თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პისტოლეტი - რევოლვერი _ ნაგანი

პოსტის ავტორი: შუკა Apr 13 2010, 23:06

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/
კალიბრი7,62მმ
მასა 880 გრ
მთლიანი სიგრძე 235მმ
ლულის110მმ
დოლურში 7 ვაზნა
ტყვიის საწყისი სიჩქარე 272 მ/წმ

1895 წელს მიიღეს მეფის რუსეთის დროს შეიარაღებაში, სულ გამოვია 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი.სასროლად მეტად მოუხერხებელი მაგრამ უტყუარი ნაგანი უკვე მე 3- საუკუნეა ისვრის და მუშაობს. საუკეთესო სათმაშოა იმისთვის ვისაც რუსკაია რულეტლა უყვარს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბალა Apr 13 2010, 23:35

აი ეს კი ნამდვილად მაგარია რომელსაც დრომ ვერაფერი ვერ დააკლო

პოსტის ავტორი: Sikvdila Jun 6 2010, 11:18

მაგარი იარაღია, მაგრად მევასება

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 6 2010, 16:37

ციტატა(ბალა @ Apr 14 2010, 00:35) *
აი ეს კი ნამდვილად მაგარია რომელსაც დრომ ვერაფერი ვერ დააკლო

რაც არ ქონდა რა უნდა დაეკლო?
ქლიავობა იარაღია,

პოსტის ავტორი: შუკა Jun 6 2010, 16:49

მაშინ მაგარი იყო!! როცა გლოკები და ზიგები არ არსებოდა!! შენ რა გგონია 1OO წლის მერე რასაც ეხლა მაგარს ვეძახით და ვაფანატებთ ვინმეს გაახსენდება? ნაგანი კი დღესაც ხოდშია! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 6 2010, 18:19

რატო არ ვამბობ პარაბელუმზე რო ქლიავობაა თქო? იმიტომ რომ დღემდე მაგარი იარაღია და თან ცოტათი ახალგაზრდაა ნაგანზე. მაგრამ დღემდე მაგარი იარაღია და ნაგანს კიარა ბევრ თანამედროვე იარაღს აჯობებს კიდე! და 100 წლის მერე ზიგიც იგნება და მით უმეტეს გლოკიც მარა ნაგანი მაინც ქლიავი იარაღია იყო არი და იქნება ქლიავობად! მეტი რევორვერი არ ენახა საბჭოთა ადამიანს და ფილმებში ხშირად დადებით გმირებს ნაგანი ქონდა თორე აბა კოლტი ან სმიტ ვესონი ყოფილიყო იმდენი რამდენიც ნაგანი იყო საბჭოთა კავშირში რომელი იქნებოდა მაგარი მერე ? და პოპულარული! ეხსომებოდა ვინმეს ნაგანი კიდე? newsmile042.gif დღემდე ისვრისო რო ამბობ ეგერ მეზობელს აქვს კაჟიანი თოფი და ისვრის დღესაც მაგ ნაგანზე ერთი 100 წლით უფროსია და ბარე კიდე 5 მაგანს მოინელებს მარა კაია ეხლა ეგ თოფი ჰა? გაგიცვლით თუ გინდათ გლოკში ჰეე მსურველები არავინაა? ან ნაგანში გამიცვალეთ ზიგი ან გლოკში! ხო მაგარია newsmile029.gif newsmile029.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 6 2010, 19:11

ეე რა გესმის ხელოვნების! ochom-dagchipos.gif ნაგანი ლევოლვერია, პარაბელუმი პისტოლეტი ... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 6 2010, 19:51

შუკა
მე გეთანხმები 100 %. მართალია ისეთი პოპულარული აღარაა როგორ ადრეულ პერიოდში, მაგრამ მაინც ერთ-ერთ უძლიერს რევოლვერად მიმაჩნია.. newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 7 2010, 01:53

ციტატა(შუკა @ Jun 6 2010, 20:11) *
ეე რა გესმის ხელოვნების! ochom-dagchipos.gif ნაგანი ლევოლვერია, პარაბელუმი პისტოლეტი ... newsmile090.gif

კდევ კაი მითხარი თორე ვერ ვარჩევ რევორვერს და პისტოლეტს აი! მართლა ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 7 2010, 13:49

საინტერესოა რომელ სისტემას(სწორედ დავწერე?) ჰყავს მეტი მომხრე რევოლვერს თუ პისტოლეტს?
მე პისტოლეტს ვანიჭებ უპირატესობას.

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 7 2010, 17:03

შუკა
ნაგანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს?

პოსტის ავტორი: შუკა Jun 7 2010, 17:50

ნაგანის სისტება ბელგიელმა ძმებმა ემილ და ლეონ ნაგანებმა შექმნეს
1მოდელი 1895 გამოვიდა ბელგიის ოფიცრებისთვის...
როცა მეფის რუსეთს მიყიდეს პატენტი. უშვებდენ 2 ნაირს
1) ერთ მოქმედებიანი სასხლეტი ანუ იარაღის ჩახმახის შეყენება ხდებიდა მარტო მექანიკურად ( ხელით).
2)ორმოქმედებიანი სასხლეტი მექანიზმი ანუ ჩახმახის შეყენება სასხლეტითც შეიძლება..ეხლა ძირითდად ეს მოდელები გვხვდება..
3)სპორტული ნაგანი სქელი და გრძელი ლულით..ეს უკვე 50 - თიანების მერე..
მეტი მე არ მინახია თუ იცით მეტი მოდელი დაამატეთ..

