ეს იარაღი მაგნუმში რომ დაიდო, ფასმა მომხიბლა, ვნახე რევიუები და ცოტა წარმოდგენა შემექნმა, მაგრამ მტავარი რაც არ მომეწონა ეს არის მჭიდის არ ქონა.
მერე შევეშვი, თუმცა ვფიქრობ ფასი 1000 ლარამდე რომ იყოს, შევეგუებოდი უმჭიდობას
პლიუსი ის აქვს, რომ ლულაზე მაყუჩის მოსარგები "რეზბა" ქარხნულად არის დატანილი, აი ჩვენთან რამდენად კანონთავსებადია ეგ ცალკე თემაა
კაცია და გუნება ჩემთვის სრულიად საკმარისია 5 ტყვია
ისე ამ ფასში ოპტიკაც მოყვება?
კალვერა
არ მოყვება
კარგი აგრეგატია მარტლა კარგია საშუალო მანძილებზე ხოშიანი რამეა უუფ 308 მევასება მაგრად
ისე ერთი საშუალო პომპის ხელაა არაა?
ხვალ ვიფორმებ ხოგ ჰანტერს. ვნახოთ რა ბიჭია. მე მომწონს რკინის სამიზნეები და ვთვლი რომ იარაღზე ის უნდა იყოს თუ საქმე არ გვაქვს რაიმე ზეპსეცილაურ სპორტულ ინსტრუმენტთან.
გამოხმაურებები პოზიტიურია, აკუ ტრიგერი უყენია. ვნახოთ ვნახოთ.
შუთინგ ტაიმსის ტესტირების შედეგები. ჩემი აზრით შთამბეჭდავია
გილოცავ! ველოდები დასკვნებს.
Shooter გილოცავ....!!!!!!!!!!!!!
სანადიროდ კარგი ვარიანტია, მაგრამ ვარიმიტინგისთვის ვერ გაქაჩავს, თუმცა გარკვეული კატეგორიის მსროლელები შეიძლება დააკმაყოფილოს, დამწყებებს ვგულისხმობ.
Shooter
აბოიმა ეხსნება თუ ზემოდან იტენება?
ხო კიდევ რომ მოგბეზრდება დამირეკე მაინც, რა იცი რა ხდება
წონა რა აქვს კიდო? და ქრომირებულია?
მშვენიერი იარაღია ფასიდან გამომდინარე ლევან აბა მშვიდობაში და კაი-კაი ამბებში!!!
შენი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინოს 100%-ით
იარაღი გასწორებულია პირდაპირ ქარხნიდან, რაც კარგია. რკინის სამიზნე მოწყობილობებში შესწწორებების შეტანა არ გახდა საჭირო, ოპტიკას ჯერ კიდევ ვეძებ.
Shooter
აბა გბალეიშიკობ, დაამტკიცე რომ აბკატკის გარეშეც ზუსტად მუშაობს იარაღი
მე თუ გავხდი მაგის მფლობელი, 9დაახლოებით ალბად 1 წელიწადში შევიძენ მაგ კალიბრის რომელიმე შAშხანას) პირველ ეტაპზე არ მექნება კონდახის საჭიროება . ეხლა სასწავლად 22 ლრ შაშხანას 9ნახევრად ავტომატურის ყიდვას ვაპირებ, მერე გადავალ მსხვილზე.ისე შენი რჩევა მაინტერესებს და თუ შემოხვალ შესაბამის თემაში მადლობელი დაგრჩები, დავწერე და არავინ გამომხმაურებია.
სურათები იქნება? SHOOTER მა რომ იცის იმისთანები?
ჯერ გადასაღები დიდი არაფერია
ხვალ ალბათ ოპტიკას ვიყიდი. ან ლუპოლდი 3-9 -670 ლარი, ან რაღაც ტაქტიკური ბაუერი აქვთ... მაგრამ ამ გერმანულ ჩინურ რაღაცას ვერ ვენდობი და მგონი მაინც ლუპოლდს ვიყიდი.
მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, დავიარე მე თბილისის მაღაზიები და სამწუხაროდ უნდა დავასკვნა რომ ოპტიკის არჩევანი გაცილებით უფრო მწირია ვიდრეე იარაღების არჩევანი. ფასებს რაც შეეხება მე მივდიოდი 670 ლარიანი ლუპოლდის შესაძენად რომლის საცალო ფასი წესით არის 260 დოლარი. ეს ოპტიკა არ დამხვდა. დანარჩენი არჩევანი არ იყო პრაქტიკულად. ჯერ ჯერობით ვიყიდე ოთხჯერადი შირსტოუნი. ოპტიკა კარგია და მომცემს საშუალებას ვნახო რა შეუძლია სევიჯს, მერე ალბათ შეუკვეთავ და ჩამოვიტან მე თვითონ, აქ ოპტიკას ვერ იყიდი ნამდვილად. ამ მარტივი შირსტოუნის ფასად იქ მომივა ნიკონის პრო-სტაფი 3-9 გადიდებით რაც ჩემთვის იქნება ყელამდე საკმარისი. შირსტოუნს გადავაყენებ მერე რამე სხვაზე ან ბოლო ბოლო გავყიდი.
Shooter
აქ ოპტიკის ყიდვა არის ფაქტიურად მარაზმი... გარდა იმისა რომ ოთხმაგ ფასებს ადებენ, არჩევანშიც მოიკოჭლებენ, საშუალო სეგმენტის ოპტიკების არჩევანი პრაკტიკულად არ არის, არის " იაფიანი" და "ძვირიანი ოპტიკები" საშუალო კლასი ფაქტიურად თითზე ჩამოსათვლელი მოდელებია
ტყვილა არ იყო რა როდესაც ვიძახდი არ მაქვს მეთქი ამ თოფების და ოპტიკების თავი ვნახოთ ჯერ 100 მეტრზე რას იზავს. იქნება პოტენციალი იქნება ინვესტიციები არა და იდეას ოპტიკიან შაშხანაზე თაროზე შემოვდებ ისევ.
სანამ "ნავაროტები" გზაშია. ცოტა გავერთე
კარგი გამოსულააააააააა.........
მოკლედ ქედს ვიხრი ამერიკელების წინაშე.
შაშხანამ რომლისგანაც მე არ ველოდი არაფერს ღირსეულს აჩვენა აი ასეთი შედეგი 100 მეტრზე.
ოპტიკა მეტის საშუალებას მე არ მაძლევდა, ასეთ ოპტიკას კაცი არ დააყენებს .22 კალიბრის შაშხანაზეც კი. 32 ობიექტივით და 4 გადიდებით სადაც თითის სისქე ჯვარი არის. სროლა მიდიოდა პრაქტიკულად ვარაუდოთ, მიუხედავად ამისა ღორ ჰანტერი სტაბილურად ბეჭდავდა ჯგუფებს 2.8 - 3.5 სმ-მდე. ზურგის ქარი, 3.5-დან - 8 მ/წ-მდე. სამაგიეროდ მინები იყო ძალიან ნათელი და ბადეც "რეზკად" ჩანდა. გარდა ამისა მე სკაში ბევრი საათი მაქვს გატარებული და 4 გადიდებასთან მუშაობას მიჩვეული ვარ. მიუხედავად ამისა ასეთ რეზულტატს არ ველოდი. ბადე პრაქტიკულად ფარავდა იმ წითელ კვადრატს ისე რომ მარტო კუთხეები უჩანდა.
ნორმალური ოპტიკა და სოშკები და მე ეხლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ სევიჯი აჩვენებს ჯგუფებს მინუტამდე, და ეს სტაბილურად.
სტაბილურად იმიტომ ვიძახი რომ ხანდახან ჩემი ტიგრის ისროდა ხოლმე 2-სმ-ან ჯგუფებს მაგრამ სტაბილურად ის ისროდა 4.5-5სმ-ან ჯგუფებს და ისიც კარგი "ცელევოი' ვაზნით და იდეალურ პირობებში.
4X ჯერადობით მაგ მანძილზე ჯგუფების გაკეთებას არც უნდა შეეცადო. აიღე 4-16 ოპტიკა, "თხელი" ბადით.
კარგი პოტენციალი აქვს მაგ ტახს.
--------------------------------------------------------------------------------------
http://photohost.aisiforce.org/st136/00168_1368990114_oatln.jpg
ესეც გუშინდელი მსხვერპლი 100 მეტრი.კალიბრი 308. იარაღი მარლინი. ჩვენც ოპტიკის პრობლემა გვქონდა 3-9-40ზე კი არის მაგრამ ბაუერია თუ რაგაც კვერცხობა სქელი ბადით.თან საერთოდ პირველად ვისროლე ოპტიკიანი იარაღი ბოლტი.
ნელ ნელა მივიწევთ წინ. დავაყენეთ "ფეხები" და კონდახის პატრონტაში. დახურული მჭიდის ამაბავში ეგეთი პატრონტაში ურიგო არ იქნება.
