თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტი _ სუმო

პოსტის ავტორი: :)ZORAIDE:) Oct 30 2009, 17:47

სუმო ტრადიციული იაპონური ორთაბრძოლაა
ხანგრძლივი ისტორიული ფესვებით



სუმო ეს კონტაქტური სპორტის სახეობაა, რომლის ფესვებიც იაპონიაშია და რომელიც მთლიანად მხოლოდ ამ ქვეყანაშია განვითარებული. აქ არ ვგულისხმობთ სუმოს სამოყვარულო ნაირსახეობას, რომელიც ბევრ ქვეყანაშია (მათ შორის საქართველოში) ფეხმოკიდებული, თუმცა ის პეწი, კლასი არ აქვს, რაც პროფესიულ სუმოს. სამოყვარულო სუმოში ის სული დაკარგულია, რასაც სათუთად უფრთხილდებიან იაპონელები. სუმო მხოლოდ სპორტი არც არის, ის იაპონელთათვის გენდაი ბუდოა, ანუ თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაა.
სუმოს ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამიტომაც ორთაბრძოლების წინ მრავალ ტრადიციულ რიტუალს ასრულებენ. მაგალითად, მარილის მოფრქვევის რიტუალი უძველესი, შინტოს რელიგიის დროიდან მოდის. რიკიშის, ანუ პროფესიონალი სუმოისტის ცხოვრება საკმაოდ მკაცრია და მას სუმოს ასოციაციის (ნიჰონ სუმო კიოკაი) წესები აკონტროლებს. პროფესიონალები ვალდებულები არიან თავიანთ კლუბებში (ე.წ. ჰეიებში) იცხოვრონ, მათი ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტიც წინასწარ გაწერილია და აუცილებლად უნდა შესრულდეს – ჭამის რაციონიდან დაწყებული ჩაცმულობით დასრულებული. ყველაფერი იაპონიის მრავალსაუკონოვან ტრადიცებს უკავშირდება. ცნობილია, რომ სუმომ შედარებით თანამედროვე სახე მეომარ ოდა ნობუნაგას დროს, მე-16 საუკუნეში მიიღო. მიუხედავას იმისა, რომ სუმო იაპონურ ფესვებზე აღმოცენდა მსგავსი საბრძოლო ხელოვნება განვითარებული იყო მონღლოთში (მონღოლური ჭიდაობა), ჩინეთში (შუაი იაო) და კორეაშიც (სირეუმი).