პოსტის ავტორი: gela_07 Jun 8 2010, 17:14

hunter777
რატო არ ვამბობ პარაბელუმზე რო ქლიავობაა თქო? იმიტომ რომ დღემდე მაგარი იარაღია და თან ცოტათი ახალგაზრდაა ნაგანზე. მაგრამ დღემდე მაგარი იარაღია

გაიხარეეეეეეეეე, პარაბელუმის და ნაგანის საკითხში შემიძლია თანამოაზრედ გიგულო, მაგრად მომწონს პარაბელუმი P-08 მაგარია
ბევრი თანამედროვე იარაღი ხომ ჯობია მაგრამ რაღაც აქვს ისეთი სხვას რომ არააქვს ფორმებს ვგულისხმობ და არც მონაცემებითაა ცუდი
და თანაც დღესაც გამოდის თუ არ ვცდები ზაუერი უშვებს შეკვეთებით.

დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი თუნდაც უბრალო მოდელს ლუგერს

xoshian.gif

პოსტის ავტორი: GIO-85 Jun 8 2010, 18:57

ციტატა(შალვა @ Jun 7 2010, 14:49) *
საინტერესოა რომელ სისტემას(სწორედ დავწერე?) ჰყავს მეტი მომხრე რევოლვერს თუ პისტოლეტს?
მე პისტოლეტს ვანიჭებ უპირატესობას.



+1

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 8 2010, 21:01

რათქმაუნდა პისტოლეტებს მეტი მომხრე და გულშემატკივარი ყავს!რევორვერები კი უფრო ეგრედწოდებული სანადირო რევორვერები გამოდის მცირე პარტიებით. შეიარაღებაში არცერთი ქვეყნის და არც პოლიციური დანაყოფის შეიარაღებაში ვეღარ ნახავთ რევორვერს, ისე ამერიკაში კოლოტ პითონები ჰქონდათ და სადღაც 90 წლების შემდეგ უკვე პოსტოლეტებზე გადავიდნენ.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 8 2010, 22:56

ინდონეზიაში და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში ? მგონი აქვთ ტაბელური რევოლვერები

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 10:21

ბონე ინდონეზია გვატემალა ზიმბამბვე და ,,ღუდგუზონია,, newsmile035.gif newsmile015.gif არ მიგულისხმია, საქარტველოზე ჩამირჩენილ ქვეყნებზე არა მაქვს საუბარი თორე რევორვერი კიარა მგონი ისევ სურდულებით და მშვილდებით (იცავენ) მოქალაქეებს ზოგიერთი ,,სახელმწიფოები,, newsmile029.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 9 2010, 13:58

გავიგეთ რომ არ გევასება გავიგეთ რომ გაჩუქონ არ გინდა newsmile090.gif გლოკი რომ ჯობია და ბერეტა მაგას კამათიც არ ჭირდება ... პისოლეტი ლევოლვერზე რომ პრაქტიკულია ესეც ვიცით ბატონო.. უბრალოდ ნაგანს შეხედე როგოსც ანტიკვარს და როდორც ძველ ნივთს... რომელმაც უკვე გაიარა თვის გზა..და თავის სახელი დატოვა.. ესკაესი მოზამბიკის შეიარაღებაშიც აღა აქვთ ყველა გე- 36 ჩალიჩობს მაგრამ ჩვენ ესკაესი გვევასება newsmile090.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 15:15

ბიჯო CKC სი იმიტომ გვევასება რომ სხვა უკეთესის საშუალება ნაკლებად გვაქ თორე ამის ძუნგლიანი დედა არ ავატირე? ამ CKC ში თავის დეროზე 900 GEL ა გადავიხადე დ ამ ფასად ვიყიდი რამე ამაზე უკეთესს? ვერა? მარტო მაგიტომ მევასება რომ იაფია და ამუნიციასაც იშოვის კაცი თუ მოინდომბს ასე რო ochom-dagchipos.gif რაღაცეებს ნუ ატაკუნებ რა!

პოსტის ავტორი: შუკა Jun 9 2010, 16:34

მერე ნაგანიც ეგრეა ! იაფი და იორღა ! ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასიადან გამომდინარე თადაცვისთის სახლში სახლში მეტი არაა საჭირო ჩვენთვის გურჯისტანში! თორემ სატარებლად და სიზუსტით ფირმა რომ ჯობია მგონი კარგად იცი რომ ვიცი!! ochom-dagchipos.gif როგორც მოსინი და ესკაესია ჩვენთა ხოდში იმიტომ რომ მეტის საშვალება ხალხს არ აგვს ისეა ეგეც.. bliadzl.gif

ps
გეჭამა 2 ხინკლით ნაკლები დაგელია 2 ბაკალი ლუდით ნაკლები დაგემატებინა ცოტა და გეყიდა ლოსი ან ვეპრი308 newsmile029.gif vot-tak.gif newsmile087.gif ochom-dagchipos.gif
ვიცი რომ შემოხვალ და წაიკითხავ გულზე გასკდები და გამხეცკბილდები მაგრამ დაიკიდე ცხოვრება მშვენიერია !!!
და ნაგანს ხინკალს და გლოკს ჩვენი ძმობა ჯობია!! newsmile035.gif tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 16:52

