და მაინტერესებს ძველებური გეკო ყველაზე შორს რამდენ მეტრზე შეიძლება ესროლო ფრინველს მაგალითად იხვს ან ბატს
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 13 2011, 22:08
გაჩნია ვაზნებს იარაღს სამიზნე მოწყობილებას და მსროლელს. ისე 150-200 მეტრი ალბათ ოპტიკური სამიზნით და კარგი ვაზნებით მე ცოტა მეტ მანზილზეც მაქვს ნასროლი ღია სამიზნით ყვავზე და წარმატებულადაც მაგრამ არა მგონია სტაბილური შედეგი ვაჩვენო მაგ მანძილზე. ისე ძალიან ზუსტი იარაღია თუ კარგ ვაზნებს იხმარ და თუ სროლაც იცი!
პოსტის ავტორი: zaueri12 Jan 13 2011, 22:13
მადლობთ მეგობარო გამოხმაურებისთვის,და რა მაინტერესებს იცით რომელი სამიზნე უნდა დავაყენო და დაახლოებით რა ფასები აქვს, დგეისათვის რომელი ვაზნები ითვლება კარგ და ხარისხიანად?
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 13 2011, 22:29
ძველი სპორტული ვაზნებია კარგები რუსული წარმოების თუმცა არა მგონია ადვილად იშოვო ისე ვინჩესტერის ფირმის ვაზნებიც კარგებია! სამიზნე კიდე ყველა მუშაობს მცირეკალიბრზე მაგრამ რაც ხარისხიანს იყდი უკეთესია ბუშნელი მაგალითად ან ლომზი ან ნიკონის! რავი მოირგებ შენ თვიტონ მაგი უკვე გემოვნების ამბავია!
პოსტის ავტორი: zaueri12 Jan 14 2011, 19:28
გემოვნებაზე არ დავობენ მართალია მაგრამ მე უბრალოდ ამ საქმეში მოყვარული ვარ და მოდელს ხომ ვერ მეტყვით თუ შეგიძლიათ,კონკრეტულ;ად
პოსტის ავტორი: Davitus Jan 14 2011, 21:23
zaueri12
მცირეკალიბრიან შაშხანაზე, წავა ნებისმიერი მოდელის ოპტიკა, მთავარია რამდენად მორგებული იქნება შუქგამტარობის და სამიზნის პარამეტრებით თქვენთვის, ანუ იმის თქმა მინდა რომ, ამ ტიპის შაშხანებს უკუცემა თითქმის არა აქვთ, ამიტომ ნებისმიერი ოპტიკა უპრობლემოდ დადგება აგრეთვე განსაკუთრებული შერჩევა არ სჭირდება არც ვივერებს ("სამაგრ ხამუტებს")
ამიტომ რომელ ოპტიკაში გახედვაც გსიამოვნებთ და რა ჯერადობაც გაკმაყოფილებთ იმისი დაყენება შეგიძლიათ, ლილოში იყიდება ბუშნელის პატენტი, ღირს 80 ლარი, ცუდი ოპტიკა არ არის
თუ ჩამოტანა პრობლემა არ არის, ესეც მშვენიერი ოპტიკააა ნორმალუ ფასად http://www.amazon.com/Leapers-Golden-Estimating-Mil-Dot-SCP-392AOMDTS/dp/B002CIMZ3I/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1295029360&sr=1-1
პოსტის ავტორი: ლეკი Jan 15 2011, 14:51
Davitus დავით გავასწორე ჩემ გეკოზე ოპტიკა.. კრონშტეინები შემოვატრიალე და გასწორდა..
პოსტის ავტორი: robiko Jan 18 2011, 21:00
მაღაზია "დენთში", პავლოვზე იყიდება "სობოლის" ვაზნები - რუსულებიდან დღეს ყველას ჯობია, ფასი 50 თ.
პოსტის ავტორი: Shooter Jan 18 2011, 21:56
ნუ ეძებეთ ადვილ პასუხებს და ნუ წაართმევთ საკუთარ თავს სიამოვნებას თავად გაერკვიოტ და აღმოაჩინოთ.
ამ შეკითხვებზე არ არსებობს ცალმხრივი პასუხებვი ესა ჯობია და ის, ვისთვის როგორ, ყველას სხვა და სხვა გამოცდილება აქვს. გააჩნია ძალიან ბევრ რამეს
ვაზნებს რაც შეეხება რობიკომ რაც დაწერა მაგაზე უკეთესი შემოთავაზება ჯერ არ არის მაღაზიებში.
პოსტის ავტორი: Davitus Jan 18 2011, 23:12
ციტატა(Shooter @ 18th January 2011 - 22:56)
ნუ ეძებეთ ადვილ პასუხებს და ნუ წაართმევთ საკუთარ თავს სიამოვნებას თავად გაერკვიოტ და აღმოაჩინოთ.
ამ შეკითხვებზე არ არსებობს ცალმხრივი პასუხებვი ესა ჯობია და ის, ვისთვის როგორ, ყველას სხვა და სხვა გამოცდილება აქვს. გააჩნია ძალიან ბევრ რამეს
მაქამდე ყველა ნორმალური მიისწრაფვის, მაგრამ შემოსავლებს რა ვუთხარი, ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, ცდები ატაროს, ამიტომ ხალხი იძულებულია მაქსიმალურად იაფი გზებით მოძებნოს საუკეთესო ალტერნატივა
მე ამაში ცუდს ვერ ვხედავ ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ფორუმიც მეტ-ნკლებად მაგისთვისაა
პოსტის ავტორი: Shooter Jan 19 2011, 15:43
ციტატა
მაქამდე ყველა ნორმალური მიისწრაფვის, მაგრამ შემოსავლებს რა ვუთხარი, ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, ცდები ატაროს
იცი რა რა არის მე სულ მესმის კითხვები, რომელია ყველაზე კარჰი ტყვია? რა ოპტიკა დავაყენო? რომელია ყველაზე მაგარი პისტოლეტი. ამ შეკითხვებს პასუხი არ აქვს. მარტო არიფს აქვს მზა პასუხები ამ მარტივ შეკითხვაზე. ცდები არაფერ შუაში არ არის. როცა ყიდულობ იარაღს და გინდა რაღაც რეზულტატს მიაღწიო უნდა ხვდებოდე რომ მოგიწევს საფუძვლებში გარკვევა. აი როცა გეზარება მაშინ გინდა ვინმე ვინც შენ მცდელობაზე მთელი ფილოსოფია და აზრი დაიყვანო შეკითხვანდე - რომელი ჯობია, რომელიც ასევე გაამარტივებს ყველაფერ და გაგცემს პასუხს ეს ჯობია. ეგ არის არასწორი გზა. მე რომ ვყიდულობდი ფოტოაპარატს ერთ დღეში ვიპოვე საკმარისად ბევრი რეკომენდაცია რომელსაც კეთილი ხალხი წერს და ტვირთავს ინტერნეტში და სმა დღეში ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. ოპტიკის არჩევაზე არის უამრავი თემა და რჩევა, საჭიროა უბრალოდ უმნიშვნელ თავის შეწუხება. სხვას მიანდო შენი საკითხის გადაწყვეტა არის არაგონივრული. მაგალიტად შემოტავაზებული ოპტიკის ბადის სისქე და გადიდება დიდი ალბათობით პრობლემატურს გახდის 150 მეტრის ზევით პატარა სამიზნეზე სროლას.
ციტატა
ამიტომ ხალხი იძულებულია მაქსიმალურად იაფი გზებით მოძებნოს საუკეთესო ალტერნატივა
სიიაფე არაფერ შუაშია. იოლი გზების ძებნა ბუნებრივია მაგრამ ყველაფერი რაც ბუნებრივია კარგი არ არის.
ციტატა
მე ამაში ცუდს ვერ ვხედავ ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ფორუმიც მეტ-ნკლებად მაგისთვისაა
ჩემი 10 წლიანი ფორუმმების გამოცდილებით არც ერთ ფორუმზე არ უყვართ ახალბედები, რომლებიც ხსნიან ასეთ თემებს. უკეთეს შემთხვევაში ხდება იგნორირება უარეს შემთხვევაში იწყება იუმორის ფესტივალი.
ამიტომ ჩემი რჩება იქნება ტოპიკსტარტერმა არ დაიზაროს და მიმართის საძიებო სისტემას და შეეცადოს გაერკვიოს ოპტიკების კლასიფიკაციებში და შესაძლებლობებში და თავად გადაწყვიტოს მას რა უნდა. და უფრო კონკრეტულ კრიტერიუმამდე დავიდეს, რა გადიდება ჯობია? რა ბადე ან რა მწარმოებელი. სიამოვნებით ჩავერთვები ამ დისკუსიებში.
პოსტის ავტორი: Davitus Jan 19 2011, 21:27
ციტატა(Shooter @ 19th January 2011 - 16:43)
სხვას მიანდო შენი საკითხის გადაწყვეტა არის არაგონივრული. მაგალიტად შემოტავაზებული ოპტიკის ბადის სისქე და გადიდება დიდი ალბათობით პრობლემატურს გახდის 150 მეტრის ზევით პატარა სამიზნეზე სროლას.
ალბათობით კი, მაგრამ პრაკტიკული გამოცდილებით 200 მეტრზეც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ მთავარი ისაა მცირეკალიბრიანით 150 მეტრზე რაოდენ პატარა სამიზნეს უნდა ესროლო რომ 9X გადიდებით და ლიპერსის წარმოებული მილდოტის ბადით ვერ დაინახო...
ციტატა(Shooter @ 19th January 2011 - 16:43)
იცი რა რა არის მე სულ მესმის კითხვები, რომელია ყველაზე კარჰი ტყვია? რა ოპტიკა დავაყენო? რომელია ყველაზე მაგარი პისტოლეტი. ამ შეკითხვებს პასუხი არ აქვს. მარტო არიფს აქვს მზა პასუხები ამ მარტივ შეკითხვაზე. ცდები არაფერ შუაში არ არის. როცა ყიდულობ იარაღს და გინდა რაღაც რეზულტატს მიაღწიო უნდა ხვდებოდე რომ მოგიწევს საფუძვლებში გარკვევა. აი როცა გეზარება მაშინ გინდა ვინმე ვინც შენ მცდელობაზე მთელი ფილოსოფია და აზრი დაიყვანო შეკითხვანდე - რომელი ჯობია, რომელიც ასევე გაამარტივებს ყველაფერ და გაგცემს პასუხს ეს ჯობია. ეგ არის არასწორი გზა. მე რომ ვყიდულობდი ფოტოაპარატს ერთ დღეში ვიპოვე საკმარისად ბევრი რეკომენდაცია რომელსაც კეთილი ხალხი წერს და ტვირთავს ინტერნეტში და სმა დღეში ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა.
რამდენი ადამიანი ვიცი რომელიც სულ არ სვამს კითხვას ქართულ ფორუმზე და ტავისით არკვევს ყველაფერს, სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ძებნის სატანადო ხერხები, არ იცის ინგლისური და კიდევ მრავალი ფაქტორია, დამეტანხმები ალბათ რომ ნეტში როგორც სასარგებლო ინფორმაცია არსებობს, ასევე არსებობს მცდარი ინფორმაციაც, მთავარია სწორად ეძებდე...
ამიტომ ხალხს ურჩევნია კონკრეტულად პიროვნებას დაუსვას კითხვა და შემდეგ თუ რამეა დიალოგშიც შევიდეს, ბოლო ბოლო სხვებიც შემოვლენ და დაუდასტურებენ კარგი თუ ცუდია, ან შეურჩევენ, მაქსიმალურად შესაბამისს
ნებისმიერი ახალბედა თუ მაქსიმალურად კოკრეკტულად, ზრდილობიანად და კარგი ტონით დასვამს კითხვას, პირადად მე გარკვეული დროის დათმობაც არ დამეზარება იმ ადამიანისთვის, ასევეა სხვებიც, მეც ბევრი ფორუმი მინახავს და კარგად ვიცი ფორუმის სეპციფიკა, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ფორუმია, სხვებისგან განსხვავებით, და თუ ადამიანურად იტხოვენ დახმარებას, ყველა მზად არის დაეხმაროს
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 20 2011, 00:33
ციტატა(Davitus @ Jan 19 2011, 22:27)
ალბათობით კი, მაგრამ პრაკტიკული გამოცდილებით 200 მეტრზეც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ მთავარი ისაა მცირეკალიბრიანით 150 მეტრზე რაოდენ პატარა სამიზნეს უნდა ესროლო რომ 9X გადიდებით და ლიპერსის წარმოებული მილდოტის ბადით ვერ დაინახო...
რამდენი ადამიანი ვიცი რომელიც სულ არ სვამს კითხვას ქართულ ფორუმზე და ტავისით არკვევს ყველაფერს, სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ძებნის სატანადო ხერხები, არ იცის ინგლისური და კიდევ მრავალი ფაქტორია, დამეტანხმები ალბათ რომ ნეტში როგორც სასარგებლო ინფორმაცია არსებობს, ასევე არსებობს მცდარი ინფორმაციაც, მთავარია სწორად ეძებდე...
ამიტომ ხალხს ურჩევნია კონკრეტულად პიროვნებას დაუსვას კითხვა და შემდეგ თუ რამეა დიალოგშიც შევიდეს, ბოლო ბოლო სხვებიც შემოვლენ და დაუდასტურებენ კარგი თუ ცუდია, ან შეურჩევენ, მაქსიმალურად შესაბამისს
ნებისმიერი ახალბედა თუ მაქსიმალურად კოკრეკტულად, ზრდილობიანად და კარგი ტონით დასვამს კითხვას, პირადად მე გარკვეული დროის დათმობაც არ დამეზარება იმ ადამიანისთვის, ასევეა სხვებიც, მეც ბევრი ფორუმი მინახავს და კარგად ვიცი ფორუმის სეპციფიკა, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ფორუმია, სხვებისგან განსხვავებით, და თუ ადამიანურად იტხოვენ დახმარებას, ყველა მზად არის დაეხმაროს
+100 გეთახმები დავითუს, სათქმელი აღარაფერი მაქვს.
პოსტის ავტორი: Shooter Jan 20 2011, 09:22
ციტატა
რამდენი ადამიანი ვიცი რომელიც სულ არ სვამს კითხვას ქართულ ფორუმზე და ტავისით არკვევს ყველაფერს, სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ძებნის სატანადო ხერხები, არ იცის ინგლისური და კიდევ მრავალი ფაქტორია, დამეტანხმები ალბათ რომ ნეტში როგორც სასარგებლო ინფორმაცია არსებობს, ასევე არსებობს მცდარი ინფორმაციაც, მთავარია სწორად ეძებდე ამიტომ ხალხს ურჩევნია კონკრეტულად პიროვნებას დაუსვას კითხვა და შემდეგ თუ რამეა დიალოგშიც შევიდეს, ბოლო ბოლო სხვებიც შემოვლენ და დაუდასტურებენ კარგი თუ ცუდია, ან შეურჩევენ, მაქსიმალურად შესაბამისს
ეგ არ ვიცოდი )))))
ციტატა
ალბათობით კი, მაგრამ პრაკტიკული გამოცდილებით 200 მეტრზეც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ მთავარი ისაა მცირეკალიბრიანით 150 მეტრზე რაოდენ პატარა სამიზნეს უნდა ესროლო რომ 9X გადიდებით და ლიპერსის წარმოებული მილდოტის ბადით ვერ დაინახო...
მომიყევი პრაქტიკაზე. საინტერესო იქნება მოსმენა.
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 20 2011, 10:56
დავპატიჟოთ ეს კაი ადმიანი სანადიროდ და შევეცადოთ იქ აუხსნათ პრაქტიკულად მისთვის საინტერესო საკითხები როგორც თვითონ ბრძანა აინტერესებს თან ვნახავთ რა მსროლელია!
პოსტის ავტორი: Davitus Jan 20 2011, 16:40
hunter777
+1000
პოსტის ავტორი: Shooter Jan 20 2011, 17:34
ციტატა(hunter777 @ Jan 20 2011, 11:56)
დავპატიჟოთ ეს კაი ადმიანი სანადიროდ და შევეცადოთ იქ აუხსნათ პრაქტიკულად მისთვის საინტერესო საკითხები როგორც თვითონ ბრძანა აინტერესებს თან ვნახავთ რა მსროლელია!
ჩემზეა საუბარი?
რახან გამოცდილებაზე შეკითხვა უპასუხიდ დარჩა, მილ დოტის თემას ცოტათი განვავრცობ. მილ დოტის ბადე შეიქმნა როგორც მარტივი და ადვილად სასწავლებლი სამხედრო და ტაქტიკური ბადე, დიდი პლუსი მანძილი გაზომვის საშუალება. ტაქტიკური და უფრო სამხედრო გამოყენება ამ ბადის განპირობებულია სამიზნით რომელსაც ისინი აზიანებენ, ანუ სილუეტი. რომელიც საკამოდ გაბარიტული სამიზნეა.
იხვზე სროლა დასახელებულ მანძილევზე პრაქტიკულად არის ვარმინტის ტიპის სროლა ხოლო ვარმინტში დომინირიბენენ თხელი ბადეები და დიდი გადიდებები. შესაბამისად სქელი ბადის გამოუსადეგარი მანძილმზომით გამოყენება პატარა გადიდებით არის მიზანშეუწონელი. შესაძლებელია ნამდვილად მაგრამ საუკეთესო არჩევანი არ არის. ეს ყველაფერი როგორც იტყვიან ბოლო ინსტანციის სიმართლე არ არის მარამ ეს არის მოსაზრება, რიმელშიც როგორც მინიმუმ არის ლოგიკა და საღი აზრი. გარდა ამისა აღიშნული მოსაზრება ემყარება ცემ გამოცდილებას რომელიც მოიცავს 10 000 -ზე მეტ გასროლილ .22 კალიბრის ვაზნას, დაახლოებით 25 ტიპის მცირეკლაიბრიანი იარაღიდან, მანძილებიდან 3-დან 300 მეტრამდე.
