თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ზღვაში მობინადრე სახეობები _ ლიფიორა

პოსტის ავტორი: 919 Aug 2 2009, 23:51

ამ თავში კი გთავა8ობთ შავი 8ღვის ფაუნის წარმომადგენლების განხილვას.

1. ლიფიორა - Луфарь (Pomatomus saltatrix) გუნდური თევ8ია

http://www.radikal.ru

სერიო8ული მტაცებელი, ბასრი კბილებით შეიარაღებული თევ8ი.
უმოწყალოდ ანადგურებს სკუმბრიისა და სტავრიდის გუნდებს, 8რდა სრულ
სკუმბრიას ნახევრამდე აგლიჯავს თავს.
ერთ-ერთი ყველა8ე გემრიელი შავი 8ღვის ბინადარი.
განსაკუთრებულად გემრიელია ი8გარა8ე აჯიკით! ყველა8ე ნოყიერი თევ8ია.
1 ცალი 400 გრ-იანი ა9ღობს 8რდასრულ კაცს!

ემტერება თავის რიგში ერთ სერიო8ულ დელიკატესს - სარგანას

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 3 2009, 00:28

919
ძირითადად სად ბინადრობს?.......... ანუ რომელ ზღვაში, ჩვენთან არის?..........

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 23 2009, 12:49

ციტატა(Gigs13 @ 3rd August 2009 - 01:36 AM) *
ჩელე
ეს თევ8ები ხმელთაშუა 8ღვაში გადიან და მერე ისევ შემოდიან.
ისე არსებობს მრავალი ქვესახეობაც - მსოფლიო ოკეანებსა და 8ღვებში.

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 23 2009, 17:08

მაგ თევზზე ხანდახან სტატიებს ვხვდებოდი ხოლმე რუსულ სათევზაო პერიოდიკაში!
სერიოზული მტაცებელია!
წარმატებით იჭერენ სპინინგით ხელოვნურ სატყუარებზე ნავიდან. ხანდახან ნაპირიდანაც ძალიან შორ მანძილზე გადაგდებით.
საქართველოში ჭერაზე ინფორმაცია ნაკლებია.

