თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ პირველი ტყორცნის მნიშვნელობა და სხვა პრობლემები სპინინგში

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 4 2009, 07:54

სათევზაო ლიტერატურაში ხშირად შეიძლება მოკრათ თვალი, ან კიდევ გაიგონოთ სპინინგისტთა შორის საუბრის დროს, რომ ქაშაპი პირველივე ტყორცნის თევზიაო... ათეულობით წლების გამოცდილების მქონე სპინინგისტების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი ძალზე გაჭირდება. პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად ხდება – ძალიან ბევრი პირობითობაა. ეს დამოკიდებულია წელიწადის დროზე, დღეზე, ამინდზე, თევზის დგომის ადგილზე, თქვენზე წინ ბოლოს როდის ითევზავეს და ა. შ.

ზაფხულში, მდორედ მოდინარ სუფთა პატარა მდინარეში, როგორც წესი, ქაშაპის დაჭერა სპინერის პირველივე გონივრულ ჩამოტარებაზეა შესაძლებელი. შემდგომი ჩამოტარებისას თევზი სპინერით აღარ ინტერესდება. თუ ქაშაპი სპინერს გამოედევნა, პირი არ ახლო მას და პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა, იგივე სატყუარას მორიგი ჩამოტარებისას თევზი ყოველგვარ ინტერესს კარგავს. თუმცა, აქაც არის გამონაკლისი _ თუ თევზაობისას კარგად ვართ ჩასაფრებული, შესაძლებელია, სატყუარა უმალ შევცვალოთ და თევზი მაინც დავიჭიროთ. ვეცდები თევზის მოქმედებების თანმიმდევრობა და მეთევზის საპასუხო რეაქცია კონკრეტული მაგალითის საშუალებით აღვწერო. მაგალითად, თევზი გამოედევნა `მეპპს აგლია #2~ ტიპის ვერცხლისფერ სპინერს და პირი არ მოკიდა _ აქ ორი ვარიანტი გვაქვს: 1. თევზი თავის ადგილზე ბრუნდება; 2. თევზი სხვა ადგილას იმალება. როგორ უნდა მოიქცეს ქაშაპზე მონადირე მეთევზე როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ თევზი ახალ ადგილზე იმალება, მისი დაჭერა მაინც შესაძლებელია, თუმცა უკეთესია, თუ ის პირვანდელ ადგილს დაუბრუნდება. თუ თევზი #2 ზომის სპინერზე არ მოეკიდა, აუცილებლად უნდა ვცადოთ #0 ან #1, ან საერთოდ შევცვალოთ სპინერის მოდელი. ზაფხულში დაბალ წყალში ქაშაპი წვრილ სპინერს ან პატარა ვობლერს უფრო დამაჯერებლად ეკიდება. სპინერის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, უფრო მნიშვნელოვანი მისი მაქსიმალურად ნელა გატარებაა. ამასთანავე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სპინერის ფირფიტა მუდმივ მოძრაობაში იყოს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა მდინარის დინება პატარა სპინერის გატარების საშუალებას არ გვაძლევს? ამ შემთხვევაში ვობლერებით უნდა ვისარგებლოთ. გამოცდილი მოდელების მცირე ნომრის ვობლერებიც კი (მაგალითად, შალმო “Hორნეტ”) შესანიშნავად მოქმედებს ძლიერ დინებაში.
ხანდახან ვხედავთ, თუ როგორ მოსდევს ქაშაპი სპინერს რამდენიმე მეტრის მანძილზე, შემდეგ თავს ანებებს და კვლავ თავის ადგილს უბრუნდება. სხვა სპინერის ჩატარებისას კვლავ გამოედევნება, არ ეკიდება და ძველ ადგილს უბრუნდება, სატყუარას შემდეგი გატარებისას კი საერთოდ იკარგება ჩვენი მხედველობის არედან. ასე საკმაოდ იშვიათად ხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ რომ ამ დროს თევზი ცუდად შენიღბულ მეთევზეს ამჩნევს და ახალ ადგილას საფუძვლიანად იმალება, იქიდან კი მისი პროვოცირება სატყუარას ასაღებად გაცილებით უფრო ძნელია. ამგვარად, დასკვნა ასეთია: როცა ქაშაპი სპინერს გამოედევნება, ის ტოვებს სამალავს, საიდანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეჩვეული იყო ნადავლის გამოდევნებას და დაჭერას. სატყუარას გამოდევნების შემდეგ, დაეჭვდება რა სატყუარაში, ან შეამჩნევს რა მეთევზეს, თევზი ახალ საფარში იმალება, სადაც ის თავისთვის შეუჩვეველ გარემოში აღმოჩნდება. თავდაპირველად ახალ ადგილზე მოხვედრილი ქაშაპი უარს ამბობს როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სატყუარაზე, ვიდრე არ დაწყნარდება და ძველ სადგომს არ დაუბრუნდება, ან კიდევ ახალს არ შეეჩვევა. თუ ქაშაპი მოეკიდა და ანკესიდან გასხლტა, იმავე დღეს მისი დაჭერა გაცილებით ძნელია. რაც უფრო პატარაა მდინარე და რაც უფრო წმინდაა წყალი, მით უფრო დიდხანს უნდა “დავასვენოთ” ეს ადგილი, გადავიდეთ სხვაგან და თუ დროში შეზღუდულნი არ ვართ, მას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, ოღონდ უკვე სხვა სატყუარას გამოყენებით. ჩემი აზრით და ნაცნობი მოქაშაპეების გამოცდილებითაც, ალბათ უკეთესია, ამ შემთხვევაში პატარა ვობლერი, ან უფრო მომცრო ზომის სპინერი გამოვიყენოთ.

