თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მშვიდობიანი სახეობები _ კარჩხანა

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 16 2009, 15:35

კარჩხანა-კარასი, ალბათ კიდევ არსებობს რაიმე დსასახელება ამ თევზის, ეს სახეობა ალბათ ეკუთვნის იმ
პარაზიტების სახეობას რომელიც შეიძლება შეედაროს ვირთხას, ყვავს, კაჭკაჭს და ძმანსას მათსას newsmile05.gif

ეს სტატიაც ჩემ პირად შეხედულებებზეა და გამოცდილებებზეა რომლებიც გამაჩნია ჩემს სათევზაო პრაქტიკაში
ყველაზე მრავლად, რადგან ამ თევზით ვიწყებდი და რაც არ უნდა ვეცადო ნემსკავზე მაიც ჯდება რამდენადაც არ უნდა
მინდოდეს მისი არ დაჭერა newsmile05.gif საქართველოს მტკნარი წყლის ყველაზე გავრცელებულ, ყველაზე მავნებელ,
ერთ ერთ ყველაზე აზარტულ და ცნობად თევზად დავახასიათებდი. არ მეგულება მეთევზე რომელსაც არ ყავდეს დაჭერილი ეს თევზი
და ხშირ შემთხვევაში როდესაც სხვა არაფერი არ ურტყავს ყველა ცდილობს კარჩხანას მოარგოს თავისი აღკაზმულობა რომ
გარკვეული შედეგით მაინც მივიდეს სახლში.......

ორი სიტყვით შევეხები მის გასტრონომიულ ფასეულობას: მიუხედავათ იმისა რომ თევზის დიდი მოყვარული არ ვარ
შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ ეს ჯიში თავისი საგემოვნო მონაცემებით დაგს ალბათ უმაღლეს მწვერვალებზე,
რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმ სირთულეს რომელიც მოსდევს მისი ჭამის დროს ფხების მიერ პირის ღრუში
გაჩხერვების სისტემატიურობას newsmile05.gif სამაგიეროდ დიდი ეგზემპლარებზე ესეთი პრობლემები ნაკლებად გვხვდება და
თუ "კოტლეტებს" მიცემთ ხომ საერთოდ, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კარჩხანას ძალიან გემრიელი ხორცი აქვს.

დავწერდი როგორც ვთევზაობ ამ თევზზე, მაგრამ გამიზნულად ძალიან ბევრი წელია აღარ მითევზაია, უბრალოდ მომბეზრდა,
ალბად იმიტომ რომ ნამეტანი საყოველთაო(სვესაიუზნი) თევზია და ალბად იმიტომაც, რომ სადაც არ უნდა წავიდე ვიცი რომ
ისედაც მოიპოვება ეს თევზი იმ წყალსატევში სადაც ვთევზაობ სხვა თევზზე newsmile05.gif (იმედია გასაგებად ავხსენი)

იმასაც დავამატებდი, რომ როგორც სპორტული ჟინის მოსაკლავი სახეობა საქართველოში ალბათ ყველაზე კარგი
ობიექტია შამაიის შემდეგnewsmile05.gif ჩემი დაკვირვებით თუ გამიზნულად კარჩხანაზე თევზაობს ადამიანი, მთელი დღე აქვს
შანსი, რომ დარკვეული ჩავარდნების გარდა იჭიროს და იჭიროს ეს ცნობილი-უცნობი თევზი, უცნობი იმიტომ რომ არც თუ ისე
იშვიათად ხდება როდესაც მისი ჭერის დროს მყისიერად ხდებახოლმე ჩარტყმების შეწყვეტა და მე ნამდვბილად არ ვიცი
ასეთ შემთხვევებზე პასუხი, ნუ უწიგნური ვარ რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif (ჩემები გაიგებენ ამ ფრაზას),კაით ეხლა, წიგნიც ბევრი გვიკითხია,
მაგრამ ნებისმიერ ლიტერატურაში და ნებისმიერი ცნობილი მეთევზე გეტყვით რომ - თევზზს რას გაუგებო, ხან ხდება რომ
ნებისმიერ, თუნდაც ფოთლის მონახევზე მოდის, ხან კიდევ პროტეინებით გაჟღენთილ სატყუარას გვერძე გაუვლის თითქოს არც შეუნიშნიაო.

მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე ბევრს ვერ მოგიყვებით, უბრალოდ შემოვიფარგლები გარკვეული ჭორებით, რომლებიც
მეც და ბევრ თქვენთაგანსაც გაუგია და პირადი აზრებით, ნაფიქრალებით და სირძნეებით newsmile05.gif:
1. სადღაც ამოვიკითხე, რომ კარჩხანა საქართველოს ტბებსა და მდინარეებში შემოყვანილია ხელოვნურად XX საუკუნის შუა პერიოდში
2. ჩემი აზრით ბევრად უფრო მდიდარი იქნებოდა მანამდე საქართველოს იქტიოფაუნა.
3. რატომ?-იმიტომ რომ იმასაც შევამჩნევდით დაკვირვებული ხალხი, რომ სადაც კარჩხანას რაოდენობის მაჩვენებელი საკმაოდ
დიდია, იქ სხვა თევზების სახეობები ძალიან დიდი კრიზისს განიცდიან, უმეტესად ნაკლებად გამდინარე ტბებში.
4. ეს რაზე მეტყველებს? - იმაზე რომ კარჩხანა ადაპტირებას აკეთებს ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ.
5. + საკვები არეალის დეფიციტსაც უქმნის თითქმის ყველა სახეობას რადგან მე პირადად წყლის ყველა ფენაში დამიჭერია.
6. ზამთარს რაც ეხება და სავარაუდოდ ლიტერატურაც არ გვატყუებს ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა
და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძრომა მიწაში სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს ან გვალვის შემთხვევაში გამოწვეულ
სიმშრალეს.

მოკლედ უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნების და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს newsmile05.gif

მაინც გავიხსენებ და დავწერ თუ როგორ ვთევზაობდი ამ თევზზე ოდესღაც newsmile05.gif
ისევ საკუთარი სიბრძნეებიდან-კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდეა და პერიოდი, როდესაც
ზამთრის სიცივეებიდან გამოფხიზლებას იწყებს, მახსოვს ერთხელ აღდგომებზე რაჭაში ვიყავი და წამოსვლის წინა დღეს შაორზე
გავედით სათევზაოდ, მთების წვერებზე კიდევ ჩანდა ბოლომდე ჩამოუმდნარი თოლი, მაგ დღეს ძალიან აქტიური იყო თევზი,
ეტყობოდა, რომ ზამთდასუსტებულს ჩქარა უნდოდა ენერგომატარებლების აღდგენა, ურტყავდა ჩაგდებისთანავე. განსაკუთრებულად
აქტიური, როგორც ყველა სახეობის უმეტესობა მაინც დილაობით არის. დავამატებდი იმასაც რომ კარჩხანა მაინც ტივტივის მოყვარულისთვისაა
იმისგან გამომდინარე რომ ნებიმიერ აღკაზმულობაზე მოდის, გავიხსენებდი 2009 წელს ფოთში როდესაც
მდინარე კაპარჭაზე, კეფალზე გაწყობილი კარჩხანას ამოვკარი newsmile05.gif