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 24 2009, 12:27

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: amroci Nov 16 2009, 15:13

ლიფიორას ყოველ წელიწადს ვიჭერ ქობულეთის პრიჩალიდან, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით. ამისთანა აგრესიული თევზი შავ ზღვაში მეორე არ მეგულება. ნამდვილი სეკატორია. ერთხელ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ეცა წყლის ზედაპირზე მცურავ საშუალო ზომის (მტკაველი სიგრძის) სტავრიდას ქვემოდან ამოვარდნით ლუფა და მხოლოდ თავი დატოვა სტავრიდის. წამის შემდეგ მეორე ამოვარდა და ის თავიც გაქრა ზედაპირიდან. ამსთან მე ვიცოდი რო ეს ლუფა იქნებოდა თორე ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რო მხოლოდ ლანდის მოკვრას მოვასწარი თვალი და არა თვითონ ლუფასი. არა მცოდნე რო შესწრებოდა ამ სცენას გაიფიქრებდა რო სტავრიდას თავიდან ქვემოთ გაუქრა ტანი, რაღას ჰოლივუდური სპეცეფექტებით და შემდეგ თვითონ თავიც აორთქლდა.
ეხლა რაც შეეხება მასზე თევზაობას, ანუ თუ როგორ ვთევზაობ ლუფაზე კონკრეტულად ქობულეთის პრიჩალზე:
პირველ რიგში გეტყვით რომ დიდი ლუფების ჭერა შეიძლება ჩვენთან, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდე ვერ ამომიხსნია ამოცანა როგორ მივაღწიო ამას. დიდ ლუფას კბილები აქვს თეთრი ემალის ფერი როგორ კაცს. იგი სულ რამოდენიმეჯერ მყავს დაჭერილი შემთხვევიტობის წყალობით (როგორიც მაგალითად შემთხვეით გვერში გამოდება არის).
ჩვენ მას ვიჭერთ ისევ და ისევ სტავრიდაზე სათევზაო პავადოკის მსგავსით. მხოლოდ ერთი განსხვავებით, კერძოდ კავები უნდა შევურჩიოთ ძალიან გრძელი ყუნწებით. ეხლა ძალიან ჭირს ეგეთი კავების პოვნა. ჩემს ბავშვობაში მახსოვს იყიდებოდა მგრვალ ნაცრისფელ პლასმასის კოლოფში, ნიკელის ფერის ძალიან გრძელღეძა უყუნწო კავები. რომელიც ზღვაში 2 საათის (!) შემდეგ იმდენად იჟანგებოდა რომ მის ნიკელის ფერისგან აღარაფერი რჩებოდა. და არც იყო საჭირო მეტხან გაძლება, რადგან პავადოკი მაინც ვერ ძლებდა. მახსოვს თითო თევზაობაზე, რომელიც გამთენიიდან 2-3 საათი გრძელდებოდა 5 პავადოკი დამიხარჯია და ეს ჩვეულებრივი ამბავიი იყო.
დამიხარჯია მეთქი ტყვილა არ ვახსენე. საქმე იმაშია რომ, როცა ლიფიორი მოდის პრიჩალზე, ყველამ იცის ნებისმიერ პავადოკს სახლში დაბრუნება აღარ უწერია. თევზაობის დროს, როცა ლუფა ბრჭყვიალა კავს დაედევნება, ის კავის გადაყლაპვას კი არ ცდილობს, როგორც მტაცებელთა უმეტესობა არამედ კბილებით გადაჭრას ლამობს პირველივე ჩავლებით. ამ დროს თუ შენი კავი თუ გადავიდა მთლიანად ლუფას პირჩი,ძუას გადაჭრის პირწმინდად. ამიტომ არის კარგი ძალიან გრძელი კავები, რადგან მთლიანად ვერ გადავიდეს ლუფას პირში და მხოლოდ კავის ღერძი მოყვეს კბილებში.
ერთი შეხედვით პრობლემა მოგვარებულია მაგრამ საქმე არც მთლად მასე იოლადაა და აი რატომ: პავადოკს დადევნებული ლოფას ქარავანი ხშირად ურთიერთ დასწრების მცდელობისას აცილებენ პირს კავს და კბილები არა კავს არამედ ძუაზე, პავადოკის ძირითად ღეძზე მოდის, რაც გამოგასალმებს ჩვენს ქებულ პავადოკს სამუდამოდ. ჩვენ კი ის დაგვრჩენია მომდევნო პავადოკი ამოვიღოთ, დაუგოთ და ცოტახანს კიდე განვაგრძოთ თევზაობა.
თქვენ იტყვით: რატო ყანყალათი ან სილიკონით არ შიძლება ითევზაოო? შეიძლება, როგორ არ შეიძლება ყანყალათიც და სილიკონითაც თევზაობა, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: სიჩქარე, სიღრმე და სიშორე.
როგორც ერთხელ უკვა სადღაც დავწერე - სულ სხვა მაშტაბებია ზღვაში.
პირველ რიგში სიჩქარე: ლუფა არავითარ შემთხვევაში არ არის ლეშის მჭამელი. ლუფა რომ რაიმეთი დაინტერესდეს, ის უნდა იყოს სხარტად მოცურავე და მასზე პატარა თუ არა მისი ტოლაზე მეტი არ უნდა იყოს. ე.ი. მისდევს ჩქარა მოცურავე, ვერცხლისფერად მბზინავ და არა მასზე დიდ ობიექტს.
მერო სიღრმე: ლუფას პრიჩალზე ვიჭერთ 6-დან 10-14 მ. სიღრმეზე. იმხელაზე რა ყანყალა და სილიკონი უნდა ატარო, ან რო გადააგდებ რამდენი უნდა უცადო როდის ჩავა იმ სიღრმეზე
და სიშორე - რამხელაზე შეიძლება გადააგდო სატყუარა, რომ მაღალ სიჩქარით წამოღებისას საკმარისი დროის განმავლობაში იყოს იგი მუშა ტერიტორიაზე ლუფასთან.
მივიღეთ შემდეგი: სპინინგის სატყუარის გამოტარების ტრაექტორიიდან გაომდინარე ვერ ვღებულობთ საკმარის ეფიქტიანობას საიმისოდ, რომ რაღაც თითო მტკაველიანი ლუფები ვიჭიროთ საკმარისი რაოდენობით იმისათვის რომ გაეჯიბროს ადგილობრივი მეთოდით თევზაობას. რომლის სახელი მე ნამდვილად არ ვიცი რა უნდა იყოს სათევზაო ტერმინებში.
ადგილობრი მეთოდით თევზაობის ეფექტიანობა შემდეგშია:
1. მთავარი, შესაძლებლობა ერთ ამოყვანით ამოიყვანო რამოდენიმე ლუფა ერთდროულად, რასაც ვერაფრით ვიტყვით სასპინიგე სატყუარაზე.
2. პავადოკის გადაგდება ხდება საკმაოდ შორს და გამოტარებას აქვს ზიგზაგისებრი ტრაექტორია მაღალი სინუსოიდით, რაც სპინიგთან შედარებით სატყუარას გავლილ მანძილს და შესაბამისად დროს, ლუფასგან მუშა ტერიტორიაზე ზრდის რამოდენიმეჯერ.
რა თქმაუნდა მინუსიც შესამჩნევია - დაკარგული ბევრი კავები და პავადოკები.
--------
მართალია ლუფას სეზონი ახლახან გავიდა, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ მომავალ სეზონამდე ინტერესი არ გაქრება და ეწვევით ჩემს მშობლიურ პრიჩალს. განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური ექსპერიმენტები რა შედეგებით გამოიჩენს თავს. რაც მთავარია ლუფა არის და თანაც ბლომად.
გელოდებით აგვისტოს მეორე ნახევრიდან პრიჩალზე, ერთად ამოვხსანთ ამოცანა