დამწყებ მონადირეს პირველ ხანებში ხშირად აწუხებს ისეთი მოვლენები, როგორიცაა `უშედეგო ჩაკვრები~, თევზის ასხლტომები და გასხლტომები. გარდა ამისა, ხშირად შეხვდებით ასეთ სურათს, როდესაც ქაშაპი მოაცილებს სატყუარას, მაგრამ პირს არ აკარებს მას, გამოდევნების ბოლოს კი ან უკან შემობრუნდება, ან ცხვირით დაეტაკება სატყუარას. ამ დროს თევზს ხახა დახურული აქვს. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ტერმინები თევზის გასხლტომა – ანუ გაქცევა და ასხლტომა _ ანუ უშედეგო იერიშები. ამასთანავე აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ის მიზეზებიც, რის გამოც ხდება უშედეგო ჩაკვრა, ასხლტომა, გასხლტომა და სატყუარას დევნა-გაცილება. ისინი აბსოლუტურად სხვადასხვა მოვლენებია. საერთოდ, იმის ახსნა გაცილებით უფრო იოლია, თუ რატომ ხდება უშედეგო იერიში და გასხლტომა, ვიდრე იმაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ მიაცილებს ქაშაპი სატყუარას და საბოლოოდ მაინც უარს ამბობს მასზე.
უშედეგო ჩაკვრა _ ასხლტომა
ზაფხულში ძალიან ხშირად სპინერზე იერიშისას ქაშაპი ოდნავ გამოედება ხოლმე ნემსკავს და მაშინვე ასხლტება. ამის მიზეზი შეიძლება ანკესის ცუდად ამოკვრა, სამმაგი ნემსკავის მცირე ზომა და სიბლაგვე, ან სათევზაო მოწყობილობის საერთო დაუბალანსებლობა იყოს. ამ შემთხვევაში პირადად ძალიან გამომადგა იაპონური წვრილი სამმაგი ნემსკავები _ `Gამაკატსუ”. ამასთანვე აუცილებელია კოჭის ფრიქციული მუხრუჭის სწორად დარეგულირება ნემსკავის გაშლაზე. ანუ, სწორედ დარეგულირებულმა კოჭამ ძუა მანმადე უნდა მიუშვას, სანამ წვრილი ნემსკავი ძლიერი დატვირთვის ქვეშ გაიშლება და გაათავისუფლებს გამოდებულ თევზს. როგორც ერთმა გამოცდილმა მოქაშაპემ მასწავლა, კარგი იქნება, თუ სპინერის სამმაგ ნემსკავს პატარა ტვისტერს ჩამოვაცვამთ. სპინერზე დამონტაჟებული ძველი სამმაგი ნემსკავი მკვნეტარით უნდა მოვჭრათ და გადავაგდოთ. მის ნაცვლად `Gამაკატსუ”-ს სამმაგი ნემსკავის სალულეზე ჩამოვაცვათ მცირე ზომის ტვისტერი და მბრუნავი რგოლის საშუალებით კვლავ თავის ადგილზე დავაყენოთ. ტვისტერის მაგივრად მე ხშირად წითელი ფერის შალის ძაფის კონას ან კიდევ მამლის კისრიდან აღებულ ბუმბულებს ვიყენებ, რაც დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს სატყუარას და სტაბილურს ხდის წყალში მის მოძრაობას.