სატყუარები: მინდა ავღნიშნო, რომ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ნაკელის ჭია არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება
არის არასწორი, ბუზის მატლზეც დიდი წარმატებით ურტყავს, წვიმის ჭიაზეც, სხვადასხვა მწერებზეც, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება
მოიპოვოთ წყალსატევის ახლოს და ნებისმიერ შეზავებულ "სმესზეც", უბრალოდ მაქსიმალურად ბევრი ნაირსახეობის სატყუარა უნდა გქონდეთ
თან რომ ერთის ინტერესის შეწყვეტის შემთხვევაში შეცვალოთ მეორეთი.
ნემსკავი: ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნემსკავებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ
აქვს, უბრალოდ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელიც ოპტიმალური იქნება კონკრეტილ წყტალსატევში არსებული კარჩხანის ზომასთან
შეფარდებით. მაგალითად, წალკაში შედარებით დიდი ზომის შეგიძლიათ გამოიყენოთ, კუმისზე შედარებით პატარები.
ტივტივა: არც ეგ არის ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი, უბრალოდ მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გერგებოდეთ ჯოხზე + უნდა
გაითვალისწინოთ სადავე ძუა მე მაგალითად მაკმაყოფილებს სტიკიც(ფიქსირებული) და ვაგლერის ტიპისაც(სკალზიაში), გააჩნია წყლის
სიღრმეს, სასროლ მანძილს და წყალმცენარეების სიხშირეს, თუ მაგალითად რაიმე ფანჯარაში მინდა ჩავაგდო ან ექსტრემალურ
მანძილზე მინდა ვისროლო ან დიდ სიღრმეზე, ვხმარობ ვაგლერს, თუ ნაპირთან ახლოს მიწევს ვიყენებ სტიკს.
ნემსკავების რაოდენობა: ადრე ყოველთვის 2 ცალს ვიყენებდი, ლიდერი ნაწილდებოდა დაახლოებით 20 და 30 სმ-იან ნაწილებად,
თუმცა მაინც მივედი იმ დასკვნამდე რომ არავითარ განსხვავებას ეს მეთოდი არ გვაძლევს, იმის გარდა რომ ზედმეტ პრობლემებს გვიქმნის
და ზედმეტ დროს გვაკარგვინებს, ამიტომ ნებისმიერი თევზაობის დროს(რა თქმა უნდა მსგავსი) ვხმარობ 1 ცალს და გადახლართავის ალბათობა დასულია ნოლამდე.
ძუა:სადავე მაკმაყოფილებს 0.2 მმ-იანი, ლიდერი 0.18-0.16
ჯოხი: ე.წ. match-ი ტესტით 5-20 გრ ყველაზე ოპტიმალური იქნება.

ცოტა კულინარიასაც მივამატებ newsmile05.gif პრინციპში თევზის მომზადების თემა ამოუწურავია თუმცა მე შევეხები ერთ ძალიან მნიშვნელოვან
საკითხს. ყველამ ვიცით, რომ კარჩხანას დაგემოვნების დროს დიდად გვიშლის ხელს მისი ფხებისგან დაწმენდვა, უფო სწორედ
პირიდან ფხების გამოხშირვა, ამის თავიდან ასაცილებლად ვისწავლე ერთი ძალიან კარგი მეთოდი, ვიღებთ თევზს ვასუფთავებთ და გვერდებზე უკეთებთ
3-4 ვერტიკალურ ჭრილებს ფილეს დანით, იმ სიღრმეზე რომ ფხებს გაუსვათ პირი. ვდებთ მარილიან წყალში 2 საათის განმავლობაში და
ამის შემდეგ ვწვათ ტაფაზე ბევრ ზეთში, ანუ ზეთის რაოდენობა საკმარისზე მეტი უნდა იყოს, ასეთი მეთოდით ფხა თითქოს დნება და
პრობლემაც მოგვარებულია newsmile05.gifდანარჩენი თქვენზეა, თუ გინდათ ეს პროცესი საფანელში ამოვლებულზე გააკეთეთ, თუ გინდათ
ღუმელში არაჟანთან ერთად newsmile05.gif

გისურვებთ წარმატებულ თევზაობას, ვო ტაკ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 19 2009, 14:52

აქამდე არასოდეს დამიჭერია
წელს დავიჭირე ძალიან ბევრი მარაბდის წყალსაცავზე
საჭმელი ჩავუყარე და
იმდენი მოგროვდა - დუღდა წყალი.
ადამიანივით ნაგლი თევზია - საერთოდ არ გერიდება
ადამიანივით გაუმაძღარია
ადამიანივით ჯოგებად ცხოვრობს
ადამიანივით ანადგურებს გარშემო ყველას
და რახანც ადამიანის თვისებები აქვს
ადამიანურ ტყუილებზე იჭირება ყველაზე კარგად
კარასზე თევზაობამ აი რა გამახსენა:

უძლიერესი სოხუმელი მეანკესე იური პავლოვიჩი მამაჩემის ძმაკაცი გახლდათ
ის წარმოუდგენელი წარმატებით იჭერდა შავი ზღვის თითქმის ყველა ბინადარს
კაფალს - არასოდეს 10 კილოზე ნაკლებს
კალიუჩკას - რამდენიც უნდოდა
კატრანს - ერთხელ 6 ერთად დაიჭირა (საერთო წონა მგონი 70 კილომდე)
მაგრამ მისი სიყვარული ბარაბული იყო
ეგენი ძველი დიოსკურიელები არიანო
ჩაძირულ ქალაქში ცხოვრობენო
და ერთადერთი ნატვრა ის აქვთ
რომ როგორმე ისევ ხმელეთს დაუბრუნდნენო
მასწავლიდა:
ქალაქელის დაჭერა თუ გინდა
ქალაქურად უნდა მოექცეო
სატყუარა ცხივრწინაც რომ ეგულებოდეს - პირს არ დააკარებს
ყველა ქალაქელივით ზარმაცი თევზიაო
ნელნელა უნდა გააჩოჩო და თევზი იფიქრებს:
დროა შევჭამო თორემ საუზმე გამირბისო
სწორედ მაშინ უნდა ამოიყვანო ბარაბული
და სოხუმის მიწაზე დაასვენოო.

