არ ვიცი თქვენ როგორ და მე მაღიზიანებს ეს სახელი. ვაზნას ქვია .22 long rifle. რუსები მას ეძახიამ მას მოფერებით "მელკაშკას:". ამერიკელები "რიმფაირეს" და ჩვენ ერთი კონკრეტული კომპანიის სახელს "გეკოს". მოვოფოქროთ რამე უფრო შესაბამისი სახელი და დავიწყო მისი პოპულარიზაცია. რას იტყვით? წვრილფეხა ან რა ვიცი ეგეთი რამე მაგრამ არა "გეკო", ეს იგივე ყველა მანქანას მერსო დაუძახოთ.
+1
გეთანხმები. მე უკვე დავიწყებ ფიქრს და ჩემს ვარიანტებსაც დავწერ.
თბილსასროლი
მცირეკალიბრიანი შაშხანა ეგრე ქვია და ეგრე მოვიხსენიებ მე პირადად მაგ კალიბრს და ზოგადად მაგ ვაზნის მომხმარებელ შაშხანას
Shooter
კი მაქვს ნაფიქრი მაგაზე, მაგრამ ვერაფერი მომაფიქრდა ისეთი რომ ადვილად ჩაანაცვლებდა "გეკოს" .
"მცირეკლაიბრიანი შაშხანა" ძალიან დიდი და ძნელადგამოსათქმელი სიტყვებია, არ არსებობს მაგით ჩანაცვლება, არასდროს არ მოხდება.
საქართველოში ბევრია მსგავსი ბარბარიზმები, ყველაზე ნათელი მაგალითია: კერხერი
მოვიფიქროთ რამე და მე პირველი დავუჭერ მხარს ამ იდეას
ჩემი ართ რადგანარის LR კლასის ტყვია რამე ისეთ სახელი უნდა ერქვას მათი კომბინაცია რომ იყოს
22 კალიბრი , მოკლეა და ადვილად დასამახსოვრებელი
Geoჟორჟიკა
არ გამოვა, კალიბრებს უმეტესობა ყოველთვის ურევს და ძნელი დასამახსოვრებელი იქნება, მითუმეტეს წვრილი კალიბრი ყველაზე გავრცელებული სამოყვარულო კალიბრია და მცოდნე თუ უცოდინარი, პირველი მაგას ეტანება
მოფერებითი სახელის მოფიქრებაზეა აქ ლაპარაკი
ეგრე 5.6 "ხუთი და ექვს"-საც ეძახის ბევრი და იცის რომ ეგ კალიბრია , მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი
მრგვალი ანთების ვაზნაა და მორჩა რა...
Geoჟორჟიკა
ფაქტი სახეზეა და შენი არგუმენტები უსუსურია
Geoჟორჟიკა
ნუ მაგ ლოგიკით, ოცდაორი კალიბრის მომეციო რომ უთხრა, მაინც პირს დააღებს, ამიტომ უნდა შეაპარო
მაგალითად: "ოცდაორი კალიბრის, ხალხში გეკოდ მოხსენიებული ვაზნები მინდა თქო"
ეგრეა ბიძია ბაბუა, თავიდან ჩვენი საშრომია, აბა აქ დაწერ და ყველა აიტაცებს თქო არავის არ გვაქვს ეგეთი ილუზია
ხოდა დავარქვათ ლერი
.22 - " ნოლ ოცდაორი" ?
ნებისმიერ ვარიანტში ან რიცხვები უნდა იყოს ( იმიტომ რომ როცა ამბობ მაგ 44-ს, ან 45-ს ან 12 კალიბრს ყველასვის გასაგებია რაზეა საუბარი) ან ერთი სიტყვა (ისეთივე როგორც არის იგივე "გეკო" )
Davitus
ისეთი სახელი ქვია ,,გეკო,, რო მაგის გადარქევა აღარ კი რადა ვეღარ იქნება არარსებობს საკმაოდაა გამჯდარი ხალხში ეგ სახელი მარტივია ადვილად დასამახსოვრებელი და ყველასათვის ცნობილი სამწუხაროა მაგრამ ფაქტია
ჯერ სახელი მოუფიქრო და მერე მისი პოპულარიზაცია მოახდინო? დიდი დიდი ამ ფორუმზე იმუშაოს. მერე მაღაზიაში რომ შეხვალ და გამყიდველს ეტყვი იმ შენს მოფიქრებულ სახელს (რომელიც პოპულარიზაციის გარკვეულ ეტაპზე იქნება ) მაგისი ტყვიები მომეციო .
