თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ მისროლა!!!

პოსტის ავტორი: იკო1981 May 24 2010, 13:46

ბრაცი იქნება ვინმემ იცოდეთ როგორ კეთდება ხრახლულიანზე მისროლა,ღია სამიზნისათვის!
აბა გისმენთ.......

პოსტის ავტორი: Bonehill May 24 2010, 14:22

იკო1981
იკო კაცმა ხო გაგვიხნსა მაგის პერსონალური თემა და შემოთავაზება ?!!

პოსტის ავტორი: იკო1981 May 24 2010, 16:34

რავი ვერ ვიპოვე! newsmile05.gifnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: GIO-85 May 24 2010, 17:41

ისე ძალიან საინტერესო თემაა.....!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Shooter Jul 3 2011, 21:28

ესეიგი საქმე ეხება ღია სამიზნეების გასწორებას, ანუ ტრადიციულ მუშკა ცელიკს. პირველ რიგში გაუხარდებათ მოსინების პატრონებს, მათ მუშკა ოგორც ზევით ქვევით ასევე მარკვნივ მარცხნივ მოძრაობს.

გთავაზობთ უნივერსალურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც ადვილად გაასწორებთ პრაქტიკულად ნებისმიერ იარაღს.

ფორმულა შემდეგია:

დამიზნების ხაზის სიგრძე გამრავლებული ცდომილებაზე და გაყოფილი სროლის მანძილზე. ყველა ციფრი გადაგვყავს მილიმეტრებში.

პრაქტიკული მაგალითი.:

მაგალითად როგორ “გავასწორე” მე ჩემი სკს–ი. ”. სროლისას მიქონდა მარჯვნივ. 10 გასროლიანი ჯგუფი ვისროლე. დავადგინე მოხვედრის საშუალო წერტილი. ის იყო მარჯვნივ 25 სმ–ით.

დამიზნების ხაზის სიგრძე ამუ მანძილი მუშკიდან ცელიკამდე სკს–ში არის 48 სმ. გავზომეთ სანტიმეტრით ადგილზე. სროლის მანძილი 100 მეტრი.

ფორმულა გამოიყურბა შემდეგ ნაირად

480 Х 250
_________= 1.2
100 000

1.2 მმ-ი არის ის მანძილი რამდენიაც უნდა გადაიწიოს მუშკა. ეს ფორმულა მოქმედებს როგორც ვერტიკალური ასევე ჰოიზონტალური შესწორების შეტანისას.

მუშკის გაწევა ხდება საშუალო მოხვედროს წერტილის სასურველი გადაადგილების საპირისპიროდ. ანუ უნდა გავწიო მარჯვნივ რომ მოხვდეს მარცხნივ.

ანუ ჩემ შემთხვევაში 1.2 მილიმეტრით მუშკამ გადაიწია მარჯვნივ.

შემდეგმა სროლებმა დაადასტურეს შეტანილი შესწორებების სიზუსტე.

გისურვებთ წარმატებულ სროლას.

(copyright) Shooter

პოსტის ავტორი: dole Jul 4 2011, 14:24

აქ კიდევ არის მეორე საკითხი , თუ იარაღის შემოწმება გინდათ ჯგუფზე , სროლის დისტანციის შესაბამისად უნდა შეირჩეს ობიექტის სიგანე . ანუ თეთრ ფურცელზე ბეჭდავენ სასროლი მანძილის მიხედვით გამოთვლილი, გარკვეული სისქის შავ ფიგურას რათა დამიზნებისას იარაღის სამიზნის სისქე იმ მაძილში ტოლი იყოს ობიექტის სისქის რო გახედავ, სროლის ერთი და იგივე წერტილის მარტივად შერჩევისთვის . ამ შავ ფონს უმიზნებ ქვედა ზღვარზე . ზოგადად ზედხედში ეს ყველაფერი ასე ჩანს

მარტივი ფორმულებით, ტოლფერდა სამკუთხედების მიხედვით ,დაითვლება თუ რა სისქის უნდა იყოს ობიექტი .

W1/S1=W2/S ანუ W2 = (W1*S)/S1

მაგალითად თუ სამიზნე მანძილი 100 მეტრია, ხოლო იარაღის სამიზნის სისქე 1 მმ და მისი დაშორება თვალიდან დავუშვათ 0.5 მ მაშინ უნდა დაიბეჭდოს ფიგურა სისქით 20 სმ

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 4 2011, 14:46

ციტატა(იკო1981 @ May 24 2010, 14:46) *
ბრაცი იქნება ვინმემ იცოდეთ როგორ კეთდება ხრახლულიანზე მისროლა,ღია სამიზნისათვის!
აბა გისმენთ.......


იკო ჩამომიტანე და გავასწირებ ძმა! სახლი იცი კარი იცი რას მაჩიელობ? გიზოვიჩი აპირებს ჩამოსვლას კოლიმატორი აქ გასასწორებელი საიგაზე წამოყევი და ეგაა.

პოსტის ავტორი: კალვერა Apr 4 2014, 07:16

თუ მარჯვნივ მიაქ ,წინა მუშკა მარჯვნივ არ უნდა გაიწიოს?

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 4 2014, 09:00

კი მარჯვნივ უნდა გაიწიოს. ანუ საითაც მიაქ იქით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)