თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ზღვაში მობინადრე სახეობები _ ბარაბული, ხონთქარა.

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 24 2009, 22:25

Mullus barbatus barbatus-барабулька

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 25 2009, 04:52

იჭირება სამადურზე,ჭიაზე,ზღვი ჭიაზე პატარა რაჩკზე.მოდის რიონის შესართავთან როდესაც რიონი ჩაკეთილია და ზვისწყალი შემოდის,ასევე ზაფხულილს გარკვეული პერიოდი,მაისშიც იცის თავის შეხსენება!!!

царскаия риба. სარეწაოდ არის ძალიან კარგი თევზი,ქარავნულია.

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 3 2010, 13:58

ვის უნდა ვენდო საბოლოო წუთს?
ვინ გამიძღვება საბოლოო გზაზე?
სიბნელის ზღვაში ვინ იქნება ჩემი გზამკვლევი?

ზვირთმჭრელიდან უკანასკნელად ჩავყოფ შიშველ ფეხისგულებს მლაშე წყალში
უკანასკნელ ნემსკავს გავქლიბავ
უკანასკნელად მოვაბამ მიდიის ხორცს
ძუას მოვქაჩავ
და უკანასკნელ თევზს გავყვები
ჩემსავით მკვდარ თევზს.

ის არსოდეს ამოხტება წყლიდან
აღსარებას არ მომთხოვს
ცოდვებს არ შემინდობს
გაცოცხლებას არ შეეცდება
ის ჩემსავით მკვდარი იქნება
მოკვდება ჩემთან ერთად.

კეთილშობილი სოხუმელი მეანკესე იური პავლოვიჩი მამაჩემის ძმაკაცი გახლდათ
ის წარმოუდგენელი წარმატებით იჭერდა შავი ზღვის თითქმის ყველა ბინადარს
კაფალს - არასოდეს 10 კილოზე ნაკლებს
კალიუჩკას - რამდენიც უნდოდა
კატრანს - ერთხელ 6 ერთად დაიჭირა (საერთო წონა მგონი 70 კილომდე)
მაგრამ მისი სიყვარული ბარაბული იყო
ეგენი ძველი დიოსკურიელები არიანო
ჩაძირულ ქალაქში ცხოვრობენო
და ერთადერთი ნატვრა ის აქვთ
რომ როგორმე ისევ ხმელეთს დაუბრუნდნენო
მასწავლიდა:
ქალაქელის დაჭერა თუ გინდა
ქალაქურად უნდა მოექცეო
სატყუარა ცხივრწინაც რომ ეგულებოდეს - პირს არ დააკარებს
ყველა ქალაქელივით ზარმაცი თევზიაო
ნელნელა უნდა გააჩოჩო და თევზი იფიქრებს:
დროა შევჭამო თორემ საუზმე გამირბისო
სწორედ მაშინ უნდა ამოიყვანო ბარაბული
და სოხუმის მიწაზე დაასვენოო.

აბა სადაა ჩემი მიწა?
სატყუარასაც არვინ მიგდებს
რომ დავეხარბო.

ან მე რა მეთქმის?
თავად იური პავლოვიჩი კრასნოდარის მიწაში წევს
ბალახს ზრდის იქაურს

ბარაბული
ხონთქარა
ძველი ბერძნები კილო თევზს კილო ვერცხლში ცვლიდნენო
მე კი კილო გვამს კილო მიწაში გადავცვლიდი
ოღონდ ჯერ არა
მერე ალბათ
როცა მოვკვდები

პოსტის ავტორი: Maverick May 3 2010, 14:24

ყოჩაღ small3d018.gif (dila)adriano მეტს ვერაფერს ვიმეტებ შენთვის

პოსტის ავტორი: ლეკი May 3 2010, 16:59

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნოსო May 3 2010, 20:02

საღოლ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jun 16 2010, 12:44

ეს წითელი თევზი გაგონებს რიფის ბინადარ თევზებს ჩვენთან შავ ზღვაში კარგად გრძნობს თავს და კარგადაც იჭირება

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)