გასხლტომანემსკავს გამოდებული თევზის გასხლტომის მიზეზი შეიძლება ქაშაპის სწრაფი, ფორსირებული გამოყვანა და ძალიან მჭიდროდ შემოჭერილი კოჭის ფრიქციული მუხრუჭი გახდეს, განსაკუთრებით თუ კი “მოწნულას” ვიყენებთ. თევზის გასხლტომის მიზეზად აგრეთვე შეიძლება მოგვევლინოს მეთევზისგან დამოუკიდებელი ფაქტორები, მაგალითად: ნემსკავის გაშლა, თევზის ტუჩის გასკდომა, ცუდად გადაყლაპული ნემსკავი, გაწყვეტილი ძუა, კარაბინის გატეხვა და ა. შ.


სატყუარას დევნა-გაცილება
საკმაოდ ხშირად კარგ თევზსაჭერ ადგილებში ქაშაპი სპინერს გამოედევნება, მაგრამ პირს არ აკარებს ხოლმე. მახსენდება, ერთხელ უამრავი მორევებით სავსე მდინარის ხუთას მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე ქაშაპი სპინერს დახლოებით ორმოცდაათჯერ გამოედევნა. ამ გამოდევნებების ნახევარი უშედეგო ჩაკვრებით დასრულდა, ნახევარჯერ ქაშაპმა დევნის ბოლოს ზურგი აქცია სატყუარას, და მხოლოდ ოთხი თევზის დაჭერა თუ მოვახერხე. თევზის ასეთი ქცევის მიზეზის დადგენა ძალიან ძნელია. უკონტაქტო გამოდევნების მიზეზი შეიძლება იყოს მეთევზის ცუდი შენიღბვა, სატყუარას უხარისხო გატარება, სატყუარას არასწორი ზომა, ცუდი ანიმაცია, სხვადასხვა ფაქტორებზე დამყარებული თევზის განწყობა, სათევზაო ადგილის განათება და სხვა. ვფიქრობ, მთავარი მაინც მეთევზის შენიღბულობა და თევზის განწყობაა, თუ თევზი მეთევზეს შენიშნავს, არცერთ შემთხვევაში სატყუარას აღარ გაეკარება. `თევზის განწყობაში~ ვგულისხმობ, თუ როგორ აღიქვამს თევზი ხელოვნურ სატყუარას. შხვადასხვა ჯიშის თევზებს განსხვავებული მიზეზები აქვთ. მაგალითად კალმახი – ჩემი აზრით, ხელოვნური სატყუარა მისთვის უფრო მეტად არა საკვებ ობიექტს, არამედ მის სამფლობელოში _ სანადირო უბანში `შეჭრილ უცხოს~ წარმოადგენს. სავსებით შესაძლებელია, თევზმა მხოლოდ გააძევოს `უცხო~ და არ შეეხოს მას. `შემოჭრილი უცხოს~ განდევნის შემდეგ კალმახი ხშირად უბრუნდება თავის ადგილს.
გარდა ამისა, ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ თევზი ზურგს აქცევს სპინერს, როცა ეს უკანასკნელი დაჩრდილული ფსკერიდან მზით განათებულ ადგილში გადადის, ე. ი. როცა სპინერი სინათლისა და ჩრდილის ზღვარს გადაკვეთს. ასევე იქცევა ქაშაპი, როცა სპინერი სიღრმიდან მეჩეჩზე გადადის, ან ქვიანი ფსკერიდან _ ქვიშიანზე. თავდაპირველად ამ მოვლენების წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი გავაწყე, მაშინ არ მქონდა საკმაო გამოცდილება, არც ძვირადღირებული სამმაგი ნემსკავები, ჩემს ხელთ კი სატყუარების მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო. მაღაზიებში არჩევანი ერთობ შეზღუდული იყო. იმ პერიოდში ძალიან გამომადგა პოლონური ვობლერები “SALMO”, 2 და 3,5 სმ-იანი მცურავი მოდელები _ “HORNET”. მათ სადა, თეთრი, რუხი და ჩალისფერი შეფერილობები ჰქონდათ. შემდგომში უფრო მეტად გამომადგა ფინური ვობლერები “RAPALA”. მახსენდება ერთი შორეული ეპიზოდი ჩემი სათევზაო პრაქტიკიდან. მაშინ `SALMO~ ფირმის ` Hორნეტ~-ვობლერები არ მქონდა და ჩავაბი “RAPALA” `შჰალლოწ შჰად ღაპ (შშღ 5 შB, 5 სმ, ცისფერი _ ნარინჯისფერი მუცლით, საფეხურიანი ნიჩბით). იმ დღიდან სათევზაო მოგზაურობებში ეს ვობლერი ჩემი უცვლელი თანამგზავრი გახდა. იმ შორეულ დღეს კი მტაცებელი საკმაოდ პასიურობდა. მართალია, ხშირად გამოედევნებოდა ხოლმე სატყუარას, მაგრამ პირს არ კიდებდა. უმეტეს შემთხვევაში დევნის ბოლოს სპინერიდან უკან შემობრუნდებოდა ხოლმე. მოწყენილობის გამო გადავწყვიტე ვობლერის `გაბანავება~. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა, თუ რა `მხეცთან~ გვქონდა საქმე. წარმატებისა არავის სჯეროდა, - `რაღაც მოდიდო მეჩვენება ქაშაპისთვის~, _ ვფიქრობდი მეც. მიუხედავად იმისა, რომ მორევი ჩემი ორი მეგობრის მიერ უკვე მონადირებული იყო, სატყუარას პირველივე ორმა `გაბანავებამ~ ორი მოზრდილი ქაშაპი მოგვიტანა _ ორივე წინა სამმაგი ნემსკავის სამთავე ანკესზე იყვნენ წამოგებულნი. ცხადი გახდა, რომ წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. შემდგომ ანალოგიურ ადგილებში კიდევ დავიჭირე ხუთი ქაშაპი. სამწუხაროდ, მოულოდნელმა ჭექა-ქუხილმა თევზაობა შეგვაწყვეტინა. მეორე დღეს ვობლერის წარმატება კიდევ უფრო ნათელი გახდა: ბიჭებმა აქ სპინერით ოთხი პატარა ქაშაპი დაიჭირეს, მე კი ვობლერით თერთმეტი ცალი, წონით ოთხ კილომდე. როგორც შემდეგ გაირკვა, წინა სამი დღის განმავლობაში ამ ადგილებში ათი კაცი თევზაობდა, ყველანი სპინერებით შეიარაღებულნი და დღეში საშუალოდ ერთობლივად თხუტმეტ კილოს იჭერდნენ. ალბათ ესეც იყო ჩვენი სპინერების წარუმატებლობის მიზეზი. ხშირად ქაშაპი შეჩვეულ სატყუარას აღარ ეკარება, ამ დროს უცნობი სატყუარათი კი მისი დაჭერა გაცილებით მარტივია.

