თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ თვითნაკეთი სატყუარები (Самоделки)

პოსტის ავტორი: dmoral Jul 11 2010, 17:21

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


აი ასეთი გამომივიდა ქარიყლაპიას ე.წ. "უზაცეპო" სატყუარა. ტყუილად ყოფნისგან რას არ გააკეთებს ადამიანი.)

ანუ ისე როგორც ამ ვიდეოზეა http://fion.ru/video/jerk_weedless.html. მხოლოდ ცოტა განსხვავებებით: ჯერკის

მაგივრად უტუჩო ვობლერი (ე.წ "სოსტავნიკი") ; ტვისტერის მაგივრად ვიბროკუდი; ე.წ გადასაყვანი მეორე

რგოლის მაგივრად მცირე კარაბინი და ერთი დიდი ოფსეტური ნესკავის მაგივრად, ორი შედარებით მცირე ( ერთი მეორეს ყუწში

გატარებული). ჩემი აზრით კარგი გამოვიდა

თქვენც მირჩიეთ.

p.s. ვობლერის მუცელზე არსებული სამკავის სამაგრის ამოძრობა ჯერჯერობით დამენანა. ვნახოთ როგორ

იმუშავებს. )

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 30 2010, 10:06

dmoral
შემთხვევით ხომ არ აღირსა ამას დღის შუქი?

პოსტის ავტორი: dmoral Sep 30 2010, 14:55

კი აგვისტოში გამოვცადე. 1.5 საათში სულ 6 გამოსვლა დავაფიქსირე. დავიჭირე ერთი პატარა 450გრ-იანი და მეორე ორჯერ უფრო დიდი ნაპირთან მოყვანილი გამექცა.

უფრო ხშირად ვიბროკუდის მაგივრად ვობლერს ესხმოდა თავს. ისე ორივე დიდ ტვისტერზე დაჯდა და არა ვიბროკუდზე.

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 30 2010, 15:20

ციტატა(dmoral @ Sep 30 2010, 15:55) *
უფრო ხშირად ვიბროკუდის მაგივრად ვობლერს ესხმოდა თავს.


რუსები ამ შერჩევის პრინციპს შემდეგნაირად ხსნიან: БОЛЬШОМУ КУСКУ РОТ РАДУЕТСЯ! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Oct 21 2010, 14:29

http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 21 2010, 15:08

აი ჯიგარი ხარ რა!

ჯერ ერთი რო სუპერ შედეგიანი სატყუარაა!

მეორე კი, თევზს ტრავმას არ მიაყენებს!

იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა ყველა ჩვენგანი ნელ-ნელა ეგეთი ნემსკავებით თევზაობაზე გადავალთ.


პოსტის ავტორი: ბესო Oct 21 2010, 22:42

ციტატა(troutbaiter @ 21st October 2010 - 16:08) *
აი ჯიგარი ხარ რა!


თან დღეს შევამოწმე იმ ჩემს პატარა ტბუკაში რამოდენიმე ცისარტყელა კალმახი რომ მყავს გაშვებული საცდელად 2 წუთში 4 ცალი ამოვიყვანე (ნუ მერე ისევ დავუბრუნე საცხოვრებელ ადგილს რა თქმა უნდა) და 2 ცალიც გამიძვრა, მაგრამ ეს გაძრომა გასაგებია, "ბეზ ბოროდკა" ნემსკავია და ტრიალებს.... მმმმმმ.... 10 მეტრის გატარებას 2 წუთი ვუნდები და გიჟივით ბრუნავს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 26 2014, 18:30

4 წელია არავის დაუპოსტავს აქ newsmile05.gif

ესეიგი თქვენი დაჟინებული თხოვნით და ინტერესით ( რაც სასიხარულოა ) მოგიყვებით ამ მართლაც და საოცარ, შედეგიან სატყუარაზე ;

მიკროყანყალა (микроколебалка) .

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

ყველაფერი ამ საიტიდან დაიწყო http://voblery.com.ua/lure-catalog/koketka.html

წავიკითხე შეფასებები, გამოხმაურებები და ძალიან დამაინტერესა.

მერე ვნახე ეს ვიდეო , საინტერესოა უყურეთ.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე მე თითონ გამეკეთებინა მსგავსი რამ, დიდი იმედი არ მქონდა , მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო newsmile05.gif

მასალა : ესეიგი რა არ ვცადე, მაგრამ 1 მილიმეტრიანი სპილენძის ლისტია ყველაზე ოპტიმალური, ან ლატუნი, აქ მთავარი პრინციპია ადვილად დამუშავდეს და შესაბამისად წონაც ქონდეს. ასევე გამიკეთებია 10 თეთრიანისგან , წონაც მშვენიერი აქ და საკმაოდ კაი დასამუშავებელია.

