თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ მიკრო-ჯიგი

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 01:14


მიკრო-ჯიგი (ჯიგი) სპინინგში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდად მიიჩნევა. არის ძალიან აზარტული , სპორტული და საინტერესო.
ამ მეთოდით შეგიძლიათ ითევზაოთ მთელი წლის მანძილზე, ვიდრე ყინული არ დაფარავს წყლის ზედაპირს, მაგრამ განსაკუთრებულ უპიტატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით ავლენს გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე, როცა წყალი ცივია, თევზი კი პასიური და „მიჯაჭვული“ წყალსატევის ფსკერს.



რას წარმოადგენს მიკრო-ჯიგი (რისგან შედგება)

ეს არის ჯიგთავისა და სატყუარის ტანდემი. ჯიგთავი თავის მხრივ იყოფა 2 სახეობად :
კლასიკურ (ნემსკავზე მყარად დაფიქსირებული სიმძიმის (ტყვიის, ვოლფრამის) )

http://www.radikal.ru

და ე.წ. „ჩიბურაშკად“. ამ უკანასკნელში სიმძიმე ნემსკავთან დაკავშირებულია მავთულით (ყურით) სახსარული კავშირით .

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

ამ ორივე სახეობას აქვს თავისი დანიშნულება და + - ები.
მაგალითად ჩიბურაშკიანი სატყუარა ბევრად უკეთ მიფრინავს და თავისუფალი , სახსარული კავშირის ხარჯზე მეტ ანიმაციას (თამაშს) აძლევს სატყუარას.
„მყარი“ (კლასიკური) ჯიგთავი მიზანშეწონილია გამოვიყენოთ პასიურ სატყუარებთან ერთობლიობაში.

სატყუარები

ეს არის სილიკონისგან (რეზინისგან) დამზადებული სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის სიმპატიური სატყუარები, ერთი შეხედვიტ არც კი გავს სატყუარას newsmile05.gif
სატყუარებიც თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად ; აქტიურ :

ვიბროკუდი, ტვისტერი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


და პასიურ: კიბოები, სლაგები (ჭიაყელები) და ათასი მაიმუნობა...

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ჯიშის თევზი მათზე რეაგირებს სხვადასხვანაერად, ამიტომ ჭეშმარიტ სპინინგისტს არსენალში უნდა ქონდეს ორივე newsmile045.gif

ნუ ზოგადად სილიკონი არის უბრალო და ატრაქტანტიანი (съедобны), რათქმაუნდა უპირატესობა უკანასკნელს ენიჭება, თევზი კონტაქტისას აღიქვამს მას როგორც საკვებს, რადგან აქვს სუნი და გემოც.


ჯოხი, კოჭა, ძუა.

ამბობენ მიკრო-ჯიგში ყველაზე მეტად მოეთხოვება ჯოხს მგრძნობელობა და ამავდროულად სიმსუუქე, პრინციპში აუცილებელი პირობაა ეს ორი.
ტესტი 0,5-5 გრამი ან მაქსიმუმ 7 გრამამდე, რადგან მიკრო-ჯიგში გამოიყენება სატყუარბი (ჯიგთავთან ერთად) 5 გრამამდე. ამის ზემოთ უკვე მსუბუქი ჯიგია.

კოჭაც შეძლებისდაგვარად კომპაქტური, მსბუქი. კარგად უნდა მუშაობდეს წვრილ ძუებთან, წნულებთან.
ძუას ზოგი მონოს ხმარობს, ძოგიც წნულს 0,12-0,16 მმ

მონოს პლიუსი ის არის რომ წელვადია და პასიური თევზი კონტაქტისას წინააღმდეგობას ვერ გრძნობს და ხარბად იღებს სატყუარას. მაგრამ ეს ამავდროულად მინუსიცაა; ნაკლები ინფორნაციულობა კონტაქტისას. მე პირადად ორივეს ვხმარობ და ბედნიერი ვარ newsmile05.gif

წნულის შემთხვევაში რეკომენდირებულია 50-100 სმ -იანი ფლუროკარბონის სადავე (პავადოკი) .

