თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მშვიდობიანი სახეობები _ ციმორი

პოსტის ავტორი: sergeevich Jul 11 2009, 23:31

Gobio Gobio-Пескарь
ბინადრობს სწრაფ და სუფთა მდინარეებში, არის მდინარის სისუფთავის ერთ-ერთი მაჩვენებელი, გვხვდება აგრეთვე წყალსაცავებში და ტბებში.
იკვებება წვრილი ცოცხალი ორგანიზმებით. არის მშვენიერი სატყუარა მტაცებელი თევზებისათვის.
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Lava Aug 15 2009, 11:51

გამარჯობა sergeevich
ერთი დილემის წინაშე აღმოვჩნდი და იქნებ გამარკვიოთ
აქამდე, მეც ვიცოდი (მგონი ეხლაც ეგრე ვიცი), რომ ეგ თევზი არის ციმორი, რომლის რუსული სახელწოდებაც არის Пескарь
ფორუმ.გე-ზე კი ადამიანი შემედავა, რომ Пескарь-ი კი არის, მაგრამ ციმორი არ არის მაგის სახელიო.
ეგ არის სარეველა თევზიო, როგორც გამბუზიაო.
ხოდა ბოლო-ბოლო ვეღარ გავიგე, ციმორია თუ არა?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 15 2009, 15:50

ციტატა(Lava @ Aug 15 2009, 12:51 PM) *
გამარჯობა sergeevich
ერთი დილემის წინაშე აღმოვჩნდი და იქნებ გამარკვიოთ
აქამდე, მეც ვიცოდი (მგონი ეხლაც ეგრე ვიცი), რომ ეგ თევზი არის ციმორი, რომლის რუსული სახელწოდებაც არის Пескарь
ფორუმ.გე-ზე კი ადამიანი შემედავა, რომ Пескарь-ი კი არის, მაგრამ ციმორი არ არის მაგის სახელიო.
ეგ არის სარეველა თევზიო, როგორც გამბუზიაო.
ხოდა ბოლო-ბოლო ვეღარ გავიგე, ციმორია თუ არა?

ციმორია, რუსულად пескарь, ლათინურად Gobio gobio. lava ჯიგარო, ზოგი მუწასა (barbus mursa) წვერას (barbus barbus) ვერ არჩევს ერთმანეთისაგან, ზოგი წვერასა (barbus barbus) და ჭანარს (barbus capito), რას იზამ, თან სხვასაც არ უჯერებს და ყველას მურწას ეძახის.ეგ ნაღდად ციმორია, რუცულად პესკარი და ლათინურად გობიო გობიო. ისე შენთან ერთად უნდა ერთხელ მტკვარზე წამოვიდე და თუ შევძელი და დაგამუღამებინე ინერციულით პრავოდკა მგონია სხვაგან წასვლა აღარც მოინდომო. newsmile091.gif ჰო დამავიწყდა, სარეველა არ არის.

პოსტის ავტორი: Lava Aug 17 2009, 11:53

საქმეც მაგაშია sergeevich
ბევრ რამეს ეძახიან, მაგრამ დაზუსტებული ფაქტი ისაა, რომ Пескарь-ი იზრდება, არაუმეტეს 20-22 სმ სიგრძეში და მიახლოებით 200 გრამი წონაში.
მეთანხმებით მაგაში?
ციმორზე კი ცოტა განსხვავებული მახასიათებლები არსებობს, როგორიცაა - 1 კილოგრამიანი და უფრო დიდიც.
აი ამაზე მაინტერესებს აზრი.

