რაც ამ მანქანის (მექანიკის) უეჭველად დადებითად უნდა ჩავთვალოთ.
8)ლამაზია, კოხტაა

იტოგში მართლა კაი მანქანაა და მე მაგარი კმაყოფილი ვარ, ზეთი ორჯერ გამუვუცვალე სულ რაც მყავს და ისიც 5000 კმზე, არანაირი პრობლემა მანქანას არააქვს, დადის მგელივით და ყველგან მაქვს ამის იმედი.სასწაულ გზებზეც მატარა, აჭარაში, ლამის მტირალას მთაზე ავედი ბოლომდე საშინელ ჭვიმაში 40% აღმართზე, ბოლოს ტოტებმა აღარ გამიშვა თორე ადიოდა.... ისე შემიყვარდა და იმდენად ვენდობი რომ შანსი არაა რო გავყიდო. ყველას გირევთ იოს ყიდვას, ოღონდ მექანიკიიიიის!!!!!!

პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2012, 08:21

irakli15

ისედაც ნებისმიერ მანქანაზე მექანიკა და ავტომატიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. შენ მართლა გაგიმართლა, რომ მექანიკა გყავს. რა ვიცი, მე მომწონს ეგ მანქანები და არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რომ არა ჯი-დი-აი ძრავი, მანქანა უნაკლო იქნებოდა თავის კლასში. თუმცა, ისევ თავის კლასში მაინც ყველას მირჩევნია. newsmile05.gif წარმატებას გისურვებ.....

პოსტის ავტორი: axalcixeli May 17 2012, 09:04

მეც მყავდა რავ 4 ძველი 1998 წლიანი, თან მეგონა რო მაგარი ოფროუდერი იყო და ისეთ ადგილებში დადიოდა სადაც სხვა ვერ ივლიდა (სუფთა გრუზინული პონტია, რაც შენ გყავს ისაა ყველაზე მაგარი). სანამ გავყიდდი სანადირო სათევზაოთ ვიხმარე რასაც ქვია 3 წელი, 2 წლის განმავლობაში გმირულად უძლებდა, წვრილმანები თუ უფუჭდებოდა, აი მერე დაიწყოო მარა რა დაიწყო, ლამის ყველაფერი ერთბაშად გამოვიდა მწყობრიდან.
იოსთან ერთადაც გვივლია რამდენჯერმე, დაბალ ტალახში ხიდების კარგი სისტემის ხარჯზე იო ბევრად ჯობნიდა, მარა მაღალ კალეაში და ქვიან გზებზე (ძირითადად სწორედ ესეთი გზა გვხვდება სანადიროდ) იო იჯვავდა დაბალი კლირენსის გამო, სტანდარტულ საბურავებზე სადაც რავ 4-ით ერთხელაც არ გამიდია ძირი იომ მთელი პერედოკი გამოხლიწა.
და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რავ 4, იო, ცრვ და მისთანანი არაა გათვლილი ოფროუდზე სასიარულოდ მწარმოებლის მიერ, ოფისთვის აქვთ სუსტი ძრავი, არც სავალი ნაწილია გათვლილი დიდ დატვირთვებზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არა აქვთ რამა, რაც ოფროუდერი მანქანის პირველი მოთხოვნაა.
იოს და რავ 4-ს (ცრვ არ ვიცი) ძალიან გამძლე სავალი ნაწილი აქვთ თუ ქალაქში და ხანდახან სოფლის ჩვეულებრივ გზაზე იხმარ. ოფროუდზე კი საკმაოდ მალე შეექმნება პრობლემები.

irakli15 შენი დაწერილიდან გამომდინარე 1 წელია რაც გყავს ეგ მანქანა და დაახლოებით 10000 კმ გაქვს გავლილი აქედან ოფროუდზე რამდენი კმ მოდის? მაგ დროის და გარბენის გათვალისწინებით შენი დასკვნა

ციტატა
3)გამძლეობა(პერედოკი)-სუპერ გადარეული,უნამუსო, ფაქტიურად "პო ჟიზნი"
, ნაადრევი მგონია.

იო ნამდვილად მაგარი მანქანაა თავის კლასში, თუმცა კარგ მეწაღეს ვერ მოსთხოვ რომ კარგი მეპურეც იყოს.

