თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მტაცებელი სახეობები _ ქარიყლაპია - წებრი

პოსტის ავტორი: noso May 16 2009, 11:46

სიგრძე__150სმ. წონა__24კგ.

http://www.radikal.ru

ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : მტკნარ წყალში,ეგუება მომლაშო წყალსაც. ამჯობინებს სანაპირო ტხელწყლიან, მცენარეულონით მდიდარ ადგილებს.
კვებას იწყებს 15*_16*


ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად თევზებით, ბაყაყებით, წყალში ჩავარდნილი თაგვებითა და წვრილი პრინველებით.


ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ბესლეთი, ბებსირის ტბა, მტკვარი(ევლახამდე)ნატანები, რიონი, ფიჩორა, შავწყალა, ჩოლოქი,
ჭურია, ხობისწყალი, ჯაპანის ტბები,ასევე (ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ტბებში)


ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : ჭია, ცოცხალი სატყუარა და ასევე(ბლესნა და იმიტაციები)

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 27 2009, 13:29

troutbaiter
მართლა რომ მოინადირა ქვია,ანდა ჩემშკენ ამხელა ქარიყლაპიები თუ იყო როგორ მეგონაnewsmile05.gifnewsmile05.gifმთელი ბავშვობა იმ ტბაზე ვთევზაობ მგონიnewsmile05.gifnewsmile05.gifახლა რომ ჩამოვალ თბილისში მეც უნდა შევიარაღდე და ავითვისო ეს სტილიnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: salamandra Sep 17 2009, 23:40

ESOX LUCIUS ლათინურად,щука,PIKE ინგლისურად,დურნა ბალიღ აზერბაიჯანულად,ქარიყლაპია ქართულად


http://www.radikal.ru

ეს კი ჩვენი ქარიყლაპიას ამერიკელი ნათესავი მასკინონგია,ყველაზე დიდი იზრდება მათ შორის


[URL=http://www.radikal.ru][/URL

პოსტის ავტორი: 919 Jun 5 2010, 09:47

აი ამას ქვია ქალი, ამას კი ქარიყლაპია... newsmile045.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: demi Jun 12 2010, 19:52


პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 20:46

თითქოს მთალდ ჩაინიკები არ ვართ ქარიყლაპიის ჭერაში და ბარემ ეს თემაც წამოვწიოთ რა,
გასვლები გასაგებია, მაგრამ თევზჭერის მეთოდების განსახილველად ხომ გვაქვს ეს დალოცვილი თემა?

სანამ ახალი ჩამოსული ვარ ჩემი უკანასკნელი გასვლის დაკვირვებებს დავწერ, იმედია ბიჭებიც
ჩაებმებიან ამ დისკუსიაში და ცოტა გავიღრმავებთ ცოდნას პირადი გამოცდილებების ხარჯზე,
და ერთხელ და სამუდამოდ შევეშვებით უცხოურ საიტებზე თეორიის ჩიჩქვნას newsmile05.gif

ეხლა რა ხდებოდა ბოლო გასვლაზე, ამინდი ძალიან ცუდი შეგვხვდა, ტბაც ძალიან
გაბალახებული იყო ასე რომ ღრად მცურავი ვობლერების გამოყენებას აზრი არ ქონდა,
ნუ ეს ნაბადას ეხება. ყველაზე ოპტიმალურები მაინც მოპოპერო სატყუარები, ვოლკერები
და დემის სატყუარა რომელსაც არ ვიცი რა ქვია, ის გამოდგა. დემი თავად დაწერს თავისას.

