თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ ვობლერები

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 3 2009, 21:27

პირველი ვობლერის შექმნა მიეწერება ამერიკელ მეფუტკრეს ჯეიმს ჰედონს (James Heddon). ის ერთხელ, წისქვილის დამბასთან ისვენებდა და ხეს თლიდა. სახლში წასვლამდე ნაფოტები წყალში გადაყარა და დაინახა როგორ გამოეკიდა ამ ნაფოტებს თევზი. შემდეგ გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ პირელი ვობლერიც შექმნა.

1936 წელს, ფინელმა მეთევზემ ლაური რაპალამ შექმნა თავისი პირველი ვობლერი. მან პირველმა მოიფიქრა მიუმაგროს ვობლერს ენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვობლერის სიღმეზე მუშაობა და წყალში თამაში. დღეს დღეობით რაპალას ფირმის ვობლერები ცნობილია მთელ მსოფლიოში.

დღეს უკვე არსებობს ვობლერების უამრავი სახეობა. მაგრამ მათი კლასიფიკაცია შესაძლებელია გარკვეული ნიშანთვისებების მიხედვით.

ძირვადობის მიხედვით ვობლერები იყოფა 3 ძირითად კატეგორიად:

  1. მოტივტივე, ზედაპირული (FLOATING)
  2. ძირვადი (SINKING, DIVING)
  3. ვობლერები ნულოვანი ძირვადობით (SUSPENDING)


ფორმის და მოყვანილობის მიხედვით, ვობლერები შეიძლება დაიყოს რამოდენიმე კატეგორიად:

  • პოპერი - ზედაპირული ვობლერი ენის გარეშე


  • დჯერკ-ბეითი - ვობლერი ენის გარეშე, ტვიჩინგით გატარებისთვის მცირე სიღრმეებზე


  • მინოუ - მოგრძო წვრილი ფორმის ვობლერი


  • კრენკი - განიერი, გვერდებიდან შევიწროვებული ფორმის ვობლერი


  • ფეტ - ცრემლის ფორმის ვობლერი


  • რატლინი - უენო, ძალიან ბრტყელი ვობლერი, რომელსაც გააჩნია ბურთულები


ვობლერის ენა
ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ნაწილი, ვობლერში. ენის ფორმა, სიგრძე და დახრილობა განაპირობებს ვობლერის ჩაღრმავების ოდენობას და თამაშის თავისებურებას.
რაც უფრო გრძელია ვობლერის ენა - მით უფრო ღმად იძირება იგი გატარების დროს. ხოლო რაც უფრო განიერია - მით უფრო აქტიურად თამაშობს ვობლერი წყალში



ვობლერების ცნობილი ბრენდებია: RAPALA, SALMO, YO-ZURI, JACKALL და სხვა...


ეს კი ვობლერების ძალიან მაგარი და საინტერესო კატალოგი http://voblery.com.ua/


ესეც ვობლერის თამაში წყალში










პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 3 2009, 23:03

გიოჯან, შენ მოცემულ ბმულზე არა მხოლოდ საინტერესო კატალოგია, არამედ კონკრეტულ მოდელში თუ შეხვალ მეთევზეების გამოხმაურებებსაც გაიგებ, რაც რეკლამაზე გაცილებით მრავლისმეტყველია, რეალურ პირობებში მუშაობის სტატისტიკას გადმოგვცემს და საკუთარი დასკვნების გაკეთების შაშუალებას გვაძლევს.

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 3 2009, 23:14

troutbaiter
ხო მართალი ხარ არჩილ.... და ზოგიერთ ვობლერზე თამაშის ვიდეობიც კი დევს

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 4 2009, 14:31

ზემოთ ჩამოთვლილი 3 ტიპის ვობლერიდან, ქარიყლაპიაზე სათევზაოდ ძირითად შემთხვევებში რომელი ტიპის ვობლერი გამოიყენება? (საქართველოში მაინტერესებს)
თუ აქაც ტბაზეა ყველაფერი დამოკიდებული?

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 4 2009, 15:12

ნიკაP&A
ტბაზეა ყველაფერი დამოკიდებული,გამოიყენება პოპერი ,და ნახევრად მძირავი.

