სიგრძე___100სმ. წონა___20კგ.
ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს :ძირითადად მტკნარ წყალში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ, მდორე და მდგარ ადგილებს.
ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, ბაზალეთის ტბა, თბილისის წყალსაცავი, იორი, კუმისი, ლისი, მტკვარი, სუფსა,
ტაბაწკურის ტბა, ფარავნის ტბა, შავნაბადას ტბა, ჭოროხი, ჭურია, ხანისწყალი, ხობისწყალი, ხრამისწყალი. შაორი ,პალიასტომის ტბა.
ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მცენარეული და ცხოველური საკვებით, ზოგჯერ ჭამს სხვადასხვა მცირე ზომის თევზებს, ლიფსიტებს. ოპტიმალური წყლის ტემპერატურა სათევზაოდ:23*--28*
ს ა ტ ყ უ ა რ ა:პური, ჭია, სიმინდი, ხორბალი, კოპტონი(მაკუხა), (ასევე არსებობს სპეციალური ბოილები და ხელით დამზადებული სტყუარები)
კობრი, გოჭა
(Cyprinus carpio), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლად, დამარილებულს, დაკონსერვებულს და სხვა.
წყარო: ვიკიპედია
კარპ რუსულად-კობრი ქართულად. ეგ კობრია, რომელიც გარეული ანუ პირველადი ფორმიდან, საზანიდან გამოიყვანეს ხელოვნურად. კობრის ჯიშები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტანის ფერითა და მოყვანილობით აგრეთვე ქერცლის წყობით.http://www.radikal.ru
URL=http://www.radikal.ru][/URL]
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც ,,სარკისებრი კობრი,,
http://www.radikal.ru
მოკლედ, ერთხელ კიდევ დავაზუსტოთ - კარპი რუსულად ქვია კობრს, რომელიც როგორც ზემოთ არის ნახსენები, მისი ველური წინაპარიდან - საზანიდან ხელოვნური გზით გამოიყვანეს.
ისმება კითხვა - საზანს ანუ ველურ კობრს ქართულად რამე ცალკე სახელი ჰქვია?
საზანას ქართულადაც საზანი ქვია, ისე კახეთში გოჭას ეძახიან მარა ეს უკვე კუთხური ვარიანტია უფრო.
კობრი და რუსულად карп ერთი და იგივე თევზის ჯიშის აღმნიშვნელი ტერმინია. ლათინურად Kuprynos karpio linne. ზემოთ მოყვანილ სურათებში სწორედ გარეული კობრისგან ანუ გოჭასაგან ანუ საზანისაგან ხელოვნურად გამოყვანილი სახესხვაობებია წარმოდგენილი. ამათი მამამთავარი გახლავთ საზანი, ანუ გარეული კობრი. ეს არის დაახლოვებით როგორც გარეული კურდღელი და მისგან ხელოვნურად გამოყვანილი შინაური ბოცვერის სხვადასხვა ჯიში. რადგანაც ჩვენ წყალსაცავებსა ტბებსა და მდინარეებში გვხვდება როგორც გარეული ასევე შინაური ფორმები კობრისა ამიტომ მათ განმასხვავებელი ტერმინის სახით ვხმარობთ საზანს ან გოჭას გარეული ფორმის აღმნიშვნელად ან კობრს ხელოვნურად გამოყვანილი სახეობის აღმნიშვნელად. ფაქტიურად კი ერთი და იგივე ჯიშთან გვაქვს საქმე. ზემოთ მოყვანილია: 1 ფერდი სარკისებური კობრი, რუსულად цветной зеркальный карп ლათინურად kuprynos karpio linne multicolor, 2 ჩარჩოსებური კობრი, რუსულად рамчатый карп, აქ ლათინურად აღარ ვწერ რადგან ბოლოში იცვლება ფერადის აღმნიშვნელი სიტყვა ჩარჩოსებურით წინა კი რაც გვარსა და სახეობას აღნიშნავს იგივე რჩება. 3 ჩვეულებრივი სარკისებური კობრი, რუსულად, зеркальный карп. 4ქრეცლიანი კობრი, რუსულად чешуйчатый карп. და ბოლოს წარმოგიდგენთ საზანს იგივე გოჭას იგივე გარეულ ამურის კობრს
http://www.radikal.ru
რომელიც გვევლინება პირველსახეობად ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებისა და მათგან განსხვავდება ფერით ქერცლის ზომითა და განლაგებით და კორპუსის სიმაღლით. მე მგონი ამოვწურე კარპისა და კობრის თემა, თუ რამე დარჩა გაუგებარი მკითხეთ, ვზად ვარ გემახუროთ.
