თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ M 14

პოსტის ავტორი: Davitus May 12 2013, 23:24

http://postimage.org/



პროტოტიპი 1954 წ
წარმოება 1959–1964 წ
სულ გამოშვ. 1 500 000
მოდიფიკაციები M14E1, M14E2/M14A1, M14K, M21, M25, Mk 14 EBR, M1A

იარაღის ტტმ

წონა 4.1 კგ (ვაზნების გარეშე) 5.2 კგ (სავსე მჭიდით)
სიგრძე 1126 მმ
ლულის სიგრძე 559 მმ
კალიბრი 7.62×51მმ ნატო (.308 Win)
სწრაფსროლა, 700–750 გასროლა/წთ
ტყვიის საწყისი სიჩქარე, 850 მ/წმ
პირდაპირი სროლის მანძილი 460 მ
დამიზნებითი სროლის მანძილი 800 მ (ოპტიკით)
სავაზნე კოლოფის ტევადობა, 20 ვაზნა

პოსტის ავტორი: Shooter May 27 2013, 17:52

ჰოგ ხანტერის ეპოპეა ნაადრევად დასრულდა. newsmile05.gif


გამარჯობა ახალო მეგობარო newsmile05.gif


პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 27 2013, 19:37

რა იარაღია, რაღაც ამერიკულ მ1 გავს

პოსტის ავტორი: shaman May 27 2013, 19:48

ციტატა(გიზოვიჩი @ May 27 2013, 20:37) *
რა იარაღია, რაღაც ამერიკულ მ1 გავს

M14

პოსტის ავტორი: Davitus May 27 2013, 20:07

ვააა მ14 D.gif ახალი თემა უნდა გავუხსნათ აშკარად newsmile05.gif ცოტა დეტალურად დაწერე რას გვაინტრიგებ : )))


დაერხათ ვიეტკონგელებს D.gif

პოსტის ავტორი: Shooter May 27 2013, 20:53

ციტატა(Davitus @ May 27 2013, 21:07) *
დაერხათ ვიეტკონგელებს D.gif


vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: Shooter May 27 2013, 21:03

მ14-ზე ცალკე თემა გაიხსნება და ჰოგ ჰანტერის ისტორიაც გაგრძელდება.

პოსტის ავტორი: Davitus May 27 2013, 22:51

გადმოვიდა ახალ თემაში, აქ გავაგრძელოთ

პოსტის ავტორი: Fishman May 27 2013, 22:56

Shooter

ეგ სურათი პირადად ახალი მეგობრის სურათია? what.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 May 27 2013, 23:15

ძალიან საინტერესო და საოცრად ზუსტი იარაღია........დღემდე ძალიან უყვართ ამერიკელებს, ისე რატომ არ უნდა უყვარდეთ რაც ამან "უსკაგლაზებს" მუსრი გაავლო ასეთი არავის არ უქნია......... სამწუხაროდ მისი ერთადერთი მინუსი მჭიდის დაცლისას იყო ის რომ ვაზნების დამჭერი(ე.წ. სალაზკა) ძალიან ხმაურიანად ამოხტებოდა დაცლისას სავაზნიდან და ეს "უსკაგლაზები" ამ ხმაურით ხვდებოდნენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცს ვაზნები გაუთავდა, რაც სამწუხაროდ ამერიკელის სიკვდილით მთავრდებოდა.......მეც ძალიან მომწონს ეს ისტორიული და ძალიან სანდო იარაღი და სხვათაშორის ამ ომის პერიოდში როგორც ვიცი 30-06 Springfield კალიბრით გამოდიოდა(M-1 GRAND) და შემდგომ გადავიდა მოდიფიცირებული M-14 .....7,62×51 НАТО კალიბრზე ......... მჭიდი 5; 10;20 ვაზნით ......ასევე არის ამ მოდიფიკაციის M მოდელის სნაიპერული ვარიანტიც M-21......რომელიც საკმაოდ მომზიდველად გამოიყურება.......




