თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასტენდო _ მც - 108

პოსტის ავტორი: Bonehill May 31 2009, 15:25

http://www.radikal.ru
მც 108 ეს იყო ასე ვთქვათ მც 8-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, კონსტრუქტორების თქმით, ის "მინუსები" რომელიც შეიმჩნეოდა მც 8-ში იქნა გამოსწორებული, თუმცა შედარებით უდიერად მზადდებოდა ცალკეული ეგზემპლარები. მც-108 ძალიან მალე გახდა პოპულარული სპორცმენებს შორის, ამ თოფის მთავარი ღირსება ხომ მისის რესურსი იყო....
ერთი სახლეტი და არა ავტომატური დამცავი სტენდზე სროლის დროს მეტ კონფორტს ქმნიდა. თუმც თოფი ჩამორჩებოდა, აწყობა გამართვით თავის წინამორბედს, ეს ეხებოდა როგორც მეტალის ნაწილების ხესთან შეერთებას , ასევე საკონდახე კაკლის ხარისხს, ზოგ შემთხვევაში კი საერთოს (ალბათ ეკონომიის აზრით) ორ სასხლეტიანი მც 108-ს მექანიზმში ათავსებდნენ ერთს. ანუ: ორი სასხლეტის ჭრილში მოთავსებული იყო ერთი სასხლეტი, მეორესათვის განკუთვნილი ადგილი კი ღიად იყო დატოვებული.....უსიამოვნო წუნია....
ყოველივე ამის და მიუხედავად მც 108 ჯერ კიდევ რჩება ბევრი სპორცმენის საყვარელ იარაღად, დღეს დღეობითაც ასპარეზობენ ამ თოფებით, როგორც მც 8-მ ასევე მც 108 დიდი როლი ითამაშა საბჭოთა სასტენდო სპორტის განვითარებაში.ეს თოფი იმსახურებს პატივისცემას....
სასხლეტ დამცემი მექანიზმი ერთ სასხლეტიანია, სროლის თანმიმდევრობა ფიქსირებული, მიყოლებით ჯერ ქვედა ლულაზე მუშაობს შემდეგ ზედაზე. დამცავი არა ავტომატური. ლულის ცევიოსთან სეერთების სისტემა ორიგინალური. ცევიოზე დატანებულია ჰორიზონტალური ჭრილები ქვედა ლულის გაგრილების მიზნით.
სასანგრე სტენდის მოდიფიკაციას აქვს ინდექსი მც - 108 - 03
ლულების სიგრძე 750მმ.
ლულების სევიწროება ქვედა ლულა; 1მმ. ზედა ლულა; 1,25მმ.
ლულების წონა1,500კგ მკაცრად

მრგვალი სტენდი მოდიფიკაციას აქვს ინდექსი მც - 108 - 04
ლულების სიგრძე 675მმ
ლულების შევიწროება; ორივე ლულა გაფართოებით
ლულის წონა 1,450კგ
თოფის წონა 3,500 დან 3,600 მდე, მოდიფიკაციის მიხედვით.


http://www.radikal.ru

მც 108 შეკმვეთის სურვილის მიხედვით კეთდებოდა ნებისმიერი გაფორმებით და ჩოკური შევიწროებებით

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 18 2009, 16:21

ისე კი მაინტერესებს, ეხლა გამოდის ესეთი თოფები? და იჟევსკი უშვებს თუ ტულა? მე როგორც ვიცი ტულა ხო?

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 18 2009, 18:39

Bonehill
აკი არ ჩავიციკლოთ რუსულებზეო? newsmile035.gif


მშვენიერი ინფოა! ყოჩაღ! small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 18 2009, 20:49

გრიზლი
არა ცკბო უშვებს, ტულაში გამოდის ზოგირთი ეგზემპლარი იშვიათად...

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 18 2009, 21:07

უკვე ხალტურა ემჩნევა ამ ეგზემპლარს მც-6 და 8 უკე
თესი გაფორმებითა და სხვა ნამუშევარი იყო!

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 20 2009, 00:07

Bonehill

ანუ ტულაში შტუჩნებს აწყობდნენ ალბათ ხო?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 20 2009, 18:42

ციტატა(გრიზლი @ Jun 20 2009, 12:07 AM) *
Bonehill

ანუ ტულაში შტუჩნებს აწყობდნენ ალბათ ხო?

