თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ AR15/M4/M16

პოსტის ავტორი: Shooter Jun 28 2011, 13:10

გადავწყვიტე ცალკე თემად გამომეყო. ახალ სურათებსაც დავამატებ.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში მე მგონი არ15 ზე ფორუმებზე ჯერ არავის არ უსაუბრია იმიტომ როკ უბრალოდ არავის ა ქონდა ეს იარაღი. როგორც მითხრეს ძალიან ცოტა ამ სისტმის იარაღია რეგისტრირებული.

ეს კარაბინი ჩამოტანილია ამერიკიდან. არა ჩემს მიერ. პატრონმა გასხვისება დააპირა და ერთ საერთო მეგობარს მიადგა. ის მოვიდა ეგრევე ჩემთან. ფასს არ დავწერ თუმცა არც ისე ძვირია და არც ისე იაფია.

გავასხვისე თითქმის ჩემი მთელი არსენალი და ეს გავიფორმე.

იარაღი არის ტიპიური არ15, ე.წ. M4 პროფილის ლულით, არ არის რამე კონკრეტული მოდელი ანუ ზედა და ქვედა სხვა და სხვა მწარმოებლისაა რაც აბსოლუტურად ნორმალურია იმიტომ რომ ის გათვლილია ასეთ ტრანსფორმაიებზე. ალკე კომაპნიები უშვებენ მთლიან იარაღებს, ცალკე კომოპანიებ მრტო ზედებს (აპერებს) და ქვდებ (ლოვერებს) და კიდე ურიცხვი კომპანია უშვებს ქსესუარებს.

ანუ მაგალითად DPMS-ის აპერი ეგრევე დაყენდება Stag Arms-ის ლოვერზე. შესაბამისად თუ გაქვს ერთი ლოვერი შეგიძლია გქონდეს ორი (ან მეტი) აპერი, მაგალითად ერთი სუბ კომპაქტური 11.5 ინჩიან ლულით და ერთი მძიმე 20 ინჩიანი ლულით, ანუ გაქვს მოდულური იარაღი რომელიც შეიძლება 20 წამში გადაქციო მოკლე კარაბინად ან სნაიპერულ სისტემად. გენიალურია ხო?

ლოვერი ჩემსაზე არის Yankee Hill Machine -ის, მათი Diamond Spectre-ის სერიიდან. აპერი არის Bushmaster HBAR, თუმცა ბუშმასტერის აპერი კარობკებს იანკი ჰილს უკვეთავდა ერთ დროს და მართლა კარობკაზე ქვევით აქვს დამღა ასო Y რაც მიუთითებს რომ კარობკა (ლულის და საკეტის გარდა) ბუშმასტერის დაკვეთით იანკი ჰილმა დაამზადა.

ეხლა კალიბრს რაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ .223 რემი ცვლადია 5.56 ნატოს-თან, სხვაობა არის. ნატოს სტანდარტის პატრონნიკი და .223 რემის პატრონნიკების გეომეტრია განსხვავდება, რემის პატრონნიკი (უფრო გათვლილი ბოლტებზე) ოპტიმიზირებულია სიზუსტისთვის, 5.56 ნატო-ს პატრონნიკი (უფრო გათვლილი თვითდამტენ იარაღზე) გათვლილია საიმედოობაზე. თუმცა ნებისმიერი ვინც ერკვევა ამ სისტემაში გეტყვით რომ არ15-ის შემთხვევაში ნატოს სტანდარტის პატრონნიკი აუცილებელია.
გარდა ამისა 5.56 ნატო-ს ვაზნა უფრო მაღალ წნევებზე მუშაობს ვიდრე .223 რემი. 52 000 არის რემისთვის ყველაზე მაღალი დასაშვენი წნევა (SAAMI) და 60 000 არის ნატოს სტანდარტის 5.56 ვაქზნისთვის. მე ესე მახსოვს თუმცა შეილება ეს ციფრები ბოლომდე ზუსტი არაა მაგრამ სხვაობა ნამდვილად არის.

ამ შემთხვევაში კალიბრი არის 5.56 ნატო (რასაც დამღები ლულაზე ადასტურებს) თუმცა ლოვერზე წერია .223 რემი. თვითონ ლულა არის ძალიან პოპულარული ბუშმასტერის მოდელი, HBAR რომელსაც ამ კომპანიის გარდა უამრავი სხვა კომპანია ხმარობდა თავისი იარაღის აწყობისას. სიგრძე 14.5 (სტანდარტული M4 პროფილით)

ცევიო სტანდარტული M4-ის ტიპის, კონდახი Mako Defense (ისრაელი). უკვე ეყენა დასაკეცი უკანა სამიზნ მოწყობილობა Magpul MBUS.

მე დამატებით შეუცვალე A2-ის ტიპის სახელური, დავაყენე Mako IDF Combat Grip, სტანდარტულ ცევიოზე დავაყენე Mako Accesory Rail (მთელი დღე ვიწვალე მორგებაზე), მაგაზე კიდე Tapco Intrafuse Vertical Grip, რომელიც ცოტა დავამოკლე.

ეხლა ველოდები Magpul MOE ცევიოს და პროჟექტორს Guide Gear 240.

მჭიდები სტანდარტული ალუმინის 30 ვაზნიანი მჭიდებია. აქვთ Magpul Anti-tilt follower-ები. ანუ მიმწოდებელი არ იბირიცება მჭიდში ვაზნების მიწოდებისას.

ოპტიკაზე მე ვიყო ბოლო ტრაკი (ბოდიში) თუ რომელიმე მაღაზია გავამდიდრო. ვიჩალიჩებ ჩამოტანას ან ხელიდან ყიდვას. კონდახიც შეეცველბა მაგპულის მოდელით.

თვითონ იარაღზე ეხლა აქ არ გავმეორდები. ბლოგზე ცალკე განყოფიელბა მაქვს და იქ უკვე მგონი 4 სტატია არის.

ერთს ვიტყვი რომ ყველაფერი რასაც ამ იარაღზე იძახიან (ნეგატიურს) არის უბრალოდ ტყვილი ან გადამეტება თან დიდი გადამეტება.