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 20 2011, 23:26
სერიოზული განაცხადია! სამწუხაროდ მე არ დამითვლია ჩემს მიერ გასროლილი ვაზნების რაოდენობა.
პოსტის ავტორი: Bonehill Jan 21 2011, 12:58
ციტატა(irakli fofxadze @ 21st January 2011 - 00:26)
სამწუხაროდ მე არ დამითვლია ჩემს მიერ გასროლილი ვაზნების რაოდენობა.
სამწუხაროა :( ყველას ვურჩევდი ვისაც სროლის მიმართ მიდრეკილება აქვს დაითვალოს !
პ.ს. მე პირადად ვითვლი(ვიწერ რასაკვირველია)
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 21 2011, 14:10
ციტატა(Bonehill @ Jan 21 2011, 13:58)
სამწუხაროა :( ყველას ვურჩევდი ვისაც სროლის მიმართ მიდრეკილება აქვს დაითვალოს !
პ.ს. მე პირადად ვითვლი(ვიწერ რასაკვირველია)
შენა კაცო ხო კარგადა ხარ? რა დაითვლის მაგას რეებს ამბობ?? მე იმიტო კიარ ვისვრი რო ვითვალო? შენ კიდე იწერე იწერე მოიმარაგე ბლოკნოტები და მერე სიბერის ჟამს მემუარებში შესატანად გამოგადგება! 12 წლიდან თოფი მიჭირავს, სეზონი არ გამიმაზია, ერთი 50 თოფსა აქ გავლილი ჩემ ბასასუნა ხელებში გლუვლულიან ხრახნილულიანით დამთავრებუული მოდი ეხლა და ითვალე აბა ხო ხარ მაგარი!
პოსტის ავტორი: Shooter Jan 21 2011, 14:20
ციტატა(Bonehill @ Jan 21 2011, 13:58)
სამწუხაროა :( ყველას ვურჩევდი ვისაც სროლის მიმართ მიდრეკილება აქვს დაითვალოს !
პ.ს. მე პირადად ვითვლი(ვიწერ რასაკვირველია)
ციტატა(hunter777 @ Jan 21 2011, 15:10)
შენა კაცო ხო კარგადა ხარ? რა დაიტვლის მაგას რეებს ამბობ?? მე იმიტო კიარ ვესვრი რო ვითვალო? შენ კიდე იწერე იწერე მოიმარაგე ბლოკნოტები და მერე სიბერის ჟამს მემუარებში შესატანად გამოგადგება! 12 წლიდან თოფი მიჭირავს, სეზონი არ გამიმაზია, ერთი 50 თოფსა აქ გავლილი ჩემ ბასასუნა ხელებში გლუვლულიან ხრახნილულიანით დამთავრებუული მოდი ეხლა და ითვალე აბა ხო ხარ მაგარი!
თქვენთვის მთავარი შედეგი არის ნანადირევი რაც რა თქმა უნდა აბოლუტურად ნორმალურია. ჩემთვის არა მონადირესთვის მთავარი შედეგი არის ცოდნის მიღება რაც მიიღწევა ინფორმაციის სისტემატიზირებით, ანალიზით და დასკვნების გამოტანით. ამისთვის კიდე ჩანაწერები არის აუცილებელი. ზუსტად თქვენს გამო მე ვიმყოფები ამ ფორუმზე თუმცა ზოგადად ქართულ ფორუმებს იგნორირებას უკეთებ მაგრამ, ვიმყოფები იმიტომ რომ სხვა პრაქტიკოსების აზრი მაინტერესებს, რაც ინფრომაციის მიღების კარგი საშუალებაა. ამავე დროს იმის გამო რომ საქარტVელოში იარაღის და ნადირობის სამყარო უმნიშვნელოა ევროპასთან, ამერიკასთან და აზიასთანაც კი ამიტომაც გაცილებით მეტი დრო მიწევს უცხოურ რესურსებზე ყოფნა.
პოსტის ავტორი: შუკა Jan 21 2011, 15:41
მეც ვერ დავითვლი სამწუხაროდ ... შეუძლებელია
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 14:29
ოპტიკური სამიზნით ნადირობა აკრძალულია? გეკოთი ნადირობა ნებადართულია? ერთი ვინმე ისეთი ადამიანი გამოჩნდეს ვინც 100%-იან პასუხს მეტყვის, დავიტანჯზე უკვე 1 წელია ვერ გავიგე ვერაფერი ფორუმებიდან.
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 14:47
ციტატა(smekosmeko @ Jun 23 2012, 15:29)
ოპტიკური სამიზნით ნადირობა აკრძალულია? გეკოთი ნადირობა ნებადართულია? ერთი ვინმე ისეთი ადამიანი გამოჩნდეს ვინც 100%-იან პასუხს მეტყვის, დავიტანჯზე უკვე 1 წელია ვერ გავიგე ვერაფერი ფორუმებიდან.
4,5 კალიბრით ისევე როგორც 5,6 კალბრით ნადირობა იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით ასევე იკრძალება ნებისმიერი ოპტიკურიი სამიზნის გამოყენება და მაყუჩით ( საუნდმოდერატორი) აღჭურვილი იარაღის გამოყენება ნადირობისას ასევე რეფლექტორის ე.წ( პროჟექტორის) და ნებისმიერი სხვა მსგავსი გასანათებელი მოწყობილობის გამოყენება ნადირობისას, მათ სორის ელექტრო მაკოკები.
4.5 კლაბრი ისევე როგორც 5,6 ის ნებსმიერი მოდიფიკაცია ითვლება სპორტულ კალიბრად მაგიტომ იკრზალება კანონმდებლბით მაგრამ რეალურად მიდი და ინადირე არავინ დამშლელი არაა თუ რათქმაუნდა 5,6 კალიბრში გაფორმებული იარაღი გექნება. 4.5 ს გაფორმება არ უნდა ჯერჯერობით ესეა თუმცა იყო ლაპარაკი ამ უკანასკნელი კალიბრის გაფორმებაზე. ჯერჯერობით კი ესეა საქმე.
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 15:50
ციტატა(hunter777 @ Jun 23 2012, 15:47)
4,5 კალიბრით ისევე როგორც 5,6 კალბრით ნადირობა იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით ასევე იკრძალება ნებისმიერი ოპტიკურიი სამიზნის გამოყენება და მაყუჩით ( საუნდმოდერატორი) აღჭურვილი იარაღის გამოყენება ნადირობისას ასევე რეფლექტორის ე.წ( პროჟექტორის) და ნებისმიერი სხვა მსგავსი გასანათებელი მოწყობილობის გამოყენება ნადირობისას, მათ სორის ელექტრო მაკოკები.
4.5 კლაბრი ისევე როგორც 5,6 ის ნებსმიერი მოდიფიკაცია ითვლება სპორტულ კალიბრად მაგიტომ იკრზალება კანონმდებლბით მაგრამ რეალურად მიდი და ინადირე არავინ დამშლელი არაა თუ რათქმაუნდა 5,6 კალიბრში გაფორმებული იარაღი გექნება. 4.5 ს გაფორმება არ უნდა ჯერჯერობით ესეა თუმცა იყო ლაპარაკი ამ უკანასკნელი კალიბრის გაფორმებაზე. ჯერჯერობით კი ესეა საქმე.
5,6-ით თუ აკრძალულუა აბა ექსპერიმენტები ვატარო დამაჯარიმებენ თუ არა? გაფორმება რომ შეიძლება ეგ მხოლოდ შენახვაზე იქნება. აბა 308win ვიყიდო და 300 მეტრზე ოპტიკის გარეშე ვინადირო? მაგათი დებილი ტვინი მ.... რა. რა აბსურდული კანონები გვაქვს. აბა რომ შეგხვდებიან ნადირობისას და გაფორმებულ გეკოს ანახებ რატო არაფერს ამბობენ? ანუ შიგ აქვთ? რატო არ ხდება ზუსტი კონტრულო რას დაეთრევიან მაშინ შესამოწმებლად ბლიად რა. რამე ტელ ნომერი არ არსებობს რომ დავრეკო და გავიგო ამ კანონის შესახენ ინფო? თუ შევატყვე რომ დარწმუნებით ვერ მპასუხებენ გამოვიყენებ ყველა ანბანს.
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 16:38
ვინღა დადის შესმოწმებლად რო? აღარ არსებოსბ ეგ სამსახური მად ვმუშაობდი და ბარე 2 წელია საერთოდ არარ არსებობს გ.დ.ი.
308 თუ რაზე უნდა ინადირო იმხელა ფასი აქვს ნადირზე ლიცენზიას რო ბარე 100 ჯერ დაფიქრდები ღირს თუ არა ნადირობა და თუ მაინც გადაწყვეტ პრობლემა არაა მიუხეავად იმისა რომ ოპტიკური სამიზნით კანონი კრძალავს ნადირობას ლიცენზიის აღების შემთხვევაში უპრობლემოდ ინადირებ ოპტიკური სამიზნით მარაზმია აბა რაა იგივე ეხება 5.6 კალიბრიან შაშხანას კანონი კი კრძალავს მაგრამ რეალურად არ იკრძალება და უფრო მეტსაც გეტყვი არც აქცევენ ყურადღებას იმიტომ რომ არ იცოდნენ კანონები და მთავარ იყო გაფორმებული გქონოდა შაშხანა 5.6 კალიბზე და მიდი და ინადირე!
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 17:22
ციტატა(hunter777 @ Jun 23 2012, 17:38)
ვინღა დადის შესმოწმებლად რო? აღარ არსებოსბ ეგ სამსახური მად ვმუშაობდი და ბარე 2 წელია საერთოდ არარ არსებობს გ.დ.ი.
308 თუ რაზე უნდა ინადირო იმხელა ფასი აქვს ნადირზე ლიცენზიას რო ბარე 100 ჯერ დაფიქრდები რირს ტუარა ნადირობა და თუ მაინც გადაწყვეტ პრობლემა არაა მიუხეავად იმისა რომ ოპტიკური სამიზნით კანონი კრძალავს ნადირობას ლიცენზიის აღების სემთხვევასი უპრობლემოდ ინადირებ ოპტიკური სამიზნით მარაზმია აბა რაა იგივე ეხება 5.6 კალიბრიან შასხანას კანონი კი კრძალავს მაგრამ რეალირად არ იკრძალება და უფრო მეტსაც გეტყვი არც აქცევენ ყურადღებას იმიტომ რომ არიცოდნენ კანონები და მთავარ იყო გაფორმებული გქონოდა შშხანა 5.6 კალიბზე და მიდი და ინადირე
ბარემ ისიც მითხარი თუ კარგად ერკვევი 22ვრმ-სა და 22ლრ-ს შორის დიდი განსხვავებაა სიზუსტესა და შორს მიტანაში? (კარგი ხარისხის ვაზნებით) ესე 1200 ლარიანი ფიშტოს ფარგლებში. 100 მეტრზე 22ლრ-ი შესანიშნავ შედეგს იძლევაო ჯგუფურობაში ოპტიკით. ნუ ეხლა 200 მეტრშიც კი მოკლავს ქედნს და 300-შიც მაგრამ გარტყმის 10-15%-ია შანსი. როგორია ვმრ-ი ამ შემთხვევაში? მაგნუმზე რომ დაყარეს გეკოები ეგ ფირმები ვარგა საეთოდ? თუ ისევ ტოზ8 ჯობს?
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 17:40
სხვაობა დიდია კი ზუსტ მონაცემებს და ცხრილებს ვერ მოგაწოდებ მაგრამ აშკარაა სხვაობა სიძლიერის და სიზუსტის ამბავში 100 მეტრის ზემოთ დოსტანციის დროს ოპტიკით როცა ისვრი უფრო შესამჩნევია სხვაობა მე მაგალითად 22 ლრ მაკმაყოფილენს სრულიად ტოზ 8 მშვენიერ შედეგს მაძლევს მიუხედავად იმისა რომ ოპტიკა არ მაქვს საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს რამდენჯერმე გაკეთებული 100 მეტრამდე ღია სამიძნით.
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 17:53
ციტატა(hunter777 @ Jun 23 2012, 18:40)
სხვაობა დიდია კი ზუსტ მონაცემებს და ცხრილებს ვერ მოგაწოდებ მაგრამ აშკარაა სხვაობა სიძლიერის და სიზუსტის ამბავში 100 მეტრის ზემოთ დოსტანციის დროს ოპტიკით როცა ისვრი უფრო შესამჩნევია სხვაობა მე მაგალითად 22 ლრ მაკმაყოფილენს სრულიად ტოზ 8 მშვენიერ შედეგს მაძლევს მიუხედავად იმისა რომ ოპტიკა არ მაქვს საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს რამდენჯერმე გაკეთებული 100 მეტრამდე ღია სამიძნით.
საშულოდ რა ფასი აქვს კარგ ტოზ8-ს? მთავარია ლულა იყოს იდელურ მდგომარეობაში.
პოსტის ავტორი: xoxobi Jun 23 2012, 18:19
მაგარი თოფიან ძმაო
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 18:20
400-500 ლარი
მართლა კაგი შაშხანაა ტოზ-8 მაგ კლასში ისე ურალ ვასტოკ-22 დიოპტრიკული სამიზნით ბევრად ზუსტია მაგრამ წონაც მეტი აქვს და ცოტა მოუხერხებელია სატარებლად სასხლეტი და ბოლტი ( ზატვორი) გაუმჯობესებული აქვს ასევე ორთოპედიულო კონდახიც მე მომწონს საშპლინტაოდ მაგარია
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 18:26
ციტატა(hunter777 @ Jun 23 2012, 19:20)
400-500 ლარი
მართლა კაგი შაშხანაა ტოზ-8 მაგ კლასში ისე ურალ ვასტოკ-22 დიოპტრიკული სამიზნით ბევრად ზუსტია მაგრამ წონაც მეტი აქვს და ცოტა მოუხერხებელია სატარებლად სასხლეტი და ბოლტი ( ზატვორი) გაუმჯობესებული აქვს ასევე ორთოპედიულო კონდახიც მე მომწონს საშპლინტაოდ მაგარია
და ეგ ურავ ვოსტოკი იშოვება ჩვენთან? თუ მაიმარკეტზე ჩაუჯდები თორე მეტი სად ნახავ. დაჯე ტოზ8-ც ძნელი საშოვნია.
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 18:32
კი ნანახი ამქვს მაღაზიაში ერთი ორჯერ ა სხვათა შორის კარგ მდგომარეობაშიც ფასი 700-1000 ლარამ დე მერყეობს მაღაზიაში ძვირია ყოველთვის ხელზე თუ ნახე შეევაჭრები და ბევრად იაფად იყიდი.
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 18:38
ციტატა(hunter777 @ Jun 23 2012, 19:32)
კი ნანახი ამქვს მაღაზიაში ერთი ორჯერ ა სხვათა შორის კარგ მდგომარეობაშიც ფასი 700-1000 ლარამ დე მერყეობს მაღაზიაში ძვირია ყოველთვის ხელზე თუ ნახე შეევაჭრები და ბევრად იაფად იყიდი.
ისე ტოზ8-ს ბევრად ჩამოუვარდება ტოზ78-04-ი? ეგ არის ჯერჯერობით მაგაზიაში და თან ახალი. როგორც ვიცი ძველ ტოზ8-ს (1986-ის ქვევით) არააქვს მერცხლის კუდი ოპტიკისათვის და ეხლა თუ ვიყიდე არმინდა ვიწვალო მაგის დაყენებაზე და + უეჭვენი კონდახი ექნება მოსაცვლელი ძველს.
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 18:45
კი ტოზ -8 ჯობია სიზუსტეში ლულის ხარჯზე ! ისე არც 78 და მაგის მოდიფიკაციებია ცუდი შაშხანა სატარებლად კომფორტულია და წონაც 3 კილოდეა ვარიაბელური 2.700 კგ
კი ეგრეა ჩემი ტოზ-8 53 იანია და და ეგრედწოდებული ,,ლასტოჩკინ ხვოსტ,, ტი არააქვს მაგრამ ადვილად დგება პიკატინი ზემოდანოქ ოდნავ მაღლა იწევს ოპტიკა მაგრამ პრობლემა ნამდვილად არაა თან ტოზ-8 ს ოპტიკის დაყენების შემთხვევაში მეტრული სამზნე უნდა მოხსნა და მარტო ოპტიკა დატოვო ვარმინტის სტილში და ბევრქად კარგი ვიდუხა აქვს თუ კამუფლაჯსაც გაუკეტებ ძალიან ,,გროზნი,, ვიდიაქ მერე
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 23 2012, 19:00
ზნაჩით ჩალიჩი უნდა მაგრამ ღირს და magnum.ge-ზე რაც არის ჩამოყრილი ყველა გეკო ადგილზე აქვთ თუიცი? თუ აწი უნდა მოიტანონ?
პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2012, 19:19
ციტატა(smekosmeko @ Jun 23 2012, 20:00)
ზნაჩით ჩალიჩი უნდა მაგრამ ღირს და magnum.ge-ზე რაც არის ჩამოყრილი ყველა გეკო ადგილზე აქვთ თუიცი? თუ აწი უნდა მოიტანონ?