არა სხვათაშორის, შედარებით დბალი ხარისხისა თუმცა ოფიციალურად "დაბალი ხარისხი" არ ქვია! ლულები ტულის ქარხნის აქვს ძირითადად

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 23 2009, 10:17

Bonehill
ცკიბ-ი ტერიტორიულად რომელ ქალაქშია?

პოსტის ავტორი: kaxa108 Feb 3 2010, 20:41

ცკიბი ტულაშია და 1989 წლამდე მართლა კარგ თოფებს უშვებდა. საერთოდ მც პრემიუმ კლასის თოფებს უშვებდა. მე მაქვს 1985 წელს გამოშვებული ტრანშეინი სტენდისთვის საუკეთესო მდგომარეობაში. არ შევადარებ არცერთ თოფს უმაგრესი რამეა. სტენდზე რომ ჭავალთ წამოვიღებ და დარწმუნდებით. ჩემი არის ოლომპიური მოდელი წამოწეული პლანკით ეგეთი თოფი სხვა არ მქონდა ნანახი საქართველოში და ჩემმა ძმაკაცმა დამირტყა პენალი ამ რამოდენიმე თვის წინ გააზრო ვიღაცამ გასაყიდად და ამანაც დაითრია. ჩემს სამეგობროში არის 5 მც 108. 1 მც. 8. 1 მც 6. 1 მც 10. მოკედ რომ ვთქვათ მცს დიდ პატივს ვცემთ იმიტომ რომ უამრავი დადებითი თვისება აქვს. ერთერთი ჩემი ძმაკაცის თოფი რომელიცსპორტის ოსტატია დაახლოებით 200 000 ვაზნა აქვს ნასროლი რემონტის გარეშე და კიდე ისეთ ხოდზეა გეგონება ახალიაო. ასე რომ არ წამოკრათ ხელი მცს. მითუმეტეს იმ საზოგადოებას მივმართავ ვისაც არ უნახავს ამ თოფის შესაძლებლობები

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 4 2010, 12:57

kaxa108
მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ თოფებს, რასაც ქვია ამოუწურავი რესურსი აქვთ რა... სადღაც ყოფილა რუსეთში мц8 რომელესაც 1000 000 გასროლისთვის გადაუჭარბებია. ბევრი სხვადასხვა წყაროსგან გამიგია...
პრემიუმ კლასი მართლა არაა мц 10 , არც мц 108.
თუ რამე პრემიუმია ესაა мц 9(ბოკფლინტი რათქმაუნდა) ; 109 და мц 11 ; мц111-ი
ჯამში: სპორტული ემცეები სროლის რესურსში არ ჩამოუვარდებიან არცერთ პერაცისს და არც ბრაუნიგს და ა.შ. ! შეიძლება იშვიათ შემთხვევაში უფრო მეტიც გაისროლონ
ჩემს უფროს მეგიბარსაც მასეთივე ნასროლი მც 108-04 აქვს , თავიდან რო ვნახე მეთქი რესტავრირებულია თქო? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 4 2010, 15:39

ციტატა(kaxa108 @ 3rd February 2010 - 21:41) *
200 000 ვაზნა აქვს ნასროლი რემონტის გარეშე და კიდე ისეთ ხოდზეა გეგონება ახალიაო.

ამასწინად წავიკითხე ჟურნალ "ოხოტა"-ში (1965წ) მც-6 და მც-8..ს 500 000 გასროლაც აუტანია და ისევ საბრძოლო მდგომარეობაში იყვნენ...რა გასაკვირია..მაგისი ლულები იგივე მასალით მზადდება..რითაც რუსული ტყვიამფრქვევი..(ბრომის შემცველი)
ასე რომ ეგ თოფი ჯერ ახალგაზრდაა...
ჩემი მც-6 1954 წლის გამოშვებაა და ისევ ახალივით არის.

პოსტის ავტორი: dato6 Aug 2 2010, 14:57

ერთი რუსი სპორცმენი წერს რომ მც-108 ვიყიდეო 1983წლის გამოშვება სრულიად ახალი, როცა სტენდზე ვარჯიში დავიწყეო. სამ წელიწადში სრულიად მოირყაო და იმის გათვალისწინებით რომ იმ დროს მაგდენს არ ვსროულობდი რასაც ეხლაო. ამჟამად პერაცი მაქვსო უკვე 10წელიაო და როგორიც ვიყიდე ისეთივე არისო.

