თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ დროა "გეკოს" სახელი გადავარქვათ

პოსტის ავტორი: Shooter Mar 17 2013, 11:50

არ ვიცი თქვენ როგორ და მე მაღიზიანებს ეს სახელი. ვაზნას ქვია .22 long rifle. რუსები მას ეძახიამ მას მოფერებით "მელკაშკას:". ამერიკელები "რიმფაირეს" და ჩვენ ერთი კონკრეტული კომპანიის სახელს "გეკოს". მოვოფოქროთ რამე უფრო შესაბამისი სახელი და დავიწყო მისი პოპულარიზაცია. რას იტყვით? წვრილფეხა ან რა ვიცი ეგეთი რამე მაგრამ არა "გეკო", ეს იგივე ყველა მანქანას მერსო დაუძახოთ.

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 12:06

+1

გეთანხმები. მე უკვე დავიწყებ ფიქრს და ჩემს ვარიანტებსაც დავწერ.

პოსტის ავტორი: Fishman Mar 17 2013, 12:38

თბილსასროლი newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 12:40

მცირეკალიბრიანი შაშხანა ეგრე ქვია და ეგრე მოვიხსენიებ მე პირადად მაგ კალიბრს და ზოგადად მაგ ვაზნის მომხმარებელ შაშხანას

პოსტის ავტორი: levan81 Mar 17 2013, 13:10

ციტატა(irakli fofxadze @ 17th March 2013 - 13:40) *
მცირეკალიბრიანი შაშხანა

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 13:16

Shooter

კი მაქვს ნაფიქრი მაგაზე, მაგრამ ვერაფერი მომაფიქრდა ისეთი რომ ადვილად ჩაანაცვლებდა "გეკოს" .

"მცირეკლაიბრიანი შაშხანა" ძალიან დიდი და ძნელადგამოსათქმელი სიტყვებია, არ არსებობს მაგით ჩანაცვლება, არასდროს არ მოხდება.

საქართველოში ბევრია მსგავსი ბარბარიზმები, ყველაზე ნათელი მაგალითია: კერხერი

მოვიფიქროთ რამე და მე პირველი დავუჭერ მხარს ამ იდეას

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 13:20

ჩემი ართ რადგანარის LR კლასის ტყვია რამე ისეთ სახელი უნდა ერქვას მათი კომბინაცია რომ იყოს

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 17 2013, 13:35

22 კალიბრი , მოკლეა და ადვილად დასამახსოვრებელი

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 13:38

Geoჟორჟიკა

არ გამოვა, კალიბრებს უმეტესობა ყოველთვის ურევს და ძნელი დასამახსოვრებელი იქნება, მითუმეტეს წვრილი კალიბრი ყველაზე გავრცელებული სამოყვარულო კალიბრია და მცოდნე თუ უცოდინარი, პირველი მაგას ეტანება

მოფერებითი სახელის მოფიქრებაზეა აქ ლაპარაკი

ეგრე 5.6 "ხუთი და ექვს"-საც ეძახის ბევრი და იცის რომ ეგ კალიბრია , მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 17 2013, 13:41

ციტატა(Davitus @ Mar 17 2013, 14:38) *
Geoჟორჟიკა

არ გამოვა, კალიბრებს უმეტესობა ყოველთვის ურევს და ძნელი დასამახსოვრებელი იქნება, მითუმეტეს წვრილი კალიბრი ყველაზე გავრცელებული სამოყვარულო კალიბრია და მცოდნე თუ უცოდინარი, პირველი მაგას ეტანება

მოფერებითი სახელის მოფიქრებაზეა აქ ლაპარაკი

ეგრე 5.6 "ხუთი და ექვს"-საც ეძახის ბევრი და იცის რომ ეგ კალიბრია , მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი


ეხლა ახურებ რა 12 კალიბრიან რა ქვია მოფერებით? მაგრამ მშვენივრად იგებს ხალხი კალიბრს, მაგასაც და 44-საც


და კიდევ ის ვინც ვერ იგებს 22 კალიბრს ესეიგი ძააალიან შორსაა ჩვენგან , და მაინც და მაინც არაა სანერვიულო რას დაუძახებს

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 17 2013, 13:42

მრგვალი ანთების ვაზნაა და მორჩა რა...

