თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პისტოლეტი - რევოლვერი _ raging bull (გაცოფებული ხარი)

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 8 2009, 19:07

ძნელი წარმოსადგენია თუ რა საშიშია ხარის გაცოფება, მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ბრაზილიელების რევოლვერის ერთმა, მაქსიმუმ ორმა გასროლამ, ეს ხარი შეიძლება სამუდამოდ დააწყნაროს.
ვისაც colt anaconda ან smith and wesson G29 Classic px-ის მოდელი ან სულაც Colt python 357-ის ტიპის რევოლვერი უნახავს და მით უმეტეს უსვრია, ბრაზილიური გაცოფებული ხარის გასროლისას სულ სხვა, უდიდეს შეგრძნებას, ანდა დაზიანებულ ხელს მიიღებს.
რევოლვერის ინსტრუქციაში დაუფარავად წერია- გასროლისას წარმოქმნილ უკუდარტყმას შეუძლია სახსრიდან ამოუგდოს ხელი მსროლელს, ხოლო დახურულ ტირში ჯობს გაცოფებული ხარი არ გამოსცადოთ, თორემ თქვენს ყურებს კარგი დღე არ დაადგება, გინდ ყურსაცვამები გეკეთოთ.
გაცოფებული ხარის ბარაბანში ხუთი მძლავრი 454 casull-ან 45 long colt-ის ტიპის ვაზნა ექცევა. ამ ტყვიების მოხვედრას შეუძლია წააქციოს დიდი დათვი და კამეჩი, უკეთეს დღეში არც სპილოს ჩააგდებს.
ფაქტობრივად ბრაზილიური გაცოფებული ხარი სანადირო რევოლვერის კლასს მიეკუთვნება და მდიდარნი ამა ქვეყნისა ამაზონის ჯუნგლებში ამ იარაღის გარეშე იშვიათად დადიან. ფრთხილად! გასროლისას შეიძლება ხელი მოგტეხოთ!

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru ეს ჩემი საყვარელი რევოლვერია newsmile027.gif
ინფორმაცია აღებულია ჟურნალ არსენალიდან

პოსტის ავტორი: Davitus Dec 8 2009, 20:23

ლეკი
ცოტა გადამეტებულია, ხელის მოტეხვის ამბავი, ელემენტარული სწორად დაჭერის შემთხვევაში, ხელის მოტეხვა კი არა გარკვეულწილად სროლისას გამოწვეული დისკომფორტიც კაიფში გადადის

ძირითადად უკუცემის კონტროლია საჭირო, ა მომზადებული გამიზნული სროლა

ეს ქალი თუ ახერხებს, სხვაც მოახერხებს newsmile05.gif


http://www.youtube.com/watch?v=APv0U_XaK_E


P.S. სორი ლინკისთვის, ემბედინგი აკრძალული აქვს და ვიდეოს ჩასმა არ ხერხდება

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 8 2009, 22:02

ვერ ვიტან ესეთ გადამეტებულ რაღაცეებს და საერთოდ რევოლვერი, პიტოლეტი და ა.შ. და ნებისმიერი მოკლელულიანი არის კაცის მოსაკლავად და არა დათვის და ირემის , მაგისთვის არსებობს უკეთესი იარაღები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 8 2009, 22:39

geojorjika გენაცვალე რაა ზუსტად ჩამოაყალიბე small3d018.gif small3d018.gif პისტალეტი რა სანადიროა იარაგია ან რომელ საუკუნეშივართ კაცო

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 9 2009, 16:16

ეს ჩემი მოგონილი არაა როგორც ეწერა ისე დავწერე მეც. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 9 2009, 16:24

ლეკი შენზე არცარავის არაფერი უთქვამს ჩვენ საერთოდ ვთქვით სიმართლე რაცაა

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 9 2009, 16:30

კიი მაგაში მეც გეთანხმებით ხელის მოტეხვა გადამეტებულია

პოსტის ავტორი: Davitus Dec 9 2009, 23:53

რევოლვერით ნადირობას თავისი მუღამი აქვს და შაშხანით ნადირობას თავისი, არბალეტით თავისი, პნევმოთი, შურდულით, შუბით, ძაღლით, მტაცებელი ფრინველით, ხაფანგით, და რავიცი კიდევ რა ჩამოვთვალო...


ამიტომ ასეთი მიდგომა, რომელ საუკუნეში ვართ და მაგით როგორ უნდა ინადიროო, არ არის სწორი...

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 10 2009, 00:05

ციტატა(Davitus @ 10th December 2009 - 00:53) *
ამიტომ ასეთი მიდგომა, რომელ საუკუნეში ვართ და მაგით როგორ უნდა ინადიროო, არ არის სწორი...