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 16 2009, 17:04

amroci

საღოლლლ... მაგარი სტატიაა small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: dmoral Nov 17 2009, 11:57

ნამდვილად კარგია და აღწერილი ობიექტიც newsmile027.gif


იქედან გამომდინარე რაც წავიკითხე ვფიქრობ კასტმასტერზე მოსასინჯია newsmile05.gif შორს მიფრინავს და ვერტიკალურადაც მუშაობს

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 17 2009, 14:39

dmoral

100%-იან !!!! უნდა იმუშაოს წესით თან მაგრა

პოსტის ავტორი: dmoral Nov 17 2009, 17:07

მეც მასე ვფოქრობ newsmile05.gif ვნახოთ...

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 17 2009, 17:11

და ყანაყალა ვითომ რატომ არ უნდა მუშაობდეს ?!?! ჰმმმ სტრანოო... მოზრდილი ყანყალა წესით სიშორის პრობლემას არ შექმნის... და ეგ ნებისმიერ კუთხეზე და სიღრმეზე მუშაობს

ნუ ეხლა მთლად კასტმასტერიით წონა არ ექნება მაგას – ძირვადობის ამბავში, მაგრამ მაინც

პოსტის ავტორი: dmoral Nov 17 2009, 17:15

შეიძლება მოსინჯვა უნდა

პოსტის ავტორი: 919 Nov 17 2009, 23:01

amroci

შენ გაიხარე შენა, ჯერ იმაზე, რომ ამისთანა გამართული ენით მეტყველებ და მერე
ჩემ სანუკვარ სათევზაო ობიექტზე ამდენი, რომ დაწერე. ჰო, ეს მე ვიყავი სკუმბრია
ლიფიორაში, რომ შემეშალა. უბრალოდ "ჩამწკრივიებულ კბილებს" რომ ვხედავ შავი ზღვის ფონზე,
თვალებში მიბნელდება, ვერც ზოლებს ვეღარ ვამჩნევ და ვერც სხეულის მრგვალ კვეთას.

და ბოლოს, რა ხელობის კაცი ხარ? ძალიან მაინტერესებს - თუ არ არის საიდუმლო...
პატივისცემით
გიგა

