თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მტაცებელი სახეობები _ კალმახი

პოსტის ავტორი: noso May 16 2009, 09:13

1. კალმახი - სიგრძე___70სმ. 1.წონა___3კგ.


2. კალმახი ტბის - სიგრძე___120სმ. 2წონა___20კგ.


3.კალმახი ცისარტყელა - სიგრძე___90სმ. 3წონა___10კგ.


ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალში. კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე. ცოსარტყელა კალმახი უფრო ამტანია(ეგუებაწყლის ტემპერატურას 4*__30*

ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მწერებით, მადი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით.ნაწილობრივ მტაცებელია, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავეებში.ჭამს თევზებს,ბაყაყებსა და სხვა.

პოსტის ავტორი: ახოტნიკ May 20 2009, 18:45

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ruესეც კალმახი ბიჭებო

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 17 2009, 15:35

მგონი ეს თემა დასამუშავებელია - მაგ, სამივე სახეობის ფოტოებია ცალ-ცალკე დასადები.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2009, 23:33

საქართველოში რომელ მდინარეებში/ტბებში შეიძლება კალმახზე თევზაობა, სად ბინადრობენ ჩვენთან?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 11 2009, 07:52

Power_VANO
არსადაც არ შეიძლება, წითელ ნუსხაშია შეყვანილი

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 11 2009, 17:48

ვიტო
აჰაა, გასაგებია newsmile05.gif

ისე, კალმახი მოშენებული ყავთ ალგეთის წყალსაცავის ძირში, ქვემოთ. საკმაოდ დიდი საკალმახე აქვთ, თუ გაქვთ ნანახი.

პოსტის ავტორი: ბესო Sep 7 2009, 14:04

ციტატა(Power_VANO @ Aug 11 2009, 06:48 PM) *
ვიტო
აჰაა, გასაგებია newsmile05.gif

ისე, კალმახი მოშენებული ყავთ ალგეთის წყალსაცავის ძირში, ქვემოთ. საკმაოდ დიდი საკალმახე აქვთ, თუ გაქვთ ნანახი.


კი თევზებიც ბლომად გაქცევიათ როდესაც აუზები მეწყერმა მოხვეტა..

ნოსო პირველ პოსტში - 1. კალმახის წონა და ზომები ლიფსიტის არის და ჩაასწორე...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 7 2009, 18:21

ბესო
არა ბესო როგორ წიგნშია ისე დავწერე,და მართლა არის ეგეთი წონის კალმახები ნილოსში და ამაზონშია!!!


ნოსო! კიდევ ერთხელ, რომ დაწერე კალმახის საბუდარებს... ქე იცი მერე რაც გჭირს!!!

პატივისცემით,

ბესო.


პოსტის ავტორი: ბესო Sep 8 2009, 02:01

მდინარის, წითელ წინწკლებიანი კალმახი 5 კილომდეც იზრება და რა უბედურებაა 200 გრამი რომ გიწერია იქ? ის წიგნი აზრზე არაა.

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 08:34

ბესო
და რა წონა ჩავწერო და რა მონაცემები?



სერგეევიჩ მოგვეხმარეnewsmile038.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 8 2009, 08:48

საქართველოს მდინარეებში 2 კილომდეც იზრდება თუ სადმე წყლის რაიმე საცავი არ ეგულება და თუ ეგულება მაშინ გაცილებით უფრო დიდიც...

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 8 2009, 21:35

ციტატა(ნოსო @ Sep 8 2009, 09:34 AM) *
ბესო
და რა წონა ჩავწერო და რა მონაცემები?



სერგეევიჩ მოგვეხმარეnewsmile038.gif


ამ საკითხში ვერაფრით დაგეხმარები small3d012.gif ორაგულისებრთა გვარის თევზებს არ ვიცნობ კარგად, ჩემთვის ყველა ერთნაირია. არა და დიდი სიამოვნებით დავუგდები ყურს მცოდნეს ვინც იცის და არჩევს. newsmile020.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 9 2009, 08:52

+ ალგეთის წყალსაცავთან რომ საკალმახეა, იმათ მდინარის კალმახები არ ყავთ? ალგეთის წყალში ზრდიან იმათ. ვეეეებერთელა კალმახებიც კი მინახავს იქ, 1.5-2 კგ იქნებოდა თითო უპრობლემოდ, მეტიც შეიძლება. პირველად რომ ვნახე, მეთქი ეს მართლა კალმახია?!

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 09:02

მანდ ცისარტყელა კალმახები ყავთ - წითელ წინწკლებიანი (ჩვენს მდინარეებში) კალმახებიც იზრდება მაგ ზომებამდე და უფრო დიდიც ეს ბრაკონიერები არ აცლიან ამოსუნთქვას თორემ...

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 10 2009, 18:55

ცისარტყელა კალმახი Oncorhynchus mykiss

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

საქართველოში შემოყვანილია რუსეთიდან, კურსკის ოლქიდან 1936-1940 წლებში.

კალმახი Salmo trutta

ბინადრობს საქართველოს მდინარეებში, ზემო წელში.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru




http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ნოსო, რაც შემეძლო გავაკეთე. newsmile041.gif

ელანიძის მონაცემებით მდინარის კალმახის წონა ძირითადათ არის 20-25 სმ, წონა 100-200გრ, იშვიათად მეტი. ტბაში მოხვედრილი მდინარის კალმახი განსხვავდება პირველადი ფორმისაგან ფერითა და ზომით , აქვს სხეულზე შავი ხალები ზომა 50-60 სმ წონა4-5 კგ, იშვიათად 100-120სმ წონა 15-20კგ.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Sep 11 2009, 12:11

90-იანების ბოლოს ბიძაჩემმა დაიჭირა მესხეთიში დიდი კალმახი, 1.5 ყველა ვარიანტში იყო თუ მეტი არა. მეც იქ ვიყავი და სურათიც გადავიღე იმ კალმახთან. თუ ვიპოვე ის სურათი დავასკანერებ და გაჩვენებთ.