რაც მთავარია შაშხანა რჩება მოკლე, კომპაქტური და მსუბუქი. ხვალ ზეგ დაყენდება ლულის მუხრუჭი/კომპენსატორი (ეს უბრალოდ ტაქტიკური სილამაზისთვის) და პრონციპში ამით მორჩება პირველი ეტაპი.
ეტაპი მეორე ნიკონის ოპტიკა და ლუპოლდის რგოლები. აქ მე გავჩერდები და დავიწყებ ამ იარაღის ექსპლუატაციას
ფეხებს რაც შეეხება 30 დოლარიანი NC Star ან Champion (ხარისის კოპიები) არის ყელაამდე საკმარისი. ხარისხი კარგი, ჩემპიონი უფრო ხარისხიანად გამოიყურება მაგრამ ნს სტარს მოყვება სამი დამატებითი ადაპტორი.
კარგად გამოიყურება, მეც დიდი ინტერესეით ველოდები შედეგებს, თუ არაუშავდა დიდი სიამოვნებით გამოვუყოფ ადგილს ჩემს სეიფში.
Shooter
ხვალ ზეგ დაყენდება ლულის მუხრუჭი/კომპენსატორი (ეს უბრალოდ ტაქტიკური სილამაზისთვის)
თუ უკუცემა არ გაწუხებს ლულის მუხრუჭის დაყენებას სილამაზისთვის არ გირჩევ, გასროლის ხმა ყურებს დაგიხვიტავს (ლულის მუხრუჭი გასროლის ტალღას და ხმას უკან-მსროლელისკენ მიმართავს)
Shooter
კარგი ბიჭია კომუფლირებაც საკმაოდ მოუხდა მე ვფიქრობ
წარმატებულ შედეგებს გისურვებ
Shooter-კარგი ბიჭი დადგა და 100 მ-ზე რათქმაუნდა უკეთესებს შეძლებთ, შენი შემართების შესაბამისად
ნიკონი ვიყიდე პროსტაფი, 4-12, ნიკოპლექსის ბადით. იაფი და მუშა. მე ყელამდე მეყოფა. და არც ძალიან დავიხარჯები.
ლევან-დამერწმუნე 450-ზე გაცილბით დიდ დიტანციაზე იმუშავებს უპრობლემოდ......ჩემს Tikka T3 Varmint-ზეც იძახიან მავანნი და მავანნი რომ მაქსიმუმ 600- იო, მარააა გაცილებით მეტი შეუძლია ......
შუთერ
ესეთი ბადეა?
დანაყოფებიანი არ გერჩივნა?
კიდე ერთი სურათი ჯგუფის. ორი ჯგუფის უფრო სწორედ. დამაიმედებელია.
კომპენსატორი მოუხდა (სქელ ლულას ყოველთვის უხდება) "მუშკა" არ ეხსნება? რაღაც უშნოა ორივე ერთად
შუთერ ასეთზე ვამბობ დაახლოებით, თხელი ბადით რომ იყოს. სხვადასხვა მანძილებზე უფრო კარგად იმუშავებს
http://shooterscentral.ge/?p=2126
მოკლედ პროექტი ნელ ნელა გრძელდება. ოპტიკას აგვიანდება. მარა ვივერის ტაქტიკური დაბალი რგოლები უკვე გამზადებულია ახალი ნიკონის მისაღებად.
რაც უფრო დიდიხანი მაქვს ჰოგ ჰანტერი მით უფრო მომწონს.
პატარა მინუსები აქვს მაგრამ მიეჩვევი. საკეტის გახსნის კუთხე დიდია და ექსტრაქცია არ არის ისეთი ენერგიული მე რომ მომწონს. ანუ ვაზნა ახლოს ვარდება ექსტრაქციის დროს.
დანარჩენი მხოლოდ პლიუსები. იარაღი ახალი ღირს 1760 ლარი და ცოტაც რომ დაუმატოთ პრაქტიკულად იგივე კლასის ტიკას იყიდით მაგრამ უფრო თხელი ლულით. მე თავის ფასზე გაცილებით ნაკლები დამიჯდა ასე რომ არ ვნანობ.
მე ის მაგონებს "ძველი სკოლის" სნაიპერულ შაშხანებს, როგორც ეს Steyr SSG69
კარგი იარაღია, მე მომწონს დამწყებისთვის კარგია.
მაგრამ....
ეგ არ არის სპორტული სროლისათვის შექმნილი, არის სანადირო
ამიტომ ჩემი აზრით სიზუსტეში ახლოსაც ვერ მივა იგივე რემ 700-ის მოდელებთან
ან ტიკას ვარმინტთან.