მე პირ5დაპირ ბლაზერ R93 ტს ვყიდულობ!
ან REM-700 სს. და ლოსი კიარა მარტორქა კიდე! ჰოო ძმობაზე რო თქვი ეგნგრეა კი! ochom-dagchipos.gif მარა გლოკი კაია მაინც! newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ბალა Jun 9 2010, 17:00

შუკა

ციტატა(nikash4 @ 9th June 2010 - 17:34) *
ვიცი რომ შემოხვალ და წაიკითხავ გულზე გასკდები და გამხეცკბილდები მაგრამ დაიკიდე ცხოვრება მშვენიერია !!!
და ნაგანს ხინკალს და გლოკს ჩვენი ძმობა ჯობია!! newsmile035.gif tema-wamoweulia.gif


მეგონა ასეთი სიტყვები მარტო ბრაზილიურ სერიალებში ჩიტავს მარა ქართულ სინამდვილესაც შეესაბამება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 17:05

ბალა ხო გაირკვა რაშიცაა საქმე ხდაავ? ამ ბრაზილიური სერიალების სცენარის ავტორი შუკა ყოფილაა! newsmile090.gif newsmile035.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ბალა Jun 9 2010, 17:24

hunter777
ochom-dagchipos.gif როგორ გამამხიარულე მაგარი გავიცინე

პოსტის ავტორი: robiko Jun 9 2010, 21:59

ვერთვები თქვენს კამათში მხოლოდ იმიტომ, რომ ორივეს დიდ პატივს გცემთ და მომაჩნიხართ ჩემზე გაცილებით მცოდნეებად ამ სფეროში, საქართველოში ფასწარმოქმნის სისტემა საერთოდ უნიკალურია (უფრო მოდურია - ვიდრე პრაქტიკული) და ამისი ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, მაგრამ ამჯერად იარაღების ფასებზე მინდა რამოდენიმე შეკითხვა დავსვა, რაც ვერაფრით ვერ ამიხსნია:
1) რატომ უნდა ღირდეს ნაგანი 700-800 ლარი, როცა მაკაროვი 400-500 ლარის ფარგლებშია?
2) რატომ უნდა ღირდეს საიგა (7.62*39 კალ.) 1200-1500$, როცა სკს იგივე კალ. 800-1000 ლარის ფარგლებშია?
3) რატომ ღირს გლოკი 10 მაკაროვის ფასი და ჰეკლერ-კოხი 12 მაკაროვის ფასი, ან ზიგ ზაუერი 6 მაკაროვის ფასი, როცა ყველა ქვეყნის მაღაზიაში ეს კოეფიციენტები 4-ს 5-ს და 3-ს არ აღემატება?
4) ყველა ნორმალურ ქვეყანაში გაუფორმებელი (არალეგალური) იარაღი ღირს 2-3 ჯერ იაფი, ვიდრე მაღაზიაში და ჩვენთან რატომ არის პირიქით?
(ღმერთმა ნურავის ნუ დააჭირვოს, მაგრამ თუ მაინც დაგვჭირდა თავის დასაცავად ისევ გაფორმებული არ სჯობია?, თუ "კილერები" არიან ჩვენში ბევრი და იხმარენ და გადააგდებენ?)

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 23:40

გაიხარე რობიკო რაც ჩამოთვალე მაგას ვიკვლევ და მაინტერესებს კაი ხანია უკვე არანაირი ლოგიკა და გამართლება არა აქვს მაგ (კაზუსებს) მაგრამ ეგრეა ჩვენ გურჯები განსაკუთრებულები ვართ იარაღთან დამოკიდებულებაში! newsmile090.gif CKC ს და საიგას რაც შეეხება აქ მარტო კალიბრში არაა საქმე სისტემა განსხვავდება და საიგა ცოტა მსუბუქია მაგრამ არა იმდენად რომ ფასმა ესე კატასტროფულას აიწიოს მაგის გამო. ნაგანი კიდე იმიტომაა მაგ ფასად და ესეთი პოპულარული რომ ბევრ ცნობილ ჩვენი დროის ფილმების გმირებს და ლიტერატურულ პერსონაჟებსა ჰქონდათ და ბაშვური შთაბეჭდილებები კიდე კი მოგეხსენებათ ალბათ რა დიდ როლს თამაშობს აბა სხვა რას დავაბრალო ნაგანის ესეთი ფასი და პოპულარობა?