ეგეთი თევზია ბარაბული
მაგრამ
ეს კარასი ვინაა ერთი გამაგებინეთ
ეგ ადამიანივით ძვლოვანი ეგა
მშვიდობიან თევზებში ვინ განამწესა????

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 31 2010, 17:42

ნიკა თუ არ გეზარება სურათები ჩაამატე რა, მე მაგდენი ნერვები არ მაქვს,
ანუ მაგალითად შაორის კარასები თუ გვყავს ან მოკლედ იცი რა რასაც ვგულისხმობ,
და სტატიაც შემიფასეთ რაა ბიძიებო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ეხლა ისევ მექავება თითები და შამაიაზეც დავსწერდი რამე საინტერესოს მარა ნატო მიჩიჩინებს სახლში წავიდეთო,
არადა ჩელესთან ვარ, თუ დაურეკავთ ვინმე და დამიხსნით "წავედით წავედით-ისგან მაგასაც დავწერდი ბარემ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 31 2010, 18:41

არადა საინტერესო არის ერთი მომენტი. რუსულ არხებს რომ ვუყურებ, კარჩხანაზე თებზაობა აქვთ აყვანილი ხელოვნების დონეზე. მაგათ რომ უსმინო, კარჩხანაზე ბრთხილი და ძნელად დასაჭერი თებზი არ არსებობსო. დაჟე ცალკე სექტა აქვთ შექმნილი - კარასიატნიკები !!!

ზიან და მსჯელობენ და ფიქრობენ და ვარიანტებს არჩევენ, როგორ დაიჭირონ ეს მეტად რთული დასაჭერი თებზი.....


ხოდა მე ვერ გავიგე ვერაფერი.... ან იმათი კარჩხანა, კარჩხანა არაა.... ან ჩვენ ვარ ძაან მაგარი მეთევზეები.... ლამის თითი რომ ჩაყო ჩვენთან - მაგას მაინც დაიჭერ....


პოსტის ავტორი: ვიტო Sep 1 2010, 11:27

გიორგი
არა, მთლად ეგრეც არ არის, ნებისმიერი თევზის ჭერის სახეობა შეიძლება
აიყვანო დელიკატურამდე, უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა რომ თუ გასართობად
უნდა კაცს ძალიან მარტივად შეძლებს კარჩხანის დაჭერას ყოველგვარი
ფილოსოფიური მიდგომის გარეშეც

პ.ს. თან გაითვალისწინე რომ რუსეთის ტბები არ არიან ისეთი ღარიბები რომ
ყველა ჩაგდებაზე ეს თევზი მოდიოდეს, ანუ სხვა ბევრი და საინტერესო სახეობებიც
ყავთ წყალსატევებს სადაც კარჩნა უნდათ რომ გამოჩხრიკონ მაინცდამაინც

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 22 2011, 18:14

http://pix.ge/

ესეც საქართველოს ახალი რეკორდი!!!!!!!!!!!!!!!

url=http://pix.ge/][/url]

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 22 2011, 18:52

საღოლ სად როგორ და რანაირად იქნებ გვითხრათ

პოსტის ავტორი: DATKA May 22 2011, 20:49

(dila)adriano
ვაა ეს რამხელაა ..
აბა მოყევი სად და როგორ..