სუმოს ორთაბძოლაში გამარჯვებულია ის ფალავანი, რომელიც შეძლებს მეტოქის გაძევებას რკალის ფორმის რინგიდან, რომელსაც იაპონელები დოჰიოს უწოდებენ. გამარჯვებულია სუმოისტი იმ შემთხვევაშიც, თუ შეძლებს მეტოქის დაგდებას დოჰიოზე. პირველი ვინც კი დოჰიოს ტანის ნებისმიერი ნაწილით შეეხება გარდა ფეხისა, დამარცხებულია. თუმცა ხშირად საკამათო ეპიზოდში, შეიძლება გამარჯვება იმ სუმოისტს მიანიჭონ, რომელიც პირველად შეეხო მიწას. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი მსაჯები დაადგენენ, რომ მის მეტოქეს გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ორთაბრძოლისას არ არის შეზღუდვები, ამიტომაც წესების და მიზნის სიმარტივის მიუხედავად, სუმოში დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებენ. აკრძალულია მხოლოდ მუშტის დარტყმა, წელს ქვემოთ დარტყმა და თმების მოქაჩვა. ასეთ შემთხვევაში დამრღვევს მაშინვე წაგებას უთვლიან. სუმოისტის საბურველი ე.წ. მავაშია – აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც რამდენიმეჯერ დახვეულია სპორტსმენის ფეხებს შორის და ზურგთან განასკვულია. სხვათა შორის, თუკი ბრძოლისას სუმოისტი მავაშის დაკარგავს, მას წაგება ეთვლება. როდესაც გამარჯვებული გაირკვევა მას მსაჯი (გიოჯი) სახალხოდ აცხადებს, აქვე დააკონკრეტებს იმ ილეთს (კირიმატე), რომლის წყალობითაც იმარჯვა სუმოისტმა. მაშინ როცა ბრძოლა სულ რაღაც წამები გრძელდება, მისთვის მზადება, რიტუალის შესრულება, ბრძოლის შემდგომი რიტუალი გაცილებით მეტ დროს ითხოვს. დოჰიო 4,55 მეტრი დიამეტრის რკალია. საფარი თიხნარია, რომელზეც ქვიშაა მოყრილი. რკალი ბრინჯის სპეციუალური ღეროებისგან არის შეკრული. მასზე ფეხის დაბიჯება წესებით შეიძლება.
წელიწადში ექვსი სუპერტურნირი, ანუ ბაშო იმართება: იანვარში, მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერში და ნოემბერში. აქედან ოთხი ტოკიოში, ორი კი პროვინციებში. სუპერტურნირების გარდა პროფესიონალები ვალდებულნი არიან სუმოს ასოციაციის ეგიდით საჩვენებელ გამოსვლებშიც მიიღონ მონაწეილოება, რომლებიც სუმოს პოპულარიზაციის მიზნით იაპონიის სხვადასხვა რეგიონში იმართება. რეიტინგზე (ბანძუკე) მხოლოდ სუპერტურნირების შედეგები აისახება. ბაშო 15-დღიანია ელიტის ორ დივიზონში (მაკუუჩი და ძურიო), ხოლო დაბალ ლიგებში - 7-დღიანი. სუმო კონტაქტური სპორტია და იქ ტრავმები ძალზე ხშირია. სპორტსმენებს ხშირად აქვთ პრობლემები ჯანმრთელობასთან ჭარბი, მაგრამ ორთაბრძოლისას აუცილებელი, წონის გამოც. სპორტსმენები სხვადასხვა კლუბის წევრები არიან. იაპონური წესის თანახმად კლუბს მხოლოდ ერთი უცხოელის ყოლის უფლება აქვს, თუმცა ზოგიერთ კლუბში უცხოელს არაფრის დიდებით არ აიყვანენ.
სუმოისტის ცხოვრება ჰეიაში დილით მზის პირველ სხივებთან ერთად იწყება. დილით გარკვეული რიტუალის შემდეგ, სუმოისტები ხუთსაათიან, მომქანცველ ვარჯიშს გადიან. მხოლოდ ამის შემდეგ სპორტსმენები საუზმობენ. ამ დროს ისინი დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. სხვათა შორის, არ არის აკრძალული ალკოჰოლური სასმელიც. საუზმის შემდეგ სამსაათიანი ძილის დროა, შემდეგ კი – ვახშმის. თითოეული სუმოისტის წარმატებაზეა დამოკიდებული შეუძლია თუ არა მას „ფუფუნების საგნების“ გამოყენება. მაგალითად, მობილური ტელოფონის, ინტერნეტის, ცალკე ოთახში დაძინების.. ყველა სუმოისტს აკრძალული აქვს მანქანის მართვა.
პროფესიულ სუმოში 6 დივიზიონია. უმაღლეს, მაკუუჩიში 42 სუმოისტია, მეორე ელიტურ დივიზიონ ძურიოში - 28. ამ ორ დივიზიონში მოხვედრილი სუმოისტები რანგის შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას, მათ ემსახურებიან ცქიფიტოები (ცუკებიტო), ახალგაზრდა დამწყები სუმოისტები. მესამე დივიზიონ მაკუშიტაში 120 სუმოისტია, შემდეგი დივიზონებია: სანდანმე, ჯონიდანი და ჯონოკუჩი. დღეისათვის პროფესიულ სუმოში 59 უცხოელია, მათ შორის სამი ქართველი: ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). სამოვე მებრძოლი ელიტაშია
ელიტაში რიგითი სუმოისტის რანგი მაეგაშირაა, ისინი რეიტინგის მიხედვით 1-დან მე-16 (ან მე-17) ნომრამდე არიან განაწილებულნი. არსებობს აღმოსავლეთის და დასავლეთის დივიზიონი, თუმცა ეს დაყოფა პირობითია – აღმოსავლეთის დივიზიონი მხოლოდ ნახევარი საფეხურით წინ დგას დასავლეთისაზე. სპორტის ამ სახეობაში ყველაზე დიდი რანგი არის იოკოძუნა. ტერმინი წამოვიდა სიტყვებიდან ჰორიზონტი და თოკი. ახლაც იოკოძუნებს სარიტუალო ღონისძიებისას ერთგვარი თოკი აქვთ შემოხვეული, რომლის სიმძიმე ზოგჯერ 20 კილოგრამია. უმაღლესი ტიტულის მიღების წესი განსაზღვრულია ასე: ოძეკის, რომელსაც იოკოძუნობა სურს უნდა ჰქონდეს ძალა, ოსტატობა და ხიბლი (ჰინკაკუ). ყოფილა შემთხვევა, რომ „დიდი ჩემპიონის“ ტიტული არავის უტარებია და იყო დრო, როცა ერთდროულად ოთხი იოკოძუნა იყო რეიტინგში. ფაქტობრივად კი ოძეკი იოკოძუნა ხდება თუკი ზედიზედ ორ სუპეტურნირს მოიგებს, ან ერთს მოიგებს და ორჯერ გამარჯვებისთვის იბრძოლებს ბოლო დღემდე, ამასთან ბაშოზე არანაკლებ 12 მოგება ექნება (15-დან). იოკოძუნას ტიტულს არ ართმევენ, თუკი სუმოისტი უმაღლეს დონეზე ვეღარ ასპარეზობს ის აუცილებლად უნდა წავიდეს სუმოდან. დღეს ორი იოკოძუნაა მოქმედი, ორივე მონღლოა – რიგით 68-ე იოკოძუნა ასაშორიუ (2003 წლიდან) და 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო (2007 წლიდან).
იოკოძუნას შემდეგ რანგით მეორე ტიტული ოძეკია (ჩემპიონი). დღეს ოთხი ოძეკია: ჩიოტაიკაი, კაიო, კოტოოშუ და კოტომიცუკი. კოტოოშუ ბულგარელია, დანარჩენები კი – იაპონელები. მესამე რანგი სეკივაკეა, მეოთხე – კომუსუბი. ქართველი ლევან ცაგურია ორი სუპერტურნირის განმავლობაში ატარებდა კომუსუბის ტიტულს. ჯერჯერობით ეს მისი უმაღლესი მიღწევაა. სუმოისტები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ თავიანთი რანგის მიხედვით. იოკოძუნას ხელფასი თვეში 24,5 ათასი დოლარია. ამაში რა თქმა უნდა, არ შედის ორთაბრძოლების დროს მიღებული ჰონორარები. ოძეკი თვეში 20 ათას დოლარს იღებს, სეკივაკე და კომუსუბი - 14,8 ათას დოლარს, რიგითი მაეგაშირა – 11,3 ათას დოლარს, ხოლო ძურიოს დივიზიონის წევრი – 9 ათასს.



