თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პისტოლეტი - რევოლვერი _ ПСМ

პოსტის ავტორი: შუკა Apr 13 2010, 23:43

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მასა 500 გრ
სიგრძე 15,5 სმ
ლულის 8,5სმ
კალ 5,45X18მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე 325 მ/წმ
ეს პისტოლეტი რუსი გენერლების და სპეცსამსახურის მუშაკების საყვარელი იარაღი იყო. ადვილად დასამალი კომპაკტური და მსუბუქი, ნაკლი სუსტი ვაზნაა რომელიც უფრო ხვრეტაზეა გათვლილი, ყოფილა შემთხვევა კაცისთვის მთელი მჭიდი დაუცლიათ მიბრჯნით და არათუ დაგარჩენილა მაგრად უცემია თავის დამჯრელი! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ბალა Apr 13 2010, 23:56

შუკა ამ იარაღზე რას იტყვი ძმა როგორია ყველანაირი მაჩვენებლები მაინტერესებს თუ იცი და დადებითი და უარყოფითი თვისებები

პოსტის ავტორი: 919 Apr 14 2010, 00:55

ბალა

ამაზე მეტი დახასიატება რაღა გინდა???
მჭიდს აცლი ადამიანს და ის კიდევ გცემს!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
დაბალი სიჩქარე+მცირე კალიბრი= მინიმალური გამაჩერებელი ძალა და შეღწევადობა

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Apr 14 2010, 05:27

ამ იარაღს რუსი გენერლები თავის მოსაკლავს ეძახდნენ gunshot.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 14 2010, 08:46

შუკა
ერთი რაღაცა ვერ გავიგე, თუ ტყვია იგივე 9 X 18 -ია ოღონდ "აბჟიმკა" აქვს გაკეთებული და მორგებულია 5,45 დიამეტრის ტყვიაა, ხომ უნდა ქონდეს მეტი საწყისი სიჩქარე, უფრო მსუბუქიცაა ჭურვი.
თუ მეშლება და ვაზნაც სულ სხვა დიამეტრისაა ?! (შესაბამისად დენთიც ცოტა რაოდენობითაა)

პოსტის ავტორი: sachxere Apr 14 2010, 09:37

ამაზე იდიოტი იარაღი არ არსებობს.

პოსტის ავტორი: შუკა Apr 14 2010, 10:32

ეგრეა გათვლითლილი მაგ კალიბრზე მეტი ძალა და სიძლიერე არ ჭირდება ეგ ხომ საბრზოლო იარაღი არაა...

პოსტის ავტორი: ბალა Apr 14 2010, 11:08

919

ციტატა(Gigs13 @ 14th April 2010 - 01:55) *
ამაზე მეტი დახასიატება რაღა გინდა???
მჭიდს აცლი ადამიანს და ის კიდევ გცემს!!!

არა მე რომ დავპოსტე მაშინ შუკას ეგ არ ქომნდა დაწერილი და მაგიტომ

პოსტის ავტორი: Davitus Apr 14 2010, 16:38

ციტატა(niko @ 14th April 2010 - 09:46) *
ხომ უნდა ქონდეს მეტი საწყისი სიჩქარე,


კი ნამდვილად, მაკაროვზე მეტი აქვს, 325 მ/წმ



ციტატა(nikash4 @ 14th April 2010 - 00:43) *
ტყვიის საწყისი სიჩქარე 315 მ/წმ


აქ ტექნიკური შეცდომაა გაპარული


მაშინ ამ კალიბრის ტყვისაც დავახასიათებ პაწა, პსმ მქონდა და ბევრი რამე ვიცი ამ იარაღის შესახებ, ეს იარაღი უკვე აღარ მაქვს!

