თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ზღვაში მობინადრე სახეობები _ ქაშაყი

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 13 2009, 17:05

შავ ზღვაში შემოდის გამოსაზამთრებლად, ასრულებს შემოსვლას დეკემბერში და ბინადრობს აპრილამდე. აქვს კარგად განვითარებული კბილები, მსხვილი იზრდება 30 სანტიმეტრამდე. იკვებება კიბორჩხალებით და წვრილი თევზებით. იჭირება პოვოდოკზე 10-12 ნიკელირებული ნემსკავით და სხვადასხვა ფერის ძაფებით ან ბუმბულით აწყობილ მისატყუარზე. უმჯობესია სათევზაოდ გასვლა ერთდროულად რამოდენიმე ნავით, რადგან ბევრი ბრჭყვიალა სატყუარას ერთდროულად დანახვით ქარავანი ძალიან აქტიურდება. ყველაზე გემრიელია ზგარაზე შემწვარი ან კიდევ დამარილებული (მარინადი). უხდება რა თქმა უნდა მოხარშული კარტოფილი და არაყი





წესით აწი უნდა წამოვიდეს, მეც ვემზადები დასახვერად

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 13 2009, 17:08

ბიჯო მაგას მგონი ქაშაყი ქვია ქართულად newsmile05.gif

და ვემზადებიო რომ წერ.... რაფერ უნდა დაიჭირო ეგ თევზი ??? ეგეც პორტიდან ტო ???

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 13 2009, 17:11

ნამდილად ქაშაყი ქვია? კარგი იქნბა თუ დავაზუსტებთ, მეც მაინტერესებს
გიორგი

არა პორტთან ეგ თევზი იშვიათად მოდის, ზღვაში უნდა გასვლა თან რამოდენიმე ნავით უკეთესია. ისე ეხოლოტითაც შეიძლება ქარავანზე დაჯდომა. ანკესი და პავადოკები მზად მაქვს, ლიტერატურა მოვიმარჯვე - რაღა მომზადება უნდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 13 2009, 17:12

კაი და რაზე მოდის მერე ??? ეგეც სამადურზე ??

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 13 2009, 17:14

ხო, თან მომზადებას რაც სეეხება ბაბაის ზგარა გამოვიღე და გავწმინდე newsmile035.gif

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 13th October 2009 - 06:12 PM) *
კაი და რაზე მოდის მერე ??? ეგეც სამადურზე ??


ხო მაგის პავადოკი იგივე პრინციპზეა რაფერც სტავრიდის, ოღონდ უფრო სქელი ძუა უნდა და უფრო დიდი ნემსკავები, დაშორებაც ნემსკავებს შორის მეტია

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 13 2009, 17:19

როისთვის ელოდები ???

პოსტის ავტორი: შალვა Oct 13 2009, 18:31

მარინადში კარგია, შემწვარიც უმაღლესია ოღონდ შეწვის დროს ისეთი სუნი დგება რომ სახლში ვერ გაჩერდები ორი სამი დღე, ასე რომ გირჩევთ სახლის გარეთ ჰაერზე შეწვათ!

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 13 2009, 18:31

გიორგი
kakhaber

წავიდეთ წავიდეთ newsmile011.gif მეც მაგრა მაინტერესებს newsmile05.gif
ეგ გამოდის სტავრიდის სატყუარაზე ჯდება?

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 13 2009, 20:46

Alosa kessleri pontica- ქაშაყი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 14 2009, 08:39

გიორგევიჩ

სადღაც თვის ბოლოდან დაიწყება მაგაზე ნადირობა, ნოემბრის პირველ ნახევარში, ჯერ პატარები შემოდის, 20 სმ-მდე მერე მოყვება დიდები 30 სმ. სატყუარას პრინციპი იგივეა რაც სტავრიდაზე უბრალოდ ზომები და დაშორებები ნემსკავებს შორის უფრო დიდია. ჩამოდით, მე მანამდე ნავს შევღებავ და ძრავს ვიშოვი

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 14 2009, 12:19

ძალიან გემრიელი და მაგრი საჭერია,ფოთში(ამ არაკაცებმა აგვიკრძალეს)ისე მაგრამდ იჭირეოდა პორტშიnewsmile05.gifუხ რომ მახსოვს დღეში ასე 20 კილოს იჭერდნენ,მე მახსოვს რეკორდი44 კილო 24 საათში.


მეცმ ინდა ამაზე თევზაობაnewsmile038.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 14 2009, 22:39

kakhaber

ციტატა(kakhaber @ 14th October 2009 - 09:39 AM) *
ჩამოდით, მე მანამდე ნავს შევღებავ და ძრავს ვიშოვი


ურააა,რა კარგია,მამა ია ლიჩუ ვ ბატუმი newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jun 16 2010, 13:19

სელიოდკა კარგია დამარილებული newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)