Shooter-ლევან.......ეგ მოდელი მემგონი Springfield Armory M1A(M 14 ) უფრო მგონია(2007 წლიანი მოდელი)........აბა შევადაროთ newsmile040.gif


პოსტის ავტორი: game 91 May 28 2013, 11:35

სალასკა მ1-დან ვარდებოდა ხმაურით, ეს მოსახსნელი მჭიდით არის სალასკა რათ უნდა.

შუთერ გილოცავ კარგი რამეა.

პოსტის ავტორი: OQRO444 May 28 2013, 12:43

ციტატა(game 91 @ May 28 2013, 12:35) *
სალასკა მ1-დან ვარდებოდა ხმაურით, ეს მოსახსნელი მჭიდით არის სალასკა რათ უნდა.

შუთერ გილოცავ კარგი რამეა.


კი მართალი ხართ ეგ მ1 გრანდია.......

სწორედაც, რომ M1 -ის მოდიფიკაციაა M14..........

წყაროოოოოოოოო..........

http://www.a-human-right.com/garand.html

პოსტის ავტორი: eqstazi May 28 2013, 14:53

მაგარია რა

პოსტის ავტორი: game 91 May 28 2013, 15:09

შუთერ ამგვარ რამეებს ხოარ პირებ?








პოსტის ავტორი: shaman May 28 2013, 15:19

M1გარანდის შვილია M14 newsmile05.gif.
ლულა აქვს დამოკლებული,ლულის აირის ხ**ელი უკან გადმოწიეს. M1-ს ლულის ბოლოს სამიზნეს ქვემოთ ქონდა. ასევე სახსნელი მჭიდებზე გადაიყვანეს.20იანებზე. M1 გარანდს 8-იანი კასეტებით იდებოდა რაც სროლის დასრულების შემდეგ უკან ვარდებოდა რაზეც თქვენ თქვით ბატონო OQRO444.

ასევე ოპტიკის სამაგრი დაუყენეს რაც გარანდს არ ქონდა. ვიეტნამის ომის მერე შეიარაღებიდან მოხსნეს(გარდა საპატიო ყარაული,ისიც თუ არ ვცდები მარტო საზღვაო ქვეითებს,დანარჩენი მ1,თუმცა შეიძლება ორივეც აქვთ ყვეა შენაერთის საპატიო ყარაულს) მაგრამ 1990-იანების უდაბნოს ქარიშხალის გამოცდილებამ აჩვენა რომ შარპშუთერებს ძლიერი,საიმედო და 1000მეტრამდე სამუშაოდ შაშხანა სჭირდებოდად,ხოდა დააბრუნეს ბებერი მგელი.შეიარაღებაზე.პირვანდელ
ს მარტო ოპტიკას უყენებდნენ,ლოყის დასადებსაც კი სკოჩიტ აყენებდნენ,მერე კი ჩაეშვა წარმოებაში უამრავი აქსესუარი,კონდახით დაწყებული რავი რითიც გინდა დამთავრებული.უამრავი ქარხანა უშვებს უამრავ მოდიფიკაციას.მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც სპრინგფილდის არსენალის მიერ შექმნილი მოდელებია ჩემი აზრით. ეხლა თუ არ ვცდები M110-ით ანაცვლებენ.
ესეც განწყობისთვის.
http://photohost.aisiforce.org/st136/00168_1369744552_gy7ge.jpg
http://photohost.aisiforce.org/st136/00168_1369744552_ayuth.jpg

პოსტის ავტორი: PREDATOR May 28 2013, 15:41

ციტატა(Shooter @ May 27 2013, 18:52) *
ჰოგ ხანტერის ეპოპეა ნაადრევად დასრულდა. newsmile05.gif


გამარჯობა ახალო მეგობარო newsmile05.gif


Shooter გილოცავ.....!!!!!!!!!!!