პ.ს. არადა რას ჩავაცივდი ვეღარ გავიგე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 17 2009, 15:06

მეც ეგრე ვიცი რომ ციმორია, მაგრამ მართალი რო გითხრა, რაც დამიჭერია მდინარეზე ციმორი, სულ ყველა პატარა იყო. დიდი ზომა არ მინახავს. ეს რისი ბრალია მართლა.. ეგეთი პატარა ჯიშია თუ საქართველოში არ იზრდება მარტო?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 17 2009, 19:29

ციტატა(Lava @ Aug 17 2009, 12:53 PM) *
საქმეც მაგაშია sergeevich
ბევრ რამეს ეძახიან, მაგრამ დაზუსტებული ფაქტი ისაა, რომ Пескарь-ი იზრდება, არაუმეტეს 20-22 სმ სიგრძეში და მიახლოებით 200 გრამი წონაში.
მეთანხმებით მაგაში?
ციმორზე კი ცოტა განსხვავებული მახასიათებლები არსებობს, როგორიცაა - 1 კილოგრამიანი და უფრო დიდიც.
აი ამაზე მაინტერესებს აზრი.

პ.ს. არადა რას ჩავაცივდი ვეღარ გავიგე newsmile090.gif

ჰო და მეც მანდა ვარ! 1 კგ იან ციმორზე ინფორმაცია რახან არსებობს იმისი ფოტოც უნდა არსებობდეს და ლათინური სახელიც, ამ 2 დან ერთ-ერთი მაინც რომ გამოაქვეყნოს ვინმემ მაშინ კიდევ შეძლება ეჭვის შეტანა gobio-gobio-ს ციმორობაში. ან gobio-gobio-ქართული სახელი ხომ უნდა არსებობდეს? არ არსებობს და ზუსტად იმაშია საქმე. ფორუმი კი იმისთვის არ არის რომ ასეთი საკითხების ირგვლივ ვიკამათოთ? კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, ასე არ არის? newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 17 2009, 23:55

ციტატა(sergeevich @ 17th August 2009 - 08:29 PM) *
კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, ასე არ არის?

ეგრეა ზუსტად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 18 2009, 00:07

ეეს თევზი თუ გინანახავთ მდინარეში ან ტბაში როგორ არის, როგორც წვერა ან კაპოტი ისე მოძრაობს ტიჩენიიებში თუ მდორე წყალი ევასება? ეეგ მაინტერესებს მე სხვა თევზს მივამგვანე და მაგიტომ გეკითხებით.

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 18 2009, 23:19

ციტატა(ჰერცოგი997 @ Aug 18 2009, 01:07 AM) *
ეეს თევზი თუ გინანახავთ მდინარეში ან ტბაში როგორ არის, როგორც წვერა ან კაპოტი ისე მოძრაობს ტიჩენიიებში თუ მდორე წყალი ევასება? ეეგ მაინტერესებს მე სხვა თევზს მივამგვანე და მაგიტომ გეკითხებით.


უფრო ნელი დინება და მდორე ადგილები უყვარს. დიდი არ იზრდება მქსიმუმ 20 სმ, პრადად კი 10-12 სმ იანებზე დიდი არ დამიჭერია.

პოსტის ავტორი: ქევხო Aug 23 2009, 14:34

რადგან ეს საკითხი საკამათოა . . .

წუხანდელი ნადავლი

ზემოთ მურწაა ქვემოთ წვერა
http://www.radikal.ru

ესენი სულ მურწაა
http://www.radikal.ru

ალაზანზე არის მურწა და თანაც საკმაოდ ბლომად, დაჭერა უნდა რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 23 2009, 21:42

გეთანხმები, მაგრამ კამათი ციმორზე იყო და ამის შესახებ რას იტყვი?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 23 2009, 21:55

ციტატა(sergeevich @ Aug 19 2009, 12:19 AM) *
უფრო ნელი დინება და მდორე ადგილები უყვარს. დიდი არ იზრდება მქსიმუმ 20 სმ, პრადად კი 10-12 სმ იანებზე დიდი არ დამიჭერია.