ეგ არვიცი მაგრამ რახან ჩამოყრილი აქვთ ზნაციტ აქვთ უკვე მაღაზიაში რავი აბა??
პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 14 2012, 15:15
რა საშუალებით მირჩევთ გეკოს ლულის გაწმენდას? კარგად იხედება არაფერი არ ჭირს მაგრამ ხომ ჭირდება დროგამოშვებით გაწმენდა. ლატუნის 5.6 კალ ჩოთქით გავწმინდო? თუ რაიმე სხვა რბილი ჩოთქით? ან რაიმე ხსნარი უნდა ვიხმარო?
პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 17 2012, 11:32
ვინმემ მომწერეთ.
პოსტის ავტორი: hunter777 Nov 17 2012, 11:41
ბალისტოლი, რობლა, WD-40 იხმარე საწმენდად ლულაში სეაშხაპუნებ 20 წუტის შემეგ კი ზემოთ ხსენებული ჯაგრისით გაწმინდე სავაზნიდან ლულის ტუჩისკენ უნდა ატარო ჯაგრისი ერთი მიმართულებით და ასე რამდენკერმე გიამერო სანამ ლულის არხიდან სუფთა სითხე არ გამოვა მერე გაწმენდავ მშრალი სუფთა მატერიით ისე ქენი რო არ გაჭედო მატერია ლულაში და ეგაა
პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 17 2012, 16:25
გაიხარე
პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 4 2012, 08:20
რა აზრის ხართ savage-ს .22lr შაშხანებზე? ბევრი ვაგროვე ინფო, ბევრი ვათვალიერე ვიზუალურად. დონით ძალიან ბურალოდ დონის იარაღია, ჩვენთან ფასები მერყეობს 700-დან 1300 ლარამდე. თავის ქვეყანაში 150-300 დოლარამდე. ყველაზე გასაკვირი ის არის რომ მის შესახებ წუნი ვერსად ვერ ვნახე, ყვლა ამბობს რომ იაფია და თავის საქმეზე დაჯე მეტსაც აკეთებსო, გამძლეაო, ხარისხიანიაო. კარგი იქნებოდა ლივეში ნახვა და გატესტვა მაგრამ აქვს ამ ფორუმზე ვინმეს savage?
პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 4 2012, 17:25
მოკლედ .22lr არავის არ აინტერესებს
პოსტის ავტორი: Davitus Dec 4 2012, 20:15
smekosmeko
ინტერესით შეიძლება აინტერესებთ, მაგრამ არავის არა აქვს და რა გითხრან? ნეტიდან ინფო შენც მოგიპოვებია და მეც დიდს ვერაფერს ადავამატებ, არ მქონია მაგ იარაღთან შეხება
პოსტის ავტორი: Shooter Dec 11 2012, 13:08
ციტატა(smekosmeko @ Dec 4 2012, 18:25)
მოკლედ .22lr არავის არ აინტერესებს
მე .22-ის ფანატი ვარ მარა კთხვა უნდა პასუხს იმსახურებდეს. სორი. კითხვები რა ვიყიდო და რომელი ჯობია უბრალოდ არასერიოზულია. ისევე როგორც კითხვა როგორ გავწმინდო. აკრიფეთ გუგლში how to clean a .22 rifle bore ან как чистить ствол мелкашки და იკითხეთ რამდენიც გინდა. სამივე ამ კითხვაზე არის მილიარდი შესაძლო პასუხი, რომელზეც არავინ თავს ფორუმზე, როგორც წესი არ იწუხებს
პოსტის ავტორი: Shooter Dec 11 2012, 13:08
ციტატა(smekosmeko @ Dec 4 2012, 18:25)
მოკლედ .22lr არავის არ აინტერესებს
მე .22-ის ფანატი ვარ მარა კთხვა უნდა პასუხს იმსახურებდეს. სორი.
პოსტის ავტორი: alika77 Dec 26 2012, 23:19
ტოზ-16 როგორი გეკოა თუ იცის ვინმემ იქნებ მითხრათ 300 ლარში მაქვს ყიდვის შანსი 10-იანი მჭიდითაა ვიდზე ნორმალურია
პოსტის ავტორი: Davitus Dec 27 2012, 04:48
alika77
თუ მდგომარეობა კარგი აქვს, 300 ლარად გიღირს ყიდვა.
"როგორი გეკოა " ცოტა ზოგადი კითხვაა და შესაბამისად რომ გიპასუხო - "არაუშავს გეკოა"
პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 27 2012, 09:09
როგორი ჯგუფურობა აქვს 100 მეტრზე და გაცემულია პასუხი.
Shooter ეხლა ვნახე შენი მონაწერი. მე მინდოდა ისეთი ადამიანისაგან პასუხი ვისაც ქონდა savage. კითხვა იმსახურებდა პასუხს, უბრალოდ შენ არ გქონდა პასუხი. რუსულ ფორუმებზე რატო ვიკითხო, აბა რამინდა ქართულ ფორუმზე. ვისაც ექნებოდა savage შევხვდებოდი მერე იმ ადამიანს და ლივეში ვნახავდი რისი მაქნისი იყო. შენი თქმით .22ზე საერთოდ არუნდა დაისვას კითხვა და საერთოდ არცერთ იარაღზე კითხვა თუ როგორია ესა თუ ის იარაღი. რაც შეეხება წმენდას, საწმენდი საშუალებიდან (youtube) ნაჩვენები ჩვენთან თითქმის არცერთი არაა გაყიდვაში და უნდა იჩალიჩო ამაზონიდან. რატო უნდა ვიწვალო თუ აქაც არის მსგავსი საშუალება რომლებსაც იყენებს ქართველები და კარგ შედეგსაც იღებს? თუ კითხვა არ დავსი აბა დამესიზმროს? გუმანს მივენდო? მგონი ძალიან არაადეკვატურად მიპასუხე. პირველი კითხვაა: როგორი იარაღია, რას წარმოადგენს. ეს სულ პირველი კითხვა იქნება მუდამ. გადახედება აბა ყველა იარაღის თემაში ესე თუ არ იწყება საუბარი. (რეპორტის გარდა) მაშინ არუნდა არსებობდეს ქართული ფორუმი, უაზრობა ყოფილა, აგერაა რუსული და ვნახოთ იქ. ესე ესე იყო სულ მარტო შენ არ ხარ ესე, ქართველი ქართულს არასოდეს აფასებს.
პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 27 2012, 09:13
alika77 ტოზ16 100 მეტრზე იძლევა საშუალოდ 4-5 სმ-იან ჯგუფს? მოგწონს ეს შედეგი? მაშინ იყიდე. მეორე პასუხი "დამძლეობა". გამძლეა მარტივად რომ ვთქვათ რომელი წლისაა? ხო და ძნაჩით გამძლე მაქანიზმი აქვს. მოდი ვუთხრათ alika77-ს რომ არ ექვემდაბერება მისი კითხვა პასუხს. არ იმსახურებს პასუხს.
პოსტის ავტორი: alika77 Dec 27 2012, 18:53
smekosmeko შაშხანასთან არ მქონია შეხება ვიკიტხე, რომ მცოდნოდა არ ვიკითხავდი მაშინ.
პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 27 2012, 20:35
alika77 დიდება შენ გამოჩენას. სად ხარ აქამდე. რაც შეეხება გეკოს..მაგ ფასად ღირს რათქმაუნდა. არ გამაზო.
პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 27 2012, 20:40
alika77 მეც მაგას ვამბობ ვისაც არ ქონია შეხება ის კითხულოს რაღაცეებს აბა ვისაც დაღეჭილი აქვს ის არ დასვამს კითხვას.
პოსტის ავტორი: alika77 Dec 27 2012, 22:49
ლეონ-ბლექი რავი აბა ლევან ხო იცი რა ამბებიც გადამხდა სადღა მქონდა აქ შემოსვლის გული. მეზობელს აქვს ეგ გეკო რა, ნახმარიც არ ეთქმის პროსტა გაუწმენდავი ეგდო სადგაც ერთი 25 წელი მე გაუწმინდე ხოდა გაყიდვა უნდა და მაგ ფასში მადზლევს, მაგ თოფთან ერთად იჯ-12 აქვს ისც მასეთ პონტში ბავშვობაში მახსოვს მამამისი (თითონ ეხლა ქალია ვისაც აქვს) ახალწლებზე ისროდა ხომე ხოდა ამდენი ხნის გაუწმენდავი გავწმინდე გამოვხეხე შიგნიდან სვინეცები მოვაშორე და გავგიჯდი პატარა ნაკაწრიც არ აქვს მინიმუმ 25 წლის გაუწმენდავ ნაგდებ თოფს, არადა გარედან ერთ ადგილზე ცოტაზე კოროზია აქვს ჯერ მაგას არ ყიდის
პოსტის ავტორი: Davitus Dec 27 2012, 23:23
alika77
თუ ეგეთ ,დგომარეობაშია როგორც აღწერე, ნადმვილად გიღირს ყიდვა
პოსტის ავტორი: alika77 Dec 27 2012, 23:55
Davitus მადლობთ რჩევისთვის
პოსტის ავტორი: Shooter Jan 10 2013, 15:13
ციტატა(smekosmeko @ Dec 27 2012, 10:09)
როგორი ჯგუფურობა აქვს 100 მეტრზე და გაცემულია პასუხი.
Shooter ეხლა ვნახე შენი მონაწერი. მე მინდოდა ისეთი ადამიანისაგან პასუხი ვისაც ქონდა savage. კითხვა იმსახურებდა პასუხს, უბრალოდ შენ არ გქონდა პასუხი. რუსულ ფორუმებზე რატო ვიკითხო, აბა რამინდა ქართულ ფორუმზე. ვისაც ექნებოდა savage შევხვდებოდი მერე იმ ადამიანს და ლივეში ვნახავდი რისი მაქნისი იყო. შენი თქმით .22ზე საერთოდ არუნდა დაისვას კითხვა და საერთოდ არცერთ იარაღზე კითხვა თუ როგორია ესა თუ ის იარაღი. რაც შეეხება წმენდას, საწმენდი საშუალებიდან (youtube) ნაჩვენები ჩვენთან თითქმის არცერთი არაა გაყიდვაში და უნდა იჩალიჩო ამაზონიდან.
ხო მართალი ხარ პასუხი არ მაქვს. ერთი ოცი დასახელების ე.წ. "გეკომ" მათ შორის "სევიჯმაც" გაირა ჩემ ხელში და წელიწადში რამოდენიმე ათას ვაზნას ვისვრი პასუხები პასუხები კიდე არ მაქვს
ჩემი აზრით ფორუმზე კითხვის დასვა ქვეცნობიერად ნიშნავს სურვილს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე გადააბარო ვინემ სხვას და ამით თავი დაიცვა. "ლივეში" ნახვა რას ნიშნავს? ანუ ვიღაცამ უნდა მოქცეს შენ თავისი იარაღი?
ასე რომ:
ა) როგორც უკვე ვთვქი გუგლი, ინტერნეტი და ლიტერატურა არის ინფორმაციის მოძიების საუკეთესო გზები.
ბ) რუსულ ფორუმებს რაც შეეხება ნუ მიწყენენ თანაფორუმელები მაგრამ საშუალო ცოდნის დონე და გამოცდილება ამნდ უფრო დიდია ისევე როგორც ადვილია საკითხავად.
ც) დასვი კონკრეტული შეკითხვა მიიღე კონკრეტული პასუხი/
კარგი იარაღია სევიჯი? კი კარგი იარაღია.
პოსტის ავტორი: Shooter Jan 10 2013, 15:20
ციტატა(smekosmeko @ Dec 27 2012, 10:13)
alika77 ტოზ16 100 მეტრზე იძლევა საშუალოდ 4-5 სმ-იან ჯგუფს? მოგწონს ეს შედეგი? მაშინ იყიდე. მეორე პასუხი "დამძლეობა". გამძლეა მარტივად რომ ვთქვათ რომელი წლისაა? ხო და ძნაჩით გამძლე მაქანიზმი აქვს.
ციტატა(alika77 @ Dec 27 2012, 00:19)
ტოზ-16 როგორი გეკოა თუ იცის ვინმემ იქნებ მითხრათ 300 ლარში მაქვს ყიდვის შანსი 10-იანი მჭიდითაა ვიდზე ნორმალურია
ტოზ 16 ცალ ვაზნიანია ესეიგი ეს გადაკეთებულია. დგება ლოგიკური კითხვა. მჭიდი თვითნაკეთია? თუ კი მაშინ არ ღირს მაგის შეძენა. თუ რომელიმე სხვა იარაღის არის როგორც მინიმუმ უნდა შემოწმდეს ვაზნების მიწოდება და ხომ არ "პარსავს" ტყვიას. და ზოგადად როგორ არის ეს კონვერტაცია შესრულებული და ვის მიერ. იმაზე აღარ ვიძახი რომ გადაკეთებული იარაღის გადაფორემბა შეიძლება იყოის პრობლემატური. შეიძლება მოგთხოვონ ხელოსნის წერილობითი დადასტურება რომ მან შეასრულა ეს გადაკეთება.
პოსტის ავტორი: შალვა Jan 10 2013, 16:59
ციტატა(jemka1 @ 13th January 2011 - 22:29)
და მაინტერესებს ძველებური გეკო ყველაზე შორს რამდენ მეტრზე შეიძლება ესროლო ფრინველს მაგალითად იხვს ან ბატს
მცირე კალიბრიანი შაშხანიდან წყალზე ჩამჯდარ ფრინველზე (იხვი ბატი ...) სროლა ძალიან სახიფათოა, შესაძლებელია ნასროლი ტყვიის არეკვლა წყლის ზედაპირიდან და საპირისპირო ნაპირზე მდგომი, მჯდომი, წაკუზული ,წამოწოლილი ადამიანის დ ა ბ რ ე დ ვ ა !!!!!
პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 10 2013, 17:07
Shooter დამასწარი ეხლა ტოზ 16 ერთ ტყვიიანია. ათიანი დაჟე არც ტოზ 17 ია, ეგეც შვიდ ტყვიიანია. სხვათა შორის მე მომწონს, მსუბუქი თოფია და სატარებლად კარგია.
სუსტი ადგილები აქვს 1. ზატვორის სახელური ცვდება და ზამბარას ბოლომდე არ ქაჩავს,
2. ცარიელზე არ უნდა დაარტყმევინო (პრინციპში როგორც ყველა გვერდითა დარტყმის მექანიზმიანი) ნემსას ტეხავს ან აფუჭებს
3. უკანა სამიზნის, მანძილის სარეგულირებელი მშვილდი ტყდება და უაზროდ ქანაობს ხოლმე
პოსტის ავტორი: alika77 Jan 10 2013, 19:16
ჭალიმგელა ტოზ 17 არაა ნაღდათ ვიდით ტოზ 16ია მჭიდი ათიანი აქვს კუსტარული მჭიდი არაა გადავუღებ სურათს და დავდებ ყველაზე ნაღდი იქნება
პოსტის ავტორი: Shooter Jan 11 2013, 09:28
ციტატა(შალვა @ Jan 10 2013, 17:59)
მცირე კალიბრიანი შაშხანიდან წყალზე ჩამჯდარ ფრინველზე (იხვი ბატი ...) სროლა ძალიან სახიფათოა, შესაძლებელია ნასროლი ტყვიის არეკვლა წყლის ზედაპირიდან და საპირისპირო ნაპირზე მდგომი, მჯდომი, წაკუზული ,წამოწოლილი ადამიანის დ ა ბ რ ე დ ვ ა !!!!!
+ ბევრი მილიონი
პოსტის ავტორი: hunter777 Jan 11 2013, 10:00
ციტატა(Shooter @ Jan 11 2013, 10:28)
+ ბევრი მილიონი
ზუსტად ეგაა მიზეზი იმისა რომ ვერიდები მცირეკალიბრიანი შაშხანის სანადიროდ გამოყენებას
პოსტის ავტორი: Shooter Jan 11 2013, 11:53
ციტატა(hunter777 @ Jan 11 2013, 11:00)
ზუსტად ეგაა მიზეზი იმისა რომ ვერიდები მცირეკალიბრიანი შაშხანის სანადიროდ გამოყენებას
სანადიროდ გაოყენაბს გულისხმობს მარტივ პრონციპს, იცოდე რას ესვრი და რა არის სამიზნის უკან. ამ მხრივ ნებისმიერი გარსით დაფარული შაშხანის ვაზნა გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ტყვიის "ფურთხი" კალიბრით 5.6მმ და დაბალი საწყისი სიჩქარით.
პოსტის ავტორი: jaba_jaba Feb 8 2013, 21:48
პოსტის ავტორი: hunter777 Feb 8 2013, 23:52
ციტატა(Shooter @ Jan 11 2013, 12:53)
სანადიროდ გაოყენაბს გულისხმობს მარტივ პრონციპს, იცოდე რას ესვრი და რა არის სამიზნის უკან. ამ მხრივ ნებისმიერი გარსით დაფარული შაშხანის ვაზნა გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ტყვიის "ფურთხი" კალიბრით 5.6მმ და დაბალი საწყისი სიჩქარით.
