თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ ჯოხი (ანკესი)

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 24 2009, 17:39

ჯოხი სპინინგისთვის


სასპინინგე ჯოხი, იგივე ანკესი, უნდა იყოს პირველ რიგში მსუბუქი და ამავდროულად საკმაოდ მტკიცე. ის თევზჭერის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით მუდამ მოქმედაბაშია და მთელი დღის განმავლობაში საკმაო დატვირთვების ატანა უწევს: სატყუარის ტყორცნა, მისი გატარება, თევზის ამოყვანა და ასე შემდეგ. ამიტომ მის სიმტკიცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სიმსუბუქე შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს როგორც თოფის წონა ნადირობის დროს.

ამიტომ ახალი თაობის ანკესები მზადდება ძირითადად углеволокно-გან (ქართულად არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ გრაფიტისგან რომ მზადდება ვიცი newsmile05.gif ) ,რაც შესაბამისად არსებითად ამცირებს ანკესის წონას და ამცირებს მის ინერციულობას.

სასპინინგე ანკესის სიგრძე
ანკესის სიგრძე ვარირებს 1.4 მეტრიდან (პატარა თევზის დასაჭერად მცირე მდინარეებში) - 4 მეტრამდე (სერფიშინგი ზღვის ნაპირიდან). ჩვენთან კი უფრო "ხოდშია" ანკესები 1.8 მეტრიდან - 3.3 მეტრამდე. ანკესის სიგრძის შერჩევისას მნიშვნელობა ენიშება იმას თუ როგორ აპირებთ თევზაობას - ნავიდან, თუ ნაპირიდან. ნავიდან თევზაობისას უფრო მოსახერხებელია მოკლედ ანკესები, ხოლო ნაპირიდან - პირიქით.

აქვე უნდა გაითვალისწინოთ ქართული პირობებიც. თუ თქვენი სათევზაო ადგილები ძირითადად წარმოადგენს ბუჩქნარიან და ხეებიან ნაპირებს - მაშინ გრძელი ანკესების გამოყენება საკმაოდ მოუხერხებელია. ალბათ ყველაზე უნივერსალური დიაპაზონი ჩვენს პირობებში იქნება 2.4 - 2.7 მეტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ანკესების სიგრძეები განსხვავდება ევროპულებისგან. ამერიკული ანკესების უმრავლესობა არწევს მაქსიმუმ 2.14 მეტრს სიგრძეში, რაც სავარაუდოთ გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელები ნავიდან თევზაობას ამჯობინებენ. მაშინ როდესაც ევროპული ანკესების უმეტესობა იწყება 2.10 მეტრიდან.

სასპინინგე ანკესის ტესტი
სასპინინგე ანკესი და გამოყენებადი სატყუარები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ანუ სატყუარის წონა უნდა შეესაბამებოდეს ანკესის "ტესტ" . ტესტი ანკესებს აწერია გრამებში ან უნციებში და მოცემულია როგორც დიაპაზონი "მინიმალური წონა - მაქსიმალური წონა" და ანკესებზე არის მოცემული როგორც - Casting Wight (C.W.) ან Lure Wight (L.W.). ქვედა მაჩვენებელი გვეუბნება სატყუარას მინიმალურ წონას, რომელსაც ანკესი "გრძნობს" ტყორცნის დროს, ხოლო ზედა - სატყუარას მაქსიმალურ წონას, რომლის ტყორცნაც არ დააზიანებს ანკეს.

ტესტის მიხედვით ანკესები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1. ულტრამსუბუქი (ultra light) - 1-7 გრამი
2. მსუბუქი (light) - 3-15 გრამი
3. საშუალო 7-30 გრამი
4. მძიმე 15-60 გრამი

ტესტი არ ნიშნავს ანკესის სიმძლავრეს. ანუ მსუბუქი ანკესით თავისუფლად შესაძლებელია 2 კილოიანი თევზის ამოყვანაც კი. აქ უკვე საქმე ამოყვანის ტექნიკაშია და გამოცდილებაში.

ხანდახან ანკესზე მითითებულია ძუის რეკომენდირებული ტესტიც (Line Test), რაც საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. თუ ძუის ტესტი აღემატება ანკესის ტესტ - ამან შეიძლება გადატეხოს ანკესი ვთქვათ იგივე სატყუარის "ზაცეპიდან" ამოღების დროს. ხოლო უფრო ნაკლები ტესტის ძუა კი - შეიძლება ვერ უძლებდეს ანკესის აქტიურ მუშაობას და ხშირად წყდებოდეს.


ვარჩევთ სასპინინგე ანკეს
ისევე როგორც არ არსებობს უნივერსალური თოფი, ასევე არ არსებობს უნივერსალური ანკესი. იდეაში სპინინგით გატაცებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 2-3 ანკესი მსუბუქიდან - მძიმით დამთავრებული.

მაგრამ პირველ ხანებში შესაძლებელია "მეტ-ნაკლებად" უნივერსალური ანკესის შეძენა. ასეთი ანკესის რეალური ტესტი უნდა იყოს 5-25 ან 7-30 გრამი.


აბა თქვენ იცით newsmile05.gif გისურვებთ წარმატებებს newsmile05.gif


ხო მართლა პირველწყარო ავიღე KAA დადებული ლინკიდა და ჩემი რაღაცეებიც დავამატე

P.S. - ქართულად იგივე "ხო მართლაა ???" newsmile035.gif newsmile035.gif




პოსტის ავტორი: КАА Sep 25 2009, 11:28

QUOTE
ეს თემაც უკეთესი სტატიის მოლოდინშია !
Ну, для начала думаю будет неплохо ознакомиться с http://vlasenko.ru/1000-nnn/1003-txt.htm статьей newsmile045.gif
Думаеццо, что после ее прочтения, помимо вопросов по выбору удилища, отпадут и многие другие вопросы.. Хотя не исключено, что появятся и новые newsmile045.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 25 2009, 21:10

ცოდნა ძალაა!
არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ!!! თან უბრალოდ კი არ წაიკითხოთ, - შეისწავლეთ!!!
ნამდვილად, ამის შემდეგ, ბევრი შეკითხვისგან გათავისუფლდებით.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 19 2009, 23:57

გიორგი
ისე აქ ვნახე KAA-ს ქონდა კარგი სპინინგი ტელესკოპური , რუსული მაღაზიის ლინკი იყო , შიმანოს ფირმის, ეგეთი ამერიკაში არ არის არსად?

აი ამაზე მაქვს ლაპარაკი Shimano Catana BX Telespin 300 M როგორც მივხვდი სპეციალურად მდინარეზე სათევზაო სპინინგია ხომ? newsmile05.gif



http://efish.ru/shop/catalog1/Udilisa/spinning/telecsope/shimano/catana_telespin/122134.php


პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 00:03

geojorjika

რავი KAA-ს არ შეეშლებოდა, გამოცდილი სპინინგისტია.... მაგრამ მე მაინც შტეკერულ ანკესებს ვამჯობინებ...


პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 07:45

გიორგი
ჰო მაგრამ ტრანსპორტირების და კომპაქტურობის მხრივ ტელეკოპური გაცილებით ჯობია, თუმცა შტეკერული უფრო ზუსტია მე როგორც ვიცი არა? newsmile05.gif ჰო და კიდევ 3 მეტრი ესეთი სპინინგისთვის ცოტა გრძელი ხომ არ არის? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 16:46

ციტატა(geojorjika @ Oct 20 2009, 08:45 AM) *
გიორგი
ჰო მაგრამ ტრანსპორტირების და კომპაქტურობის მხრივ ტელეკოპური გაცილებით ჯობია, თუმცა შტეკერული უფრო ზუსტია მე როგორც ვიცი არა? newsmile05.gif ჰო და კიდევ 3 მეტრი ესეთი სპინინგისთვის ცოტა გრძელი ხომ არ არის? newsmile05.gif


ტრანსპორტირებისთვის ნამდვილად ტელესკოპური ჯობია, მარტო ტრანსპორტირებისთვის არა.... აი 20 კილომეტრს რომ გაივლი ფეხით და მერე უკანა გზაზე მაგ სპინინგს რომ აკეცავ და ზურგჩანთაში ჩადებ - შენზე ბედნიერი კაცი არ იქნება იმ მომენტში newsmile05.gif newsmile05.gif

რაც შეეხება 3 მეტრას - მე პირადად ორი ანკესი მაქვს 2.40 და 2.60. ხოდა 2.60-იც ზოგ ადგილას გრძელი და მოუხერხებელი მეჩვენება.... და რავი აბა....

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 19:24

გიორგი
მდაა მეკიდე ვფიქრობდი 3 მეტრი მოკლედ იქნებათქო newsmile05.gif იქ არის ერთI მოდელი შიმანოსი 2.7 მ მემგონი მაგას ავიღებ , მომეწონა გარეგნულად და რადგან KAA-ს აქვს ძნაჩიტ კარგი უნდა იყოს აბა მე მაგენშI ვერ ვერკვევი newsmile05.gif , და ყველაზე მთავარი ვინმემთუ არ მასწავლა 1000$-ანი ჯოხის ორმ ვიყიდო ვერაფერს დავიჭერ მაინც ჩემი უცოდინარობით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 20 2009, 19:27

geojorjika
ისე მეც ჩავეწერებოდი მასტერკლასის ჩვენებების რიგში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 19:29

geojorjika

მოიცა ქარფთველო არ იჩქარო newsmile05.gif newsmile05.gif ჯოხს რომ ყიდულობ - მარტი სიგრძეზე არ არის !!! newsmile05.gif მანდ ბევრი რამე უნდა კიდე... newsmile05.gif ტესტი რა აქვს ჯოხს ???