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 13:42

Geoჟორჟიკა

ფაქტი სახეზეა და შენი არგუმენტები უსუსურია D.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 17 2013, 13:45

ციტატა(Bonehill @ Mar 17 2013, 14:42) *
მრგვალი ანთების ვაზნაა და მორჩა რა...


ეხლა არ გადამრიო, შენ წარმოგიდგენია შედიხარ მაგნუმში და ეკითხები ულვაშას, ერთი გეთაყვა აი ის მრგვალი ანთების(მემგონი აალების და არა ანთების) ვაზნები მანახეთ რა D.gif

ციტატა(Davitus @ Mar 17 2013, 14:42) *
Geoჟორჟიკა

ფაქტი სახეზეა და შენი არგუმენტები უსუსურია D.gif


არადა სულაც არა , მემგონი არგუმენტის გარეშე შენ უფრო ამტკიცებ newsmile045.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 13:47

Geoჟორჟიკა

ნუ მაგ ლოგიკით, ოცდაორი კალიბრის მომეციო რომ უთხრა, მაინც პირს დააღებს, ამიტომ უნდა შეაპარო


მაგალითად: "ოცდაორი კალიბრის, ხალხში გეკოდ მოხსენიებული ვაზნები მინდა თქო"

ეგრეა ბიძია ბაბუა, თავიდან ჩვენი საშრომია, აბა აქ დაწერ და ყველა აიტაცებს თქო არავის არ გვაქვს ეგეთი ილუზია D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 13:47

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Mar 17 2013, 14:45) *
ეხლა არ გადამრიო, შენ წარმოგიდგენია შედიხარ მაგნუმში და ეკითხები ულვაშას, ერთი გეთაყვა აი ის მრგვალი ანთების(მემგონი აალების და არა ანთების) ვაზნები მანახეთ რა D.gif



არადა სულაც არა , მემგონი არგუმენტის გარეშე შენ უფრო ამტკიცებ newsmile045.gif newsmile029.gif



D.gif D.gif D.gif D.gif ეუ გავიხიე სიცილით ეხლა ეგ მომენტი წარმოვიდგინე და იმ ულაშას სახე წარმოვიდგინე მაგ კითხვის შემდეგ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 13:48

ხოდა დავარქვათ ლერი D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 13:50

ციტატა(CHE @ 17th March 2013 - 14:48) *
xoda davarqvaT leri


აბრივიატურა ინგლისურია და არ იქნება ნაციონალური "ლერი" newsmile05.gif


ეგრე "წვრილკალიბრა" დავარქვათ, მაგრამ არც კალიბრია ქართული

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 17 2013, 13:50

.22 - " ნოლ ოცდაორი" ?

ნებისმიერ ვარიანტში ან რიცხვები უნდა იყოს ( იმიტომ რომ როცა ამბობ მაგ 44-ს, ან 45-ს ან 12 კალიბრს ყველასვის გასაგებია რაზეა საუბარი) ან ერთი სიტყვა (ისეთივე როგორც არის იგივე "გეკო" )


პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 13:51

ციტატა(geojorjika @ 17th March 2013 - 14:50) *
.22 - " ნოლ ოცდაორი" ?


პატრულთან ასოცირდება D.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 17 2013, 13:56

Davitus
D.gif D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 13:57

ისეთი სახელი ქვია ,,გეკო,, რო მაგის გადარქევა აღარ კი რადა ვეღარ იქნება არარსებობსD.gif საკმაოდაა გამჯდარი ხალხში ეგ სახელი მარტივია ადვილად დასამახსოვრებელი და ყველასათვის ცნობილი სამწუხაროა მაგრამ ფაქტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 14:02

ციტატა(irakli fofxadze @ 17th March 2013 - 14:57) *
ისეთი სახელი ქვია ,,გეკო,, რო მაგის გადარქევა არარ კი რადა ვერარ იქნება არარსებობს საკმაოდაა გამჯდარი ხალხსჰი ეგ სახელი მარტივია ადვილად დასამახსოვრებელი და ყველასათვის ცნობილი სამწუხაროა მაგრამ ფაქტია

