თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ პარადოქსი

პოსტის ავტორი: შალვა Oct 13 2009, 18:44

32 კალიბრიანი პარადოქსის,,ნარეზიანი" თოფისათვის მინდა შევიძინო ან დავამზადებინო, ტყვიის ჩამოსასხმელი (პულელეიკა), ხომ ვერ დამეხმარებოდით?

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 13 2009, 19:44

მე ლიჩნათ აზე არ ვარ რაზე საუბრობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 13 2009, 20:02

ცოტა სახლაფორთო საქმე წამოგიწყია შალვა ბატონო! გაგიჭირდება მასეთი რამის დამზადება!!! მე თეორიული ცოდნით თორე პრაქტიკა არა მაქვს ეგეთი პარადოქსიდან სროლისა! ტყვიაც განსაკუთრებული დიზაინისაა საჭირო და მისი მასაც შესაბამისი უნდა იყოს და თვითონ ჩამოსასხმელი ტყვიის დმასალაც შერჩეული უნდა იქნეს სიმკვრივის ამბავში! წინააღრმდეს შემთხვევაში არ დააბრუნებს ნარეზი!.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 13 2009, 20:24

შალვა
ჯერ ტყვიაა საშოვნი და შემდეგ მის მაგალითზე უნდა გაკეთდეს "პულელეიკა" დამზადება მგონი დიდი სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, 31-ში ყველაფერს იზამენ. გადავხედავ აბა თუ სადმე რამეს შევხდი ნახაზებიც საკმარისი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: შალვა Oct 16 2009, 10:27

ნახაზები , წონა, ფოტოები მაქვს(32კალ) დაჟე ოქროსგან ჩამოსხმულის ოღონდ ის 20 კალიბრიანია.

პოსტის ავტორი: Maverick Oct 16 2009, 10:39

კანონი რომ კრძალავს? იარაღის და ტყვია წამლის დამზადებას?

პოსტის ავტორი: შალვა Oct 16 2009, 10:53

ციტატა(Nikolo @ 16th October 2009 - 11:39 AM) *
კანონი რომ კრძალავს? იარაღის და ტყვია წამლის დამზადებას?

პარადოქსისათვის ტყვიას ეს არ შეეხება ისევე როგორც საფანტის ჩამოსხმას და გილზების დატენვას სახლის პირობებში.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 16 2009, 14:13

კი იგივე რაც საფანტის ჩამოსხმა , მაგის ტყვიებს სხვანაირად ვერ იშოვის მონადირე

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2009, 13:43

12,5 მმ-ია საჭირო
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
აი ამის ჩამოსხმაა საჭირო, მხოლოდ ჯერ ლულის შიდა დიამეტრი უნდა გაიზომოს, ესენია კლასიკური პარადოქსის ტყვიები.
http://www.radikal.ru
ამის გამოჩარხვა კი არ უნდა იყოს დიდი სიძნელე.

პოსტის ავტორი: შალვა Nov 6 2009, 13:57

Bonehill
რა კაცი ხარ რა კაცი! ეხლა 32 კალ.-სათვის ზომები მექნება დასადგენი.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2009, 14:03

შალვა 12,5 -ია რუსული სტანდარტისთვის, რუსული კალიბრი ასეთია მაგრამ ჩვენ მაინც გავზომოთ , მიკრომეტრიც გამოდგება მაგისთვის(ლეუშას აქვს newsmile035.gif newsmile045.gif )

პოსტის ავტორი: შალვა Nov 6 2009, 14:12

Bonehill
ლევანას შემოვირიგებ newsmile045.gif ერთ დარია თუ ავდარიას ვუმღერებ გიტრით! მერე ვთქვათ გავზომეთ , შიდა დიამეტრი გვეცოდინება+, ტყვიის ნიმუში არ მაქვს-, ააქვს მნიშვნელობა კალცოებს შორის მანძილს? ტყვიის სმაღლეს?..........კიდევ რა პარამეტრები იქნება საჭირო? ხო წონა!