კიდევ კარგი რამააა სპინერბაიტი,მაგრამ ვერვიშოვე სამწუხაროდnewsmile038.gifჩმოტანა უნდა

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 4 2009, 15:18

ნიკაP&A
პოპერი კარგი არის ძირითადად ტბაზე, ანუ გაჩერებულ წყალზე. სადაც ბალახი არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად სხვა სატყუარები - ზეცპში ყვება. ამიტომ კარგი არის პოპერი და სხვა არაძირვადი სატყუარები.

მდინარეზე და სხვა შედარებით სუფთა წყალზე კარგად მუშაობს ნებისმიერი სატყუარა: ბზრიალა, ბლესნა, კასმასტერი, და ძირვადი ვობლერები....

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 4 2009, 15:20

სპინერბაიტი ეგ რა არის?

სპინერბაიტი ეგ რა არის?

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 4 2009, 15:23



მე მაქვს ეგეთი... იდეაში უზაცეპოა, მაგრამ ჯერ არ მიცდია

ცოტა ხანი იჭორავეთ და თემას მერე დავსუფთავებ

პოსტის ავტორი: Pendragon Apr 15 2010, 21:51

ვეცდები ჩამოვწერო ყველაზე მუშა (ჩემპიონი) და შედარებით ხელმისაწვდომი ვობლერები ქარიყლაპიისთვის (სათევზაო პირობების გაუთვალისწინებლად) მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით:

1. Yo-Zuri L-Minnow (44mm) 2-5/8", 1/4oz. - გამოვარჩევდი 2 ფერს: Silver-Green, Gold-Flash

2. Rapala X-Rap (XR8 - 3-1/8", 1/4 oz., XR10 - 4", 7/16 oz.) -ყველა ფერი კარგი და საინტერესოა.

3. Yo-Zuri Slavko Bug (65 mm, 70 mm) - ყველა ფერი მუშაა.

4. Rapala Original Floating Lure (9: 3-1/2", 3/16 oz., 11: 4-3/8", 3/16 oz.) - ფერები: Gold, Brown Trout (რა თქმა უნდა ბევრი კარგი ფერია კიდევ, მაგრამ მე მარტო ეს ორი მაქვს)

5. Yo-Zuri Floating Crystal Minnows (2-2/3", 3/16 oz., 3-5/8", 1/4 oz.) - ფერი: Holo Chartreuse/Silver

ხუთივე ამ ვობლერს დაჭერილი ყავს არაერთი ქარიყლაპია, თუმცა ზედა სამი აბსოლუტური ჩემპინებია... მათი შეძენით არ ინანებთ არც ერთი წამით განსხვავებით ბევრი სხვა სატყუარისგან. ესეთი რჩევები ჩემთვის რომ მოეცათ ბევრად ნაკლები თანხა გამეფლანგებოდა მუშა ვობლერების ძიებაში newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ნოსო Apr 16 2010, 00:35

მე მინდა სპინერბაიტი და თუ ეს ვობლერებიც ასეთივე მუშააა ამასაც არ დავიზარებ და ჩამოვიტან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Apr 16 2010, 09:04

ციტატა(ნოსო @ Apr 16 2010, 01:35) *
მე მინდა სპინერბაიტი და თუ ეს ვობლერებიც ასეთივე მუშააა ამასაც არ დავიზარებ და ჩამოვიტან newsmile05.gif


მე მაქვს ორი ცალი და თუ გინდა ვობლერის მაგივრად მაგას გაჩუქებ newsmile05.gif... მაგრამ ვერ გეტყვი რომ დიდად გამოსადეგი რამეა ჩვენთვის. ეგ სატყუარა უფრო მეტად გათვლილია ბასზე (Bass), რომელსაც ამერიკელები და იაპონელები აქტიურად იჭერენ. მე არ მახსენდება არც ერთი ვიდეო, სადაც ქარიყლაპიაზე (Pike) სპინერბეიტით ეთევზავოთ...