პოსტის ავტორი: შუკა Jun 9 2010, 23:56

ბატონო რობოიკო
პირველ რიგში მოგესალმებით!
1)ნაგანი მიუხედავათ თავის ნაკლებ ეფეკტური საბრძოლო თვისებებით ვიდრე მაკაროვი იმიტომ ღირს მეტი რომ თითქმის ანტიკვარია და თან უფრო სიმპატიურია ნუ ეგ შეხედულებისამებრ!ირაკლიმ სწორი თქვა! მე მაგალითად ბავშობაში ჩაპაევს და უდაბნოს ცხელ მზეს უყურებდი ხშირად ამხანაგი სუხოვის ფანი ვიყავი კონტრ- რევოლუციონერებს ნაგანით რომ ანადგრურებდა გავლენა ეხლაც ჩანს newsmile090.gif
2)საიგა მსუბუქია ვიდრე ესკაესი მოკლე და კომპაკტური, თან ვაზნების რაოდენობა, 11ც-ესკაესი , 30ც- საიგა როგორც მე ვიცი რესურსითც ჯობნის, ბევრი კი გადაკეთებული კალაშაა (akm, ak 47) და აღარ ფორმდება მაგრამ ალბათ ვისთვის როგორ.. tema-wamoweulia.gif
3)იმიტოიმ რომ ჩვენთან გურჯისტანია და კაბურაში გარჯობილი გლოკი და ჰეკლერი უფრო ბლატნოია ვიდრე ტტ ან მაკაროვოი, ნუ რესურს, სწრაფ სროლას, მჭიდში ვაზნების რაოდენობას და ხარისხზე აღარ ვსაუბრობ..თადაცვისთის და შენახისთვის კი აზრი არ აქვს რა გედება თუ ვინმე შემოგივარდა ღმერთმა დაგიფაროთ 2-3 გასროლა და ან შენ იქით ან ის აქეთ.. მსროლელზეა.. newsmile029.gif
4)ჩვენ მონადირე ხალხი ვართ და არ გვჭირდება! ისე ვინც ეძებს ის ალბათ პოულობს! newsmile045.gif

ps
საქართველოში ყოველი მეხუთე ან იჯდა ან ზის ან იჯდება
კანონმა დანდობა არ იცის!
moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: robiko Jun 10 2010, 09:37

მადლობა პასუხებისათვის, მიხარია რომ ჩემი აზრი ამ თემაზე თქვენსას დაემთხვა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: genadi Sep 4 2010, 21:17

იმპერატორსკი ტულსკი ნაგანი 1901 წლის რა ფასად შეიძლება იყიდოს კაცმა თანაც საუკეტესო მდგომარეობაში თუ იცით ვინმემ მომწერეთ

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 4 2010, 23:00

მდაა გვიან ვნახე ეს თემა

მოდი ერტ რამეზე შევთანხმდეთ , იატაგანი, კატანა , ნაგანი, მოსინი , მაქსიმი და ასე შემდეგ არის რაღაც დროის მანძილზე გარკვეულ ხალხთა კასტაში გავცელებული უფრო სწორედ გამეფებული იარაღი რომელიც შეიძLება იყო საუკეთესო ან უარგისი იმ დორისათვის თუმცა ხელმისაწვდომი და იაფი. მოგეხსენებათ ხალხის ცნობიერება ისეა მოწყობილი და რიტაც ხედავს ადამიანს რომ სასწაულებს აკეთებს იმის სჯერა და გონია თვითონაც ისე გამოიყენებს იმ ნივთს როგორც ის სხვა.

რაც შეეხება თანამედროებობას როდესაც მოსინტან ერთად არსებობს REM 700-ი , ნაგანთან ერთად სმიტ&ვესონი , AK-47თან ერტად G-36-ი და მაინც ის ძველი ჯართი მოსწონთ ეს 3 რამით არის გამოწვეული

1. ეს არიან ისეთი ადამიანები ვინ იარაღს აფასებს ამ სიტყვებით : მაგარია, აუ რა საკაიფოა , იმენა სტვოლია , 5 კაცს სკვაზნოიზე ხვრიტავს და ა.შ.
2. უბრალოდ უკეთესის ყიდვის საშუალება არა აქვს და არც იმის აღიარება უნდა რომ ბანძი იარაღი აქვს სხვათან შედარებით
3. ან უბრალოდ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ის იარაღი იყიდა რომელის მის საყვარელ გმირებს ქონდათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 4 2010, 23:47

geojorjika
როდის მოეშვები ამ რეჩების წერას?!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 4 2010, 23:50

Bonehill
რა გინდა შე კაცო დავაშავე რამე თუ? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: genadi Sep 5 2010, 11:31

ყიდის ერთი და მაინტერესებს რეალური ფასი ამ იარაღის რევოლვერ ნაგანი იმპერატორსკი ტულსკი 1901, და ვინ არის კომპეტენტური ანუ ვისთან შეიძლება მიტანა რომ შეაფასოს

პოსტის ავტორი: შუკა Sep 5 2010, 11:39

სურათები გადაუღე დაყარე და გეტყვი ღირს თუ არა ყიდვა..
გააჩნია როგორ მდგომარეობაშია! ფასები 500-600 მეტი არ მიეცემა

პოსტის ავტორი: tbiliso Sep 8 2010, 14:41

ციტატა(genadi @ Sep 5 2010, 12:31) *
ყიდის ერთი და მაინტერესებს რეალური ფასი ამ იარაღის რევოლვერ ნაგანი იმპერატორსკი ტულსკი 1901, და ვინ არის კომპეტენტური ანუ ვისთან შეიძლება მიტანა რომ შეაფასოს