ვაზნის სიგრძე: 25 მმ
ტყვიის სიგრძე: 14.3 მმ
ვაზნის მასა: 4.8 გრ
ტყვიის მასა სვინეცის გულარით: 2.6 გრ
ტყვიის მასა ფოლადის გულარით: 2.4 გრ
მუხტის მასა: 0.15-0.25 გრ
წვის კამერის მოცულობა: 0.25 სმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე: 325 მ/წმ
ტყვიის საწყისი ენერგია:
სვინეცის გულარით: 129 ჯოული
ფოლადის გულარით: 119 ჯოული


ვაზნა შეიქმნა, პსმ-ის პარალელურად, თავიდან ყველასთვის ცნობილი 6.35 და 7.65 მმ ბრაუნინგის ვაზნების გამოყენებას ფიქრობდნენ პსმ-ზე, მაგრამ იმის გამო რომ ეს ვაზნები სუსტი ენერგეტიკის იყვნენ, უარი ეტქვათ და შეიქმნა ახალი კალიბრი 5.45 მმ

ბევრ 9 მმიან ვაზნასთან მიახლოებული ენერგეტიკ აქვს ამ კალიბრს, ლეგენდა იმის შესახებ რომ ხვრიტავს, ნაწილობრივ მართალიც არის, და გამომდინარეობს ვაზნის ტიპზე, რადგან არსებობს 2 ვაზნა, სვინეცის გულარით და ფოლადის გულარით,

ფოლადის გულარიანი ტყყვია, საკმაო განვლადობას უზრუნველყოფს თავის კონსტრუქციიდან და სიმკვრივიდან გამომდინარე, შესაბამისად ბევრ ჯავსანჟილეტში შეუძლია გავლა...


პოსტის ავტორი: შუკა Apr 14 2010, 16:42

xoshian.gif dastur.gif newsmile027.gif ჩავასწირებ შემეშალა მადლობა!

პოსტის ავტორი: SPEC Apr 14 2010, 18:37

ამაზე თხელი პისტოლეტი არ ვიცი მე,მალულად სატარებლად მისწრებაა.
რაც შეეხება მცირე-იმპულსიან ვაზნას,სადაც ამერიკელი სპეცრაზმელები .22LR კალიბრის მაყუჩიანი პისტოლეტს იყენებდნენ(ადრე) იქ პსმ-ც "წავა"


მაყუჩების და გლუშაკების სურათები წაშლილია, გასაგები მიზეზების გამო!

ადმინისტრაცია

პოსტის ავტორი: butxa Jan 27 2011, 12:38

ამ იარაგზე რაც ვიცი დიდი გამტანობა აქვს და ზოგიერთი ტიპის ჯავშანჯილეტის რისხვაცაა, და რაც ყველაზე მთავარია მის ტყვიას 25 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი,მქონდა ეს ბედნიერება და სწორედ ტყვიის სიძვირის გამო გავასხვისე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 27 2011, 12:59

butxa

მეც მქონდა პსმ, გავყიდე მხოლოდ შემდეგი მიზეზის გამო: იარაღი იმდენად კომპაკტურია, და იმდენად თხელია, თამამად შეიძლება ფარულად ატარო, ამ ცდუნების აღსაკვეთად, ისევ გაყიდვა ვამჯობინე, ვიდრე სამართალდამცავებთან საქმის დაჭერა

25 ლარი ნამდვილად არ ღირდა მაშინ და ახლა თუ ასე მოიმატა, საერთოდ ვერაფერ ღირებულს მაგ იარაღში მე ვერ ვხედავ... თავდაცვისთვის ეგ არ ვარგა და ჯავშანჟილეტების სახვრეტად სხვა ეფექტურ გზებს გამონახავს კაცი თუ დაჭირდა newsmile045.gif

ესაა ჩემი კომენტარი

პოსტის ავტორი: Shooter Jan 27 2011, 15:21

ციტატა(Davitus @ Jan 27 2011, 13:59) *
butxa

მეც მქონდა პსმ, გავყიდე



სწორეც გიქნია

იარაღს აქვს მხოლოდ საკოლექციო ღირებულება.


პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 27 2011, 21:25

მცირედი ისტორია.ეს პისტოლეტი შეიქმნა ტულაში სამი კონსტრუქტორის მიერ, ესენი იყვნენ ტ.ი.ლაშნევი ,ა.ა.სიმარინი და ლ.ლ.კულიკოვი. ლაშნევი იყო ცნობილი კონსტრუქტორების ტოკარევისა და კოროვინის მოწაფე და ამიტომ მას ანდეს ПСМ-ის შექმნის ხელმძღვანელობა. აი ვაზნა კი ქალბატონის შექმნილია, მისი გვარი დენისოვაა. ვაძნის შიფრია МПЦ 7Н7. პისტოლეტზე მუშაობა გრძელდებოდა 1969 წლიდან 1974 წლამდეს.

პოსტის ავტორი: robiko Jan 27 2011, 22:21

აი ვაზნა, რომ ქალის შექმნილი იყო, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ უნდა მივმხვდარიყავი (კაცს ეგეთი სლეობა იშვიათად მოდის თავში)

თანამედროვე ჯავშანჟილეტების გახვრეტა 400 ჯოულზე ქვემოთ ენერგიის მატარებელი ტყვიით შეუძლებელია (მიუხედავად ტყვიის ფორმისა)

თავის მოსაკლავად კი მართლაც იდეალური იარაღია, და არა მარტო რუსი გენერლები, ქართველი ქალაქკომის მდივნები (პატიაშვილის დროს) და უშიშროების საბჭოს მდივნები (შევარდნაძის დროს) მიმართავდნენ ხოლმე ამ იარაღს ბოლო მომენტში (უფალო შეუნდე ყველას)

პოსტის ავტორი: Shooter Feb 3 2011, 23:00

ციტატა(robiko @ Jan 27 2011, 23:21) *
აი ვაზნა, რომ ქალის შექმნილი იყო, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ უნდა მივმხვდარიყავი (კაცს ეგეთი სლეობა იშვიათად მოდის თავში)

თანამედროვე ჯავშანჟილეტების გახვრეტა 400 ჯოულზე ქვემოთ ენერგიის მატარებელი ტყვიით შეუძლებელია (მიუხედავად ტყვიის ფორმისა)

თავის მოსაკლავად კი მართლაც იდეალური იარაღია, და არა მარტო რუსი გენერლები, ქართველი ქალაქკომის მდივნები (პატიაშვილის დროს) და უშიშროების საბჭოს მდივნები (შევარდნაძის დროს) მიმართავდნენ ხოლმე ამ იარაღს ბოლო მომენტში (უფალო შეუნდე ყველას)



ისე რავი ღირს თუ არა დაწერა მაგრამ საჯაიამ იწვალა სანამ გარდაიცვალა .....


მე ვიცი სამი შემთხვევა, როდესაც პსმ-ი ესროლეს, და ყველა შემთხვევაში მსხვერპლი თავისი ხოდით მივიდა საავადმყოფოში.

ძალიან ცუდი და გამოუსადეგარი ვაზნაა. მე რომ ვიყო ხელოსანი ან სახელოსნო მქონდეს პსმ-ებს გეკოს ვაზნებზე გადავაკეთებდი. კარგი გასართობი იარაღი გამოვიდოდა.

პოსტის ავტორი: Davitus Feb 3 2011, 23:06

ციტატა(Shooter @ 4th February 2011 - 00:00) *
პსმ-ებს გეკოს ვაზნებზე გადავაკეთებდი. კარგი გასართობი იარაღი გამოვიდოდა.