სუმოს ლექსიკონი

ბანძუკე: სუმოს რეიტინგ-ლისტი, რომელიც წინა ბაშოს შედეგების მიხედვითაა შედგენილი და ქვეყნდება მომავალი ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბანძუკე ხელნაწერი დოკუმენტია, რომელიც სუმოისტებს ურიგდებათ.

ბაშო: სუმოს სუპერტურნირი. წელიწადში 6 ბაშოა. უფრო ზუსტი დასახელებაა ჰონბაშო.

გიოჯი: სუმოს მსაჯი

დოჰიო: არენა სადაც მიდის ორთაბრძოლა. თიხნარზე დაყრილი ქვიშაა, რომელიც ბრინჯის მცენარის ღეროს რკალითაა შემოსაზღვრული.

დოჰიო-ირი: რინგზე გასვლის ცერემონიალი. მხოლოდ ძურიოს და მაკუუჩის დივიზიონის სუმოისტები ასრულებენ. დასავლეთის და აღმოსავლეთის სუმოისტები ცალ-ცალკე ასრულებენ რიტუალს, იოკოძუნა კი ცალკე.

იოკოძუნა: დიდი ჩემპიონი, ყველაზე მაღალი ტიტული სუმოში.

იუშო: ტურნირის მოგება ნებისმერ დივიზიონში. უმაღლეს დივიზიონში თან ახლავს იმპერატორის თასის მოგება.

კაჩი-კოში: ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რაც რეიტინგში წინსვლის გარანტიაა.

კენშო-მავაში: სარიტუალო მავაში, რომელიც ინდივიდუალური გემოვნებითაა მოხატული. ადრე კენშო მავაშით ჭიდაობდნენ.

კირიმატე: ილეთი, რომლის წყალობითაც იმარჯვებს რიკიში. კირიმატე მრავალია.

კინბოში: ოქროს ვარსკვლავი. ეძლევა მაეგაშირას რანგის სუმოისტს თუკი ის ბაშოზე იოკოძუნას დაამარცხებს. აქვს ფინანსური დატვირთვაც.

კომუსუბი: მეოთხე რანგი სუმოში.

მაეგაშირა: უმაღლესი დივიიზონის სუმოსიტთა უდაბლესი რანგი. ბაშოს დროს მხოლოდ მაღალი რანგის მაეგაშირებს უწევთ ბრძოლა იოკოძუნასთან და ოძეკისთან.

მაკე-კოში: უარყოფოთი ბალანსი, რეიტინგში დაქვეითების გარანტია.

მაკუუჩი: უმაღლესი დივიზონის დასახელება.

მაკუშიტა: რანგით მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი დივიზიონი.

მავაში: სუმოისტის ქამარი-ტილო, რომელსაც ის ატარებს ვარჯიშისას და ორთაბრძოლისას. თეთრი, ბამბისა ვაჯიშისას და აბრეშუმის ფერადი – შეჯიბრებისთვის.

ნიჰონ სუმო კიოკაი: სუმოს ასოციაცია.

ოიაკატა: სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი

ოძეკი: ჩემპიონი, მეორე რანგი პროფესულ სუმოში.

რიკიში: პირდაპირი თარგმანით, ძლიერი მამაკაცი. სუმოისტი.

სანდანმე: მეოთხე დივიზიონი.

სანიაუკუ: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე და კომუსუბი – ამ რანგის სუმოისტთა კრებსითი სახელი.

სეკიტორი: ის სუმოისტი, რომელიც ორი ელიტური დივიზიონიდან ერთ-ერთშია.

შიკონა: საბრძოლო სახელი. შეიძლება იყოს ნამდვილი სახელის იდენტურიც.

ძურიო: მეორე დივიზიონი, ითვლება ელიტად. ამ დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტს აქვს ხელფასი და პრივილეგიები.

ჯონიდანი: რანგით მეორე უდაბლესი დივიზიონი სუმოში.

ჯონოკუჩი: უდაბლესი დივიზიონი . ასეც ითარგმნება იაპონურდან – „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ჰენკა: დაჯახების დროს ხერხით მეტოქის აცილება და ამ მეთოდით გამარჯვება. ხშირად ცუდ ტონად ითვლება იაპონელ პუბლიკის თვალში, განსაკუთრებით თუ ჰენკას მაღალი რანგის სუმოისტები მიმართავენ.

ჰეია: პორდაპირი მნიშვნელობით ოთახია, თუმცა იხმარება კლუბის აღსანიშნავად. ჰეია არის ადგილი, სადაც სუმოისტები ვარჯიშობენ და ცხოვრობენ.

ჰიკივაკე: ყაიმი, დღევანდელ სუმოში ძალზე იშვიათი მოვლენაა.