ეგრე იცოდა ზუსტად ესროლა შაშვს უკან იყო ღობე იმ ღობის უნა ბოსტანი იმ ბოსტანსაც ღობე ქონდა კიდე და ამ ბოსტანში გლეხი მუშაობდა და კი გაამგზავრა მარილზე შაშვთან ერთად დაჩქარებული წესით გაღიმებულ მდგომარეობაში
პოსტის ავტორი: Davitus Feb 9 2013, 08:10
ამ კონკრტეტულ კალიბრთან მიმართებაში, ჩემი პირადი აზრით, მტავარი მიზეზი დაუდერობა და გაუფრთხილებლობაა, ზერიოზულად არავინ უდგება და ყველა გონია "მელკაშკა" სათამაშო და გასართობი, იმის გამო რომ შთამბეჭდავი ხმა არა აქვს გასროლისას, ბევრს ვერც წარმოუდგენია რომ, მაინც ვერაგი ტყვიაა და თავის გზას მაინც პოულობს ერთეულ შემთხვევებში
პოსტის ავტორი: Shooter Feb 15 2013, 15:10
ციტატა(Davitus @ Feb 9 2013, 09:10)
ამ კონკრტეტულ კალიბრთან მიმართებაში, ჩემი პირადი აზრით, მტავარი მიზეზი დაუდერობა და გაუფრთხილებლობაა, ზერიოზულად არავინ უდგება და ყველა გონია "მელკაშკა" სათამაშო და გასართობი, იმის გამო რომ შთამბეჭდავი ხმა არა აქვს გასროლისას, ბევრს ვერც წარმოუდგენია რომ, მაინც ვერაგი ტყვიაა და თავის გზას მაინც პოულობს ერთეულ შემთხვევებში
პოსტის ავტორი: doni Feb 15 2013, 16:52
ციტატა(Davitus @ Feb 9 2013, 09:10)
ამ კონკრტეტულ კალიბრთან მიმართებაში, ჩემი პირადი აზრით, მტავარი მიზეზი დაუდერობა და გაუფრთხილებლობაა, ზერიოზულად არავინ უდგება და ყველა გონია "მელკაშკა" სათამაშო და გასართობი, იმის გამო რომ შთამბეჭდავი ხმა არა აქვს გასროლისას, ბევრს ვერც წარმოუდგენია რომ, მაინც ვერაგი ტყვიაა და თავის გზას მაინც პოულობს ერთეულ შემთხვევებში
აბსოლიტურად გეთანხმები.ადრე ჩემ ბავშვობაში უბანში ერთმა მასე გაუფრთხილებლობით გამვლელი ქალი მოკლა რიკაშეტით.
პოსტის ავტორი: Che Guevara Feb 28 2013, 09:41
გამარჯობა. მეგობრებო ზემოთ წაკითხულიდან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მირჩევთ რომ ვიყიდო გეკო, ვისაც გაქვთ რამდენად ხშირად ნადირობთ ამ მცირე კალიბრიანი შაშხანით? რომ ვიყიდო და დავდო ეგეც არ მინდა
პოსტის ავტორი: Che Guevara Feb 28 2013, 09:48
ანუ დავამატებ, რამდენად ხშირადში ვგულისხმობ: ისეთი საფრთხილო იარაღია რომ ფაქტიურად ვერსად ინადირებ?
პოსტის ავტორი: rezident Feb 28 2013, 09:51
Che Guevara ნადირობის რა გითხრა. არაესთეტიურია მარა ჩამჯდარ იხვს თუ ესვრი შორიდან და ძაღლს გამოატანინებ. სხვა რაზე უნდა ინადირო. ზუსტი სროლის შესწავლის უნარჩვევების ჩამოყალიბების ამბავში უფრო გამოგადგება (ისიც ბოლტი თუ იქნა).
პოსტის ავტორი: Che Guevara Feb 28 2013, 09:59
ციტატა(rezident @ 28th February 2013 - 10:51)
ზუსტი სროლის შესწავლის უნარჩვევების ჩამოყალიბების ამბავში უფრო გამოგადგება
ალბათ უფრო ეგ მომენტია და კიდევც ოპტიკური სამიზნით სროლის მუღამი. მინდორში მელია შემხვედრია ხშირად. მტკვრის პირზე იხვს ვერ ვეპარებით ხოლმე ახლოს სასროლად. მაგიტომ დამიჯდა ჭკუაში.
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 10:46
ციტატა(Che Guevara @ Feb 28 2013, 10:41)
გამარჯობა. მეგობრებო ზემოთ წაკითხულიდან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მირჩევთ რომ ვიყიდო გეკო, ვისაც გაქვთ რამდენად ხშირად ნადირობთ ამ მცირე კალიბრიანი შაშხანით? რომ ვიყიდო და დავდო ეგეც არ მინდა
ტოზ 8 მქონდა და გავყიდე,ტოზ 17 ვიყიდე აბოიმის ხათრით მაგრამ ვერც მაგას ვერ ვუპოვე პრაქტიკული დანიშნულება,მე პირადად "გეკოს" შემძენი აწი არ ვარ თუ ძაან იაფად და იორღად არ ჩავარდა,სადღაც ეწერა მგონი ჩვენ ფორუმზე რომ "გეკო ისეთი იარაღი რომელიც რო არ გაქ გინდა ყიდვა და რო გაქ გინდა გაყიდო" ჩემთვის პირადად ასეა,შენ მეგობარო თუ თვლი რო გჭირდება ეგ კალიბრი და გამოიყენებ მაშინ იყიდე
პოსტის ავტორი: Che Guevara Feb 28 2013, 10:52
ციტატა(mengreli @ 28th February 2013 - 11:46)
ჩემთვის პირადად ასეა,შენ მეგობარო თუ თვლი რო გჭირდება ეგ კალიბრი და გამოიყენებ მაშინ იყიდე
xishnika გაიხარე. მეც ძიების პროცესში ვარ ახლა, კარგად დავფიქრდები რამდენად გამომადგება. ახლა ჩემი სიძე იფორმებს, წავიღებთ სადმე მიუვალ მინდორში და გავსინჯავ. მერე გავაკეტებ დასკვნებს
პოსტის ავტორი: Shooter Feb 28 2013, 11:23
ციტატა(Che Guevara @ Feb 28 2013, 11:52)
xishnika გაიხარე. მეც ძიების პროცესში ვარ ახლა, კარგად დავფიქრდები რამდენად გამომადგება. ახლა ჩემი სიძე იფორმებს, წავიღებთ სადმე მიუვალ მინდორში და გავსინჯავ. მერე გავაკეტებ დასკვნებს
ვინც რა არ უნდა თქვას, იყიდე ნახევრად ავტომატი და ნადირობას რაც შეეხება გააჩნია რა ნადირობებზე დადიხარ.
.22ლრ-ის (გეკოს ნუ ეძახით მაგას!!!!!) მთელი "პრელესტი" არის ვაზნების და იარაღის სიიაფე რაც გაძლევს საშუალებას ხშირად და ბევრი ისროლო და ფორმა შეინარჩუნო.
არანაირად არ არის სახიფათო. ბევრს არ ესმის რომ მომაკვდინებელი ძალა ამ ვაზნების არ შეესაბამება მათ ზომებს. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი და გრძელი ლულიდან ნასროლ .22ლრ კალიბრის ტყვიას საკმაოდ სერიოზული დაზიანებების მიყენება შეუძლია, იმიტომ რომ რბილი ტყვიისგან არის დამზადებული, არ გააჩნია გარსი და მოხვედრისას ფრაგმენტირდება და საკმაოდ დიდი მოცულობის ჭრილობის ზონას ქმნის. რა თქმა უნდა შედარებით.
ნახევრად ავტომატი იმიტომ რომ დიდი სხვაობა ბოლტთან შედარებით პრაქტიკულ სიზუსტეში 50-100 მეტრამდე არ არის ხოლო პირველი უფრო უნივერსალურია, გაძლევს საშუალებას სწრაფად შეიტანო შესწორება დამზინებაში და ისროლო , ეს კიდე მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ .22ლრ-ის ტრაექტორიას. "ნა ხუდოი კანეც" გამოდგება როგორც თავდაცვის იარაღის, 10 ტყვიანი სერია (ტიპიური ტევადობა ნახევრად ავტომატის) ვისაც გინდა იმას გააჩერებს.
აქსესუარები ადვილად საშოვნელია და იაფია, ესეც ხალისობის ფაქტორია. შეგიძლია იაფად და მარტივად ატუნინგო შენი კარაბინი.
.22ლრ უნდა ქონდეს ყველა ადამიანს ვინც ცოტა ოდნავ მაინც სერიოზულად არის განწყობილი ზუსტი სროლის მიმართ
ეხლა ჩემი დაწერილი ისე მომეწონა რომ წავალ და იმ ვესტერნ ფილდს გვერძე თემაში რომ იყიდება მე თვითონ გავიფორმებ.
ზე ზუსტ სროლა რაც ეხება, აქ არის ორი რამ, უმეტესობა ნახევრად ავტომატების არის ჩახმახიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით ხოლო ბოლტები არა. ამის გამო სასხლეტები ბოლტებს ყოველთვის ბევრად უკეთესი აქვს, რბილები, მსუბუქები და მოკლე სვლით. ეს არის ნომერ პირველი მიზეზი რატომ ერტნაირი "წონითი კატეგორიის" ბოლტები ოდნავ უკეთესები არიან ყოველთვის სიზუსტეში ვიდრე ნახევრად ავტომატები.
ლაპარაკი მაქვს სიზუსტეზე როდესაც 50-მეტრზე ჯგუფი არის 5 თეთრიანის ხელა. სტანდარტული კარაბინით, იაფი ვაზნით და ოპტიკით. აბსოლუტური უმეტესობა ხელმისაწვდომი ნახევრად ავტომატების ისვრის 2-5, 3სმ ჯგუფებს როგორც არაფერი. ზოგი უფრო ზუსტებიც არის.
მიზეზი მეორე რომ თუ სიჩქარის დევიაცია (ანუ სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ საწყის სიჩქარეს შორის, რომელიც მერყეობს გამომდინარე დენთის ხარსხიდან) ზეგავლენას ახდენს ნახევრად ავტომატებში საკეტის გახსნის დროზე რის გამო საწყისი სიჩქარის მერყეობა ხდება საკამაოდ დიდი რაც გამოიხატება ვერტიკალურ გაფანტვაში. თუ ვაზნები კარგია როგორც წესი ამ მოვლნას ადგილი არ აქვს. მე ესეთი რამ ვნახე მხოლოდ ერთხელ.
პოსტის ავტორი: temoo90 Feb 28 2013, 12:55
ანუ საბოლოო ჯამში, მიზნობრიობას რაც შეეხება, სიიაფის გამო, როგორც თავად იარაღისა, აგრეთვე ვაზნების, გასართობად და ფორმის შესანარჩუნებლად (ვგულისხმობ მიზანში სროლას) გამოდის რომ საუკეთესო ვარიანტია, არა?
და ბარემ აქვე ვკითხავ მცოდნე ადამიანებს, ამ კალიბრში კონკრეტულად რომელ შაშხანას გაუწევდით რეკომენდაციას? რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ბიუჯეტური მოდელები, (დაბალ ფასიანებიდან)
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 13:03
ციტატა(Shooter @ Feb 28 2013, 12:23)
.22ლრ უნდა ქონდეს ყველა ადამიანს ვინც ცოტა ოდნავ მაინც სერიოზულად არის განწყობილი ზუსტი სროლის მიმართ
სავარჯიშოთ მართლა კარგი რამ არის,ვაზნები აიფია და ტოზ 8 მაინც რო იყიდო 400 ლარად იშოვი ყველაფერში ვეთანხმები Shooterს მაგრამ როგორც ასეთი სანადირო და პრაქტიკული არ არი(ჩემი გამოცდილებით ვამბობ). შეიძლება წყნარ ამინდში გახვიდე უსაფრთხო ადგილას და რამდეიც გინდა უტკაცუნე მაგრამ სანადიროდ რო გახვალ ოდნავ ქარიან ან წვიმიან ამინდში შედეგი არ გექნება სახარბიელო
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 13:09
აქვე დავამატებ საშუალება რო მქონდეს სიამოვნებით შევიძენდი Walther G22ს სავარჯიშოდაც კარგი და თავდასაცავად
პოსტის ავტორი: temoo90 Feb 28 2013, 13:15
ქარავანში აღარ აქვთ, რა ღირდა ხომ არ გახსოვს?
პოსტის ავტორი: Shooter Feb 28 2013, 13:43
ციტატა(xishnika @ Feb 28 2013, 14:03)
სავარჯიშოთ მართლა კარგი რამ არის,ვაზნები აიფია და ტოზ 8 მაინც რო იყიდო 400 ლარად იშოვი ყველაფერში ვეთანხმები Shooterს მაგრამ როგორც ასეთი სანადირო და პრაქტიკული არ არი(ჩემი გამოცდილებით ვამბობ). შეიძლება წყნარ ამინდში გახვიდე უსაფრთხო ადგილას და რამდეიც გინდა უტკაცუნე მაგრამ სანადიროდ რო გახვალ ოდნავ ქარიან ან წვიმიან ამინდში შედეგი არ გექნება სახარბიელო
ყველა კალიბრს თავისი დანიშნულება აქვს და .22ლრ არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალიბრი რომელიც თითქმის 150 წელი არსებობს.
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 13:44
არ მახსოვს,ისე ნახმარს იყიდი 1500 ლარის ფარგლებში
პოსტის ავტორი: Shooter Feb 28 2013, 13:47
ციტატა(xishnika @ Feb 28 2013, 14:09)
აქვე დავამატებ საშუალება რო მქონდეს სიამოვნებით შევიძენდი Walther G22ს სავარჯიშოდაც კარგი და თავდასაცავად
ბულპაპაია და თუ ტავორი გაქვს ან შტეირ აუგი მაშინ მართლა კარგი არჩევანია სავარჯიშოთ.
გემოვნების ამბავია მაგრან გ22 არის ზედმეტად რთული, მძიმე და აქვს საშინელი (ორჯერ საშინელი) სასხლეტი, როგორც პრაქტიკულად ყველა ბულპაპს. ამას როგორც წარსულში სამი გ22-ის პატრონი ვიძახი.
ციტატა(temoo90 @ Feb 28 2013, 13:55)
ანუ საბოლოო ჯამში, მიზნობრიობას რაც შეეხება, სიიაფის გამო, როგორც თავად იარაღისა, აგრეთვე ვაზნების, გასართობად და ფორმის შესანარჩუნებლად (ვგულისხმობ მიზანში სროლას) გამოდის რომ საუკეთესო ვარიანტია, არა?
და ბარემ აქვე ვკითხავ მცოდნე ადამიანებს, ამ კალიბრში კონკრეტულად რომელ შაშხანას გაუწევდით რეკომენდაციას? რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ბიუჯეტური მოდელები, (დაბალ ფასიანებიდან)
1. ეგრეა.
2. მე ჯერ არ შემხვედრია ცუდი კარაბინი (გარდა ჩემი აზრით გ22-სა რომელსაც არავის არ ურჩევ). დღეს ფასის ხარსხის მაჩვენებლით მარლინი არის კონკურენციის გარეშე (ჩემი აზრით). მაღაზია ქარავანი. 700-730 ლარი.
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 13:59
ციტატა(Shooter @ Feb 28 2013, 14:47)
დღეს ფასის ხარსხის მაჩვენებლით მარლინი არის კონკურენციის გარეშე (ჩემი აზრით). მაღაზია ქარავანი. 700-730 ლარი.
ძალიან მომწონდა magtech რომელსაც ყიდდი როგორც მახსოვს,ტოზ 17ს მერჩივნა,ისე მაგარი მისტიკური კალიბრია 22ლრ კიდე მინდება
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 14:37
Che Guevara
ციტატა(che-guevara @ 28th February 2013 - 10:41)
რამდენად მირჩევთ რომ ვიყიდო გეკო, ვისაც გაქვთ რამდენად ხშირად ნადირობთ ამ მცირე კალიბრიანი შაშხანით? რომ ვიყიდო და დავდო ეგეც არ მინდა
შარშან ვაპირებდი გამეყიდა ტოზ-8 , ბოლო ფასი 250 ლარიც კი აყო , მაგრამ უშედეგოდ და კიდევ კარგი რომ ვერ გავყიდე .
ამ კალიბრში ტოზ-8-ის გარდა არ ჩამვარდნია ხელში, მაგრამ ესეც მაგარი რამეა გინდაც მიზანში სასროლად, გინდაც სანადიროდ. ძირითადად ვნადირობ ქედანზე 100-150 მეტრის ფარგლებში (ოპტიკა მეტის საშუალებას არ მაძლევს). ნუ რათქმაუნდა ამინდი ამ მანძილზე სერიოზულად მოქმედებს.
ერთი სიტყვით მე გირჩევ შეიძინო
http://www.radikal.ru
თან გაერთობი
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 14:45
Shooter LeoTaso
ერთი 150-200 მეტრ მანძილზე ძაღლისხელა ცხოველს დააზიანებს? შეაჩერებს?
პოსტის ავტორი: Shooter Feb 28 2013, 16:57
ციტატა(Fishman @ Feb 28 2013, 15:45)
Shooter LeoTaso
ერთი 150-200 მეტრ მანძილზე ძაღლისხელა ცხოველს დააზიანებს? შეაჩერებს?
კი. შეჩერება დამოკიდებულია ბევრ რამეზე გარდა ტყვიის კალიბრისა და ენერგიისა.
მე ვიცი რეალური ისტორია როდესაც პატარა ირემს (მდგარს) ესროლეს .45ACP, ის არც გაინძრა, მსროლელმა იფიქრა რომ ააცილა, და ესროლა მეორედ. ამჯერად ირემი დაეცა. რო მივიდა ორი ტყვიის მორტყმული ნახა. ასე რომ ....
პოსტის ავტორი: Che Guevara Feb 28 2013, 17:04
Fishman
ციტატა(khmaltevza @ 28th February 2013 - 15:45)
ერთი 150-200 მეტრ მანძილზე ძაღლისხელა ცხოველს დააზიანებს? შეაჩერებს?