ორივე შეთხვევაში თუ კარგი ჯოხი გაქვთ კონტაქტს ხელშიც გრძნობთ და ვიზუალურადაც ამჩნევთ ძუის დაჭიმულობა-მოშვებით, ამიტომ სასურველია ძუა იყოს შეფერილი, ვიზუალური კონტროლისთვის.


გატარების ტექნიკა

ვაგდებთ სატყუარას წყალში, ველოდებით მის ძირზე დაცემას. შემდეგ ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი, ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი .... (ამოხვევებს და პაუზებს ძირზე დაცემის შემდეგ ვარეგულირებთ შეხედულებისამებრ ).
ეს მეთოდი მუშაობს აქტიურ სატყუარებზე. კონტაქტი ხდება ძირითადად პაუზაზე სატყუარის ვარდნისას და ვარდნის შემდეგ ძირიდან.

ზემოთ მოყვანილი ტექნიკა (კლასიკა) ერთ-ერთია იმ უამრავს შორის , რომელსაც პრაქტიკის მატებასთან ერთან ითვისებს სპინინგისტი.

"მსხვარპლი"

რათქმაუნდა უპირველეს ყოვლისა მტაცებელი (ქარიყლაპია, ქორჩილა, ფარგა, ქაშაპი, ღორჯო, ლოქო ... ) , მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხშირია „მშვიდობიანი“ თევზის ჯიშები, განსაკუთრებით კარპისებრთა ოჯახისანი, კობრი, კარჩხანა, ამური, სქელშუბლა, ფარფლწითელა, კაპარჭინა ...

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


აქვე დავსძენ ეს მეთოდი მეტწილად სპორტული ხასიათისაა ვინემ მომპოვებლური ! დაე ეს თემაც ერთ აგურად დაედოს იმ კედელს, რასაც კულტურული, სპორტული თევზაობა ქვია !




პოსტის ავტორი: ახალციხელი Mar 9 2015, 08:56

LeoTaso

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ძალიან საინტერესოა, ძალიან აზარტულიც იქნება ამ მეთოდით თევზაობა.

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 10:10


ესეც ქორჩილა "პარალონზე" (პარალონი თვითნაკეთი სატყუარაა, საკმაოდ ეფექტური, იაფი-იორღა newsmile05.gif )


პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 10:18

ააა კიდო


პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 9 2015, 11:30

LeoTaso ჯიგარი ხარ, ძლივს დაიდო ამაზე თემა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 9 2015, 11:35

LeoTaso

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ეგ იყო ზუსტად საჭირო

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 9 2015, 11:40

ჯიგთავებს და ტვისტერებს რომელი საიტიდან იწერთ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 9 2015, 11:45

ეს ჩიბუკა სად ვიყიდო და ჯიგებიც სად იშოვება?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 9 2015, 11:59

LeoTaso
ერთი ორი მასტერ კლასი მინდა შენგან რა!:) არც ჯოხიმაქ არც ეგ ჯაგა ჯუგები ისე კი მუღამსი ვარ კარგი რამეა ეგრე არასდროს მითევზავია დამაინტერესე მაგრად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 9 2015, 14:26

HUNTER FREDY

ციტატა(irakli fofxadze @ 9th March 2015 - 12:59) *
LeoTaso
ერთი ორი მასტერ კლასი მინდა შენგან რა!:) არც ჯოხიმაქ არც ეგ ჯაგა ჯუგები ისე კი მუღამსი ვარ კარგი რამეა ეგრე არასდროს მითევზავია დამაინტერესე მაგრად


მეც იგივე სიტუაციაში ვარ, იქნებ გვირჩიოს რამე , საიდან დავიწყოდ რომელი ჯოხით სად შევიძინოდ და კიდევ 1000 წვრილმანია, არადა ვატყობ უკვე მომეწამლა სისხლი newsmile05.gif

