თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ "სობოლი"

პოსტის ავტორი: robiko Dec 25 2010, 22:36

დღეს გავტესტეთ მე და shuter-მა ska-ს ტირში ჩემი სობოლი
ტყვიები იყო რუსული sobol-ის 0.22
გაგიკვირდებათ და მართალს წერენ თურმე რუსები: ეს თოფი 50 მ. 2 სმ იან ჯგუფს მართლა აკეთებს
(ლევანიმ გააკეთა მექანიკური სამიზნით 2.5 სმ-იანი ჯგუფი)
იქაურმა ინსტრუქტორმა (მგონი სოსო ქვია) ყველა 10-იანში ჩასვა და აღნიშნა, რომ ასეთი რბილი "სპუსკი" იშვიათად შემხვედრიაო, თოფი არის სპორტული ბიატლონის bi-7-2 სამონადირეო ვარიანტი.
2 ნაკლი რაც ვუპოვეთ:
1) სამიზნე დისტანციის ღილაკს 2 პოზიცია აქვს 25 მ. და 75 მ. (დაუყენე რა დალოცვილო 50 მ.და 100 მ., მართლა ბიატლონისთვის ხომ არ მინდა).
2) ამისთანა ნაკეთებ თოფს, და არც თუ იაფიანს (რუსეთშივე ღირს 2 იჟ 27 -ის ფასი) დაუყენე რა კაკლის კონდახი, ხომ იქნებოდა კუკლა, მაგრამ რომ არ ჩაგიჯ----ან რუსულად არ შეიძლება

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 25 2010, 22:41

კარგია, გილოცავ , სურათების მოგეყოლებინა ხომ იქნებოდა კუკლა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 25 2010, 22:48

robiko

გილოცავ, ძაან მომწონს მეც სობოლი, ურალივით ზუსტია და მაგაზე მსუბუქი... 2 სმ მართლა კარგი ჯგუფია, 100 მეტრშიც საინტერესოა რა განმეორებადობა აქვს

ახალს ვერ იყიდიდი და სად მიაგენი? და თუ საიდუმლო არა რამდენი დაგიჯდა

პოსტის ავტორი: robiko Dec 26 2010, 01:24

სურათებს მალე დავდებ, 100 მ.-ში შეგვიძლია სადმე სხვაგან ერთად გავტესტოთ (არა ტირში), ახალი არ არის, მაგრამ უხმარია, ფასი დაახლოებით 500 evro-ს ექვივალენტიან სხვა იარაღში გავცვალე.

პოსტის ავტორი: Shooter Dec 27 2010, 10:28

ციტატა
(ლევანიმ გააკეთა მექანიკური სამიზნით 5 სმ-იანი ჯგუფი)


ერთი შესწორება სანამ ჩემ შტაბეჭდილებებს დავწერ. ის ჯგუფი ღიათი რომ ვისროლე იყო ზუსტად 23მმ 50 მეტზრე. მიშენი სახლში წამოვიღე და გავზომე ჯგუფი.

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 27 2010, 10:40

robiko
ბნ. რობიკო სურათები დადეთ თუ შეიძლება, რაიმენაირი newsmile045.gif

ტიტველია თემა

პოსტის ავტორი: შუკა Dec 27 2010, 10:43

გილოცავ პატივცმულო კაი შენაძენია!!

პოსტის ავტორი: robiko Dec 27 2010, 20:38

http://pix.ge/
ზუსტად ასეთია, ჯერ ვერ გადავუღე ჩემსას, უყენია კოლიმატორი taiga 2u

პოსტის ავტორი: Shooter Dec 28 2010, 10:02

ესეიი ეხლა ჩემი შტაბეჭდილებები, ძალიან კარგი იარაღია. ის არ არის ტიპიური რუსული შირპატრები ...

ლულა ძალიან კარგი, სასხლეტი საუკეთესო რაც მე მინახია მცირეკალიბრიან იარაღზე.

საკეტის სისტემა საუკეთესო კომპრომისული ვარიანტია ბოლტსა და ავტომატს შორის, საიემდო ყველა ტიპის ვაზნებთან ამავე დროს ბევრად უფრო სწრაფი ვიდრე ბოლტი. უცხოური პოლუავტომატები ძალიან საიმედოები არიან მაგრამ ხანდახან მიანც ჭედავენ, ძირითადად უჭირთ სუსტ ვაზნბთან მუშაობა. ჩემმა ზესაიმედო მოსბერგმა 800 ვაზნაზე მაინც ააგროვა 10 არ ამოგდებული მასრა (აქიდან 8 ერთი ტიპის ძალიან სუსტი დინამიტ ნობელები)

სიზუსტეზე უკვე დაიწერა, კარგი ოპტიკით 50 მეტრზე ტყვია ტყვიაში არის მიღწევადი ჩემის აზრით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)