თუ გინდა ხვალე ჩემს ჯოხებს წამოვიღებ და განახებ... ერთი ისედაც სულ მანქანაში მაქვს და მეორესაც ჩავაგდებდი და საღამოს განახებდი....

თორე მე ეგრე სიგრძე რომ მომეწონა ერთი ჯოხი ვიყიდე სპრო და ტესტი ჰქონდა 100-180 newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif სპინინგი კი არა მშენებლობაში კრანი რომ გაგვიფუჭდება - მაგით ზიდავენ ბლოკებს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif არ იჩქარო ყიდვა - რამე სხვა არ იყიდო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 19:30

გიორგი
აი მონაცემები newsmile05.gif


Производитель Shimano (Япония)
Длина удилища (см ) 270
Вес приманки (гр) 10-30
Вес удилища (гр) 166
Кол-во колец 7
Кол-во cекций 7
Строй удилища средне-быстрый
Длина при транспортировке (см) 68

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 19:32

ციტატა(geojorjika @ 20th October 2009 - 08:24 PM) *
მდაა მეკიდე ვფიქრობდი 3 მეტრი მოკლედ იქნებათქო


სპინინგის დროს ერთი რამეს უნდა მიაქციო ყურადღება - ეს არის ის რომ, სპინინგის დროს ჯოხი სულ მოძრაობაშია, ისე არ არის დნკაზე რომ გადააგდებ და მთელი დღე მიყუდებულარიან თავისთვის newsmile05.gif ამიტომ ჯოხი უნდა იყოს საკმაოდ მსუბუქი, მოხერხებული და მისი სიგრძე უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს საკმაოდ რთულ ნაპირებს... ამიტომ 2.60 მეტრი მე დაჟე მებევრრება რაღაც პონტში.... მაგრამ ფოთში ტბებზე კარგია... აი მთის ბუჩქებიანი მდინარეების პირზე სასიარულოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მოუხერხებელიც კი არის.....

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 19:33

10-30 გრამი ტესტი როგორია? newsmile05.gif 2.7 მეტრი სიგრძე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 19:36

ციტატა(geojorjika @ Oct 20 2009, 08:30 PM) *
გიორგი
აი მონაცემები newsmile05.gif


Производитель Shimano (Япония)
Длина удилища (см ) 270
Вес приманки (гр) 10-30
Вес удилища (гр) 166
Кол-во колец 7
Кол-во cекций 7
Строй удилища средне-быстрый
Длина при транспортировке (см) 68


ჰმმმ რქავი აბა.... ერთ გადაცემაში ვნახე, ეგ ტესტი მგონი უნივერსალურშიც კი გადის..... ქარიყლაპიაზე და მოზრდილ თევზებზე ჩემი აზრით კაია...

მაგრამ პროფებიც რომ გირჩევდენენ რამეს, ცუდი არ იქნებოდა - არ მინდა ჩემ თავზე ძალიან ბევრი ავიღო... თუმცა მგონია, რომ ცოტა ქვედა დიაპაზონი აჯობებს მაგას

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 19:44

ანუ ქვედა ტესტზე ამბობ? newsmile05.gif

და საერთოდ სად ვიყიდო ეგ? ამ საიტიდან ჩამოტანა შეიძLება?

http://efish.ru/shop/catalog1/Udilisa/spinning/telecsope/shimano/catana_telespin/122133.php

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 19:47

ციტატა(geojorjika @ Oct 20 2009, 08:44 PM) *
ანუ ქვედა ტესტზე ამბობ? newsmile05.gif

და საერთოდ სად ვიყიდო ეგ? ამ საიტიდან ჩამოტანა შეიძLება?

http://efish.ru/shop/catalog1/Udilisa/spinning/telecsope/shimano/catana_telespin/122133.php



ვაჟაზე ვიყიდე მე და კაი ჯოხებიცა აქვთ და ფასიც ნორმალურია

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 19:48

გიორგი
დელისთან?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 20 2009, 19:49

არა, მებადურში – სამედიცინოს პირდაპირ

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 20 2009, 19:51

გიორგი
ვა ეგ არც ვიცოდი აბა გავივლი მანდ newsmile05.gif , სპასიბა , მაგრამ მე ხომ ვცი მანიც ჩამოტანაზე დავიწყებ ჩალიჩს და ბარემ მთელს აღჭურვილობას მოვაყოლებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Oct 21 2009, 10:21

ვინმემ დაწეროთ იქნებ, რა კრიტერიუმებით ხდება არჩევა სასპინინგე ჯოხის - სხვადასხვა თევზე თევზაობისას? კალმახი, ქარიყლაპია და ასე შემდეგ. ანუ მაინტერესებს ტესტების და სისწრაფის შეფარდება სხვადასხვა შემთხვევებში.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 22 2009, 00:24

ციტატა(ბესო @ Oct 21 2009, 11:21 AM) *
ვინმემ დაწეროთ იქნებ, რა კრიტერიუმებით ხდება არჩევა სასპინინგე ჯოხის - სხვადასხვა თევზე თევზაობისას? კალმახი, ქარიყლაპია და ასე შემდეგ. ანუ მაინტერესებს ტესტების და სისწრაფის შეფარდება სხვადასხვა შემთხვევებში.



პირველი პოსტი ჩავასწორე და ნახე აბა თუ გამოგადგება რამეში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 22 2009, 14:18


პოსტის ავტორი: КАА Oct 24 2009, 08:35

Мдаааа... и название ролика нормально перевести не смогли... Причем тут спиннинги? народ лепит нахлыстовые трехсекционники..
Хоть технологии и схожи, но все таки...

პოსტის ავტორი: CECEIRON Oct 24 2009, 19:12

ციტატა(КАА @ Oct 24 2009, 09:35 AM) *
Мдаааа... и название ролика нормально перевести не смогли... Причем тут спиннинги? народ лепит нахлыстовые трехсекционники..
Хоть технологии и схожи, но все таки...

კაცო ეს რუსული არ მესმის გადამითარგმნეთ რა newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci Nov 20 2009, 14:22

გვიტრაკებს რა რუსულად newsmile011.gif არასწორიაო

ვაპირებ მომავალი გაზაფხულისთვის შევაგროვო ფული ერთი სასპინინგე ჯოხისთვის.
და რა მინდა დავიჭირო...
...უნდა ვიჭირო ქარიყლაპია სერიოზული ზომების;
ქაშაპი;
ვსინჯო კალმახი
და ვაკეთო ექსპერიმენტები ზღვაში.
100-130 ლარში უნდა ჩავეტიო
აბა ვინ იცის უკეთესი ვარიანტი ჩემთვის...

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 21 2009, 00:29

amroci

კალმახი წითელ ნუსხაშია და შესაბამისად მისი ჭერა აკრძალულია.... იმის და მიუხედვად, რომ ხალხი მაინც იჭერს - ფორუმზე ამ თემაზე მაინც არ ვსაუბრობთ.

რაც შეეხება ჯოხს - მე მგონი მე რომ მაქვს ლაითი ჯოხი, ეგეთი გამოგადგება ზუსტად და ფასშიც ჩაჯდები

პოსტის ავტორი: amroci Nov 21 2009, 18:17

მეც ძალიან დამაფიქრა შენმა ჯოხმა. დრო მოვა ეგეთს შევიძენ
კალმახს რაც შეეხება. ჯერ ვერ ვითევზავებ საერთოდ. და მერე რომც მოხდეს სასწაული და დავიჭირო, აუცილებლად უკან გაუშვებ

პოსტის ავტორი: dato79 Dec 11 2009, 17:21

მოგესალმებით ყველას.
მეგობრებო, ერთი პატარა კითხვა მაქვს გამოცდილ სპინინგისტებთან. დღეს ვნახე ერთი სპინინგი, დამწყებს ალბათ ერთი სეზონი ეუოფა, სიგრძე 210, ტესტი 5-20 გრ, action-მრდიუმ, შეიძლება ცოტა გლეხურად გამომივიდეს, ძალიან რბილი ჯოხი იყო. და თვით კითხვა: action-ის ხარჯზე შესაძლებელია თუ არა 2-3 გრ. სატყუარებით თევზაობა? თქვენ როგორ ფიქრობთ ტყორცნა შესაძლებელი იქნება? ხო ჯოხი ტრაბუკოსი.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 11 2009, 19:00

dato79
რავიცი ჯობია Lite და Fast-ი აიღო მაგდენ ჩალიჩს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato79 Dec 11 2009, 19:20

არ იყო newsmile090.gif , და რა უპირატესობა აქვს fasts medium თან? თან უნდათ რომ მაჩუქონ და ძვირიანის ყიდვაც არ უნდათ newsmile029.gif . და იმ თანხაში მხოლოდ ამ ტესტით და წყობით არის. თუ დაველოდო იქნებ რამე სხვა ვაყიდინო newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 11 2009, 19:23

უმჯობესია აყიდინო სხვა, მართალია ცოტა მოცდა მოგიწევს, მარა თუ იცი რო ნაღდად გიყიდიან უკეთესს, მაშინ დაელოდე....