პოსტის ავტორი: შარკი Sep 13 2009, 07:42

დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონზე კალმახი წითელ ნუსხიდან ამოღებული იქნეს. ამ სეზონზე უბრალოდ ვერ მოესწრო.
გდი ამ გადაწყვეტილებას ალბათ დაეთანხმება, რადგან სპორტულ-სამოყვარულო თევზაობით კალმახის პოპულაციას არავითარი დიდი ზიანი არ ადგება. მთავარია პატიოსანი მეთევზეების მხრიდან ქვირითობის ვადების დაცვა და გდის მხრიდან ბრაკების წინააღმდეგ სათანადო ადმინისტრირება.

პოსტის ავტორი: ბესო Sep 13 2009, 09:19

შარკი
+1 მართალია...

სპორტული თევზაობის მოყვარულებისაგან კალმახს ზიანი კი არა შვება მიეცემა, ვინაიდან, რაც უფრო გამრავლდება ამ მეთოდით მოთევზავეთა რაოდენობა, მით უფრო შეუმცირდებათ ბრაკებს საქმიანობის არეალი და თავისუფლად მოქმედების ხარისხი...

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Sep 13 2009, 15:51

მეც, ვფიქრობ რო უნდა იყოს დაშვებული სპორტული თევზაობა, 1 ბრაკონიერი აყენებს იმ ზიანს რასაც სპორტული მოთევზავეები მიაყენებენ ყველა ერთად!!! რათქმაუნდა ქვირითობის პერიოდში არ უნდა ითევზაოს ხალხმა...

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 18 2009, 22:27

ბესო
КАА
troutbaiter
რა ხდება? ცენზი მოვხსენით კალმახზე?


ეს სურათი კიდე იმეებმა ნახონ ვისაც არ ჯერა.
ევროპული კალმახები

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ბესო Sep 19 2009, 00:41

ვიტო

არაფერი მოგვიხსნია - რა შეატყვე? ეხლა კალმახის სახელიც უხსენებელი გავხადოთ თუ რას გვირჩევ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 24 2009, 01:44

ნებისმიერი თევზი იზრდება იმხელა, რამხელაც აქვს "სრედა აბიტანია" - ნუ რა თქმა უნდა თავის მაქსიმალურ ზომას ვერ გადაახტება და კარასი 20 ტონას ვერ აიწონის, მაგრამ მაინც...

პოსტის ავტორი: geeo Aug 10 2010, 14:58

როგორ წყლებში უყვარს გაჩერება სად შეიძლება ანკესის ჩადება?
wtfg.gif wtfg.gif wtfg.gif wtfg.gif :wt

ციტატა
fg: wtfg.gif

პოსტის ავტორი: ბესო Aug 10 2010, 19:24

ციტატა(geeo @ Aug 10 2010, 15:58) *
სად შეიძლება ანკესის ჩადება?


არსად. წითელი წიგნის ეგზემპლარია და თევზაობა აკრძალულია!

ციტატა(sharky @ 13th September 2009 - 08:42) *
დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონზე კალმახი წითელ ნუსხიდან ამოღებული იქნეს. ამ სეზონზე უბრალოდ ვერ მოესწრო.
გდი ამ გადაწყვეტილებას ალბათ დაეთანხმება, რადგან სპორტულ-სამოყვარულო თევზაობით კალმახის პოპულაციას არავითარი დიდი ზიანი არ ადგება. მთავარია პატიოსანი მეთევზეების მხრიდან ქვირითობის ვადების დაცვა და გდის მხრიდან ბრაკების წინააღმდეგ სათანადო ადმინისტრირება.


რა იმედის მომცემი პოსტი იყო და...

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 13 2010, 19:04

ბევრი ადგილები ვიცი მარა ერტი ვერ ვითევზავე რააააააა ცემთან სოფელში მეგობარმა თოფით 15 კილოიანი მოკლა :(
დიდი ჯებირია და იქაა დიდები მარა ჩემი სოფლიდან 20 კილომეტრია თან არავინ ცხოვრობს და არც გზააა :(:(:(:(newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max Aug 13 2010, 20:12

http://pix.ge/



http://pix.ge/


ესეც შენი კალმახუნები....

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 16 2010, 13:19

Nukry Max
მაქედან კალმახი რომელია? newsmile05.gif


პოსტის ავტორი: (dila)adriano Sep 3 2010, 15:11

ციტატა(nikoloza_migina @ Aug 13 2010, 20:04) *
ბევრი ადგილები ვიცი მარა ერტი ვერ ვითევზავე რააააააა ცემთან სოფელში მეგობარმა თოფით 15 კილოიანი მოკლა :(
დიდი ჯებირია და იქაა დიდები მარა ჩემი სოფლიდან 20 კილომეტრია თან არავინ ცხოვრობს და არც გზააა :(:(:(:(newsmile05.gif

ნიკოლოზ
გვითხარი ერთი სადაა შენი სოფელი

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 3 2010, 15:22

ციტატა(vito @ 16th August 2010 - 14:19) *
Nukry Max
მაქედან კალმახი რომელია?

