ხალხნო ვინმეს პირადად თუ გქონიათ ამ მანქანასთან შეხება, რას იტყვით? ძაან მომწონს და რაღაც დავფიქრდი...
გიგი
ჰოო ის დრო მოვიდა ხაზზე დაჯდე
ძალიან მაგრობა მანქანაა!
პირველივე საშუალების გაჩენისას უნდა ვიყიდო!ისე მეამა მე ეგ მანქანა რო რავიცი.
ამხელა ავტობუსით მაინც დავდივარ და არამგონია მაგის ტარება და გაბარიტები გამიჭირდეს.
იძახიან უმეტესი ნაწილები პაჯეროსი აქვსო ანუ გამძლე ნაწილები აქვს და ადვილად შოვნადი და ფასებიც არ იკბინება
ძრავიც პაჯეროა.
მოკლედ "ზედაქვედა"20-13 იანი ბალონები ხიე 3.0 ბენზინზე და იყავი ბედნიერი!
7 კაცი ჯდება კამფორტნად!თუ გინდა შიგნით სპალნას გაშლი ტუ გინდა სუფრას
ისე მინუსი კი აქვს ძაღლების პონტში მაგრამ ფეხებში არის მაგათი ადგილი უბრალოდ შეგაწუხებენ
T A M P L I E R
ძაღლები დიდად არ მადარდებს... უმანქანოდ ვრჩები რაღაცა პერიოდი და პირველივე შესაძლებლობაზე ამას დავითრევ მემგონი...
T A M P L I E R
პატარა მისაბმელი ძაღლებისთვის და ეგაა.
მაგარი პიპიაა, სავალი ნაწილები, ხიდები (სუპერსელექტია), ძრავი პაჯეროსი აქ როგორც ვიცი.
დელიკას ბევრი მოდიფიკაცია არსებობს,
მონაცემები ამ ლინკზეა
http://catalog.drom.ru/mitsubishi/delica/g_1994_308/
კარგი რამეა, მაგრამ ნუ გეგონება პაჯეროზე თავსებადია. აბსოლიტურად პაჯეროს ბაზაზეა აწყობილი
ჭალიმგელა
ხალხის ვარიანტში მართლაც ტევადია!
T A M P L I E R
მერე საბარგული აღარ რჩება.
მაცივარი რომ მაქვს მანქანის ხო იცი, ვერ ჩავდგით დელიკაში ვერსად, ვერს სალონში და ვერც საბარგულში
ჭალიმგელა
ბაგაჟნიკი კი ედგმება ზემოდან მაგრამ მაცივარს და ძაღლის ყუთს იქ ვერ ჩადგავ! აი უკანა სიდენიას თუ ამოიღებ სხვა საქმეა მაგრამ ეგ თუ ამოიღე რა აზრი აქვს დელიკას ყიდვას
ჩადე 6იანი ან 8იანი ბალონები და ზედ ფანერა!იმის ზევიდან გინდა ძაღლის ყუთი დაადე და გინდა მაცივარი
ხუთი კაცი ეტევა და საბარგულიც გაქვს
მაგ ლოგიკით თუ ხუთი კაცი უნდა ჩაეტიოს დელიკაშიც გააკეთებ იგივეს
ნუ პაჯეროს თუ ადარებთ ამას პაჯერო ბევრად იაფი ღირს და პაჯეროს ისევ ჩემი დრაგუნა მირჩევნია...
გიგი
შენი დრაგუნა რომელია ბრატ??
T A M P L I E R
დისქავერი... მარა დედა აქვს აღერძილი... ხოდა ფული მჭირდება ეხლა და ვყიდი... ხოდა შემდეგი მანქანა ალბათ ეს იქნებარა... დაველოდები კიდე ხალხს... რას იტყვიან...
ოო დისკავერი ფენომენია
T A M P L I E R
ჩემი დისკავერი არაა ფენომერი...
გიგი
5 კაცი თუ ჩაჯდებით ბარგს ვეღარ ჩატევთ.
საბარგული საერთოდ არა აქვს.
თან მაგარი ავტობუსია და მოუხერხებელი სატარებელი.
მე სიმაღლეში 186სმ ვარ და საჭესთან რომ დავჯექი სულ თავი ურახუნე ჭერს, სიდენიაც სულ ბოლომდე იყო ჩაწეული დაბლა.
ერთი პლიუსი რაც აქვს 6 კაცი მგზავრობს კომფორტულად, თუ ბარგი არა აქვთ.
ჩემი სხეულის ფართობიც საკმაოდ დიდია... ასე რომ სანამ პრაკტიკაში არ გამოვცდი თავს შევიკავებ... შიგნით არც ვმჯარვარ... გარედან მესიმპატიურება უბრალოდ...
გიგი
ერთი თვე ვუტრიალე მაგ მანქანას და ბოლოს შევარჩიე 2003-ანი შავი, დალიფტული და მაგარ ვიდზე,
გავატარე, ჩამოვედი მანქანიდან და წამოვედი, მაგის მერე არც კი გამიხედია მაგ მანქანისკენ
ilariona
ასე კადეგორიულად თუ ამიკრძალავდა ვინმე ამ მანქანას ნაღდად არ მეგონა...