პოსტის ავტორი: Fuego Dec 12 2009, 12:35

http://www.radikal.ru

მე მგონი ადვილად გასაგები სქემაა. აღებულია Batson enterprises-ის კატალოგიდან, ასე, რომ action-მრდიუმ არა, power - medium და action - fast.

ეს იმათთვის, ვინც რუსულად ვერ კითხულობს KAA-ს პოსტს ამ ფორუმზე. http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=410&view=findpost&p=13697

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 10 2010, 19:14

იქნებ ვინმემ გამარკვიოთ, სპინინგისთვის საჭირო მოწყობილობა სად ვიყიდო, ან რა ფასებში შეიძლება შეძენა?

პოსტის ავტორი: ბესო Mar 15 2010, 12:40

ციტატა(kasablanka @ Mar 10 2010, 20:14) *
იქნებ ვინმემ გამარკვიოთ, სპინინგისთვის საჭირო მოწყობილობა სად ვიყიდო, ან რა ფასებში შეიძლება შეძენა?


ეგ ვრცელი თემაა! დაწყებული საქართველოდან დამთავრებული ამერიკა-იაპონიით ყველგან შეგიძლია იყიდო. ფასები ვარირებს 50 ლარიდან 10,000 დოლარამდე! გააჩნია რისთვის გინდა რა პირობებში სათევზაოდ - რა მოთხოვნებს უყენებ სპინს და რა თანხის გაღება შეგიძლია! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 15 2010, 13:07

საქართველოში ვაპირებ თევზაობას. ამ ზაფხულს სამეგრელოში დამპატიჟეს. ბლესნები და ვობლერები მაქვს

პოსტის ავტორი: troutbaiter Mar 15 2010, 14:09

მთის მდინარეზე თუ ბარის? ან იქნებ ტბებზე? ან რა თევზს უმიზნებ?
ამას ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს.

პოსტის ავტორი: ბესო Mar 15 2010, 14:09

kasablanka

რა ფასებში გინდა თუ გაგვანდობ - შეიძლება გირჩიოთ რაიმე სად იყიდო!

პოსტის ავტორი: dmoral Mar 16 2010, 18:57

რა თევზზე აპირებ ტევზაობას?

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 17 2010, 21:15

100 დოლარში თუ ჩავეტევი?

მთის მდინარეზეა ლაპარაკი. კალმახზე ალბათ, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ინფორმაცია მაქვს

პოსტის ავტორი: ბესო Mar 18 2010, 18:17

ციტატა(kasablanka @ Mar 17 2010, 22:15) *
100 დოლარში თუ ჩავეტევი?

მთის მდინარეზეა ლაპარაკი. კალმახზე ალბათ, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ინფორმაცია მაქვს



ოოო. კალმახი, რომ წითელი წიგნის ეგზემპლარია და კანონი იცავს ეგ არ წაგიკითხავს არსად?
ხოლო მასზე თევზაობის ფაქტებიც რომ კანონით ისჯება ეგეც თუ არ არის ცნობილი - მაშინ ეხლა გავამხელ newsmile05.gif

ისე კი ზოგადად 100 დოლარში ციტა გაგიჭირდება ჩატევა, ნუ რაღაცას მოახერხებ - ოღონდ არ იქნება ეს ექსტრა კლასის აღჭურვილობა რა თქმა უნდა.
სპინინგი შეგიძლია შეიძინო ნახალოვკაში არსებულ მაღაზიაში - 2,40 - 2,70, ტესტით 5-25, 10-30 - გამოგადგება, როგორც ქორჭილაზე, ასევე ქარიყლაპიაზეც - 80-100 ლარში ჩაეტევი. ეს მაღაზია არის სამშობიაროსთან ახლოს და გზის მაგავე მხარეს. კოჭასაც შეიძენ მანდ უპრობლემოდ, 30-40 ლარად, ხოლო ძუა კი მაგელანში იყიდე რაიმე შედარებით იაფიანი ვარიანტი და ეგ არის!

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 20 2010, 14:26

ლოქოზე სათევზაოდ რა სახის სპინინგი გამომადგება?

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 23 2010, 11:46

ექსტრა კლასის აღჭურვილობას რა ფასში შევიძენ?

პოსტის ავტორი: Pendragon Mar 24 2010, 11:12

ციტატა(kasablanka @ Mar 23 2010, 12:46) *
ექსტრა კლასის აღჭურვილობას რა ფასში შევიძენ?


ამ კითხვაზე ვერავინ გაგცემს პასუხს, სანამ არ დააზუსტებ, რომელი თევზ(ებ)ის დასაჭერად გინდა ეს აღჭურვილობა და რა კლასის სპინინგი გინდა ააწყო (ულტრალაითი, ლაითი, მედიუმი, ჰევი)?

თუ ამას დააზუსტებ, მაშინ შევეცდებით, რამე გირჩიოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 24 2010, 20:12

თუ არ შეწუხდებით, იქნებ ამიხსნათ რა განსხვავებაა სპინინგის ამ სახეობებს შორის?

თევზებს რაც შეეხება, კალმახი, ლოქო, ქარიყლაპია

პოსტის ავტორი: Pendragon Mar 24 2010, 21:42

საერთოდ კალმახზე, ქარიყლაპიაზე და ლოქოზე ერთი და იგივე ანკესი არ გამოიყენება... თუმცა ჩვენს პირობებში, იმის გამო, რომ 3-4 KG-იან ქარიყლაპიას პრაქტიკულად ვერ შეხვდებით, კალმახისთვის და ქარიყლაპიის ჯოხების გაერთიანება შესაძლებელია და მე ასეც ვაკეთებ... ლოქოს კი ნამდვილად ცალკე აღჭურვილობა უნდა და ამაზე მერე თუ გნებავთ ვისაუბროთ.

რაც შეეხება პირველ ორ სახეობას, მათზე სათევზაოდ კარგია ლაით-კლასის ჯოხი, რომლის ტესტიც მერყეობს 3-18გრ - 5-20გრ (ეს არის სატყუარის წონის დიაპაზონი, რომლის გადაგდებაზეც გათვლილია ჯოხი). ჯოხის სიგრძე კარგია 2.4-3.0მ-მდე დიაპაზონში, თუმცა ყველაზე მეტად უნივერსალური არის 2.7მ-ის ჯოხი. ასეთ ჯოხზე არც პატარა კოჭაა კარგი და არც მეტისმეტად დიდი. ალბათ საუკეთესო ვარიანტებია 2000-2500 ზომის კოჭები, აღსანიშნავია, რომ ასეთი კლასის ჯოხს ყველაზე მეტად აბალანსებს 2500-იანი კოჭა.
ძუას რაც შეეხება, გააჩნია რა მეთოდით აპირებ თევზაობას და როგორია სათევზაო პირობები. ძალიან ამართლებს მოწნული ძუის დაყენება ტესტით 8-დან 15 ლიბრამდე (LB). ხოლო თუ მონოს ვაყენებთ, 0.25-ზე უფრო მსხვილი როგორც წესი საჭირო არ არის.

ახლა რაც შეეხება "ექსტრა კლასს"-ის ფასებს, ანუ თუ სწორად გავიგე მაღალი ხარისხის ინვენტარს. აქაც არჩევანი საკმაოდ დიდია და თუ ძალიან მოინდომებთ, თავისუფლად ახვალთ ოთხნიშნა მწვანე ციფრზე .... რა თქმა უნდა ჯერჯერობით თბილისში ამ ხარისხის აღჭურვილობა არ იყიდება და მოგიწევთ უცხო ქვეყნიდან ჩამოტანა. თუ თქვენ მეტყვით, კონკრეტულად რა ბიუჯეტზე გაქვთ საუბარი, შევეცდები კონკრეტულად მოგაწოდოთ მოდელები თავის ფასებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 25 2010, 13:27

შეგიძლიათ საკალმახე სპინინგის აწყობაში დამეხმაროთ?

პოსტის ავტორი: ბესო Mar 29 2010, 16:24

ციტატა(kasablanka @ Mar 25 2010, 14:27) *
შეგიძლიათ საკალმახე სპინინგის აწყობაში დამეხმაროთ?


დავიწყოთ იქედან რა თანხაში გინდა რომ ჩაეტიო?

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 30 2010, 13:26

150დოლარი

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 11:34

ნუ მაგ ფასად კარგს ვერ აიღებ!

მე გირჩევ კაბელასის კომბოებზე გაკეთო აქცენტი:
მაგალითAდ ამაზე:
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp?id=0075036125120a&navCount=1&podId=0075036&parentId=cat20287&masterpathid=&navAction=jump&cmCat=MainCatcat20166-cat20174-cat20287&catalogCode=IA&rid=&parentType=index&indexId=cat20287&hasJS=true

მოდელი: PGS703-2 მაქოს ზომა - 2500

ამას დაუმატე Power Pro-ს მოწნული ძუა და რამოდენიმე სატყუარა! - თავისი ტრანსპორტირებიანად ჩაეტევი 150 მარადმწვანეში!