მე პირადად პირველი დღე დღის განმავლობაში ვითევზავე minnow spinner-ზე, რომელიც
დაახლოებით 10-15სმ-ზე იძირებოდა და ძალიან ნელი გატარება ჭირდებოდა, წონა არ
მახსოვს, ყოველშემთხვევაში ჩემი სპინინგის ტესტისთვის რომელიც 10გრ-დან იწყება
ძალიან პატარა იყო,მაგრამ გარკვეული შედეგი მაჩვენა, დღის განმავლობაში ვოლკერსაც
ვხარობდი მაგრამ რატომღაც არაფერი არ დამჯდარა ზედ, თითქმის იმედი გადამეწურა,
ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ თევზს ვაფრთხობთქო და საერთოდ უარი ვთქვი. როდესაც
მოსაღამოვდა შევნიშნე რომ 2-მა ვირთხამ გადაცურა ნაბადა და გავიფიქრე რომ
ეხლა იყო ზუსტად ამ სატყუარის დაყენების დრო. გაუკეთე, გადავაგდე და შედეგმასც არ დააყოვნა,
თუ სწორედ მახსოვს 3 ცალი დავიჭირე ამის შემდეგ. ასე რომ ეს მომენტიც შეიძლება ვიგულისხმოდ
გარკვეულ ინდიკატორად, ანუ ეტყობა ვირთხებიც დღის გარკვეულ მონაკვეთებში რისკავენ
წყალში შესვლას და ქარიყლაპიაც ამისთვის მზად არის, მაშასადამე საღამოობით
ჩემი დაკვირვებით ვოლკერიც კარგ შედეგს იძლევა. სამწუხაროდ იმავე საღამოს შევატოვე სადღაც newsmile05.gif

რაც შეეხება ტვისტერებს, 3 დღის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვიყენებდი, სამწუხაროდ
შედეგი საერთოდ არ მქონია, არ ვიცი რისი ბრალია, გამოკიდებაც და დარტყმებიც კი არ შემიმჩნევია.

უბრალო ბზიალები წარმატებით გამოვიყენე ნაბადას გვერძე მდებარე შედარებით
პატარა ტბაზე, სადაც სიღრმე საშუალებას ილეოდა მისი გატარების, მეყენა 4 ზომა,
იძირებოდა დაახლოებით 60-80სმ-ზე.

კიდევ ერთი დაკვირვება რაც მოვახდინე იყო ის რომ ქარიყლაპია დღის განმავლობაში
რამოდენიმეჯერ აქტიურდება, ანუ აქვს გარკვეული აქტივობის პიკები, მაგრამ საკმაოდ ცოტა ხნიანი,
დაახლოებით 15-20 წუთიანი პერიოდები. ეს პერიოდებიც წყლის ზედაპირს საკმაოდ ეტყობოდა,
ალაგალაგ წყლის შხაფუნი ისმოდა, ხან მსხვერპლზე შეტევები ჩანდა. სწორედ ეს მომენტია
როდესაც ყველაზე აქტიურად უნდა იმოძრაოს მეთევზემ და მაქსიმალურად გამოიყენოს დროის
ეს პატარა მონაკვეთი.

ამ წუთისთვის მარტო ეს მახსენდება.

პ.ს. რაც დავწერე არ ნიშნავს რომ ყველა შემთხვევას და წლის ყველა პერიოდს შეესაბამებოდეს,
ეს დაკვირვება მოხდა მხოლოდ ნაბადას ტბაზე და იდგა ოქტომბის შუა რიცხვები newsmile05.gif


აბა თქვენი გამოუშვით

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 25 2010, 17:27

წებრი რატო ქვია???

პოსტის ავტორი: ბექა_ Oct 25 2010, 21:33

ვიტო

საინტერესოა... ეხლა კვირას ვიყავით მე და ნოსო და 2 საათში 10-11 ცალი ავიყვანეთ. თევზი ძალიან აქტიური იყო წინა კვირასთან შედარებით, წყალიც უფრო ცივია და პატარა თევზები, ეწ "მალიოკებიც" იმდენი არ იყო... დავიჭირეთ ვობლერზეც, პოპერზეც, სპინერზეც და ბუზბაიტზეც.. ანუ უკვე უფრო მოშიებულია თევზი და ამ 2 საათის განმავლობაში არ შეჩერებულა აქტიურობა...

პს... ქარიყლაპიებმა დამაბარეს კიდევ ჩამოვიდნენო ეხლა უფრო მეტს დაგვიჭერენო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დემი Oct 26 2010, 09:48

ჩამოვალთ ბექა ნოემბერში newsmile041.gif

პოსტის ავტორი: დემი Oct 28 2010, 10:39

ციტატა(nikoloza_migina @ Oct 25 2010, 18:27) *
წებრი რატო ქვია???