პოსტის ავტორი: ბესო Nov 6 2009, 14:38

ციტატა(შალვა @ Oct 13 2009, 19:44) *
32 კალიბრიანი პარადოქსის,,ნარეზიანი" თოფისათვის მინდა შევიძინო ან დავამზადებინო, ტყვიის ჩამოსასხმელი (პულელეიკა), ხომ ვერ დამეხმარებოდით?


მე დაგეხმარები. შენ ზომები დაითრიე ან ნახაზები.

პოსტის ავტორი: შალვა Nov 6 2009, 14:52

ბესო
ე მაგას ვჩალიჩობ ზუსტად ბესოს ვენაცვალე.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2009, 15:08

ამ ლინკებზე საინტერესო ინფორმაციებია.
http://www.kaliningrad-fishing.ru/hunter/o-hoz/hpres-0415.html

http://www.kaliningrad-fishing.ru/rog/pr-09-1/rog-0053.html
დაახლოებით ასეთი ზომებასაა . ეს სურათებია კონკრეტულად "ოლენის" ტყვიების. წონა: თუ ქარხნული ტყვია იქნებოდაო 15-16 გრამიო, ეს თანამედროვე რუსები კიდე იძახიან 18- 19-გრამიო
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: შალვა Nov 6 2009, 16:08

Bonehill

ციტატა(niko @ 6th November 2009 - 16:08) *
http://www.kaliningrad-fishing.ru/rog/pr-09-1/rog-0053.html

აქ ჩემი ,,ოლენი" newsmile040.gif მოთხარა ტიპმააა! მამაჩემის ნაქონი რომ არიყოს გადავაგდებდი.

პოსტის ავტორი: datodavita1212 Dec 23 2009, 12:43

და პარადოქსი რაარის ნარეზიანია თუ გლუვლულიანი იქნებ მითხრათ რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Dec 23 2009, 13:27

datodavita1212

ციტატა(datodavita1212 @ 23rd December 2009 - 13:43) *
ნარეზიანია


პოსტის ავტორი: Bonehill Dec 23 2009, 18:47

ტყვიასაფანტის თოფებსაც ეძახიან მას, ინგლისში მოიგონეს 19 საუკუნის ბოლოს.

პოსტის ავტორი: datodavita1212 Dec 27 2009, 22:47

მადლობთ newsmile05.gif და ესეიგი ორივე ფუნქცია აქვს პარადოქს საფანტის და ტყვიის სროლის? და კონკრეტულად რაც მაინტერესებს ტყვიის ჩამოსხმაზე რომ საუბრობდით პარადოქსისთვის და თუ ის ნარეზიანია ე.ი. ნარეზიანისთვის სახლში ტყვიის ჩამოსხმა ნებადართულია? მხოლოდ ტყვიაზე გეკითხებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 28 2009, 09:49

ამ შემთხვევაში ნებადართული უნდა იყოს, რადგანაც "სვინეცისგან" კეთდება. თან არსად არ იყიდებბა

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 28 2009, 09:54

Bonehill
რანაირად აბა? ზოგადად ნებისმიერი კუსტარული ქმედება ამ მხრივ კანონით აკრძალულია....... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შალვა Dec 28 2009, 12:08

შეიძლება დაჟე ჩათლახი კომუნისტების დროს პარადოქსიან თოფს თავისი პულელეიკა მოყვებოდა ქარხნული!