როგორც წესი, თუ ქაშაპს ანკესმა უჩხვლიტა და ასხლტა, საეჭვოა, რომ მან ხელოვნურ სატყუარას პირი განმეორებით მოკიდოს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. ქაშაპი ძალიან მშიშარაა და თუ მონადირე შეამჩნია, მაშინვე საფარში იმალება, სატყუარაზე კი აღარ რეაგირებს. ხოლო თუ გამოყვანისას მეთევზე კარგადაა შენიღბული, მაშინ ასხლტომიდან რამდენიმე წუთში შესაძლებელია ქაშაპმა სატყუარაზე რეაგირება კვლავ მოახდინოს. ხოლო, თუ თევზმა გამოყვანისას მეთევზე დაინახა, მაშინ ქაშაპის ხელმეორედ დაჭერა უკვე შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ეს ადგილი უნდა `დავასვენოთ~ ერთი საათიდან მაქსიმუმ ერთი დღის განმავლობაში. დროის ამ პერიოდში ქაშაპი სავარაუდოდ უკვე უნდა დაწყნარდეს და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 6 2009, 13:27

troutbaiter
კარგი სტატიაა არჩილ, ეხლა ეტეთი რამე რომ განვიხილოთ..........
როგორც გამიგია ქაშაპის ჭერა ჩვენთან არ არის ათვისებული, მგონი შენც გინდოდა დაზვერვა,
გამიგია რომ არაგვზე არის ეგ თევზი, იქნებ შუა კვირაში გავსულიყავით ან საღამოს ან დილის
პერიოდში და გვენახა რა და როგორ........