მეთევზის უკან წყალში , უბრალოდ ცუდი სურათია და არ ჩანს კარგად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 5 2010, 11:44

ციტატა((dila)adriano @ Sep 3 2010, 16:11) *
ნიკოლოზ
გვითხარი ერთი სადაა შენი სოფელი

აფრიკის კონტინენტი, ნილოსი. სპინინგით ქაშაპსაც დაიჭერ 10 ღელეა სადაც კალმახია ერტხელ ჩემ ბასეინიდან 1და 300 ამოვიყვანეთ ცისარტყელას კალმახი


moderirebulia.gif
კალმახის საბუდარი ადგილების ღიად დაწერაზე ცენზია!

პოსტის ავტორი: avto707707 Jul 24 2011, 13:49

[quote name='ვიტო' date='Aug 11 2009, 08:52' post='20852']
Power_VANO
არსადაც არ შეიძლება, წითელ ნუსხაშია შეყვანილი
[/quot


ეს პირველად გავიგე რო ანკესით თEვზაობა არ შეიძლებაო newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jul 25 2011, 06:19

ციტატა(avto707707 @ Jul 24 2011, 14:49) *
ეს პირველად გავიგე რო ანკესით თEვზაობა არ შეიძლებაო newsmile015.gif


და სასაცილო რა არის? რამე ისეთი თუ იცი რაც ჩვენ არ ვიცით გაგვიმხილო იქნებ?

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 11 2011, 16:51

წლევანდელი სათევზაო სეზონი
თითქმის მთლიანად მივუძღვენი კალმახების ცხოვრებისა
ინსტინქტების
და ადათწესების შესწავლას

1)

თუ აქამდე ჩემი და კალმახების ურთიერთობა აგებული იყო
ბავშვობის ნახევრადბუნდოვან მოგონებებზე
წიგნებიდან მიღებულ მშრალ ინფორმაციებზე
და რესტორნების მენიუებზე
(საკმარისია ფეხი შედგათ საქართველოს ნებისმიერ რესტორანში
ან სახინკლეში
ან სულაც რაიმე სასადილოში
რომ პირველი რასაც შენიშნავთ იქნება:
"კალმახი" ყავთ (თუ აქვთ)
და უამრავ ადამიანს სერიოზულად სწამს იმისი
რომ იმ საღამოს მიირთვა "კალმახი"

პირველი
რაც ჩემი წლევანდელი დაკვირვებებიდან თვალში მეცა
ესაა საკალმახე მეურნეობების საჭიროზე დიდი რაოდენობით არსებობა
ჩვენს ბაზრებში თუ რესტორნებში "კალმახის" ასეთი სიმრავლე
კალმახისადმი პატივისცემის დაკარგვას იწვევს.
მითუმეტეს რომ "კალმახად" წოდებულ ამ თევზს
კალმახის მხოლოდ გენეტიკა აქვს

ბევრისგან მსმენია რომ "ბაზრის კალმახის" უგემურობა
მისი წარმომავლობის ბრალია
ბევრს უთქვამს რომ ეს (ცისარტყელა) ამერიკული კალმახია
და როგორც ყველაფერს ამერიკულს გემო არ აქვს
ბოდვააა ეს
სრული ბოდვა

გადავიდეთ საქმეზე
გაზაფხულის დადგომასთან ერთად
დაიგეგმა ჩვენი საგაზაფხულო მარშრუტები
მარშრუტები პირობითი სათაურით "სამეცნიერო კვლევითი"
თავის თავში ველურ კალმახზე თევზაობასაც გულისხმობდა
თუმცა დასაწყისში ყველაზე მეტად გეოგრაფიამ გაგვიტაცა
წარმოიდგინეთ
ვიყავით ტაბაწყურზე და ქციის სათავეებში
და ვობლერი წყალში ფაქტიურად არც გადგვიგდია
ქცია–ტაბაწყურზე კატასტროფულ მდგომარეობაშია კალმახის ნებისმიერი ჯიში
არადა ამ ტბაში საქართველოში იმპორტირებული თითქმის ყველა ჯიში უნდა სახლობდეს
წესით
ვესაუბრეთ ადგილობრივ სომეხ მებადურებს
რომლებიც ლაპარაკობდნენ ქართულად
გვითხრეს რომ კალმახი და იშხან–დურმიშხანი აქ ბოლოს 5 წლის წინ დავჭირეთო
მარტო სიგააო
დავესწარით ბადის ამოღების პროცესს
მარტო სიგა და არც ერთი კარჩხანაც კი
ერთადერთი ნუგეში – ბუნება
იგივე ისტორიაა ქციაზეც
ოღონდ იმ განსხვავებით რომ იქ საგაც არაა
მერე როგორი გემრიელად სათვეზაო მდინარეაა?
მეშოლტისთვის სამოთხე იქნებოდა
იქ ვინმეს თევზი რომ დაეტოვებინა

ისეთი წყალმცირე და ადვილად მისადგომი მდინარეები
როგორიცაა ქცია სათავეში ან ფარავანი საღამოს ტბამდე მონაკვეთში
შეიძლება ერთ დღეში მოსპონ