პ.ს. ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე, თუ ვინმეს ასე უნდა, დაე იო იყოს მისთვის ყველაზე მაგარი გამავლობის მანქანა. ვოტ

პოსტის ავტორი: Shooter May 17 2012, 09:39

იო ვირი მანქანაა, საერთო საკუთრებაში გვყავდა ესეთი პიპია, ავტომატიკა და რაც ამ მანქანამ გაუძლო მე რავიცი რა... მე მეგონა რომ ერთხელაც დაიშლებოდა ნაწილებად მარა უძლებდა ყველაფერს მათ შორის იმას რომ დადიდოდა ზეთის და წყლის გარეშე ძრავში, არ ვხუმრობ. ეგეთებიც იყო. და უარესებიც ყოფილა. ბოლოს 4 წლის მერე როდესაც ვიფიქრე რომ ბოლო ბოლო ეს მანქანა მოკვდებოდა პატრონმა წაიყვამა, 300 დოლარი დაახარჯა, გააპალიროვკებინა და ეხლა დადის ყოველდღე მაგით სამსახურში. მთელი ამ სასტიკი ექსპლუატაციის პირობებში მანქანას არც ერთი აგრეგატი მწყობრიდან არ გამოსულა.

ერთი პირობა სრულდებოდა მხოლოდ, ბენზინს კარგს ვასხავდით.



და კიდე რამდენი ისტორიის მოყოლა შემიძლია, მაგალითად მანქანა გაიჭედა ჭაობში, პატრონს დაეძინა შიგნით გაზის პედალზე ფეხით. მოვდივარ ერთი 20 წუთი მესმსი ღმუილი, მეთქი მოვიდა დასასრული საწწყალიო იოსი. მივედი პატრონი აზრზე მოვუყვანე, მანქანა გამოვიყვანეთ და არც არაფერი newsmile05.gif





პოსტის ავტორი: woodman May 17 2012, 09:56

რასაც ამბობ მართლა დაუჯერებელია იქ სადაც იომ დაბალი კლირენსის გამო პოლი გაზდო რავ 4 როგორ გაიარა? მაგრად მიკვირს რადგან იოს უფრო მაგალი კლირენსი აქვს ვიდრე რავ 4 ს ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: axalcixeli May 17 2012, 10:34

მე ვგულისხმობ 1998 წლიან ძველ რავ 4-ს და არა ახალს. დაუჯერებელს კი არაფერს არ ვამბობ, რაც იყო იმას ვიძახი, შენ თუ გინდა ნუ დაიჯერებ newsmile041.gif

http://myauto.ge/cat_model_details.php?&model_id=9890 ეს იოს მონაცემები
http://myauto.ge/cat_model_details.php?&model_id=16534 ეს რავ 4 ის

იოს კლირენსია 185 მმ, რავ 4 ისა 200,

ისე მეც სიამოვნებით ვიყიდდი იოს ან იგივე რავ 4-ს, ოღონდ ცოლისთვის და არა სანადიროდ. ქალისთვის საკაიფო მანქანაა, იმიტომ რომ მაგით ქალაქში მოძრაობა ადვილია კომპაქტური ჯიპია და თან ზემოდან რო უყურებ გზას ადვილია ტარება.

პოსტის ავტორი: irakli15 May 17 2012, 20:50

თუ ნატვრაა და ბარემ ინატრე რა, რაღა იოს ყიდულობ ცოლისთვის ჰაილუქსი უყიდე და გზის "ზემოდან" ყურება მერე ნახეთ ერთად :())))

თუ საიდუმლო არაა თქვენ რა გყავთ მეგობარო?

პოსტის ავტორი: axalcixeli May 17 2012, 21:50

irakli15

მეც პაჯერო მყავს, ოღონდ ჩვეულებრივი მეორე თაობის, თუმცა მაგას რა შეხება აქვს ამ თემასთან? ჰაილუქსს ცოლისთვის ვერ გავიმეტებ ჩემთვის ვიყიდდი სიამოვნებით D.gif D.gif D.gif D.gif

ვაოფებთ უკვე და დაგვბანენ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 17 2012, 22:13

ჰაილუქსი დიდია ქალისთვის
იო ან რავი ხოშიანია

პოსტის ავტორი: axalcixeli May 17 2012, 22:36

ციტატა( T A M P L I E R @ May 17 2012, 23:13) *
ჰაილუქსი დიდია ქალისთვის
იო ან რავი ხოშიანია


+1

პოსტის ავტორი: Davitus May 17 2012, 23:08

axalcixeli

ვეტანხმები შენს ყველა პოსტს, ზედმიწევნით სწორი ლოგიკით არის დაწერილი ამ მანქანის შესახებ

დანარჩენების პოსტში, უბრალდ გამართლება ან არაადეკვატური შეფასებაა მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: REZI 444 May 14 2013, 11:21

პაჯერო პინინზე თუ გსმენიათ რამე, ოღონდ უბრალო ძრავით? აი ასეთი http://www.radikal.ru გერმანიაში არის ოღონდ იშვიათია. რა ძრავია, როგორია, თუ გყოლიათ ან გაგიგიათ მაინც რამე?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)