ხო ზუსტად ეეგრე და ჩვენთან მაგ თევზ ნაფოტას ეეძახიან თუ ეეგა არის

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 23 2009, 22:17

არა ჰერცოგ, ნაფოტა აი ეს არის, ლათინურად rutilus rutilus, რუსულად კი плотва.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 23 2009, 22:21

sergeevich
აბა რებეცი რაარი?მე რებეცი მეგონა!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 23 2009, 22:24

ციტატა(sergeevich @ Jul 12 2009, 12:31 AM) *
ბინადრობს სწრაფ და სუფთა მდინარეებში, არის მდინარის სისუფთავის ერთ-ერთი მაჩვენებელი, გვხვდება აგრეთვე წყალსაცავებში და ტბებში.
იკვებება წვრილი ცოცხალი ორგანიზმებით. არის მშვენიერი სატყუარა მტაცებელი თევზებისათვის.
http://www.radikal.ru

თუ ის ნაფოტა არის მაშინ მაგნაირი თევზი არ არის იმ მდინარაში ძირულაზე მაქვს ლაპარაკი და აასეთი თევზე ბლომად არის მდორე წყალში რომ ვთევზაობ აჭკებით და ჩანგლით ხშირად მხვდება

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 23 2009, 22:30

ნოსო აი რებეცი
http://www.radikal.ru

ქარტულად ვიმბა, ლათინურად vimba vimba, რუსულად рыбец.
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=466

ციტატა(ჰერცოგი997 @ Aug 23 2009, 11:24 PM) *
თუ ის ნაფოტა არის მაშინ მაგნაირი თევზი არ არის იმ მდინარაში ძირულაზე მაქვს ლაპარაკი და აასეთი თევზე ბლომად არის მდორე წყალში რომ ვთევზაობ აჭკებით და ჩანგლით ხშირად მხვდება



ჰო და ეგ არის გობიო ანუ ციმორი. დიდი არ იზრდება.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 23 2009, 22:42

გასაგებია კარგია ეგ რომ გავიგე რომ იმ ციმორი ყოფილა

პოსტის ავტორი: ქევხო Aug 24 2009, 10:33

ციტატა(sergeevich @ Aug 23 2009, 10:42 PM) *
გეთანხმები, მაგრამ კამათი ციმორზე იყო და ამის შესახებ რას იტყვი?



ვიტყვი იმას რომ მართალი ხარ, ცომორი ე.წ პისკარია, მაგრამ მაგალითად ჩვენთან მურწას ყველა ციმორს ეძახის, და სანამ ხალხი ამა გადაეჩვევა საუკუნე გავა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 23 2009, 17:35

ციმორი, მურწა, მაქსიმალური ზომის ან წონის რამხელა დაგიჭერიათ?

ბრიტანეთში თევზაობენ Barbel - ინგლისურად ჰქვია წვერას, სასწაულ ეგზემპიარებს იჭერენ (4-5 კგ-იანი), ეს ბუნებრივად იზრდება ამხელა თუ სპეციალურად გამოყვანილი ჯიშებია ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: sergeevich Dec 24 2009, 16:08

ციტატა(ნიკაP&A @ Dec 23 2009, 18:35) *
ციმორი, მურწა, მაქსიმალური ზომის ან წონის რამხელა დაგიჭერიათ?

ბრიტანეთში თევზაობენ Barbel - ინგლისურად ჰქვია წვერას, სასწაულ ეგზემპიარებს იჭერენ (4-5 კგ-იანი), ეს ბუნებრივად იზრდება ამხელა თუ სპეციალურად გამოყვანილი ჯიშებია ხომ არ იცით?


ბუნებრივია.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 24 2009, 16:24

აბა ნახეთ რა ციმორებს იჭერენ ბრიტანეთში მდინარეებში თან როგორი სატყუარებით, სასწაულია პირდაპირ





პოსტის ავტორი: შალვა Dec 24 2009, 20:14

ხაშურში ციმორს წვერას ეძახიან ! პისკარი ციმორი ნაღდად არ არის მემგონი გველანაა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 7 2010, 21:33

არ ვიცი ეს თევზი ციმორია თუ ქართულად სხვა სახელი აქვს, მაგრამ ალგეთში კი ბინადრობს, მდინარეზე. 2 ცალი დავიჭირე ვიკენდზე, 15 სმ-მდე იქნებოდნენ ზომით, მეტი არა.