რაარის ? NORINKO ა ?
https://www.google.ge/search?q=Norinco+M-305B&oq=Norinco+M-305B&aqs=chrome.0.57j61j0l3.9658j0&sourceid=chrome&ie=UTF-8

პოსტის ავტორი: Shooter May 30 2013, 13:03


პირველი დაკვირვებები.

დენთის აირების სისტემა. იშლება ბოლომდე. არანაირი შტიფთები და დაპრესილი დეტალები. იშლება ბოლომდე. რაც წმენდას აადვილებს. აკმოიდების პატრონებმა ალბათ იცინა რა მურტალია დენთუის აირების კამერის და მილის ხეხვა.

დანარჩენი ეხლა რა უნდა ითქვას, იარაღი არის გარანდის ბაზაზე რომელიც თუ არ ვცდები 1939 წელს არის შეიარაღებაში ანუ იარაღი მორალურად მოძველებული არის კონსტრუქციით მაგრმა იმ დროისთვის კაი ტიპია.

დასაშლელად საჭიროა თავისი კლუჩი მაგრამ თუ რამე ისედაც დაშლი.

დნარჩენი რავი, ოპტიკა ყენდება ძნელად რაც იმ ეპოქის იარაღისთვოს ნორმალური მოვლენაა, სად იყო მაშინ ოპტიკები და სწრაფად მოსახსნელი კრონები.

მოკლედ ერთი რამ არის ფაქტი, თანამედროვე იარაღი არის თანამედროვე და უპირატესობები აქვს ბევრი. იგივე არ15-ს რომ შევადაროთ M14-თან შედარებით ის არის უზარმაზარი ტექნოლოგიური ნახტომი.

დანარჩენს პრაქტიკა დაგვანახებს რა იქნება და როგორ.


ხო კიდე ასე ვთქვათ მ14-ის "გაზუსტება" მთელი ხელოვნებაა. ამაში შედის კონდახის მორგება და დენთის აირების სისტემის დაწყნარება. მაგრამ ის ფაქთი რომ "გაზუსტებული" M14 რომლის ასაკი 60 წელზე მეტია ისვრის მინუტას და სტაბილურად უკვე მეტყველებს რაღაც რაღაცეებზე, იმ ფონზე რომ მინუტიანი სვდ შედარებისთვის არავის თვალად არ უნახავს არასდროს.

ჯერ ჯერობით ჰოგ კანტერიც და M14-იც ჩემია. ჰოგ ჰანტერი ძალიან მომეწონა და მე მას ვერ დავემშვიდობები. უბრალოდ ძაან მენანება. თან 2-3 დღეში ჩამომდის მისი ოპტიკაც და ვივერის ტაქტიკური რგოლები უკვე მაქვს და ამ ყველაფერს ასე ადვილად ვერ მოვიცილებ.

მე არ მომწონს რომ ზუსტ სროლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს არა მსროლელი არამედ აღჭირვილობა და ფული რომლითაც მას ყიდულობ. და მაინც და მაინც ეს ოპტიკიანი შაშხანები ჩემი სტიქია არ არის ასე რომ ვნახოთ რა იქნება.

ციტატა(Fishman @ May 27 2013, 23:56) *
Shooter

ეგ სურათი პირადად ახალი მეგობრის სურათია? what.gif



დიახ

პოსტის ავტორი: Shooter May 30 2013, 13:09

M14-ს რაც ეხება კი ნორინკოა. M305. საქართველოში ერთადერთი ნიმუში.

ციტატა(game 91 @ May 28 2013, 16:09) *
შუთერ ამგვარ რამეებს ხოარ პირებ?








ებრ-ის ვარინატზე მისი გადაწყობა ძალიან დიდი ხარჯი იქნება და ვერ გახდება ებრ-ი თუ არ "გააზუსტე" და მე კი მეხერხება იარაღში ხელების ფათური მაგრმა არა ისეთ დონეზე რომ ნახევრად ავტომატური შაშხანა ჭკუაზე მოვიყვანო.