ამჟამად იაპონიაში სულ არის სამი ქართველი სპორცმენი: კოკაი (ლევან ცაგურია), ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (გაგა ჯუღელი)
კოკაიhttp://www.radikal.ru
ტოჩინოშინიhttp://www.radikal.ru
გაგამარუ http://www.radikal.ru

ესენი კიი დღესდღეისობით ყველაზე ძლიერი სუმოისტები (იოკოძუნები)

ასაშორიუhttp://www.radikal.ru
ჰაკუჰოhttp://www.radikal.ru


წარმოშობით ორივე მონღოლი სპორცმენია

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 30 2009, 18:52

:)ZORAIDE:)
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღOლ ძალიან საინტერესო იყო , დიდი მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: :)ZORAIDE:) Oct 30 2009, 19:07

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 30th October 2009 - 07:52 PM) *
საღOლ ძალიან საინტერესო იყო , დიდი მადლობა

არაფრის მერე კიდე დავდებ ინფორმაციას პროსტა ეხლა მაგარი დავიღალე.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 30 2009, 19:49

:)ZORAIDE:)

ეგ ყველა სახელი რაღაცა ნიშნავს ხომ ?? რო თარგმნო

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 30 2009, 19:50

კოკაი შავზღვას ნიშნავსnewsmile05.gifnewsmile05.gif ეს აღსანიშნავია newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: :)ZORAIDE:) Oct 30 2009, 19:53

გიორგი

ციტატა(giorgixomeriki @ 30th October 2009 - 08:50 PM) *
ეგ ყველა სახელი რაღაცა ნიშნავს ხომ ?? რო თარგმნო

კიი
კოკაი (შავი ზღვა)
ტოჩინოშინი (წლის აღმოჩენა)
გაგამარუ (მრგვალი გაგა) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


პოსტის ავტორი: გიორგი Oct 30 2009, 19:55

ციტატა(:)ZORAIDE:) @ 30th October 2009 - 08:53 PM) *
(მრგვალი გაგა)


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

და შენი სახელი რას ნიშნავს ??

პოსტის ავტორი: :)ZORAIDE:) Oct 30 2009, 20:04

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 30th October 2009 - 08:55 PM) *
და შენი სახელი რას ნიშნავს ??

რავიცი ამაასწინად სახლში მოვედი ცოტა ნასვამი და ქალები არჩევდნენ სერიალს... და ზორაიდეზე ჩხუბობდნენ... და მეც კაიფის პონტში დავირქვი.

ეხლა უნდა გადავირქვა ეგ სახელი თორე მე აქ როგორც ვუყურებ საკუთარი ნიკები კლიჩკად ააქვთ და მე ზორაიდეს ხომ არ დამიძახებენ ტეხავს...

ისე შეიძლება ნიკნეიმის შეცვლა??????????

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 30 2009, 20:07

ციტატა(:)ZORAIDE:) @ 30th October 2009 - 09:04 PM) *
ისე შეიძლება ნიკნეიმის შეცვლა??????????


კი შეგიძლია newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: :)ZORAIDE:) Oct 30 2009, 20:09

ციტატა(dubidubiduu @ 30th October 2009 - 09:07 PM) *
კი შეგიძლია

ხო მაშინ კლიჩკად რასაც მეძახიან იმას დავირქმევ...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 30 2009, 23:20

bala
საინტერესო იყო, შენ საიდან ამდენი ცოდნა?
სურათებიდან ძიუდოისტი მომეჩვენე......




პოსტის ავტორი: ჩელე Oct 30 2009, 23:47

ყოველთვის მეგონა რომ ძალიან უაზრო სპორტი იყო სუმო, მერე ცაგურია რომ გაიჩითა ამ სპორტში დავინტერესდი და დავიწყე უიტუბიზე ფორთხიალი, არ დაგიმალავთ და მაგრად ვიკაიფე, კარგი სპორტია.............

პოსტის ავტორი: შალვა Oct 31 2009, 11:50

სუმოს ყურება ძალიან მიყვარს, მართალია ძალიან გვიან უჩვენებენ .. მაგრამ ღამის თევად ღირს(ფეხბურთზე მეძინება) დინამიური სპორტია, საყურებლად დღეს ყველა ჭიდაობის სახეობას ჯობია(მაყურებლის თვალით) სპორტის ბობოლებს (მსოფლიო) ტვინი რომ ჰქონდეთ ამ სახეობას ოლიმპიურ სახეობად გადაიყვანდნენ!!!!

პოსტის ავტორი: bala Oct 31 2009, 21:47

ვიტო

ციტატა(shalva @ 31st October 2009 - 12:50 PM) *
საინტერესო იყო, შენ საიდან ამდენი ცოდნა?
სურათებიდან ძიუდოისტი მომეჩვენე......

დღეს ხომ მიხვდი საიდან ვიცი??????????

შალვა
ციტატა(shalva @ 31st October 2009 - 12:50 PM) *
საყურებლად დღეს ყველა ჭიდაობის სახეობას ჯობია(მაყურებლის თვალით)

არა სპეციალურად არ შეააქვთ იაპონელებს სუმო ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ ჯერ სუმო ძაან გაბანძდება და ის ხიბლი დაეკარგება და ის ტრადიციები რაც ააქვს,,, და მერორე იმიტომ რომ იოკოძუნას თან შეხვედრა უკვე დიდი მიღწევა ანუ ყველა სუმოისტს არ შეუძლიან რომ შეხვდეს (არ ააქვს უფლება, უფლება ააქვთღ მარტო მაღალი რანგის მოებრძოლებს) და ოლიმპიადაზე კიდე შეიძლება ვიღაც ზიმბამბველი შეხვდეს და მაგი დიდი დამცირებაა იოკოძუნასთვის....