http://forum.ochopintre.ge/index.php?s=&showtopic=411&view=findpost&p=105286

პოსტის ავტორი: Caldera Aug 5 2011, 14:08

გაზაფხულზე მურწა/წვერაზე რომ ვთევზაობდი ყოველი მეორე პისკარი ჯდებოდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 10 2013, 12:47

ციტატა(sergeevich @ Jul 12 2009, 00:31) *
Gobio Gobio-Пескарь
ბინადრობს სწრაფ და სუფთა მდინარეებში, არის მდინარის სისუფთავის ერთ-ერთი მაჩვენებელი, გვხვდება აგრეთვე წყალსაცავებში და ტბებში.
იკვებება წვრილი ცოცხალი ორგანიზმებით. არის მშვენიერი სატყუარა მტაცებელი თევზებისათვის.
http://www.radikal.ru



მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ შემდეგი რამ newsmile05.gif ეს თევზი, რომელიც სურათზეა მოცემული საკმაოდ ხშირად მყავს დაჭერილი, როგორც გორში მტკვარზე, ისე კახეთისკენ პატარა არხებში. მართლაც 20-22 სანტიმეტრზე მეტი არ იზრდება. ხო და ცოტა ირონი8ლუად კი ჟღერს, მაგრამ ამ თევზს ქართლში გოჭანას ვეძახით, ხოლო კახეთისკენ ჩხირას... ჭიაყელას ეტანება მაგრად newsmile05.gif რაც შეეხება ციმორს, მე მყავს დაჭერილი დაახლოებით 300-350 გრამიანები და სრულიად განსხვავებულია, სამწუხაროდ სურათს ვერ ვდებ :( თუმცა მომავალში ვედები დავდო. ერთი სიტყვით, ციმორი სულ სხვა თევზია... ბევრად მკვრივი და ამასთან, არ აქვს ასეთუ მუქი ზურგი... newsmile045.gif იმედია დამეთანხმებით newsmile045.gif)

დაკიდევ ერთიც... არასოდეს დამიჭერია ციმორი ჭიაყელაზე... სულ ყოველთვის მანიქაშაზე ვიჭერდი ხოლმე... ჭიაყელას არ ეტანება ვაბშე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Feb 8 2013, 21:21

http://pix.ge/

აი ესეც ჩემი ციმორები შუაშიი newsmile05.gif ისე კი ნამდვილად გემრიელია, ქართლში თევზების მეფეს ვეძახით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 22 2015, 13:58

ციმორი არის აი ეგ





ბინადრობს კამკამა და თხელ გამდინარე წყალში, არის პატარა ზომის. წითელ ჭიაზე ჯდება ხშირად მაგრამ მისი გაბარიტების გამო მას საკვებად არავინ იყენებს. ძალიან ლამაზი თევზია, აკვარიუმს დაამშვენებს.

ფოტოზე წარმოდგენილი თითქმის მაქსიმალური ზომისაა.

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 23 2015, 09:23

smekosmeko კახეთში შარშან დავიჭირე ორჯერ თითო ცალი. ალაზნის პატარა წმინდა შენაკადში. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ამას ციმორი ერქვა.

პოსტის ავტორი: fisher leo Mar 23 2015, 10:16

მე როცა ვიჭერ ამ თევზს აუცილებლად ვუშვებ. ლამაზი თევზია ძალიან.

პოსტის ავტორი: tokaato May 29 2015, 08:49

smekosmeko
ეგ არ არის ციმორი, მაგას ჩვენთან მესხეთში ეძახიან ღომღომას, დიდი არ იზრდება, და თან მაგარი უგემური თევზია D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Oct 16 2015, 09:29

smekosmeko
ეგ არ არის კაცო ციმორი newsmile05.gif ეგ სულ სხვა თევზია, ლაგოდეხისკენ ჩხირას ეძახიან, ქართლისკენ გოჭანას. ძვლიანი თევზია და ტალახიანი ადგილები უყვარს ღორჯოს მსგავსად.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 16 2015, 09:40

ზუსტადაც რომ ეგ არის ციმორი სინამდვილეში. ქართლში და მესხეთში რასაც ციმორს ეძახიან ის მურწაა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)