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 22 2011, 22:17

მუცლიდან ორი სუფრის თეფში ხიზილალა გამოვუღეთ
ამხელა კარჩხანა თუ არსებობდა მართლა არ მეგონა
ფოტოზე გაფუჭებული სასწორია
სინამდვილეში 2,400 იყო

მასთან ერთად დაჯდა ერთი კილოგრამიანიც
რამლის ამოყვანის შემდეგ სახლში წამოსვლას ვაპირებდით
(მაგის ფოტოსაც დავდებ)
მაგრამ დავრჩით და ....................
ეს თევზი არის სრული სასაწაული

ახლა ამ თევზის დაჭერა ავღნიშნეთ
და კაი მთვრალიც გახლავათ
ხვალ დანარჩენ ფოტოებსაც დავდებ........

დავუმატებ რომ ეს ის იშვიათი შემთხვევეაა
როდესაც კარჩხანა ძალიან გემრიელი და მსუქანა გახლდათ
მიუხედავად იმისა რომ
არც ეს გიგანტი და
არც ის კილოგრამიანი ტაფაზე არ დაგვიდევს
მხოლოდ 300-400 გრამიანები შევწვით

პუ.სუ.
არც წალკაზე ვყოფილვართ და არც ბაშქოიზე
იქ 3 დღის წინ ვიყავით
და იქაურ ამბებსაც დავწერ მალე დაწვრილებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: germane1968 May 23 2011, 07:41

ჩემპიონ!!!

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 23 2011, 16:32

ყოველთვის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:
თევზაობა აღჭურვილობიდან არ იწყება
კარგად გაწყობილი ანკესი
ხარისხიანი ჯოხი
ციბრუტი და მგრძნობიარე კოჭა
ძვირადღირებული ნემსკავი
რა თქმა უნდა არავის აწყენს
რა თქმა უნდა სასურველია
მაგრამ
თევზაობა აღჭურვილობიდან არ იწება

დილის ცხრა საათზე სამსახურის მანქანამ გამომიარა
ჩემი მეწვილე და მძღოლი ავთო ჭანკოტაძე სულით ხორცამდე მეთევზეა
აი ისეთი
ფორუმებზე ყველაზე ნაკლებად რომ აქტიურობენ
და სინამდვილეში ყველაზე მაგრები არიან
ჰოდა
დილის ცხრა საათზე საბანკეტო პერანგში
ორი დღის წინ ნაყიდ ჯინსებში
და გაწკრიალებულ ბოტასებში გამოწყობილები
მე და ავთო სამუშაოდ გავედით
თუმცა
მაისის ანგელოზებამდე გამჭვირვალე ცამ
სიხარულამდე გამჭვირვალე დილის ნიავმა
(ხომ ყველას გქონიათ ეგეთი შეგრძნებები?)
საბედისწერო გადაწყვეტილება მიმაღებინა
"გავკარი სამუშაოს, წავიდეთ სათევზაოდ" - მეთქი
ავთო რა თქმა უნდა დამეთანხმა
უკან მოვბრუნდით
ანკესები ვითრიეთ
და
ახლა დადგა მთავარი კითხვის ჯერი
სად მივდივართ?
ძალიან მინდოდა ალგეთზე გასვლა
ავთომ - თბილისის ზღვაზე გავიდეთო
თუმცა ისიც მიაყოლა - ქარი იქნებაო
და სწორედ მაშინ გამახსენდა ჭილის ტბა
ჭილის ტბა
რომელსაც უკვე მეორე წელია ვუმიზნებთ
მაგრამ ვერაფრით ვერ ავაღწიეთ
ყოველთვის მახსოვდა ჩვენი ციცერონის თავგადასავალი
მან შარშანწინ ამ ტბაზე კილორვაასიანი კარჩხანა დასვა
პირველი მცდელობა შარშან ადრეულ გაზაფხულლზე მქონდა
ლისზე უკვე გაქანებული კარჩხანეთი იყო
თუმცა როდესაც რის ვაივაგლახით მივღწიეთ ტბამდე
ტბა ნახევრად გაყინული დაგვხვდა
ჭილის ტბა ზღვის დონიდან 1140 მეტრზე მდებარეობს
ვულკანური წარმოშობის კრატერში
მისი სიღრმე ოდნავ აღემატება ერთ მეტრს
ზაფხულში იგი თითქმის მთლიანად წყალმცენარეებით იფარება
რაც ძალიან ართულებს თევზაობას
და განსაკუთრებით დიდი ეგზემპლიარების ნაპირამდე მოყვანას