აქვე შემოგთავაზებთ იმ მდინარეების ჩამონათვალს
რომლებიც შევისწავლეთ და აღმოჩნდა მკვდარი
ან თითქმის მკვდარი
1) ქცია – სათავეში
2) ფარავანი – სათავეში
3) თეძამი – მთელს დინებაზე (უუუუულამაზესი და უსათევზაოესი მდინარე)
4) კავთურა – აწ და მარადის
კავთურაზე ერთი პაწა ისტორია მინდა გიამბოთ
წავედით სადაბადებისდღეოდ ქვათახევისაკენ
გაგონილი მქონდა რა იქაური კავთურას შესახებ
წევიღე სპინინგი
სანამ ესენი მწვადებს წვავდნენ
აუყევი მწალმცირე თუმცა ძალიან ღრმა მორევებიან მდინარეს
ასეთ მდინარეებზე თევზაობით სპინინგისტი ყველაზე უკეთ ხვეწს ტექნიკას
შორიახლო
ჩანჩქერის პირას უკვე კარგად შემთვრალ მოქეიფეებს გადავეყარე
არაყი მახუხინეს და მწვადი მიმაჭმევინეს და მითხრეს
აქ თევზს ვერ დაიჭერო
ორ საათში უკან ჩამოვივლი და გეტყვი დავიჭირე თუ არა მეთქი
თქმა ყველას შეუძლია ძმაოო
თუ გვანახებ დაგიჯერებთო
ეგეთი სიკვდილისათვის თევზს ვერ გავიმეტებ მეთქი და გავყევი გზას
ბევრი ვითევზავე თუ ცოტა
ვერაფერი დავიჭირე
უკან რომ დავბრუნდი ამათი სასტავი უკვე ჩვენს სასტავთან სვამდა ვახტანგურად
ერთი მეხუტება და მეუბნება
ძმაო ხომ არ გეწყინა
რომ გითხარი ვერ დაიჭერ მეთქი
გუშინ ჩვენ თვითონ ამოუყევით მონასტრამდე აპარატით
და ვერცერთი ვერ დავბრიდეთო

დედა არ შეუგინებია მაგრამ რაღაც მსგავსი შეგრძნება იყო
თან "დავბრიდეთო" რომ დააყოლა
ჰო ეგრეა მეთქი ვუთხარი
სათევზაოდ რომ დავდივარ ჯიბეში მუდამ მიდევს მეთქი იარაღი
რა პონტშიო?
თევზს რომ ვიჭერ, ნემსკავს ფრთხილად ვახსნი, ხალიჩაზე ვაწვენ და იარაღით კანტროლკას ვესვრი
რა პონტშიო – ისევ
რომ არ გაცოცხლდეს ბაბუ მეთქი ))))))

2)

აქვე შემოგთავაზებთ იმ მდინარეების ჩამონათვალს
რომლებიც შევისწავლეთ და აღმოჩნდა მკვდარი
ან თითქმის მკვდარი
1) ქცია – სათავეში
2) ფარავანი – სათავეში
3) თეძამი – მთელს დინებაზე (უუუუულამაზესი და უსათევზაოესი მდინარე)
4) კავთურა – დაბრედილია
5) ჯავახეთის ტბები (იგულისხმება რომ ადგილობრივი იქტიოფაუნა სრულადაა განადგურებული)
6) ჯავახეთის მდინარეები
როგორებიცაა ბუღდაშენი, აგრიჩაი, კირხბულახი, კორხი, ჩობარეთი, ტაშლი კიშლა
(ყველა ამ მდინარის სათავე უკვე კაიხანია რაც დაადუღეს)
სია შეიძლება უფროც გავზარდოთ
თუმცა დანამდვილებით მხოლოდ ამ ჰიდროობიექტებზე შემიძლია დავწერო

ისევ პატარა ისტორია
სანდო ადამიანებისა და ორგანიზაციებისაგან :* შევიტყეთ
ჯავახეთის ერთ–ერთი ტბის და მასში არსებული ცისარტყელა კალმახის პოპულაციის შესახებ
პრობლემა?
მანძილი იმდენად არ იყო პრობლემა
რამდენადაც თავად ტბის უჩინმაჩინობა
დაზუსტებით არავინ იცოდა მისი მდებარეობა
მათ შორის გეოგრაფებმაც
თუმცა ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებში ქექვამ ნაყოფი გამოიღო
და ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ თანამგზავრიდან დანახულ გზას გავუყევით
5 საათი იბალახა ჩვენმა იომ ჯავახეთის ამწვანებულ და ღელეებით დასერილ გზებზე
სოფლებში ჩერდებოდა და ეკითხებოდა "იშხან ესწ?"
"ეესწო" პასუხობდნენ გაკვირვებული სოფლელები
აი ასეთ კარგ ხასიათზე მივადექით მოზრდილ ტბას
პატარა სანაპირო ტყით და ლურჯი გამჭვირვალე ცით
შორიდანვე შესამჩნევი იყო რომ ტბა თევზით დუღდა
სასწრაფოდ გავბერეთ ნავები
აღვიკაზმეთ
და შევცურეთ
ნაპირთან ახლოს არანაირი აქტიურობ არ შეიმჩნეოდა
გადავწყვიტე გავსულიყავი სიღრმეში
ჰოდა აქ მოხდა თუ მოხდა
პირველივე გადაგდება "ზაცეპში" მოხვდა
თუმცა ტრადიციულისაგან განსხვავებით იგი ფართხალებდა
"ზაცეპი" ფართხალებდა
პირველი ათი წამის განმავლობაში ასე თუ ისე ვობლერს ჩემსკენ ვექაჩებოდი
მერე უკვე ნავი მიცურავდა მოფართხალე ზაცეპისკენ
ისე ავნერვიულდი დაყვირებაც ვერ მოვასწარი
მერე დავინახე როგორ ამოყო თვზმა წყლიდან თავი
მერე კი ისიც შევამჩნიე რომ ბადეში იყო გახვეული
პუტანკა ბადეში
აქაცცცცც????? და გული ჩამიკვდა
ბადე ნაპირზე გამოვათრიეთ
25 მოზრდილ თევზთან ერთად
ზოგი მათგანი უკვე მკვდარი იყო
ზოგიც – სულ ახალი გაბმული
500 დან 800 გრამამდე თევზები
ოცდახუთივე კარჩხანა