გეთანხმები....სიმართლე ითქვას...არც მე ვწყალობ საერთოდ ხრახნლულიანებს(ნებისმიერი სახის)..მაგრამ ბევრს ევასება...და ადამიანს რაც ევასება..იმით უნდა გაერთოს...ისე არბალეტით ბავშვიბაში ვერთობოდი( თვითნაკეთით...სქემის მიხედვით დავამზადე) მართალია ვერასდროს ვერაფერს ვერ ვარტყავდი მაგრამ...მართლა მაგრად ვერთობოდი. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 10 2009, 00:38

ბევრ ქვეყნებში მაგარი პოპულარულია რევოლვერით ნადირობა მაგრამ თუ ძმა ხარ რა ელემენტარული თავდაცვისთვის მაგარი უაზროა
და დათვი რო მოგდევს ჯუნგლებში იქ როგორი იქნება არ ვიცი newsmile035.gif ყოველ შემთხევავში რაც შეიძLება მოკლე ლულა უნდა ქონდეს თორე რა იცი
დათვს თავში რა მოუვა newsmile035.gif ღამე სროლისასაც ხო იმენა ფოტო აპარატის სპიშკაა, დოლურასა და ლულას შორის დაშორების გამო.
ეხლა რაც შეეხება ძლიერ უკუცემას და ა.შ ვაზნა დაშორებულია ლულუსგან გარკვეულ მანძილზე, როცა ხდება გასროლა ტყვია გამოდის მასრიდან სხვადასხვა მიმართულებით მერე ტყვიამ უნდა გადალახოს ის მანძილი რაც ზემოთ ვახსენე (დაშორება დოლურასა და ლულას შორის) და დაეჯახსო ხრახნებს იქ კარგავს ენერგიას + უკუცემა და ა.შ და ეს ყველაფერი მოკლელულიან რევოლვერზე ხო ვაბშე სი...ბაა,
არადა რევოლვერები მაგრად მომწონდა მაგრამ ეხლა აღარ

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 19 2009, 17:33

ესეც ფოტო მიმოხილვა.













პოსტის ავტორი: mengreli Feb 27 2012, 17:15

მაგარი იარაგია ძაან ეგეც და ”desert eagle” ორივე ძაან მომწონს

პოსტის ავტორი: Shooter Apr 6 2012, 15:45

ნადირობაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ ტურისტს თუ უნდა იარაღი რომ დაიცვას თავი ტყეში საუკეთესო გამოსავალი არის მოკლელულიანი იარაღი. ბევრ ადგილს არ იკავებს, საიმედოა, ხოლო სიზუსტით სანადირო რევოლვერები არ ჩამოუვარდებიან კარაბინებს 100 მეტრამდე მანძილზე.

ნადირობა პისტოლეტით ან რევოლვერით არის ძალიან ვიწრო წრის გართობა გამომდინარე იქიდან რომ სროლა ზუსტად შორ მანძილებზე არის ძალიან რთული და ერთდროულად მაგარი მონადირეები და თან კარგი მსროლელები პისტოლეტიდან არც ისე ხშირად "ჩნდებიან" newsmile05.gif



ტაურუსის რევოლვერებს რაც შეეხება სამი რამე, დაბალი ფასი, დიდი ასორტიმენტი და უპირობო სამუდამო საგარანტიო რემონტი.

დანრჩენში რუგერი, სმიტი, კოლტი ბევრად უპირატესი იარაღია.


პოსტის ავტორი: Bonehill Apr 6 2012, 17:02

Shooter
ჩემი მოკრძალებული აზრით საკმაოდ ცუდი თავდაცვაა საშიში ნადირისგან.
სანადირო რევოლვერები გამოიყენება (საშუალო კალიბრი) მხოლოდ საბჯენიდან სროლისთვის, შორი მანძილი იგულისხმება
მაგ. თუ მონადირეს ან ტურისტს ვისაც აქვს ზემძლავრი რევოლვერი, უტევს გააფრთებით დათვი ან რომელიმე მსხვილი ნადირი, მოკლე მანძილზე(10-20 მეტრი) ანუ თავდაცვისთვის 3-5 წამია. მეეჭვება, სახიფათო ადრენალინ მოზღვავებულ გარემოებაში 1 სროლაზე მეტი ვინმემ შეძლოს(მოასწროს)
იარაღის არანორმალური უკუცემის გამო.

პოსტის ავტორი: Shooter Apr 6 2012, 18:53

ციტატა(Bonehill @ Apr 6 2012, 18:02) *
Shooter
ჩემი მოკრძალებული აზრით საკმაოდ ცუდი თავდაცვაა საშიში ნადირისგან.
სანადირო რევოლვერები გამოიყენება (საშუალო კალიბრი) მხოლოდ საბჯენიდან სროლისთვის, შორი მანძილი იგულისხმება
მაგ. თუ მონადირეს ან ტურისტს ვისაც აქვს ზემძლავრი რევოლვერი, უტევს გააფრთებით დათვი ან რომელიმე მსხვილი ნადირი, მოკლე მანძილზე(10-20 მეტრი) ანუ თავდაცვისთვის 3-5 წამია. მეეჭვება, სახიფათო ადრენალინ მოზღვავებულ გარემოებაში 1 სროლაზე მეტი ვინმემ შეძლოს(მოასწროს)
იარაღის არანორმალური უკუცემის გამო.