ასეთი იყო თავიდან



ეს არის გარკვეული აფგრეიდის მერე



ესეც უკვე კიდე პატარა გადაკეთების მერე, წინა ტარი დამოკლდა და უკან გადავიდა



სულ მალე კიდე განახლდება და მერე მარტო კონდახს გამოუცვლი იმიტომ რომ ეს უბრალოდ ვიზუალურად არ მომწონს.

თუ ჩზ გაიყიდა შეიძლება აღარ დავწრვრილმანდე და free-float ცევიო დაუყენო.

ესეც ჩემი ბლოგის პროფილური განყოფილება სადაც დაიდება ახალი მასალები ამ სიტემზე.

http://shooterscentral.ge/?cat=19

მაგრამ აქაც თუ გინდათ ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 28 2011, 13:22

ე შეკაცო რა კარგი ზომის სურათებია და რეპორტი კიდე შენ რო შეგეფერება ისეთი
მალადეცები შენ newsmile027.gif




პ.ს ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე

პოსტის ავტორი: Shooter Jun 28 2011, 14:42

ხო კიდე ვიტყვი რომ იარაღზე არის ამი შესანახი ადგილი, ერთში ზეთის პატარა ბოთლია, მეორეში 6 ვაზნა, მესამეში DPMS Panther Arms-ის რემ კომოპლექტი, ანუ ზამბარების და სხვა დეტალების კომპლექტი, რომელიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. ერთხელ გასვლისას ჱოფზე ნემსა გამიტყდა რაც შევამჩნიე უკვე ”პოლიგონზე” და მაგის მერე გადავწყვიტე რომ ასეთი რემ კომპლექტი სულ თან ყოლა ურიგო არ იქნებოდა.

პოსტის ავტორი: Shooter Jun 28 2011, 14:47

ციტატა(ნიკა @ Jun 28 2011, 14:22) *
ე შეკაცო რა კარგი ზომის სურათებია და რეპორტი კიდე შენ რო შეგეფერება ისეთი
მალადეცები შენ newsmile027.gif




პ.ს ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე


newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Shooter Jun 28 2011, 14:51

საკმაოდ საინტერესო პრომო ვიდეო რომელი ეხება Daniel Defense-ის წარმოებულ არ15-ს. სულ რომ არაფერი საკმაოდ სანახაობრივია.

http://www.youtube.com/watch?v=xfojMy1MWok


პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 28 2011, 15:37

Shooter


small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Shooter Jun 28 2011, 19:18

დავაზუსტე

SAAMIის მიხედვით 5.56 მაქსიმალური წნევა დაშვებულია 62,366 psi ხოლო .223 რემისთვის 55,000 psi. სხვა სტანდარტების დამწესებლი ორგანიზაცია C.I.P.-ს დაწესებული აქვს იგივე ნორმები ანუ .223 უტოლდება დასაშვები წონით 5.56-ს.

ეს ეხლა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ 5.56 კალიბრის ვაზნების გამოყენება ოარაღში რომელიც .223-ზეა გათვლილი არ არის რეკომენდირბული. ეს გამოიწვევს სწრაფ ცვეთას და ზოგიერთი მოდელის შემტხვევაში შეიძლება სახიფათოც იყოს. გამოსავალი? დაუკავშირდით იარაღის მწარმოებელს და წერილობითი ფორმით კითხეთ მოსულა თუ არა 5.56 ნატო-ს სტანდარტის ვაზნების გამოყენება.

თავის მხრივ 5.56-ის მაგივრად .223-ის გამოყენება პრობლემას არ წარმოქმნის.


პოსტის ავტორი: Bonehill Jun 28 2011, 19:26

საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოვიდა newsmile05.gif მომწონს ძალიან !





small3d018.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 28 2011, 22:11

Shooter

მაგარია !! M4-თან ვისაც ქნია შეხება მიხვდება რაცაა newsmile035.gif კაი კოლიმატორი უნდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Shooter Jun 29 2011, 14:31

ციტატა(შუკა @ Jun 28 2011, 23:11) *
Shooter

მაგარია !! M4-თან ვისაც ქნია შეხება მიხვდება რაცაა newsmile035.gif კაი კოლიმატორი უნდა newsmile045.gif



კი უნდა. ნამდვილად.

პოსტის ავტორი: Shooter Jul 1 2011, 13:59

დღეიდან კომპენსატორი ხდება ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი და აი რატომ

http://www.youtube.com/watch?v=QM5QKfI4lFc&feature=player_embedded



ბოლომდ უყურეთ და გაიხსენეთ ბოლოს საიგებიდან როდი ისროლეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 1 2011, 14:32

ციტატა(Shooter @ 1st July 2011 - 14:59) *
ბოლომდ უყურეთ და გაიხსენეთ ბოლოს საიგებიდან როდი ისროლეთ

გამახსენდა, ბოლოს საიგიდან სამი გასროლა მოვახდინე შარშან
ნოემბრის თვეში, რაც შეეხება კომპენსატორს ჩამოტანილი მაქვს და არ ვიცი ვის
დავაყენებინო

პოსტის ავტორი: Shooter Jul 1 2011, 14:55

ციტატა(გიზოვიჩი @ Jul 1 2011, 15:32) *
რაც შეეხება კომპენსატორს ჩამოტანილი მაქვს და არ ვიცი ვის
დავაყენებინო


და რა მოდელია?


პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 1 2011, 15:15

http://www.amazon.com/Tapco-AK-Slot-Muzzle-Brake/dp/B001OATJUM/ref=pd_sim_sg_33

პოსტის ავტორი: NAZGHA Jul 2 2011, 19:36

კარგი სტატიაა... შეგიძლია 223.რემ და 5.56 უფრო ვრცლად დაწერო ვაზნებში განსხვავება? მე მაგალითად როგორ გავარჩიო ეგ ორი არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Shooter Jul 3 2011, 21:26

სალამ ))0 ვიზუალურად ვერ გაარჩევ. ნუ თუ რა თქმა უნდა ვაზნას არ აქვს მარკირება. უნდა ენდო ყუთზე ინფორმაციას და იარაღის მარკირებებს.