ჩემს გულში იჯექი, ეგ მაინტერესებდა მაგრად. მაგ მიზნით მინდა რომ შევიძინო.
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 17:08
Fishman
Shooter - ვეთანხმები.
მაგალითისთვის გეტყვი : სამსახურის ეზოში ვესროლე ნაგვის ურნას ( უჟანგავი დიდი ურნები როა) , ორი მილიმერტის სისქის კედელი მაინც ექნექა, 100 მეტრიდან სუფთად გახ**იტა, ასე რომ 22 კალიბრი სახუმარო არარის
პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 28 2013, 17:13
Shooter გააჩნია სად მოხვდება. ორჯერ წამივიდა მგელი ერთს 30-35 მეტრში ვესროლე, მკერდით იდგა, თავში ვერ ვესროდი და ზედ მკერდზე გავხვრიტე, ანუ ტყვია შიგნით ჩარჩებოდა ყველა ვარიანტში. ფეხები გაჩაჩხა ართი და გადახტა. მერე მეცხვარემ ნახა მკვდარი 30 - 40 მეტრში ნასდროლიდან. ბუჩქებში შევარდა და აღარ შევყევი 22 იანით.
მეორე მუცლის ან ფილტვის არეში მოსვდა, იმანაც ერთი შეიმჩნია და წავიდა.
ტურაზე ტოზ 99 ით, გენომ ესროლა 5 ტყვია, პირველივემ დააგდო, რომ მივედით წამოდგა და კიდევ მიაყოლა. ჯამში 5 ტყვია. მანქანასთან მოვათრიე, სურათები გადავიღეთ და ტურა წამოდგა ფოტოსეანსის შემდეგ კიდევ
შენ რომ ტყვიები მომეცი თუ გახსოვს, ვინჩესტერის 40 გრანიანები, აი ეგ დედას ტირობდა, ძაან ძლიერი ტყვია იყო, მაგრამ ელიზე გასწორებულ ოპტიკაზე 28 სანტიმეტრი მომცა სიმაღლეში სხვაობა, ზემოთ მიქონდა, თითქმის ტრაექტორია არ ქონდა სხვა ტყვიებთან შედარებით
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 17:14
Shooter LeoTaso
ძალიან კარგი. ტურებზე ნადირობა/გართობის სურვილი გამიჩნდა .22ლრ-ით მარლინი გამოდგება ამისთვის ალბათ ხომ? ან რამე უკეთესი ხომ არ არის კიდევ დაახლოებით მაგ ფასებში? სადღაც მაქსიმუმ 900-1000 ლარში?
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 17:40
ციტატა(khmaltevza @ 28th February 2013 - 18:14)
900-1000 ლარში
მაგას + ოპტიკა. მე 4-16*40 მოვარგე ჩემსას და ცოტა მეცოტავება შორ მანძილზე
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 17:42
LeoTaso
ლევან, ოპტიკა .22ლრ-ს არ დაჭირდება ალბათ ძალიან "მადაფაქობა" 200-300$-იანი არ ეყოფა?
მშვენიერია! უბრალოდ არ მეგონა მაგ ფასის ოპტიკა თუ ივარგებდა...
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 19:32
Fishman
ციტატა(khmaltevza @ 28th February 2013 - 20:13)
უბრალოდ არ მეგონა მაგ ფასის ოპტიკა თუ ივარგებდა
ეგ კიარადა ერთმა ლილოს 60 ლარიანი დაასვა და ისიც მუშაობს.
ამ კალიბრს უკუცემა ხო ფაქტიურად არააქვს და ჩინური ხარა-ხურა ოპტიკებიც ქაჩამს . შენ მითუმეტეს ტურაზე სანადიროდ გინდ, ასე რომ 9X -იც გეყოფა
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 19:55
ციტატა(Shooter @ Feb 28 2013, 17:57)
მე ვიცი რეალური ისტორია როდესაც პატარა ირემს (მდგარს) ესროლეს .45ACP, ის არც გაინძრა, მსროლელმა იფიქრა რომ ააცილა, და ესროლა მეორედ. ამჯერად ირემი დაეცა. რო მივიდა ორი ტყვიის მორტყმული ნახა. ასე რომ ....
ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 28 2013, 18:13)
Shooter გააჩნია სად მოხვდება. ორჯერ წამივიდა მგელი ერთს 30-35 მეტრში ვესროლე, მკერდით იდგა, თავში ვერ ვესროდი და ზედ მკერდზე გავხ**იტე, ანუ ტყვია შიგნით ჩარჩებოდა ყველა ვარიანტში. ფეხები გაჩაჩხა ართი და გადახტა. მერე მეცხვარემ ნახა მკვდარი 30 - 40 მეტრში ნასდროლიდან. ბუჩქებში შევარდა და აღარ შევყევი 22 იანით.
მეორე მუცლის ან ფილტვის არეში მოსვდა, იმანაც ერთი შეიმჩნია და წავიდა.
ტურაზე ტოზ 99 ით, გენომ ესროლა 5 ტყვია, პირველივემ დააგდო, რომ მივედით წამოდგა და კიდევ მიაყოლა. ჯამში 5 ტყვია. მანქანასთან მოვათრიე, სურათები გადავიღეთ და ტურა წამოდგა ფოტოსეანსის შემდეგ კიდევ
ანუ ჩემი აზრით მაინც ლატარიასავითაა,ოღონდ ცოტა სახიფათო სათამაშოა,სტატისტიკა რომ არსებობდეს თუ რომელი კალიბრით მარცხდება ადამიანი ყველაზე მეტად ალბათ 22ლრ იქნებოდა პირველ ადგილზე,თან თუ გაგიმართლა შეაჩერე ნადირი ხო კაი თუარადა წვალებიტ უნდა მოკვდეს სადღაც რაც ჩემი აზრით მიუღებელია,ვინმეს არ ეგონოს 22ლრით დახოცავს ბატებს და კვატებს შორ მანძილზე ,ჩემს აზრს დავამთავრებ იმით რო საერთოდ 22ლრ სანადიროდ ვარგებულად არ მიმაჩნია
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 20:03
xishnika
ციტატა(mengreli @ 28th February 2013 - 20:55)
ვინმეს არ ეგონოს 22ლრით დახოცავს ბატებს და კვატებს შორ მანძილზე
შორში რამდენს გულისხმობ ?
...და გააჩნია კიდე იმ ნადირს სად მოხვდება და რა ტყვია.
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 20:06
მოკლედ, ჩემს მომავალ იარაღებს შეემატა .22ლრ კალიბრის შაშხანაც
პოსტის ავტორი: Shooter Feb 28 2013, 20:12
ციტატა(Fishman @ Feb 28 2013, 21:06)
მოკლედ, ჩემს მომავალ იარაღებს შეემატა .22ლრ კალიბრის შაშხანაც
წარმატებები.
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 20:12
Fishman
რა გადაწყვიტე?
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 20:18
Shooter
მადლობა!
LeoTaso
საშუალების შემთხვევაში ეგრევე ვიყიდი და შევუდგები გართობას
პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 28 2013, 20:54
ციტატა(LeoTaso @ 28th February 2013 - 15:37)
შარშან ვაპირებდი გამეყიდა ტოზ-8 , ბოლო ფასი 250 ლარიც კი აყო , მაგრამ უშედეგოდ
შემთხვევით წელსაც ხომარ დააპირებ ლევან ბატნო?
პოსტის ავტორი: xishnika Feb 28 2013, 21:38
ციტატა(LeoTaso @ Feb 28 2013, 21:03)
xishnika
შორში რამდენს გულისხმობ ?
...და გააჩნია კიდე იმ ნადირს სად მოხვდება და რა ტყვია.
100+ მეტრი
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 22:23
Fishman
აბა წარმატებები
ჯეკო
ციტატა(jeko 15 @ 28th February 2013 - 21:54)
შემთხვევით წელსაც ხომარ დააპირებ ლევან ბატნო?
არა რას ამბობ მაგრა მოვირგე.
xishnika
ციტატა(mengreli @ 28th February 2013 - 22:38)
100+ მეტრი
გამოიდარებს , გადავიღებ სროლას და დავდებ
პოსტის ავტორი: Bonehill Feb 28 2013, 22:31
ბევრი საინტერესო და ობიექტური აზრი დაფიქსირდა. მე საერთოდ არ მაინტერესებს ღარლულიანი იარაღი,' განათლებაც' მიზერული მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ორ სიტყვას მეც ჩავაკვეხებ
22 LR -ს აქვს უმცირესი შემაჩერებელი ეფექტი. სანადირო მიზნებისთვის, ნაკლებად ეფექტურად მიმაჩნია. (რუსეთში ყოფილა პრეცენდენტი ლოსის მოპოვების. დიდი ხარის) ჩვენთან ამ კალიბრის დანიშნულება ნადირობის თვალსაზრისით მინიმალურია, ალბათ ისევ კულტურის ნაკლებობის გამო.
ოპტიკას რაც შეეხება, ყველაზე ნაკლებად ვერკვევი ამ საქმეში, მაგრამ თავს უფლებას მივცემ ჩემი აზრი დავპოსტო და გავიმეორო დაუწერელი კანონი; თან მიყვარს ამის თქმა ოპტიკა ნებისმიერ ცეცხლსასროლ ღარლულიანზე უნდა დაყენდეს თვითონ შაშხანის ფასი. (ან ძალიან უმნიშვნელო განსხვავებით)
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 22:35
Bonehill
ციტატა(niko @ 28th February 2013 - 23:31)
ოპტიკა ნებისმიერ ცეცხლსასროლ ღარლულიანზე უნდა ფასობდეს თვითონ შაშხანის ფასი. (ან ძალიან უმნიშვნელო განსხვავებით)
+10000
...მაგრამ ფარა სადაა მაგის
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 22:37
ციტატა
22 LR -ს აქვს უმცირესი შემაჩერებელი ეფექტი.
დაიცათ კაცო, 150 და + კიდევ ცოტა მანძილზე ტურას ვერ დავაგდებ?
პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 28 2013, 22:39
ციტატა(khmaltevza @ 28th February 2013 - 23:37)
ტურას ვერ დავაგდებ?
დააგდებს დააგდებს თავში თუ დღლიზე. თუარადა მერე მოკვდება. ტყვიასაც გააჩნია
პოსტის ავტორი: Fishman Feb 28 2013, 22:41
ციტატა(LeoTaso @ Feb 28 2013, 23:39)
დააგდებს დააგდებს თავში თუ დღლიზე. თუარადა მერე მოკვდება. ტყვიასაც გააჩნია
და მხარში თუ ვდღლიზე? არ აქვს იმისი ძალა რომ ძვლები ჩაუმტვრიოს?
პოსტის ავტორი: Che Guevara Mar 1 2013, 08:30
Fishman
ციტატა(khmaltevza @ 28th February 2013 - 23:41)
და მხარში თუ ვდღლიზე?
არა, ახლა მხარსაც ხომ გააჩნია
ციტატა(LeoTaso @ 28th February 2013 - 23:39)
თუარადა მერე მოკვდება
LeoTaso მერე, ყველა სიკვდილის შვილები არიან
პოსტის ავტორი: Che Guevara Mar 1 2013, 08:55
NORINCO JW-27
მეგობრებო, ამ მოდელზე რას მეტყვით. თურქულია, იტალიურია თუ სადაურია.
პოსტის ავტორი: xishnika Mar 1 2013, 11:53
ციტატა(Che Guevara @ Mar 1 2013, 09:55)
NORINCO JW-27
მეგობრებო, ამ მოდელზე რას მეტყვით. თურქულია, იტალიურია თუ სადაურია.
ბაზარი არაა დარიან და წყნარ ამინდში მაგარ შედეგს მიაღწევ მაგრამ სანადიროდ კარგი ამინდით ხომ ვერ ივლი??
პოსტის ავტორი: იეტი Mar 1 2013, 12:32
ციტატა(Bonehill @ Feb 28 2013, 23:31)
ოპტიკა ნებისმიერ ცეცხლსასროლ ღარლულიანზე უნდა დაყენდეს თვითონ შაშხანის ფასი. (ან ძალიან უმნიშვნელო განსხვავებით)
ეგ არ ეხება 22 ლრ-ს ანუ მაგის აუცილებლობა არ არის 50-60 დოლარიანი ოპტიკაც მშვენივრად მუშობს.
პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 1 2013, 13:02
იეტი +1
პოსტის ავტორი: Che Guevara Mar 1 2013, 13:23
ციტატა(mengreli @ 1st March 2013 - 12:53)
აგერ მეგობარო ამ კაცს უწერია ყველაფერი
NORINCO JW-27
xishnika მადლობა გაიხარე
პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 4 2013, 19:31
პოსტის ავტორი: Bonehill Mar 4 2013, 20:19
იეტი
ციტატა(niko @ 28th February 2013 - 23:31)
მე საერთოდ არ მაინტერესებს ღარლულიანი იარაღი,' განათლებაც' მიზერული მაქვს ამ სფეროში
პოსტის ავტორი: Fishman Mar 4 2013, 21:45
ვისაც უშუალოდ შეხება გქონიათ თქვენი აზრი მაინტერესებს...
მაინტერესებს ამ კალიბრზე ნახევრადავტომატურს და ბოლთ-ექშენს შორის სიმძლავრესა და სიზუსტეში დიდი განსხვავება იქნება?
პოსტის ავტორი: Bonehill Mar 4 2013, 22:52
Fishman შენ რეებზე ფიქრობ ? დაივიწყე და სეტერს მიხედე სეტეერს
პოსტის ავტორი: Fishman Mar 4 2013, 22:53
Bonehill
ებიჯო რა გაუხურე ამ სეტერს საქმე? მიხედილია სეტერი. ამითი არც ყურადღება მოაკლდება და არც ამაგი!
პოსტის ავტორი: იეტი Mar 5 2013, 08:32
ციტატა(Fishman @ Mar 4 2013, 22:45)
ვისაც უშუალოდ შეხება გქონიათ თქვენი აზრი მაინტერესებს...
მაინტერესებს ამ კალიბრზე ნახევრადავტომატურს და ბოლთ-ექშენს შორის სიმძლავრესა და სიზუსტეში დიდი განსხვავება იქნება?
არა
პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 5 2013, 08:41
ციტატა(Fishman @ Mar 4 2013, 22:45)
ვისაც უშუალოდ შეხება გქონიათ თქვენი აზრი მაინტერესებს...
მაინტერესებს ამ კალიბრზე ნახევრადავტომატურს და ბოლთ-ექშენს შორის სიმძლავრესა და სიზუსტეში დიდი განსხვავება იქნება?
დიდი არა, მაგრამ განსხვავება არის სიზუსტეშიც და სიმძლავრეშიც (+ლულასაც გააჩნია) იდეაში ყოველთვის უფრო ზუსტია ცალ ვაზნიანი ვიდრე ნახევრად ავტომატი. (მოდელსაც გააჩნია) კაროჩე შენი კითხვა ძალიან ბევრ სხვა კითვას იწვევს თუ ერთნაერი კლასის იარაღებზეა საუბარი მაშინ ბოლტი ნებისმიერ დროს უკეთეს შედეგს გააკეთებს სიზუსტეში (მაგრამ ოდნავ)
სალამი მონადირეებს. მინდა შევიძინო 22ლრ. ვნახე ქარავანის საიტზე და 700-800 ლარის ფარგლებშია რემინგტონი და მარლინი. ვის აქვს და რამდენად კმაყოფილია. თუ ისევ ტოზი ვიყიდო? ნუ დაიზარებთ. მომწერეთ ახალი დარეგისტრირებული ვარ და დამეხმარეთ
პოსტის ავტორი: Che Mar 6 2013, 12:59
axalbeda09
ციტატა(teimurazi09 @ 5th March 2013 - 17:43)
ვნახე ქარავანის საიტზე და 700-800 ლარის ფარგლებშია რემინგტონი და მარლინი.
ქარავანში ეს MARLIN 60 sn ნახე? საიტზე აბოიმი არ უჩანს და 14 ვაზნა სად ულაგდება ნეტავი. ეგ ისე არ უნდა იყოს ცუდი იარაღი. 700 ლარი ფასიც მგონი კარგი აქვს. ოღონდ ეგ არ ვიცი როგორი ფირმაა. იმედია უფრო მცოდნე გაგვცემს პასუხს.
რემინგტონს რაც შეეხება ბინოკლიანები 1000 ლარი ღირს და მასეთი თუ ნახე 800 არამგონია ურიგო იყოს. თან სავაზნეთია და ამერიკულია ბოლო ბოლო.
პოსტის ავტორი: Fishman Mar 6 2013, 20:59
Che
ციტატა
ქარავანში ეს MARLIN 60 sn ნახე? საიტზე აბოიმი არ უჩანს და 14 ვაზნა სად ულაგდება ნეტავი.
მაგათ ისე ულაგდება ვაზნები, როგორც გლუვლულიან პოლუავტომატებს.
რემინგტონს რაც შეეხება მაგრად მომეწონა! ვიზუალურადაც და ხელშიც რომ დავიჭირე მეამა მაგრამ ვიდეოები ვნახე სადაც ხშირად ჭედავს ვაზნებს რა. არ ვიცი უხარისხო მჭიდის ბრალია, ვაზნების, თვითონ იარაღის თუ უბრალოდ ანტირეკლამაა...