კობრია ნამდვილი მეცნიერული სახელი ამ თევზის, როგორც გარეული ფორმის ისე შინაურის, ეს არის და ეს.
ქართულად-კობრი, კუთხურად-გოჭა, წიგნის ზოგიერთ გამოცემაშიც-გოჭა.
რუსულად-გარეული ფორმა-сазан, შინაური ფორმა-карп.
მეცნიერული ანუ ლათინური დასახელება-Cyprynos carpio.
ეხლა კი ვისაც უნდა შიფანერკა დაუძახოს, მისი პრობლემაა.
ა.შ.შ-ს ინდიანას შტატის ქალაქ მედისონთან მდებარე ტბორში
ცხოვრობდა კობრი სახელად donkey
მან ორმოც წელზე მეტ ხანს იცოცხლა
და ამ ხნის განმავლობაში
იგი მეთევზეებმა სამოცდასამჯერ დაიჭირეს
მეთევზეთაგან ყველაზე იღბლიანი ლორენს ბროერი აღმოჩნდა
მან donkey შვიდგზის დაიჭირა
არ გაუმართლა დანიელ ჰიუზს
შარშანწინ მას ბებერი თევზი ხელში შემოაკვდა
ინდიანელმა მეთევზეებმა პატივისცემის ნიშნად
მრავალჭირნახული კობრი საჭმელად ვერ გიმეტეს და
ტბორისპირა ტყეში ადამიანივით დამარხეს
გარდაცვალებისათვის იგი 29 კგ-სა და 570 გრამს იწონიდა
ამბობენ
donkey იმდენად შეჩვეული იყო ანკესზე წამოგებას
რომ ამოყვანისას არანაირ პროტესტს არ გამოხატავდაო
ხსოვნა იყოს ამ პატიოსანი არსების
http://www.radikal.ru
განუყრელი მეგობრები
donkey და ლორენსი
ხოოოდა ჩემი მწირი თუ დიდი გამოცდილებით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში(ოჩოპინტრეზე) დიიიიიიდი
არაფერი არ დაწერილა ამ თევზზე და მისი ჭერის ტექნიკაზე - გადავწყვიტე დამეჯღაპნა სამიოდ სიტყვა ზემოხსენებულზე,
თუმცა აქ მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებით ვერ შემოვიფარგლები და ვაღიარებ რომ, გარკვეული ელექტრონული,
ფურცვლოვანი და ჟურნალური ლიტერატურის სინთეზით უნდა მოგაწოდოთ ეს ყველაფერი თუმცა წერას
როდესაც ვიწყებ მერე კარაქივით მიდის და შპარგალკებში არ ვიყურები, ასე რომ წინასწარ მაპატიეთ თუ რამე გლეხური
და არა მხატვრული ენით ნაამბობი მოგაწოდეთ
დევიწყოოოოო? კაით დევიწყებ აბა........