მაგის პლიუსებს რაც შენ მასში დაინახე მეც ვაფასებ (წონა, სიმარტივე, რესურსი)
მაგრამ სპორტული სროლის მოყვარულებისათვის, წონა და რესურსს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება არც სიმარტივეს, მათთვის მთავარია საყრდენზე დადგმული შაშხანა ისროდეს რაც შეიძლება შორს და ზუსტად.
ასე რომ მომავლისთვის ესეთი აზრები მიტრიალებს თავში
ასე 1 წელში თუ ჩავთვალე რომ 22 ლრ-ის მერე, ვარმინტზე გადახტობა არ იქნება ჩემნაირი დილეტანტისათვის მთლად მიზანშეწონილი , დიდი ალბათობით არჩევანს მაგ შაშხანაზე შევაჩერებ.ისე 223 კალიბრი უკეთესია შუალედად, მაგრამ სანდიროდ რომ დამჭირდეს ნაკლებად გამოვიყენებ.
კომპანია რემინგტონი პირადად ჩემთვის არ არსებობს და შესაბამისად გამიჭირდება მათ პროდუქციაზე ყურადღების მიქცევა.
დრეს ვერ მოვითმინე და კიდე ვისროლე. ლაპუა სცენარით 6 გასროლა და 2 სმ-ნი ჯგუფი. სამწუხაროდ ორი გასროლა გამექცა და ჯგუფი 4 სმ-დე გაიზარდა და ეს ისეთ ძლიერ ქარში რომ ოპტიკაში ცანდა იარაღის მოძრაობა ქარისგან.
ნიკონი ჩამოვიდა. ხვალ დავაყენებ და ზეგ გავსინჯავ.
ნიკონიც დაყენდა. რგოლები არის უივერის ტაქტიკური დაბალი რგოლები. ნიკონი თავის ფასში სუპერ ოპტიკაა. სუფთა ლინზები, თხელი ბადე, მკაფიო გამოსახულება და ზოგადად ხარსხიანი შესრულება + სამუდამო უპირობო გარანტია. ეს სკოპი დამიჯდა პრაქტიკულად იგივე ფასი რაც ჩვენ მაღაზიებში ჩინური შირპოტრები იყიდება. რცხვენოდეთ .....
ხო მართლა მე როგორც იცით ზღაპრების მოყოლა არ მიყვარს მაგრამ დატუნინგებული ჰოგ ჰანტერი (ლულა და საკეტი თავისი) ისროლა სასტიკ ქარში 1200 მეტრზე. მეორე გასროლით გონგი "განადგურდა". ვაზნები გადატენილი იყო, თუ სწორედ მახსოვს 210 გრანიანი. ეგეც თქვენ სევიჯი 51 სმ-ნი ლულით.....
Shooter
მთლიანი სურათი დადე რა. მაგარი ბიჭი დადგა
ერთადერთი რაც არ მასვენებს არის შეგრძნება იიმისა, რომ ყველაფერი ასეთ სროლებში დამოკიდებულია გაჯეტებზე და დევაისებზე და ეს არის რარაც გაუთავებელი ფულის ხარჯვა ამ ყველაფერზე, თოფი და პისტოლეტი კიდე როგორ გაისვრის დამოკიდებულია მსროლელზე, ათასი "მანეთი" დაახარჯე და მაინც შედეგს ვერ მიიღებ თუ მსროლელი არ ხარ, ასეთი კლასის იარაღში ყველაფერი პირიქით არის. მეტი ფული = მეტი შედეგი. შეიძლება ეს ჩემი არ არის ან მე უბრალოდ ამ გზის გავლა მეზარება და ფულიც მენანება მაგრამ მაინც ეხლა ამ ჰოგ ჰანტერის პროექტს ინერციით მივყვები რომ დავადგინო სად გადის საშუალო შაშხანის შესაძლებლობეების საზღვარი. მერე მე ჩემ ჩვეულ სტიქიას დაუბრუნდები.
კიდე დავწერ რომ თუ გსურთ მიაღწიოთ მაქსიმალურ შესაძლებელ შედეგს იყიდეთ ეგრევე მართლა ტოპ კლასის იარაღი და სკოპი იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით თუ ძალიან არ ხარ მონდომებული ამ საშუალო "ენტრი" ლეველ იარაღებზე დროის და ფულის ხარჯვა არ ღირს. (ჩემი აზრით). შედეგს ან მიიღებთ ან არ მიიღებთ და გარისკვა არ ღირს.