აფრიკაში საშიშ ნადირზე ორ ლულიანი შტუცერებით ზე ძლიერ კალიბრებზე ნადირობენ და არც უკუცემას და არც საცეცხლე ძალის ნაკლებობას უჩივიან. newsmile045.gif

ძლიერი კალიბრის მოკლელულიანი იარაღის გამოყენებას ოსტატობა და ცოდნა უნდა.

ხოლო .44 მაგნუმს არც ისე დიდი უკუცემა აქვს მითუმეტეს სრული ზომის რევოლვერში

ნორვეგიული არქტიკული პატრულები 10მმ-ნი გლოკებით არიან შეიარაღებული ზუსტად რომ თეთრი დათვებისგან დაიცვან მაგით თავი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 6 2012, 19:08

ციტატა(Shooter @ 6th April 2012 - 19:53) *
აფრიკაში საშიშ ნადირზე ორ ლულიანი შტუცერებით ზე ძლიერ კალიბრებზე ნადირობენ და არც უკუცემას და არც საცეცხლე ძალის ნაკლებობას უჩივიან

გენაცვალე მაგ შტუცერებს 6-7-8და 10 კილომდეც წონა აქვს ხოლმე ამიტომ ქვრება ყოველგვარი უკუცემა.
მე საუბარი მაქ ე.წ. "რაგინ ბულზე" რომელსაც უაზროდ დიდი უკუცემა აქვს თან მისაბჯენი იარაღი არაა newsmile045.gif
მაგ ნორვეგიელი პატრულების თვდაცვის გლოკები ბევრად პრაქტიკულად მიმაჩნია.

პოსტის ავტორი: robiko Apr 8 2012, 21:40

ჩვენმა თანაფორუმელმა (სახელს შეგნებულად არ ვწერ, თვითონ დაწერს თუ მოუნდება) 15 მ-ის დისტანციაზე, ჩემი კუთვნილი Glock 20 -ით კალ. 10 mm auto, არ დაუტოვა შანსი არც ერთ ბოთლს (მიუხედავად იმისა, რომ ამ კალიბრით პირველად ისროდა), თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დონის მსროლელი 4 წმ-ში ცლის 15 ვაზნიან მჭიდს და ერთი ვაზნის ენერგიაა 750-900 j, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უსერიოზულესი თავდაცვის იარაღი მცოდნე კაცის ხელში.
მე პირადად არ მომწონს, როცა ვუყურებ სიუჟეტებს პისტოლეტებითა და რევოლვერებით ნადირობის, მაგრამ ხაზს ვუსვამ "დამხმარე" ანუ მეორე იარაღად შეუცვლელია. (უბრალოდ კანონმდებლობა არ გვიწყობს ხელს და შესაბამისად მისი ადგილიც მხოლოდ სახლშია).
მე არ ვიცი რას აკეთებს და როგორ "ხტუნაობს" სროლისას raging bull-ი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ Glock 20 კალ. 10 mm auto ისვრის იდენტური სიზუსტით, როგორც მისი ნათესავი Glick 17 (9 mm lug),
ამ იარაღის გასხვისების ერთადერთი მიზეზი იყო ვაზნების ყიდვის შეუძლებლობა.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 8 2012, 22:07

ვეთანხმები რობიკოს +100 small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif dastur.gif

პოსტის ავტორი: Shooter Apr 10 2012, 09:52

ციტატა(Bonehill @ Apr 6 2012, 20:08) *
გენაცვალე მაგ შტუცერებს 6-7-8და 10 კილომდეც წონა აქვს ხოლმე ამიტომ ქვრება ყოველგვარი უკუცემა.
მე საუბარი მაქ ე.წ. "რაგინ ბულზე" რომელსაც უაზროდ დიდი უკუცემა აქვს თან მისაბჯენი იარაღი არაა newsmile045.gif
მაგ ნორვეგიელი პატრულების თვდაცვის გლოკები ბევრად პრაქტიკულად მიმაჩნია.


არ აქვს .44 მაგნუმს ისეთი უკუცემა რომ მამაკაცები ამაზე წუწუნებდნენ newsmile05.gif მითუმეტეს რაიჯინგ ბულის წონითი კატეგორიის იარაღში. newsmile045.gif

გარდა ამისა ნუ დაგვავიწყდება რომ ვსაუბრობთ მოკლელულიან იარაღზე და მიუხედავად დიდი სიმძლავრისა შენარჩუნებულია მთავარი, მცირე გაბარიტები და ერთი ხელით სროლის საშუალება. ამის გამო კიდე ბევრ რამეს აიტან.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 10 2012, 15:01

Shooter
არც არავინ წუწუნებს D.gif უბრალოდ დაუმორჩილებელი იარაღია და სწრაფი ზედმიყოლებით გასროლა გაჭირდება
პ.ს. რაც ვიდეო რგოლებიდან ვნახე , იმის მიხედვით ვმეტყველებ newsmile045.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)