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 16 2010, 10:06

Pendragon
კაამ გამომიგავნა დიდი ვიდეოა, რუსეთში იმენა დიდი შუკების ჭერა მიდის მაგითnewsmile05.gif

მადლობელი დაგჩები , ჩამოტანა მინდა მაგრამ თუ არ მოვსინჯეთ იმუშავებს თუ არაა, არ ღირს ჩალიჩი ამიტომ მაგ სიკეთეს თუ იზამ გაგხარებს ღმრთი newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Apr 16 2010, 10:35

ციტატა(ნოსო @ Apr 16 2010, 11:06) *
Pendragon
კაამ გამომიგავნა დიდი ვიდეოა, რუსეთში იმენა დიდი შუკების ჭერა მიდის მაგითnewsmile05.gif

მადლობელი დაგჩები , ჩამოტანა მინდა მაგრამ თუ არ მოვსინჯეთ იმუშავებს თუ არაა, არ ღირს ჩალიჩი ამიტომ მაგ სიკეთეს თუ იზამ გაგხარებს ღმრთი newsmile05.gifnewsmile05.gif

ოკ, მოგცემ მაგ სპინერბაიტს და მერე მიჩვენე მაგაზე დაჭერილი დიდი ქარიყლაპია!!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zviangi Jun 9 2010, 08:24

ბოთლის თავსახურისგან გაკეთებული ტრიალები

http://www.youtube.com/watch?v=ErO2obQrlLc&feature=related

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 9 2010, 09:13

zviangi
სისულელეა, იმიტომ რომ თუ მოდის ამდენი ხლაფორთი არ ჭირდება ,ჩვეულებრივი კოვზი უკეთ იმუშავებს, და თუ არმოდის სერიოზული სატყუარა გინდა რომ გააღიზიანო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zviangi Jun 9 2010, 09:30

ხო იმათი თევზები სულ გაღიზიანებულები არიან ჩვენები კი შეშინებულები და დამფრთხალი ბრაკებისგან.

პოსტის ავტორი: DATKA Jun 9 2010, 15:08

მე გამიგია რომ ქაშაპი (გალავლი) მოდის ვობლერებზე,
ერთი ადგილი ვიცი სადაც შეიძლება ქაშაპზე თევზაობა ამ მეთოდით,
მოკლეთ როგორი ვობლერია საჭირო ხომ არავის გაქვთ ინფორმაცია, ან სურათი დადეთ როგორი უნდა ვიშოვო ან სად ვიშოვო.
ეს მეთოდიც მიდა ვცადო, ინფორმაციისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ვაპირებ გამოვცადო ეს მეთოდი.

პოსტის ავტორი: troutbaiter Jun 9 2010, 16:16

DATKA

შენ ამბობ, რომ გაგიგია... შეგიძლია დარწმუნებული იყო რომ იჭერენ... და არც ისე შორს! აქვე თბილისში! იჭერს ჩვენი თანაფორუმელი KAA. მაგ თევზაობაზე აქ ფორუმზე სადღაც ანგარიშიცა და ფოტოებიც დევს.
სასურველია 4 სმ მდე ფეთ ფორმის ვობლერი. ხოშიანად რეაგირებს #2-3 ტრიალაზეც მეპსის ნუმერაციით.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 9 2010, 16:23

DATKA
troutbaiter
საპატრიარქოს ტბებზე დაიჭირეს კაამ, გიორგამ და ვიტომ. 2009 არქივში ნახეთ სურათებიც დევს და ვიდეოც

პოსტის ავტორი: DATKA Jun 9 2010, 16:30

troutbaiter

კი ეგ ნანახი მაქვს, მაგ ტბებსაც კაგრათ ვიცნობ, მანდ არ ვაპირებ. სხვა პატარა ტბა ვიცი სადაც ბევრია თევზი და იდეალური პირობებია ვობლერზე ცათევზაოდ.
რუსეთის საიტებზეც ბევრი მინახია, მარა აქ საქართველოში რომელი ვობლერები მუშაობს, რა ფერის, წონის, რა სტილის გატარებით? - ეს მაინტერესებს თუ რამე გამოცდილება გაქვს ან ვინმეს სხვას გაქვთ გთხოვთ გამიზიაროთ.
თბილისში თუ იშოვება სადმე ?