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 28 2009, 12:49

,,პარადოქს,,-ი გლუვ ხრახნიანი ლულაა ანუ ამ შემთხვევაში ხრახნი მხოლოდ ლულს ტუჩიდან 10-15 სმ ზეა დანარჩენი ლულა სავაზნიდან გლუვია ხრახნის დასაწყსამდე. მოიგონეს ინგლისსში მიზანი იყო უნივერსალური სანადირო თოფის შექმნა და შედარებით დიდი ტყვიის სროლა შორ და საშულო მანზილზე სრულად ხრახნილლულიანი იარაღის სროლის სიძუსტით ან მიახლოებული სიზუსტით. ძირთადად აფრიკისა და ინდოეთის ჯუნგლებში ხმარობსნენ, დიდი ცხოველების მოსაგერიებლად და სანადიროდ, (ინგლისს კოლონიები ხომ ინდოეთში და აფრიკაში ქონდათ და აქ მიმავალი ექსპედიციების შეუცვლელი იარაღი იყო პარადოქსები.) ესეთი კონსტრუქციიც ლულიანი თოფი შესანიშნავად ისვრის მასზე მორგებულ პარადოქსის ტყვიას 120 მეტრამდე მანძილში, ხოლო საფანტიან ვაზნას დამაკმაყოფილებლად 45 მეტრამდე მანძილში ამაზე შორს საფანტის გაშლილობა არადამაკმაყოფილებელია და არა სტაბილური,. ლულას წვერში ხრახნი რომ აქვს ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველა ტიპის ტყვიას ისვრის წარმატებულად ! სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვანაირი ტიპის პარადოქსი აქვს აქ ძირითადად გლუვიდან ხრახნში გადასვლის მომენტია განსხვავებული, ხრახნის დახრის კუთხე, ბიჯი, ხრახნების ხაზების სისქე, და კიდეების ფორმაც.სხვადახსვა მწარმოებელი თავისი პარადოქსისათვის სხვადასხვა ტიპის სპეციალურ ტყვიებს სთავაზობს მომხმარებელს! აქ ტყვიის ფორმა, სიგრძე, გეომეტრია, მასა, სიმკვრივე და ტყვიის საწყისი სიჩქარეა გასათვალისწინებელი! ლულაში განსაზღვრულზე დიდი სიჩქარით მოზრავი განსაზღვრულზე რბილი მასალისაგან დამზადებული ტყვია ხრახნშნებში გადასვლისას არასდროს არ აყვება ხრახნებს, (გაიგლისება ხრახნებზე) არც თავისი ღერძის გარშემო დატრიალდება, უცებ დაკარგავ სიჩქარეს აქედან გამომდინარე გიროსკოპიულ სიმდგრადესაც (ბრუნვის მომენტი არ ექნება და იმიტომ) და შეიძლება სავალალო შედეგიც მოყვეს. დაბალი სიჩქარის და მკვრივი მასალისგან დამზადებულმა ტყვიამ შეიძლება ლულა დააზიანოს გლუვიდან ხრახნში გადასვლის მომენტში, (იმედია ხვდებით რატომაც და აღარ გავაგრძელებ ) და თან კიდე ტყვიის ენერგია იქნება დაბალი, ტყვიას სიჩქარე აქ დაბალი და იმიტომ, თანაც ტყვიის ფრენის ტრაექტორიას ძალიან დახრის ქვემოთ. და კიდევ ერთი,! დენთის თვისებებზეც ბევრია დამოკიდებული, შერჩევა უნდა მაგასაც, ისე ძიროთადად ბოლიან შავ დენთსხმარობენ ეგეთი ტყვის სასროლად იმიტომ რომ თანაბარი ოდნავ შეყოვნებული წვის მაჩვენებელი აქვს ასეთ დენთს, წნევას უცებ არ ქარმოქმნის და მთელი ლულის გასწვრივ თანაბრად, პროპორციულად ზრდის წნევას წვასთან მიმართებაში, აქდან გამომდინარე უკუცემა მცირდება და გასროლაც რბილი ,,პლავნი,, გამოდის, უკუცემა და ლულის აგდებაც მცირდება და მიზანსიც უკეთესდ მოხვდება ტყვია. თუ რამე გამომრჩა ან ვერ გაიგეთ დაამატეთ შეასწორეთ, შენიშვნებს ვღებულობ! newsmile041.gif PS: ( ასეთი ტყვიის სახლის პირობებში დამზადებას კანონი არ კრძალავს იმიტომ რომ სანადირო კალიბრში გადის, კანონით კი საბრძოლო მასალის ტყვიების შენახვა დამზადება გადატანა გაყიდვა იკრძალება,. ( რასაც კანონი არ კრძალავს დაშვებულია!) newsmile090.gif

