ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები.
მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც.
troutbaiter
მე რაც გამოვცადე წნულმა იმუშავა იდეალურად... არცერთი აბურდვა, არცერთი ჩაწყვეტა და ტრიალას დაკარგვა... რასაც ვერ ვიტყვი მონოზე
ისროდა ნებისმიერ სიშორეზე იდეალურად და უპრობლემოდ... სავარაუდოა, რომ თევზის გაქცევების შესამცირებლად მუხრუჭის სწორი დაყენება იყოს წამალი,
ბესო
კი იდეალურად მუშაობს მაგრამ არჩილას დავესესხები, ხელი თუ კარგი გაქვს იმ შემთხვევაში კი ბატონო,
მაგრამ იდეაში მაინც ბევრად რთული სახმარია, ძაფია ბოლობოლო...........
მოგახსენებთ ბოლო გამოცდილებას რომელიც შევიძინე ფოთის პაეზდკიდან...........
წნულს ვხმარობდი და მოუხერხებლობის გამო "შპულია" შევცვალე და მონოზე გადავედი,
მინდა ავღნიშნო, რომ მონოს შედარება წნულთან არ შეიძლება, სერთოდ ჩალა მეგონა,
არავითარი შეგრძნებები და ემოციები, ძალიან უკმაყოფილო ვარ, შესაძლებლობა თუ აქვს კაცს
წნული უნდა იხმარო................... მართალია არც გამებურდა და არც ჩამწყვეტია, მაგრამ
ნამდვილად არ მაქვს მონოს გამოყენების სურვილი...
dmoral
დულარზე დახვევისას მოჭიმულად დაახვიე და თითქმის მთლიანად გაავსე დულარი, თუ არ ყოფნის, მაშინ ქვევიდან რაიმე დაახვიე და ისე ამოწიე ხვია....
ბესო
ამოხვეული მქონდა ისედაც
მოკლედ ჩამომივიდა წნული ძუა 0.13 დიამეტრის 4Lb... დავაყენე ჩემს ულტრალაითზე..... ძააააან მაგარიაა.... არც ერთხელ არ ამებურდა და არც არაერი არ მოუვიდა... სტროგად გადავდივარ დაწნულზე.... სულ სხვა შეგრძნებაა და სხვათაშორის ტყორცნის დროსაც ბევრად უკეთესად აჩვენა თავი, მონოსთან შედარებით..... თან ძალიან პატარა სატყუარებს ვისროდი....
გიორგი
რა ფირმისაა? და საიდან ჩამოიტანე?
კაბელასიდან ჩამოვიტანე.... ფირმა არ მახსობს, მოვძებნი და დავდებ
გიორგი
კარგს იზამ , დიდი მადლობა წინასწარ
გიორგი
geojorjika
BERKLE FIRELINE CRYSTAL აი ეს ჩამოვიტანე
გიორგი
გაიხარე დიდი მადლობა, აბა ვნახავ ეხლა
და 4 LBS ცოტა სუსტი არ არის? თუ საკმარისია საშუალო 100-400 გრამამდე თევზებზე?
troutbaiter
მდაა გასაგებია, უბრალოდ მე ეგეთების აზრზე არა ვარ და ძალიან კი მინდა რომ ვიყო ამიტომ ვსავ ხოლმე ამდენ შეკითხვებს
geojorjika
შენი პოსტი ამავე განყოფილებაში გადავიტანე, ანკესის თემაში...
გიორგი
ოკ ისადა გუშინ ვნხაე აი ეს ძუა Stren Original Filler Spools 330 YD, მონო ძუაა , საკმაოდ იაფი 5.85$ დან 13.5$ მდე ტესტის და ფერების მიხედვით, სიგრძე 330 იარდი ანუ 300 მეტრი არის 120 მეტრიანებიც. ვინმეს თუ გქონიათ აღნიშნული ფირმის ძუებთან შეხეაბ და როგორია?
http://www.amazon.com/Stren-Original-Filler-Spools-Clear/dp/B001H32IAE/ref=sr_1_3?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1256014461&sr=8-3
მე პირადად მოწნულს ვანიჭებ უპირატესობას.