გიგი
რავი გაატარე ჯერ და მერე დაწერე საკუთარი აზრი
ერთი მაგრად მინდა ტალახიანების მეფე რომ არის, ტამპლიერი, მაგანაც გაატაროს და მერე მაგანაც დაწეროს საკუთარი აზრი.
მე ისე ვატარებ რო გავატარო მაინც ვერ გავიგებ კაია თუ ცუდი... იმიტომ ვიკითხე აქ...
ilariona
კი გავატარე ილო!
აშუშენიები გაინტერესებს??
კარგად იწევდა!მარჯვენა რულია(მე მაინც მიჩვეული ვარ და დიდი დისკომფორტი არ მქონია)
და საბოლოო დასკვნა და ყველაზე მთავარი!
"მარშრუტკაა"
მარა მაინც ვიყოლიებდი
T A M P L I E R
ჭერს თავი არ ურახუნე?
ilariona
არა სხვათაშორის ძალიან კომფორტულად ვიჯექი!
იქნებ შენ რაც ნახე სიდენია ჰქონდა გაფუჩებული ან რამე თორე აშკარად შენზე დიდი ვარ და მე კარგად ვიჯექი
მეც ძალიან მომწონს ეგ პიპია, გარეგნულად კარგ ვიდზეა, მაგრამ შიგნით რომ შევიხედე და კარგად დავფიქრდი...: პირველ რიგში, მაგას არ მგონია ეხლა ოთხ კარიან პაჯეროზე უფრო მაგარი გამავლობა ქონდეს, მეორე რაცაა მაგის პლუსი არის ფართი, დავწერე რომ შიგნით შევიხედეთქო და აღმოვაჩინე რომ არაფერი ფართი მაგას არა აქვს, უკანა სკამებზე თუ ხალხი დასვი შიგნით ბარგის ჩადება გაგიჭირდება, ძაღლების ჩასმა მითუმეტეს, გაზს თუ ჩააყენებ ხო ვაფშე.
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4787180
აი ესეთია ზუსტად ჩემი პაჯერო, სულ უკან 4 კაცი ჯდება, მართალია კომფორტულად ვერა მარა 1 გონჩი კარგად მოთავსდა 4 კაცში.
მე რასაც შევხედე დელიკაზე მეტი ტევადობა ჩემსას აქვს, თან მაგარი ეკონომიურია. ტვირთს კარგად უძლება, რესორებზეა.
კომფორტში მოიკოჭლებს ცოტა თან მარტო ჰიდრავლიკა აქვს.
ძაღლების ჩასმა სიმართლე გითხრათ დიდად არ მადარდებს... მთავარია ხალხი ჩაჯდეს შიგნით, სათევზაო ატრიბუტიკა ჩაეტიოს და მიგვიყვანოს იქამდე სადაც ვითევზავებთ... მემგონი ამისთვის გამომადგება...
დელიკას ტევადობა და გამავლობა ყაზბეგში ვნახე. მოხევეებს ყაზბეგიდან--სამებაში აყავთ ტურისტები ბარგით და თითქმის ყველას დელიკა ყავს.
ბეთანიაში ვინც არის ნამყოფი ეცოდინება როგორი გზაა. იქაურ მოძღვრებს დელიკები ყავთ.
ამ მანქანის დანიშნულება სულ სხვაა მიუხედავად ამისა ძალიან ბევრ ჯიპს გამავლობითაც და ტევადობითაც აჯობა.
არც ისეთი "ბუსია" როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ჯიპებთან შედარებით ის უპურატესობა აქვთ, რომ 5-6 კაცი მძღოლის გარდა კომფორტულად ამგზავროს, ჯიპებში კი ასე არაა, ბევრჯერ მჯდარვარ პაჯეროს, დისქოვერის, და პატრულის "სულ უკანა" სკამებზე და საშინლად მოუხერხებელი და მომქანცველია, ვილისი ხო ვაფშე, ერეტიკოსების დასასჯელად გამოიგონეს მგონი თავის დროზე (კარგად გააძღებედნენ და მერე დააჯენდნენ უკანა სკამებზე ) .
სხვა თავისუფალი ადგილები დელიკას არ აქვს, მაგალითად დიდი ბარგისთვის.
მაინტერესებთ ვისაც გამოგიცდიათ დელიკა გამავლობაში, ოთხაკარიან პაჯერსოთან შედარებით როგორია?
აი ეს აიღე ძმაო არ ინანაებ!
კაი რაღაც ჩანს!!!!
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4807918
შოთა.03
აი ეგ მანქანა კი მართლა ტვინს მოდუდღნის, ჯერ 2,7 ძრავი და ისიც გაზი......
გადმოდი და მიაწექი იქნება, ჭალოს მანქანასაც ვერ გაუსწრებს ეგ....