პოსტის ავტორი: miron Jan 23 2014, 17:12

ცუდი ამბავი დამართნია კოლტს: newsmile05.gif

http://weaponland.ru/news/konkurs_na_postavku_karabinov_m4_dlja_armii_ssha_vyigrali_fn/2013-03-08-1395



პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 10 2015, 23:39


პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 18 2015, 14:50

ალბათ შეიძლება ამ თემაში სხა ოჩოპინტრელებმაც დავდოთ ჩვენი იარაღის სურათები?
ესეც ჩემი არ 15 16 ინჩიანი ლულით.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 18 2015, 15:24

კი შეიძლება

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 18 2015, 15:25

უიარაღო
გილოცავ კარგია. კომპენსატორის შეცვლას და პიკატინის სამაგრებიანი ცევიოს დაყენებას არ აპირებ? სულ სხვა ვიდზე დადგება

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 18 2015, 16:13

assassin29 მაგას მირჩევნია ცალკე აპერი ავაწყო, მაგრამ ლულა ისეთი ვიყიდე რომ არჩევანის გაკეთებას მიძნელებს. 11 ინჩიანი ლულა რომ მქონოდა 18 ინჩიან ლულაზე ავაწყობდი მეორე აპერს. ახლა კი როცა 16 ინჩიანი ლულა მაქვს 18 ინჩიანიც აზრს კარგავს და უფრო მოკლე ლულაც. ზუსტად ამისთვის ვაპირებდი ამის ყიდვას http://www.amazon.com/Bushnell-Illuminated-Reticle-Riflescope-Turrets/dp/B00AU6EIIY/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426683915&sr=8-1&keywords=bushnell+ar+optics+1-4x24
ის ფული რომ მომიხსნეს ბარათიდან. რომელიც ამით http://www.amazon.com/Burris-410341-30-mm-Scope-Mount/dp/B0028JNRW4/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426683997&sr=8-1&keywords=burris+mount+30mm
იდიალურად მაგრდება აპერის ბაზაზე და მუშკაც ხელს არ უშლის. ეს მაგპულის ცევეო კი როგორც იარაღის ხელოსანმა მითხრა ერთ-ერთი საუკეთესოაო. ძალიან მჭიდროდაა მორგებული.
რაც შეეხება კომპენსატორის ცოტა ვიდზე კი ვერ არის მაგრამ იმდენად იდიალურად მუშაობს (უკუცემა როგორც 22 ლრ, ანუ საერთოდ არ აქვს) ცოტა ხანს შეცვლისგან თავს ვიკავებ. ერთ ერთი მინუსი, ხმას აბრუნებს მსროლელისკენ. ეს საკითხი დღეს გადავწყვიტე, ყურის ელექტრონული დამცველი ვიყიდე. ისე ერთხელ უკომპენსატოროდ უნდა ვისროლო და უკუცემა თუ არც ისე ჰქონდა მაშინ ავარჩევ კომპენსატორს ვიზუალური მახასიათებლის მიხედვით.
კინაღამ არ დამავიწყდა. მადლობა მოლოცვისათვის. მალე მეც მომელოცოს შენთვის ამაზე უკეთესები newsmile027.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 18 2015, 16:21

უიარაღო
308 ლულა რომ უყიდო მეორე, ლულის და საკეტის მეტი იცვლება რამე?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 18 2015, 17:14

უიარაღო

მომილოცავს, მაგ ოპტიკაზე გული ძაან ნუ დაგწყდება, ხელში მეჭირა 14.5 ინჩიანი ლულით და მაგ ოპტიკით და საკმაოდ მძიმე გამოდის, შენსას უფრო დაამძიმებს რათქმაუნდა. დიდი უკუცემა არა აქვს მაგ კალიბრს და სხვა უფრო იაფიანი და მსუბუქი კოლიმატორი დააყენე

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 19 2015, 08:47

ციტატა(assassin29 @ Mar 18 2015, 17:21) *
უიარაღო
308 ლულა რომ უყიდო მეორე, ლულის და საკეტის მეტი იცვლება რამე?

ყველაფერი სხვა აქვს 308-ს. ქვედა რესივერი, და მჭიდისთვის ფანჯარა უფრო დიდი. ბუფერი სხვა, ზედა რესივერი და ბოლტი სხვა.
308 -ზე ვერა მაგრამ 300 ბლექაუტზე (7.62*45) გადადის ადვილად. მხოლოდ ლულაა შესაცვლელი. მჭიდიც კი ადგება 5.56-ის.

პოსტის ავტორი: REZI 444 Apr 14 2015, 01:44

ხომ არ იცით ხელოსანი პაატა რომელიც აწყობს არ15-ს, სად მდებარეობს მისი სახელოსნო, ან რომელ მაღაზიაში იყიდება მისი აწყობილი არ-15 ი?

პოსტის ავტორი: shaman Apr 14 2015, 08:41

ციტატა(REZI 444 @ Apr 14 2015, 02:44) *
ხომ არ იცით ხელოსანი პაატა რომელიც აწყობს არ15-ს, სად მდებარეობს მისი სახელოსნო, ან რომელ მაღაზიაში იყიდება მისი აწყობილი არ-15 ი?

გაუმარჯოს, მისი მაღაზია "სახელოსნო" არის ყაზბეგის ქუჩაზე ინფექციურის წინ, დენთი.

პოსტის ავტორი: REZI 444 Apr 14 2015, 11:20

მადლობა shaman, ხომ არ იცით საშუალო ფასი მისი აწყობილი არ 15 ის? ვინმეს თუ აქვს მისი აწყობილი და როგორ მუშაობს?

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 14 2015, 14:22

REZI 444
3000 ლარი და ზემოთ თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 14 2015, 15:22

assassin29 არ ცდები. გაჩნდა უკვე კონკურენცია ქართულ ბაზარზე. სხვა მაღაზიებსაც აქვთ შემოტანილები. შეიძლება იყიდო იაფიანი ვერსია და შემდეგ შენ თვითონ გაუკეთო მოდერნიაზაცია შენ გემოზე.