ან OKUMA-ს ნაწარმი მოიძიე - ოღონდ საქართველოში არა newsmile05.gif აქ ჩინური ნაგავი შემოდის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 1 2010, 15:55

ეგეთი შემთხვევა არ მქონია და დამეხმარებით ? ან ვის მივმართო ჩამოსატანად, ან გადახდა როგორ ხდება? იქნებ გამარკვიოთ

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 16:41

kasablanka

გაქვს სადებეტო ბარათი?

ვიზა ან მასტერი?

ააა პრინციპში ეგეც არ გინდა! სხვა გამოსავალიც არის - ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიებით შეიძლება ჩამოტანა და აქ ადგილზე გადახდა ინვოისის საფუძველზე!

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 1 2010, 20:02

საქართველოს ბანკის ბარათი მაქვს

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 20:14

არ გინდა. დამიკავშირდი იქეთ კვირაში და მიგასწავლი როგორც უნდა ჩამოიტანო!

TAMPLIER


ისე ეგ ანკესი შენც გამოგადგება. რასაც ეძებდი ზუსტად ეგ არის!!! ოღონდ შენ ქვედა მოდელი აიღე ოდნავ უფრო მაღალი ტესტებით 7 გრამიდან რომ იწყება!!!

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 1 2010, 21:09

გაბელასის ფირმის მირჩიეს. შენ რას მირჩევ?

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 21:16

ციტატა(kasablanka @ Apr 1 2010, 22:09) *
გაბელასის ფირმის მირჩიეს. შენ რას მირჩევ?


ვინ გირჩია?

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 1 2010, 21:42

აქაურია ფორუმელი პენდრაგონი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 1 2010, 23:21

ბესო
არ მინდა გაბელასი შიმანოები ჩითავს ხოლმე და იმას დავითრევ

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 23:27

ციტატა(T A M P L I E R @ Apr 2 2010, 00:21) *
ბესო
არ მინდა გაბელასი შიმანოები ჩითავს ხოლმე და იმას დავითრევ


მაგ ფასად ნაყიდ შიმანოს თხილის ჯოხი ჯობია ეს სპინი IM6 გრაფიტით არის დამზადებული და ის შიმანო იქნება "სტეკლოვოლოკნოს" "შვანობა"!

ციტატა(kasablanka @ 1st April 2010 - 22:09) *
შენ რას მირჩევ?


მე რასაც გირჩევ, იმის ლინკი დავდე წინა გვერდზე და ნახე!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 1 2010, 23:33

ბესო
შიმანოს კატუშკა იქნება

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 23:36

გააჩნია რომელი newsmile05.gif ლინკი მომე აბა

თორემ შიმანოს ზოგ კოჭას ლილოს მაფია ჯობია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 1 2010, 23:39

სად ვეძებო ეხლა მერე მოგცემ

პოსტის ავტორი: Pendragon Apr 2 2010, 00:35

ციტატა(kasablanka @ Apr 1 2010, 22:09) *
გაბელასის ფირმის მირჩიეს. შენ რას მირჩევ?

კაბელასის ფირმის ჯოხი მე არ მირჩევია... მე გიტხარი - კაბელასზე შეგიძლია იყიდო-თქო... ამ მაღაზიაში არის როგორც თავისი ბრენდით გამოშვებული აღჭურვილობა, ისე სხვა ფირმების ინვენტარიც. იმის გამო, რომ თანხაში შეზღუდული ხარ, ბესოს რჩევა იქნება ყველაზე მისაღები. დანარჩენი შენ იცი.

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 5 2010, 11:42

მადლობა

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 21 2010, 12:39

ჯოხი ლაითი ჯობია თუ ულტრალაითი?

პოსტის ავტორი: Pendragon Apr 21 2010, 14:37

kasablanka
რისთვის?

რომელი თევზი უნდა იჭირო? სად უნდა ითევზაო? რა სატყუარები გინდა რომ გამოიყენო? რა კოჭა უნდა დააყენო? და ასე შემდეგ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 21 2010, 22:26

კალმახზე მაქვს ლაპარაკი. კოჭაც თქვენ მირჩიეთ თუ შეგიძლიათ

პოსტის ავტორი: ბესო Apr 23 2010, 21:06

ციტატა(kasablanka @ 21st April 2010 - 23:26) *
კალმახზე მაქვს ლაპარაკი.


ნუ მაშინ გემოვნების საკითხია...

ციტატა(kasablanka @ 21st April 2010 - 23:26) *
კოჭაც თქვენ მირჩიეთ თუ შეგიძლიათ


რა თანხაში? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 24 2010, 19:44

ნორმალურს ვეძებ. ფასზე არ ვლაპარაკობ

პოსტის ავტორი: ბესო Apr 25 2010, 22:28

თუ 160-170 მარადმწვანეს ჩამოხვალ, მაშინ SHIMANO STRADIC 3000 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: domenti Dec 2 2010, 19:23

გამარჯობა!
შვედეთში ვიყიდე ჯოხი და ვერ გავერკვიე მონაცემებში-ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ
მონაცემები
spinning rod 8 fee 6 sec 10-40gr.
Hand made for Sweden in
High modulus Super Graphite 7

პოსტის ავტორი: Fuego Feb 13 2011, 12:33

to domenti

ციტატა
spinning rod 8 feet 6 sec 10-40gr.
სასპინინგე ჟოხი 8 ფუტი 6 სექციიანი ტესტი 10-40 გრამი
ციტატა
Hand made for Sweden in
ხელნაკეთია შვედეთისათვის (სად ალბათ ახლოდან დათვალიერებისას უკეთ გამოჩნდება newsmile090.gif )
ციტატა
High modulus Super Graphite 7
No comment newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

P.S.
საერთოდ, მწარმოებელი, რომელიც უფრთხილდება თავის იმიჯს, ცდილობს, რომ ერთიდაიგივე საქონელზე ზომების სტანდარტებში არ იხტუნაოს - სიგრძე ფუტებში - ტესტი გრამებში ???
newsmile040.gif newsmile040.gif

თუ საშუალება გაქვს - დააბრუნე - ნორმალური ფირმის სახელი თუ აწერია - მითუმეტეს. ე.ი. სრული ნაყალბევია.

პოსტის ავტორი: ბესო Feb 18 2011, 18:19

ციტატა(kasablanka @ 1st April 2010 - 22:09) *
გაბელასის ფირმის მირჩიეს


ისე კაბელასის ფირმით მარკირებულ ჯოხებზე ბევრს ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვს, ჯერ ერთი რომ დაივას ამზადებინებს ჯოხებს და მეორეც... აი რა შეუძლია კაბელასის ბიუჯეტურ ჯოხს... newsmile045.gif




ასე, რომ ვისაც კარგი ხარისხის ჯოხები გინდათ და თან ნორმალურ ფასად მიაწექით კაბელას ოღონდ სეილების დროს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Feb 18 2011, 20:33

ეგრეა ბესო, მართალი ხარ. გაანებეთ ფირმების ყურებას თავი, უყურეთ მხოლოდ ხარისხს და ფასს. და მაგარი მოგებულები დარჩებით!!!!

პოსტის ავტორი: ბესო Feb 18 2011, 20:58

ციტატა(FISHING CLUB @ 18th February 2011 - 21:33) *
ეგრეა ბესო, მართალი ხარ. გაანებეთ ფირმების ყურებას თავი, უყურეთ მხოლოდ ხარისხს და ფასს


dastur.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Feb 18 2011, 21:10

ვაკონკრეტებ. ლაპარაკი არაა პატენტებზე! ლაპარაკია ორიგინალ ფირმებზე!!!

პოსტის ავტორი: jaba86 Apr 26 2011, 17:06

გამარჯობათ იქნებ მირჩიოთ აქედან რომელი ჯოხი შევიძინო




http://www.amazon.com/Shimano-Voltaeus-Spin-Rod-VTS70M2/dp/B003B4T7VU/ref=wl_it_dp_o?ie=UTF8&coliid=I1UXZ5NSGJPOPT&colid=FJ4OWFDZXC3V

http://www.amazon.com/Shimano-Scimitar-Medium-Spinning-6-Feet/dp/B003OC0FLU/ref=wl_it_dp_o?ie=UTF8&coliid=ID5KVH2PW2NX&colid=FJ4OWFDZXC3V

http://www.amazon.com/South-Bend-EQUINOX-2PC-SPIN/dp/B003CUG52M/ref=wl_it_dp_o?ie=UTF8&coliid=I23U0LZ0Y4R9IR&colid=FJ4OWFDZXC3V

http://www.amazon.com/Quantum-Optix-Spinning-70-Inch-Medium/dp/B001NPCJLY/ref=wl_it_dp_o?ie=UTF8&coliid=IJKEAL5DIV2B&colid=FJ4OWFDZXC3V

პოსტის ავტორი: ბესო Apr 26 2011, 17:17

ციტატა(jaba86 @ 26th April 2011 - 18:06) *
გამარჯობათ იქნებ მირჩიოთ აქედან რომელი ჯოხი შევიძინო


რაზე სათევზაოდ გინდა ჯოხი გაგვიმხილე და გირჩევთ!