პოსტის ავტორი: datodavita1212 Dec 29 2009, 00:30

"სვინეცისგან"_ე.ი ტყვიისგან ხომ?გეკოს რომ აქვს?ეს კი და როგორც მითხრეს ნარეზიანი იარაღისთვის ტყვიის ჩამოსხმა არ შეიდზლებაო უკანონოაო მე ამ შემთხვევაში პარადოქსს არ ვგულისხმობ რადგან როგორც თქვენგან გავიგე მისთვის ნებადართულია ტყვიის სახლში ჩამოსხმა newsmile05.gif , მე უბრალოდ ჩვეულებრივი სამონადირეო ნარეზიანი იარაგისთვის ტყვიის ჩამოსხმის კანონიერება ან უკანონობა მაინტერესებს და იქნებ მითხრათ და თუ ეს ნებადართულია მაგრად გამიხარდებაა მაგის მაგარი მუღამი მაქვს newsmile05.gif http://i.kremenchug.ua/out.php/i4737_.jpg http://i2.guns.ru/forums/icons/forum_pictures/001557/1557439.jpg http://venividi.ru/files/img1/55/20.jpg http://www.oldhunter.ru/files/img/P1000587.jpg

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 29 2009, 09:50

1) პარადოქისათვის ისხმება შემდეგი შემადგენლობით შეზავებული მასალისაგან: 85%სვინეცი, 10%სურმა, 5% კალა, ,, ოლოვა,, 2)სანადირო ვაზნების დამზადება აკრძალული არაა თუ იმ რაოდენობას არ აჭარბებს რომ გაყიდო და რამე შემოსავალი ნახო ამ საქმიანობით ასეთი სქმიანობისათვის ლიცენზია უნდა აიღო. საკუთარი მოხმარებისათვის რომ დაამზადო შეიძლება მაგრამ არ უნდა იხმარო სანადირო ვაზნებში მალეაალებადი მასალისაგან დამზადებილი საცობები მაგ ქაღალდი ბამბა და ეგეთები 3) ზოგადად კალბრი 7/62,39 არის საბრზოლო კალიბრი და ამ კალიბრის საბრძოლო ( ფოლადისგულარიანი ჭურვიანი საბრძოლო ბიმეტალური ტყვიების შენახვა შეძენა გაყიდვა გადატანა ან გამოყენება ისჯება კანონით მაგრამ, არსებობს იგივე კალიბრის ვაზნა სანადირო ვარიანტში , რომელსაც არა აქვს ფოლადის გულარი შემცირებული აქვს საწყისი სიჩქარე და შემცირებული აქვს გამჭოლუნარიანობა მაგრამ ამავდროულად გაზრდილი აქვს ექსპანსიური ეფექტი და ასეთი ვაზნები თავისუფალ გაყიდვაშია და კანონით დაშვებული,. საბრძოლო მოკლე იარაღისათვის (პისტოლეტი, რევორვერი) დამზადებული ვაზნები თავისუფალ გაყიდვაშია შესაბამისი იარაღის შენახვის ნებართვის და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ და აუცილებლად უნდა აღრიცხვაზე დადგეს შეზენილი ვაზნების რაოდენობა პარტიის ნომერი მწარმოებელი და კლიენტის მონაცამებიც შეძენის თარიღთან ერთად. პირველ ფოტოზე რომ ჩამოსასხმელი ყალიბია რომელი კალიბრია და აქ ხომ არა აქვს ვინმეს ?? ვინსტონის კოლოფთან რომაა გადაღებული მაგას ვგულისხმობ??