პოსტის ავტორი: bala Oct 31 2009, 22:06









და ამ ვიდეოს ნახვის მერე როგორ უნდა თქვას ადამიანმა, რომ სუმოისტები მარტო მუცლებით ეტაკებიან და მარტო გაყავთო.


პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 1 2009, 01:04

bala
შენ სუმოისტი ხარ? არ მეგონა სუმოში თუ ხელის დარტყმაც შეიძლებოდა

პოსტის ავტორი: bala Nov 1 2009, 13:28

Der Rote Baron

ციტატა(george911 @ 1st November 2009 - 02:04 AM) *
შენ სუმოისტი ხარ?

კიიიიი
ციტატა(george911 @ 1st November 2009 - 02:04 AM) *
არ მეგონა სუმოში თუ ხელის დარტყმაც შეიძლებოდა

ხელის დარტყმა შეიძლება მარა მუშტის არაააა... კაროჩე ყველაფერი შეიძლება მუშტის დარტყმის გარდა... შეგიძლიან თვალში თითი ატაკო (მარა გრეხია) ან თავი ჩაარტყა სახეში, ან აბერკოტი გლიჯო, შეგიძლია ყელში დაარტყა ხელი, კიდე იდაყვის ხმარებაც შეიძლება.... კაროჩე ჩხუბია რაააა მარა ბევრი არ მიმართავს მაგ დარტყმებს იმიტომ რომ ელიტაში ყველა ერთად არის და უმეტესობა ძმაკაცობს და ვისთანაც გრიზნიკაშია ააქვთ იმას უბაგუნებენ........

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 1 2009, 13:46

ვაა..მაგარი საინტერესოა...

პოსტის ავტორი: bala Nov 1 2009, 14:01

ესეც მეეეეეეე დონ ბალა newsmile035.gif



პოსტის ავტორი: ჩელე Nov 1 2009, 14:04

bala
ვააა საღოლ, რა დაეციი, მე მეტკინა იმის მაგივრად......... newsmile035.gif სხვა ვიდეობიც თუ გაქვს გამოუშვი რაა.............

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif ჯიგარი ხარ, ჯიგარიიი..............

პოსტის ავტორი: bala Nov 1 2009, 14:08

ეს ჩვენი გუნდია უკრაუნელებს ვხვდებით.......


პრისტა ვინც იღებდა იყო მაგარი ჩოილარი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 1 2009, 14:13

bala
newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღოლ ჯიგარ...ტაკ დერჟატ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 1 2009, 14:42

მართლა რა მაგარია...ტო...ეგ მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მოიგე???....საღოლ ძმაო...აწი შეგვიძლია სხვა ფორუმებს ვეჭიდაოთ ხოლმე... newsmile035.gif newsmile035.gif
ვგრძნობდი რაა...რაღაცა ისე ვერ იყო...(პროფესიონალი მონადირე რო მეგონე)...თურმე სხვა დარგის მასტერი ყოფილხარ...საღოლ...

პოსტის ავტორი: bala Nov 1 2009, 14:51

cz80
ლევანი
ტენკიუები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(levani @ 1st November 2009 - 03:42 PM) *
აწი შეგვიძლია სხვა ფორუმებს ვეჭიდაოთ ხოლმე...

ბაზარი ააა დავესხათ თავს და გავანადგუროთ.

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 1 2009, 15:22

bala

შენ ბოლო ბოლო სუმოისტი ხარ თუ ძიუდო და რამე?ვერ მივხვდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bala Nov 1 2009, 16:45

გიორგევიჩ

ციტატა(gogagoga @ 1st November 2009 - 04:22 PM) *
შენ ბოლო ბოლო სუმოისტი ხარ თუ ძიუდო და რამე?ვერ მივხვდი

ანუ ჭიდაობას რაც შეეხება ყვლაფერს ვჭიდაობ რააა.... უნივერსალ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 1 2009, 17:07

bala
არადა ლამის პაკრიშკის ბოლტმა გაჯობა ჩემპიონ კაცს newsmile035.gif კაია კაი, ისე რამდენი კილო ხარ არ გითქვამს მაშინ, და კიდევ რამდენ კილოიან კატეგორიაში გამოდიხარ სუმოში, თუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა? ...ხოდა ისა კიდევ, პაკრიშკა იმ მხარეს გასკდა ზუსტად, საითაც შენ იჯექი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 1 2009, 17:50

ციტატა(Davitus @ 1st November 2009 - 06:07 PM) *
ხოდა ისა კიდევ, პაკრიშკა იმ მხარეს გასკდა ზუსტად, საითაც შენ იჯექი

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 1 2009, 17:53

სუმო newsmile05.gif კაი კაცი ხარ! newsmile035.gif მერე დავჭიდოთ ერთმანეთსnewsmile05.gif ოღონდ თოფის სროლაში newsmile05.gif აბა ისე აზრი არ აქ,წააგებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bala Nov 1 2009, 17:56

