1.სიგრძე__51სმ. 1.წონა__1.3
http://www.radikal.ru
ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : მდინარეში, ადის კალმახ გავრცელების ქვედა უბნამდე, ეგუება მდგარ წყალსაც.
ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ბენთოსით(გვერდულები, ლოკოკინები, რუისელები, დღიურები და სხვა.)ცხოველური და მცენარეული დეტრიტით,
მდინარის კიბოებით, წვრილი თევზებით.კვებას იწყებს ტოფობის შემდეგ.
ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, ალგეთი, ახალქალაქწყალი, ბორჯომისწყალი, თბილისის წყალსაცავი, იორი, კინტრიში,
ლიახვი, ლაჯანურის წყალსაცავი, მტკვარი, რიონი, სუფსა, ტყიბულის წყალსაცავი, ფარავნის ტბა, ქსანი, ყვირილა, ჩოლოქი,
ძირულა, ჭოროხი, ხანისწყალი, ხობისწყალი, ხრამი, ხრამისწყალი, ჯანდარის ტბა, ჯაპანის ტბები.
ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : ჭია, თეთრი მატლი.
ოკ, და მაინც მტკვრის წვერას სურათს დავამატებ თვალსაჩინოებისათვის.Barbus lacerta
http://www.radikal.ru
sergeevich
ნოსო
იქნებ კოლხური წვერას ცოცხალი ფოტო დადოთ რომელიმემ?
ნოსო ჭანარი ამ თემაში არაფერ შუაშია
აი, ბატონო. კოლხური წვერა-Barbus tauricus
http://www.radikal.ru
ციმორი ხაშურის?
რამდენიც არ უნდა გვეთევზავა ზღვაზე
მაინც ვერაფერი შეცვლიდა მთის მდინარეებზე თევზაობას
განსაკუთრებით კი ამტყელის მდინარეზე და ტბაზე თევზაობას
http://www.abhazia.com/geo/1km/K-37-035.jpg
ამტყელი საქართველოს ბუნებრივ წყალსატევებს შორის ყველაზე ღრმაა
მისი სიღრმე ზოგ წელიწადს 130 მეტრსაც აჭარბებს
ტბა უზარმაზარის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წარმოიქმნა მდინარე ამტყელზე
მეოცე საუკუნის დასაწყისში (თუ არ მღალატობს მეხსიერება)
ეს საქართველოს ყველაზე მიუდგომელი ტბაა (სათევზაო ტბებს შორის)
ახლაც მიკვირს როგორ მოძრაობდა ჩვენი მანქანა ეგეთ გზაზე
ერთხელ შველი გადმოგვიხტა პირდაპირ სავალ ნაწილზე
სამი-ოთხი წუთი მივდევდით შველს ნივით
თითქმის რომ დავეწიეთ სწორედ მაშინ ისეთი ისკუპა
წამში გაუჩინარდა ტყეში
მოკლედ იმის თქმა მინდა
რომ
თუ ნამდვილი წვერას დაჭერა გინდოდა
ამტყელზე უნდა წასულიყავი
ტბაზე - ანკესით
მდინარეზე სასროლი ბადით.
ვისაც მთის მდინარეში დაჭერილი კილოგრამიანი წვერა გაუსინჯავს
აუცილლებლად დამეთანხმება რომ
ეგეთი გემრიელი თევზი შეიძლება მსოფლიოს არცერთ წყალში არ ცურავდეს
ალბათ მხოლოდ
იგივე მდინარეში დაჭერილი ორაგული.
ამტყელის ტბაზე თევზაობის მთელი მუღამი სწორედ ეს წვერა გახლდათ
ისეთს ჩაკბეჩდა კაზიავკას რომ
პაპლაოკის კვალიც აღარ რჩებოდა წყალზე
ისე ებმებოდა რომ გაქცევის შანსიც არქონდა
ტბაზე 500-800 გრამიანები იშვიათობა არ იყო
აი მდინარეზე კი
კილოიანებიც მოდიოდა სემიჩკასავით (ბადით)
სხვათა შორის მდინარე ამტყელი საკმაოდ წყალუხვი მდინარეა
მთლად არაგვისხელა შეიძლება არაა
მაგრამ ლიახვისხელა ყველა ვარიანტშია.
ძალიან ბევრი წვერა იყო იმ დალოცვილ წყლებში
ახლა ალბათ ათჯერ მეტი იქნება
წვერა 2 კილოიანიც არსებობს
მაგარი თევზია, აზარტულია მასზე თევზაობა, ხელზე საკაიფოდ ურტყავს
კოლხურ წვერაზე მდინარე აბაშაზე ვთევზაობ ხოლმე, ძალიან სუფთა თევზია მითუმეტეს როცა კამკამა მდინარეზე თევზაობ.
წვერას სპინინგითაც იჭერენ? ვახ ეს არ ვიცოდი. მე წვერაზე ვთევზაობდი ფსკერული მეთოდით, სატყუარა ჰონალდიური ყველი, სოსისი კუბიკები, ტარაკანა. ჭიაზე სხვა მწვრილი ტევზებით გაწვალდებით. (ნუ გააჩნია მდინარეს, იქ სადაც ღორჯოა მაშინ დაივიწყეთ ჭია)
რამხელა წვერაა. მაგხელა თუ იზრდებოდა არც ვიცოდი. ყველაზე დიდი.. 18 სანტიმეტრიანი მყავს დაჭერილი ყვირილაზე. იქ... ძირითადად ჭიანზე ან ღორტავს ეძახიან იქაურები.იმაზე მოდის და თან..სწრაფ დინებაში. მაგარი აზარტულია.
კილონახევრიანი მყავს დანაჭერი, თან პატარა მდინარეზე. დიდ მდინარეზე უფრო მეტი საზრდო აქვს და იქნება მასეთი ეგზემპლიარებიც აზარტულია მართლაც.
სადაა დაჭერილი ეს ბოლო გიგანტი. 2 კილოს ბევრიც აღარ დააკლდება. მაგარი ლამაზი თევზია
სავარაუდოდ მდინარესაც არ დაუბრუნდა
ძალიან მაგარია
ეს შარშან დაიჭირა ჩემმა ცოლის ძმამ მდ ყვირილაზე, 500-600 გრამამდე იქნება მიახლოებით
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
სად არის დაჭერილი?
სალამი ყველას. იქნებ მცოდნეებმა დაწეროთ წვერაზე რამე ინფორმაცია, რა უყვარს რას ჭამს, გასაგებია ეს ჭია, სხვაც ხო იქნება რაგაც, სხვა რამე ყველი უყვარსო გამიგია, ან დამატებითი საკვები რა ინგრედიენტებით მოვზილო ფიდერისათვის წვერაზე. ამ კობრზე და საზანზე ყველგან ყველაფერი დევს და მდინარის თევზებზე არავინ წერს არაფერს, არადა მდინარის თევზზე უფრო აზარტულია ჩემი აზრით თევზავი.
ღორტაო, სოსისი, ჰოლანდიური ყველი, რავიცი კიდე ათასი რამე შეიძლება.
გადასარევად გრძნობს აკვარიუმში თავა, გუშინ ალგეთზე დაჭერილი. ეგაა რომ მარტო ეგ გადაურჩა გზას)))
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)