რაღაც ვარიანტში მართალი ხარ, მაგრამ ფაქტია გეკო იარაღის ფირმაა და 22-ის გარდა კიდევ ბევრი კალიბრის და მარკის იარაღი აქვს.
აგერ მაგათი საიტიც

http://geco-munition.de/en.html

პოსტის ავტორი: rezident Mar 17 2013, 14:02

ჯერ სახელი მოუფიქრო და მერე მისი პოპულარიზაცია მოახდინო? დიდი დიდი ამ ფორუმზე იმუშაოს. მერე მაღაზიაში რომ შეხვალ და გამყიდველს ეტყვი იმ შენს მოფიქრებულ სახელს (რომელიც პოპულარიზაციის გარკვეულ ეტაპზე იქნება D.gif) მაგისი ტყვიები მომეციო D.gif.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 14:06

ციტატა(Che @ Mar 17 2013, 15:02) *
რაღაც ვარიანტში მართალი ხარ, მაგრამ ფაქტია გეკო იარაღის ფირმაა და 22-ის გარდა კიდევ ბევრი კალიბრის და მარკის იარაღი აქვს.
აგერ მაგათი საიტიც

http://geco-munition.de/en.html


ეგ ბევრზე უკეთ ვიცი მეგობარო არ მეშლება არც გუსტავ გენშოვი და არც სხვა ათასიი მწარმოებელი ასე რომ მტკიცებულებები საჭირო არაა newsmile05.gif

მე რაც ვთქვი იმას მიაქციე ყურადღება მიდიე ხლა და ეგ ლინკი უგზავნე ათას მონადირეს და დააძალე რომ შენ რომ გეკო გგონია ეგ სულაც არაა გეკო და არარ დაუზახო ერე თქო გამოგივა რამე??

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 14:06

ციტატა(rezident @ 17th March 2013 - 15:02) *
ჯერ სახელი მოუფიქრო და მერე მისი პოპულარიზაცია მოახდინო? დიდი დიდი ამ ფორუმზე იმუშაოს. მერე მაღაზიაში რომ შეხვალ და გამყიდველს ეტყვი იმ შენს მოფიქრებულ სახელს (რომელიც პოპულარიზაციის გარკვეულ ეტაპზე იქნება ) მაგისი ტყვიები მომეციო .

შალვა ნათელაშვილს გამოვაცხადებინებთ სადმე ტელევიზიაში და ხო იცი რამე მაგარს მოუფიქრებს და ეგრევე გახდება პოპულარული, დაღლილი ვირი რომ დაარქვა ნოღაიდელს ქე იცოდა მთელმა საქართველომ მეორე დღეს D.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 14:25

ესენი მოვიძიე და რა თოფებია, ვიცით ყველა? იქნება ერთ-ერთი 22LR-იცაა


აინალი – ერთგვარი თოფი
არშავიანი – ერთგვარი თოფი
ბურა – ერთგვარი ფალიიანი თოფი
ბუჩა – ერთგვარი თოფი
ერეჯიბი – ერთგვარი თოფი
ზამბურაკი – მცირე ზარბაზანი
თოფელა – ხელთოფა
თურგანი – დიდი თოფი
მაჟარი – ერთგვარი თოფი
მაჭახელა – კაჟიანი თოფი
სიათა – თოფის სახეა
ფილთა – თოფის სახეა
შაშხანა – თოფის სახეა
ჩარმა – თოფის სახეა
ძეგლიგი – თოფის სახეა
ხარა – ხარათოფი
ხირიმი – ინგლისური თოფი, შემოდიოდა ყირიმიდან

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2013, 14:56

მაგ სახელებს ვერ გამოვიყენებთ, გასაგები მიზეზების გამო


ისე: "ზამბურაკი" მომწონს D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 17 2013, 15:05

ასო ეკო ჩავასწოროთ ჯ_თი. გამოსათქმელადაც ადვილი იქნება და ისევ 4 ასო დარჩება. პ.ს ჩემთვისაც დიდი პატივი იქნება D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2013, 15:33

მოიგინეთ ეხლა ველოსიპედი

22 LR და მორჩა რა

ისე ამ გეკოს ვერც მე ვიტან, იდეაში ერთადერთი თოფი მაქვს ნანახი GEKO 22 LR ლაივში და საკმაოდ მომეწონა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 16:22