მეგრულადაა, პატივცემულო, მეგრულად

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 10 2010, 18:53

ჩემი აზრით "ქარიყლაპია" უფრო მეორადი სახელწოდებაა
სახელი "წებრი" (რომლის წარმომავლობაც დსადგენია)
უფრო მისაღებია
ბოლო-ბოლო იმ ადამიანების წიაღში იშვა
რომლრბსაც ამ თევზთან უშუალო შეხება აქვთ
ეს პირველი

მეორე
მინდა გავიხსენო ჩემი ხორგაში თევზაობის დეტალები
მართალია იქ კეფალზე ვთევზაობდით
მაგრამ მთავარი მოქმედი პირები კოღოები იყვნენ
არც ვიცი როგორ აგიხსნათ
როდესაც ორნი ერთმანეთში ვსაუბრობდით
კოღოები ერთი მეტრის რადიუსით დაგვტრიალებდნენ
მაგრამ საკმარისი იყო განვმარტოვებულიყავი
რომ
ათასობით მესეოდნენ

ეს ნათელი მაგალითია
თევზი (მითუმეტეს მტაცებელი წებრი)
ადამიანის სიახლოვეს გრძნობს
მაგრამ პირველ რიგში იგი მეთევზისაგან მომდინარე ენერგეტიკას გრძნობს
მნიშვნელოვანია ის
როგორი განწყობით და მიზნებით მიდის მეთევზე წყალსატევთან

იყავით მაქსიმალურად საკუთარ თავში დარწმუნებულები
და
შეეცადეთ ნაკლები ყურადღება დაუთმოთ სათევზაო საშუალებებს
ვგულისხმობ:
იყავით შეძლებისდაგვარად პრიმიტიულად აღჭურვილები
მტაცებელ თევზს ბევრი რამ აფრთხობს
და განსაკუთრებით ჩვენი ზრახვბი
ისინი (ზრახვები) შეძლებისდაგვარად უნდა იყვნენ შენიღბული
და ამ თემის ყველაზე საუკეთესო მცოდნე (ჩვენს შორის) დემიც დამეთანხმება
რომ მეთევზე პერიმეტრზე მარტო უნდა იდგეს

თუმცა უამრავი გამონაკლისი არსებობს

მოკლედ იმის თქმა მინდა
რომ
თუ კოღო გრძნობს ადამიანებისგან წამოსულ ენერგეტიკას
თევზი - მითუმეტეს

მტაცებლებზე თევზაობაში (ჩემი აზრით ეს მთავარი წესია)

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Nov 12 2010, 22:20

შაკო, კი, ქარიყლაპია გვიანდელი კომპოზიტია. იოანე ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო ლექსიკონში "მწერი" ქვია, სულხან-საბასთანაც - "მწერი". მაგრამ გურულად, ანუ მთავარქართულად ashh.gif - გამარტივებული "წერი"-ა. მეც ამ უკანასკნელს ვუჭერ მხარს, ნაბეღლავის არ იყოს, წერი ჯობია! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: dmoral Nov 12 2010, 22:56

ციტატა(შადი შამოდი @ Nov 12 2010, 23:20) *
შაკო, კი, ქარიყლაპია გვიანდელი კომპოზიტია. იოანე ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო ლექსიკონში "მწერი" ქვია, სულხან-საბასთანაც - "მწერი". მაგრამ გურულად, ანუ მთავარქართულად ashh.gif - გამარტივებული "წერი"-ა. მეც ამ უკანასკნელს ვუჭერ მხარს, ნაბეღლავის არ იყოს, წერი ჯობია! newsmile090.gif


ნამდვილად მასეა newsmile05.gif გურიაში თევზი სახელად ქარიყლაპია ვერავის გავაგებინე, ყველა წერს ეძახდა. ჯაპანაშიც წერს უწოდებენ. ანალოგიურადაა

აჭარაში ქოთეღიც, რაც უფრო ქართული მგონია ვიდრე კუზანა. რომელიც რუსულიდან "გორბილის " თარგმანია.

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 17 2010, 09:55

რა უყოთ, შევცვალო სახელი?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 17 2010, 10:31

ვიტო
არა ვიტო. ან ორივე დატოვე. ვთქვათ წებრი (ქარიყლაპია) ანუ მთავარ სახელად წებრი და მეორე ქარიყლაპია, იმიტომ რომ ოფიციალურ წყაროებში მაინც ქარიყლაპიათ არის მოხსენიებული.