პოსტის ავტორი: datodavita1212 Dec 29 2009, 10:52

აგერ ვიდეოც და ნახე http://www.youtube.com/watch?v=ZuokqTSkFNo&feature=related რამაგარია ნუ მგონი ამ მოწყობილობის გაკეთება არ იქნება პრობლემა. ე.ი. მთლად ტოჩნად ვერ გავიგე მაგრამ როგორც მივხვდი სუფთა ტყვიისგან სახლში ჩამოსხმა ნებადართულია ოგონდ მცირე რაოდენობით? და ლიცენზია უნდა აიგოო ეს რისტვის გაყიდვა რომ მინდოდეს და ეს ოფიციალურად მოხდეს მისტვის? კარგი ასე ვთქვათ მაქვს ნარეზიანი სამონადირეო იარაღი და მინდა რომ სახლში ჩამოვასხა ტყვია და რავქნა კონკრეტული ქმედებაზე მითხარი რა რაგავაკეთო და როგორ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 29 2009, 11:14

ჩამოახამ და ინადირებ!

პოსტის ავტორი: datodavita1212 Dec 29 2009, 11:29

ვაიმე ხომ არ გაგაბრაზე ----> ! newsmile071.gif უბრალოდ კარგად მინდოდა გავრკვეულიყავი და უკანონო არაფერი გამეკეთებინა რავი

პოსტის ავტორი: sairme Dec 30 2013, 22:00

შალვა
მაინტერესებს იყენებ მაგ თოფს რამეში, მე მაქ და ვერაფერში ვერ გამოვიყენე. ეგეთი ფორმის პარადოქსის არა მაგრამ სხვა ფორმის ჩამოსასხმელი მაქ სოფელში, იმას რავიცი პარადოქსი დავარქვა თუ რა, 2 სხვადასხვა წონისას ასხამს შიგნიდან საცარიელის ხარჯზე მაგრამ რეალურად რაიმე ნორმალური შედეგი არა აქვს, არც სიზუსტეში და არც სიმძლავრეში. შავი დენთი არ მიხმარია არ ვიცი რა შედეგს მომცემს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 30 2013, 22:46

შალვა
ეს თემა 2009 ში ყოფილა გახსნილი და ეხლა ვნახე newsmile05.gif

შალვა თუ გინდა მე მაქვს და მოგცემ. იმედია ვიპოვნი. მეც შენნაირი პარადოქსი მქონდა ზუსტად. დამრჩა ეგ ყალიბი

ციტატა(sairme @ Dec 30 2013, 23:00) *
შალვა
მაინტერესებს იყენებ მაგ თოფს რამეში, მე მაქ და ვერაფერში ვერ გამოვიყენე. ეგეთი ფორმის პარადოქსის არა მაგრამ სხვა ფორმის ჩამოსასხმელი მაქ სოფელში, იმას რავიცი პარადოქსი დავარქვა თუ რა, 2 სხვადასხვა წონისას ასხამს შიგნიდან საცარიელის ხარჯზე მაგრამ რეალურად რაიმე ნორმალური შედეგი არა აქვს, არც სიზუსტეში და არც სიმძლავრეში. შავი დენთი არ მიხმარია არ ვიცი რა შედეგს მომცემს.


მეც იგივე დასკვნამდე მივედი და ტოზ 17 ში გადავცვალე.

ადრე ნარეზიანის გაფორმება შეუძლებელი იყო და მაგის გამო გვქონდა ეგ თოფი, რომ 200 მეტრამდე ემუშავა, მაგრამ ვერ გაქაჩა

პოსტის ავტორი: შალვა Dec 30 2013, 22:49

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 30th December 2013 - 23:46) *
შალვა თუ გინდა მე მაქვს და მოგცემ. იმედია ვიპოვნი. მეც შენნაირი პარადოქსი მქონდა ზუსტად. დამრჩა ეგ ყალიბი

მინდა! მაღარიჩიც იქნება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sairme Dec 31 2013, 19:38

ციტატა(Chalimgela @ 30th December 2013 - 23:46) *
მეც იგივე დასკვნამდე მივედი და ტოზ 17 ში გადავცვალე.

დიდი სიამოვნებით გადავცვლი მეც ტოზ17-ში newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)