ეგრე მარტივად(თუნდაც ძნელად) გამოდის გეკოზე გადაკეთება? გასართობად მართლა ძაან მაგარი იქნებოდა ისე

პოსტის ავტორი: Shooter Feb 6 2011, 10:33

ციტატა(Davitus @ Feb 4 2011, 00:06) *
ეგრე მარტივად(თუნდაც ძნელად) გამოდის გეკოზე გადაკეთება? გასართობად მართლა ძაან მაგარი იქნებოდა ისე


არ უნდა იყოს ძნელი წესით და რიგით. მართალია .22 გაცილებით დაბალწნევიანია მაგრამ მგონი რომ ტექნიკურად შესაძლებელია. 6.35-ზეც ნამდვილად შესაძლებელია მაგრამ ეგ ვაზნა ტან სუსუტია და ტან ძვირია. ისევ .22 ჯობია

პოსტის ავტორი: shaman Mar 3 2011, 12:58

გამარჯობათ ყველას დიდ ხანია აქ არ შემოვსულვარ,ოფისთვის ბოდიშით და დახმარება მესაჭიროება,ვეძებ პსმ-ის ტარს,თუ ვინმემ იცის სად იყიდება ან ვინმე ყიდის შემატყობინეთ!!!

პოსტის ავტორი: levani_200 Mar 15 2011, 16:19

გადავიკითხე და დავიზეპირე ეს თემა და ერთი მაინც ვერგავიგე რა თუ იარაღის ვაზნა ასე ძვირი ღირს ასევე მახასიათებლებით სხვა იარაღები სჯობია მაშინ იარაღი ასე ძვირი რაღათ ღირს (მაღაზიაში ვნახე ერთი რამოდენიმე ხნის უკან და დაახლოვებით 900 გელამდე ჯდებოდა) (ისეკი ჩემი ნატვრა ერთი ტტ და ერთი ეს იარაღი იყო ტტ ავისრულედა იქნებ ესეც ვიყიდო მომავალში არადა კარქი რამე ჩანს "და დავამატებ რომ სიამოვნებით ვიჩუქებდი newsmile035.gif ")

პოსტის ავტორი: შუკა Mar 15 2011, 16:32

იმიტომა ძვირი რომ პატარაა (დასამალ-სატარებლად) გაბარიტებით..

პოსტის ავტორი: იაშკა Apr 7 2011, 14:31

newsmile019.gif ხო.ტყვიის ფასი ისეთია აქვს.. ბიძაშვილს თუ ესვრი..ამ იარაღის + არის , რომ ეგრეთწოდებული ფარული ტარებისთვის იდეალური ..პისტოლეტია და მსოფლიოსში ყველაზე თხელი 17მილიმეტრი

პოსტის ავტორი: levani_200 Jun 22 2011, 10:30

ერთ ბავშვურ კითხვას დავსვავ თქვენის ნებართვით newsmile035.gif , ძმაკაცებს გვაინტერესებს მატარებლის რელსს თუ გახვრიტავს პსმ - ოღონდ გვერდით პოზიციიდან ნასროლი წითელი ხაზით ავღნიშნე სროლის მხარე (მგონი რომ ვერ გახვრიტავს არადა მიმტკიცებენ დიდი ალბათობა არის რომ გაიჩვრიტოსო და თქვენ რასმეტყვით ) ან მაქსიმუმ რა დიამეტრის სისქის რკინის გახვრეტა შეუძლია პსმ ტყვიას

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: robiko Jun 22 2011, 11:13

1) ვერცერთი პისტოლეტის ტყვია რელსს ვერ ხვრიტავს (ვერც მაუზერი, ვერც ჰეკლერ-კოხი), მითუმეტეს პსმ.
2) ვერც ერთი ყოფილმა საბჭოთა იარაღმა (აკმ, აკს, მოსინი, სვტ) ვერ გახვრიტა რელსი, გარდა სვდ-მ შეძლო 7-БЗ-З ტყვიით (с бронебойной пулей Б-32 со стальным сердечником).
3) ზუსტად ამ ექსპერიმენტს შეეწირა 8 ადამიანის სიცოცხლე (სსრკ-ს დროს) და არის ათეულობით დაჭრილი (ერთ მათგანს ვიცნობ), ძალიან გირჩევთ ცდა არ ჩაატაროთ (რელსი იძლევა იდეალურ "როკოშეტს")