პოსტის ავტორი: დემი Nov 17 2010, 11:31



ძირითადი სახელი ქართულად მოხსენიებულია ყველგან (მათ შორის ენციკლოპედიაშიც) ქარიყლაპია, რაც შეეხება წებრს, ეს მხოლოდ კუთხური სახელია, ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორე იქნებოდა ქარიყლაპია (წებრი) სახელის ხმარება. thinking.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 17 2010, 11:35

თუ მეხსიერება არ მღალატობს, ენციკლოპედიაში ქარიყლაპია მეორე სახელად მოხსენიებულია როგორც წერი.

დემი მართალია - წებრი მხოლოდ კუთხური სახელია.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Nov 17 2010, 19:37

წებრს უძახიან იმერეთში

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 25 2011, 18:27

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=16833&LQ

უყურეთ კაი ჩანს D.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Nov 25 2011, 18:37

მშვენიალურია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 26 2011, 12:18

ციტატა(შოთა.03 @ Nov 25 2011, 19:27) *
http://myhit.ge/index.php?FID=1&id=16833&LQ

უყურეთ კაი ჩანს D.gif


ძირითადად ულტრალაიტზეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Nov 26 2011, 13:19

ციტატა(geojorjika @ 26th November 2011 - 13:18) *
ძირითადად ულტრალაიტზეა

პატარებია და იმიტომ
აბა დაუჯდეს 3 კილოზე მეტი
მაგის ბუქსაობა ნახე მერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 19 2013, 18:53


პოსტის ავტორი: megreli Feb 20 2013, 16:52




პოსტის ავტორი: megreli Feb 20 2013, 16:57

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif
ასე არ შეიძლებაო D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 8 2013, 18:32


პოსტის ავტორი: თაზო Jul 8 2013, 19:03

როდინდელია ჭალო ეს, ახალია? small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 9 2013, 10:59

თაზო
შარშანდელი. ცალი ხელით გამომყავდა, მეორეთი ვირებდი, თან წელამდე წყალში ვიდექი. მოკლედ მაგრა ვიწვალე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jul 9 2013, 12:54

ციტატა(Chalimgela @ 9th July 2013 - 11:59) *
ცალი ხელით გამომყავდა, მეორეთი ვირებდი, თან წელამდე წყალში ვიდექი. მოკლედ მაგრა ვიწვალე


რომელი ვობლერით იხელთე ?
და
ბოლოს როგორ მიხედე მაგას ? xexe.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 9 2013, 12:58

megreli
ჯუნ ფროგი მეყენა

პოსტის ავტორი: ams Aug 6 2013, 21:52

ბიჭებო რა მაინტერესებს შუკას დაჭერა რომელი ვოლბლერით შეილება და თუ არ დაგეზარებათ იმ ვოლბლერის სურათიც მანახეთ .

პოსტის ავტორი: jorj Aug 7 2013, 06:45

ams მაგ ვობლერების ჩამოთვლა ძაან შორს წაგვიყვანს newsmile045.gif მაგას ჯობია რომელიმე ტრიალით დაიწყო...უფრო იაფიც დაგიჯდება და ეფექტის კაი იქნება

პოსტის ავტორი: ams Aug 7 2013, 22:33

jorj
ხოდა ნითხარი მერე რომელი ტრიალამინდა

პოსტის ავტორი: megreli Aug 8 2013, 00:02

ams
ams
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=705

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1150

პოსტის ავტორი: ams Aug 8 2013, 11:31

გაიხარეთ ბიჭებო

პოსტის ავტორი: jorj Aug 8 2013, 21:48

ციტატა(dilar @ 7th August 2013 - 23:33) *
ხოდა ნითხარი მერე რომელი ტრიალამინდა

ნებისმიერი....მთავარია ტრიალებდეს

პოსტის ავტორი: LeoTaso Aug 10 2013, 18:23

jorj

ციტატა(jorj @ 8th August 2013 - 22:48) *
ნებისმიერი....მთავარია ტრიალებდეს


კაი ეხლა ეგრეც არა newsmile05.gif

ნუ გააჩნია წელიწადის დროს და ამინდს, თორე შეიძლება სუპერ-პუპერ სატყუარას არ გაეკაროს.
.... და გააჩნია მეთევზეს რათქმაუნდა (გამოცდილებას)