LeoTaso

გამარჯობა მეგობარო. იქნებ მირჩიო სად შეიძლება ჯოხის შეძენა და რა მონაცემებით უნდა ვეძებო და სად? არ ვიცი ამ მეთოდზე არაფერი, დამწყები ვარ და იქნებ დამეხმარო

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 9 2015, 14:40

LeoTaso
ეს ვიდეოები სად არის გადაღებული? ფოტოები არა ვიდეო მაინტერესებს newsmile05.gif კუს ტბა ვიცანი მაგრამ დანარჩენი ვერა

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 14:40

smekosmeko
ჭალიმგელა

შეგიძლია ჩამოსახა






ან იყიდო აქ http://www.fishing-shop.org/e-store/xml_catalog/4870/



პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 14:47

დაქსი

HUNTER FREDY


იკა გამოთბება თუ არა კუს ტბაზე დავიწყებთ სიარულს (კეთილმა ხალხმა გაუშვა ქორჩილა 4 წლის წინ და ეხლა უამრავია), ამოირბინე და ლაივში ნახავ ყველაფერს, ჯოხს გათხოვებ და გაერკვევი ნელ-ნელა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 9 2015, 17:25

LeoTaso
როდისთვის ახვალ იქნებ წინასწარ დაწერო, მაინტერესებს ნახვა რა როგორ ხდება , და რა მინდა კიდევ რომ გკითხო, ვნახე აქ მაღაზიაში ჯოხი რომელსაც ძუის გამტარები არა აქვს ანუ შიგნიდან ტარდება ძუა ანტენაშიო და რამდენად მიღებულია მაგ საქმისთვის, 3 მ3ტრიანია და 130 ლარი ღირს, და კიდვ-მაგ ჯოხს რაიმე თავისებური კოჭა ჭირდება?

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 9 2015, 17:25

LeoTaso






სიამოვნებით შემოგიერთდებით newsmile05.gif ძალიან მომწონს შენი შემართება და მიდგომა ამ საქმის მიმართ. მასტერკლასზეც არ ვიტყოდი უარს, რა თქმა უნდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 9 2015, 17:27

ციტატა(LeoTaso @ Mar 9 2015, 15:47) *
დაქსი

HUNTER FREDY


იკა გამოთბება თუ არა კუს ტბაზე დავიწყებთ სიარულს (კეთილმა ხალხმა გაუშვა ქორჩილა 4 წლის წინ და ეხლა უამრავია), ამოირბინე და ლაივში ნახავ ყველაფერს, ჯოხს გათხოვებ და გაერკვევი ნელ-ნელა newsmile05.gif



კი ამოვალ უეჭველი newsmile05.gif ძალიან დამაინტერესა მაგ თემამ newsmile05.gif იმ კეთილ ადამიანებს კიდე დიდი მადლობა ასეტი კარგი საქისათვის ნეტა ყველა ტბასი იყოს ეგ თევზი ფილმები მაქვს ნაანხი ძალიან საინტერერსო თევზია newsmile05.gif მარტლა კარგი საქმე უქნიათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2015, 19:28

LeoTaso
შენ გაიხარე, რამდენი ხანია ამერიკიდან გამომიგზავნეს სრული კომპლექტი, ანკესიან, ჯიგებიან, კრუჩოკებიან ყველაფრიანად და არ ვიცოდი რაში გამომეყენებინა...
ასვლას რომ დააპირებ, იქნებ დაწერო, ცოტა ტრეინინგს გამოგტყუებ


ეხლა ფოთში ვარ და თან მაქვს წამოღებული კომპლექტაცია, ანუ შუკაზეც მუშაობს?
და ერთიც მაინტერესებს, ზაცეპების მხრივ როგორ არის ეგ საქმე?