პოსტის ავტორი: შუკა Jun 22 2011, 11:37

მატარებლის რელს 12,7მმ (დეშეკა- უწიუსი) ვაზნა ვერ ხვრიტავს არა თუ პისტოლეტის!!!!!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
საიდან მოდის ეს მარაზმი და ლეგენდები ვერ ვხვდები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Jun 22 2011, 12:10

დიდი მადლობა ბატონო რობიკო რჩევისთვის ისეკი რამის ყოდვის პროცესში არის ჩემი ძმაკაცი მაგისი ცდისთვის ისეთი კამათი გამოიწვია ჩვენთან მეც ვუმტკიცებ რომ ვერ გახვრიტავსთქო მაგრამ ვინ გიჯერებს .დიდიმადლობა პასუხებისთვის და ბოდიშით უაზრო შეკითხვისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gela_07 Jun 22 2011, 16:28

ციტატა(შუკა @ Jun 22 2011, 12:37) *
მატარებლის რელს 12,7მმ (დეშეკა- უწიუსი) ვაზნა ვერ ხვრიტავს არა თუ პისტოლეტის!!!!!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
საიდან მოდის ეს მარაზმი და ლეგენდები ვერ ვხვდები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ბევრი რელსს ეძახის საამშენებლო რკინის ბალკას რომლის სისქე მაქსიმუმ 5 მმ. ია და ალბათ აქედან ასკვნიან რომ მაგალითად თურმე მაუზერი რელსს ხვრეტს, რელსი არა მაგრამ ეგრეთწოდებული შველერი (ზოგიერთებისათვის იგივე რელსი) შეიძლება კიდეც გახვრიტოს Fოლადის გულანიანმა ტყვიამ

პოსტის ავტორი: შუკა Jun 22 2011, 18:36

აქ საუბარი მატარებლის რელსზეა მატარებლის რელს 12,7- იც ვერ ხვრიტავს 30 მეტრში არათუ სხვა კალიბრი ...newsmile090.gif newsmile090.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ROVER Jun 22 2011, 21:43

ექპერიმენტები მეც მიყვარდა ბავშვობაში
elementarno-vatson.gif dastur.gif dastur.gif

პოსტის ავტორი: Pensia_27 Jun 23 2011, 01:24

ციტატა(შუკა @ Jun 22 2011, 19:36) *
აქ საუბარი მატარებლის რელსზეა მატარებლის რელს 12,7- იც ვერ ხვრიტავს 30 მეტრში არათუ სხვა კალიბრი ...newsmile090.gif newsmile090.gif newsmile045.gif

ეს ჩვეულებრივი 12.7 ზე ამბობ ალბათ ? არაჯავშანგამტანზე

პოსტის ავტორი: ტყუპა Jun 23 2011, 09:20

ციტატა(robiko @ 22nd June 2011 - 12:13) *
1) ვერცერთი პისტოლეტის ტყვია რელსს ვერ ხვრიტავს (ვერც მაუზერი, ვერც ჰეკლერ-კოხი), მითუმეტეს პსმ.
2) ვერც ერთი ყოფილმა საბჭოთა იარაღმა (აკმ, აკს, მოსინი, სვტ) ვერ გახვრიტა რელსი, გარდა სვდ-მ შეძლო 7-БЗ-З ტყვიით (с бронебойной пулей Б-32 со стальным сердечником).
3) ზუსტად ამ ექსპერიმენტს შეეწირა 8 ადამიანის სიცოცხლე (სსრკ-ს დროს) და არის ათეულობით დაჭრილი (ერთ მათგანს ვიცნობ), ძალიან გირჩევთ ცდა არ ჩაატაროთ (რელსი იძლევა იდეალურ "როკოშეტს")


გეთანხმებით პისტოლეტებს ნამდვილად არ შეუძლიათ რელსის გახვრეტა, მაგრამ თუ სვდ-მ შეძლო რელსის გახვრეტა ჯავშან მხვრეტი ტყვიით მაშინ მოსინი და სვტ-ც შეძლებს ამის გაკეთებას იგივე ტყვიით, რაცშეეხება ПСМ-ს თავდაცვის იარაღი ნამდვილად არ არის, თავის გასახვრეტად კი გამოდგება.