Davitus

ციტატა(cz80 @ 1st November 2009 - 06:50 PM) *
ხოდა ისა კიდევ, პაკრიშკა იმ მხარეს გასკდა ზუსტად, საითაც შენ იჯექი

მაგას რა მნიშვნელობა ააქვს ისეთ გზაზე მოვდიოდით გინდა ნოსო მჯდარიყო მაინც გასკდებოდა.....newsmile035.gif:D:D:D
ჩაგეთვალა კარგად ვიცინე

იკო1981
ციტატა(:)ZORAIDE:) @ 1st November 2009 - 06:54 PM) *
მერე დავწწიდოთ ერთმანეთს ოღონდ თოფის სროლასი

ბაზარი არააა

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 1 2009, 20:45

იკო1981
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აპირებ მონაწილეობას???....ეგრე მე შევერკინე ჩემი ცოლის ბიძაშვილს..(მსოფლიო ჩემპიონია მკლავჭიდში)..და ფინალში დავმარცხდი... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: bala Nov 2 2009, 17:09


პოსტის ავტორი: Davitus Nov 2 2009, 17:24

bala
ზაზა, ეს რა ვიდეოა? ვერ დავინახე იმ მძიმეწონიანს რა უქნა მეორე უფრო მელკი ტიპმა, კისერში დაარტყა?

პოსტის ავტორი: bala Nov 2 2009, 18:34

Davitus
ყელში დაარტყა ხორხში

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 2 2009, 20:39

ციტატა(bala @ Nov 2 2009, 07:34 PM) *
Davitus
ყელში დაარტყა ხორხში

ეგ დარტყმა ჩვენთანაც არის newsmile045.gif მაგრამ ერთმანეთში არ ვაკეთებთ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: bala Nov 2 2009, 20:48

Der Rote Baron

ციტატა(george911 @ 2nd November 2009 - 09:39 PM) *
ეგ დარტყმა ჩვენთანაც არის

თქვენთან სად????????

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 2 2009, 21:06

ციტატა(bala @ Nov 2 2009, 09:48 PM) *
Der Rote Baron

თქვენთან სად????????

საბრძოლო ხელოვნება კუნგ ფუ

პოსტის ავტორი: bala Nov 3 2009, 11:25

იააააააააააააააააა

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 3 2009, 14:30

ციტატა(bala @ Nov 3 2009, 12:25) *
იააააააააააააააააა

newsmile035.gif

პოსტის ავტორი: bala Nov 5 2009, 10:47




ორუვე ძალიან საინტერესოააა ვისაც გაინტერესებთ ეს სპორტი და გიზიდავთ გთხოვთ რომ უყუროთ

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 5 2009, 13:24

bala

რა მაინტერესებს,თუ ყოფილა შემთხვევა სუმოს შეჯიბრების დროს სიკვდილით დამთავრებულიყოს

პოსტის ავტორი: bala Nov 5 2009, 14:14

გიორგევიჩ

ციტატა(gogagoga @ 5th November 2009 - 14:24) *
რა მაინტერესებს,თუ ყოფილა შემთხვევა სუმოს შეჯიბრების დროს სიკვდილით დამთავრებულიყოს

რავიცი არ გამიგია არასდროს რომ მასეთი შემხვევა ყოფილიყოს... მარა გავარკვევ ზუსტად და დავპოსტავ... ისე კი არ მგონია

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 8 2009, 23:48

bala
ვა, საღოლ შენ, ეს რა სახელოვანი კაცი ყოფილხარ ტო newsmile05.gif

შენ შენთხვევაში სიხარული დავინახე მაგრამ იაპონელების ბრძოლებში არასოდეს არ მინახია
რომ მოგების შემთხვევაში რაიმე ემოცია გამოეხატოთ, რატომ ხდება ეგრე? პატივისცემაა და
მოწინააღმდეგესტან თავმდაბლობის გამომხატველი თუ რამე სხვა აზრი დევს მაგაში?

პოსტის ავტორი: bala Nov 9 2009, 11:58

ვიტო
არა ვიტო იცი რა პონტია ისინი ერთად ცხოვრობენდა თან ძმაკაცოვენ კიდევაც ერთად დადიან საგულაოდ და კაროჩე ბრატები არაიან 70% და სპორტში შენ ძმაკაცს რო მოუგებს იქ ხტუნაობა და მაგეთი რაღაცეები მოსული პონტი არ არის და მაგიტომ... ჩვენთან კიდე მოუგე და თუ გინდა შპაკატზე ჩაჯექი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: bala Dec 2 2009, 11:43

აი ჩვენი გორგაძეს მიღწევა ამ ბაშოზე

http://worldsport.ge/Read.aspx?news=600
http://worldsport.ge/Read.aspx?news=626

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: შალვა Dec 2 2009, 12:41

bala
ხომ არიცი რა ხდება? ევროსპორტზე ხშირად აჩვენებდნენ სუმოს, ეხლა დიდიხანია თვალი არ მომიკრია, სად შეიძლება რომ ვუყურო ან საიტი ხომ არ იცი სადაც ლაივში უჩვენებენ?

პოსტის ავტორი: bala Dec 2 2009, 13:25

შალვა

ციტატა(shalva @ 2nd December 2009 - 13:41) *
ხომ არიცი რა ხდება? ევროსპორტზე ხშირად აჩვენებდნენ სუმოს, ეხლა დიდიხანია თვალი არ მომიკრია, სად შეიძლება რომ ვუყურო ან საიტი ხომ არ იცი სადაც ლაივში უჩვენებენ?