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 9 2015, 19:30

მგონი ყველა ამ მეთოდით თევზაობას დაიწყებს , ჩავარდა ტივტივების და ჭიაღუების ბიზნესი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2015, 19:49

მე პირადად ვიდეოს რომ ვუყურებდი, მაგარ აზარტში ჩავვარდი...
თან ბავშვსაც მინდა ვანახო, სულ გადამერევა newsmile05.gif

მთელი ზამთარია დათბობას ელოდება, სათევზაოდ უნდა წასვლა...

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 9 2015, 19:55

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 9th March 2015 - 20:49) *
მე პირადად ვიდეოს რომ ვუყურებდი, მაგარ აზარტში ჩავვარდი...
თან ბავშვსაც მინდა ვანახო, სულ გადამერევა

მთელი ზამთარია დათბობას ელოდება, სათევზაოდ უნდა წასვლა...

; მეც მაგრად მაინტერესებ, დანარჩენი ვნახოთ როგორ იქნება, აწი ყველაფერი ჩვენს მასწავლებელზე-LeoTaso-ზეა დამოკიდებილი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 19:57

გამოთბებეა ცოტა და დავიწყებ სიარულს, თან სატყუარებს ველოდები თვის მეორე ნახევარში. მასტერკლასი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია newsmile05.gif ნუ რაც ვიცი არ დაგზარდებით . მოკლედ წინასწარ დავწერ.



დაქსი

ციტატა(davita74 @ 9th March 2015 - 18:25) *
ვნახე აქ მაღაზიაში ჯოხი რომელსაც ძუის გამტარები არა აქვს ანუ შიგნიდან ტარდება ძუა ანტენაშიო


არ ვიცი რა ჯოხზეა საუბარი, საჩვენო არაა ნაღდად newsmile05.gif ისე კი მოგწერე ადრეც გადახედე ამ თემებს http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=97 ცოტა რო გაერკვე ამ მეთოდის არსში, ნუ დაგეზარება newsmile05.gif ჯოხზეც წერია, კოჭაზეც და ყველაფერზე (მეტ-ნაკლებად) რაც ამ მეთოდს შეეხება .

აი აქ კარგად ჩანს პასიური სატყუარის ანიმაცია



რაც შეეხება თევზის(ქორჩილას) გადაყვანას სხვა წყალსატევებში, კი ბატონო მისასალმებელია. მე ერთი "გუბე" ჩავასახლე უკვე, ამ წელს მინიმუმ სამში კიდე ჩავსვავ ! ამ დედაარღნიან კარჩხანას ყველაფერი მირჩევნია, მიტუმეთეს ქორჩილა. მგზავრობას, უჟანგბადობას იტანს შესანიშნავად, ეგუება ყველანაერ პირობას, გარდა ზღვისა. მრავლდება სასწაულად და იზრდება საკმაოდ მალე. არის ძლიერი და აძარტული საჭერი.

მაგრამ თხოვნაც იქნება და რჩევაც, ნუ გაუშვებთ მდინარეებში და კერძო წყალსატევებში, მე იქტიოლოგი არ ვარ, მაგრამ ასე თვითნებურად ბუნების "საქმეში" ჩარევა რა შედეგს გამოიღებს კაცმა არ იცის. ესეც არ იყოს კანონით ისჯება ეს ყველაფერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2015, 20:03

LeoTaso
სატყუარები მე მაქ ბლომათ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2015, 20:09

ბასს პროს ანკესი და სატყუარები მაქვს და მგონი არ არის ცუდი ფირმა...?!