ავავსეთ ერთი ტომარა და უკანა გზაზე ერთ–ერთ ადგილობრივ გლეხს ვაჩუქეთ
იშხან–დურმიშხანი კაი ხანია მანდ აღარავის უნახავსო

3)
გამომდინარე იქიდან რომ
ქართული იქთიოლოგია ჩანასახშივე სულს ღაფავდა
საქართველოს წყლებში მობინადრე ორაგულისებრებზე სამეცნიერო შრომები არ არსებობს
ვიცნობ მეთევზეებს რომლებიც დღემდე მსგავსი ლინკებიდან იღებენ ცნობებს :
http://ka.wikipedia.org/wiki/კალმახი
ვთქვათ შავი ზღვის ორაგულის შესახებ ცნობები
არა მარტო ქართულად ვერ მოვიძიე
არამედ რუსულად და ინგლისურადაც

წელს Salmo trutta labrax Pallas თან შეხება არანაირად არ გვქონია
სხვათა შორის თევზის ეს სახელიც საკამათოა და პარალელურად სხვა ფორმებსაც იყენებენ
იგივე ეხება ე.წ. ნაკადულის კალმახს
აქაც რამდენიმე სინონიმური დასახელება გხვდება(ლათინური)
და არც ამ თევზის ცხოვრებაა შესწავლილი
თუმცა იქთიოლოგთა ერთი ნაწილი ნაკადულის კალმახისა და შავი ზღვის ორაგულის იდენტობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს
რაშიც მეც ვეთანხმები
თევზის ამ სახეობას იშვიათი ეკოლოგიური ელასტიურობა ახასიათებს
საჭიროების შემთხვევაში მას არამარტო მტკნარ ტბაში
არამედ მლაშე ოკეანეში ცხოვრებაც შეუძლია
ამის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ
კუნძულოვან სახელმწიფოებში აკლიმატიზაციის მიზნით ჩაყვანილი ნაკადულის კალმახები
იმავე წელს გადიან ხოლმე ზღვაში
და რამდენიმე წელიწადში "ორაგულებად" ბრუნდებიან
წონაში მთელი 500% იანი ნამატით
ამით აიხსნება უზარმაზარი ამპლიტუდა თევზის წონაში
ბევრი დღესაც თვლის რომ ნაკადულის კალმახი დიდი არ იზრდება
ეს მცდარი მოსაზრებაა
განსაკუთრებულ ეკოსისტემაში იგი სიგრძით მეტრზე მეტი
ხოლო წონით - 20 კ.გ ზე მეტი იზრდება

რომელ განსაკუთრებულ ეკოსისტემებზე ვსაუბრობთ?
კაშხლების და წყალსაცავების მშენებლობამ
წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ქვეყნაში ჰიდრორესურსების გადანაწილების საქმეში
საკალმახე ზონაში აშენებულმა კაშხლებმა და დაგუბებებმა
Salmo trutta-სთვის ახალი რეალობა შექმნეს
თევზს ოკეანისკენ (ან კასპიის ზღვისკენ) გზა გადაეკეტა
და ზღვაშიგამსვლელი თევზის გენეტიკამ ყოფილ ორაგულებს წყალსაცავის მდორე წყლებისკენ უბიძგა
დაკარგა ორაგულისთვის დამახასიათებელი გარეგნული განსხვავებები
და ჩვეულებრივ ნაკადულის კალმახად იქცა
ზომებით ორაგულისხელა ვეღარ იზრდება
მაგრამ კალმახისთვის რეკორდულ წონას მაინც აღწევს

გვქონდა წელს ბედნიერება
ამაში დავწმუნებულიყავით

საერთოდ თევზის გარეგნული იერი ბევრად არის დამოკიდებული საარსებო გარემოზე
ისევე როგორც კვების რაციონზე
შავლამიანი ფსკერის მქონე მდინარეებში - კალმახიც მუქია
მაშინ როდესაც კირქვიან მდინარეებში - ძალიან თეთრი
შავლამიანში ბევრად უფრპო სწრაფად იზრდება
ვიდრე კირქვიანში
ტბაში კიდევ უფრო სწრაფად
ზღვაში მითუმეტეს

პოსტის ავტორი: akela1954 Nov 12 2011, 21:15

[quote name='(dila)adriano' date='Nov 11 2011, 17:51' post='171285']