დინამოს პირდაპირ, მუშტაიდის გვერდით რომ არის იარაღის მაღაზია იქ იყიდი 480 ლარად ნაგანს თან იარაღი ძალიან მაგარ მდგომარეობაშია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 8 2010, 15:53

ეგნაგანი 43 წელსაა გაოსული tbiliso

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 9 2010, 15:52

ბიჭებო სხვისი არვიცი მაგრამ მე მაგარი მიყვარს ნაგანი,ეხლა თქვენი ნებართვით ერთ კითხვას დავსვავ იქნებ ვინმემ მითხრათ დღევანდელ დღეს ნაგანს კაცი იყიდის 400 ფულში და ტყვიას კიდევ 4 მანეთი უნდაო მაგრამ სპორტული ვაზნა უფრო იაფი ღირებულა დაახლოვენით 3ლარი ალბათ როგორც მითხრეს. იქნებ ვინმემ მითხრათ შეილება თუარა სხვა იგივე ზომის ვაზნა ისროლო ნაგანიდან ან რომელი არის ესვაზნა ან თვითონ ნაგანს რომელი ვაზნებიაქვს და რომელი ღირს იაფი ,წინასწარ მადლობათ

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 15 2010, 10:25

ბიჭებო არავინ შემოდის ამ თემაშიი რაცხა პასუხი არავინ გამცა newsmile045.gif (იმედია არავინარ მიწყენს ამას) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: saba01 Dec 15 2010, 11:14

მაგარია ძაან small3d018.gif

პოსტის ავტორი: Shooter Dec 15 2010, 12:45

როგორც იარაღი საშუალო პისტოლეტი ყოველთვის აჯობებს ყველაზე მაგარ რევოლვერს. ეს არის უკვე აქსიომა. მე მინდოდა ამზე სტატია დამეწერა მაგრამ მერე გადავიფიქრე იმიტომ რომ ეს დაახლოებით იმას გავს რომდ ავწერო სტატაი რატომ ჯობია ოპელი ზაპოროჟეცს, თუმცა ზუსტად რატომ ჯოპია პისტოლეტი ბევრს გაუჭირდბა მკაფიო პასუხის გაცემა.

გარდა ამისა რევოლვერის ზუსტუ და სწრაფი სროლა მოიტხოვს სპეციფიურ უნარჩვევებს. თუ პისტოლეტიან კარაგდ ისვრი ეს არ ნიშნავს რომ რევოლვერიდანაც მაგარი მსროლლი იქნები. უფრო პირიქით.

ციტატა(BEK_M @ Jun 7 2010, 18:03) *
შუკა
ნაგანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს?



სულ სამი გაბარიტების მიხედვით, სტანდარტული, მოკლე ტარით და ლულით და ყველაზ იშვიათი, მოკლე ტარით და სტანდარტული ლულით.

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მიხედვით ორი, ორმაგი მოქმედების და ე.წ. ჯარისკაცის მოდელი, ერთჯერადი მოქმედების. ბევრი ტყვიები ზედმეტად რომ არ ხარჯონ ჯარისკაცებმა სადაც სროლაში მომზადების ხარისხი დაბალია.

ციტატა(levani_200 @ Dec 9 2010, 16:52) *
ბიჭებო სხვისი არვიცი მაგრამ მე მაგარი მიყვარს ნაგანი,ეხლა თქვენი ნებართვით ერთ კითხვას დავსვავ იქნებ ვინმემ მითხრათ დღევანდელ დღეს ნაგანს კაცი იყიდის 400 ფულში და ტყვიას კიდევ 4 მანეთი უნდაო მაგრამ სპორტული ვაზნა უფრო იაფი ღირებულა დაახლოვენით 3ლარი ალბათ როგორც მითხრეს. იქნებ ვინმემ მითხრათ შეილება თუარა სხვა იგივე ზომის ვაზნა ისროლო ნაგანიდან ან რომელი არის ესვაზნა ან თვითონ ნაგანს რომელი ვაზნებიაქვს და რომელი ღირს იაფი ,წინასწარ მადლობათ


სპორტული ვაზნა არის შემცირებული მუხტით. ზევიდან რომ დახედავ მოწითალო ფერის ტყვიაა. ეს ვაზნ ვერ გახვრიტავს სქელ ტყავის ქურთუკსაც კი.
ის ძველი ვაზნები რაც იშოვება არის ძველიდ ა შესაბამისად არასაიმედო.

სხვა ვაზნების გამოყენებას რაც შეეხება ამერიკაში იყიდება ბარაბნები ნაგანისთვის გათვლილი .32 სმიტ ვესონზე. მაგრამ არც ეს ბარაბანი და არც ეს ვაზნა საქართველოში არ იშოვება.

ნაგანის ვაზნებს დღეს დღეისობით უშვებს მხოლოდ Fiochi საქარტველოში არ მინახია, სხვა მწამოებლის შესახებ არ მსმენია.

დასკვნა. არ იყიდოთ ნაგანი როგორც იარაღი, იყიდეთ თუ ასე ძაან მოგწონთ საკოლექციოდ.


მე რომ მქონდეს სახელოსნო გადავაკეთებდი ნაგანებს .22ლრ–ზე ან .22 ვინჩესტერ მაგნუმებზე და მაშინ ასეთ ნაგანს მეც ვიყიდიდი.