პოსტის ავტორი: ams Aug 11 2013, 09:03

ციტატა
ნუ გააჩნია წელიწადის დროს და ამინდს, თორე შეიძლება სუპერ-პუპერ სატყუარას არ გაეკაროს.
.... და გააჩნია მეთევზეს რათქმაუნდა (გამოცდილებას)
სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში მინდა თევზაობა რომლებით ვითევზაო არ ვიცი თან გამოცდილება 0 მაქ ქარიყლაპიაზე თევზაოიბაშI

პოსტის ავტორი: megreli Aug 11 2013, 13:13

წინა გვერდებზე ვიდეოები ნახე და ეს თემა თავფურცელიდან დაათვალიერე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 2 2014, 18:10


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 3 2014, 08:50

ჟორი როდის იწყება ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 4 2014, 10:25

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 3rd March 2014 - 09:50) *
ჟორი როდის იწყება ხომ არ იცით?


რამდენადაც ვიცი იქვირითა უკვე დაახლოებით 10 დღეა და კი უნდა წამოვიდეს აწი.

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 14 2014, 20:35


პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 20 2014, 22:24


პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 28 2014, 05:42


პოსტის ავტორი: Doc Dec 28 2014, 10:24

ეს ყველაფერი შესანიშნავი, მაგრამ ქარიყლაპიას დასაჭერად აუცილებლად დასავლეთსი უნდა წავიდე....?

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 31 2015, 23:55

მოკლედ ამ თევზს და მის მოდგმას ნობელის პრემია ეკუთნის კარასის გახოცვის დარგში........!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


პოსტის ავტორი: fisher leo Feb 1 2015, 13:22

ციტატა(PREDATOR @ Feb 1 2015, 00:55) *
მოკლედ ამ თევზს და მის მოდგმას ნობელის პრემია ეკუთნის კარასის გახოცვის დარგში........!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


რა მადა ჰქონია. აი რატომ გაქრა კარჩხანა უჯარმის ტბებზე.

პოსტის ავტორი: megreli Feb 1 2015, 13:59

PREDATOR
შენ დაიჭირე ? D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 7 2015, 12:59


პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 7 2015, 20:49

ციტატა(PREDATOR @ Feb 1 2015, 00:55) *
მოკლედ ამ თევზს და მის მოდგმას ნობელის პრემია ეკუთნის კარასის გახოცვის დარგში........!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


აქციაა! დაიჭირე ერთი და საჩუქრად მიიღე 10 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 29 2015, 13:10


პოსტის ავტორი: megreli Oct 4 2015, 22:42

პირველი ქარიყლაპია newsmile045.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პატარა,მაგრამ მუშა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 9 2015, 22:18


პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 19 2016, 17:59

ესეც ჩემი გუშინწინდელი გასვლა აბაშაში, ქარიყლაპიაზე, ნოღელის ტბაზე newsmile05.gif
იდეალური თევზაობა გამოვიდა.....



პოსტის ავტორი: ოთო. Nov 19 2016, 18:03

მშვენიერია.

small3d018.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 19 2016, 18:07

ამინდი იყო ძალიან ცუდი, აქტიურობდა მხოლოდ წვიმის გადაღებისას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ 3 ჯერ გადაიღო წვიმამ და ჯამში 12 კილო გამოვიდა newsmile05.gif
პატარები 17 ცალი დაახლოებით 30 სმ ზომების გავუშვი.....
დღესაც ხელი მტკივა სპინინგის სროლით და უკან ამათი ამოთრევით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 21 2016, 09:03

მშვენივრად გართობილხარ small3d018.gif

პოსტის ავტორი: kot Dec 5 2016, 13:06

ე.ი ძლივს არ ვისიმოავნე ქარიყლაპიის ჭერით ,ალბათ კიდე რომ მქონოდა კამერის ელემენტები ბევრ საინტერესო მომენტს გადავიღებდი newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)