პოსტის ავტორი: troutbaiter Jun 9 2010, 19:23

DATKA

რაც რუსეთის საიტებზე გაქვს წაკითხული, იმას ვიყენებთ ჩვენც და ძალიან კმაყოფილები ვართ.
ძირითადად
SALMO HORNET
SMITH CAMION
JACKALL CHUBBY
YO ZURI L_MINNOW 44
და მაგდაგვარები! newsmile027.gif
http://fishing-rest.narod.ru/Fion1/17.1.jpg

ტრიალებსაც ნუ დაივიწყებ! 100% მუშაა!

კიდევ ეს სტატიები წაიკითხე:

http://fishing-rest.narod.ru/default3-.html

http://www.spinning.kharkov.ua/index.php?n=statii/golavlinie_vobleri_6.php

შოვნით კი... აქ რთულია! ზოგიერთი ტრიალას გარდა აქ ნორმალურს ვერაფერს აიღებ. ჩვენ ინტერნეტიდან ვიწერთ.

ციტატა(DATKA @ Jun 9 2010, 17:30) *
troutbaiter

რუსეთის საიტებზეც ბევრი მინახია, მარა აქ საქართველოში რომელი ვობლერები მუშაობს, რა ფერის, წონის, რა სტილის გატარებით? - ეს მაინტერესებს თუ რამე გამოცდილება გაქვს ან ვინმეს სხვას გაქვთ გთხოვთ გამიზიაროთ.


http://www.fion.ru/talk/viewtopic.php?f=326&t=80&st=0&sk=t&sd=a&start=1005

ყველაზე პროფესიონალური მიმოხილვა აქაა. მუდმივად ვაკვირდები ამ თემას. ვისაც ქაშაპი აინტერესებს, ეს თემა კი არ უნდა წაიკითხოს, არამედ კარგად უნდა შეისწავლოს... შენს შეკითხვებზე სწორედ აქაა ყველაზე კვალიფიციური პასუხები.

ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ადგილზე რა და როგორ იმუშავებს, მაგაზე პასუხს ვერც ერთი პროფესიონალი ვერ გაგცემს ცალსახა პასუხს. ასე რომ, ცადე! წარმატებები!

პოსტის ავტორი: DATKA Jun 9 2010, 20:44

გაიხარე დიდი მადლობა. ვცდი რამეს თუ ვიშონნე

FION - ს მეც ვადევნებ თვალს მაგარი საიტია

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 11 2010, 15:02

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 9 2010, 17:23) *
DATKA
troutbaiter
საპატრიარქოს ტბებზე დაიჭირეს კაამ, გიორგამ და ვიტომ. 2009 არქივში ნახეთ სურათებიც დევს და ვიდეოც

მარტო ქაშაპი მოდის?? ქარიყლაპია არ არის????

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 23 2010, 18:05




newsmile045.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Aug 23 2010, 19:13

გილოცავ შენაძენს! ბევრი მტაცებელი მოგეტყუებინოს!

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 23 2010, 21:06

დიდი მადლობაააააააააა !!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ბესო Aug 27 2010, 16:05

ციტატა(nikoloza_migina @ 23rd August 2010 - 19:05) *
winneris voblerebi liloshi tito 3lari


ნუ ლილოს ვობლერებს თუ საქმეში გატესტავ მიხვდები, რომ ეგ 3 ლარი შეიძლება ვერც გაამართლოს newsmile045.gif
მეც ვყიდულობ ლილოში ოღონდ 1 ლარიან ტრიალებს... მერე ვჭრი, ვანაწევრებ მისგან რაღაც რაღაც დეტალებს ვიყენებ და საკუთარ ტრიალებს ვაწყობ, რომლებიც 100%-ით მუშა გამოდის!!!

მგონი ლილოს მაფიის გამოყენების ყველაზე რაციონალური გზა ეს არის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Aug 30 2010, 11:55

ჩამომივიდა Bassday-ს Helium-ი.

გავტესტე წყალში და შედეგმა მოლოოდინს გადააჭარბა. ნებისმიერ დინებაზე გაჩერებული სპინინგითაც კი თამაშობს. წყლის ნებისმიერ მოძრაობაზე მაგარი თამაში აქვს newsmile05.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 30 2010, 12:12

მაგარი კაცია
სიღრმე?