ადვილი სასროლია, არ იხვევა, არ იბურდება, "ზაცეპების" შემთხვევაში კაცურად მოქმედებს, დიამეტრისა და წყვეტის ძალის თანაფარდობა უფრო დიდი აქვს, ბლესნების და ძვირადღირებული ვობლერების დაკარგვის ნაკლები შანსია და ა.შ.
geojorjika
არა, მე არ მქონია შეხება....
კი მაგრამ ვერ გავიგე წნული ძუა როგორ არის ინგლისურად?
geojorjika
Braided Line
ან
Super line
ცნობილი ბრენდების დაწნული ძუები: http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/index/index-display.jsp?id=cat600395&navAction=jump&navCount=1&cmCat=MainCatcat20166&parentType=category&parentId=cat20166
http://www.basspro.com/webapp/wcs/stores/servlet/SportingGoods?RequestAction=advisor&RequestData=CA_CategoryExpand&UseSheet=&ResultsPerPage=25&CatPath=All%2BProducts%252F%252F%252F%252FFreshwater%2BFishing%252F%252F%252F%252FLine%2F%2F%2F%2FBraid&OrigCatPath=All%2BProducts%252F%252F%252F%252FFreshwater%2BFishing%252F%252F%252F%252FLine&AttribSel=&submitted=yes&cmSType=N&viewastext=false&eaport=http%3A%2F%2Fwww.basspro.com%2Fwebapp%2Fwcs%2Fstores%2Fservlet%2F&storeId=10151&catalogId=10001&langId=-1&categoryId=100017003&deptId=100000000&subdeptId=100017000&ea_sortDirection=&ea_sortColumnName=¤tpage=1
ესეც ნახე. ისე ამ საიტზე მგონი ყველაზე კარგი ინვენტარი იყიდება თევზაობისთვის და ნადირობისტვისაც
laval
მაგ საიტზე ქართულ ბარათებს არ იღებენ მგონი
Pendragon
გაიხარე დიდი მადლობა
დასკვნა რა არის??? მაგრა უნდა დავაპადსეჩკოთ???
არა ძია, მცდარია თქვენი დასკვნები...
ყურადღებით ნახეთ განმეორებით კლიპი. ის თავდება სიტყვებით - "იფიქრეთ"
ასე რომ, სხვადასხვა სიტუაციაში ჯერ კარგად დაფიქრება და შემდეგ შესაბამისი მონტაჯია საჭირო.
მაგალითად კლიპის შემთხვევაში, როდესაც თევზის ჩაკვრები L სპინინგზე 30 მეტრის სიშორეზეა მოსალოდნელი, მოწნულის გამოყენებაა მიზანშეწონილი. ხოლო თუკი თევზთან კონტაქტი 10-15 მეტრში უნდა მოხდეს, მოწნული სრულიადაც არაა საჭირო და 0.2-იც შესანიშნავ შედეგს გვაძლევს! თან გაითვალისწინეთ - ამას წიგნებიდან და კლიპებიდან არ გელაპარაკებით.
troutbaiter
სხვანარირად რომ ვთქვათ, წნული ყოველთვის ამართლებს და მონო - გარკვეულ პირობებში ???
და ერთი კითხვა მაქვს:გასაგებია რო სპინინგზე ძალიან კარგია წნული,მაგრამ რამდენად გამოდგება დონკაზე?ან თუნდაც პაპლავოკზე?
გიორგევიჩ
გიგა ეს სპინინგის განყოფილებაა და თემაც, წნული სხვა არაფერში არ არის საჭირო,
არც ტივტივაზე და არც პსკერულზე არ არის მიზანშეწონილი და მგაზე
სადღაც განმარტებითი ბარათი დავწერე თავისი განმარტებებით, ასე რომ შენი კითხვა უადგილოა......
troutbaiter
უმფროსო გიორგის პოსტზე მაინტერესებს შენი აზრი
troutbaiter
Скажем так - моно оправдывает себя везде, кроме зацепов и джига .. В этих случаях плетенка не то что бы лучше, а она просто незаменима
კაცო ეს რუსული არ მესმის გადამითარგმნეთ რა
CECEIRON
რაო და პლეტიონკა(მოწნული ძუა) მაგარიაოოოოო
გამარჯობა სუყველას.
რა თევზებს იჭერთ და სად, ერთმა მაინც თქვით ნამიოკად.