პოსტის ავტორი: amroci Nov 18 2009, 10:04

გიროგი, ყანყალაზე მუშაობს აბა არ მუშაობს. უბრალოდ მე შედარებაში მოვიყვანე და ამიტომ ვთქვი ნაკლებად ეფექტურია მეთქი, თორე სულ არ ღებულობს თქო კიარ მიხსენებია. როცა ლიფიორა მოდიოდახოლმე და ერთი კილონახევრამდე დავიჭირდი, მერე გადავედი ხოლმე რამოდენიმეჯერ ექსპერიმენტებზე. სატყუარები მაინდამაინც ბევრი ნაირნაირები არ მქონია. მქონდა რა: სასუალო ზომის ყანყალა და ტრიალა, დაპატარა ზომის ყანყალა ტრიალა, სილიკონი და ვობლერი.
ეხლავე აგირხსნით როგორ აიღო:
აიღო მხოლოდ მაშინ როცა მძლავრი დინება იყო, ძალიან პატარა (მგონი საკალმახე იყო) ტრიალაზე. ტრიალა მიბნეული იყო დაახლოებით 30 სმ. სიგრძის 0.16მმ. დიამეტრის წმინდა მონოლითზე. ძირითადი ძუა კი იყო 0.3 მონოლითი.
ვიდექი პრიჩალის დაბლა იარუსზე და გადავაგდე ტრიალა დინების მიმართულებით, რამხელაზეც შემეძლო. დაველოდე (კარგახანი დამჭირდა) სანამ ტრიალა ფსკერამდე (ზღვაში არაფერს მოედება) არ დავიდა და წამოვიყვანი შედარებით დაბალი სიჩქარით. უკვე ზემოთ რო გამოჩნდა დავინახე როგორ რამოდენიმე ლიფიორა მივარდებოდა მიიტანდა ცხვირს და უკან გავარდებოდა მორიგეობით. ამიტომ ავდექი და მეორე ჩაგდებაზე უფრო დიდი დრო ვაცალე. ეს იმისათვის, რომ დინებას შორს წაეღო ტრიალა. ამასთან 10გრ.-ანი ტყვია დავაბნიე ძირითადი ძუასა და წმინდა ძუის გადაკოჭვის ადგილზე. წამოვიღე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარით და სადღაც ორი მესამედი უკვე გამოტანილი მქონდა რო მტკაველზე ოდნავ დიდი ლიფიორა ამოვიყვანე. იმ დღეს ასეთი თევზაობით 4 ცალი 1 საათის განმავლობაში დავიჭირე, სუ ტყუფის ცალივით ერთნაირები. მერე ისიც გადამიჭრეს მაგ საცელავებმა newsmile089.gif .
ეხლა სხვებმა რა ქნეს:
ვობლერი კარგად თამაშობს და ამსთან გრძელი ენის წყალობით სიღრმე იდეალურათ უჭირავს, მაგრამ ჩქარა როგორც კი წამოიყვან თამაში ირღვევა და ეფექტი ნულზე დადის. სანამ თამაშობს მივა ლიფიორა (ეს სულ ერთხელ შევამჩნიე) მიიტან ცხვირს ახლოს ვობლერთან და გაბრუნდება უკან.
ქაქნქარა სამწუხაროდ არ მქონდა საკმარისად პატარა სამკვავათი. ლიფიორას კი არ აქვს ქარიყლაპიასნაირი ნიანგის ზომა პირი. მეც მაგას დავაბრალე უშედეგობა და თანაც ბევრჯერ არც მისინჯია. რო გავჯიუტებოდი იქნებ რაიმე შედეგი გამომეღო.
სილიკონი მე მომიტანა ჩემმა თბილისელმა ამხანაგმა, თან მასწავლა მისი კავზე დაბნევა, მაგრამ მაგას მემგონი ჟიგი ქვია, როგორც ამ ფორუმზე წავიკითხე. სილიკონი წითელი ფერის იყო და იგი მე პავადოკის სახით ავაცვი 5 ცალი. ვთევზაობდი როგორც ადგილობრივი ტრადიციით თევზაობით. ყველა მეორე ამოქაჩვა გაშვებაზე (პატსეჩკაზე) უძაძგურებდა. მეთქვი ახლა დაებება ახლა დაებება მეთქი, მაგრამ ბოლოს მომწყინდა და ამოვიღე. ამოვიღე და ჰოი საოცრებავ. ყველა ჟიგი იყო ისეთნაირად დაკბილული, დასაცერებული გეგონებოდა. newsmile071.gif სამწუხაროდ კავს არცერთმა არ გამოსდო (გვერდში მაინც გომსდებოდა ოხერს newsmile089.gif ). ამის მერე დავვეჭვდი ვერცხლის ფერებზე ჩემი მკაცრი რთგულება რამდენად მართებულია ლიფიორასთან მიმართებაში.
==========
ეს კასტმასტერზე სად წავიკითხო?
==========
919 გიგა მე ეხლა რკინიგზელი ვარ, უფრო ადრე ლექტორი, კიდე უფრო ადრე პედაგოგი და ა.შ. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: 919 Nov 18 2009, 10:58