ძალიან კარგი კაცი ჩანხარ და რაც უფრო სასიამოვნოა და გასახარი კალმის წვერიც არ გიჩლუნგდება.
მე ჩემი თვალით მხოლოდ კოდორზე მყავს ნანახი შავი ზღვის ორაგული.
კასპიის ზღვის ორაგული მამაჩემს ყავს დაჭერილი დღევანდელი "ზაგესის" წყალშემკავებელთან ომის დაწყებამდე, ალბათ 1938-39 წელში.
პატარა ლიახვის ნაკრძალის კეთება დავიწყე 1979 წლის მარტის თვეში. სოფელ აწრისხევის უხუცესი მოსახლეობა რომელიც იქ დამხვდა იხსენებდა იმ დროს, როცა ორაგული საქვირითოდ დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში ამოდიოდა.
იგივე შემიძლია ვთქვა ფშავის და ხევსურეთის არაგვის სათავეებზე. აქაც საუბარში ბევ უხუცესს გაუხსენებია ის დრო როცა ორაგული ამოდიოდა საქვირითოთ.
აი ერთ რამეში კი ვერ დაგეთანხმეები, ორაგული და კალმახი ერთი და იგივე სახეობა არ არის და ვერც იქნება, არც მლაშე წყალში არ გადის კალმახი.
კალმახი კავკასიონის აქეთაც და იქითაც თითქმის ყველა დიდი მდინარის სათავეებში მყავს დაჭერილი და რაღაც-რაღაც განსხვებასაც ვამჩნევდი, სხვადასხვა მდინარეში და სხვადასხა ადგილზე დაჭერილს, მაგრამ მაინც ყველა კალმახი იყო.
რაც შეეხება "ნაკადულის კალმახს", საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის კალმახი იყო და იმიტომ ქონდა ერთი სახელი - კალმახი.
"რუჩევაია ფორელ"- რუსების ნათარგმნი ნომენკლატურული სახელია , "იშხან- დურმიშხან"- სომეხი ერის კუთხური იდენტიფიკაციის მცდელობაა, არც ერთ იქტიოფაუნის ნომენკლატურაში იშხანი ცალკე სახეობად არ არის აღიარებული ან იქამდე არ იყო როცა მე ვეცნობოდი მისთანებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა იყოს .......................
იშხანის ისტორიიდან; სიგი რომელიც სევანის ტბაში გაუშვეს და რომელიც ერის სიამაყის - იშხანის მესაფლავე გახდა წამოყვანილია ისიკ-კულის ტბიდან. სანაცვლოდ იშხანი გაუშვეს ისიკ-კულის აკვატორიის ასათვისებლად. ისიკ-კულში იშხანის პოპულაცია დომინანტი ვერ გახდა მაგრამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია 5 კგ - მდე გაიზარდა. აი სიგმა კი დაასამარა იშხანის პოპულაცი და მხოლოდ ჩამდინარე მდინარეები დაუტოვა სანავარდოდ.
კარგი ექპედიციები მოგიწყვია წელს. კეთილის შურითა მშურს და მრავალს საშუროს გისურვებ მომავალშიც.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 13 2011, 09:08

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
თევზის ამ სახეობას იშვიათი ეკოლოგიური ელასტიურობა ახასიათებს
საჭიროების შემთხვევაში მას არამარტო მტკნარ ტბაში
არამედ მლაშე ოკეანეში ცხოვრებაც შეუძლია

ეუფ...
ჩვენ კალმახზე სუსტი და საცხოვრებელი პირობების მიმართ პრეტენზიული თევზი მგონი მეორე არ არსებობს ქვეყანაზე newsmile05.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
ამის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ

newsmile05.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
კუნძულოვან სახელმწიფოებში აკლიმატიზაციის მიზნით ჩაყვანილი ნაკადულის კალმახები
იმავე წელს გადიან ხოლმე ზღვაში
და რამდენიმე წელიწადში "ორაგულებად" ბრუნდებიან
წონაში მთელი 500% იანი ნამატით

ხწლოვნება და მწერლობა კი გიყვარს მაგრამ რას ეწევი ამისთანას???
D.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:51) *
თუმცა იქთიოლოგთა ერთი ნაწილი ნაკადულის კალმახისა და შავი ზღვის ორაგულის იდენტობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს

მაგარი იქთიოლოგები გბყოლია...

ციტატა(kote @ 12th November 2011 - 22:15) *
სოფელ აწრისხევის უხუცესი მოსახლეობა რომელიც იქ დამხვდა იხსენებდა იმ დროს, როცა ორაგული საქვირითოდ დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში ამოდიოდა.
იგივე შემიძლია ვთქვა ფშავის და ხევსურეთის არაგვის სათავეებზე. აქაც საუბარში ბევ უხუცესს გაუხსენებია ის დრო როცა ორაგული ამოდიოდა საქვირითოთ.

ხო მაგრამ უხუცესების ცნობებს მაინცა და მაინც არ დავეყრდნობოდი ვინაიდაბ 2-3კ კგ-ზე დიდ კალმახს სოფლებში (99%) ორაგულს ეძახის... newsmile045.gif

ორაგული კი დღესაც შემოდის საქართველოს მდინარეებში საქვირითოდ!!! ეს უკვე ზუსტი ინფოა - newsmile045.gif

შავი ზღვიდან რა თქმა უნდა თორემ კასპიიდან ბარიკადები აქვს აშენებული...

პოსტის ავტორი: მებადური Nov 13 2011, 10:57

შევეცდები ჩამოვთვალო და მოკლედ ავღწერო ორაგულთა წარმომადგენლების ის სახეობები, რომლებიც ჩვენთან - საქართველოში - ბინადრობენ.