პოსტის ავტორი: strong Aug 2 2010, 15:24

ციტატა(levani @ 4th February 2010 - 16:39) *
ამასწინად წავიკითხე ჟურნალ "ოხოტა"-ში (1965წ) მც-6 და მც-8..ს 500 000 გასროლაც აუტანია და ისევ საბრძოლო მდგომარეობაში იყვნენ...რა გასაკვირია..მაგისი ლულები იგივე მასალით მზადდება..რითაც რუსული ტყვიამფრქვევი..(ბრომის შემცველი)
ასე რომ ეგ თოფი ჯერ ახალგაზრდაა...
ჩემი მც-6 1954 წლის გამოშვებაა და ისევ ახალივით არის.

ლევანი

უკაცრავად მაგრამ შენი შედარებით ლულის მეტალის ტყვიამფრქვევის ლულის მეტალთან სულ მიწასთან გაასწორე რუსების შეიძლება ერთადერთი თუარა, ძალიან მწირი რაოდენობის მაღალი კლასის თოფები.
გლუვლულიანი მაღალი კლასის სალულე ფოლადის შექმნა ეს ხელოვნებაა, რომელიც მოითხოვს ტიტანურ შრომას და დიდ გამოცდილებას, საჭირო შემადგენლობის ფოლადის "დასმას" ამ საქმის ნამდვილი ოსტატევი თვებს ანდომებდნენ.... ნუ " ბრომზე" რომ არაფერი ვთქვათ.


პოსტის ავტორი: Bonehill Aug 3 2010, 12:06

ვინ თქვა რომ იდეალური სალულე ფოლადია , უბრალოდ რუსებმა არ იციან და არც არასოდეს იცოდნენ სანადირო თოფის გაკეთება.
საავიაციო ტყვიამფრქვევის ფოლადის(ასევე გამოიყენება მსხვილ ტყვიამფრქვევებში) 3ХН2М фА . იმ დროისთვის ეს იყო ერთადერთი ფოლადი რომელიც 50A "ჯობდა" ამიტომ ახალი სალულეს გამოგონება არც არავის უცდია.


ციტატა(d dvalidze @ 2nd August 2010 - 15:57) *
ერთი რუსი სპორცმენი წერს რომ მც-108 ვიყიდეო 1983წლის გამოშვება სრულიად ახალი, როცა სტენდზე ვარჯიში დავიწყეო. სამ წელიწადში სრულიად მოირყაო და იმის გათვალისწინებით რომ იმ დროს მაგდენს არ ვსროულობდი რასაც ეხლაო. ამჟამად პერაცი მაქვსო უკვე 10წელიაო და როგორიც ვიყიდე ისეთივე არისო.


არ მიკვირს საერთოდ, ასეთი იშვიათი წუნები რუსებისგან ნამდვილად არაა გასაკვირი. ამ ბოლო დროს მსგავსი პრობლემები არც თუ იშვიათია იგივე პერაცის სპორტულ თოფებში.

პოსტის ავტორი: dato6 Aug 4 2010, 10:12

Bonehill მე პირადათ მც-ს და პერაცის არ შევადარებ ერთმანეთს, იმიტომ რომ მც-ს ლეგენდა ჩაბარდა წარსულს, იყო და არა იყო რა ქვია მაგას. არც იმაზე ვიკამათებ რომ პერაცის თოფების ბრაკობაზე, არც წამიკითხავს და არც გამიგია, ერთი ვიცი რომ მსოფლიოს სტენდავიკები მაგ თოფებით ასპარეზობენ ძალიან ბევრი თუ არა, მაინც.

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 4 2010, 23:36

dato6
მე არ ვადარებ პერაცის და ცკბო-ს. !

ციტატა(d dvalidze @ 4th August 2010 - 11:12) *
არც იმაზე ვიკამათებ რომ პერაცის თოფების ბრაკობაზე

მე ვიცი და მაგიტომაც ვამბობ ამას, მაქვს ურთიერთობა რუს სპორცმენებთან ვინც ისვრის პერაცით და არა მარტო.