თავდაპირველად გუსტავ გენშოვის ფირმა უშვებდა მცირეკალიბრიან სპორტულ სანადირო შაშხანებს რგოლური აალების უნიტალურ ვაზნაზე და შემორჩა ეგ სახელი არც მე მეპიტნავება რო ვამბობ ხოლმე რომ ტოზ 8 მაქვ მცირეკლაიბრიანი ტქო პირს დააღებენ ხოლმე ეგ რომელიაო გეკო თქო და ყველამ იცის რაზეცაა საუბარი სამწუხაროა მაგრამ ფაქტია

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 16:36

ისე 22 LR-ით ხვდებიან ხოლმე მაღაზიაში? მგონი იქაც გეკოს ეძახიან. ყველა მაღაზიას არ ვგულისხმობ ოღონდ

პოსტის ავტორი: rezident Mar 17 2013, 17:01

ჩემს სამსახურთან ერთმა პატიოსანმა კაცმა ბოქსი იქირავა და ზედ ჩამოკიდა აბრა - თუნუქის გასწორება. ხოდა მერე სანამ ქართული ასოებით ჟეშტიანშიკი არ მიაწერა კაციშვილი არ შესულა მანდ. არც ქალიშვილი ).

პოსტის ავტორი: megreli Mar 17 2013, 17:35

rezident
D.gif

გეკო დარჩება გეკოდ...

რომც გადაერქვას აქ ფორუმის იქეთ ვინ გაიგებს მაინც... გეკოს კიდე ცნობენ ასე თუ ისე და ვერტიკალურ ლულებიან თოფებს " სტენდს " ეძახიან newsmile015.gif newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 17 2013, 17:58

როგორც ხადავიკს , პარიკმახერს და საპოჟნიკს, ისე გეკოს ვერ ამოშლი, იქიდან..... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 18:03

ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება ერთე რთი ნადირობისას ერთმა მთოხვა რაღაც თოფი აქვს ძმააკცს და შეხედე ვერა გაუგო რა რა თოფია და იქნება შენ იცოდეო მოიტანეს ვნახე გუსტავ გენშოვის კრიუპის ფოლადის ლულებიანი 16 ყალიბის სისტემური გლუვლულიანია უნებურად წამომცდა გეკო თქო D.gif რეალუარდ გეკო იყო დამღაც იგივეზე მიმანიშნებდა ამათმა ორევემ ისე შემომხედეს უცხოპლანელეტს რო შეხედავ აი დაახლოებით ისე , გამეცინა მეკიდე და აუხენი რაშიც იყო საქმე მაგრამ რავი რა დაიჯერეს ეხლა მაგათმა? D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Mar 17 2013, 18:41

ეჰ ჯიპიც შავ დღეშია.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 17 2013, 19:17

ციტატა(shalva @ 17th March 2013 - 20:41) *
ეჰ ჯიპიც შავ დღეშია

კემპიც.
ისე რადგან ქართული გვინდა..რომელიც ხაზს უნდა უსვავდეს კალიბრის სიმცირეს..ხოლო სიტყვა კალიბრიც ვერ არის ქართული.. ამიტომ შევაერთოთ სიტყვა წვრილი და ყალიბი. ასე რომ გამოგვდის "წვრიყალი" newsmile035.gif newsmile035.gif ხოდა მაგას ისევ გეკო ჯობია. ისე კი 22 LR ტველაზე მისაღებია. უკვე საკმაოდ მოდებულიც.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2013, 20:21

ქსეროქსიც newsmile05.gif XEROX ის კოპიერები შემოვიდა თავიდან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 20:43

არაა არ მორჩა 5,6 კალიბრის შაშხანა და მორჩა D.gif

P.S ისე ვღადაობ ბონე თორე სულ არმდარდებს მე პირადად ეგ საკითხი მე ხოვიცი რაცაა და რასაც ვეძახი? D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2013, 20:58

ციტატა(Bonehill @ Mar 17 2013, 21:26) *
22 ყალიბის შაშხანა და მორჩა.........