ოპტიკური სამიზნე კიდევ არ მეჩქარება. თავიდან უმაგისოდაც კარგად ვიხმარ. თან იარაღი 750 ლარი ღირს. არაა მგონი ძვირი
პოსტის ავტორი: Che Mar 6 2013, 21:53
Fishman და ეს მერლინი რატომ არ მოგეწონა? ვიდეოებს რომ ვუყურებ ახლა არ უნდა იყოს ცუდი
პოსტის ავტორი: Fishman Mar 6 2013, 22:03
Che
მე უფრო მჭიდიანს ვანიჭებ უპირატესობას და მერლინის მჭიდიანი ვიზუალურად რაღაც არ მომწონს. ძალიან უშნოდ აქვს ჩამოშვერილი. და რემინგტონს კიდევ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე აქვს მილაგებულიო...
პოსტის ავტორი: Che Mar 6 2013, 22:06
ციტატა(khmaltevza @ 6th March 2013 - 23:03)
მე უფრო მჭიდიანს ვანიჭებ უპირატესობას და მერლინის მჭიდიანი ვიზუალურად რაღაც არ მომწონს. ძალიან უშნოდ აქვს ჩამოშვერილი. და რემინგტონს კიდევ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე აქვს მილაგებულიო...
Fishman მაგ ამბავში კი გეთანხმები, ვიზუალურად რემნგტონს კარგად აქვს, ლამაზია ბევრად.
პოსტის ავტორი: Davitus Mar 7 2013, 01:14
მე .22 უფრო ვარმინტ ლულით მომწონს, რამდენად პრაკტიკულია ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მე მომწონს
პოსტის ავტორი: იეტი Mar 7 2013, 08:34
ციტატა(Davitus @ Mar 7 2013, 02:14)
მე .22 უფრო ვარმინტ ლულით მომწონს, რამდენად პრაკტიკულია ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მე მომწონს
მისაღებად პრაქტიკულია, მშვენივრად ვხმარომ მე-3 წელია. მარლინის 980 V მოდელია 16 მიკროხრახნი აქვს, სუზუსტეს ვერ დაუწუნებ, რაც შეიძლება მიიღო მაგ ვაზნიდან ბოლომდე ღებულობ.
პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 7 2013, 08:42
იეტი
ციტატა(იეტი @ 7th March 2013 - 09:34)
რაც შეიძლება მიიღო მაგ ვაზნიდან ბოლომდე ღებულობ.
რომელ ვაზნიდან?
პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 7 2013, 09:07
LeoTaso 22 LR იდან
პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 7 2013, 09:14
ჭალიმგელა
ეგ კი , მაგრამ ვაზნა მაინტერესებს
ციტატა(იეტი @ 7th March 2013 - 09:34)
რაც შეიძლება მიიღო მაგ ვაზნიდან ბოლომდე ღებულობ.
მე eley club-ს ვისვრი და ნორმალურია
პოსტის ავტორი: იეტი Mar 8 2013, 12:31
ციტატა(LeoTaso @ Mar 7 2013, 10:14)
ჭალიმგელა
ეგ კი , მაგრამ ვაზნა მაინტერესებს
მე eley club-ს ვისვრი და ნორმალურია
ვინჩესტერი ტ 22 ყველაზე სტაბილურია რაც მე მისვრია მაგათსაც არაუშავს.
პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 8 2013, 12:43
იეტი
ციტატა(იეტი @ 8th March 2013 - 13:31)
ვინჩესტერი ტ 22 ყველაზე სტაბილურია რაც მე მისვრია
მადლობა . ვსინჯავ.
ფასი და მაღაზიაც ხომ არ გახსოვს?
პოსტის ავტორი: იეტი Mar 8 2013, 12:48
ციტატა(LeoTaso @ Mar 8 2013, 13:43)
იეტი
მადლობა . ვსინჯავ.
ფასი და მაღაზიაც ხომ არ გახსოვს?
22,5 ლარს ვაძლევდი კოლოფში, მაგნუმში ვყიდულობდი თამარ მეფეზე, მერე აღარ შემხვედრია
პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2013, 16:22
ეძღვნება მათ ვისაც მიაჩნია რომ ამ კალიბრით ამ მანძილზე (100 M ), ამ ზომის ფრინველზე ნადირობა შეუძლებელია
ვისროდი მაგიდიდან მოუხერხებელი საყრდენით .
ამაზე კარგათაც მისვრია და ცუდათაც.
http://www.radikal.ru
match-ი პირველად ვისროლე, შედარებით ძლიერი აღმოჩნდა და შესაბამისად მაღლაც დაჯდა
http://www.radikal.ru
ეხლა რაც შეეხება "ჭრას"
http://www.radikal.ru
ესეც 100 მეტრიდანაა ნასროლი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დასკვნები თქვენთვის მომინდია
პოსტის ავტორი: megreli Mar 11 2013, 16:26
პოსტის ავტორი: Che Mar 12 2013, 14:10
ციტატა(dato1992 @ 11th March 2013 - 17:26)
დასკვნები თქვენთვის მომინდია
megreli მშვენიერი ნახ**ეტებია
რა იარაღით ხდებოდა სროლა ტოზით? ნადირობით გადგება ხოლმე ეს იარაღი?
პოსტის ავტორი: megreli Mar 12 2013, 15:02
Che მე არ ვისროდი,არც მქონია არასდროს ასეთი იარაღი
ვიდეოზე ტოზ-8 წერია
ციტატა(CHE @ 12th March 2013 - 15:10)
ნადირობით გადგება ხოლმე ეს იარაღი?
LeoTaso -ს კითხე
პოსტის ავტორი: ლეკი Mar 12 2013, 19:52
LeoTaso
მშვენიერი შედეგებია.. მიაყენე ის ოპტიკა ლევან?
პოსტის ავტორი: Che Mar 12 2013, 21:35
ციტატა(dato1992 @ 12th March 2013 - 16:02)
LeoTaso -ს კითხე
ოკ, ადრესატი შემეშალა
პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 12 2013, 22:14
ლეკი
ციტატა(leki_gio @ 12th March 2013 - 20:52)
მიაყენე ის ოპტიკა ლევან?
კიი გიო . შენ რა ქენი გაასწორე შენსაზე?
თუ გინდა ერთი კვირა დღე ავიდეთ ჩემთან 100-130 მეტრიანი წყნარი ადგილი გამოინახება და დავცხოთ.
ციტატა(leki_gio @ 12th March 2013 - 20:52)
მშვენიერი შედეგებია
დიდი არაფერი, მაგრამ ჩემი ოპტიკით უკეთესი ცოტა რთულია. თან სადგამი და მსგავსი პრიბამბასები არ მაქვს.
პრინციპში მე კმაყოფილი ვარ
პოსტის ავტორი: ლეკი Mar 12 2013, 22:38
ციტატა(LeoTaso @ Mar 12 2013, 23:14)
ლეკი
კიი გიო . შენ რა ქენი გაასწორე შენსაზე?
თუ გინდა ერთი კვირა დღე ავიდეთ ჩემთან 100-130 მეტრიანი წყნარი ადგილი გამოინახება და დავცხოთ.
არა მოხსნილი მიდევს ოპტიკა.. მშვენიერი აზრია, რო გეცლება შემეხმიანე
პოსტის ავტორი: Fishman Mar 12 2013, 22:42
ლეკი
მეც წამიყვანე! მომავალი .22ლრ-ის პატრონი ვარ და ცოტა აზრზე მოვალ...
პოსტის ავტორი: ლეკი Mar 12 2013, 22:48
ციტატა(Fishman @ Mar 12 2013, 23:42)
ლეკი
მეც წამიყვანე! მომავალი .22ლრ-ის პატრონი ვარ და ცოტა აზრზე მოვალ...
ოკ..
პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 12 2013, 22:49
ლეკი
ციტატა(leki_gio @ 12th March 2013 - 23:38)
მშვენიერი აზრია, რო გეცლება შემეხმიანე
კაი
ციტატა(khmaltevza @ 12th March 2013 - 23:42)
მეც წამიყვანე! მომავალი .22ლრ-ის პატრონი ვარ და ცოტა აზრზე მოვალ...
შენ ტყვიები იყიდე და უწკაპუნე სანამ არ დაიგლები
პოსტის ავტორი: Fishman Mar 12 2013, 22:51
ციტატა(LeoTaso @ Mar 12 2013, 23:49)
შენ ტყვიები იყიდე და უწკაპუნე სანამ არ დაიგლები
მაი არაა პრობლემა
პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 21 2013, 20:26
პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 28 2013, 20:26
პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 28 2013, 22:44
პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 29 2013, 15:30
პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 15 2013, 18:49
პოსტის ავტორი: mardi Apr 15 2013, 19:12
ბიჭებო მე მაქვს იჯ56 3 "ბელკა" და მინდა გითხრათ საკმაოდ ძლიერი იარაღია. სხვათაშOრის ღორებზე ვნადირობ ხოლმე ჩემთან სოფელში შობას და ყველას უხმოდ ვაყუჩებხოლმე. ასე რომ ხშირად მიწევს ამ პერიოდში მწვადაობა!
პოსტის ავტორი: game 91 Apr 15 2013, 22:52
ბოლოხანებში მეც დავინტერესედი 22LR-ით. მომავლისთვის 308-კალიბრის რაიმე შორსმსროლელ საშხანას ვუმიზნებ და მინდა 22-მა ამისთვის ცოტა წამამზადოს, მოკლედ თვიტდამტენებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, მარლინ 795-მა და რემინგტონ 597-მა. რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიზუსტით საიმედო მექანიზმით(გადატენვა) და ბოლოს რაზეც გარკვეულ წილათ მეც მაქვს რაღაც პასუხი, რამდენად განსხვავდებიან ხარისხით.
პოსტის ავტორი: game 91 May 15 2013, 18:39
იმ კვირისთვის გადავწუვიტე ყიდვა და ვერ ავარჩიე ბოლოსდაბოლოს რომელი ვიყიდო, მარლინი თუ რემინგტონი
პოსტის ავტორი: Fishman May 15 2013, 19:38
game 91
ობიექტურად ვერაფერს გირჩევ, მაგრამ მე მაგალითად რემინგტონს ვუმიზნებ
პოსტის ავტორი: game 91 May 15 2013, 20:11
გარეგნულად მეც რემინგტონი მომწონს, მართალია მარლინთან შედარებით ცოტა მძიმე და სქელია, მაგრამ ხელში უფრო კარგად ზის ასევე როგორც ერთი შეხედვით შევამჩნიე ღია სამიზნე რემ-ს უფრო კარგი აქვს, ოპტიკის დაყენებას ვაპირებ მაგრამ მაქს. 2 თვე არ იქნება ამიტომ ღია სამიზნიტ მომიწევს ხოლმე სროლა. ოპტიკასთან ერთად კოლომატორიც მინდდა მაგრამ, თუ გავიტვალისწინებთ უკუცემას ღია სამიზნეც იდეალური იქნება ახლოში სწრაფი სროლისატვის მოძრავ ობიექტზე. მარლინზე იმიტომ ვფიქრობ რომ ხმები დადის რომ უკეთესი ლულა აქვსო.
პოსტის ავტორი: Fishman May 15 2013, 20:30
game 91
22 ლრ-ზე კოლიმატორი? ზედმეტი ფულის ხარჯვაა, ჩემი აზრით
პოსტის ავტორი: game 91 May 15 2013, 20:45
გასართობად (არასანადიროდ) ნახევარავტომატზე კაი იქნებოდა, მაგრამ ხელში დაჭერის შემდეგ გადავიფიქრე საკმაოდ მოსახერხებელი რია სამიზნე აქვს.
პოსტის ავტორი: PREDATOR Jun 23 2013, 16:45
ასეთ თოფები შემოაქვს მაგნუმს20 კალიბრი და 22 LR
პოსტის ავტორი: game 91 Jun 23 2013, 17:48
ეე არ დამიმტიკიცა რესპუბლიკამ განვადება, ცოტა ხანი გადაიწია ჩემი მარლინის ამბავმა.
პოსტის ავტორი: smekosmeko Jun 28 2013, 13:40
savage-ს ძალიან კარგი მოდელები აქვს, დახვეწილი დიზაინი, ძალიან ლამაზი. შედეგით არანაერად არ ჩამოუვარდება რემინგტონს ან მარლინს. მაგ: ეგ მოდელი SAV MKII-BV 22LR, მისვრია და ძალიან კარგია, ცოტა მეტი ღირს იმათთან შედარებით და ბოლტი სისტემაა ოღონდ.
პოსტის ავტორი: assassin29 Jan 13 2014, 15:53
ბიჭებო შემთხვევიტ ხომ არ იცით ეს ლამაზუკა კიდე იყიდება ქარავანში? ჩემთვის ყველაფერი მისაღები აქ ამ მოდელს. იმედია სროლის სასწავლად გამოდგება http://postimage.org/ http://postimage.org/app.php
პოსტის ავტორი: ჯოლა Oct 4 2016, 08:05
assassin29 რა ქენი? ხო არ გიყიდია? მეც ვაპირებ და ვერ გადავწყვიტე რა ვიყიდო, 22LR თუ 22WMR , მერლინი თუ სევიჯი , საკითხავი აი ეს არის
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 4 2016, 11:57
ჯოლა არა მიყიდია საბედნიეროდ. ტოზ-8მ მაჩუქა ბიძამ და იმით ვერთობი მე 22 ლრ-ს ავიღებდი ბაესტიკაში რამე საგრძნობი სხვაობა არარის მაგრამ ფასში უკვე საგრძნობია მერლინის ბოლტები აქვს ერთი ოსრს სანაცნობოში და მოსწონთ ძალიან სევიჯზე ვერაფერს გეტყვი თუ ნახევრად ავტომატი გინდა რუგერ10/22 მირჩევნია ყველას, ჩემი აზრით და კიდე ბევრი სხვისი, თავის კლასში საუკეთესოა
ისე მე საშუალება რომ მქონდეს დიდი კალიბრების 22-ს საერთოდ არ გავიჩერებდი. არანაირი ექსტრიმი არააქ ამის სროლას, ვერც სანადიროდ გამოიყენებ გემოზე(თუ მანძილმზომი არგაქ ხო საერთოდ დაგტანჯავს)
დღევანდელი 105 მეტრი ძალიან ოდნავი თითქმის შეუმჩნეველი ქარი ვაზნა ფედერალის Federal .22LR HP 36 Grain იაფიანი ვაზნაა ვინჩესტერებზე მქონდა გასწორებული და 4 სანტიმეტრით მაღლა დაჯდა პირველი ჯგუფი https://postimg.cc/image/jn5w4kxhx/https://postimage.org/
პოსტის ავტორი: ჯოლა Oct 7 2016, 20:52
assassin29 ეგ ავიღე კი marlin - XT-22 vr-varmint , შენ ოპტიკა რა გიყენია? მე ბაუერის 3-9x44 დავაყენე და თითქოს ნორმალურია. სოშკა მინდა დავაყენო, სადღაც მქონდა და ვერ ვიპოვე :(
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 7 2016, 23:41
ციტატა(jola @ 7th October 2016 - 21:52)
ეგ ავიღე კი marlin - XT-22 vr-varmint , შენ ოპტიკა რა გიყენია? მე ბაუერის 3-9x44
კარგი აჩევანია გაერთობი დიდ კალიბრს რა ჯობია მარა დიდ კალიბრს დიდი ჯიბე უნდა :(
ჩემი ბუშნელ ბანერ 3-9X40 ზეა საშინლად სქელი ბადეაქ 100 მეტზე ბადის ჯვარი სამიზნეს მთლიანად ფარავს და თითქმის ბრმად ვესვრი ხოლმე ისე 308 ის უკუცემას უძლებდა მარა შესაცვლელია რა 3-9x44 ბაუერი აქ იყიდე? იმიომ მაინტერესებს რომ ეგეთი მოდელი ქარავანს არუდევს საიტზე
პოსტის ავტორი: ჯოლა Oct 8 2016, 02:05
ციტატა(levani mgebrishvili @ 8th October 2016 - 00:41)
3-9x44 ბაუერი აქ იყიდე?
კი აქ ვიყიდე , შეიძლება ბოლო იყო . 3-9X40 -ც აქვთ მაგრამ წერტილიანი, დანაყოფების გარეშე
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 8 2016, 10:06
ციტატა(jola @ 8th October 2016 - 03:05)
კი აქ ვიყიდე , შეიძლება ბოლო იყო . 3-9X40 -ც აქვთ მაგრამ წერტილიანი, დანაყოფების გარეშე
გასაგებია მაგრამ ჯობდა გამოგეწერა ამაზონზე მაგ ფასში უკეთეს იშოვნიდი მეტი ზუმით და მაღალი დოლურებით
პოსტის ავტორი: Davitus Oct 8 2016, 15:47
ციტატა(levani mgebrishvili @ 4th October 2016 - 19:03)
მერლინ იქსტე 22 ხო?