პოსტის ავტორი: REZI 444 Apr 14 2015, 17:21

ერთ ერთ მაღაზიაში დევს Diamondback ის არ 15 2850 ლარად, წესით უნდა აჯობოს მგონი ყველაზე იაფი ნაწილებით აწყობილ არ 15. არა?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 10 2017, 23:49

არ 15 მომწონს ძალიან და ისე ჩამივარდა გულში, რომ ალბათ უახლოეს მომავალში ვეცდები შეძენას.
თქვენ ის მითხარით რომელ მაღაზიებს აქვს შემოტანილი რომ ვნახო, დავათვალიერო ახლოდან და შთაბეჭდილებები შევიგრძნო

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 13 2017, 17:04

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 11th January 2017 - 00:49) *
რომელ მაღაზიებს აქვს შემოტანილი რომ ვნახო

არავინ იცით?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 13 2017, 18:26

აი ესენი აქვთ

http://caravani.ge/ge/shotguns/mark/66


დინამოს გვერდით მაღაზიებშიც ნახე...შეიძლება ქონდეთ..ცადე მაინც

პოსტის ავტორი: REZI 444 May 10 2018, 17:53

არ 15ის ნაწილები სად შეიძლება ვნახო თბილისში, კერძოდ ლულა მაინტერესებს. ან ვინმემ ხომ არ იცით გასაყიდი 10 ინჩიანი ნორმალური მწარმოებლის ლულა?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე May 11 2018, 14:37

REZI 444


ამათ აქვთ ეგეთი შაშხანები და რაღაცეები,როგორც უწერიათ შეკვეთებსაც იღებენ,ნახე შეიძლება გამოგადგეს

https://www.mymarket.ge/ka/shops/view/2086/

კოლმეურნეობის მოედანზეა კიდევ როგორც ვიცი ზიგის მაღაზია,და შეიძლება სხვაც იყოს მსგავსი პროდუქცია სადაც ექნებათ, 1 დღე უნდა თავისუფალი და დაივლი ყველგან

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2018, 13:52

1 კვირაა ვიყიდე არ 15 და ისეთი ბედნიერი ვარ ჯერ მარტო ვეფერები :DD
ვაპირებ 1-8 ოპტიკის დაყენებას
და წინ ტაქტიკური ძლიერი ფანრის წითელი ფილტრით (ტურები უნდა მოვიკითხო ხოლმე ხშირად)
ერთი 650 დოლარის ინვესტიცია უნდა და მოიხოდება ბოლომდე

ხოდა რატო ვწერ აკ-ც ხოო მაქ ჯერჯერობით და რო ვადარებ როგორც ჟიგული და მერსედერსი ისეა გვერდიგვერდ

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 21 2018, 13:59

ტყვიის სროლაშიც მასეთივე განსხვავებაა. სიზუსტეს და სისწრაფეს ვგულისხმობ. რამდენი წელია მაქვს და ღვედი ვერ ვუყიდე. ერთი ღვედი მაქვს 2 იარაღისთვის. ხან სტოგერზე მიყენია ხან არ-15 ზე

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 21 2018, 14:04

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 21st August 2018 - 14:52) *
1 კვირაა ვიყიდე არ 15 და ისეთი ბედნიერი ვარ ჯერ მარტო ვეფერები xexe.gif

მშვიდობაში.
ციტატა(levani mgebrishvili @ 21st August 2018 - 14:52) *
და წინ ტაქტიკური ძლიერი ფანრის წითელი ფილტრით (ტურები უნდა მოვიკითხო ხოლმე ხშირად)

წითელ შუქს ვერ ხედავენ?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2018, 17:22

koba1973
მადლობა
სიმართლე გითხრა არვიცი რატო, ვიდეოებში ვნახე ღამის ვარმინტისტები იყენებენ წითელ და მწვანე შუქებს
ალბად ნაკლებად ჭრის თვალს ეგ ფერები და არ ფრთხება ნადირი
ფანრის მწარმოებლებიც უშვებენ სპეციალურ კომპლექტებს სხვადასხვა ფერის ფილტრებით

უიარაღო
ვიცი დარწმუნებული ვარ
ისე ზასტავათI 100 მეტრზე ღია სამიზნით და ბორნაულის ტყიებით ვაკეთებდი და გავაკეთებ 7-8 სმ ჯგუფებს
კარგი ტყვიით და ოპტიკით 5 იც შეიძლება ალბათ

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2018, 17:27

პ.ს იუთუბზე ვუყურე ტიპი ხსნიდა რო კოიოტის თვალის სტრუქტურა ისეთია რო ძნელათ აღიქვავს მუქ წითელს და მეტი დრო გაქ სასროლად სანამ დაპანიკდება და გაიქცევაო
რამდენად მართალია არვიცი, მაგრამ ტურაზე მეთვითონ გამოვცდი 3 ფერს

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 21 2018, 17:45

assassin29
ზოგიერთი წყარო კი ამტკიცებს 850 ნანომეტრ ტალღის სიგრძის ინფრაწითელ შუქსაც ხედავენო.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2018, 17:59

koba1973
რავი რასაც ვუყურებ როგორც მიანათებენ ფანარს შტერდებიან და არ ტოკდებიან


იოტეკის გეიმ ქოლიც მაქ და აუცილებლად გამოვცდი ყველა შესაძლო ვარიანტს

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 22 2018, 11:09

assassin29 მომილოცავს,მშვიდობაში მოიხმარე. რომელი ფირმის არის ? რომელ მარაზიაში შეიძინე,რამდენი დაგიჯდა?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2018, 12:24

ალექსანდრე
მადლობა
არის ამერიკული აერო პრესიჟენი
16 ინჩი ლულა. ყველაფერი: ცევიო, პისტოლეტის სახელური, კონდახი და წინა სახელირიც არის მაგპულის
უკანა სამიზნეც მაგპულის დიპრული (არ მევასება)
ფერი დეზერტი
მჭიდებიც თავისთავად მაგპულის პოლიმერები ავიღე 20იანები. ტევადობაც საკმარისია და ძალიან უხდება იარაღს.
2800 ლარი ღირს ეგ მოდელი ზუსტად. მაიმარკეტზეც დევს განცადებები და შეგიძლიათ ნახოთ. მაღაზია აპაჩი
მაგრამ 2800 ლარი არი ცარიელი თანხა მაგას ემატება
1200 ოპტიკა (არვიცი ალბად ვორტექს 1-8ს ავიღებ)
90 + 2 მჭიდი (მაქ)
100 ღვედი
200 ოპტიკის მოუნთი
და 300 ფანარი ტაქტიკური
250 ტურის მანოკი (მაქვს) იკოტეკ გტ 300 - ამ ფასში ამის მსგავს ვერაფერს იყიდით სატიკი რეკომენდაცია
+ კარგი ტყვიები და გენოციდს მოვუწყობ მავნებლებს
სულ 5000 მდე დაჯდება რა ყველაფერი + ცოტა ტყვიები


პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 22 2018, 13:09

გასაგებია ,მადლობა ამომწურავი პასუხისათვის. კი ვიცი ეგ მაღაზია მარკეტზე ვათვალიერებ ხოლმე მაგათ საშხანებს. ისე ქარავანს რომ არმალიტეს არ15-ები აქვს ეგენი როგორებია? როგორი მწარმოებელია ზოგადად არმალიტე აეროსთან სედარებით ?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2018, 13:23

ალექსანდრე
ამერიკული კომპანიაა კარგი პროდუქცია აქვს ბიუჯეტურიც და პრემიუმის
ბევრი სხვადასხვა მოდელი აქვს ორივეს ასე ერთი ხელის მოსმით ვერ იტყვი რომელი ჯობია


კარგი არ-15 თუ გინდა იყიდე დენიელ დეფენსი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 22 2018, 19:12

არა ყიდვას არ ვაპირებ უბრალოდ ვათვალიერებ ხოლმე ინფორმაციებს. 2500 ლარიანი ვარიანტი რომ აქვთ ქარავანში ,როგორც ამერიკული ვიდეოებში ამბობენ იქაურ მაღაზიებში 600 დოლარი ღირს,ბიუჯეტური მოდელია.
ზიგ-ზაუერის მოდელებსაც ძალიან აქებენ,მაგრამ როგორც ვიცი კოლტი საუკეთესო მწარმოებელია,სამხედრო ემ4-ებსაც კოლტი აწარმოებს,როგორც ვიცი...

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2018, 19:45

ალექსანდრე
ეგრეა ამიტო ავიღე აერო
აც-15 მოდელი მე რომ მაქ ადგილზევე ღირს 730 დოლარი ყველაზე უბრალო
მაგპულში რო ჩასვა 900 დოლარი ჩვეულებრივ გახდება შეიძლება მეტიც
ეხლა 900 დოლარიან იარაღში 2800 ლარი არარის ძვირი დოლარის კურს თუ გავითვალისწინებთ + ჩამოტანა განბაჟების ხარჯები
შეიძლება ითქვას რო იაფიც არის

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 7 2018, 17:31

ოპტიკა მაქ კრონშტეინი მაქ ღვედი მაქ
მაგრამ ღვედის სამაგრები და წვრილ წვრილი რაღაცეები შემცდომით ჩინური სელერისგან გამოვიწერე და როდის ჩამოვა არვიცი newsmile019.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 7 2018, 22:32

assassin29


1 კვირაზე მეტს დაიგვიანებს ვითომ?

ისე მეც ხოარ ვიფიქრო ემოთხზე?)))))

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 7 2018, 22:53

ალექსანდრე
1 კვირაო? თვენახევარი ორი თვე სჭირდება
გააჩნია რისთვის გინდა იარაღი
რისთვისაც მე მჭირდება იმისთვის იდეალურია

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 7 2018, 23:02

assassin29

ამერიკიდან ჩამოსვლასტან შედარებით ვიგულისხმე :)რაც ამერიკიდან ჭირდება იმაზე 1 კვირით მეტად დაიგვიანებსთქო?
რავი მტაცებელი ხო მარა უფრო დიდ ცხოველს რა ვერ მოკლავს რო? ))

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 7 2018, 23:11

ამერიკიდან თუ არაფერი არ მოხდა და შეფერხება არიყო 2 კვირაში ჩამოდის
8 დღეშიც ამიღია
ჩინეთიდან 1,5 - 2 თვე ჭირდება

მტაცებელსაც და ნებისმიერ საქართველოში მოსიარულე ნადირსაც. გააჩნია რა ტყვიას იშოვი
იუთუბზე ქვეყანა ვიდეოებია არ-15 ით ნადირობის ბევრ ნადირზე შეგიძლიათ ნახოთ რას შვება 5.56-ის კარგი მუხტი

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 8 2018, 09:32

ყველაფერს მოკლავს 5.56. დედამიწაზე ყველაზე დიდ ნადირის მოსაკლავადაა ეგ ტყვია მოგონილი. მოკლით კი მოკლავს მაგრამ გარეულ ნადირზე სანადიროდ სხეულის წონასთან შეფარდებით სჭირდება დიდი წონის და კალიბრის ვაზნა რომ ადგილზევე დატოვოს. დიდ ტყვიას დიდი ენერგია და დიდი შოკური ეფექტი აქვს.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 8 2018, 10:01

უიარაღო
ქსოვილს როგორ დააზიანებს და როგორ ფრაგმენტირდება თორე მძიმე ტყვია ფოლადის გულით გახ**იტავს ნადირს გაივლის და ეფექტი ექნება ნული

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 8 2018, 13:41

მტაცებელზე რაც მინახავს 5.56 იგივე დაზიანება მისცა რაც 7.62*54 მა. სისხლდენით მოკვდება ნადირი . მაგრამ ადგილზე დატოვება გაუჭირდება უმეტეს შემთხვევაში. მე ენერგიას ვგულისხმობ და არა გამჭოლ უნარს. ტყვია როდესაც სხეულში რჩება მთლიანად გადასცემს ენერგიას. როდესაც გამჭოლია მაშინ ნაწილს გადასცემს ნაწილი კი მიაქვს თან. შოკურ ეფექტს ახდენს ენერგია რომელიც გადაეცა ობიექტს ტყვიის მოხვედრისას.