ესე ყალიბი აღნიშნავს ერთი გირვანგა ტყვიისგან ჩამოსხმული მრგვალი ტყვიის რაოდენობას, LR 22 ის დამატება აუცილებელია

პოსტის ავტორი: rezident Mar 17 2013, 21:06

წკაპუნა შაშხანა D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 17 2013, 22:35

და დღიდან და ამას იქით მოჰკვეთილ იყოს ოჩოპინტრეს თემიდან კაცნი და ქალნი იგი რომელნიცა მცირეკალიბრიანსა შაშხანასა მასსა უწოდოს და ხმობდეს გეკო სა არამედ ხმობდეს მასა მცირეკალიბრიანსა მუნ სახელად ,,წკაპუნა,, დ

D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 17 2013, 22:48

ნუ აოფებთ ! ! !

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 17 2013, 23:05

სატკაცუნო
ტკაცუნა
რიკოშეტა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 17 2013, 23:11

ციტატა(zaxara @ 18th March 2013 - 00:05) *
რიკოშეტა

რუსულია.......

პოსტის ავტორი: Che Mar 17 2013, 23:25

ციტატა(Nukry @ 18th March 2013 - 00:11) *
რუსულია.......


ნუკრიMax
მაშინ სხლეტია

პოსტის ავტორი: shaman Mar 18 2013, 08:32

ჩემის აზრით იმჰო,ამის გადაჩვევა ხალხზე შეუძლებელია,რათქმაუნდა კარგი იქნებოდა რომ 22ლრ-ს თავისი სახელი ვუწოდოთ.
ეს იგივეა რომ ხალხს შევეცადოთ ავუხსნათ რომ,ბოტასი არ დაუძახონ ყველა სპორტულ ფეხსაცმელს,რომ მარტო 1994წელს გამოშვებული ე კლასის მერსედესი კი არ არის "იეშკა" არამედ ყველა ე კლასს შეიძლება "იეშკა" დაუძახო და ასე შემდეგ უამრავი შემთხვევა.
ვინც იცის რომ 22-იანს გეკო არ ქვია არც ეძახის მას.

პოსტის ავტორი: xishnika Mar 18 2013, 20:30

რამე კანონით თუ დარეგულირდება გეკოს სახელცვლილება თორე ისე ნამდვილად ვერ გადაეჩვევა ხალხი,რაც არ უნდა მარლინები და მაგტეკები გქონდეს მაინც მოკლე და კონკრეტული "გეკოა" newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 18 2013, 21:16

ციტატა(mengreli @ 18th March 2013 - 21:36) *
აღარ ჩამოაქვთ გადამზიდ კომპანიებს

4.5 მილიმეტრიენები შემოდის ამრტო D.gif D.gif 5.5_ნებს ჯერ კანონი არ რთავსო D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 18 2013, 21:42

და როდის მორთავს კანონიო რას ამბობენ ბაბუ D.gif

პოსტის ავტორი: Shooter Mar 18 2013, 22:00

ორი-ორი?

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 18 2013, 22:45


მე ოცდაორი კალიბრი-თ მოვიხსენიებ კაი ხანია და მაღაზიებშიც ესმით ჩემი (ულვაშასთვის ჯერ არ მიმიმართავს ) D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 18 2013, 23:23

ციტატა(Shooter @ 18th March 2013 - 23:00) *
ორი-ორი?


იმედია ეს იხუმრე D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 19 2013, 09:14

საეთოდ და ოფიციალურად 22 LR ყველაზე სწორად მიმაჩნია..ხოლო მოფერებით(როგორც რუსები უწოდებენ მელკაშკას) მე პირადად ვუწოდებდი "წრიპას"

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 19 2013, 09:31

22 კალიბრიანი შაშხანა ! ცუდი დასახელა არ არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Mar 19 2013, 09:35

ჩემი აზრით სრულად თუ დავუძახებთ 22 კალიბრის შაშხანა საუკეთესო ვარიანტია
შემოკლებით ნოლოცდაორი
ხოლო მოფერებით წკაპუნა

P.s. მაგარ პატივშია რაა D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 19 2013, 09:36

სახელი კარგია მარა ვიღაცას რომ უთხრა ვერც მიხვდება და შეიძლება დაგცინოს.ისეა "გეკო" გამჯდარი ხალხში რომ მგონია წლები მოუნდება მაგას