ამ სტატიაში არ შევეხები აღჭურვილობის დეტალურ დახასიათებას, ფირმებს, ყველა ტექნოლოგიებს, დავწერ მხოლოდ
ჩემს მიერ დანახულ და დახასიათებულ ამბავს, რომელიც იმედია ვინმეს გამოადგება
რაც თავი მახსოვს, უფრო სწორედ იმის მერე, რაც კარჩხანების ჭერის მერე განვითარება და მე-20 საუკუნის
ბოლო ათწლეული შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში და კარჩხანა უკვე აღარ იყო ინტერესის საგანი, მისი ჩანაცვლება დაიწყო
მძინეწონოსნების შემოტევამ და საიდანღაც გავიგე ისეთი თევზის შესახებ როგორიცაა კობრი და ისიც გავიგე, რომ
თურმე მაი თევზი დიდი იზრდება, თან ძალიან დიდი, თან ისიც გავიგე, რომ ძველებური მეთოდებით მარტივად ვერ
დავიჭერდი, ამას ისიც დაემატა რომ თურმე იმის გარდა, რომ სხვანაირი მოწყობილობა ჭირდება-გამოყვანაც განსხვავებული
ჭირდებოდა, გამოყვანას ისიც მიემატა, რომ ბევრი დელიკატური ინსტრუმენტი, სატყუარა, მომზადება
და 1000 წვრილმანის ცოდნაც ემატებოდა........ თუმცა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გამომჟღავნდა
ვიწყებდი ჯოხზე მობმული ჭიით რომელსაც ტივტივის ნაცვლად მძიმე საძირავი ქონდა მიმაგრებული, გადავაგდებდით
და ველოდებოდით სანამ ჯოხს ლამის წყალში არ გაიტაცებდა მერე იმას მივხვდით, თუ რისთვის არსებობდა ზარები,
შემდეგ შემოვიდა პურის სატყუარა, შემდეგ შესაბამისი(იმ დროისთვის) კოჭები, ძუა რა თქმა უნდა უნდა ყოფილიყო
კაი 2-3 ტონიან "მაშინას" რომ გამოათრევს ისეთი ხო, ნემსკავის ზომის შემცირებას თავიდანვე მივხვდით
მერე კოპტონი დაემატა, შემდეგ ევროპამ სიმინდი მოგვიტანა + კარგი ჯოხები, ძუები, ბოილები, კოჭები,
მოსატყუებელი საშუალებები, მეთოდები, ლიტერატურა, დრომ გამოცდილება, ასაკმა მოთმინება და გავხდით
მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეთევზეები, რომლებსაც შეგვიძლია ყველა გასვლიდან დაბრუნებულებს მოვუყვეთ
მეზობლებს, რომლებიც არ გვახლდნენ თევზაობის დროს ჩვენთან ერთად, თუ რა მაგრა გავასწარით მსოფლიოს
რეკორდულ წონას და უბრალოდ თანამეთევზეს გავატანეთ სახლში ის თევზი რადგან ცოლი გვიტრაკებს -თევზი
არ დამანახო მოტანილიო და იმის ცოლი რომელსაც გავატანეთ თურმე დიდი სიამოვნებით წმინდავს, ფატრავს და
ამზადებს ძალიან მაგარ კერძს რომელზეც დაგვპატიჟებს ზეგ (რამხელა წინადადება მივეცი? )
ხო, გადავიდეთ სისერიოზულეებზე
რეალურად დავიწყოთ სახელებში გარკვევით, ამ ფორუმზე და ზოგადად ქართულ ლექსიკონში გვხვდება ამ
თევზის ძალიან დამახინჯებული სახელწოდებები, ხან კარპიო, ხან გოჭაო, ერთი ქართულია, მეორე
კახურიო, მესამე ლათინურიო, მეთხე ისაო, მეხუთე ესაო, რელურად არც ისე და არც ესეო რაც პირადად მე
ამომიკითხავს არის ის რომ ამ თევზს ქართულ-გურჯულ-მამაპაპურად ქვია კობრი.
რას დავამატებდი სახელს: მოდით და ამ სახელს დავუკავშიროთ საზანი, ან პირიქით, საზანი განვიხილოთ
კობრივით, ეს იმიტომ რომ (ესეც ლიტერატურიდან) ერთ და იგივეზე იქნება საუბარი, რადგან ორივე განიხილება
შემდეგნაირად, არ ვიცი მეცნიერულად როგორ არის, მაგრამ საზანი ითვლება გარეულ კობრად ხოლო კობრი საზანის
კულტივირებულ ფორმად, მაგრამ (მე ხომ მაინც მექნება ეს სიტყვა მაგრამ) მაინც ოჯახები იყოფა
როგორც კობრისებრები, და დავარქვათ ზოგადი სახელიც ესე........... მაგალითისთვის, შამაია, კარჩხანა, თეთრი ამური,