ჭალოსაზე ბევრად რეზვი იქნება ეს
სამაგიეროდ ლამაზი მანქანაა...
რატო 2.7 მა უნდა იმუშაოს გაზზე, თან ტოიოტა ჰაილუქსია. ეგ მანქანები დიზელზე მაგარი ეკონომიურები არიან და ბევრად ძვირებიც ღირან
game 91
მიუხედავად აქ დაწერილი პოსტებისა, მე ძალიან მომწონს ეგ მანქანა. პაჯეროს იდენტურია, ძრავი 3.0-3.5 ბენზინი, 2.5-2.8 დიზელები. სუპერსელექტი. საკმაო ფართი აქვს, ბარგსაც დაალაგებ თუ მოისურვებ და კომფორტულადაც იმგზავრებ. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ პაჯეროთი ან თუნდაც ნისანით, ან თუნდაც დისქავერით, ან ნებისმიერი მაღალგამავალი მანქანით უფრო კომფორტულად იმგზავრებ, ვიდრე დელიკათი. მშვენიერი საექსპედიციო მანქანაა. მოკლედ მე ძალიან მომწონს. დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი.
თან ბლოკიც აქვთ ზოგიერთებს
ტოიოტა ჰაილუქსი მყავდა 2.5-D
ყველანაირად ვეცადე ცოტა მაინც ამეჩქარებინა, რა აღარ გამოუცვალე მაგრამ რო ვერაფერს მივაღწიე სასწრაფოდ გავასხვისე.
ამური
მეც მყავდა და კაი ჯორი იყო
თან ზოგს ორივე გვერდითა კარებიც აქვს..... მოკლედ მე ძალიანაც მომწონს ეს მანქანა და ოდესმე თუ სახსარი მექნება, მეყოლება აუცილებლად.... თან საკმაოდ ძვირები ღირს....
კარგი მანქანაა მე მყავს გასვლასჰიც მაგარია და ისეც
პროსტო ამის რელინგებს ვეძებ 2 თვეა და ვერ ვნახე ვერსად
http://www.myparts.ge/parts_details.php?part_id=4969073 ეს მოკლეა მაღალ ჭერიანის თვითონ კრონშტეინი მაღალია და წვდება ეს მოკლეა და ჭერზე ედება მთელი თბილისი მოვიარე და ვერსად ვერ ვნახე ბაგაჟნიკს კი ვაკეთებ ეხა მარა რაზე დავდგა არ ვიცი
http://www.myparts.ge/parts_details.php?part_id=4969073 ეს მოკლეა მაღალ ჭერიანის თვითონ კრონშტეინი მაღალია და წვდება ეს მოკლეა და ჭერზე ედება მთელი თბილისი მოვიარე და ვერსად ვერ ვნახე ბაგაჟნიკს კი ვაკეთებ ეხა მარა რაზე დავდგა არ ვიცი
game 91
3.0-იც მყავდა და 2.4-იც
ცოტა არცერთს არ დაუწვია
2.8 მყავს დიზელი 13 უბერავს
არ ვიცი ძმაო, 45 ლარის დიზელით ჩავედი რაჭაშიო. ონის რაიონში. 2.8 არის ჩემი პაჯეროც და 10 ლიტრს მიწვავს.
კომფორტით პაჯეროზე ტევადია და უფრო ჯიგრულად ზიხარ და გამავლობით რაც შეეხება ფუცანა ჯიპებიდან დაწყებული ბერვს ჯიპს ჯობია
აუ თუ ვინმემ იციტ მაღალ ჩერიანის რელინგი მომწერეთ ძმურად
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
მაგარი მანქანაა ჩემს მეგობარს ყავს კარგი გამავლობაც აქვს პაჯეროა ყველაფერი კუზაოა მარტო შეცვლილი დანარჩენი პაჯეროა ყველაფერი. გაზზე ყავს გადაყვანი და ბალონები სათადარიგო საბურავის ადგილზე აქვს დაყენებული დამცავიც გაუკეთა. საბარგულიც დარჩა ადგილიც აქვს და პიცხი მანქანაა ძალიან ბევრჯერ მიმგზავრია და ძალიან პიცხია ბენზინზე რათქმაქუნდა. მოკლედ კარგი მაქნაა მეც ძალიან მომწონს მაგრამ მაინც რატომგაც პაჯერო ბებერი მომწონს მაინც
sakheli
თუ ტურისტებზე არ მუშაობ რა ლოგიკით ამჯობინებთ ოთხკარიან პაჯეროს ვერ ვხვდები. მარშუტკაა ბოლოს და ბოლოს...
nik@a
რატო ტევადი და გამავალი მანქანა მონადირეს აწყენს თუ?
კაცია და გუნება ალბათ... მე ცოტა სუბიექტურად შევაფასე მომიტევეთ )
თუ იცით დელიკა დიზელი 2.8 როგორ მუშაობს და ბენზინთან როგორ შეადარებდით? ვისაც გყავთ, მაინტერესებს თქვენი აზრი.
მადლობა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)