ესენი მოვიძიე და რა თოფებია, ვიცით ყველა? იქნება ერთ-ერთი 22LR-იცაა
აინალი – ერთგვარი თოფი
არშავიანი – ერთგვარი თოფი
ბურა – ერთგვარი ფალიიანი თოფი
ბუჩა – ერთგვარი თოფი
ერეჯიბი – ერთგვარი თოფი
ზამბურაკი – მცირე ზარბაზანი
თოფელა – ხელთოფა
თურგანი – დიდი თოფი
მაჟარი – ერთგვარი თოფი
მაჭახელა – კაჟიანი თოფი
სიათა – თოფის სახეა
ფილთა – თოფის სახეა
შაშხანა – თოფის სახეა
ჩარმა – თოფის სახეა
ძეგლიგი – თოფის სახეა
ხარა – ხარათოფი
ხირიმი – ინგლისური თოფი, შემოდიოდა ყირიმიდან
მაგ სახელებს ვერ გამოვიყენებთ, გასაგები მიზეზების გამო
ისე: "ზამბურაკი" მომწონს
ასო გეკო ჩავასწოროთ ჯ_თი. გამოსათქმელადაც ადვილი იქნება და ისევ 4 ასო დარჩება. პ.ს ჩემთვისაც დიდი პატივი იქნება
მოიგინეთ ეხლა ველოსიპედი
22 LR და მორჩა რა
ისე ამ გეკოს ვერც მე ვიტან, იდეაში ერთადერთი თოფი მაქვს ნანახი GEKO 22 LR ლაივში და საკმაოდ მომეწონა
თავდაპირველად გუსტავ გენშოვის ფირმა უშვებდა მცირეკალიბრიან სპორტულ სანადირო შაშხანებს რგოლური აალების უნიტალურ ვაზნაზე და შემორჩა ეგ სახელი არც მე მეპიტნავება რო ვამბობ ხოლმე რომ ტოზ 8 მაქვ მცირეკლაიბრიანი ტქო პირს დააღებენ ხოლმე ეგ რომელიაო გეკო თქო და ყველამ იცის რაზეცაა საუბარი სამწუხაროა მაგრამ ფაქტია
ისე 22 LR-ით ხვდებიან ხოლმე მაღაზიაში? მგონი იქაც გეკოს ეძახიან. ყველა მაღაზიას არ ვგულისხმობ ოღონდ
ჩემს სამსახურთან ერთმა პატიოსანმა კაცმა ბოქსი იქირავა და ზედ ჩამოკიდა აბრა - თუნუქის გასწორება. ხოდა მერე სანამ ქართული ასოებით ჟეშტიანშიკი არ მიაწერა კაციშვილი არ შესულა მანდ. არც ქალიშვილი ).
rezident
გეკო დარჩება გეკოდ...
რომც გადაერქვას აქ ფორუმის იქეთ ვინ გაიგებს მაინც... გეკოს კიდე ცნობენ ასე თუ ისე და ვერტიკალურ ლულებიან თოფებს " სტენდს " ეძახიან
როგორც ხადავიკს , პარიკმახერს და საპოჟნიკს, ისე გეკოს ვერ ამოშლი, იქიდან.....
ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება ერთე რთი ნადირობისას ერთმა მთოხვა რაღაც თოფი აქვს ძმააკცს და შეხედე ვერა გაუგო რა რა თოფია და იქნება შენ იცოდეო მოიტანეს ვნახე გუსტავ გენშოვის კრიუპის ფოლადის ლულებიანი 16 ყალიბის სისტემური გლუვლულიანია უნებურად წამომცდა გეკო თქო რეალუარდ გეკო იყო დამღაც იგივეზე მიმანიშნებდა ამათმა ორევემ ისე შემომხედეს უცხოპლანელეტს რო შეხედავ აი დაახლოებით ისე , გამეცინა მეკიდე და აუხენი რაშიც იყო საქმე მაგრამ რავი რა დაიჯერეს ეხლა მაგათმა?
ეჰ ჯიპიც შავ დღეშია.
ქსეროქსიც XEROX ის კოპიერები შემოვიდა თავიდან
არაა არ მორჩა 5,6 კალიბრის შაშხანა და მორჩა
P.S ისე ვღადაობ ბონე თორე სულ არმდარდებს მე პირადად ეგ საკითხი მე ხოვიცი რაცაა და რასაც ვეძახი?
წკაპუნა შაშხანა
და დღიდან და ამას იქით მოჰკვეთილ იყოს ოჩოპინტრეს თემიდან კაცნი და ქალნი იგი რომელნიცა მცირეკალიბრიანსა შაშხანასა მასსა უწოდოს და ხმობდეს გეკო სა არამედ ხმობდეს მასა მცირეკალიბრიანსა მუნ სახელად ,,წკაპუნა,, დ
ნუ აოფებთ ! ! !
სატკაცუნო
ტკაცუნა
რიკოშეტა
ჩემის აზრით იმჰო,ამის გადაჩვევა ხალხზე შეუძლებელია,რათქმაუნდა კარგი იქნებოდა რომ 22ლრ-ს თავისი სახელი ვუწოდოთ.
ეს იგივეა რომ ხალხს შევეცადოთ ავუხსნათ რომ,ბოტასი არ დაუძახონ ყველა სპორტულ ფეხსაცმელს,რომ მარტო 1994წელს გამოშვებული ე კლასის მერსედესი კი არ არის "იეშკა" არამედ ყველა ე კლასს შეიძლება "იეშკა" დაუძახო და ასე შემდეგ უამრავი შემთხვევა.