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 9 2015, 20:12

LeoTaso
კი ბატონო მოვიქცევი ისე, როგორც მითხარი, მოკლედ კიდევ ერთი ამ მეთოდით თევზაობით მოწამლული კიდევ ერთი კადრი შემოგემატათ სპინინგისტებს newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 20:14

ნუკრიMax

ქარიყლაპიას ჭერაში შეჯიბრებისას სპორცმენები ერთერთ პირველ ადგილზე აყენებენ სილიკონს, ნუ ამ შემთხვევაში სატყუარის ზომები ცოტათი მეტია, ვიდრე მიკრო-ჯიგში, მაგრამ პრინციპი იგივეა. სილიკონი შეგიძლია მიაწოდო თევზს ისეთ ადგილებში, სადაც ვერცერთი სხვა სატყუარა ვერაფერს გახდება. ესაა ბალახიანი, კამიშიანი და კარიაგიანი ადგილები, სადაც მტაცებელი ყოველთვის ზის. ამისთვის ვიყენებთ სპეციალურ ნემსკავს,

ოფსეტურ ნემსკავს

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ღია ნემსკავებთან შედაებით ცოტათი მეტი გაქცევა აქვს, მაგრამ ალახ-ბულახებში გამავლობა სუპპპერ newsmile05.gif



კიი მართლაც საინტერესო და აზარტული მეთოდია, აი გამოთბება და ავიდეთ კუზე, არაა პრობლემა ყველას გეპატიჟებით D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2015, 20:19

LeoTaso
მოკლედ, ველოდებით დათბობას....
არ გამოგვაფხიზლე ცოტაა!

ეხლა ჯერჯერობით ჭალიმგელას ნათხოვარ ვობლერებს ვიხმარ, ოკუნზე ჯიგებს ვცდი და მერე ვნახოთ, სწავლა სიკვდილამდეო და მეც აქ ვარ...

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 9 2015, 20:34


აი ქარიყლაპია 2 სანტიმეტრიან სილიკონზე , ვიდეოს ბოლოშია


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 9 2015, 21:36

რაც მაგარია, მაინც მაგარია....
საღოლ

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 16 2015, 17:37

კარპი მიკრო-ჯიგზე newsmile045.gif


პოსტის ავტორი: jorj Mar 16 2015, 20:34

LeoTaso
გაუვარდა ყარაული თოფივით newsmile015.gif applause.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 16 2015, 21:35

jorj

ციტატა(jorj @ 16th March 2015 - 21:34) *
გაუვარდა ყარაული თოფივით

კარგად კი გაუვარდა და ყარაულსაც გაუმართლა D.gif D.gif ნეტა ხშირად გამივარდეს ეგრე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 16 2015, 22:42

jorj

ციტატა(jorj @ 16th March 2015 - 21:34) *
გაუვარდა ყარაული თოფივით


შენ ვიდეოს დავდებ იცოდე 36_1_5F40.gif თუ შენ დადებ ? D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 16 2015, 22:50


jorj


... და დაამატე რაცხა ამ თემას.

ძვირფასო საზოგადოებავ ბატონი jorj ჩვენში ყველაზე სტაჯიანია ამ სტილით თევზაობაში, მე მას მიკრო-ჯიგის მამას ვეძახი 36_1_12.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 16 2015, 22:55

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 16th March 2015 - 23:50) *
ძვირფასო საზოგადოებავ ბატონი jorj ჩვენში ყველაზე სტაჯიანია ამ სტილით თევზაობაში, მე მას მიკრო-ჯიგის მამას ვეძახი

ამას გვიმალავდიიიიიიი? small3d018.gif
jorj
გაგვიზიარე პაწა გამოცდილებები ჩვენც, ყურადღებით მოგისმენთ newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jorj Mar 17 2015, 07:29

LeoTaso
ნუ მაწითლებ ამდენ ხალხში blashe.gif ის რომ დადო ლევან იმ გუბეს რაც მოუვა კი იცი შენ vava.gif გამოცდილებას რაც შეეხება სიამოვნებით გაგიზიარებთ.მაგრამ ლევანის პოსტის მერე რაღა დავამატო,ყველაფერი კარგად უწერია. გამოდილება კი (როგორც თქვენ ჩემზე უკეთესად იცით) მოდის ხშირ გასვლებში!!!