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 6 2009, 16:59

ციტატა(ვიტო @ Sep 6 2009, 02:27 PM) *
troutbaiter
როგორც გამიგია ქაშაპის ჭერა ჩვენთან არ არის ათვისებული, მგონი შენც გინდოდა დაზვერვა,
გამიგია რომ არაგვზე არის ეგ თევზი, იქნებ შუა კვირაში გავსულიყავით ან საღამოს ან დილის
პერიოდში და გვენახა რა და როგორ........


"ჩვენთან" - ალბათ აღმოსავლეთს გულისხმობ, თორემ დასავლეთი მშვენივრადაც ათვისებულია. newsmile05.gif აგერ ერთი კვირის წინაც ხომ დავიჭირე... თითქმის ნებისმიერ მდინარეშია შესაძლებელი სპინინგით მისი დაჭერა! newsmile05.gif

აღმოსავლეთში კი ჯერ-ჯეროBით არ გამოგვდის... არაგვზე ნამდვილად არის, მაგრამ კონკრეტულად რომელ მონაკვეთებზე და რა რაოდენობით ეგაა დასაზუსტებელი. ცარიელ მდინარეზე დასაზვერად გასვლა კი არ მიზიდავს.

პოსტის ავტორი: ბესო Sep 19 2009, 00:48

ოფები წაიშალა. ასეთი თემების გაოფებისგან მაინც შეიკავეთ თავი...

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 19 2009, 19:06

troutbaiter
ეს შენი დაწერილი სტატიაა თუ გადმოქართულებული გაქვს
ძალიან საინტერესოა უბრალოდ, მომეწონა

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 19 2009, 21:24

ციტატა(Bonehill @ Sep 19 2009, 08:06 PM) *
troutbaiter
ეს შენი დაწერილი სტატიაა თუ გადმოქართულებული გაქვს
ძალიან საინტერესოა უბრალოდ, მომეწონა


მადლობა შეფასებისთვის. ჩემი სტატიაა.

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 20 2009, 15:00

არჩილ, როგორც ყოველთვის, ეს სტატიაც ძალიან საინტერესოდ იკითხება. მოკლე და ლაკონურად გაქვს ჩამოყალიბებული ყველა ნიუანსი, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მეთევზის მიერ ერთი ამოსუნთქვით წაკითხვას.

ორიოდ სიტყვას მეც დავამატებ ჩემი ძალზედ მწირი გამოცდილებიდან სპინინგით ქაშაპის ჭერაში (ქაშაპის იმიტომ, რომ სწორედ პირველგატყორცნის კუთხით საინტერესო ობიექტია).

სპინინგით პირველი ქაშაპი დავიჭირე მდინარე ტეხურას ქვედა დინებაში, ნოქალაქევის ოდნავ ზემოთ... კაშკაშა მზის მიუხედავად ადგილი იყო მთლიანად დაჩრდილული გადმოკიდებული ხეებით. ჩავძვერი პატარა გორაკზე, სატყუარად სპინინგს გამოვაბი Panther Martin-ის 3.5 გრამიანი ტრიალა (Florescent Orange) და პირველივე გასროლისას მდინარეს საწინააღმდეგო მხარეს, შეეხო თუ არა სატყუარა წყლის ზედაპირს, მაშინვე განხორციელდა ჩარტყმა და თევზიც გამოყვანილ იქნა უპრობლემოდ (საკმაოდ კარგად ჰქონდა სატყუარა გადაყლაპული). სამწუხაროდ მომდევნო ტყორცნებმა შედეგი არ მოიტანა და მალე ადგილიც შევიცვალეთ...