ქაშაპი და კიდევ ბერი ძმანი მისნი მოიხსენიებიდან როგორც კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. რამდენი ვწერე
ტო? ბარემ აქაც დავყოთ ქვესახეობებად ანუ ავიღოთ - სამეფო კობრი, რომელიც სრულად ქერცლით არის დაფარული და
რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვავდება მდინარის საზნისაგან, არაფრით ნიშნავს იმას რომ საერთოდ არაფრით,
არც ქცევით, არც საკვები რაციონით, არც ადგილსამყოფელით, თუ გინდათ ვივარაუდოდ რომ საზანი და სამეფო კობრი
ერთი და იგივეა მეორე ქვესახეობა - სარკისებრი კობრი, ეს სახეობა ბევრს გვეცნობა ალბათ, 2-3 ქერცლის რიგი, პაწია მოკუზო
მოყვანილონა, მუქი ზურგი, მოკლედ ხვდებით ალბათ მესამე არის ე.წ. - შიშველი, რომესაც საერთოდ არ აქვს
ქერცლის ნასახი და რომელიც ამოყვანისთანავე შეგვიძლია გამოვშიგნოთ და პირდაპირ ტაფაზე დავაგდოთ, მისი ხორცი
ითვლება ყველა ზემოთხსენებულზე გემრიელად......... ხო ამაზე აღარ გავგრძელდები თორემ რომანი გამომივა
როგორც მძიმეწონოსანი: მინდა ვთქვა რომ კობრი არის მეთევზეების დიიიიიიდი კასტის ან თუ გნებავთ
სექტა დაარქვით (მართალია იეღოვლებივით მძკლავრები არ არიან) ყველაზე სანუკვარი ოცნება, უფრო სწორედ დიდ
ეგზემპლარზეა საუბარი, და დიდის თქმით მინდა ვთქვა რომ დიდი არის ძალიან დიდი, კობრის შემთხვევაში შეგვიძლია
დავიწყოთ 3 კგ-თი, ანუ 3 კგ არის მინიმუმი რამაც შეიძლება ძალიან დიდი უსიამოვნება მოგვანიჭოს მისი გამოყვანისას
და თუ გამოვიყვანეთ ეს უსიამოვნება 10-მაგ სიამოვნებაში გარდაიქმნება, და წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც
წონა აღწევს 5-7-10 და მეტ კგ-ს. მართალია გურჯისტანში ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათია ესეთი წონები,
პრინციპში უხვათ არც არსად არ რის, მაგრამ შანსი მაინც არის, და შიგადაშიგ მაინც გვხვდებიან. რამდენადაც
მახსოვს მსოფლიო რეკოდრი არის 37 კგ ს ჩემტა, თუმცა ეგ საქართველოს არ ეხება შთამბეჭდავია არა? გამოყვანა
1.5 კგ-იანისაც ჭირს, უფრო სწორედ არც ისეთი ადვილია, ხან იქეთ მიაქვს, ხან აქეთ, ხან თითქოს მოდუნდება და
უეცრად მკვეთრ დარტყმებს აკეთებს, მოკლედ ადრენალინი ნამდვილად დიდი მოაქვს....
რა გვჭირდება აუცილებლად: ჩემი რჩევაა რომ თუ მიდიხართ კობრზე სათევზაოდ და არ მოდის არ გადაერთოთ
სხვა თევზზე, ძალიან დიდი შანსია რომ ეს დიიიიიიიიდი შანსი ხელიდან გაუშვათ, ნუ იჩქარებთ ჯოხების ამოყრას, ან სხვა
თევზზე გადაწყობას, მეთევზეს ისევ დიიიდი ნებისყოფა ჭირდება თუ უნდა რომ მიზანს მიაღწიოს. არ დაგავიწყდეთ რომ
კობრი კარჩხანა არ არის და ყოველ 2 წუთში ვერ დაიჭერთ. ჩემი რჩევაა - გამოჩინოთ ნებისყოფა.
ჯოხი: გლეხურ-მუშურად რომ განვიხილოთ, ანკესი უნდა გამოირჩეოდეს ზეძლიერი მდგრადობით, რომელიც
გაუძლებს დიდ დატვირთვებს, ამავე დროს იქნება ელასტიური და არა ხისტი, რომელიც გაუძლებს დიდი და ძლიერი
თევზის სწრაფ დაქაჩვებს (რივოკებს). რა საჭიროა ელასტიურობა? გამომდინარე იქიდან, რომ კობრი და განსაკუთრებით
დიდი კობრი არის მძლეოსანი და შეუძლია ძლიერი ჩარტყმების განხორციელება, ჯოხის სიხისტე იზამს იმას,
რომ ან გატყდება ან კიდევ ძედმეტი ზეწოლის მიყენებისას თევზი საკუთარ ტუჩს შეახევს ნემსკავს და გაძვრება, ხოლო
ელასტიურის შემთხვევაში ამორტიზაციის მექანიზმი იმუშავებს და ნადავლის დაკარგვის შანსიც შემცირდება.