სავარაუდოთ დარჩება ისეთი როგორიც არის.

პოსტის ავტორი: Shooter Jun 4 2013, 20:50

როგორც იქნა ვისროლეთ. ყველაზე გასაოცარი რამე რაც მე არ ვაჯიერეებდი რომ არ მესროლა თავად იყო ის რომ უკუცემა იყოსს სკს-ზე ნაკლები. იარაღი ძალიან ძალიან სასიამოვნოა სასროლად. მე არ მეგულება იარაღი გარდა არ15-სა რომელიც იქნებოდა ასეთი სასიამოვნო. თან არკა არის 223 კალიბრი ეს კიდე 308 არის. მე რავი ეხლაც გაოცებული ვარ და მგონია, რომ ეს ალბათ კომპენსატორის დამსახურებაა და ძალიან რბილი დენთის აირების სსისტემის. არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილების ქვეშ ბოლოს რდოის ვიყავი ვერ ვიხსენებ.

ეს სკრინშოტია ვიდეოდან. შემოხაზულია ორი მასრა იარაღი კიდე სწორედ დგას.... ეხლე მესმის რატომ უყვართ ასე მ14 ამერიკაში.


პოსტის ავტორი: game 91 Jun 4 2013, 21:10

რეგულირებადი სალოყე კარგია, თუ ოპტიკის დაყენებას უპირებ. პიკატინები კიდევ სულაც არ არის საჭირო, უბრალოდ თანამედროვე იერსახეს სძენს.
მთავარი რაც ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს არის სიზუსტე სვდ-თან შედარებით. ისე სვდ სნაიპერულ იარარად არის შექმნილი ეს კიდევ არა რავი... გელოდები რა იქნება.

პ.ს. ისე კაი საქმეს აკეთებ, რო მარტო შენსას არ ისწორებ და აქაც წერ ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Shooter Jun 4 2013, 21:23

სიზუსტე ასეთ დამპალ ამინდში და ბანძ პირობებში ჯერ ვერ შემოწმდება, ვნახოთ კვირის ბოლომდე თან ოპტიკა უკვე დაყენდა.


პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 4 2013, 22:22

კარგი ბიჭებია მომილოცევს შუთერ newsmile027.gif

P.S გასროლისას იარაღის სტაბილურობა მისი წონის დამსახურებაცაა არდაგავიწყდეს რა წონააქ M-14 ს newsmile045.gif ამას დამატებული გაზოგადამტენი მექანიზმის განლაგება, ლულის ქვემოთაა განლაგებული და დგუშიც შესაბამისად პირდაპირ მხრის იქ სადაც კონდახი ებჯინება მხარს იმ ვექტორის გასწვრივ მოძრაობს ვიბრაცია მინიმუმია.

ძალიან ომწონს ეგ მოდელი მოკლედ რომ ვთქვათ რა კალიბრიც და ვიზუალითაც .

პოსტის ავტორი: Davitus Jun 5 2013, 01:51

ციტატა(irakli fofxadze @ 4th June 2013 - 23:22) *
P.S გასროლისას იარაღის სტაბილურობა მისი წონის დამსახურებაცაა არდაგავიწყდეს რა წონააქ M-14 ს ამას დანატებული გაზოგადამტენი მექანიზმის განლაგება, ლულის ქვემოთაა განლაგებული და დგუშიც შესაბამისად პირდაპირ მხრის იქ სადაც კონდახი ებჯინება მხარს იმ ვექტორის გასწვრივ მოძრაობს ვიბრაცია მინიმუმია.

ძალიან ომწონს ეგ მოდელი მოკლედ რომ ვთქვათ რა კალიბრიც და ვიზუალითაც


+1

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)