ამ დღიდან მოყოლებული სულ მეგონა, რომ თუ ქაშაპზე თევზაობისას პირველ ან მეორე გამოტარებისთანავე თევზმა არ ჩაარტყა, ესეიგი ასეთ ადგილას თევზაობა არც ღირს-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა რომ ვცდებოდი... ამ ზაფხულს მდინარე ჩოლოქზე შემთხვევით დავიჭირე ქაშაპი ქარიყლაპიაზე თევზაობისას, თანაც ის-ის იყო წყლიდან ამომეღო გატყორცნილი და უშედეგოდ მოტანილი Mepps-ის მე-3 ნომერი ტრიალა რომ უეცრად ჩემს თვალ წინ სიღრმიდან ამოვარდა თევზი, ეძგერა სატყუარას და წამოეგო კიდეც. თავდაპირველად მეგონა ქარიყლაპია, მაგრამ რომ ამოვიყვანე და დავხედე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა... გავვოცდი ძირითადად ორი რამის გამო: 1. იმიტომ რომ მეყენა ქაშაპისთვის ერთი შეხედვით ზომით საკმაოდ დიდი ტრიალა და მე-2 იმიტომ, რომ დაყენებული მქონდა ფოლადის დამხმარე ძუა, რომელსაც იყენებენ ბასრკბილებიან სახეობებზე სათევზაოდ.

ამ შემთხვევით დაჭერილი ქაშაპის ამოყვანისთანავე მოვხსენი ფოლადის დამხმარე, დავაყენე ჩვეულებრივი მომცრო ზომის კარაბინი, შევცვალე ტრიალაც უფრო პატარა ზომაზე და შედეგმაც არ დააყოვნა - მეორე თუ მესამე გამოტარებაზე დაჭერილ იქნა თითქმის კილოიანი ქაშაპი. ესეც გამოტარების შუა ნაწილში და არა ჩაგდებისთანავე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამინდი იყო მზიანი და უქარო. მომდევნო დღეს პატარა წვიმასა და ნიავში ქაშაპის არც ერთი დარტყმა არ განმეორებულა... სამაგიეროდ ქარიყლაპია იყო მეტად აქტიური newsmile05.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 20 2009, 16:19

Pendragon გმადლობთ.
ძალიან საინტერესო მონათხრობია!
დასანანია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ-ჯერობით ვერ ვნახეთ ისეთი მდინარეები, სადაც სპინინგით ქაშაპის ჭერა შესაძლებელი იქნება.

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 20 2009, 21:57

Pendragon
პირველ ამბავში რომ გახლართე რატომ გადაწყვიტე უფრო პატარა ზომით შეცვლა?

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 20 2009, 22:00

troutbaiter

ციტატა
დასანანია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ-ჯერობით ვერ ვნახეთ ისეთი მდინარეები, სადაც სპინინგით ქაშაპის ჭერა შესაძლებელი იქნება.


კი დასანანია...
მართალია ჯანდარის არხზე დაჭერილ იქნა მომცრო ზომის (მტკაველიც არ იყო) ეგზემპლარი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ნაკლებად ანგარიშგასაწევია... გარდა ამისა ადგილსაც ხომ აქვს მნიშვნელობა სად თევზაობ. გვერდით მოგუგუნე მილები გაურკვეველი შეფერილობის ორთქლით არც თუ მთლად მიმზიდველი ადგილია newsmile05.gif

აღმოსავლეთში სამწუხაროდ არ გვხვდება ისეთი ტიპის მდინარეები, სადაც ქვედა დინებაში თევზაობა სიამოვნებას მოგანიჭებს - შესაძლებელია პერსპექტივა ჰქონდეს მტკვარს, მაგრამ ესეც ისეა დაბინძურებული, რომ მე პირადად მაინცდამაინც არ მიზიდავს.

და მე მგონი თემას გადავუხვიე, ბოდიშს ვიხდი...

ვიტო
ციტატა
პირველ ამბავში რომ გახლართე რატომ გადაწყვიტე უფრო პატარა ზომით შეცვლა?


ცოცხალი ქაშაპი ალბათ გინახავს... თუ დაკვირვებიხარ, პირის აპარატი ქარიყლაპიასთან შედარებით ბევრად უფრო პატარა აქვს - იმავე წონის ქარიყლაპიას ალბათ ორჯერ უფრო დიდი პირი აქვს თუ მეტჯერ არა. სწორედ ამიტომ დავაყენე პატარა ზომის ტრიალა (ორი ნომრით უფრო პატარა), და ამ პატარა ტრიალაზე დავიჭირე 5-6 ცალი ქაშაპი... შესაძლოა დიდი ტრიალითაც დამეჭირა კიდევ 1 ან 2, მაგრამ მე ვფიქრობ, დიდი ზომისა უფრო შეაშინებდა მაგ თევზს და მეტი სიფრთხილისკენ უბიძგებდა, რაც გაართულებდა ჭერას.