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 15 2010, 12:56

ოოო აი შუთერის კომენტარი მართლაც რომ კარგი იყო ,უბრალოდ ერთი ეს ვერგამიგია როგორც ვიცი თითქმის ნაგანის ყველანაირი ვერსიაა გამოშვებული დაწყებული ხალახტოიდან დამთავრებული გეკოზე და აქ რაუბედურებაა გეკოს ნაგანს კიარა შეიძლება ვაზნა ვერიშოვო კაცმა თან 4 მანათი რაამბავია

პოსტის ავტორი: Shooter Dec 15 2010, 13:35

ციტატა(levani_200 @ Dec 15 2010, 13:56) *
და აქ რაუბედურებაა გეკოს ნაგანს კიარა შეიძლება ვაზნა ვერიშოვო კაცმა თან 4 მანათი რაამბავია



სამაგიეროდ we all live in gurjistan, gurjistan ist wunderbar !

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 22 2010, 15:48

რავიცი რავიცი იმედია ცოტა მალე განვითარდება ჩვენი ქვეყანა (ბიჭებო ვინმემ ხომარიცით აკაესის და ნაგანის ვაზნის ზომები ანიქნებ სურათები შეძლოთ რომ დადოთ თურათქმაუნდა გაქვთ ვინმეს)

პოსტის ავტორი: SPEC Dec 22 2010, 16:18

ციტატა(levani_200 @ Dec 22 2010, 16:48) *
ხომარიცით აკაესის და ნაგანის ვაზნის ზომები ანიქნებ სურათები შეძლოთ რომ დადოთ თურათქმაუნდა გაქვთ ვინმეს

ეს 5.45X39
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3a/5.45x39mm.jpg
ჰილზის სიგრძე 39.82 მმ
სრული სიგრძე 57.00 მმ
http://en.wikipedia.org/wiki/5.45x39mm
ესეც ნაგანის :
ჰილზის სიგრძე 38.86 მმ
სრული სიგრძე 38.86 მმ
http://en.wikipedia.org/wiki/7.62x38mmR

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 22 2010, 16:57

მადლობა სპეც დახმარებისთვის

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 23 2010, 19:51

SPEC
ვაზნის დიამეტრი და მოცულობა ? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 27 2010, 14:19

სამწუხაროთ ეგ მეცუნდა მეთქვა მაგრამ ამდენი კითხვების შემდეგ ვეგარ გავბედე დაწერა newsmile045.gif ასერომ მადლობა ბონეს

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 27 2010, 17:33

გადავხედე თემას და გადავწყვიტე მომენახა და დამედო ცოტა უფრო ვრცელი ინფო მაგანის შესახებ, ალბათ ამით თემას არ წავახდენ. ისე პირადათ მე მაქვს და მომწონს )))
სამწუხაროდ პოსტი მთლიანად ვერ იდება. ალბათ დიდია ან მე ვერ ვაკეთებ რაღაცას სწორეთ

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 28 2010, 10:26

ძალიან ცუდი რომ იმფოს ვერდებ და ძალიან კარგი რომგაქვს და მოგწონს თუ შენს აზრს გაგვიზიარებ კარგი იქნება ჩემთვისაც და მგონი იმადამიანებისთვისაც ვისაც ჩემზე არანაკლებ აინტერესებთ. ისე ჩემი მოწონებაც დაიმსახურა ფასის მიხედვით და რაღაც რაღაც ნიუანსებით უბრალოდ ცოტა ისაა ცუდი რომ ვაზნებიღირს ძვირი ,ამიტომაც ჩავთვალე დამეწერა რომ იქნებ ვინმეს სცოდნოდა სხვავაზნები თუმიდიოდა და პასუხებიც იყო კარგი და გამოსადეგი უბრალოდ სანამ ვიყიდიდე მინდა რომ გავერკვე სრულად .

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 28 2010, 12:30

ციტატა(levani_200 @ 28th December 2010 - 11:26) *
ამიტომაც ჩავთვალე დამეწერა რომ იქნებ ვინმეს სცოდნოდა სხვავაზნები თუმიდიოდა და პასუხებიც იყო კარგი და გამოსადეგი უბრალოდ სანამ ვიყიდიდე მინდა რომ გავერკვე სრულად .
ჩემი აზრით სხვა ვაზნები არ უნდა გამოიყენო, თუნდაც მიდიოდეს. ნაგანის ვაზნა, იარაღის კონსტრუქციიდან გამომდინარე ისეა მოწყობილი, რომ ტყვიის გული შიგ მასრაშია მოთავსებული. გასროლის მომენტში "ბარაბანი" მიიწევს წინ, ვაზნა შედის სავაზნეში ბარაბნის სავაზნის წინა ნაწილიანათ რაც გასროლისას "ობწიურაციას" ახდენს რაც ხელს უშსლის გაზების დაკარგვას. რითაც გასროლის უკეთესი ხარისხი მიიხწევა. სხვა რევოლვერის ვაზნებს ტყვიის გული, პისტოლეტის ტყვიის მსგავსად მასრის გარეთ აქვთ გამოტანილი. ამდენად ასეთი ვაზნის ნაგანიდან გასროლა ნაკლებ ეფექტური და საერტოდ საშიშიც კი შეიძლება იყოს.
რაც შეეხება რატომ მომწონს. ბავშვობიდან საერთოდ მომწონს რევოლვერები ფორმით, კონსტრუქციულად,საიმედოებით და კიდევ პროსტა მევასება რა ))) საომრად მაგით არავინ წავა და როგორც პირადი იარაღი მე სავსებით მაკმაყოფილებს. ისე სიმართლე რომ გითხრა მე ისე მიყვარს იარაღი რომ არ სხვა მოდელებზე ვიტყოდი უარს. თავის დროზე მქონდა ჰაი-პაუერი და ბრაუნინგი FN - 7.65 ყალიბის. ორივე ძალიან მომწონდა და დღესაც მიმაცნია, რომ ეგენი ერთ-ერთი საუკეთესოა პისტოლეტთა შორის.
დღეისათვის ნაგანის ტყვიას ოფიციალურად 4 ლარზე ნაკლებ ვერ იყიდი. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია. რაც შეეხება სპორტულ ვაზნებს ეგ უფრო იშვიათია და თუ სადმე ნახე ძველი. მაგ ვაზნას ტყვიის გულიც და წამალიც საბრძოლოსთან შედარებით ბევრად ნაკლები აქვს ხოლო ფასი არ მგონია მკვეთრად განსხვავდებოდეს საბრძოლო ვაზნის ფასისაგან