პოსტის ავტორი: jaba86 Apr 26 2011, 18:03

ციტატა(ბესო @ Apr 26 2011, 18:17) *
რაზე სათევზაოდ გინდა ჯოხი გაგვიმხილე და გირჩევთ!



რავიცი თითქმის რო ყველას შეესაბამოს ეგრეთწოდებული დონკა და ტივტივაზე

პოსტის ავტორი: ბესო Apr 27 2011, 00:31

ციტატა(jaba86 @ 26th April 2011 - 19:03) *
თითქმის რო ყველას შეესაბამოს ეგრეთწოდებული დონკა და ტივტივაზე


მაშინ არცერთი არ აიღო. ეგ ყველა სპინინგებია და მეტწილად საკმაოდ დაბალი ტესტებით!!

პოსტის ავტორი: jaba86 Apr 27 2011, 08:57

ციტატა(ბესო @ Apr 27 2011, 01:31) *
მაშინ არცერთი არ აიღო. ეგ ყველა სპინინგებია და მეტწილად საკმაოდ დაბალი ტესტებით!!


აბა რას მირჩევ რანაირი შევიძინო კაი რო იყოს

პოსტის ავტორი: sasha- Apr 27 2011, 09:54

http://www.foxfishing.ru/catalog/index/38/157/660/ აი ამას გირჩევ

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 27 2011, 10:51


jaba86



ტივტივას ან ფსკერულს თუ აპირებ. დაივიწყე ამერიკული საიტები! მოძებნე ან თბილისში ან ევროპულ საიტებზე.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 27 2011, 10:56

sasha-
როგორ წარმოგიდგენია მაგ ჯოხით 80-10გრამიანი სიმძიმის სროლა

ეგ არის მატჩფიშინგის(ანუ ტივტივისთვის არის განკუთვნილი)და დონკაზე სხვა რამე უნდა ჰქონდეს

jaba86
თუ თევზაობას სერიოზულად უნდა მოჰკიდო ხელი მაშIნ გირჩევ ორი ანკესი იყიდო ყველაზე სწორი ეგ იქნება

და თუ ისე რა ხანდახან გახვალ ხოლმე გაიარე თბილისის მაღაზიებში და აარჩევ საშუალო ანკეს რომლითაც ითევზავებ "დონკაზე" და ტივტივაზეც

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 24 2011, 15:39

ხალხებებო! ამერიკაში უნდა ვაყიდინო სპინინგი. 270 სიგრძე, 10 - 40 ტესტი. მედიუმი. იქური ზომებით როგორ მივწერო ხომ არ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: გოგა Aug 24 2011, 16:04

ჭალიმგელა
შუკისთვის თუ გამოიყენებ მაგას

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 24 2011, 16:39

თუ კი არა შუკისთვის მინდა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 24 2011, 18:54

ახლობლები მყავს და თუ გინდა დაველაპარაკები და იყიდის და გამოაგზავნის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Aug 25 2011, 17:15

ჭალიმგელა
ფუტებში იქნება 12-14 ფუტი და ისე უნდა მიუთითო Pike rod.
გიო, ყურადღება მიაქციე შეფუთვას! ისე არ შეგიფუთონ, რომ ეს
ჯოხი ოთუზ-ბირი დაგიჯდეს. მე პირადად გირჩევ ჩამოატანინო onex.ge-ს.
საერთოდ ყველა მირჩევს ჯოხის თბილისში ყიდვას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 25 2011, 17:53

919
გიგა თვითონ მოაქვს ხელით. ხოდა ეს pike rod ყველაფერს ნიშნავს რაც დავწერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 25 2011, 19:21

პაიკ იქაური შუკაა ოღონდ უფრო დიდი ზომის და როდ კიდე ანკესი
იდეაში ეგ გინდა რა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 26 2011, 08:43

T A M P L I E R
მასე შეიძლება ტესტი 50 - 100 ზე იყოს, მერე რა ვქნა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 26 2011, 12:11

მერე მაგდენი კი იცი რომ სასურველი ტესტის აარჩიო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 26 2011, 12:27

კაცო მე კი ვიცი, იმას როგორ ავუხსნა თქო

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 19 2011, 19:39

http://www.cabelas.com/catalog/browse/fishing-rod-reel-combos-casting-combos/_/N-1102354+10000048/Ne-10000048/Ns-CATEGORY_SEQ_104822280?WTz_l=SBC%3Bcat104793480%3Bcat104762880&WTz_st=GuidedNav&WTz_stype=GNU
რომელს მირჩევთ???

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 19 2011, 22:15

nikoloza_migina
ნიკოლოზა უკვე კარგა ხანია აქ ხარ და კი უნდა იცოდე ეგეთი კითხვის დასმა რომ უაზროაბაა.

რომელს გირჩევთ რისთვის?????

პოსტის ავტორი: (dila)adriano Sep 19 2011, 22:49

ციტატა(nikoloza_migina @ Sep 19 2011, 20:39) *
http://www.cabelas.com/catalog/browse/fishing-rod-reel-combos-casting-combos/_/N-1102354+10000048/Ne-10000048/Ns-CATEGORY_SEQ_104822280?WTz_l=SBC%3Bcat104793480%3Bcat104762880&WTz_st=GuidedNav&WTz_stype=GNU
რომელს მირჩევთ???

რომ გირჩიო დამიჯერებ?

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 20 2011, 16:33

აბა სპინინგი რაში უნდადამჭირდეს??? და არ ვიცი რა ტესტი აქვს?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 21 2011, 14:39

მოკლედ მივწერე pike rod მინდა თქო და ტესტები გრამებში დავუწერე. რაც იქნება იქნება ზომა 270 სმ დავწერე. და კიდევ სიტყვით ვუთხარი აქ პატარა შუკებიათქო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club Sep 22 2011, 23:03

მერე გიო ჩვენ პირობებში 40გ ძაან ბევრი არ არის? ჩემი მცირე გამოცდილებით ჩვენ პირობებში ყველაზე დიდი 25 გრამია მაგისთვის.

თუმცა ქვედა ტესტი თუ 5იდან დაეწყება პრინციპში ზევით ეწეროს 40 არაუშავს.

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 28 2013, 14:05

ულტრამსუბუქი ჯოხის ყიდვა მინდა. ბევრი $ გადახდას არ ვაპირებ. თან მაქსიმალურად კომპაქტური რო იყოს.

აი ამას მივაგენი, ვინმეს ხომ არ გაქვთ მსგავსი, ან რამე ხომ არ გსმენიათ ამ პროდუქტის შესახებ ?

http://www.amazon.com/Daiwa-System-Minispin-Ultralight-Spinning/dp/B0000BY56T/ref=sr_1_sc_1?ie=UTF8&qid=1364467360&sr=8-1-spell&keywords=daiva+ultra+lite

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 18:17

იქნებ მცოდნეებმა დამეხმაროდ, ვერ ვიპოვე ამ ჯოხის მონაცემები რაღაც ჩემთვის გაურკვევლად წერია, ზომა ,წონა, ტესტი და ა.შ. მადლობთ წინასწარ.
http://www.amazon.com/Okumas-Citrix-Lightweight-Travel-Rods-CIT-C-724M/dp/B0060MWCMQ/ref=pd_sim_sg_2?ie=UTF8&refRID=0AAGQDTGTKTRZSX22FQ2




პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 10 2015, 19:09

დაქსი

მე გირჩევ რაც გამოცდილია . აი ამ საიტზე დაათვალიერე, http://ibis.net.ua/ru/products/spiningovue/

გამომგზავნი გვყავს, აგზავნის ტუბუსით (მყარი ჩასადები) , ერთი ტუბუსის ტრანსპორტირება დაჯდება 26-30 $ , ეტევა რამდენიმე ჯოხი, სამი -ოთხი კაცი თუ შეგროვდა ტრანსპორტირება შესაბამისად გატყდება, ამაზონით რო ჩამოიტანო ჩადებენ პიანინოს ყუთში და ჯოხის ფასი დაგიჯდება გზა ! მეგობარმა ჩინური შიმანო იყიდა 30$ და გზაში 60 ლარი აახია უსა2 გეორგიამ newsmile05.gif

მე რა ჯოხებსაც გეუბნები Favorite აწარმოებს ჩინეთი, მხოლოდ უკრაინა-რუსათისთვის და საკმაოდ მაღალი ხარისხია ფასთან შედარებით, გამოცდილია ბაზარზე წლებია ! აარჩიე , მეგობარსაც უნდა, კიდე ვინმე გამოჩნდება და იაფში გამოხვალთ.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 19:38

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 10th March 2015 - 20:09) *
მე გირჩევ რაც გამოცდილია . აი ამ საიტზე დაათვალიერე

მე რა ავარჩიო?? D.gif D.gif შენ უნდა მირჩიო მე მაგალითად ეს მომწონს, გამოდგება???
http://ibis.net.ua/ru/products/details/16933022/
ფასი 637 გრივნა, რამდენი უწევს ჩვენებურად??? newsmile05.gif ისე 3 ნაწილად რომ იყოფოდეს კარგი კი იქნება, აბა ნახე და მითხარი თუ გამომადგება?