მოკლედ პირველი მცდელობა გუნდაობით დასრულდა
შემდეგი მცდელობა შარშანვე მაისში გვქონდა
ამჯერად მანქანით შევუბერეთ
თუმცა................
ვერ წამომიდგენია თელოვანის მხრიდან
რომელიმე მანქანამ ჭილის ტბამდე რომ მიაღწიოს
გზა არის
მაგრამ რად გინდა :(

ამჯერად მუხადგვერდიდან წავედით
ცნობილი საოფროუდე ტრასა უნდა დავფაროთ
ორკარიანი დაიჰაცუთი ashh.gif
გზად ორჯერ კინღამ გადავტრიალდით
თუმცა "ცუიმ" (ასე ვეძახით ჩვენს მანქანას)
თავი ისახელა და ნახევარი ტრასა წარმატებით დაფარა
(თუ არ ჩავთვლით მომძვრალ "გუშიტელს")
მანქანით გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო და გავუყევით ფეხით
ჭილის ლაბირინთებში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა
მივადექით ულამაზეს ტბას
აყვავებულს და მოყიყინეს
აქ კი თავი იჩინა მთავარმა პრობლემამ
ჩვენ საზაფხულოდ ჩაცმულები ვიყავით
აქ კი 1140 მეტრზე - ძალიან ციოდა
თან გამყინავი ქარი ქროდა
თუმცა მალე აღმოვაჩინეთ რომ ქარი მხოლოდ ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქროდა
ტყის მხარეს კი სრული შტილი იყო
რა თქმა უნდა ქარში დგომას მშვიდად თევზაობა ვარჩიეთ
ერთი საათის განმავლობაში დავიჭირეთ
ორი ცისარტყელას ფერებში გამოწყობილი ტრიტონი და
უამრავი წყალმცენარე
ეჭიც კი გაგვიჩნდა
საერთოდ არის თუ არა ამ ტბაში თევზი???
აქ ავთომ მეთევზის ანბანური ჭეშმარიტება მოიშველია და
თქვა:
უნდა ვითევზაოთ ქარის მიმართულებითო
გადავინაცვლეთ ტბის ქარიშხლიან მონაკვეთზე
ძალიან რთული იყო ბალახებისგან თავისუფალი მონაკვეთის პოვნა
თუმცა ერთი ვიპოვნეთ small3d018.gif
ჯერ ძალიან წვრილი კარჩხანა წამოვიდა
ვიჭერდით მაგრამ ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვგრძნობდით
ხელები და ტანი თითქმის გაგვეყინა
ერთი საათის თევზაობის შემდეგ კი
ისიც ვთქვი
სახლში ხომ არ წავიდეთ მეთქი
თუმცა ამის თქმა იყო თუ არა ავთოს ზრდილი კარჩხანა დაუჯდა
300 გრამამდე
ამას იგივე ზომის მეორე მესამე და მეოთხე მოყვა
ქარმა თევზის მენიუ ტბის ამ მონაკვეთისაკენ მოიტანა
რასაც თევზიც მოყჰვა
დაიწყო მაგრამ რა დაიწყო
პირველი დიდი სიხარული კილოგრამიანი კარჩხანა იყო
მართალი გითხრათ
მაგხელა კარჩხანა არც დამიჭერია და არც მყავდა ნანახი
ნახევარ საათში "სადოკი" თითქმის სავსე იყო
მაგრამ
ყველაზე დიდი სიხარული წინ გველოდა
ავთომ ერთი შეკივლა ვაიმეო და........
ვხედავ ჭილის წყალი ზღვასავით ატალღიანდა
ნემსკავი ვიღაც გიგანტს გადაეყლაპა
ავთო კოჭას ატრიალებს და ისიც მორჩილი ძროხასავით მოყვება
შიგადაშიგ გაიბრძოლებს
ბალახებისაკენ იწევს
მაგრამ არაფერი საშიში newsmile05.gif
პირდაფჩენილები ვადევნებთ თვალს ამ სასწაულს
ნუთუ ჭილის ტბაზე საზანი ბინადრობს?
მაგრამ ეს შეუძლებელია.........
თევზი ჩოჩებ-ჩოჩებითნაპიამდე მოვიყვანეთ
მორჩილადვე ამოვიყვანეთ წყლიდან
ავთოს შევხედე - თმები ყალყზე ქონდა დამდგარი და სახე გაწითლებული
ამხელა კარჩხანა???????????????????????????
მე სასწრაფოდ დავკეცე ანკესები და ვთქვი
დღეს აქ თევზაობას აზრი აღარ აქვს მეთქი