სიგძეც ალბათ 3.40 დააკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს თუ რაიმე ზეშორ მანძილებზე არ გინდათ თევზაობა ან კიდევ
ტბის შუაში არ გყავთ მიმბული ტირანოზავრიკი, და მგონი კლასიკურ სიგრძეთაც ეგ ითვლება.
კოჭა: ვიტყოდი, რომ როგორც ყველა სხვა დეტალი, რომელიც ახლავს ამ თევზის ჭერის მეთოდს, კოჭაც არ დგას
უკანასკელ ადგილებში. სავალდებულოა, რომ გქონდეთ კარგად გამართული, ნაცადი და უღალატო კოჭა, რა თქმა უნდა
უღალატო პირობითია, მაგრამ მაინც ეცადეთ რომ მაქსიმალურად გქონდეთ გადამოწმებული ბრუნვის მომენტი, არ ქონდეს
რაიმე უცხო ხმები ტრიალის დროს და ხარვეზები, იყოს ე.წ. ძალისმიერი (სილავოი). არ ქონდეს სწრაფი გადაცემის
მომენტი, ანუ არ არის აუცილებელი სახელურის ერთ ბრუნზე ხვეულამ გააკეთოს 7 ბრუნი, 4-4.5 სავსებით საკმარისია.
და კიდევ - კოჭის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გაბარიტებს, უფრო სწორად, თავად ხვეულზე ძუის სიგრძის
დატევის მომენტს, სასურველია 0.4 მმ დიამეტრის ძუა დაეხვეს 150-200 მტ.
ძუა: ოოოოოოოო, ესეც ძლიერ მნიშვნელოვანია ჯენტლმენტებო ჩქიმი უბიჟძენიით საკმაოდ ოპტიმალური ქნება
0.35 მმ დიამეტრით, ძუაც როგორც ჯოხის პრიციპი ისე უნდა შეირჩეს, ნაკლები სიხისტე და მეტი მოქნილობა. აქაც
იგივენაირად მოქმედებს ამორტიზაციის პრინციპები და ფიზიკის კანონები, ფირმებს არ განვიხილავ უბრალოდ ყიდვის
დროს დარწმუნდით, რომ მითითებული ტესტი შეესაბამება სინამდვილეს, კიდევ იმას გირჩევდით, რომ ყოველ სეზონზე
გამოცვალოთ ძუები თუ რაიმე ძალიან ძვირიან ბრენდს არ ხმარობთ, მართალია თუ ინტენსიურად არ თევზაობთ
კობრზე შეიძლება 3 და 4 სეზონიც გაგიძლოთ, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივებას ჯობია არ აიტკივოთ და პროცესის დროს
თავის ტკივილი არ გამოსცადოთ, დამიჯერეთ ძალიან გეტკინებათ თავი თუ თქვენ წარუმატებლობაზე იმოქმედებს
თქვენივე დაუდევრობა ან სიზარმაცე და აგტკივდებათ ისედაც სისხლგაჟღენთილი თავი რომელიც იქნება სიხარულისაგან
იმედგაცრუებული...... (რაო???)
ნემსკავები: ნუუუუუ ამაზეც მივაჯღაპნოთ რამოდენიმე სიბრძნე. მთავარი პირობა არის ის რომ ნემსკავი უნდა იყოს
ძალიან წვეტმილესილი და არ უნდა იღუნებოდეს ძალის დატანებისას, ესეც თავის ტკივილია და თავიდან ნუ მახსნევინებთ
აღკაზმულობა: ვიტყვი ფრიად დიიიიდ სიბრძნეს რომ ტროსებს და უბედურობებს შეეშვით რომელზეც
განლაგებულია ერთზე მეტი ნემსკავი, არაფერს ეგ არ მოგცემთ თევზაობისას იმის გარდა რომ ზედმეტ და უაზრო
პრობლემებს შეგმატებთ, ისეთებს როგორიცაა დროის დაკარგვა საყუარების წამოგებისას, გადახლართვებს და
უბრალოდ მოუხერხებლობებს, იხმარეთ ერთი და ნაღდი, ჰა და ჰა ორი. რაც შეეხება მძირავ ტვირთს თუ "გრუზს",
დაამაგრეთ ლიდერებამდე "ვერტლიუჟოკზე"(ქართულად თუ იცით დაწერეთ და ჩავასწორებ), მე ვიყენებ სრიალა
ვარიანტს, თუმცა ფიქსირებულიც მუშაობს, სრიალას შემთხვევაში "ვერტლიუჟოკსა" და საძირავს შორის ვაყენებ
სპეციალურ რეზინის მოსტოპერო რაღაცას რომელიც არბილებს საძირავის დარტყმას ყულფზე, ეს აუცილებელია რადგან
ხშირი სროლებისას ყულფი ზიანდება და ხდებახოლმე ლიდერის ჩაწყვეტა სროლის დროს.