პოსტის ავტორი: shalva-zimin Jun 23 2011, 12:28

ცხონებული საჯაიას ამბავი გაიხსენეთ და მე როგორც მახსოვს თვითმკვლელობისთვის ,ნორს ემერიკენ არმსის 22 ვინჩესტერ მაგნუმზე ჰქონდა გამოყენებული.გახსოვთ ალბათ ასეთი რევოლვერი, კავკასიონს შემოჰქონდა ერთ დროს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Pensia_27 Jun 23 2011, 13:13

ციტატა(ტყუპა @ Jun 23 2011, 10:20) *
გეთანხმებით პისტოლეტებს ნამდვილად არ შეუძლიათ რელსის გახვრეტა, მაგრამ თუ სვდ-მ შეძლო რელსის გახვრეტა ჯავშან მხვრეტი ტყვიით მაშინ მოსინი და სვტ-ც შეძლებს ამის გაკეთებას იგივე ტყვიით, რაცშეეხება ПСМ-ს თავდაცვის იარაღი ნამდვილად არ არის, თავის გასახვრეტად კი გამოდგება.

გრძელი მოსინი კი , ხრახნის ბიჯის ხარჯზე (240მმ) და სვტ საკითხავია, იმიტომ რომ სვფ მ 320 მმიანი ბიჯით ვერ გახვრიტა.

საუბარია 18.5 მმიანი რელსის მონკვეთზე.


7,62X39 ის ჯავშანგამტანს შეუძლია 15 მმ ს გახვრეტა. (სკს იდან)

პოსტის ავტორი: შუკა Jun 23 2011, 19:12

Pensia_27

ჩვეულებრივზე ვამბობ .. ბეზე გაიტანს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: www.iaragi.com Nov 9 2014, 19:02

ვა აქ რა ამბავი ყოფილა ამ სკრომნი პისტოლეტზე newsmile05.gif

ყველაფერს შეველევი ალბათ რაცარუნდა იარაღი მქონდეს და ПСМ არა newsmile05.gif ფაქტიურად ოჯახის წევრია და ძმაკაცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 9 2014, 19:16

www.iaragi.com
ეგრე ხო მაგრამ აქ ლაპარაკი იყო რომ როგორც თავდაცვის იარაღი პსმ უვარგისია
მასე ბაბუის დანატოვარი ჟანგიანი თოფი მირჩევია ახალ არ-15 ს

პოსტის ავტორი: www.iaragi.com Nov 9 2014, 19:35

როგორც თავდაცვითი რათქმაუნდა ძალიან სუსტია. არც ყოფილა მაგ იარაღის შექმნისას ჩაფიქრებული მისი თავდაცვითი მიზნებით გამოყენება.

და არც იმაზე გამიკეთებია აქ კომენტარი, რომ გინდათუარა ძლიერი და თავდაცვსთვის ვარგიასიათქო.

ნივთია უბრალოდ რომელიც ან ძალიან უყვართ ან ვერ იტანენ. საშუალო ვარიანტი იშვიათია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 9 2014, 20:08

რატომ ვერ უნდა იტანდეს ვინმე ნივთია მითუმეტეს ჩვენთვის ასე საყვარელი იარაღია, აქვს არსებობის უფლება
უბრალოდ ის ავღნიშნე რომ პრაქტიკული დანიშნულება ვერ ექნება ვერც თავდაცვისთვის და ფარულად ტარებისთვისაც უკეთესებია მაგ: გლოკ 26, ბერეტტა ნანო, ბერეტტა პეიქს 4 სუბკომპაქტი ან ჰს 9 სუბკომპაქტი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)