კიი ევროსპორტმა სუმოს ფედერაციას ფული მოთხოვა რომ LIVE გაეკეთებინა და სუმომ დაადო ისედაც პოპულარულიაო ჩვენი სპორტიო......
ლინკს რაც შეეხება მოგაწვდით ბაშოს წინ ანუ 15-16 იანვარს მასე იწყება თუ მანამდე მე არ გავქუსლე იაპონიაში newsmile05.gif

http://sumo.goo.ne.jp/eng/hon_basho/index.html
აი აქ იქნება ხოლმე LIVE როცა ბაშო იქნება

პოსტის ავტორი: შალვა Dec 2 2009, 13:52

bala
დიდი მადლობა ლინკისთვის! თუ გაქუსლავ იაპონიაში +1 ბალენშიკით მეტი გეყოლება ჩემი სახით!

პოსტის ავტორი: bala Dec 2 2009, 13:55

შალვა

ციტატა(shalva @ 2nd December 2009 - 14:52) *
თუ გაქუსლავ იაპონიაში +1 ბალენშიკით მეტი გეყოლება ჩემი სახით!

უღრმესი მადლობა ჯიგარო ღვთის წყალობიდ ალბად წავალ დაიქიდანაც ამ ფორუმის წევრი ვიქნები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: bala Jan 12 2010, 10:15

აბა დაიწო შეჯიბრი სადაც შვენი სამივე სუმოისტი იღებს მონაწილეობას ვისაც ყურება გინდათ ეს არის LIVE
http://sumo.goo.ne.jp/eng/hon_basho/index.html
Real-time Streaming Video ბოლოშია და დაკლიკეთ და უყურებთ პირდაპირს ეხლა გადავავლებ თვალს და ვინ რა ქნა იმასაც დავწერ

http://www.justin.tv/blackbandit#r=zNpFX3Y ესეც LIVE აა

შეჯიბრი იწყება ჩვენი დროით 11:00
და გაგრძელდება 10 დგე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bala Jan 12 2010, 11:49

ეე დღე ყველა ჩვენიანმა წააგოოოო

პოსტის ავტორი: შალვა Jan 12 2010, 11:59

მეორე ლინკით შევედი, მაგრა ვისიამოვნე(ჩვენების წაგებას არ ვგულისხმობ). ბალა მაქეთ ხომ არ ხარ?

პოსტის ავტორი: bala Jan 12 2010, 19:32

შალვა

ციტატა(shalva @ 12th January 2010 - 12:59) *
მაქეთ ხომ არ ხარ?

არა აქეთ ვარ newsmile039.gif

პოსტის ავტორი: bala Jan 13 2010, 11:11

კოკაიმ კიდე წააგო არ ვიცი სხვები როგორ დაამთავრებენ მარა თუ არ მოუმათ შეიძლება ელიტარული დივიზიონიდან გამოვარდეს

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 14 2010, 08:43

bala
კიდევ ხომ არის 2 ჩვენებური იქეთ, ისენი რას შვებიან?

პოსტის ავტორი: bala Jan 14 2010, 12:13

ისინი ერტი იგებს გუშინ 4 შეხვედრიდან 4 მოგება ქონდათ და მეორე გორგაძე 4 წაგება ააქვს და ერთი მოგება. ცაგურიას სამი წაგება და ერთი მოგება ააქვს და დGევანდელი ვერ ვნახე გვიან გამეღვიძა

პოსტის ავტორი: შალვა May 16 2011, 21:42

რ2-ზე ჩვენი ბალა აჩვენეს ბულგარეთში ტურნირი მოუგია!!!!!!
ვულოცავ, სულ გამარჯვებული გვენახე!

p.s.
ბალა, გექნება ვიდეო შენი ჭიდაობის და ძმურად დადე რა!

პოსტის ავტორი: sabo73 May 16 2011, 23:36

ვააა კარგი ამბავი , კარგიიიიიიიიი

ბალა გილოცავ, ძმაო.

შენი იმედი ყოველთვის გვქონდა ჩვენ და სამშობლოს.

პოსტის ავტორი: ლევანი May 17 2011, 00:16

აი საღოლ ბალა...... newsmile027.gif newsmile027.gif მალე იაპონიაშიც(უმაღლეს დონეზე) გესეხელებინოს საქართველო.

პოსტის ავტორი: Maverick May 17 2011, 08:11

ბალას ვულოცავ, ამ მიღწევას, ეს ერთი და სხვა მრავალი

პოსტის ავტორი: გურგენა May 17 2011, 09:02

საღოლ ბალა newsmile05.gif

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=20149&lang=1

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2011, 09:16

ვულოცავ ბალას newsmile05.gif small3d018.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 17 2011, 09:25

ბალა

გილოცავ ამ გამარჯვებას, სულ დაუმარცხებელი ყოფილიყავი მთელი ცხოვრება small3d018.gif

ერთი დუნდუას ვერ მოუხერხე ვერაფერი, წაიყვანე, იქნებ თხა იყოს, მაიგოს! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 17 2011, 09:31

ბალა
გილოცავ, ძალიან გაგვახარე სულ გამარჯვებებით გევლოს
შენ და სრულიად საქართველოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 17 2011, 09:51

საღოლ ბალა, ვიდეოს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე :( ეს ერთი და სხვა მრავალი ოქროს მენდლები!