სისხლდენა და საციცოცხლო ორგანოების დაზიანება სხვაა. ეს არ მიგულისხმია.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 8 2018, 14:43

უიარაღო
მე ენერგიას არ ვთვლი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად
მაგალითად ნანახი გექნებათ ამერიკელი ენთუზიაზტი მონადირეები მშვილდით როგორ ეფექტურად ნადირობენ დიდ ნადირზე
რა დიდი ენერგია აქვს იმ მშვილდ უბრალოდ ეფექტური მჭრელი პირიაქვს

იმას კიარ ვიძახი რო პატარა კალიბრი ჯობია დიდს ნადირობისას რათქმაუნდა არა
მაგრამ 5.56 ფრაგმენტაციის წყალობით ეფექტური ვაზნაა ქსოვილის წინააღმდეგ, ჰა ჰა გაირბინოს 50 მეტრი ნადირმა შორს მაინც ვერ წავა
თორე 30-06 რო ჯობია სანადიროდ რაზეა საუბარი

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 10 2018, 11:30

მშვილდით რომ ნადირობენ ხომ ნახულობ რამდენს გარბის მერე ის სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი. და რასაც ვერ ვხედავთ იმ მშვილდოსანს გვერდს რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვა უდგას D.gif დღევანდელი მოთხოვნებით (ნადირ-ფრინველის მნიშვნელოვანი სიმცირე) მონადირებული ნადირის ადგილზევე დატოვებაა მნიშვნელოვანი. ვარმინტს არ ვგულისხმობ, ტურა და მგელი თუმდაც მე-5 დღეს მოკვდეს პერიტონიტით D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 10 2018, 12:20

უიარაღო
რბილ ქსოვილში თუ გაიარა ანუ თუ რამე სასიხცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ დააზიანა ვერც დიდი კალიბრები აჩერებს მომენტალურად
მაშინ 338 უნდა გქონდეს 36_1_5.gif
ისე არა მგონია ყველა მშვილდით მონადირე დაცვით დადიოდეს რავი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 10 2018, 14:03

ალბათ დამეთანხმებით რომ უნდა გაიმიჯნოს 'ნადირობისას მოკვდინება' და 'ზოგადად მოკვდინება', ნადირობისას რომ ესვრი და თვალს მოეფარება,მითუმეტეს ჩვენი ხშირი ტყის პირობებში და წავა 50,100 ან მეტს მაგას ქვია 'წავიდა' და არა 'მოკვდა' ,მიუხედავად იმისა რომ საბოლოოდ მაგ მანძილების გავლის მერე მაინც მოკვდება დიდი ალბათობით.
აქედან გამომდინარე როგორიც არ უნდა იყოს 223, შველი, მგელი-მეტი დიდი ნადიროსთვის უკვე სუსტია,მე ვგულისხმობ ნადირობისას

პოლონეთში,უნგრეთში,ლატვიაში,ავსტრიაში და ზოგადად ღორზე ნადირობა სადაც ყველაზე მარალ დონეზეა 30-06 ზე დაბალი კალიბრი მე არ მინახავს არც ერთ ვიდეოში. 30-06 და 300 ვინ მაგ ეს ორი კალიბრია,უფრო მეტი მაინც 30-06

ზამტარში მოხდა ძამას მეურნეობაში ეგეთი ფაქტი ღორს ესროლა 223 საიგიდან....ნუ ძალიან უხერხულში ჩავარდა ის ბიჭი,.ეხლა არ ტქვათ გააჩნია როგორ და სად მოარტყაო, იქ მოარტყა და ისე მოარტყა როგორც სხვა საშუალო მონადირე იზავდა მუხლამდე თოვლში და ყინვაში

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 10 2018, 14:51

ალექსანდრე
30-06 მომწონს ძლიერია კარგი წარსული აქვს მარა არაპრაქტიკულია ფასის გამო (308 არი ჩვენთან ყელამდე საკმარისი ყველაფრისთვის რაც დადის დახტის და მოძრაობს)
მაგრამ იგივე 308 მორტყმის მერეც წასულა ნადირი და სხვაგან მომკვდარა. და ალბათ ნებისმიერი 30-იანის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს იგივე
შენ თუ გინდა რო 200 კილოიან ტახს ბარკალი გაუჩვრიტო და მაინც ადგილზე დარჩეს 338 ლაპუა ან რემინგტონ უულტრა მაგნუმი უნდა აიღო
ამიტომ ზუსტადაც დიდი მნიშვნელობა აქ სად მოარტყა და რა ესროლა
223 კიდე მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს ამუნიციის დაწყებული 40 გრეინიანი ვაზნებით დამთავრებული 85 გრეინიანიანებით
ამიტომ დიდი მნიშვნელობა ასეთ კალიუბრზე თავაკის შერჩევას
ჩემ ინტერესებში ნადირობა ნაკლებად არის, მაგრამ სწორად შერჩეული ვაზნით კარგი მსროლელი წარმატებით ინადირებს ნებისმიერ ნადირზე რაც ამ ქვეყანაში არსებობს

ეს იმ შემხვევაში თუ მეტ კალიბრზე ხელი არ მიგიწვდება თორე უფრო მსხვილი თუ გაქვს რამე რატომაც არა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 10 2018, 15:07

ლევან ბარკალში ნამდვილად არ უსვრია ბეჭის არეში ესროლა 20-25 ნაბიჯზე მეტი შორს მხედველოვა არ იყო...რანაირი ტავაკიც არ უნდა იყოს მაგ მანძილზე სროლის მერე რომ წავიდა ეგ პირდაპირ კალიბრის სისუსტეზე მეტყველებს.არც 200 კილო არ ყოფილა ჩვეულებრივი ბურვაკი იყო.
გასაგებია შენ იზახი 223 შეძლებსო, გეტანხმები შეძლებს მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ ღორებზე და დათვებზე ინადირო? ეგრე გამიგია გეკოთიც უხოციათ ღორები და ვაზნაც ყველაზე იაფია,ანუ შეძლებით გეკოსაც შესძლებია მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეგ იმას რომ ჩვეულებრივად ვინადიროთ?
ნუ ეხლა გამონაკლისები კიდე ყოველთვის არის.

ნადირობის სეგმენტში 223 ნამდვილად არ არის უნივერსალური კალიბრი,მითუმეტეს ევროპული სტანდარტებით,სპორტულ სეგმენტში კიბატონო

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 10 2018, 15:41

ალექსანდრე
არვიცი მაგ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა ერთი შემთხვევით არიქნება მართებული რო კალიბრს სუსტი დააბრალო
მასე მეც მოვიყვან ფაქტს რო მოსინიდან დაჭრილი ღრუტუნა წავიდა და 556 ადგილზე გაუჩერებია

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 10 2018, 15:50

პ/ს მემგონი სხვანაირად გამიგეთ
მე ხო არ ვიძახი ჯობიათქო. ვიძახი კარგი ვაზნების ქონის შემთხვევაში ინადირებთ 5.56/223 -ით ღრუტუნაზე და სხვებზეც თქო
და 100 პროცენტიანი გარანტია რომ ნადირი გაჩერდება ადგილზე არ არსებობს არე 30-06 არც 308 ის და არც 7.62 ის კალიბრის სხვა ვაზნების შემთხვევაში

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 11 2018, 08:14

ციტატა(assassin29 @ Sep 10 2018, 15:51) *
[b]

ეს იმ შემხვევაში თუ მეტ კალიბრზე ხელი არ მიგიწვდება თორე უფრო მსხვილი თუ გაქვს რამე რატომაც არა

აი ესაა სწორი განმარტება. მეტი რომ არ გაქვს და ტყვიებიც ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი რომაა იმიტომ ვინადირებთ ამ კალიბრით.