ტრგ 22 ან მისი ექვივალენტი, ლუპოლდი ან ნაით ფორსი ან ექვივალენტი და 308-გან მაქსიმუმს მიიღებთ და გეცოდინებათ რომ იარაღი და სკოპი სუსტი წერტილები არ არის. დანარჩენ შემთხვევაში ბედინგი ან გამოგივათ ან არა, ლულა ან გაისსვრის სტაბილურად ზუსტად ან არა და კიდე ათასი ფაქტორი რაც სიზუსტეზე გავლენა ექნება.
ეხლა ამ სევიჯს უყურებ და უკვე შემდეგ დონზეზე ვფიქრობ, ახალი კონდახი ალუმინის "შინათი", სალოუე რეგულირებადი, ზატილნიკი რეგულირებადი, სოშკების წინ გაწევა. ეს არის 300 დოლარი დაახლოებით. მჭირდება? მინდა? მგონი არა.
ერთადერთი ცელიკის მოხსნა არ მესიაოვნა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ იქნებოდა მიზანშეწო ნილი, სუფთა მონადირული თვალსაზრისით
მორიგი აპდეითი. ხანდახან საკუთარი ნაწერი მე თვითონ უნდა გადავიკითხო ხოლმე. კონკრეტულად 5 წლის წწინ ზუსტ სროლაზე მე ვწერდი რომ არ არსბეობს პიორბები ზუსტი იარაღიდან სროლის. ეს ეხლაც ეგრეა. 2 თვეა ან ქარია ან წვიმა, დღესაც იყო კარი, ნერვები მომეშალა. ბალახი მაღალი, ვერ ისვრი დაწოლილი. ძლივს გავასწორე სავაჯი ახალი ნიკონით. ვისროდი მანქანის კაპოტიდან ქარის გამო კიდე მანქანა იქით აქოთ იხრეოდა. მოკელდ ტანჯვა და წვალება. ბოლოს ვიღაცის დატოვებული კაფელის ნაატეხებს გაუსწორდი. ერთი მეორეს ამოვაფარე, მძევალი ტერორისტის ამბავში და რაღაც პრაქტიკული სროლის სესია გამოვიდა. ყველა ტყვია მიზნას მოხვდა, ყველა ტერორისტი განადგურდა ყველა მძევალი გადარჩა. მოკლედ ამან ცოტა გამახალისა თირე ლამის იქვე "გავასუხარე" მსურველზე სევიჯი.
რა ვქნა ამდენი ხანი გავიდა და ჯერ ჯერობით ისე ვერ ვისროლე როგორც მინდა
ნიკონი პროსტაფი თავის ფასში ძალიან მაგარი ოპტიკაა.
Shooter
ჩემი კუმირი ხარ რა
მოკლედ თავი მოვიკალი და რაღაცა შევძელი.
ქარიი სუსტი, 9 საათზე.
მანძილი 100 მეტრი.
სრილა ხდებოდა მაგიდიდან (ხონდა ცრვ-ს პლასტმასის მაგიდა) გულის ცემაზეც რომ ირყევა აი ისეთი. ასევე სროლა მუხლებიდან.
ასევე მზე, სიცხე, ბზიკები, ბუზები, კალიბები და გველები ირგვლივ.
დანარჩენი სურათიდან ჩანს. ორი მარჯვენა გრუპა ბუნებრივია მუხლებბიდან არის ნასროლი.
როგორ იქნა "მინუტაზე" დაბლა ჩამოვიყვანე.
მეტის წერას არ ვაპირებ. სადამდეც ინტერესი მეყოფა მექნება. მერ ჩემ ჩვეულ სტიქიას დაუბრუნდები.
სულ პირევლი ჯგუფი 11 საათზე, რაღაც მესიამოვნასავით და მაგაზე მოყევი აბა
მოკლედ თუ ვინმე დაინტერესებულია ამ იარაღის შეძენით მომწერეთ.
http://shooterscentral.ge/?p=2139
ცალკე თემის გახსნა არ მინდა. თუ ვინმეს აინტერესებს იარაღი შედეგებს აქ ნახავს
პირობები გასხვისების შემდეგია
იარაღი 1500 ლარი
ოპტიკა 400 ლარი
"სოშკები" 60 ლარი
პატრონტაში "ალლენის" საჩუქრად
რგოლები ტაქტიკური უივერის საჩუქრად (ისე 45 დოლარი ღირს)
უივერის ბაზები საჩუქრად
40 ვაზნა საჩუქრად.
გაცვლა მოსულა. სასურველია პისტოლეტი, რევოოლვერი. 12 კალიბრის ტაქტიკური/თავდაცვითი თოფი.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)