თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ზღვაში მობინადრე სახეობები _ ევროპული ანჩოუსი, ქაფშია

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 24 2009, 15:18

engralulis tngrasicolus-европейский анчоус

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 24 2009, 21:32

ეს თევზი ქარავნულია და იჭირება ე.წ."კაშილოკი"ბადით,ჩვენები იჭერენ ტრალით!!!
მტაცებელია და არცერთი თევზს არ სურს მის ქარავანში მოხვედრა!!!(ცუდად ექნება საქმე)
მხოლოდ ზამთარშია ვარგისი სარეწაოდ

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 14 2009, 14:46

ეგ ხო ხამსაა ?

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 23 2010, 19:57

ყველა საოხუმელს სმენია გამოთქმა:
"ხამსა ნე რიბა, გრეკ ნე ჩელოვეკ"
ვინ თქვა ეს სისულელე პირველად?
ვიცი
მე რომ არ მითქვამს
და თითქოს ამით ბედნიერიც ვარ

ვის წამოცდა ეს მკრეხელობა?

ბერძნები იყვნენ პირველები
ვინც აფხაზეთის ომის დაწყებამდე გაერიდნენ სოხუმს
მწარე ღიმილით ტოვებდნენ უძველეს სამმშობლოს
ქართველების და აფხაზების კამათზე ეცინებოდათ
მწარედ
ბერძნულ მიწას და ზღვას რომ ვერ ვიყოფდით
და ქალაქს
უზარმაზარი ელინური გული რომ ქონდა

ბერძნები წავიდნენ
"ხამსა" კი ყოველ წელს ბრუნდება
ყველა წასულის ნაცვლად
და განსაკუთრებულად მათი
ვისაც ეს ქალაქი დაარსების შემდეგ არ დაუტოვებია

"მე მყავს ბერძენი მეზობელი"
"მე რომ მიყვარს, ის გოგო ბერძენთან დადის"
ბერძენი უყვარდა ჩემს პირველ სიყვერულს
ფეხბურთელი იყო
ყველაფერში მჯობდა
გარეგნობაშიც
მაღალი და ტანადი
დამთმობი და კეთილშობილი
და რაც მთავარია
სიგიჟემდე უყვარდა ეკა
ჩემი პირველი სიყვარული
პირველი უძილო ღამის ფიქრი

"ხამსა კი ნაპირზე იყო გამოსული
იქნებ რამის სათქმელად?

მერე ომში წავედი
ავტომატიანი ყლე გავხდი
გავხდი
და ზვირთმჭრელიდან (ვალნარეზ) ჯერით ვხოცავდი "ხამსას"
ფუ ბლიად
ბერძნები უკვე წასული იყვნენ
ისიც წავიდა
ისიც

ეკა ვიღაც თბილისელს მითხოვდა
ჯარისკაცს თუ ნარკომანს
ზუსტად არ მახსოვს
მაგრამ ისიც მჯობდა
ჰო მჯობდა
რახან ეკას თავი შეაყვარა - მჯობდა

მე კი სიმწრისგან "ხამსას" ვხოცავდი
მთელ მჭიდს ვცლიდი ზვირთმჭრელიდან
მერე ზღვაც შემძულდა
და შემძულდა ყველა თევზი
მშვიდი ცხოვრება რომ აღმითქვეს

ეს ცოდვა ალბათ უკვე შემინდეს
მეპატია
მეპატია
მეპატია
ალბათ

პოსტის ავტორი: ლეკი May 24 2010, 08:05

(dila)adriano
newsmile035.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო May 24 2010, 10:00

მე მაგრად მიყვარს ეგ ანჩუისები ლუდზე სემიჩკასავით მიდის რააა

პოსტის ავტორი: მამუ May 24 2010, 12:57

(dila)adriano ერთი კითხვა მაგ შენთან სუფტა ინტერესის პონტი და არანაირი ირონია არ დევს ამაში.

ამ ფოსტებს ფხიზელი ბეჭდავხოლმე?

საღოლ შენ ფანტაზიას small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 24 2010, 13:15

მამუ
დარწმუნებული ვარ საკაიფო პოეტურ პასუხს გაგცემს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: sabo73 May 24 2010, 17:49

(dila)adriano


ნამდვილად არ ვიცი ეს სიტყვები, სიფხიზლეშია დაწერილი თუ, სიმთვრალეში, მაგრამ კარგი წასაკითხია.გულში ღიმილიანი სევდა შემოიტანა. small3d018.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)