პოსტის ავტორი: dato6 Aug 6 2010, 14:50

Bonehill საინტერესოა ძმა, კერძოთ მექანიზმი თუ ლულა. არ მეგონა და არც ვიფიქრებდი რომ პერაცის ფირმას ბრაკები შეეპარებოდა.

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 6 2010, 14:57

dato6
კონკრეტულად ლულის პაიკა! ბოლო დროს პერაცის წარმოება უზომოდ გაფართოვდა, ამიტომ კომპანიე ვერ ეტევა დროში ხოლმე, ამიტომ მიმართეს მაქნანურ პაიკას, რაც ზოგ შემთხვევშაი სუსტი აღმოჩმდა. 30 - 40 ათასის მერე ძვრება და თავიდანაა დასაკრავი.

აი ცნობილი სპორცმენებისთვის დამზადებული და საცალოდ დამზადებული პერაცი ასეთი პრობლემა არააქ, არც არასოდეს ექნება.


მექანიზმი და ლულა უდაო ხარისხისაა, ჯერჯერობით არ ყოფილია რაიმე უზუსტობა. ყოველ შემთხვევაში არაა ცნობილი.

პოსტის ავტორი: dato6 Aug 7 2010, 00:49

Bonehill ძმაო ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ პერაცის ასეთ უნიათობას არა რა. ნაღდათ არც გამიგია და არც წამიკითხავს და ეს შენი მხრიდან პლიუსია ძმაო ხვალიუ ბაზარი არაა. ამიტომაც ვამბობ კამათში მოდის სწორი და გამართლებული აზრები, ჯობია ვიკამათოთ ძმაკაცურათ და სწორი აზრები გამოვიტანოთ რა მნიშვნელობა აქვს რა ფირმაა და ვინ არის, მთავარია ჩვენნაირ მონადირე ხალხმა შეაფასოს. სხვათაშორის ამით მოდის იარაღმცოდნეების და მწარმოებლების დონეც და ხარისხიც და საერთოდ ყველაფერი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ საერთოდ ცოტახანში შეიძლება ყველაფერიც გაქრეს. მემონი ქართველ მონადირეებსაც გვაქვს უფლება ამის.

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 7 2010, 19:12

dato6
გაგიმარჯოს ღმერთმა + 100000000000000

მაგრამ ერთ რაღაცას მაინც ხაზზ გაუსვამდი. უნიათობა კი არის მართალია მაგრამ, ეს ეხება რიგით თოფებს რომლებიც მაღაზიებისთვისაა განკუთვნილი. აქაც იშვიათია მაგრამ არის მაინც ( არადა არცერთ ვარიანტში არ უნდა იყოს 7-8 $ -იან თოფზე მსგავსი წუნი). მაგ. ფირმას რომ შეუკვეთოს პერაცის სპორტული თოფი მოსინმა, აქილეოსმა ან ფოლდსმა, ასეთი ავტორიტეტიანი სპორცმენებისთვის ფირმა მართლა წარმოუდგენეილი სიზუსტით და ასობით საათი ხელის შრომის შემდეგ ააწყობს იარაღს, ეს უკანასკნელი 200 - 300 ათას გასროლას რემონტის გარეშე გააკეთებს (ეს მინიმუმი) . რატომ? იმიტომ რომ ცნობილ სპორცმენს რომ გაუფუჭდეს უადგილოდ და უდროო თოფი ეს კომაპანიისთვის ატომური ბომბია, ათასობით სპორცმენი ჩაიქნევს ხელს პერაციზე, გამოუსწორებელი კრახი იქნება, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მომხდარა და არც მოხდება. აი ჩემნაირი "სპორცმენის" შეკვეთილი პერაცი 10 000 ევროდ, შესაძლებელი იყოს ზემოთ აღნიშნული წუნით, ეს არაა გამორიცხული. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ პატარ პატარა პრობლემებისეიძლება ქონდეს რიგით პერაცის მაგრამ ძალიან იშვიათად, იმდენად იშვიათად რომ კომპანია რჩება უდიდეს და უავტორიტეტულ სპორტული იარაღის მწარმოებელტა შორსი ერთ ერთ ლიდერად.
პ.ს. სპორტულ თოფებს იმიტომ შევეხე რომ პერაცი პირველ რიგში არის მარალი დონის სპორტული თოფების მწარმოებელი და მხოლოდ შემდეგ სანადიროსი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)