1. მდინარის კალმახი (salmo trutta, salmo fario), იგივე ნაკადულის კალმახი, იგივე კიდევ რა ვიცი რა... თევზი, რომელიც განეკუთვნება ევროპულ სახეობას და ძირითადათ ბინადრობს ამ კონტინენტის მთის მდინარეებში. ის ასევე იქნა შეყვანილი ამერიკის კონტინენტზე (მიახლოებით 100 წლის წინ), სადაც მას მოყავისფრო ფერის გამო შეარქვეს brown trout. მდინარის კალმახი ქვირითობს და ცხოვრობს მდინარეში, ის არ გადის მდინარიდან ზღვაში ან ტბებში (იშვიათი გამონაკლისების გარდა).
2. ტბის კალმახი (salmo trutta lacustris). გენეტიკურად მას მდინარის კალმახს მიაკუთვნებენ. ეს სახეობა, ისევე როგორც მდინარის კალმახი, ქვირითს ყრის მდინარეში, თუმცა შემდეგ ის გადის ტბაში, საიდანაც 2-3 წლის შემდეგ ისევ მდინარეს უბრუნდება ტოფობისთვის. ვფიქრობ ეს ის თევზია, რომელიც ჟინვალის წყალსაცავში ცხოვრობდა (ალბათ კიდევ ცხოვრობს და სავსებით სამართლიანად ეძახდნენ მას ორაგულს. ნებისმიერი კალმახი ხომ გენეტიკურად ორაგულია) და საქვირითოდ მდინარეებში მიმავალთ ადგილობრივები ანადგურებდნენ გზაზე.ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა წყარო შეუმოწმებელია, თავს ვერ დავდებ ამ სახეობის არსებობაზე საქართველოში.
3. ცისარტყელა კალმახი (oncorhynchus mykiss, Salmo Irideus Gibbons), ჩრდილო ამერიკის მკვიდრი. იგივე steel head. აი ამერიკიდან, 100 წლის წინ მდინარის კალმახის სანაცვლოდ ეს ჯიში იქნა ჩამოსახლებული ევროპაში სადაც ის ხელოვნურად მრავლდებოდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის მდინარეებში საკმაოდ წარმატებულად იწყო ბუნებრივი გამრავლება.
4. შავი ზღვის ორაგული (salmo trutta trutta, Salmo Trutta Labrax Pall). ეს სახეობა ასევე შეიძლება მდინარის კალმახის სახეობას მივაკუთვნოდ (გენეტიკურად), თუმცა ის ძირითად დროს მარილიან წყალში ატარებს. ტოფობაზე მდინარეებს უბრუნდება.

რა თქმა უნდა არსებობს ამ 4 სახეობის სხვა ქვე ჯგუფებიც, რომელთაც მე არ - უფრო სწორედ ვერ - შევეხები. ეს იხტიოლოგებისთვის მიმინდია.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 13 2011, 21:30

მებადური

გარდა იმისა რომ ყოველ სიტყვაში გეთანხმები
დავამატებდი რომ ბოლო ორი წელია საკალმახე მეურნეობებში ცისარტყელა კალმახის ნაცვლად
მაგ მოყავისფრო brown trout შემოყავთ
მეურნეობის პირობებში მათი ზედაპირი წინწკლებით არაა დაფარული
თუმცა ველურ პირობებში მოხვედრისთანავე
აბორიგენი კალმახის მსგავსი წინწკლები უჩნდებათ
მოკლედ ამერიკელი ემიგრანტის დამბრუნებას გავს ეგ საქმე newsmile05.gif


პოსტის ავტორი: akela1954 Nov 13 2011, 22:33

[quote name='ბესო' date='Nov 13 2011, 10:08' post='17143


ხო მაგრამ უხუცესების ცნობებს მაინცა და მაინც არ დავეყრდნობოდი ვინაიდაბ 2-3კ კგ-ზე დიდ კალმახს სოფლებში (99%) ორაგულს ეძახის... newsmile045.gif

მე დავუჯერე, როცა მათი აღწერა მოვისმინე და როცა 40 სმ კალმახი ვანახე, რომელიც მათ მდინარეში იყო დაჭერილი. "არა ეს ორაგული არ არისო."
მამაჩემს კი თევზის სახეობა არ ეშლებოდა და თუ დაეჭვდებოდა ყავდა ვისთვის ეკითხა.
მოკლედ რომ ამოვიოხროდ იყო და აღარ არის.

პოსტის ავტორი: dmoral Nov 16 2011, 15:40

შვეიცარია, ბერნის კანტონი. თევზზე ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა

Fischereiinspektorat des Kantons Bern

Bachforelle (Bach-გერმანულად ღელე)


http://www.youtube.com/watch?v=pvhVWhArAQ4...player_embedded

კეთილი შურით მშურს ამ ხალხის.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 16 2011, 16:15

ეჰ

პოსტის ავტორი: dmoral Jul 4 2012, 20:48

ასე იყიდება ბათუმის თევზის ბაზარში საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი თევზის სახეობა - ღელის კალმახი (ლათ.Salmo trutta morpha fario). როგორც გამყიდველებმა აღნიშნეს: ჩამოტანილია ზემო აჭარიდან და წყლის მოწამვლით არაა და ჭერილი. ბავშვებს შეგიძლიათ აჭამოთო , დენიითაა დაჭერილიო! კანონით 500 ლარია ჯარიმა, თუნდაც ერთი ცალის დაჭერაზე, თუნდაც ანკესით.

ბათუმი, თევზის ბაზარი ე.წ. "მელკი მორესთან" 30.06.2012.



















პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 4 2012, 21:13

dmoral
დავით, დამჭერიც უნდა დაიჭირონ, ჩამბარებელიც და გამყიდველიც. სხვა გამოსავალი არარის. ეს სურათები უკვე ფაქტებია, მაგრამ........ ვაი რომ მარტო მაგრამ

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 4 2012, 21:53

500 ლარი კირაა სისხლის სამართლის საქმე იღძრება წითელ წიგნში შეტანილ ინდივიდების მოპოვებაზე და მით უმეეტს მოწამვლით და ელექტროსოკური აპარატით. მოკლედ ყელამდე ქაქში ვართ იბიომატ აღარმინდა ამეების ნახვა!

პოსტის ავტორი: გიგი Jul 4 2012, 22:12

გოგა ხაჩიძეს დავურეპორტებ ეხლა ამ გვერდს...

პოსტის ავტორი: გიგი Jul 4 2012, 22:20

ფეისბუქით დავაშეარე ეს ფოტოები და დააშეაროს ოჩოს ფეისბუკის გვერდმაც...