LeoTaso
მგონი ეს აჯობებს , რა ვიცი მგონი უკეთესიცაა რაღაც კარგად მომივიდა თვალში აბა ნახე, მე მაგალითად ეს მომეწონა
http://ibis.net.ua/ru/products/details/16930038/
515 გრივნა ღირს

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 19:48

LeoTaso
ბოდიში რომ გაწუხებ და გიბურღავ თვინს ამდენი კითხვებით, მაგრამ შენი ბრალია , რად მამიწამლე სისხლი? მასწავლებელი თუ ხარ უნდა აიტანო ამდენი კითხვები newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 10 2015, 21:22

დაქსი

ციტატა(davita74 @ 10th March 2015 - 20:48) *
ბოდიში რომ გაწუხებ და გიბურღავ თვინს ამდენი კითხვებით,


არაა პრობლემა. ამ თემაში შენი პირველი პოსტის ზემოთ ჩემი უპასუხო კითხვაა newsmile05.gif ასე რომ ვიცი რჩევა-დარიგების ფასი. უპასუხო იმიტომაა რომ, გამოცდილება გვქონდა 2 წლის წინ ცოტა, ახლა შედარებით გავთვიცნობიერდით, გავერკვიეთ რიგ საკითხებში და ამხანაგის დახმარებაც შეგვიძლია; ეს ისე რილიკული გადახვევა...

რაც შეეხება თემას თუ კომპაქტური ჯოხი გინდა ააა ბატონო. http://ibis.net.ua/ru/products/details/16938013/

Blue Bird ( ცისფერი ჩიტი ) ძალიან პოპულარული მოდელია ამ ფირმის. ტესტი აქ 2-7 გრამი , იშლება 4 ნაწილად და ეტევა 65 სანტიმეტრიან ტუბუსში (მგონი ეგეც მოყვება) დასაწყისისთვის გაეყოფა . ძალიან უნივერსალურია, მოყვება 2 ცვლადი წვერი, რბილი და ხისტი.

ან იგივე ტესტით 2 ნაწილიანი

http://ibis.net.ua/ru/products/details/16938000/

ერთი სიტყვით არ ვიცი რას აარჩევ , მაგრამ გეტყვი ( ყველა დამწყებს ვურჩევ ) პირველი ჯოხი აიღეთ 1-5გ, 2-7 გ, 3-10 გ-ის ფარგლებში, სიგრძე 180 სმ-დან 220სმ მდე. გამოგადგებათ ქაშაპიდან დაწყებული ქარიყლაპიამდე. ხარისხი და ფასი უკვე ჯიბესთანაა კავშირში და ინდივიდუალურია.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 21:36

კარგი , ვითვალისწინებ შენს რჩევას წონებთან დაკავშირებით და აბა ეს შემიფასე
http://ibis.net.ua/ru/products/details/16933000/

მგონი მართლა კარგი მონაცემები აქვს

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 10 2015, 21:46

დაქსი

კონკრეტულად ეგ მოდელი არ მჭერია ხელში, მაგრამ მონაცემებს აკმაყოფილებს .

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 21:57

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 10th March 2015 - 22:46) *
კონკრეტულად ეგ მოდელი არ მჭერია ხელში, მაგრამ მონაცემებს აკმაყოფილებს .

ხოდა მონაცემებს თუ აკმაყოფილებს 95 % გადაწყვეტილი მაქვს ეგ, და არაუშავს არ იდარდო გათხოვებ ხანდახან და ეგ მოდელიც გექნება გამოცდილი D.gif D.gif D.gif
ხო მართლა ეგ რამდენი გამოდის ჩვენს გაკუპონებულ ვალუტაში????

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 10 2015, 22:30

მე ეს უნდა გამოვიწერო პატარა მდინარეებისათვის, ტესტი 1.5-8 გარამამდე

http://www.amazon.com/dp/B00ET24QKK/ref=wl_it_dp_o_pC_nS_img?_encoding=UTF8&colid=3NW6J26BUKZ8C&coliid=I3FF58T28X5Q6J&psc=1

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 10 2015, 22:38

smekosmeko

ზუსტად ესეთი შექსპირი ჩამოიტანა მეგობარმა ტრანსპორტირებაში 60ლარი რო აახიეს newsmile05.gif ტესტი ხო მაგრამ წყობა როგორი აქ ? აქ ვერ ვხედავ. მეგობრის მაგალითად ძალიან რბილია, პარაბოლური, ლაფშასავით. ეგეთი ჯოხები არ მომწონს მე პირადად, ტვიჩინგი დაივიწყე მაგ ჯოხით. ყანყალებს, ტრიალებს და პატარა ვობლერებს კი დაამუშვებს. თან პატარა მდინარეებისთვის გრძელია (230 სმ), 180 სმ საკმარისია და მოსახერხებელი პატარა მდინარეებზე.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 22:43

LeoTaso
ძმა, მე რომ ავარჩიე ბოლოს ის რა დაჯდება ჩვენს ფულზე?
იქ 520 გრივნა აწერია

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 10 2015, 22:47

60 ლარი საიდან? მაგდენი მთლად არ ღირს. ეუფ მასეთი რბილი რომ იყოს არმაწყობს.

აქ წერია მონაცემები

http://www.shakespeare-fishing.com/Shakespeare%C2%AE-Micro-Series-Rod/1314540,default,pd.html#start=6



LeoTaso ეს ანკესები ალბათ მოცულობით ანგარიშდება ხო? აბა 60 ლარი საიდან მოუწევდა. ზნაჩიტ მოცულობა დაიანგარიშეს. მაშინ 3 ნაწილისაგან რომ შესდგება, თავის ყუთში რომ დევს ისეთი უნდა ჩამოიტანო.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 22:54

და კიდევ ამაზე რას მეტყვი?????
http://ibis.net.ua/ru/products/details/16935005/

smekosmeko
გადმო ძმა , იქედან აირჩიე საიდანაც მე

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 10 2015, 22:56

დაქსი მაგ საიტიდან ჩამოტანაზე რახდება? ანუ მანდაც ხომ მოცულობით დაიანგარიშებენ ამანათს. რომელი ჯოხი აარჩიე?

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 10 2015, 23:05

დაქსი

ციტატა(davita74 @ 10th March 2015 - 23:43) *
რა დაჯდება ჩვენს ფულზე?
იქ 520 გრივნა აწერია


არ ვიცი კურსი , ბანკირი კი არ ვარ შე კაცო D.gif

smekosmeko

წინა გვერდზე წაიკითხე ჩემი პოსტი უკრაინულ საიტთან დაკავშირებით. ამერიკიდან აგზავნიან უზარმაზარ Yუთში (უსაფრთხოების პონტში) და აქ დაგითვლიან მოცულობით აბა რაა ! შეგიძლია მიუთითო გადაფუთვა და გამოგიგზვნიან ცელოფანში ჩადებულს. გზაში დაზიანების შანსი უდიდესია ...

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 10 2015, 23:06

smekosmeko

http://ibis.net.ua/ru/products/details/16933000/
აი ეს ავირჩიე მე მაგრად მომეწონა და LeoTaso -მაც დადებითად შემიფასა , ჩამოტანა კითხე
LeoTaso -ს და გეტყვის, მგონი 3 კაცი რომ გავერთიანდეთ 30$ იქნება მთლიანობაში, ანუ 1-ზე 10 $

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 18:02

smekosmeko
რა გადაწყვიტე ჯოხთან დაკავშირებით??????

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 19:51

დაქსი მინდა ყიდვა, მაგრამ ის კაია რაც შენ აირჩიე? გაარკვიე რა ჯდება სრულად? წერენ რომ მაგ ჯოხის რეალური ტესტი 4-12 გრამი არისო, იქვე წერია იმ საიტზე.

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 20:25





თავის ფასში ძალიან კარგი არჩევანიაო, ესე წერენ newsmile05.gif ვიყიდოთ? ჩამოტანას როგორ დაიანგარიშებენ გასარკვევია.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 20:57

მე უნდა ვიყიდო ძამი და რა ვიცი თუ გინდა და შენც გადაწყვეტ ერთად ჩამოვიტანოდ და ჩამოტანის ფასსაც გავიყობთ და იაფი დაგვიჯდება, მე ეგ საიტი LeoTaso -მ მითხრა და იმან იცის საიდან და როგორ, მე დაახლოებით 20-22-სტვის ვაპირებ შეკვეთას, მანამდე ვერა

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 21:07

დავეკითხოთ LeoTaso-ს თუ იცის მაგ საიტიდან ჩამოტანის ფასები და რომელი გადამზიდით ჩამოაქვს.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 21:38

LeoTaso
დაგვეხმარები ძმობილო ამ ანკესის ჩამოტანაში? smekosmeko -ც აპირებს და გვაინტერესებს რა როგორ იქნება და როგორ ჩამოვიტანოდ??