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 17 2015, 08:20

jorj

ციტატა(jorj @ 17th March 2015 - 08:29) *
ის რომ დადო ლევან იმ გუბეს რაც მოუვა კი იცი შენ


მართალი ბრძანდებით პატივცემული newsmile05.gif


ნუ მაშინ მოუწევთ სიტყვაზე გვენდონ newsmile05.gif საზანი 5 კგ, 2" ტვისტერზე, დეკემბრის თვეში, გამოყავდა 7 წუთი, ჯოხი ულ 5 გრამამდე, საოცრება იყო !

პრინციპში მთავარია არა ის კონკრეტული ადგილი, არამედ ზოგადად ფაქტი, რაც მეტყველაბს ამ სტილის ეფექტურობაზე.

აი ამ ვიდეოში კარგად ხსნიან გატარების კლასიკურ (საფეხურებრივ) მეთოდს


პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 4 2015, 10:34


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 4 2015, 12:05

LeoTaso
სად იყავი?
მოკლედ გვანებივრებ შენი ვიდეოებით....

ეს ტურები რა იყო ამდენი, დღისით, მზისით....

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 4 2015, 12:13

ნუკრიMax

ლანჩხუთში ვიყავი, ეს ერთი დღე დამემთხვა ნორმალური ამინდი. ხოო ტურები დღის ყოველ მონაკვეთში აქტიურობენ , სავსეა იქაურობა.

ამათ წივილს მამალი ხოხბის ყივილი არ ჯობია ?!

პოსტის ავტორი: smekosmeko Apr 4 2015, 12:43

LeoTaso მაგ ტბაში ფსკერზე ბალახები არიყო? მიკრო ჯიგზე დასავლეთში შეუძლებელ;ი მეგობა ბალახების გამო. მე სადაც დავდივარ იქ ფსკერზე მინიმუმ 1 მტკაველი სიმაღლის ბალახებია.

პოსტის ავტორი: jorj Apr 4 2015, 13:40

smekosmeko
არ არის აუცილებელი ფსკერზე ატარო სატყუარა .

ციტატა(smeko @ 4th April 2015 - 13:43) *
მიკრო ჯიგზე დასავლეთში შეუძლებელ;ი

მე ვიტყოდი უფრო არაკომფორტულია

პოსტის ავტორი: smekosmeko Apr 4 2015, 13:57

აბა ჯიგი შუა წყალში უნდა გაატარო? პაუზა 1 წამიანი და ფსკერზე იქნება. არვიცი ახლა მაგ ტბებში რახდება მაგრამ მე სადაც დავდივარ დაჟე ყანყალა და ვობლერისას 1-2 წამიანი პაუზა და ზაცეპშია ფსკერის ბალახებში.

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 4 2015, 17:01

smekosmeko

არსებობს ოფსეტური (ანტი ზაცეპი) ნემსკავები, ზემოთ ვახსენე. ასევე შუა წყალში გატარების ტექნიკა.

ისე კი ბალახი (წყალმცენარე) კი არა, ხავსია პრობლემა. ბალახი პირიქით მტაცებლის სადგომია !

პოსტის ავტორი: smekosmeko Apr 4 2015, 17:32

ბალახსაწინააღმდეგო ჯიგთავები იყიდება ჩვენთან?

პოსტის ავტორი: jorj Apr 5 2015, 11:18

smekosmeko
საერთოდ ძალიან იშვიათად ვიყენებ ჯიგთავებს ვინაიდან მას არ გააჩნია (ჩემთვის)სასურველი ანიმაჩია.
http://www.radikal.ru+http://www.radikal.ru=http://www.radikal.ru
ოფსეტური ნემსკავები შემხვედრია ადრე მაღაზია მაგელანში.

პოსტის ავტორი: LeoTaso May 28 2015, 19:23

დიდები არც გვიძებნია, ჩვენი საქმისთვის ესენი უკეთესია .


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)