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 11 2018, 08:19

ციტატა(assassin29 @ Sep 10 2018, 16:50) *
პ/ს მემგონი სხვანაირად გამიგეთ
მე ხო არ ვიძახი ჯობიათქო. ვიძახი კარგი ვაზნების ქონის შემთხვევაში ინადირებთ 5.56/223 -ით ღრუტუნაზე და სხვებზეც თქო
და 100 პროცენტიანი გარანტია რომ ნადირი გაჩერდება ადგილზე არ არსებობს არე 30-06 არც 308 ის და არც 7.62 ის კალიბრის სხვა ვაზნების შემთხვევაში

ასპროცენტიანი გარანტიები არც ერთ ვაზნას არ აქვს. მსხვილ კალიბრს ბევრად მეტი შანსები აქვს . ახლა ეს საუბარი გამოწვეულია ქართველი მონადირის გაჭირვებით , თორემ საშუალება რომ გქონდეს ფინანსური, იარაღის და ტყვიების, ნამდვილად არ გარისკავდა კაცი მსხვილ ნადირზე წვრილი კალიბრის სროლას. გარისკავდა -საფრთხის გამო კი არ ვიძახი. იმას ვგულისხმობ რომ წელიწადში შეიძლება ერთხელ მოგეცეს სროლის საშუალება და მაგარი დასანანი იქნება ის ერთი შანსი ვერ გამოიყენო და ეჭქვეშ დააყენო არასათანადოდ შერჩეული კალიბრის გამო.

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 4 2018, 15:28

ესეთი ბიჭი დადგა ბოლომდე აწყობილი
კი მაქ იდეები როგორ გავხადო უკეთესი და ნავაროჩენი
თავისუფლად დაკიდებული ლულა
2 საფეხურიანი სასხლეტი
უკეთესი ლულის მოწყობილობა
მაგრამ ისედაც მთელი ჩემი სათამაშოები გავყიდე + 2 იარაღი ეს რო მეყიდა newsmile058.gif
ხოდა 1 წელი როგორც არი ისე იქნება
https://postimages.org/

პოსტის ავტორი: minchanin Oct 4 2018, 20:31

ციტატა(assassin29 @ Oct 4 2018, 16:28) *
ესეთი ბიჭი დადგა ბოლომდე აწყობილი
კი მაქ იდეები როგორ გავხადო უკეთესი და ნავაროჩენი
თავისუფლად დაკიდებული ლულა
2 საფეხურიანი სასხლეტი
უკეთესი ლულის მოწყობილობა
მაგრამ ისედაც მთელი ჩემი სათამაშოები გავყიდე + 2 იარაღი ეს რო მეყიდა newsmile058.gif
ხოდა 1 წელი როგორც არი ისე იქნება
https://postimages.org/


small3d018.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Oct 4 2018, 20:33

assassin29 შეუტიე მტაცებლებს?
ოპტიკაზე და კრონშტეინზეც გვითხარი ბარემ აქ იყიდე თუ გამოიწერე და რა დაჯდა?იაფი არ დაჯდებოდა...newsmile05.gif)ვორტექსია თუ სწორად ვხედავ

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 4 2018, 21:23

ვერა ვერ მოვიცალე ტურებისთვის ჯერ newsmile058.gif
ბევრი საქმეა, კარგი ვაზნის შერჩევა, მისროლა, ტრაექტორიის დასმა

ოპტიკა გამოვიწერე მარა იმდენი მაწვალეს და მტანჯეს ნეტა აქ მეყიდა, ვორტექსია სტრაიკ იგლი 1-8 გადიდებით
ჰა ჰა 50 ლარით იაფად ჩამოიტანო, თან ჩამოტანა ყოველთვის რისკია
ადგილზე 1250 ღირს
სამაგრი ბურისის პეპერი 200 ლარი ჯდება სადღაც ჩამოტანა
ღვედი თავის სამაგრებით 100 ლარი ჩამოტანით(მარა არ მევასა უნდა შევცვალო, ეს ტაქტიკურია მე სანადირო მინდა სატარებლად)
სასხლეტს რო იჭერს ეგ პინები შევცვალე უკეთესით 50 ლარი
ორი 20 იანი მჭიდი მაგპულის 90 ლარი (30 იანები არ მოწონს დიდია და გამოშვერილი)
იარაღი კი წერია ზევით 2800 ღირს აპაჩიში

საწმენდები და ვაზნები სახარჯი მასალაა არ ითვლება ფასში

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Oct 4 2018, 22:02

assassin29 მოკლედ საღოლ რაა საღოლ small3d018.gif ashh.gif ისე ეგეთი ფორმის ოპტიკები ძალიან უხდება არს. ოპტიკა რომელმა კომპანიამ ჩამოგიტანა?ეხლა ხო გართულებულია მაგათი ცამოტანა


ციტატა(levani mgebrishvili @ 4th October 2018 - 21:23) *
ბევრი საქმეა, კარგი ვაზნის შერჩევა, მისროლა, ტრაექტორიის დასმა


შენ მემგონი სნაიპერობა გინდაnewsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 5 2018, 06:42

ლინონით ჩამოვიტანე მაგრამ არ ვუწევ რეკომწნდაციას
არაკომპეტენტური და არასაიმედო კომპანიაა
ძაან მაზარალეს უნამუსოდ ექცევიან მომხმარებლებს
ხო და ძაან მეძვირეები არიან
მოკლედ არარი ის კომპანია ვისი ნდობაც შეიხლება

