თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ saiga m3 exp-01

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 3 2012, 21:56

ხომ არ გაქვთ მსგავს იარაღზე გამოცდილება? რამე რჩევებს ხომ არ მომცემთ? გამოყენებადია თუ არა 200-300 მეტრ მანძილზე სამუშაოდ და ღირს თუ არა ყიდვა და რამდენად კარგი იარაღია?





პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 3 2012, 23:49

OQRO444
ბევრი ამბობს რომ ფოლადშიც არის სხვაობა M3 სა და ჩვეულებრივ საიგას შორის, ბევრიც ამბობს რომ იგივეა, უფრო სწორედ ოფიციალური რუსული მონაცემებით ფოლადი ერთი და იგივეა. განსხვავებული და შესამჩნევად მაღალი ფასი, ჩვეულებრივთან შედარებით გამოიწვია მისმა მსგავსებამ AK 74 თან.
არა და სროლის მონაცემებით ჩვეულებრივი უფრო კარგ შედეგს აჩვენებს, ლულის სიგრძის გამო.

რამოდენიმე იარაღიდან ტესტირების შემდეგ საიგამ უფრო ნაკლები გაფანტვა აჩვენა ვიდრე სკს მა. ანუ საიგას მიტანამ აჯობა სკს ის მიტანას. იცდებოდა დაახლოებით 4/4 თოფი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ლულის რესურსის შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან ორივეს გაცილებით მაღალი რესურსი აქვთ ვიდრე მოსინს. აქაც ვარაუდის დონეზე ითქვა თითქოს რესურსით სკს ი აჯობებსო. მაგრამ ვარაუდია მხოლოდ.

200 მეტრამდე შეგიძლია ნორმალური შედეგების მიღება

ფასით ყველაზე ძვირი AKSU ს ასლი ღირდა, მაგრამ ყველაზე ცუდი მიტანით გამოირჩეოდა.

ესაა რაც ვიცი ამ იარაღზე, ვფიქრობ რამეს გამოიყენებ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 4 2012, 00:28

OQRO444

გააჩნია რა ფასში ყიდულობ

ისე შენ უფრო შემეცნებითი თვალსაზრისით ყიდულობ იარაღებს და ამასაც გაყიდვა მოუწევს ყიდვის შემთხვევაში, ამიტომ მაქსიმალურად იაფად თუ იყიდი, ისვრი, მოგბეზრდება და დიდად არც იზარალებ გაყიდვით

ეგ ის იარაღი ნამდვილად არ არის, რომელიც მრავალი წლების მანძილზე საშინაო შეიარაღებას უნდა ამშვენებდეს


ისე, მაგის ვაზნები ნელ-ნელა, პრობლემატური ხდება, ადრე რომ იშოვებოდა ეგრე აღარ არის უკვე, სანადირო ვაზნებს კი კატასტროფული ფასები ადევს მაღაზიებში

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Apr 4 2012, 09:56

OQRO444
ეგ მოდელები ძვირია და მაგდენის გადახდა არ ღირს,
მაგას ჯობია მ1 იყიდო ნავაროტკებს დაუყენებ და უფრო
მაგარ ვიდზე დადგება, გაფანტვა და სიზუსტე კიდე ერთნაირი
აქვთ ორივეს...

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 4 2012, 10:41

გაიხარეთ მეგობრებო რჩევისათვის ........ ფოთლოვანში სათრევად მინდა ........ ფასი კი სადღაც 2000 ლარია......

პოსტის ავტორი: shaman Apr 4 2012, 11:08

2000 ლარად თუ იშოვნი კარგ მდგომარეობაში ღირს ყიდვა! მაგ იარაღს უფრო სასროლად და გასართობად ყიდულობს ხალხი,200 მეტრამდე ნორმ მუშაობს.

პოსტის ავტორი: Shooter Apr 4 2012, 11:35

საიგაა, ფინდა ექსპ 01 იყოს გინდა ექსპ 4 ან 13 იყოს newsmile05.gif

პრინციპული სხვაობა ასეთი საიგების საიგებს შორის არის მხოლოდ ლულის სიგრძე მეტი არაფერი. წონა, კონსტრუქცია, კომპლექტაცია პრაქტიკულად არ განსხვავდება ისევე როგორც დამზადების პროცესი.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 4 2012, 12:04

ციტატა(Shooter @ Apr 4 2012, 12:35) *
საიგაა, ფინდა ექსპ 01 იყოს გინდა ექსპ 4 ან 13 იყოს newsmile05.gif

პრინციპული სხვაობა ასეთი საიგების საიგებს შორის არის მხოლოდ ლულის სიგრძე მეტი არაფერი. წონა, კონსტრუქცია, კომპლექტაცია პრაქტიკულად არ განსხვავდება ისევე როგორც დამზადების პროცესი.


+1000
დაუჯერეთ ამ კაცს vetanxmebi.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 4 2012, 16:01

OQRO444
გილოცავ შენაძენს, მშვენიერი იარაღია, ვნახე და ძააალიან მომეწონა.

ხო დაბადების დღე არ გაქვს შეყვანილი და არ აგდებს, ამიტომ აქ გილოცავ newsmile05.gif მრავალს დაესწარი და ბევრი და ბევრი სენაძენები გქონოდეს სულ d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 5 2012, 15:26

გაიხარე ჭალიმგელა დიდი მადლობა ყველაფრისათვის..........

პოსტის ავტორი: shaman Apr 6 2012, 10:16

გილოცავ ორივე მოვლენას,სურათებს დადებ ხომ ალბად

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 23 2013, 17:19


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)