პოსტის ავტორი: ბესო Aug 30 2010, 13:08

ციტატა(nika @ 30th August 2010 - 13:12) *
სიღრმე?


ღრმად არ ჩადის. ალბათ 50 სმ მაქსიმუმ...

პოსტის ავტორი: dima77 Aug 30 2010, 13:43

ჩამომივიდა Bassday-ს Helium-ი

კარგი რამეა.წონა რა აქვს?

პოსტის ავტორი: ბესო Aug 30 2010, 13:57

ციტატა(dima77 @ 30th August 2010 - 14:43) *
წონა რა აქვს?


2.3 გრამი

პოსტის ავტორი: dima77 Aug 30 2010, 14:19

newsmile027.gif მაგარია, წონა მეტი რო იყოს ვაბშე დაგლიXავს

პოსტის ავტორი: ბესო Sep 8 2010, 21:53

ციტატა(dima77 @ 30th August 2010 - 15:19) *
მაგარია, წონა მეტი რო იყოს ვაბშე დაგლიXავს


წონა მეორე ვარიანტს აქვს 2.9 გრამი, მაგრამ მე ეს მერჩივნა, თან ცემი სპინი ამას ისვრის უპრობლემოდ!

პოსტის ავტორი: Infest Apr 1 2011, 22:49

ხალხო ვობლები (ძირითადად "ჩუბის", ქაშაყის) სად ვიყიდო თბილისში? ოღონდ ძვირიანი ადგილიც არ მინდა, და არც ლილო, ძალიან გთხოვთ

პოსტის ავტორი: Pendragon Apr 2 2011, 11:06

Infest

ციტატა
ძვირიანი ადგილიც არ მინდა, და არც ლილო


ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოიწერო... ebay, cabelas etc....

პოსტის ავტორი: Infest Apr 2 2011, 13:32

ციტატა(Pendragon @ Apr 2 2011, 12:06) *
Infest


ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოიწერო... ebay, cabelas etc....


მაშინ თბილისში ლილოს გარდა ნებისმიერი ადგილები მითხარი სადაც ვობლერები იყიდება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 2 2011, 15:55

Infest
მიცკევიჩზე 15 ნომერში ბიძინასთან და ბოლოში იქვე რო მაღაზიაა მე მგონი მოგზაური ქვია მად არის რაპალას ვობლერები. ცოტა იაფიანებიც არის რაღაც. ბიძინას უნდა ქონდეს FISHING CLUB ს. 15 ნომერი ნახე მიკლედ.

პოსტის ავტორი: ultralight Aug 5 2015, 20:38

icit ra mainteresebs damwyebi var da sad iyideba kargi voblerebi

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2015, 12:15

ultralight

პირველ რიგში მოგესალმები. თხოვნა იქნება, რომ ქართულად წეროთ. რაც შეეხება ვობლერებს, საბურთალოს ქუჩაზე ბიძინასთან მიდი. მიცკეიჩზე სპოტ-თაიმში. გამოწერა თუ გინდა, იბეი ან ამაზონი...

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 20 2015, 21:53



ჩვენთანაც არის ახალი პარტრია, ცოტა შეთხელდა მაგრამ რაც არის ყველა მუშაობს, ტურნირებზე არაერთხელ დაიტესტა newsmile05.gif თან ბიუჯეტური ვერსიებია, ფასები 4 ლარიდან 8 ლარამდე. წონა 1.5 გრამიდან 11 გრამამდე. მაღაზია მეტეორი, ვერცხლის ქუჩა 41.

პოსტის ავტორი: Tarantuli Dec 24 2015, 13:03

http://www.amazon.com/Yo-Zuri-Popper-Floating-Silver-3-Inch/dp/B00GGJVNPA/ref=sr_1_168?ie=UTF8&qid=1450950917&sr=8-168&keywords=popper
როგორებია?

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 24 2015, 19:12

Tarantuli

ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია ხარისხი-ფასის შეფარდების თვალსაზრისით.

ამ ფირმის ბევრი სატყუარა მაქვს, ყველა იჭერს, ეს კონკრეტული მოდელი არ მაქვს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)