სნაიპერისთვის არ გამოდგება მარა კარგ ტყვიებს თუ შეურჩევ საკმაოდ ზუსტია

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Oct 6 2018, 22:21

https://www.mymarket.ge/ka/product/12142178/AERO+PRECISION+M4E1

ამ კონკრეტულ მოდელზე რას იტყვი assassin29 ? და ზოგადად 18 ინჩიანი ლულა როგორია 16-იანტან შედარებით? გამიგია გაზის მილაკიც ცოტა გრძელი აქვსო 18-იანს


სანტიმეტრებში რამდენი გამოდის 18იNჩი

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 6 2018, 23:08

ალექსანდრე
ბევრად უკეთესია ჩემსას უბრალო ლულა აქვს აეროსივე
მაგისი მელონირებულია და ბალისტიკ ედვენთიჯის წარმოებაა 46 სმ 1-7 ტვისტი
ან ვარმინტ კონტურია ან ტაქტიკური უბრალო არარის თან თავისუფლადაა გამოკიდებული
აქვს შედარებით გრძელი გაზის მილაკი ვიდრე ჩემსას ამიტო ნაკლები უკუცემა
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ზუსტია
წონა ალბათ ოდნავ მეტი
ამას დაუყენებ კარგ ოპტიკას ფეხებს, იშოვი მძიმე და კარგ ტყვიებს და ისვრი 1000 მეტრამდე
ადგილზე ღირს 1000 დოლარზე მეტი ამ ფასში აქ არის ნაჩუქარი
რავი ეხლა რო ფული მქონდეს და ვყიდულობდე არც დავფიქრდებოდი
ეს მწარმოებელი კიდე ხარისხით არც არმალაითს ჩამოუვარდება და არც კოლტს

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Oct 7 2018, 20:37

ამას წინათ ვნახე ეს ვიდეო და მაგიტომ გკითხე აზრი. კაცი თვითონაც გაკვირვებულია რისი ბრალია იქნებ მიტხრათო? სასხლეტი მექანიზმის ამბავია ვითომ? თუ ბუფერის? ასევე როგორც ვიცი გრძელ გაზის მილაკს ბუფერიც სხვანაირი უნდა და აი მაგ საკითხებში ხდება არ-ი პრობლემურიო,ამიტომ უმრავლესობა სტანდარტულ 16ინჩიან ლულას ირჩევს
არ ვიცი არ ვიცი მე არავის "მხარეს" არ ვარ )))))უბრალოდ ფაქტები სახეზეა და საინტერესოა მცოდნებბის აზრი ამ ფაქტებზე,თორემ მე ალნბათ ყველაზე ცოტა ვიცი ამ საკითხში

ამ კონკრეტულ ვიდეოში გაორებული გასროლებია

https://www.youtube.com/watch?v=WO7q9Lf4h6c

ციტატა(levani mgebrishvili @ 7th October 2018 - 00:08) *
მაგისი მელონირებულია


ეს რას ნიშნავს?

ციტატა(levani mgebrishvili @ 7th October 2018 - 00:08) *
ბალისტიკ ედვენთიჯის წარმოებაა

ლულაზე აწერია თუ როგორ უნდა გავიგოთ?

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 7 2018, 20:49

მელონირება არის პროცესი
რომ შემცირდეს ხახუნი
ასევე გაიზარდოს კოროზიის და ცვეთის მიმართ მედეგობა

დამღები აქ შესაბამისი ლულას

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 24 2019, 13:16

გამარჯობათ, კოლტის და აეროს შორის რომელზე გააკეთებდით არჩევანს, რომელი ჯობია და რატომ.

პოსტის ავტორი: alex77 Oct 24 2019, 21:56

მაგ ორიდან კოლტს ავიღებდი. ყველაზე მარტივი მიზეზია ის რომ კოლტი არის სამხედრო მწარმოებელი ქარხანა და სამხედრო ემ4-ებსაც უშვებს და მაგიტომ გადავიხრებოდი კოლტისკენ. ისე კი ზიგ-ზაუერის ემ4ებია ერთერთი საუკეთესოები

პოსტის ავტორი: modiliani Mar 30 2020, 00:53

გამარჯობათ. მოკლედ თემა თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ვერ ვიპოვე ამ თემაზე რაიმე დაწერილი. მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს: იარაღის ჩამოტანა რამდენად შესაძლებელია და თუ არის ასეთი რამ შესაძლებელი, რომ ჩემი დიზაინით და სურვილით ავაწყობინო? პ.ს. გადავხედე უკრაინულ-რუსულს გვერდებს და როგორც მივხვდი ასეთი საიტი არსებობს.
მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 30 2020, 10:02

ამ ეტაპზე შეუძლებელია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო .

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 30 2020, 19:46

ციტატა(alex77 @ Oct 24 2019, 22:56) *
მაგ ორიდან კოლტს ავიღებდი. ყველაზე მარტივი მიზეზია ის რომ კოლტი არის სამხედრო მწარმოებელი ქარხანა და სამხედრო ემ4-ებსაც უშვებს და მაგიტომ გადავიხრებოდი კოლტისკენ. ისე კი ზიგ-ზაუერის ემ4ებია ერთერთი საუკეთესოები


ვერაფრით ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. კომერციული მოდელები ბეეევრად ძვირი ღირს და თავისთავად ბევრად უკეთესებია. აერო შედარებით ბიუჯეტურია მაგრამ ფასზე გაცილებით უკეთესი. ჩემ არზე მიტენია აეროს ოპტიკის სამაგრი , ვერანაირი უმნიშვნელო ხარვეზი ვერ ვუპოვე.

არ15 ის შემოტანას აზრი ჰქონდა მაშინ როდესაც ჩვენ მაღაზიებში არ იყიდენოდა. ახლა აქ შეიძლება ბევრნაირი მოდიფიკაციით ყიდვა. თუ ტუნინგის მუღამი გაქვთ იყოდით ყველაზე ბოუჯეტურს და შემდეგ იყიდით სასურველ დეტალებს ტუნინგისყვის.

პოსტის ავტორი: modiliani Mar 30 2020, 23:09

https://m.mymarket.ge/ka/pr/11928804/cecxlsasroli-iaraRi/AERO-PRECISION-SBR-105%22
https://m.mymarket.ge/ka/pr/15406975/cecxlsasroli-iaraRi/AERO-PRECISION-AC-15M ეს უგივე იარაღია? თუ რამე სხვაა. მაპატიეთ რომ ამდენი კითხვა მაქვს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)