მე პირადად, 80-იანებში, ოქტომბერ/ნოემბრის თვეს სოხუმის მახლობლად მითევზავია
ე.წ. ბლესნაზე და პატარა სტავრიდაზე ამ უგემრიელეს თევზზე...

მერე კი მხოლოდ ბათუმის "მელკი მორეს" newsmile035.gif ბაზარში. ეს ზომა მხოლოდ ოქტომბრისკენ თუ შემოდიოდა.

დაიმახსოვრეთ ვინც არ იცის, ეს არის ყველაზე ნოყიერი და გემრიელი თევზი! (ჩემი აზრით)

პოსტის ავტორი: amroci Nov 18 2009, 12:14

სტავრიდა მართლაგემრიელია
ჩვენთან მეთევზეებმა ერთი ანდაზა ვიცით: "თევზს სანამ ქალის თვალი დაინახავს მარილი არ აკლიაო". ეს მეტ წილად სტავრიდას ეხება. მაგრამ აქ ლიფიორას თემაა და თუ სტავრიდა გაინტერესებს აქ არის ჩვენი პატივცემული ფორუმის წევრების აზრები გამოთქმული: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=849

პოსტის ავტორი: Pendragon Nov 19 2009, 13:10

amroci

ციტატა
კბილები არა კავს არამედ ძუაზე, პავადოკის ძირითად ღეძზე მოდის, რაც გამოგასალმებს ჩვენს ქებულ პავადოკს სამუდამოდ


მეტალის პავადოკის დაგება არ გიცდია? მე მგონი მაგ პრობლემას სამუდამოდ მოგიხსნის newsmile045.gif

ნოემბრის ბოლოსკენ რომელ მტაცებელ თევზზე შეიძლება თევზაობა ისე რომ 100%-ით შემოსული იყოს "პრიჩალ"-თან?

პოსტის ავტორი: amroci Nov 19 2009, 13:25

მეტალის პავადოკს არ მიეკარება იმიტომ რომ 0.18მმ. მონოლიტ ძუასაც კი თაკილობს თუ საკმარისად წმინდა არაა. მეტალს როგორ გაეკარება.
ნოემბრის ბოლომდე 100% მარტო სარღანას თუ იქნება.
სხვებიც მოსალოდნელია. მაგალითად სელდი და სკუმბრია. თუმცა წინა პარასკევს, ამ წვიმობამდე რო ვიყავი ერთი პატარა ლიფიორაც მომყვა სადღაციდსან დაკარგული.
ჰო მართლა, ქორჭილაც მტაცებლებში არ გადის? მართალია მე მას დაჭრილ სტავრიფდის ხორცზე ვიჭერდი, მაგრამ ხშირად ცარიელ ნემსკავიც გადაუყლაპავს სტავრიდაზე თევზაობის დროს.

პოსტის ავტორი: Pendragon Nov 19 2009, 13:41

amroci
არსებობს ძალიან წვრილი და წმინდა მეტალის პავადოკები სხვადასხვა ფერის. ცდად უნდა ღირდეს, უბრალოდ შოვნა უნდა. რაც აქ იყიდება, გამოდის, რომ არ გამოგადგება newsmile038.gif


პოსტის ავტორი: amroci Nov 19 2009, 13:51

ცდა ყოველთვის სასარგებლოა, ამს წყალი არ გაუა. მაგრამ მის აქტიურ სეზონამდე მოგვიწევს მოცდა.
.
.
P.S. "ერთი თავი კარგია, ორი უკეთესი". ამიტომ ვხარჯავ ამდენ დროს ამ ფორუმში. იმედი მაქვს დაინტერესდება ხალხი, მივა პრიჩალზე და მოსინჯავს თავის ჩანაფიქრს. მისთვისაც კარგი იქნება და არც ჩვენ დავრჩებით ნაწყენი newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)