ავიკარით გუდა ნაბადი და სახლისკენ დავახვიეთ
დაღლილობა საერთოდ გაგვიქრა

ჯერ მუხაგვერდს გამოცილებულები არც ვიყავით
როდესაც დავრეკეთ (სადაც საჭირო იყო)
რათა სასწრაფოდ გაემზადებინათ ღვინო და
თევზისათვის შესაფერისი სუფრა

სახლში თევზი ავწონეთ
სასწორმა 2250 გრამი აჩვენა
თუმცა შემდეგ გაირკვა რომ სასწორი გაფუჭებული იყო და 100 გრამს იპარავდა
სინამდვილეში თევზი 2350 გრამია

მე
ორე თევზი კილომდეა

ახლა რაც შეეხება კულინარიულ ღირსებებს
კარასის პირობაზე ძალიან გემრიალი და მსუქანხორციანი გამოდგა

თუმცა გიგანტი ჯერ არ დაგვიგემოვნებია
კილოგრამიანი კი დღესაც ცოცხალია და
ავთოს ეზოში წყილან კასრში ცურავს

პოსტის ავტორი: goxnari May 23 2011, 16:57

ვააააა მაგარია საღოლ,გილოცავვვ კაი კიარა მაგარი ეგზემპლიარია.ბრავოოოო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 23 2011, 18:29

http://pix.ge/
ავთო და მეორე კარჩხანა

http://pix.ge/

ამას ქვია ვაიმეეეეე newsmile05.gif

http://pix.ge/

ხი ზი ლა ლააააააა

პოსტის ავტორი: იაშკა May 23 2011, 20:36

წალკაში რო ქარიყლაპია გაუშვა...ნეტა არ ჭამს კარჩხანას...?newsmile05.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 24 2011, 02:18

ვაა...გილოცავ შალვა, საქართველოს კარჩხანრეკორდსმენი ხარ ჯერ ჯერობით newsmile05.gif


ისე რა დაერხა ახლა ჭილის ტბას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 24 2011, 06:45

ციტატა(Davitus @ May 24 2011, 03:18) *
ვაა...გილოცავ შალვა, საქართველოს კარჩხანრეკორდსმენი ხარ ჯერ ჯერობით newsmile05.gif


ისე რა დაერხა ახლა ჭილის ტბას newsmile035.gif

მადლობა
მაგრამ შალვა არაა ის ადამიანი ვინც ეგ რეკორდი დაამყარა
კარჩხანრეკორდსმენია ავთო ჭანკოტაძე newsmile05.gif

მაგ ტბას ვერაფერს დააკლებენ
სათევზაო ადგილები მანდ უკიდურესობამდეა შეზღუდული vot-tak.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 26 2011, 15:01

შალვა, ჩემს მეტი ნეტა თუ ხვდება ვინმე, ლექსად რომ წერ ამ რეპორტებს და მაგარიც სინამდვილეში ამითა ხარ? small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 26 2011, 15:56

შადი შამოდი

ნუ მაგას პირდაპირ არ ვეუბნებით, ფარულად და შემოვლით, მაგრამ ვერ ხვდება და თავის მართლებას იწყებს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: დემი May 28 2011, 20:23

შენ გენაცვალე ჩემო ს უტრა პო რანშე, მაგარიხარ, ჩვენი კარჩხანტყაოსანიხარ შალო dastur.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina May 28 2011, 23:24

საღოლ ამხელა კარჩხანა ჯერ არ მინახია... ravari-misca.gif ravari-misca.gif

პოსტის ავტორი: Caldera Aug 5 2011, 13:59

მართალია ფხიანი თევზია მაგრამ შემწვარი გემრიელი კია, რათქმაუნდა იმასაც გააჩნია თუ სად არის დაჭერილი.

პოსტის ავტორი: littel fisher Feb 25 2012, 12:40

კუმისზე სტანდარტული რამხელა იქნება დაახლოებით ? რომელი ზომა ნემსკავი დაჭირდება ? ხომ არ იცით ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 25 2012, 12:49

littel fisher

ციტატა(little fisher @ 25th February 2012 - 13:40) *
კუმისზე სტანდარტული რამხელა იქნება დაახლოებით ?