სატყუარები: ძალიან ბევრი დაწერილა სატყუარების შესახებ, მეც არ დავიწყებ ყველა მათგანის განხილვას,
უბრალოდ შევეხები რამოდენიმე და საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადებს, ესენია სიმინდი, კოპტონი,
პურის ბურთულები, ნაკელის და წვიმის ჭიები, ზემოთჩამოთვლილები ყველაზე კლასიკური ვარიანტებია რასაც უმუშავია
ჩემ პრაქტიკაში. მინდა შევეხო კიდევ ერთ სატყუარას სახეობას რომელიც ეხლა იდგავს ჩვენთან ფეხს, ეს არის ე.წ.
ბოილები, რომლებზეც ბევრს ვერაფერ გეტყვით რადგან არ მიცდია, თუმცა მოარული ხმები დადის რომ მუშაობენო
ბოილები შეიძლება დამზადდეს სახლის პირობებშიც და მაღაზიაშიც შეიძლება შეიძინოთ, არის უზარმაზარი
ნაირსახეობა განსხვავებული არომატებით, თუმცა გამიგია რომ არომატებსაც შერჩევა უნდა, ფორუმზე გვაქვს შესაბამისი
განყოფილება ფსკერულ ჭერაზე და კითხვები იქ შეგიძლიათ დასვათ......
ჭერის მეთოდი: კობრს იჭერენ როგორც ტივტივათი ისევე ფსკერული მეთოდით, თუმცა ჩვენთან და ზოგადად
ყველგან მაინც ფსკერულით ჭერა არის აპრობირებული, ესეც ალბად გამომდინარე კობრის საკვები რაციონის ძებნის
მანერიდან გამომდინარეა, თევზი ფსკერზე ეძებს საკვებს და სწორედ მაშინ ხვდება ბოროტი მანტიორის მიერ
ჩაგდებული ნემსკავი საინტერესო დესერტით რაზეც უარს ვერ ამბობს იმის გადთვალისწინებით რომ არ მინდა ამ თემის
დაყოფა კიდევ უფრო მარტივ მამრავლებად შევჩერდეთ სწორედ ამ ზოგად სახელზე როგორიცაა ფსკერული.
ვიღებთ ჯოხს კოჭათი+ძუა+საძირავი+სატყუარა, ვაგდებთ და ველოდებით
საუკეთესო პერიოდებზე
ცნობილია რომ კობრისთვის საუკეთოსო არის მაისი და ზაფხულის ცხელი თვეები.
კარგია როდესაც:
- დგას წყნარი, თბილი, უქარო და მოღრუბლული ამინდი.
- ხანდახან, როდესაც გრძელხნიანი ავდარების შემდეგ უცებ დგება კარგი ამინდი.
- ჭექაქუხილამდე.
- გრძელვადიანი გვალვების შემდეგ მოკლე წვიმების შემდეგ.
- მოკლე წვიმების დროს, ე.წ "მზე პირს იბანს"-ის დროს
- დინების საწინააღმდეგოდ მქროლავი ქარის დროს.
არ ვარგა როდესაც:
- ჩრდილოეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის დროს.
- წყლის დონის სწრაფი ამაღლების ან დაწევისას.
- ჩქარი ქარების დროს, რომელსაც ახლავს დიდი ნალექების ჩამოწოლა.
- სიცივეების მკვეთრი დადგომის დროს.
- როდესაც ქარი ქრის დინების მიმართულებით.
- წალსატევში დაბინძურებული და გაუფილტრავი ქიმიური ნარჩენების ჩასვლისას.