ციტატა(levani mgebrishvili @ 4th October 2016 - 12:57)
მერლინის ბოლტები
მერლინი არა მენსონი და მონრო კიდე
"მარლინია" სწორი ფრონანსი ))
ისე მეც მარლინ იქსთი მოდელი მაქვს, ოღონდ უაბოიმო, "ვან შოთ ვან ქილის პონტში" ))) ამის მუღამი უფრო ისაა რომ, ძალიან პაწუკაა და მოხერხებულია მანქანაში საგდებად და სატარებლად. ოპტიკიანად გააძრო ვიღაცამ მაიმარკეტზე, 450 ლარად და ცდუნებას ვერ გავუძელი )))
ისვრის დამაკმაყოფილებლად. ყველაზე მაგრა მაინც მის მინიატურულობაზე ვკაიფობ )))
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 8 2016, 16:50
ციტატა(Davitus @ 8th October 2016 - 16:47)
"მარლინია" სწორი ფრონანსი ))
არადა მერლინი არ ჯობია მაგარ ნაშას ერქვა მაგარ მომღერალს და მაგარ ჯადოქარს მარლინი კიდე რაღაცა უჯიშო თევზია
ციტატა(Davitus @ 8th October 2016 - 16:47)
ისვრის დამაკმაყოფილებლად. ყველაზე მაგრა მაინც მის მინიატურულობაზე ვკაიფობ )))
22 უნდა იყოს კომპაქტური და მოსახერხებელი აბა ტოზ8 ბენჩრესტის შაშხანას გავს იმხელაა
პოსტის ავტორი: ჯოლა Oct 9 2016, 11:54
ციტატა(levani mgebrishvili @ 8th October 2016 - 11:06)
მაღალი დოლურებით
44 ზე დიდი არ ჩაეტეოდა მაინც , სტანდარტული რინგით რელსზე ესეც ზუსტად ეტევა. დამცავი არ უკეთდება ისე ახლოსაა ლულასთან
პოსტის ავტორი: minchanin Oct 9 2016, 13:01
ბატონო ასსასინ29
ციტატა(levani mgebrishvili @ 4th October 2016 - 12:57)
მე 22 ლრ-ს ავიღებდი ბაესტიკაში რამე საგრძნობი სხვაობა არარის
როგორც მივხვდი 22 ვმრ -ს გულისხმობდით 22 ლრ -თან შედარების დროს. მიუხედავად თქვენი იარაღთმცოდნეობიასა (მე ნამდვილად ვამბობ ამას, და ეს არ არის რაიმე ქილიკი) მე ვერ დაგეთანხმებით მაგაში. თქვენ ხომ გაქვთ ტოზ-8. მოიტანეთ, გადავაკეთებ მას 22 ვმრ კალიბრში. და მერე შეადარეთ მათი ბალისტიკა.
პოსტის ავტორი: Davitus Oct 9 2016, 20:50
22 LR-სა და 22 WMR-ს შორის, საკმაოდ დიდი სხვაობაა ბალისტიკაში, ჯოულებზე რომ არაფერი ვთქვა
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 9 2016, 21:25
ციტატა(minchanin @ 9th October 2016 - 14:01)
მიუხედავად თქვენი იარაღთმცოდნეობიასა
დიდი არაფერი მცოდნე არ ვარ იარაღებში დონეზე ვარ იარაღებზე ორივეს ძალიან მოხრილი ტრააექტორია აქვს ორივეს ერხევა ქარზე ფასში კიდე დიდია გასხვავება ჩემი აზრით მაგნუმი არაპრაქტიკულია თუ 22 ლრ-ზე ძლიერი გვინდა რატო 22 მაგნუმი და არა 223 რემინგტონი?
პოსტის ავტორი: koba1973 Oct 10 2016, 13:38
ციტატა(levani mgebrishvili @ 9th October 2016 - 23:25)
თუ 22 ლრ-ზე ძლიერი გვინდა რატო 22 მაგნუმი და არა 223 რემინგტონი?
რემინგტონის ფასი 3.5 ლარია და .22WMR 0.9 ლარი როგორც მახსოვს. რა თქმა უნდა ბალისრიკური მახასიათებლებით 223 ჯობია, მაგრამ ....
პოსტის ავტორი: Davitus Oct 10 2016, 19:08
koba1973
ეგ მაღაზიების გაბერილი ფასებია, "შავ ბაზარზე" 0.60-1.50 მერყეობს 223 ის ფასები.
მაგას რომ თავიდავანებოთ, 223 კალიბრის იარაღი, საკმაოდ ძვირი ღირს, როცა 22 ვინჩესტერის კალიბრი, ლამის ნახევარი ფასია ყოველთვის.
მხოლოდ ფასს რომ თავი დავანებოთ, წვრილ-წვრილი უპირატესობები, აქვს 22 LR-ს.
პოსტის ავტორი: koba1973 Oct 10 2016, 20:03
ციტატა(Davitus @ 10th October 2016 - 21:08)
მხოლოდ ფასს რომ თავი დავანებოთ, წვრილ-წვრილი უპირატესობები, აქვს 22 LR-ს.
ორიოდე დღის წინ ვესაუბრე ერთ მონადირეს რომელსაც აქვს საშუალება თავს უარი არ უთხრას ნებისმიერ იარაღზე და აღნიშნა რომ ჩეზეს ნახევრადავტომატი 0.22WMR ურჩევნია პრაქტიკული ხმარებისთვის სხვა იარაღს. თუმცა მის კუთვნილებაში საკმაოდ დიდი არსენალია.
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 10 2016, 20:18
ციტატა(koba1973 @ 10th October 2016 - 21:03)
ორიოდე დღის წინ ვესაუბრე ერთ მონადირეს რომელსაც აქვს საშუალება თავს უარი არ უთხრას ნებისმიერ იარაღზე და აღნიშნა რომ ჩეზეს ნახევრადავტომატი 0.22WMR ურჩევნია პრაქტიკული ხმარებისთვის სხვა იარაღს. თუმცა მის კუთვნილებაში საკმაოდ დიდი არსენალია.
ძალიან არარეალური რამე უთქვამს იმ მონადირეს 22 ვმრ არანაირად არ ჯდება პრაქტიკულობის არცერთ კრიტერიუმში ვაზნა იაფი არაა, მოხრილი ტრაექტორია და ქარზე სად მიფრნავს კაცმა არიცის
სანადიროთ ხო საერთოდ მაზოხიზმია მაგის ხმარება. 22 ის ენერგია შეიძლება ტურას ეყოს 200 მეტრ მანძილზე მაგრამ. თუ ტახი დგას 400 მეტრზე? შეიძლება გააჩერო 22 მაგნუმის 1 სროლით ტახი მხოლოდ თუ ის პატარაა და დგას 50 მეტრში თუ კაცს აქვს საშუალება იყიდოს 270 308 30-06 ან 300 რა უბედურებაა 22 მაგნუმი?
ჯოლა მშვიდობაში კარგი რამე არის მაგრამ, დეხები რომ პირდაპირ სარემნეზე დააყენე შემობრუნებული უფრო ლამაზი არ იქნება? ძალიან უცნაურად გამოიყურება თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ
პოსტის ავტორი: Davitus Oct 10 2016, 20:41
ჯოლა
ზეგზია, რა ჯგუფებს აკეთებს, გატესტე?
ის ბიპოდი მართლა, ახალი ფასონია რამე? )))
პოსტის ავტორი: ჯოლა Oct 10 2016, 20:41
assassin29 ადვილად ეხსნება, ესე იმიტომ დავაყენე, რომ შემობრუნებული კაბურაში არ იდებოდა. ერთი ხრახნი აქ გვერდიდან რომელიც ხელით ეშვება და ეჭირება. რემნის დაყენებას არ ვაპირებ.
პოსტის ავტორი: koba1973 Oct 10 2016, 20:44
ციტატა(levani mgebrishvili @ 10th October 2016 - 22:18)
ძალიან არარეალური რამე უთქვამს იმ მონადირეს 22 ვმრ არანაირად არ ჯდება პრაქტიკულობის არცერთ კრიტერიუმში ვაზნა იაფი არაა, მოხრილი ტრაექტორია და ქარზე სად მიფრნავს კაცმა არიცის
სანადიროთ ხო საერთოდ მაზოხიზმია მაგის ხმარება. 22 ის ენერგია შეიძლება ტურას ეყოს 200 მეტრ მანძილზე მაგრამ. თუ ტახი დგას 400 მეტრზე? შეიძლება გააჩერო 22 მაგნუმის 1 სროლით ტახი მხოლოდ თუ ის პატარაა და დგას 50 მეტრში თუ კაცს აქვს საშუალება იყიდოს 270 308 30-06 ან 300 რა უბედურებაა 22 მაგნუმი?
არ ვიცი. აქვს .22ლრ, საიგა 7,62, 308 ეს რაც მე მინახავს და რატომ ურჩევნია არ ვიცი. მეეჭვება ტახზე 400 მეტრზე ინადიროს სადმე. სხვა დანარჩენზე კი ალბათ ყოფნის.
არ ვიცი. აქვს .22ლრ, საიგა 7,62, 308 ეს რაც მე მინახავს და რატომ ურჩევნია არ ვიცი. მეეჭვება ტახზე 400 მეტრზე ინადიროს სადმე. სხვა დანარჩენზე კი ალბათ ყოფნის
ნებისმიერ მსცვილ ნადირზე ნაგავია ეგ ვაზნა ნუ ეხლა თუ მარტო ტურას ესვრის კიბატონო მაგრამ რატო უნდა ვესროლო ტურას 22ვმრ როცა გადასარევი კალიბრებია ვარმინტისთვის რომლითაც ბევრად შორს ესცრი რაც ბევრად მეტი ექტრიმია
პოსტის ავტორი: minchanin Oct 11 2016, 14:52
ციტატა(assassin29 @ Oct 11 2016, 00:16)
ნებისმიერ მსცვილ ნადირზე ნაგავია ეგ ვაზნა ნუ ეხლა თუ მარტო ტურას ესვრის კიბატონო მაგრამ რატო უნდა ვესროლო ტურას 22ვმრ როცა გადასარევი კალიბრებია ვარმინტისთვის რომლითაც ბევრად შორს ესცრი რაც ბევრად მეტი ექტრიმია
მსხვილ ნადირზე ნამდვილად მიუღებელია. მაგრამ საჭიროა აგრეთვე განვსაზღვროდ თუ რა შედის მსხვილ ნადირში. თუ "მსხვილად" მიიჩნევა მგელიც, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მგელზე 22 ვმრ ექსპანსიური ვაზნით ინადირებ. და ეს არა მარტო ჩემი მტკიცებულებაა. რუსულ და უკრაინულ ფორუმებზეც მინახავს პოსტები ამის შესახებ. მე კი თვითონ მაქვს ამ ვაზნის (ექსპანსიურის) ტერმინალური ბალისტიკა ჩატარებული. მტერს მოხვდეს ასეთი ტყვია. ის იშლება მცირე ნაწილებად, დაახლოებით 1-3 მილიმეტრამდე, და ქსოვილს დაახლოებით 12-15 სანტიმეტრის დიამეტრის ბურთისებურად ფაქტიურად ანადგურებს. ზოგი მაწილი კი 25 სანტიმეტრამდე აღწევს. და თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი შოკისებური ეფექტი და დიდი სისხლდენა ექნება ნადირს ამ ადგილში? რა თქმა უნდა ეს ეფექტი მაქსიმალურია რბილ ნაწილში მოხვედრისას. ბეჭის ძვალში მოხვედრისას ეფექტი რა თქმა უ ნდა ნაკლები იქნება. მაგრამ, მთლიანობაში ეს ვაზნა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს "ნაგავად". 22 ლრ-თან შედარებით მას დიდი უპირატესობა აქვს. რა თქმა უნდა ის ვერ აჯობებს 223 კალიბრს. მაგრამ ფასებში, როგორც იარაღისა ასევე ვაზნებისა უფრო ხელმისაწვდომია. ასევე ავღნიშნავ, რომ ტოზ -8, მაგნუმ კალიბრში 200 მეტრზე აკეთებს იმას, რასაც იგივე ტოზ-8 100 მეტრზე.
პოსტის ავტორი: koba1973 Oct 11 2016, 15:05
assassin29 ის მონადირე უფრო პრაქტიკოსია ვიდრე თეორეტიკოსი და უფრო ცოტას ამბობს ვიდრე შეუძლია თქვას. ასე რომ რაკი ამბობს ესეიგი მართლა მოსწონს.
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 11 2016, 21:48
ციტატა(minchanin @ 11th October 2016 - 15:52)
ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს "ნაგავად
რათქმაუნდა ნაგავს არავინ დაუძახებს მაგრამ ისევ იმ აზრზე ვარ რომ არარის პრაქტიკული
ციტატა(koba1973 @ 11th October 2016 - 16:05)
ის მონადირე უფრო პრაქტიკოსია ვიდრე თეორეტიკოსი და უფრო ცოტას ამბობს ვიდრე შეუძლია თქვას. ასე რომ რაკი ამბობს ესეიგი მართლა მოსწონს.
მოსწონს იმიტომ რომ მსხვილ ნადირზე არუსვრია ალბათ თორე პირველივე ხეზე შემოამტვრევდა არსად მთაში მონადირე მე არ მინახავს 22 ვმრ-ის ნახევრად ავტომატით (ჩვენ ქვეყანაში არ გამიკვირდება)
აგე ნახეთ შტატებში ყველაზე გაყიდვადი ამუნიცია 22წმრ ათეულში არარის და არც ოცეულში არ იქნება დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ აქ ძალიან ვიწრო ნიშა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არარიან ადამიანები რომელსაც ის მოსწონთ
ამერიკა სხვაა მეგობარო. ამერიკაში ერთი ქართველი სახლიდან 10 კილომეტრში მსხვილ ჩლიქოსნებზე ნადირობს და მეორე იარაღად აკ47 დააქვს რომ იაგუარებმა არ შეჭამონ. აქ რომელ მსხვილ ნადირზე ინადიროს? ერთი ღორია და ეგეც ისეთი ძვირი ღირს ერთხელ თუ ინადირებ მარტო. ამერიკაში ყველაფერი გაცილებით იაფია ვიდრე ჩვენთან. ამიტომ დიდად არ გადარდებს იქაური ხელფასების ფონზე .22-ს ატკაცუნებ თუ .308 ან .50 აგუგუნებ. მეგობრმა .22 ლრ-ის 1000 ცალიანი კოლოფი 5 დოლარად იყიდა იქ. აქ 45 თეთრზე იაფი არ მინახია. ასე რომ აქ ყველაფერ აქვს მნიშვნელობა. ეგ კი არა სროლის ჟინის მოსაკლავად .117 ვიყიდე და იმას ვისვრი ხოლმე რადგან იმის ტყვია 5 თეთრი ჯდება ამის მიუხედავად 2 თვეში სადღაც 150 ლარის ვისროლეთ მე და ჩემმა ბიჭმა. 7.62x39 კი სულ ერთხელ ვისროლე და ისიც სულ რამდენიმე ცალი. ისე მინჩანინის თქმის არ იყოს ვმრ მთლად სახუმარო არ არის თვითონ მისვრია როსიდან 4 მმ-იან რკინის ფურცელზე და გახ**იტა ახლო მანძილიდან. 150-200 მეტრზე ნორმალური უნდა იყოს სახმარად.
ალბათ 100 ცალიანი კოლოფი იქნებოდა 1000 უბრალოდ შეუძლებელია გადაამოწმეთ საიტებზე მინიმუმ 50 დოლარი ღირს 1000 იანი შეკვრა
ციტატა(koba1973 @ 12th October 2016 - 07:43)
ასე რომ აქ ყველაფერ აქვს მნიშვნელობა
ფასსზე ამბობთ ალბათ, 22 ვმრ-ის ფასი 1 დან იწყება და კარგები 1,5 ღირს. 1,25 იდან იწყება 223 რემინგტონი მაღაზიაში და ადის 3 ლარზე შუაში კიდე მილიონი ვარიანტი ჰოლოუ პოინტები, ფმჯ, სოფთ პოინტები და ასე შემდეგ. ასე რომ ღირს იარაღში მეტის გადახდა იმიტომ რომ გექნება ბევრად უნივერსალური და შორსმსროლელი იარაღი და ვაზნები იგივე დაგიჯდება
პოსტის ავტორი: koba1973 Oct 12 2016, 07:46
ციტატა(levani mgebrishvili @ 12th October 2016 - 09:26)
ალბათ 100 ცალიანი კოლოფი იქნებოდა 1000 უბრალოდ შეუძლებელია გადაამოწმეთ საიტებზე მინიმუმ 50 დოლარი ღირს 1000 იანი შეკვრა
არა ნამდვილად 1000 ცალიანი. ერთხელ კი არა რამდენიმეჯერ ჩავეკითხე. არ მახსოვს სად და როგორ იყიდა. სამხედროა და შეიძლება მაგათ რამე მაღაზია აქვთ. ვკითხავდი მაგრამ ავღანეთშია და სანამ არ ჩამოვა ვერ ვეკონტაქტები.
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 12 2016, 07:49
koba1973 ჩამოწერილი ინებოდა ახ ხელზე იყიდდა ან გადასაყრელი სხვანაირად ეგ ფასი გამორიცხულია 1000 ვაზნის თვითღირებულების მეხუთედიც არარის 5 დოლარი
პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 12 2016, 08:55
ადრე მე ვყიდულობდი ხოლმე ხელზე 50 ცალიან კოლოფს 5 ლარად. რამდენსაც მინდოდა იმდენს ვისროდი. ეტყობა დოსააფიდან შემორჩენილი ვაზნები იყო.
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 12 2016, 09:24
უიარაღო ადრე სულ უფასოდ იშოვებოდა 22 - ის ვაზნები ქაღალდში რო იყო გახვეული. ნახევარი არ ვარდებოდა მარა რას დაეძებდი უფასო იყო
პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2016, 19:52
თითქმის დავასრულე ხის ყუთის დამზადება, ჩემი წვრილკალიბრას გადასატანად
საკმაოდ კარგად იკავებს იარაღს, უმოძრაოდ.