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 28 2010, 13:41

ერთერთი ეგ ფაქროტიცარის რომელიც განაპირობებს იმას რომ ძვირი გამოდის იარაღში მისცე კაცმა 400 ლარიდა ვაზნაში 4 ლარი რაუბედურებაა(მე ყოველ შემთხვევაში იმიტომ მინდა ვიყიდო რომ ათაში ერთხელ მაინც გავისროლო ხოლმე და არა საყურებლად დავდო სახლში)
.თუმცაღა ავღნიშნავ რომ დღეინდელი მდგომარეობით არანაკლები ღირს სხვადასხვა დახვეწილი კლასის და როგორც ეძახიან მაგარი იარაღების (ზიგს ჰეკლერს და სხვადასხვა იარაღებს ) მათი ვაზნებიც არანაკლები ღირს ,იმედია ყველა დამეთანხმება.

პოსტის ავტორი: Shooter Dec 28 2010, 14:48

ციტატა(levani_200 @ Dec 28 2010, 14:41) *
ერთერთი ეგ ფაქროტიცარის რომელიც განაპირობებს იმას რომ ძვირი გამოდის იარაღში მისცე კაცმა 400 ლარიდა ვაზნაში 4 ლარი რაუბედურებაა(მე ყოველ შემთხვევაში იმიტომ მინდა ვიყიდო რომ ათაში ერთხელ მაინც გავისროლო ხოლმე და არა საყურებლად დავდო სახლში)
.თუმცაღა ავღნიშნავ რომ დღეინდელი მდგომარეობით არანაკლები ღირს სხვადასხვა დახვეწილი კლასის და როგორც ეძახიან მაგარი იარაღების (ზიგს ჰეკლერს და სხვადასხვა იარაღებს ) მათი ვაზნებიც არანაკლები ღირს ,იმედია ყველა დამეთანხმება.



მე მაქვს ორი "მაგარი" პისტოლეტი გლოკ19 და ჩზ P07, ორივე 9მმ ლუგერზე რომელსაც 1.8 ლარად ვყიდულობ ცალს.

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 28 2010, 14:57

არმინდა სადაო გახდეს შუთერ მაგრამ მაგარი რითი არის (ესეც ისვრის ისიც -იმითაც შეიძლება რაიმეს მოკვლა ამითაც იმასაც ხმააქვს ამასაც ისიც სახლში უნდა იდოს და ესეც და მეტალებში და ფასებში თუ არის განსხვავება ეგიმასარნიშნავს რომ ერთი დებილობაადა და მეორე მაგარი.) და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ნაგანი იმითიც არის დღევანდელი იარაღებისგან განსხვავებით მაგარი რომ წლობით დამარხული რომიყოს ამოიღებდა გაისვრი რაც დღევანდელი იარაღების უმეტესობას ეგპლიუსი არააქვს ასერომ ყველას სხვადასხვა მიგვაჩნია მაგრად

პოსტის ავტორი: zviangi Dec 28 2010, 15:18

არც ერთი მაქვს და არც მეორე მაგრამ რომ გახდეს საჭირო და არჩევანის საშვალება იყოს ნაგანს ნამდვილად არ ავირჩევ როცა არსებობს ძლიერი თყვია და მისი გასროლის საშვალება. ნაგანს ვიქონიებდი ისე კლასიკაა. ნუ ფასი გასაგებია.
იმიტო არ მაქვს არცერთი თორემ ყველანაირი მინდა რომ მქონდეს.

პოსტის ავტორი: Shooter Dec 29 2010, 11:52

ციტატა
არმინდა სადაო გახდეს შუთერ მაგრამ მაგარი რითი არის (ესეც ისვრის ისიც -იმითაც შეიძლება რაიმეს მოკვლა ამითაც იმასაც ხმააქვს ამასაც ისიც სახლში უნდა იდოს და ესეც და მეტალებში და ფასებში თუ არის განსხვავება ეგიმასარნიშნავს რომ ერთი დებილობაადა და მეორე მაგარი.)