პოსტის ავტორი: temoo90 Mar 19 2013, 09:40

kajuberi
მგონი არც უნდა გვქონდეს მაგაზე პრეტენზია, მართლა წლები დასჭირდება. თუმცა ოჩოპინტრე თავის სფეროში ერთ-ერთი ავტორიტეტულია და ფორუმზე მაინც თუ გავრცელდა შერჩეული და შეთანხმებული სახელი, ხოლო ამის შემდეგ კი გავრცელდა უკვე ფორუმელებისა და კლუბის წევრების მიერ, თუნდაც სამეგობროში და ა.შ.
ჩაეყრება კიდევაც საფუძველი ამ რომელიმე კონკრეტულ სახელწოდებას.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 19 2013, 09:43

ციტატა(temoo90 @ 19th March 2013 - 10:40) *
მგონი არც უნდა გვქონდეს მაგაზე პრეტენზია, მართლა წლები დასჭირდება. თუმცა ოჩოპინტრე თავის სფეროში ერთ-ერთი ავტორიტეტულია და ფორუმზე მაინც თუ გავრცელდა შერჩეული და შეთანხმებული სახელი, ხოლო ამის შემდეგ კი გავრცელდა უკვე ფორუმელებისა და კლუბის წევრების მიერ, თუნდაც სამეგობროში და ა.შ.
ჩაეყრება კიდევაც საფუძველი ამ რომელიმე კონკრეტულ სახელწოდებას.

მეც მაგის იმედი მაქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 19 2013, 09:44

"ნოლოცდაორი" მართლა იდეალური მგონია...... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Mar 19 2013, 09:47

მე მაინც 22 კალიბრის შაშხანას ვემხრობი, მაგრამ რადგან გრძელია და ახალი სახელი შესაფერისთან ერთად მარტივიც უნდა იყოს, ამიტომ ნოლოცდაორი მართლაც რომ ყველაზე მეტად მისაღები ვარიანტია.

პოსტის ავტორი: შალვა Mar 19 2013, 16:35

ნოლოცდაორი
კარგად ჟღერს.

პოსტის ავტორი: megreli Mar 19 2013, 17:11

ნოლოცდაორი

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 19 2013, 19:18

მე ზახარას ვარიანტი მომეწონა მაგრად და ჩემ ბელკას..მოფერებით წუროს ვარქმევ. D.gif თავიდან წრიპას ვფიქრობდი..მაგრამ "წურო" უფრო მომეწონა. თან როგორც კახეთისკენ იტყვიან..მაგრადა წურამს. D.gif

პოსტის ავტორი: Shooter Mar 19 2013, 21:56

ნოლოცდაორი ჩემი აზრით კარგია

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 19 2013, 22:47

ციტატა(Shooter @ Mar 19 2013, 22:56) *
ნოლოცდაორი ჩემი აზრით კარგია


ვეთანხმები და მხარს ვუჭერ იდეას

ვეთანხმები რაა ეხლა ჩემი იდეა იყო D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Mar 19 2013, 23:36

ნოლოცდაორი ისედაც ქვია კალიბრს D.gif ტკაცუნა მომეწონა მე D.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 20 2013, 00:53

ციტატა(khmaltevza @ 20th March 2013 - 00:36) *
ნოლოცდაორი ისედაც ქვია კალიბრს

Fishman
მაშინ დავარქვათ კოლოცდაორი

მე ერთის შიში მაქვს მომავალმა თაობამ არ გაგვლანძღოს მერე ვინც ამას ეს ნოლოცდაორი ან კოლოცდაორი დაარქვა მე იმისი ჭკუაო, ხოდა ისევ გეკოს დამრქმევები ხომ არ ვლანძღოთ ჰა? D.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 20 2013, 01:02

ციტატა(khmaltevza @ 20th March 2013 - 01:56) *
ოლოცდაორი ვერ დავაკავშირე ვერაფერთან ორი-ს გარდა

Fishman
იყოს მაშინ калибр 22 ანუ ქართულად კალ22. ხოდა ვიტყვით კალოცდაორი newsmile045.gif

მორჩა რა!!! ახალ ლექსიკონებში შეგიძლიათ იხილოთ უკვე იარაღი კალოცდაორი vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 20 2013, 01:55

ციტატა(khmaltevza @ 20th March 2013 - 01:36) *
ტკაცუნა მომეწონა მე

ტკაცუნა სასისკს ქვია უკვე. D.gif
ისე ძველ ქართილში(მაგალითად სულხან-საბას ლექსიკონში) წვრილს და მცირეს რამე განმარტება არ აქვს?.. იქნება რამე ჟღერადი სიტყვა იყოს და მოერგოს.