პოსტის ავტორი: შუკა May 17 2011, 10:21

გილოცავცთ ბალა!! ჩვენ ვამაყობთ შენით!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 17 2011, 10:26

ციტატა(Davitus @ 17th May 2011 - 10:51) *
მენდლები!

შეცდომაა!!!
სწორია-მედალი!!!

neaa.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 17 2011, 11:04

ბალა
გილოცავ, სულ გამარჯვებებით გევლოს , სულ წარმატებები მოგეტანოს შენთვის და შენი ქვეყნისთვის ძმაოო
newsmile05.gif

xoshian.gif ravari-misca.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2011, 12:15

მომილოცავს ბალა !! სულ გამარჯვებული ყოფილიყავი ჩვენი გულების გასახარად! კუდე უამრავი გამარჯვება მოგეპივებინოს!

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 17 2011, 12:36

ციტატა(irakli fofxadze @ 17th May 2011 - 13:15) *
კუდე

შეცდომაა!
სწორია-კიდე!!! newsmile045.gif

ციტატა(irakli fofxadze @ 17th May 2011 - 13:15) *
მოგეპივებინოს

შეცდომაა!
სწორია-მოგელუდებინოს! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა May 17 2011, 13:26




აგე ბიჯო newsmile035.gif

ძუძუს როგორ უჭერს ნახეთ რა newsmile035.gif

აგე კიდე newsmile035.gif

ეს ფინალია


თეგებში ჩასვი ხოლმე რა

პატივისცემით მე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა May 17 2011, 14:01

მეო როგორ ჩავსვა არ ვიცი :(

პოსტის ავტორი: Davitus May 17 2011, 14:07

მაჭარა


საღოლ მაჭარ, მე რომ ვეძებდი ალბათ არ იყო დადებული

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 17 2011, 14:18

ვააახ საღოლ ბიჯოოს არ ამოა....სთავააა
მაგარი ხარ ბალაჯან ამის გარდა კიდევ ატIათასი გამარჯვება მოგეპვებინოს

პოსტის ავტორი: გოგა May 17 2011, 14:37

სუფთა იაკუძა ჩაუტარა რა newsmile035.gif
გაიხარე ბალა,კარგი ხარ newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 17 2011, 14:49

საღოლ ბალა, არ გააგორა კარტოფილივით?! newsmile01.gif
მაგრამ როვერასთან შანსი არ აქვს newsmile015.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 17 2011, 15:39

მაგარია!
ბალა მე ასე ვიცი რო ორთაბრძოლის შემდეგ სუმოისტები ემოციებს არ გამოხატავებ როგორც წაგება ისე მოგების შემთხვევასიო ეს მართალია თუ მითია გაგვარკვიე და თუ მართალია რატოა ეგრე??

პოსტის ავტორი: khmaltevza May 17 2011, 15:41

ვუერთდები მოლოცვებს!!! ძალიან სასიხარულოა როცა ქართველი იღებენ ოქროს მედლებს, მითუმეტეს ფორუმელი!!! ეს ერთი და სხვა მრავალი. გილოცავ ბალა კიდევ ერთხელ!

პოსტის ავტორი: ჩიქო May 17 2011, 20:56

გილოცავ ძმაო სულით და გულით, კურიერის ჩანაწერს ვუყურეე ეხლააა, მაგრაა გამიხარდააა, მეც დაა ყველას( შენ გულშემატკივრებს) სულ ესე წარმატებით გაგეგრძელებიოს კარიერაააა

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 17 2011, 22:40

გილოცავ ბალა!!! წარმატებებს გისურვებ კარიერაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბალა May 17 2011, 23:59

ვაააა გაიხარეთ ბიჭებო მადლობა. ისე იზვინი რა რომ ვეღარ შემოვდივარ ფორუმზე და ვეღარ გესიყვარულებით.

ჯიგრები ხართ მადლობააა d778bc34f693c93907196ff195628213.gif kiss.gif

პოსტის ავტორი: sabo73 May 18 2011, 00:45

ციტატა(ბალა @ May 18 2011, 00:59) *
ისე იზვინი რა რომ ვეღარ შემოვდივარ ფორუმზე და ვეღარ გესიყვარულებით.


იმ შენს მეტოქეს , რომ მოესიყვარულე, ისეთი მოსიყვარულება არ გვინდა. newsmile058.gif

ჩაგეცვა ისე ტანზე ბალა, სირცხვილია მაინც, რას იტყვის ხალხი, ან ის პატრონტაჟი მაინც მოგეხსნა......... newsmile01.gif

ჯიგარი ხარ, გენაცვალე , კიდევ ბევრი წარმატებები ძმაო.

პოსტის ავტორი: Davitus May 18 2011, 02:34

ციტატა(sabo73 @ 18th May 2011 - 01:45) *
იმ შენს მეტოქეს , რომ მოესიყვარულე, ისეთი მოსიყვარულება არ გვინდა


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ჩაგეთვალა საბოჯან... რეებს არ იტყვი ხოლმე რა newsmile035.gif

ჩავიფსი სიცილით newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბალა May 18 2011, 07:06

sabo73
ochom-dagchipos.gif რამდენი ხანია არ გამომიყენებია ეს სმაილი და ეხლა შენ მაიძულე newsmile015.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)