ქარიყლაპიას შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაა... არის ასეთი ვობლერი L-Minnow, Yo-Zuri-ს ფირმის. სულ არსებობს ამ ვობლერის 2 ზომა 1-3/4" (4.44სმ) და 2-5/8" (6.65სმ). მდინარე ჩოლოქზე 2-ჯერ უფრო მეტი ქარიყლაპია დავიჭირე დიდი ზომის ელმიოუთი, ვიდრე პატარა ზომით - ქარიყლაპიები იყვნენ სტანდარტულად ერთი ზომისანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: КАА Sep 23 2009, 08:56

troutbaiter поднял оч интересную тему.. Но думаю, что стоит более подробно остановиться на одном еще более интересном аспекте, упомянутом Pendragon-ом

QUOTE
სპინინგით პირველი ქაშაპი დავიჭირე მდინარე ტეხურას ქვედა დინებაში, ნოქალაქევის ოდნავ ზემოთ... კაშკაშა მზის მიუხედავად ადგილი იყო მთლიანად დაჩრდილული გადმოკიდებული ხეებით. ჩავძვერი პატარა გორაკზე, სატყუარად სპინინგს გამოვაბი Panther Martin-ის 3.5 გრამიანი ტრიალა (Florescent Orange) და პირველივე გასროლისას მდინარეს საწინააღმდეგო მხარეს, შეეხო თუ არა სატყუარა წყლის ზედაპირს, მაშინვე განხორციელდა ჩარტყმა და თევზიც გამოყვანილ იქნა უპრობლემოდ (საკმაოდ კარგად ჰქონდა სატყუარა გადაყლაპული). სამწუხაროდ მომდევნო ტყორცნებმა შედეგი არ მოიტანა და მალე ადგილიც შევიცვალეთ...
Если на первом забросе можно поймать практически любую рыбу, то у голавля действительно есть интересная особенность, которая оч ярко проявилась у меня на рыбалке в соганлуге 2 недели назад. Тогда я поимел 6 поклевок и вытащил 4 рыбы, и у меня было ощущение, что голавль стоит с открытым ртом в том месте, куда падает приманка, а точнее, было чувство, что я попадаю воблером ему в рот - т.к. практически не было паузы между падением приманки и поклевкой..
QUOTE
შესაძლოა დიდი ტრიალითაც დამეჭირა კიდევ 1 ან 2, მაგრამ მე ვფიქრობ, დიდი ზომისა უფრო შეაშინებდა მაგ თევზს და მეტი სიფრთხილისკენ უბიძგებდა, რაც გაართულებდა ჭერას
Васо, как говорят опытные голавлятники, голавль (именно голавль, а не голавлишка грамм до 300-400:)), больших приманок не боится, и оч неплохо клюет на воблеры 6 см (если шэд или крэнк) и 7 см (если минноу)

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 23 2009, 13:59

КАА

ციტატა
как говорят опытные голавлятники, голавль (именно голавль, а не голавлишка грамм до 300-400:)), больших приманок не боится

კი სავსებით შესაძლებელია...
სადაც პატარა ქორჭილა უტევს თავისხელა ვობლერს, ეგეც არ უნდა გაგვიკვირდეს...

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქაშაპი პატარა ზომის სატყუარას უფრო მადიანად მისდევს, ვიდრე დიდს - ჩემი 4-5 თევზაობა ქაშაპზე ჯერჯერობით ამის დასტურია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 12 2009, 20:21

ა - გუშინდელი ვარჯიშის შედეგი - ქაშაპი.
http://www.radikal.ru
დაჯდა მე-2 გატარებიდან.
სატყუარა ბლუ ფოქსი #3 (საკმაოდ დიდია)
წითელი ფერის მოწნულა (აბა ბიჭო! თქვი ამის მერე მოწნულის ეშინიაო newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: Pendragon Oct 12 2009, 21:42

troutbaiter
თავად თევზთან შედარებით ტრიალა მართლაც დიდია... თუმცა ჩემი კგ-იანი ქაშაპი დაჯდა Panther Martin-ის #7 ტრიალაზე, რომელიც შენსაზე 2-ჯერ პატარა გამოდის newsmile05.gif

ისე ამაზე უგემური თევზი იშვიათია newsmile038.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 12 2009, 21:55

troutbaiter
ძია ერთი ფოტოშოპი ისწავლე რა გამოგადგება თორე ამ ქაშაპს სად არ შეხვდები

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 22 2009, 13:41


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)