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 20 2013, 07:18

კოლიბრი დავარქვათ. მემგონი ლამაზიც არის და შეესაბამება. ყველაზე პატარა და სწრაფი ფრინველის სახელია
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 20 2013, 08:16

აა კაცი ნმეტანი კაი სახელია მე მომწონს მარა რომც დაარქვა ვინაიაებს გეკოს კალიბრად? ? ? ?

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 20 2013, 16:51

ციტატა(irakli fofxadze @ 20th March 2013 - 09:16) *
კალიბრად? ? ? ?

ლიბრი ბაბუ

პოსტის ავტორი: miron Mar 25 2013, 09:34

შეიძლება იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ თუ მართლა გვინდა შეცვლა, "ჯეკო" ყველაზე რეალური გამოსავალია!.. thinking.gif

პოსტის ავტორი: Bone Mar 25 2013, 10:19

თუ ზღვაში წვეთი მაინც გვინდა, ღადავს შევეშვათ და თემატურად ვწეროთ.

0 22 მემგონი ყველაზე სწორი დასახელებაა, აზრობრივი newsmile045.gif

"ნოლოცდაორი"

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 25 2013, 11:12

"ნოლოცდაორი" "ასთორმეტი" "ნოლცხრა" და ასე შემდეგ.

რა 022 კარგით რა D.gif

მაღაზიაში რომ შეხვალ და 022 ვაზნები მინდაო ჯერ ნახევარი მაღაზია იცინებს და მერე ყველას გაუტყდება.ეგ ისეთი სახელია რომ მაგას საუკუნები მოუნდება ან რეპორტაჟი უნდა გავიდეს რომ ყველამ ნახოსnewsmile05.gif ესე აქ ამის წერა ცოტა ისე მიმაჩნია.ჩვენ ვწერთ და ჩვენვე ვკითხულობთ და ვიღაც შემოვა და სხვა რამეს იფიქრებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Mar 25 2013, 12:05

რავი რამდენჯერ მიკითხავს სხვადასხვა მაღაზიებში ხან "ნოლოცდაორი" და ხან "ოცდაორი" და მშვენივრად მიმხვდარან რაზეც ვეუბნებოდი...

პოსტის ავტორი: Shooter Mar 25 2013, 19:34

ციტატა(kajuberi @ Mar 25 2013, 12:12) *
"ნოლოცდაორი" "ასთორმეტი" "ნოლცხრა" და ასე შემდეგ.

რა 022 კარგით რა D.gif

მაღაზიაში რომ შეხვალ და 022 ვაზნები მინდაო ჯერ ნახევარი მაღაზია იცინებს და მერე ყველას გაუტყდება.ეგ ისეთი სახელია რომ მაგას საუკუნები მოუნდება ან რეპორტაჟი უნდა გავიდეს რომ ყველამ ნახოსnewsmile05.gif ესე აქ ამის წერა ცოტა ისე მიმაჩნია.ჩვენ ვწერთ და ჩვენვე ვკითხულობთ და ვიღაც შემოვა და სხვა რამეს იფიქრებს newsmile05.gif


მაღაზებს იქეთ დავცინებთ რაზეც გინდა.

არის რამე ვარიანტები?

ანუ ნოლოცდაორი ავირჩიეთ თუ როგორ?

პოსტის ავტორი: Fishman Mar 25 2013, 20:09

ციტატა(Shooter @ Mar 25 2013, 20:34) *
მაღაზებს იქეთ დავცინებთ რაზეც გინდა.

არის რამე ვარიანტები?

ანუ ნოლოცდაორი ავირჩიეთ თუ როგორ?


აქ აქცენტი რაიმე მეტსახელის მოფიქრებაზე არ გქონდა? newsmile05.gif

ნოლოცდაორად აქამდეც ვიხსენიებდი ხოლმე. "გეკო" რაღაც მდაბიურად მეჩვენებოდა newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)