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 22:31

თუ წონას დაიანგარიშებენ მაშინ ძალიან იაფი დაჯდება ჩამოტანა, დაველოდოთ აბა LeoTaso რას იტყვის.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 22:59

smekosmeko
102 პოსტი ნახე? გუშინ მომწერა და სანამ გამოჩნდება გადახედე აბა რა პირობებიც მითხრა

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2015, 23:00

დაქსი
smekosmeko

პირადში მომწერეთ რა მოდელებზე შეაჩერეთ არჩევანი, გადაუგზავნი და ფასსაც მეტყვის.

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 23:13

ციტატა(დაქსი @ Mar 11 2015, 23:59) *
smekosmeko
102 პოსტი ნახე? გუშინ მომწერა და სანამ გამოჩნდება გადახედე აბა რა პირობებიც მითხრა



უი ეგ ახლა ვნახე newsmile05.gif ანუ მესამე კაციც ვნახოთ მაშინ

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 23:17

LeoTaso
მე გადმოგიგზავნე და იმედია smekosmeko -ც გადმოგიგზავნის, მადლობა ძმა ყურადღებისთვის newsmile05.gif


smekosmeko

ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 00:13) *
უი ეგ ახლა ვნახე ანუ მესამე კაციც ვნახოთ მაშინ

პირადში გადაუგზავნე რომელ მოდელსაც შეარჩევ და Fასს გვეტყვის რა დაგვიჯდება ჩამოტანა, მე უკვე გადავუგზავნე და ეხლა სენ გელოდება, ჩვენ გავარკვიოთ და თუ მესამეც გამოჩნდება მერე გადავანაწილებთ. პირადში მოგწერე და ნახე

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 23:20

დაქსი კი გავუგზავნე მეც, პირადში მოგწერე წეღან.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 23:23

smekosmeko
ხო ეხლა ვნახე და მოგწერე კიდეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2015, 23:36

Отзыв о спиннинге Favorite Laguna LGS662UL

Отзыв о спиннинге Favorite Laguna LGS662UL
Хотелось бы рассказать об таком спиннинговом девайсе как Спиннинг Favorite Laguna LGS662UL
Сразу скажу что заявленный производителем тест немного занижен и в жизни показал себя в пределах 3-10 грамм .
Спиннинг нельзя назвать микроджиговым . Это реальный универсал который не заточен ни под джиг ни под твич как единственный из способов лова для этого удилища . Им вполне можно джиговать комфортно от 3 грамм . 8 грамм даже отлично а 10 если уже сильно прижмет необходимость но не забывайте о цифрах что написаны на комеле 0-7 грамм ))
Мелкие воблера при равномерной проводке ли твиче очень даже радует , удилище прекрасно справляется с ними и каждое движение воблера отчетливо передается в руку , с этим у спиннинга все на высоте . Такие воблера как YO-ZURI L-MINNOW 44 за счет своих движений которые как я уже говорил просто стучат в руку позволяет ловить особо не напрягаясь,а SALMO MINNOW 5 см отлично твичится .
Прочность .. Поломать можно даже лом так что не стоит особо перегружать бланк ..
Выносливость - щуку до 1.5 кг спиннинг вполне вытягивает по всем параметрам





Область применения - как по мне это отличный спиннинг для универсальной ловли особенно для тех людей кто любит возить с собой в машине спиннинг и половить при первой возможности , так как длинна в сложенном виде 101 см и он легко поместится даже в маленьком багажнике . Как запасное удилище , как спиннинг для тех кто хочет попробовать себя в так сказать в легком весе и выкладывать круглую сумму на дорогой спиннинг пока не планирует .
Общее мнение - дешевый . легкий , прочный , универсальный , красивый аккуратно собран доступный спиннинг .Хороший подарок друзьям и рабочая лошадка для частой рыбалки .

წყარო: http://bymaxd.rybalka.com/blog/view/12081/

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 23:45

smekosmeko

ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 00:36) *
Общее мнение - дешевый . легкий , прочный , универсальный , красивый аккуратно собран доступный спиннинг .Хороший подарок друзьям и рабочая лошадка для частой рыбалки


მეტი რაღა თქვას newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

ფაქტია რომ ულტრა მსუბუქია და თავიდან მე პირადად მაკმაყოფილებს მონაცემები, დანარჩენს საქმე გვიჩვენებს

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 11 2015, 23:49

smekosmeko
ისე რა მაინტერესებს, ამ ტიპის სპინინგზე ბომბარდას გამოყენება შეიძლება????? ანუ მსუბუქი სატყუარას შორ მანძილზე გადასაგდებად?

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 10:57

დაქსი ისეთ ვარიანტში რომ წონა 7-8 გრამს არ გადაცდეს newsmile05.gif მე პატარა 2-3 გრამიან ტრიალებზე საფანტის სიმძიმეებს ვიყენებ ხოლმე.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 16:56

smekosmeko

ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 11:57) *
დაქსი ისეთ ვარიანტში რომ წონა 7-8 გრამს არ გადაცდეს მე პატარა 2-3 გრამიან ტრიალებზე საფანტის სიმძიმეებს ვიყენებ ხოლმე.

საფანტის დამატება სიმძიმისთვის სატყუარას სწრაფ დაძირვას გამოიწვევს და არაძირვადი (მცურავი )ბომბარდა არ გამოიწვევს სატყუარას სწრაფ დაძირვას და მგონი უფრო შედეგიანი იქნება, რა ვიცი არ მაქვს ჯერჯერობით ამ მეთოდთან შეხება და შეიძლება ვცდები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 17:23

გააჩნია ზოგან არ გჭირდება რომ დაიძიროს, ანუ ზედაპირული გატარებისას. სიტუაციებიდან გამომდინარე მიხვდები თუ რა დროს რა გამოიყენო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 17:36

smekosmeko
და თუ ჯოხის ტესტი 0-7-ია სატყუარას თავისთავად მცირე წონისას აყენებ და ამ ბომბარდის წონა მინიმუმ საიდან იწყება რომ ჟოხის თესთს არ გაცდეს წონა???? ხომ შეიძლება ეს ბომბარდა წონის მიხედვით ჩემი ხელითაც გავაკეთო?????

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 18:11

ხო მასე, ანუ სატყუარა თუ 3 გრამია მაშინ დამატებით წონას აიღებ კიდე 4 გრამს რომ შორ დისტანციაზე შეძლო სროლა. შენით გააკეთებ უპრობლემოდ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 18:44

smekosmeko
ჯერ ჩამოვიდეს მთავარი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 19:00

ჩემი აზრით ეგ ჯოხი სადღაც 70 ლარი დაჯდება.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 19:02

smekosmeko

ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 20:00) *
ჩემი აზრით ეგ ჯოხი სადღაც 70 ლარი დაჯდება.

კურსით გადაიანგარიშე?

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 19:12

22$ ადგილზე ღირს + 10$ ჩამოტანა (თუ შევიკრიბეთ 3-4 კაცი) ესეც 70 ლარი. ამას შეიძლება კიდე დაემატოს რამე, ჯერ არვიცი. აქ რომ მიკადოს ულტრალაითი ჯოხები იყიდება ის როგორებია ნეტა?

LeoTaso ბიძოსთან რომ მიკადოს სპინინგებია მაგაზე რას იტყვი? ფავორიტი უფრო კარგი ფირმაა თუ მიკადო?

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 20:24

smekosmeko
ეგ მიკადოს ფირმა ამას ჯობია რაც შევარჩიეთ???

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 12 2015, 20:30

smekosmeko

ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 20:12) *
ბიძოსთან რომ მიკადოს სპინინგებია მაგაზე რას იტყვი?


სადღაც 2 კვირის უკან არაფერი ქონდათ. არ ვიცი ეგ ჯოხები, მაგრამ პირველი ულ (ულტრა ლაითი) მანდ ვიყიდე , ოკუმა 180სმ 0-5 გ ჩინური, ფასი 90 ლარი ფასდაკლებით, 1,7 კგ კალმახი მაგის კისერზეა newsmile05.gif მაგრამ დაეცა ბრძოლის (მდინარის) ველზე ჩემი დაუდევრობით.

სროლისას უკან მოედო სატყუარა ტოტს და გატყდა 3 ადგილას, რატომ ? იმიტომ რომ ძუა მეყენა შეუსაბამო და არ გაწყდა. ტოპ მწარმოებლები ყველაფერთან ერთად ჯოხის შესაბამის ძუასაც უთითებს (ელბ-ეებში ამ PE კლასიფიკაციით ) .

დასაწყისისთვის არაა აუცილებელი G Loomis ან ST. Croix -ს 400 $-იანი ჯოხით დავიწყოთ, ჩემი არ იყოს გატეხავთ და დაგენანებათ newsmile05.gif
აგერ შემოდგომაზე მეგობრებთან ერთად დასავლეთში ვიყავით წერზე (ქარიყლაპია) , სენაკტან რაღაც პატარა არხტან შევჩერდით, სხვათაშორის კარგად ვიჭირეთ... საღამოს პატარა ბიჩი შეგვხვდა, ადგილობრივი. ხელში ბამბუკის 2მეტრიანი ჯოხი, საშინელი კოჭა 0.4 ზუით newsmile05.gif გაურკვეველი ჯიშის უუუჩინურესი სატყუარა და მეორე ხელში თეთრი ტომარა.
9 ცალი წერი დავთვალე, 800-1000 გრამიანები. newsmile05.gif ასე რომ დაჭერა ბამბუკითაც შეიძლება , მაგრამ მუღამი ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 20:39

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 12th March 2015 - 21:30) *
ასე რომ დაჭერა ბამბუკითაც შეიძლება , მაგრამ მუღამი ?