ვერ გავიგე ამ აბზაცის შინაარსი. newsmile040.gif


ციტატა
და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ნაგანი იმითიც არის დღევანდელი იარაღებისგან განსხვავებით მაგარი რომ წლობით დამარხული რომიყოს ამოიღებდა გაისვრი რაც დღევანდელი იარაღების უმეტესობას ეგპლიუსი არააქვს ასერომ ყველას სხვადასხვა მიგვაჩნია მაგრად


ანუ მე როგორც მესმის თვქენ ეხლა თქვით რომ როგორც პეროსნალური იარაღი ნაგანი და გლოკ 19 ერთ რიგშია ხოლო პირველს კიდე აქვს უპირატესობა: წლობი თ დამარხული რომიყოს ამოიღებდა გაისვრი რაც დღევანდელი იარაღების უმეტესობას ეგპლიუსი არააქვს ?




ციტატა(zviangi @ Dec 28 2010, 16:18) *
არც ერთი მაქვს და არც მეორე მაგრამ რომ გახდეს საჭირო და არჩევანის საშვალება იყოს ნაგანს ნამდვილად არ ავირჩევ როცა არსებობს ძლიერი თყვია და მისი გასროლის საშვალება. ნაგანს ვიქონიებდი ისე კლასიკაა. ნუ ფასი გასაგებია.
იმიტო არ მაქვს არცერთი თორემ ყველანაირი მინდა რომ მქონდეს.



გაგანს რომ შეხედო როგორც პერსონალურ თავდაცვის იარაღს მე შევიტანდი მას ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი კონსტრუქციბის სიაში.

იარაღს აქვს უამრავი ნაკლოვანება და მინუსი რაც უკვე მაშინ მე19 საუკუნის ბოლოს ის იყო მოძველებული და არადამაკმაყოფილებელი. ის რომ ის გაისვრის და ვინმეს მოკლავს ნუ რავი ეხლა.... ქვაც კარგად რომ ისროლო მითაც მოკლვ ადმიანს, და მიწაში რომ ჩამარხო 1000 წლის მერეც ქვა იქნება. ქვებით ვიაროთ?







პოსტის ავტორი: gela_07 Dec 29 2010, 15:55

პროგრამული კოდი
ქვაც კარგად რომ ისროლო მითაც მოკლვ ადმიანს, და მიწაში რომ ჩამარხო 1000 წლის მერეც ქვა იქნება.  ქვებით ვიაროთ?


newsmile027.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 29 2010, 18:02

არა მე ის ვთქვი რომ გლოკი და სხვადასხვა წარმოებული იარაღები ჩემთვის ერთიდა იგივეა (პისტოლეტებზემაქვს საუბარი ) და დავასაბუთებ იმით რომ მე მართალია დიდი მონადირე არვარ მაგრამ მაინც სანადირო იარაღს ვანიჭებ უპირატესობას ასერომ სახლში გლოკი მექნება თუ ჰეკლერი ან სხვა ტიპის პისტოლეტი არანაირი მნიშვნელობა არააქვს. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Shooter Dec 30 2010, 10:41

ციტატა(levani_200 @ Dec 29 2010, 19:02) *
არა მე ის ვთქვი რომ გლოკი და სხვადასხვა წარმოებული იარაღები ჩემთვის ერთიდა იგივეა (პისტოლეტებზემაქვს საუბარი ) და დავასაბუთებ იმით რომ მე მართალია დიდი მონადირე არვარ მაგრამ მაინც სანადირო იარაღს ვანიჭებ უპირატესობას ასერომ სახლში გლოკი მექნება თუ ჰეკლერი ან სხვა ტიპის პისტოლეტი არანაირი მნიშვნელობა არააქვს. newsmile045.gif


ნება თქვენია, რაზეა ლაპარაკი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: baron_88 Jul 25 2013, 22:08

საკმაოდ კარგი იარაღია , მაგრამ მხოლოდ ნატესავს თუ ესვრი ისეტი ძვირია მაგის ტყვიები

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 26 2013, 06:58

ციტატა(baron_88 @ Jul 25 2013, 23:08) *
საკმაოდ კარგი იარაღია , მაგრამ მხოლოდ ნატესავს თუ ესვრი ისეტი ძვირია მაგის ტყვიები

ეგ კარგი იყო D.gif

პოსტის ავტორი: baron_88 Jul 31 2013, 14:29

სკვითია D.gif აბა 8 ლარიან ტყიას ისე სასროლად როგორ დაიმეტებ??? D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: dato_jul Oct 29 2014, 08:21

ნაგანის ხელოსანი არ იცით ვინმემ? ან ნაწილები რო იყოს გასაყიდი, ბარაბანთან რო ტულკა უკეთდება ეგ ტულკა მჭირდება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 29 2014, 10:18

dato_jul
ხომ გახსენი ერთი თემა? იქ გიპასუხებენ თუ ვინმემ იცის

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 29 2014, 11:43

ჭალიმგელა
ის თემა არათემატურ განყოფილებაში იყო newsmile05.gif))

აქ ურჩიონ ვინმემ რამე თუ იცის newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)