ერთადერთი, მჭირდება ჩამკეტები, ბევრი ადგილი მოვჩხრიკე და ვერსად ვერ მივაგენი, მაინცდამაინც გამოწერა არ მინდა, მაგრამ მომიწევს როგორც ვატყპობ
ვინმეს ხომ არ გეგულებათ, სად შეიძლება იყიდებოდეს ასეთი ჩამკეტები
პოსტის ავტორი: minchanin Oct 18 2016, 20:12
ციტატა(Davitus @ Oct 18 2016, 20:52)
თითქმის დავასრულე ხის ყუთის დამზადება, ჩემი წვრილკალიბრას გადასატანად
საკმაოდ კარგად იკავებს იარაღს, უმოძრაოდ.
ერთადერთი, მჭირდება ჩამკეტები, ბევრი ადგილი მოვჩხრიკე და ვერსად ვერ მივაგენი, მაინცდამაინც გამოწერა არ მინდა, მაგრამ მომიწევს როგორც ვატყპობ
ვინმეს ხომ არ გეგულებათ, სად შეიძლება იყიდებოდეს ასეთი ჩამკეტები
ძალიან მომეწონა. მეც დავამზადებ ეგეთს ჩემი ბულპაპ-მაგნუმისთვის.
პოსტის ავტორი: ჯოლა Oct 18 2016, 21:11
ეგეთი ღრუბელი სად იშოვე?
პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 18 2016, 22:18
Davitus მშვენიერია Eგეთი ჩამკეტები ძველ ჩემოდნებზე მინახავს თუ არ ვცდები, თუ ისინი სხვანაირებია?
პოსტის ავტორი: assassin29 Oct 18 2016, 22:41
Davitus ყოჩაღ ლამაზია და სუფთა ნამუშევარი თან ხეზე მაღლიდანაც უამრავი რამის დახატვა შეიძლება ინიციალებით დაწყებული ვარდნი ცხრილით დამთავრებული
პოსტის ავტორი: Davitus Oct 19 2016, 18:25
ჯოლა
ნაღდად არ მახსოვს, რაღაცას მოყვა მგონი, კაი ხნის შემონახული მაქვს, მსგავსი ყუთისთვის.
მაქსიმუსა ჩემოდნებს იშვიათად, მაგრამ აქვს ზოგიერთს. უფრო შკატულკებს და ხელსაზყოების ყუთებს აქვთ, ასევე სამხედრო ცინკებს.
assassin29
შეიძლება მაგრამ, მეზარება, მაგ ყუთს უფრო პრაკტიკული დატვირთვა აქვს, მანქანაში გდების და გარედან შეილახება მალევე, გული რომ არ დამწყდეს, მარტივად გავაკეთე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
პოსტის ავტორი: mamuka1 Jan 2 2017, 12:25
სანადირო თოფზე განვადება რო გავაკეთო ბანკში რა დამჭირდება? რა საბუთს მომთხოვენ
პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 2 2017, 12:41
mamuka1 დაბადების მოწმობა, ატესტატი და მეზობლების დახასიათება.
პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 3 2017, 18:22
ჯოლა ანუ პნევმატურიდან ლრ22 ზე
თუ მანამდე 120 იანი ლულა ოყო ინტერესი
პოსტის ავტორი: koba1973 Aug 24 2017, 12:35
მოგესალმებით. მოკლედ ავადმყოფობის გამწვავების პერიოდი მაქვს და ახალი დილემის წინაშე ვდგავარ. მინდა .22 კალიბრი. .22lr რადგან wmr-ის ფასი ნამდვილად ძვირია და არ ღირს. კრიტერიუმები რაც მეტნაკლებად მნიშვნელოვანია: სიზუსტე, კომპაქტურობა და ხარისხი. დანიშნულება სპორტული სროლა და ზოგჯერ ნადირობაც. უკეთესი იქ ნება თუ ნახევრადავტომატი იქნება. პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებას და არჩევნის თავიდან აცილებას არ ვაპირებ, უბრალოდ ამ იარაღში ყველაზე ნაკლებად ვერკვევი და კარგი იქნება თუ რჩევებით დამეხმარებით.
პოსტის ავტორი: koba1973 Sep 5 2017, 11:14
მაღაზია აპაჩიმ შემოიტანა რუგერ 10/22. ინტერნეტში საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. თუმცა ფასი ამ კალიბრის თვის ძვირია. რეალობაში როგორია თუ გაქვთ ვინმეს?
პოსტის ავტორი: koba1973 Sep 5 2017, 13:32
პლასმასის კონდახით 1200 ღირს ხის კონდახით 1300 ლარი.
პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 23 2017, 18:22
remington 597 hb ახლა არვიცი თუ არის აქ გასაყიდად დარჩენილი
პოსტის ავტორი: koba1973 Sep 23 2017, 18:36
http://www.caravani.ge/ge/shotguns/item/407
ქარავანი ამბობს საწყობში გვაქვსო.
პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 23 2017, 20:51
დავესწარი ამ იარაღის დატესტვას სიზუსტეში სროლისას. ვერ მოვიხიბლე(( არადა ხელში არის ძალიან სასიამოვნო, კოხტა. 50 მეტრზე 4-5 სმ ჯგუფს აკეთებდა ((( ტოზ 8-მ ჯგუფი იყო 3 სმ სტაბილურად 50მეტრზე. არც ველოდი ნახევრად ავტომატისაგან მეტს. მესამე იყო savage arms-ის ზუსტი მოდელი არმახსოვს, ბოლტიანი იყო და 50მეტრზე მასაც 3 სმ ქონდა სტაბილურად.
პოსტის ავტორი: koba1973 Sep 24 2017, 06:41
smekosmeko მასეც უნდა ყოფილიყო. ნახევრადავტომატი ბოლტს სიზუსტით ჩამორჩება, თუმცა სწრაფსროლით აკომპენსირებს მაგ ნაკლს ნადირობისას. ქაღალდზე სასროლად ბოლტი ჯობია მაქსიმალურად გრძელი და სქელი ლულით. თქვენ არჩევდით ადრე .22 თქვენთვის და თუ შეიძინეთ და რა მოდელი?
პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 24 2017, 12:29
ციტატა(koba1973 @ Sep 24 2017, 07:41)
smekosmeko მასეც უნდა ყოფილიყო. ნახევრადავტომატი ბოლტს სიზუსტით ჩამორჩება, თუმცა სწრაფსროლით აკომპენსირებს მაგ ნაკლს ნადირობისას. ქაღალდზე სასროლად ბოლტი ჯობია მაქსიმალურად გრძელი და სქელი ლულით. თქვენ არჩევდით ადრე .22 თქვენთვის და თუ შეიძინეთ და რა მოდელი?
მას მერე 3 იარაღი შევიძინე და ჯერ 22ლრ ისევ არამაქვს : D ვერ გადავწყვიტე 100 მეტრზე არასაკმარისი შედეგი ქონდა ყველას და რაღა .22 ბარემ პნევმატიკათქო მაგრამ პვენმატიკას კანონი უტრაკებს და ვარ ესე ცუდ დღეში )) 50 მეტრში პნევმატიკით 25მმ და ხანდახან 20მმ გამიკეტებია. რამე კარგი 22ლრ მინდა, მასე სქელი ლულით და ბოლტიანი. აქ ჯერ არ არის. 100 მეტრი უფრო სტაბილურად მინდა და მერე .22wmr-ზე ვიწყებ ფიქრს, მერე ვაზნის ფასიდან გამომდინარე 223 რემ ზე ვიწყებ ფიქრს, მერე ეს რაში გამოვიყენოთქო და ვცდილობ საერთოდ არ ვიფიქრო ამ საკითხზე : d ისე შანსია რომ მაგ რემინგტონმა 100 მეტრზეც თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს.
smekosmeko პნევმატიკა მაქვს, მაგრამ მარტო ქაღალდზე, რადგან ქედანზე შედეგით არა ვარ კმაყოფილი, უფრო დიდ ობიექტზე არ მიცდია და აზრი არც აქვს. თუ რამეს ესვრი და ადგილზე არ დატოვებს, ტყუილად აფუჭებ ფრინველს, მერე კი მოკვდება მაგრამ შენ რა მაგით. ერთადერთი რაზეც ვინადირებდი მასე ტურაა. აჩანაგებს ყველაფერს და თუ სადმე შორს მოკვდება სროლის მერე არ ვიდარდებდი. წამიკითხია ტურაც მოუკლავთ პნევმატურითო, მაგრამ ეგ ერთეული შემთხვევებია ისევე როგორც მწყერზე ნადირობა.
ციტატა(smeko @ 24th September 2017 - 13:29)
მერე .22wmr-ზე ვიწყებ ფიქრს, მერე ვაზნის ფასიდან გამომდინარე 223 რემ ზე ვიწყებ ფიქრს, მერე ეს რაში გამოვიყენოთქო და ვცდილობ საერთოდ არ ვიფიქრო ამ საკითხზე
მასე ერთი ძველი გლუვი ეყოფა ყველაფერს რაზეც ვნადირობ, მაგრამ თვითონ იარაღის ნდომა უფრო მაქვს ვიდრე ნადირობის. სიმართლე ისაა რომ ძველი რაკოვინებიანი იჟ 17 ით უფრო მეტი მაქვს მონადირებული ვიდრე ახალი თოფებით. ბოლოს ნაყიდი სამი თოფით არაფერი არ მომინადირებია, მაგრამ მიზანში ვისვრი და მაკმაყოფილებს.
პოსტის ავტორი: koba1973 Oct 14 2017, 19:33
მაინც ვერ გავუძელი ცდუნებას და შევიძინე RUGER 10/22. შეხედულება .22 ზე მითუმეტეს ნახევრადავტომატზე როგორც ჩანს მთლად დადებითი არ არის. რაკი ამ კალიბრს და მითუმეტეს იარაღს არ ვიცნობდი, გადავწყვიტე ყველა სახის ვაზნა მეყიდა, თუმცა გამყიდველმა რომ გაიგო ნახევრადავტომატისთვის ვყიდულობდი, მაქსიმალურად ეცადა სუსტი ვაზნები არ ამეღო. არ გადაგიტენისო და უკმაყოფილო იქნებიო. ვინჩესტერის ტ22 ები უნდა ითქვას ძალით წამოვიღე, ეგ მაყუჩიანი იარაღისთვისაა, სუსტები და არ გამოგადგებაო. იარაღის სასახელოდ უნდა ითქვას ყველა ტ22(20 ცალი მქონდა) ჩვეულებრივ გადატენა. ღია სამიზნით საკმაოდ ცუდად ვისროლე, რა თქმა უნდა ჩემი მიზეზით რატომღაც ფოკუსირებას ვერ ვაკეთებდი, შესაძლოა ვირუსის გამო. რაკი თოფს 20 მმიანი რელსი მოყვა და უტგ ს 3-12x50 ოპტიკა უქმად მედო, ამიტომ მივაყენე და გავასწორე. მანქანის კაპოტიდან 50 მეტრში 10 ტყვია ვესროლე და აი ასეთი შედეგი მივიღე http://radikal.ru
რა თქმა უნდა ცუდი ჯგუფია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ პირველად ვისვრი .22 დან და ძალიან მოუხერხებელი საყრდენი მქონდა - მანქანის კაპოტი. გარდა მაგისა შეიძლება ვაზნების ბრალიც იყოს, რადგან ის ტყვია რომელიც ყველაზე ქვემოთაა მოხვედრილი აშკარად ჯგუფიდან მოწყდა.
რაც შეეხება იარაღს, მე არა მაქვს სხვა ამ კალიბრის იარაღი რომ შევადარო, ამიტომ ჩემი შეფასება შეიძლება სუბიექტური იყოს. ნაკეთობა მომწონს, მომწონს მჭიდიც, თუმცა თავიდან რატომღაც არ მომეწონა. დაფარვაც კარგი აქვს. უკანა სამიზნე არ მომწონს, მოუხერხებელი მეჩვანა. საერთო ჯამში კარგი იარაღია, კოხტა და მოხერხებული, მაგრამ ფასი ამ კალიბრისთვის დიდია.
პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 09:38
ტოზ-8 ვარგა რამეთ რას მეტყვით მცოდნე ხალხო.
პოსტის ავტორი: koba1973 May 30 2018, 11:17
ოთო.
ციტატა(kardinal84 @ 30th May 2018 - 10:38)
ტოზ-8 ვარგა რამეთ რას მეტყვით მცოდნე ხალხო.
საკმაოდ ზუსტი და გამძლე ერთმუხტიანი შაშხანაა.
პოსტის ავტორი: assassin29 May 30 2018, 18:56
ოთო. მე მაქ 110 მეტრზე ყველაზე იაფიანი ტყვიებით 3 სანტიმეტრს ვაკეთებინებ 9-იანი ზუმით და სქელი ბადით. ეს წყნარ ამინდში ქარში არ იკითხო. ნუ ეხლა ეს ტოზ 8 ს ბრალი არაა ზოგადად 22 კალიბრის პრობლემაა ერთ ეგაა რო მძიმეა და მოუხერხებელი 22 კალიბრის იარაღს 300 მაგნუმის სისქის ლულა აქვს თან ცალ ვაზნიანიც როა არაპრაქტიკულია
ციტატა(koba1973 @ Sep 24 2017, 07:41)
smekosmeko მასეც უნდა ყოფილიყო. ნახევრადავტომატი ბოლტს სიზუსტით ჩამორჩება, თუმცა სწრაფსროლით აკომპენსირებს მაგ ნაკლს ნადირობისას. ქაღალდზე სასროლად ბოლტი ჯობია მაქსიმალურად გრძელი და სქელი ლულით. თქვენ არჩევდით ადრე .22 თქვენთვის და თუ შეიძინეთ და რა მოდელი?
22 კალიბრზე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს ლულის სისქეს პრინციპში არც სიგრძეს რუგერ 10/22 აქაპაჩის მარა ცოტა ძვირია ისე ამ კალიბრში საუკეთესოდ მიმაჩნია სანადიროდ
პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 19:30
assassin29
ოპტიკა რომელი მოვარგო ბარემ ეგეც მირჩიე.
პოსტის ავტორი: assassin29 May 30 2018, 20:11
ოთო. ნებისმიერი გაუძლებს მაგის უკუცემას 50 ლარიანი ლილოს ოპტიკაც კი დაბალ ფასიანებში ლეაპერს აქებენ აირგანელების ფორუმზე ნახე იყიდება ხოლმე კარგი ოპტიკები 22 ისთვის
პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 20:26
assassin29 მადლობა რჩევისთვის, შევურჩევ მაშინ რამეს.
პოსტის ავტორი: koba1973 May 31 2018, 02:44
assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 30th May 2018 - 19:56)
რუგერ 10/22 აქაპაჩის მარა ცოტა ძვირია ისე ამ კალიბრში საუკეთესოდ მიმაჩნია სანადიროდ
ნამდვილად კარგი იარაღია.
ციტატა(levani mgebrishvili @ 30th May 2018 - 19:56)
22 კალიბრზე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს ლულის სისქეს პრინციპში არც სიგრძეს
რა ვიცი ჩემი რუგერის ლულა 45 სმ ია. გუშინ შევიძინე ვოსტოკ ცმ2 რომელიც სპორტულ შაშხანად ითვლება და 60 სანტიმეტრის სქელი ლულა აქვს. არის ალბათ სხვაობა.
პოსტის ავტორი: უიარაღო May 31 2018, 09:15
ერთ მუხტიანი რომაა ტოზ 8 მინუსად მე პირადად არ ჩავთვლიდი. ზუსტი სროლისთვის ხელით მიწოდებას ირჩევენ მსროლელები, თან ამ კალიბრის სპეციფიკიდან გამომდინარე არა მგონია სწრაფ სროლას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ქაღალდზე სასროლად ხელით მეორე დატენვისას დრო გექნება რომ წინა გასრილა გაანალიზო. ფრინველზე კიდევ თუ ააცდინე წავა და თუ დაჭერი მოსაკლავად არ მოიწევს მონადირეზე.
minchanin იარაღს მეტიც შეუძლია, აივნის მოაჯირზე და ჩალის სკამზე დაყრდნობით ვისროდი. კარგი მაგიდიდან უკეთესი ჯგუფი იქნება.
პოსტის ავტორი: minchanin Jun 20 2018, 12:25
ციტატა(koba1973 @ Jun 20 2018, 12:56)
minchanin იარაღს მეტიც შეუძლია, აივნის მოაჯირზე და ჩალის სკამზე დაყრდნობით ვისროდი. კარგი მაგიდიდან უკეთესი ჯგუფი იქნება.
გეთანხმებით. საკმაოდ ზუსტი იარაღია მაგიც და ურალიც.
პოსტის ავტორი: koba1973 Dec 27 2021, 07:39
როგორც ჩანს სოციალურმა ქსელებმა მთლიანად ჩაანაცვლა ასეთი საიტები, არავინ ან თითქმის არავინ შემოდის აქ და ჩემი ბოლო პოსტიდან 3 წელზე მეტი გავიდა. ცოტა მეტი ვისწავლე 22 ლრ და მეტი გამოცდილება დავაგროვე. პირველ რიგში ავღნიშნავ რომ ვოსტოკს 60 კი არა 68 სმ ლულა აქვს. წელს 18 აპრილს გაიმართა პირველი ბენჩრესტ შეჯიბრი 22 ლრ მოყვარულებს შორის და საპრიზო ადგილები სქელ და გრძელ ლულიანმა შაშხანებმა აიღეს. ძირითადად ვოსტოკებმა.
პოსტის ავტორი: koba1973 Dec 27 2021, 07:44
თქვენი მონა მორჩილი 2 ადგილზე გავიდა ზემოთ ხსენებული ვოსტოკით.