ბამბუკს ტრაილერით ვიშოვნი მაგრამ ეხლა მითხარი რომელი ჯობია მიკადო-აქ რაც არის თუ ის რომელიც მე შევარჩიე????? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 12 2015, 20:50

დაქსი

ციტატა(davita74 @ 12th March 2015 - 21:39) *
მითხარი რომელი ჯობია მიკადო-აქ რაც არის თუ ის რომელიც მე შევარჩიე?????


ციტატა(davita74 @ 12th March 2015 - 21:39) *
არ ვიცი ეგ ჯოხები



რაც ვიცოდი გითხარით, რაც არ ვიცი და შეხება არ მქონია რა გითხრათ ?! ისე ამ ფირმამ მაგრა გაქაჩა და იაპოშკებს "ეჭიდავება"


პოსტის ავტორი: დაქსი Mar 12 2015, 20:57

thinking.gif thinking.gif ehh.gif

მოკლედ კარგი არჩევანი მაქვს გაკეთებული და აჯობებს დაველოდო

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 14 2015, 14:17

დღეს ვიყავი "ფიშინგქლაბში" საბურთალოს ქუჩაზე და ვნახე მიკადოს სპინინგები, ვაიმე ამ ულტრალაითებს და მწყვირი წვერი ქონია, ლამის არ ჩანს. ხელის მოკიდება შემეშინდა არ გატყდესთქო D.gif დიდი ყურადღება უნდა რომ სემთხვევიტ წვერი რაიმეს არ წამოედოს თორე უცებ გადატყდება. ტვისტერები, ჯიგები, ვობლერები აქვთ ყველაფერი.

მეორე ჯოხიც მინდა მერე სპინინგის მედიუმი, მარტო ქარიყლაპიებზე ესე 25გ ტესტით.

LeoTaso
ყველაფერი დადებიტად თუ გადაწყდა რამდენი დღე უნდა უკრაინიდან იმ ფავორიტის ჯოხების ჩამოტანას?




პოსტის ავტორი: დაქსი Mar 14 2015, 18:47

smekosmeko

ციტატა(smeko @ 14th March 2015 - 15:17) *
დიდი ყურადღება უნდა რომ სემთხვევიტ წვერი რაიმეს არ წამოედოს თორე უცებ გადატყდება

დავიჯერო ეგეთი ფაქიზია რომ რაიმეზე გამოდებამ ესე მარტივად გადატეხოს??????? აბა მარტო ლიფსიტაზე სათევზაოა? არა მგონი, ეგ მგრძნობიარე იქნება თორე ესე მარტივად არ მგონია გადატყდეს, ჩემი აზრით 1 კილოიანს მაინც უნდა გაუძლოს thinking.gif thinking.gif vava.gif vava.gif
ციტატა(smeko @ 14th March 2015 - 15:17) *
ტვისტერები, ჯიგები, ვობლერები აქვთ ყველაფერი.

ძვირებია?????

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 14 2015, 20:31

არა, ნორმალური ფასებია, ნუ ჰა 20-30 თეთრით ძვირია ჩამოტანასთან შედარებით.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 14 2015, 20:50

smekosmeko

ციტატა(smeko @ 14th March 2015 - 21:31) *
ნუ ჰა 20-30 თეთრით ძვირია ჩამოტანასთან შედარებით.

2-3 ლარი არ იყოს თორე 30 საც და 50 თეთრსაც აიტანს ადამიანი, არადა საკმაო რაოდენობის ყიდვაა საჭირო. მარტო 1-2 სახეობით ვერაფერს გაიგებ როგორც ვატყობ

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 15 2015, 18:15

smekosmeko

ციტატა(smeko @ 14th March 2015 - 15:17) *
ვაიმე ამ ულტრალაითებს და მწყვირი წვერი ქონია, ლამის არ ჩანს. ხელის მოკიდება შემეშინდა არ გატყდესთქო


ვნახე ეგ ჯოხები გუშინწინ, ორიღა გვაქო. 7 გრამამდე 210-220 სმ იყო მგონი, ფასები 95-110 ლარი თუ სწორად მახსოვს. რაც შეეხება წვერს ეგ მიკროჯიგისთვისაა მხოლოდ, ნუ პატარა ყანყალასაც დაამუშავებს, მაგრამ ვობლერს მაგით ვერც გატვიჩავ, ვერც დინებაში გაატარებ (ია ტაკ დუმაიუ ) 36_1_12.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 15 2015, 18:26

LeoTaso მე მაგის აღებას ვგეგმავდი და ანუ ვობლერებზე ვერ გაქაჩავს? უეჭველი მინდა ვობლერებზეც. ის ფავორიტი ხომ გამოდგება? ქვემოთ დავდებ ლინკს


http://ibis.net.ua/ru/products/details/16933000/

ისე მაქედან ჩამოტანას დაახლოებით რამდენი დღე უნდა?

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 15 2015, 18:31

smekosmeko

ციტატა(smeko @ 15th March 2015 - 19:26) *
LeoTaso მე მაგის აღებას ვგეგმავდი და ანუ ვობლერებზე ვერ გაქაჩავს? უეჭველი მინდა ვობლერებზეც. ის ფავორიტი ხომ გამოდგება? ქვემოთ დავდებ ლინკს

D.gif D.gif ხომ ხედავ ისევ ფავორიტისკენ მოდიხარ, newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 15 2015, 18:32

ეს ვერ გავიგე კარგი ამბავი D.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 15 2015, 18:36

smekosmeko
D.gif D.gif D.gif ჩემი არ იყოს -მოგიწია უკრაინელების ლოდინი

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 15 2015, 18:40

საიტერესოა რამდენ დღეში ჩამოდის და ფასები როგორაა სრულად.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 15 2015, 19:30

smekosmeko

ციტატა(smeko @ 15th March 2015 - 19:40) *
საიტერესოა რამდენ დღეში ჩამოდის და ფასები როგორაა სრულად.

იმ კვირაში გახდება ცნობილი

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 15 2015, 19:36

smekosmeko

ციტატა(smeko @ 15th March 2015 - 19:40) *
საიტერესოა რამდენ დღეში ჩამოდის და ფასები როგორაა სრულად.


ხვალ მექნება ეგ იფო იმედია. სატყუარების შემთხვევაში ფოსტას 5-7 დღე უნდა, ალბათ აქაც ესე იქნება.

ციტატა(smeko @ 15th March 2015 - 19:26) *
მე მაგის აღებას ვგეგმავდი და ანუ ვობლერებზე ვერ გაქაჩავს?


ის მიკადოები რაც იქ დევს ნახე შენც ხო როგორი წვრილი კონჩიკი აქ, მაგით გატვიჩვა წარმოუდგენელია (შეიძლება ვცდები ) და კრენკის გატარება დინებაშიც !

ზოგადად უნივერსალი კი იცით არაფერია, მე მაგალითად მაქ ეს http://www.ebay.com/itm/St-Croix-Trout-Series-Spinning-Rods-6-4-L-2pc-TSS64LF2-/111467702231?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item19f3fe27d7, ვიიდე ვობლერების საკატაოდ, ექსტრა ფასტია და იმეენა სატვიჩინგე, მაგრამ მიკრო-ჯიგზე მიჭირს თევზაობა და მომიწევს ამის ყიდვა http://ibis.net.ua/ru/products/details/16933013/

ასე რომ ბიჭებო, არ მინდა ბრმად ენდოთ ჩემ სიტყვებს, გადახედეთ უცხოურ ფორუმებს, დაგუგლეთ და ისეშეარჩიეთ, თან ხო გეუბნებით რამე იაფიანი, მერე გაერკვევით, გაზაფხულზე შეჯიბრს ვგეგმავთ, მოდით სხვა ჯოხები შეადარეთ თქვენსას, გამოიტანეთ დასკვნები და ნელ-ნელა სოფელიც აშენდება newsmile05.gif ისე რაა ეგ 40-50 $ ? ფაქტიურად 2-3 სატყუარის ფასია newsmile05.gif რომელსაც საკმაოდ ხშირად ვკარგავთ თევზაობისა !


პოსტის ავტორი: დაქსი Mar 15 2015, 20:15

LeoTaso
ლევან რომელი ჯოხიც მე მაქვს შერჩეული ეგ ვობლერზეც ხომ გამომადგება??????

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 16 2015, 13:13

LeoTaso დღეს ველოდებით აბა რა იფნო იქნება უკრაინიდან.

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 16 2015, 15:14

აი უხარისხო ჯოხის და უხეში შეცდომის ერთობლიობა newsmile05.gif

https://www.facebook.com/video.php?v=913608375356006&set=o.609378449149815&type=2&theater

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)