ვინც იცის რომ 22-იანს გეკო არ ქვია არც ეძახის მას.
რამე კანონით თუ დარეგულირდება გეკოს სახელცვლილება თორე ისე ნამდვილად ვერ გადაეჩვევა ხალხი,რაც არ უნდა მარლინები და მაგტეკები გქონდეს მაინც მოკლე და კონკრეტული "გეკოა"
და როდის მორთავს კანონიო რას ამბობენ ბაბუ
ორი-ორი?
მე ოცდაორი კალიბრი-თ მოვიხსენიებ კაი ხანია და მაღაზიებშიც ესმით ჩემი (ულვაშასთვის ჯერ არ მიმიმართავს )
საეთოდ და ოფიციალურად 22 LR ყველაზე სწორად მიმაჩნია..ხოლო მოფერებით(როგორც რუსები უწოდებენ მელკაშკას) მე პირადად ვუწოდებდი "წრიპას"
22 კალიბრიანი შაშხანა ! ცუდი დასახელა არ არის
ჩემი აზრით სრულად თუ დავუძახებთ 22 კალიბრის შაშხანა საუკეთესო ვარიანტია
შემოკლებით ნოლოცდაორი
ხოლო მოფერებით წკაპუნა
P.s. მაგარ პატივშია რაა
სახელი კარგია მარა ვიღაცას რომ უთხრა ვერც მიხვდება და შეიძლება დაგცინოს.ისეა "გეკო" გამჯდარი ხალხში რომ მგონია წლები მოუნდება მაგას
kajuberi
მგონი არც უნდა გვქონდეს მაგაზე პრეტენზია, მართლა წლები დასჭირდება. თუმცა ოჩოპინტრე თავის სფეროში ერთ-ერთი ავტორიტეტულია და ფორუმზე მაინც თუ გავრცელდა შერჩეული და შეთანხმებული სახელი, ხოლო ამის შემდეგ კი გავრცელდა უკვე ფორუმელებისა და კლუბის წევრების მიერ, თუნდაც სამეგობროში და ა.შ.
ჩაეყრება კიდევაც საფუძველი ამ რომელიმე კონკრეტულ სახელწოდებას.
"ნოლოცდაორი" მართლა იდეალური მგონია......
მე მაინც 22 კალიბრის შაშხანას ვემხრობი, მაგრამ რადგან გრძელია და ახალი სახელი შესაფერისთან ერთად მარტივიც უნდა იყოს, ამიტომ ნოლოცდაორი მართლაც რომ ყველაზე მეტად მისაღები ვარიანტია.
ნოლოცდაორი
კარგად ჟღერს.
ნოლოცდაორი
მე ზახარას ვარიანტი მომეწონა მაგრად და ჩემ ბელკას..მოფერებით წუროს ვარქმევ. თავიდან წრიპას ვფიქრობდი..მაგრამ "წურო" უფრო მომეწონა. თან როგორც კახეთისკენ იტყვიან..მაგრადა წურამს.
ნოლოცდაორი ჩემი აზრით კარგია
ნოლოცდაორი ისედაც ქვია კალიბრს ტკაცუნა მომეწონა მე
კოლიბრი დავარქვათ. მემგონი ლამაზიც არის და შეესაბამება. ყველაზე პატარა და სწრაფი ფრინველის სახელია
http://www.radikal.ru
აა კაცი ნმეტანი კაი სახელია მე მომწონს მარა რომც დაარქვა ვინაიაებს გეკოს კალიბრად? ? ? ?
შეიძლება იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ თუ მართლა გვინდა შეცვლა, "ჯეკო" ყველაზე რეალური გამოსავალია!..
თუ ზღვაში წვეთი მაინც გვინდა, ღადავს შევეშვათ და თემატურად ვწეროთ.
0 22 მემგონი ყველაზე სწორი დასახელებაა, აზრობრივი
"ნოლოცდაორი"
"ნოლოცდაორი" "ასთორმეტი" "ნოლცხრა" და ასე შემდეგ.
რა 022 კარგით რა
მაღაზიაში რომ შეხვალ და 022 ვაზნები მინდაო ჯერ ნახევარი მაღაზია იცინებს და მერე ყველას გაუტყდება.ეგ ისეთი სახელია რომ მაგას საუკუნები მოუნდება ან რეპორტაჟი უნდა გავიდეს რომ ყველამ ნახოს ესე აქ ამის წერა ცოტა ისე მიმაჩნია.ჩვენ ვწერთ და ჩვენვე ვკითხულობთ და ვიღაც შემოვა და სხვა რამეს იფიქრებს
რავი რამდენჯერ მიკითხავს სხვადასხვა მაღაზიებში ხან "ნოლოცდაორი" და ხან "ოცდაორი" და მშვენივრად მიმხვდარან რაზეც ვეუბნებოდი...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)