სტანდარტული რა??
ციტატა(little fisher @ 25th February 2012 - 13:40) *
რომელი ზომა ნემსკავი დაჭირდება ?

რას??

პოსტის ავტორი: littel fisher Feb 25 2012, 12:52

ციტატა( T A M P L I E R @ Feb 25 2012, 13:49) *
littel fisher

სტანდარტული რა??

რას??


სტანდარტული კარჩხანა და მისთვის შესაფერისი ნემსკავი ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Feb 25 2012, 15:09

littel fisher
4 ან 5 ნომერი გამოიყენე თუ მარტო მაგაზე აპირებ თევზაობას, (მე ეგრე ვთევზაოდი) მარა ცოტა დიდიც არ აწყენს ეგება და რამე მოზრდილი დაჯდეს.
D.gif

პოსტის ავტორი: littel fisher Feb 25 2012, 15:23

ციტატა(FISHERMAN @ Feb 25 2012, 16:09) *
littel fisher
4 ან 5 ნომერი გამოიყენე თუ მარტო მაგაზე აპირებ თევზაობას, (მე ეგრე ვთევზაოდი) მარა ცოტა დიდიც არ აწყენს ეგება და რამე მოზრდილი დაჯდეს.
D.gif


გასაგებიია newsmile05.gif დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ამური Mar 21 2012, 23:57

littel fisher

5-ნომერი და არანაირი მოზელილი პური. "პუშოკი" (ქართულად არ ვიცი როგორ ქვია) ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა იმ მხრივ რომ, მარტო კარასი არ ინტერესდება. სურათი თუ ვიპოვე დავდებ.

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 22 2012, 09:48

ამური

ე.წ 'პუშოკი' : პურის გული, მშრალი, მოუზელავი. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ამური Mar 22 2012, 10:38

littel fisher "პუშოკი" ესე კარჩანის უფრო დიდ ეგზემპლიარებს აიყვან და არა მარტო კარჩხანას.


პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 22 2012, 14:29

ციტატა(ამური @ Mar 22 2012, 11:38) *
littel fisher "პუშოკი" ესე კარჩანის უფრო დიდ ეგზემპლიარებს აიყვან და არა მარტო კარჩხანას.





ეს არ გაძვრება ?

პოსტის ავტორი: ამური Mar 22 2012, 15:18

ეს არ გაძვრება ?

პურის ერთ მხარეს ხელით შეზილავ ისე რომ ცომივით გამაგრდეს და იმ ადგილით ჩამოაცმევ ნემსკავზე.
ახალი და რბილი პურით უკეთესად გამოდის, ძველი და გამომშრალი მალე მოძვრება.
ფსკერულით, შორ მანძილზე იდეალურად მიფრინავს, შესაბამისად ტივტივაზე უპრობლემოდ მუშაობს.

პოსტის ავტორი: Maverick Mar 22 2012, 15:31

მე პირადად ქერქის მხრიდან ვუკეთებ და უკეთესად ჯდება ნემსკავზე, შესაბამისად, დიდხანს ძლებს კიდეც

წალკის კარასს მოწონდ, 0.8-1 კგ ჯდება

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 22 2012, 15:56

Little Fisher
თუ კარგად გაუკეთებ არ მოძვრება, ძველი პური არ გამოგადგება, მთავარია კიდე გასროლისას არ გაძვრეს და მერე რომც გაძვრეს არაფერია, პირიქით კარგიცაა, პრიკორმკის ვარიანტში გამოვა და იმ ადგილას სადაც ჩაიპნევა თევზიც იქ მოგრ
ოვდება:-):-):-)

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 22 2012, 16:00

ხოო კარგი ვარიანტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p Apr 24 2012, 14:42

ესაა თევზის ჯიშის სირცხვილი "კა-რა-სი"!!!

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 9 2016, 01:07



https://www.youtube.com/results?search_query=%D0%BB%D0%B5%D1%82%D0%BD%D1%8F%D1%8F+%D1%80%D1%8B%D0%B1%D0%B0%D0%BB%D0%BA%D0%B0+%D0%BD%D0%B0+%D0%BA%D0%B0%D1%80%D0%B0%D1%81%D1%8F

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2016, 07:27

davit.p
ბავშვების საწყის ეტაპზე გასართობად, მშვენიერი ინდივიდია....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)