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

წვეთის ან ელიფსის ფორმას ვაძლვ, ვხ**იტავ და ჩაქუჩით შუაში ჩაღუნვას უკეთებ. ყველაფერი თვალის ძომით კეთდება და ბოლოს 50/50 გამოვა ან არა მუშა, ნუ მერე კორეკტირებაც შეიძლება. მთავარი ისაა რო ყანყალა მინიმალურ მოზრაობაზეც უნდა მუშაობდეს, რაც ნელა გაატარებ , მით მეტი კლიოვი გექნება

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

ფერი : მე ვღებავ მანიკურით (იაფი-იორღა), ფერები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებითა და ფანტაზიით შეარჩიოთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ მყვირალა ფერის სატყუარა ადვილი სამართავია, როცა ხედავ შეგიძლია დაბრკოლებას ადვილად აარიდო, ნუ მეორე საქმეა თევზის გემოვნება და პირობები სადაც გიწევთ თევზაობა.

ნემსკავი: უმეტესად ამ ზომის ყანყალები ერთიანი ნემსკავებითაა, ამბობენ წყალში მყოფ დაბრკოლებებს ფაქტიურად არ ედებაო, მაგრამ ფუჭი ჩარტყმები მეტი აქვს, მე სამკავებს ვხმარობ, რა ზომაა აღარ მახსოვს, მაგრამ მაგაზე პატარა არც მინახავს. სასურველია იყოს წვრილი მავთულით გაკეთებული, თევზს კარგად აფიქსირებს და რაც მთავარია ზაცეპიდან გამოღებისას ოდნავ იშლება და არ გვეკარგება.

რავი, მგონი სულ ეს არის... თუ რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ.

შედეგიან თევზაობას გისურვებთ !

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 26 2014, 18:59

რაღაც საინტერესოა ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 26 2014, 19:27

ამ ყანყალების გულისთვის ვორნი ავირტყი ეგრე რა შე კაი კაცო

მოგვიანებით განვიხილავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hubert Apr 26 2014, 20:26

LeoTaso
small3d018.gif small3d018.gif აუცილებლად გავაკეთებ და ვცდი ქაშაპზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 27 2014, 01:09

LeoTaso
xoshian.gif newsmile027.gif

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 26th April 2014 - 20:27) *
ამ ყანყალების გულისთვის ვორნი ავირტყი ეგრე რა შე კაი კაცო

რას გვიშვება ეს მთავრობა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 27 2014, 22:50

LeoTaso
მაგ ყანყალათი დაიჭირე ეგენი?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 1 2014, 02:56

ნუკრიMax





საინტერესოა მტკვარზე თუ იმუშავებს

LeoTaso ხომ არ გიცდია?




პოსტის ავტორი: chalata May 1 2014, 06:59

მაგრად Mომეწონა ,ხოშიან

პოსტის ავტორი: LeoTaso May 2 2014, 09:32

მაქსიმუსა

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 1st May 2014 - 03:56) *
საინტერესოა მტკვარზე თუ იმუშავებს

LeoTaso ხომ არ გიცდია?


რო დაიწმინდება ვაპირებ. მხოლოდ დიდი ზომის სატყუარებით, წესით უნდა აიღოს.

პოსტის ავტორი: ჩელე May 2 2014, 12:17

LeoTaso

ყველაფერი ხოშიანია, მეგრამ ერთი მაინტერესებს: მანიკურის სუნს ვერ გრძნობს თევზი?

პოსტის ავტორი: უიარაღო May 2 2014, 12:37

სუნს ვერა. მხედველობით აღიქვამს.

პოსტის ავტორი: dzirula May 3 2014, 12:04

სალამი. ერთი კითხვა მაქ, ეგეთი რო გავაკეთო მდინარეში სადაც ტობი და ქაშაპია ივარგებს ნეტა? საერთოდ ბაყაყის თავკომბალაზე ვიჭერ ხოლმე და დავიჯერო ეგენი არ გაჭრის?

პოსტის ავტორი: noa Jan 22 2015, 17:38

ციტატა(მაქსიმუსა @ May 1 2014, 03:56) *
ნუკრიMax





საინტერესოა მტკვარზე თუ იმუშავებს

LeoTaso ხომ არ გიცდია?

ეს რა ადგილია სად თევზაობ?

პოსტის ავტორი: monadire111 Mar 27 2015, 16:30

http://www.radikal.ru

ივარგებს ეს მიკრო ტრიალებიი ? სურათს უფრო დიდი ფორმატით ვერ ვდებ :(

ჩავასწორე და შემდეგში ყურადღებით

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 27 2015, 19:59

monadire111

ციტატა(wio111 @ 27th March 2015 - 17:30) *
ივარგებს ეს მიკრო ტრიალებიი ?


თუ ტრიალებს ადგრე თუ გვიან მოტყუვდება ვინმე newsmile05.gif მეც გავაკეთე მსგავსები, მაგრამ ძაან მსუბუქებია და 5 მეტრში ძლივს ვაგდებ ბომბარდის გარეშე. ჯერ არაფერი დამიჭერია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)