პოსტის ავტორი: jorj Jul 4 2012, 22:21

ციტატა(გიგი @ 4th July 2012 - 23:12) *
გოგა ხაჩიძეს დავურეპორტებ ეხლა ამ გვერდს..

.ნელა შეაპარე გული არ გაუსკდეს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიგი Jul 4 2012, 22:23

jorj
მე ჩემსას ვიზავ... შენც მიწერე... სხვაც მიწერს და იქნებ გამოვიდეს რამე...

პოსტის ავტორი: Sos049 Jul 4 2012, 22:42

ნეტავი რისი გადამწყვეტია ან გამკეთებელი...?! ehh.gif
...ეტყვიან დიპლიპიტოს დაუკრავს,
ეტყვიან- ბლანჟეს გაიპარსავს...
შეიძლება წაიჩურჩულოს ერთხელ:
-მოვიფიქროთ რამე,შემჭამა ხალხმაო!
პასუხსაც არ დაუგვიანებენ:
-გაწყვიტე ხმა და შეირგე ეგ სკამი,სადაც ზიხარო, თორემ...!
რა?ეგრე არ არის? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 4 2012, 22:43

Sos049
ravari-misca.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 4 2012, 22:51

ციტატა(Sos049 @ Jul 4 2012, 23:42) *
ნეტავი რისი გადამწყვეტია ან გამკეთებელი...?! ehh.gif
...ეტყვიან დიპლიპიტოს დაუკრავს,
ეტყვიან- ბლანჟეს გაიპარსავს...
შეიძლება წაიჩურჩულოს ერთხელ:
-მოვიფიქროთ რამე,შემჭამა ხალხმაო!
პასუხსაც არ დაუგვიანებენ:
-გაწყვიტე ხმა და შეირგე ეგ სკამი,სადაც ზიხარო, თორემ...!
რა?ეგრე არ არის? D.gif



ეგრეა ზუსტად და ვის რად უნდა ეგეთი მინისტრი და მით უმეტეს გარემოს დაცვის ტფუი იბიომატ და დემოკრატიას ვქადაგებთ და ვაშენებთ ხო.

ბებიათავისები დააბოლონ სირები ფუი ბლიად გული მერევა ამათ დედაც

პოსტის ავტორი: Sos049 Jul 4 2012, 22:57

ციტატა( T A M P L I E R @ Jul 4 2012, 23:43) *
Sos049
ravari-misca.gif newsmile029.gif

D.gif D.gif D.gif
რამოდენიმეჯერ მანქანა შემიმოწმეს იქ...სადაც საზნებს ვიჭერ newsmile045.gif(რაიმე ისეთი "ანკესი"არ მქონოდა...მიწა-ჰაერის ტიპის)newsmile035.gif ...ჰოდა,საიდან მოუარე იცი?ვეუბნები:
-ყველაფერს ეშველა,აშენდა,გალამაზდა, ქვეყანა და ამ სფეროს(ბრაკონიერობა)არაფერი ეშველა და ძველ დროს მივსტირით მეთქი!
იქნებ ამბავი მიუტანონ ... D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 5 2012, 09:33

QUOTE (გიგი @ Jul 4 2012, 23:12) *
გოგა ხაჩიძეს დავურეპორტებ ეხლა ამ გვერდს...


გიგი რა ქენი დათაგე გოგა ფაცებუკში?
თუ გეზარება მე მივატაგავ

პოსტის ავტორი: გიგი Jul 5 2012, 09:37

Maverick
დავტაგე კაცო... ეგეც და გარემოს დაცვის სამინისტროც... მარა ჯერჯერობით სიჩუმეა... ხო პირადშიც მივწერე... newsmile029.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 5 2012, 09:38

კედელზე უნდა მივწერო, ყველამ ნახოს

პოსტის ავტორი: გიგი Jul 5 2012, 09:39

Maverick
დახურული აქვს ვოლი...

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 5 2012, 10:11

სულ კალმახისთვის სცხელა ეხლა გოგას.....

პოსტის ავტორი: გიგი Jul 5 2012, 10:14

ჩელე
მე მცხელა!!! დაავალოს ვიღაცას... ან ანკესით თევზაობა დაუშვას...

პოსტის ავტორი: kupra Jul 22 2012, 11:18

ნამეტანი მოვლა პატრონობა ჭირდება მაქ თევზს.

პოსტის ავტორი: BIGმიშა Jul 22 2012, 12:06

კალმახი ჩემი სუსტუ წერტილია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 23 2012, 22:39

ბოლო პოსტები გადატანილია ამ თემაში

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9229&st=15

პოსტის ავტორი: maradi Dec 14 2017, 09:29

კალმახი დღესდღეობით გადაშენების პირასააა საქართველოში და კარგი იქნება თუ მის დაჭერაზე კიარა გამრავლებაზე ვიფიქროთ არა სასაქონლე მიზნით არამედ დასათევზიანებლად საგართველოს მრავალ მდინარეებში ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელი მცირეოდენი მონდომებით და ერთმანეთის გვერდში დგომით

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 14 2017, 10:08

maradi მაგ ღონისძიებებამდე ბრაკონიერობაა ჯერ მოსასპობი. 1 წელსაც არ აბოგინებენ იმ გაშვებულ კალმახს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 14 2017, 18:27

maradi
მუშაობს მაგაზე ხალხი კაი ხანია უკვე newsmile05.gif
გარდა მაგისა ბრაკების გარეშეც ძალიან მარტივად და კარგად გამრავლდება ყველაგან კალმახი....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)