ეს იყო ის რისი დაწერაც მინდოდა, მართალია არ ვამტკიცებ რომ მაინცადამაინც ამ პრინციპების გათვალიწინებით
დაიჭერთ ტევზს, მაგრამ ეს არის ყველაზე აპრობირებული და ნაცადი მეთოდები რაც ჩვენ ქვეყანაში გვხვდება
და არც იმას ნიშნავს რომ სხვა მეთოდი არ მუშაობს ან არ ღირს ცდა, იმედია დამწყებებს გამოგადგებათ
იაპონური კობრი აკვარეუმში გქაჩავს 220 ლიტრიანია 3-5 სმ
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=881552
გამარჯობა მე მინდა რომ ჩემ სოფელში მდინარე ძირულაში გავუშვა ეს თევზი და აქედან შორია 168 კილომეტრია და მინდა გავამრავლო მდინარე ძალიან სუფთაა და კარგი რა ვქნა გავუშვა თუ არა?
nikoloza_migina
რა უნდა გაამრავლო ? კარპი? ძირულა ცივი მდინარე არ არის?
საერთოდ თევზის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანაზე შეიძლება კანონის მხრივ შეგექმნას პრობლემა და ამიტომ აფიშირებას მაინც ნუ გაუკეთებ
მაგარი ლამაზი სახეობებია
იქნებ ვინმემ გამაგებინოთ კობრი იგივე "საზანი"-ა? თუ "კარპი"? და თუ კობრი "საზანი"-ა მაშინ "კარპი" როგორ არის ქართულდ?
კობრი-იგივე კარპი
გოჭა - იგივე საზანი
მთლიანობაში ერთი ჯიშია
რუსები კარპს უწოდებენ მოშინაურებულ საზანს
როგორც ვიცი კობრი გამოყვანილი ჯიშია გოჭადან
არა ნიკუშ
საზანი რუსულათ - კობრი ქართულად - გოჭას კი ისე ეძახიან, კახეთში ეძახდნენ თავიდან, მოგონილი სახელია. მაგალითად ლოქოს რო დაუძახო ძროხა ეგრე გოჭივით თევზი დავიჭირეო, მაქედან წამოსული სახელია..
კარპი, მოშინაურებული საზანი. სახელი საერთაშორისოა, არ აქვს ქართული თარგმანი.
Fishing Club
უვერენი ხარ??
რამდენადაც ვიცი არაფრის სახელები არ ითარგმნება.
მოკლეთ საზანი არის საზანი და არა კობრი და გოაჭა . კობრი არის კობრი იგივე გოჭა და ანუ რუსულად კარპი და საზანი არის მათი ასევთქვათ დიდი წინაპარი რისგანაც ეს ჯიშები გაჩნდა , ხალხო ამდენი იმფორმაციაა ინტერნეტში თუ ისე არიცით რაზე მსჯელობთ წაიკითხეთ მაინც სირცხვილია ელემენტარნა.
გოჩა რა წავიკითხოთ? შენთვითონ არასწორედ წერ
რამდენადაც ვიცი სამივე კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და საქართველოში ამ სახელებით არის ცნობილი. სხვა დანარჩენი კუთხური სახელებია.
კობრი, გოჭა (Cyprinus carpio), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლად, დამარილებულს, დაკონსერვებულს და სხვა.
სამივე სახეობა შედის კობრისებრთა ჯიშის თევზებში, უბრალოდ ეს სახელები არის განმასხვავებელი სახელები ერთმანეთისგან.
http://imageshack.us/photo/my-images/403/sazan.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
1 - Сазан (Cypfinus carpi о) 2 - Зеркальный карп (Cypfinus specular is) 3 - Обыкновенный карась (Carassius carassius)
ეს რომ საქართველოში ხდებოდეს ბოღმიანი ბრაკები კამიკაძე ტერორისტებივით დინამეტიანად ჩახტებოდნენ წყალში არიქა რაცშეიძლება მეტი მოვკლაო
იცავს ხალხი კანონს და თევზიც ყავთ
ჩვენა გვგვანან ტო...
ეგრე პირღია არ შევჰყურებთ ამერიკელებს,როდის რას გადმოგვიგდებენ?!
დაახლოებით რამხელა ნემსით უნდა ითევზაოთ კობრზე
დამაებითი საკვები კობრზე ტევზაობის დროს რას უნდა შეიცავდეს
ხალხნო, ვინმემ ხომ არ იცით კობრისებრნი წელიწადში საშუალოდ რამდენს იმატებენ წონაში?
ეს რა მხეცია ხალხო-?
Carpcrossing.com
ეხლა ამ სურათზე საზანი დომინირებს
http://www.carpcrossing.com/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)