ის რო, პატარა სატყუარას გადაგდე მოხერხებულია პლეტიონკით კარგია. მაგრამ ვინმემ მიახლოებით მაინც თქვით რამხელაზე. მეტრებში თუ არ შეწუხდებით.
მე იმიტომ მინტერესებს რო, თუ საკმარისად შორს ვიქნევთ მეც ვიყიდი მაგ წნულ ძუას როგორმე და ზღვაში მოვსინჯავ ლუფაზე.
ჰო მართლა. რომილიღაცამ ოკუნი არ ღებულობსო წნულზე. მასეთი ვარიანტი კინტრიშზეა ორაგულის ჭერის დროს. ამიტომ ერთი ეშმაკობა არის მოფიქრებული. 40-50 სანტიმეტრიან წმინდა მონოლიტი გამოაბეს ტრიალას და ამის შემდეგ წნული იყოს ძირითადი. 40სმ. დიდ დრეკადობას არ მისცემს საიმისოდ რო მგრძნობელობა დაგიკარგოს ხელში. სამაგიეროდ თევზი ვერ ხედავს და უფრო თამამია ტრიალასთან.
ჩემი აზრითაც წნული ჯობია. ეხლა ვიყენებ 0,12 მმ-იან წნულს. ტესტი სადღაც 9-10 კგ ეწერა როგორც მახსოვს. იგივე ზომის მონოთი, სპინინგით, თევზაობა გაჭირდებოდა ალბათ ) ანუ ერთი დ აიგივე ზომის
წნული მონოზე გაცილებით ძლიერია.
რაც შეეხება ქორჭილას, სპინინგით სულ 1 ცალი მყავს დაჭერილი და შეიძლება მონო ჯობია ვერ ვიდავებ?! მაგრამ წნულზე "პავადოკი" მეგო და მოვიდა ....
http://www.radikal.ru
რაც ზემოთ აქვთ დაპოსტილი, წნულის სასარგებლოდ, იმის გარდა კიდევ ვიტყვი, რომ ე.წ. "მეხსიერება" არ გააჩნია,ანუ რგოლებად არ ეხვევა, დოლის(შპულის)ფორმას თავისუფალ მდგომარეობაში არ იღებს.
სროლის სიშორეს რაც შეეხება, სატყუარის ფორმას(ფრენადობას) და წონას გააჩნია. რაც მე მაქვს სატყუარები ყველაზე შორს kastmaster-ი მიფრინავს.
http://www.radikal.ru
შენი სტატიის შემდეგ ვფიქრობ მოვსინჯო ლიფიორზე )
ისიც ძალიან საინტერესო იქნება რამდენად ძლებს წნული მარილიან წყალში.
მომავალი ზაფხულისთვისთვის აუცილებლად ვიყიდი მაგ ძუას. ძნელი არ უნდა იყოს მგონი თბილისში მაგის შოვნა. რო ჩამოვალ საყიდლად მაშინ დაგეკითხებით მისამართს.
amroci
თბილისში არის, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს...
ჯობია ჩამოიტანო
ხო მართლა - ყიდვა/გაყიდვაში შედი აბა.... მგონი ვიღაცა ყიდიდა 300 მეტრიანს
ჯერ არმჭირდება ზაფხულამდე.
---
ეხლა დავფიქრდი რა მაგარი იქნებოდა შენ რო ულტრალაითი სპინინგი გაქვს იმით და წნული ძუით რა მაგარი იქნებოდა იმ 4 ცალი ლიფიორას მაოყვანა პრიჩალზე 7 მეტრი სიXრმიდან. ჩემს საბჭოთა ჯოხზე რეებს აკეთებდა და ის სპინინგი ხო არგაზმში გადაგიყვანდა კაცს
amroci
ცალკე ხარისხიანი რგოლები არის მაგისთვის აუცილებელიო გავიგე და ისეთი რგოლები თუ იქნება რო საბჭოთა წარმოების ჯოხზე წავიდეს ან როგორმე მიებას?
amroci
კი როგორ არა ყიდულობ დაივას ყველაზე ძვირიან ჯოხს და აცლი რგოლებს
ჩაგეთვალა
FUJI-ს რგოლებია ეგეთი... ზომების ამბავი აქრ ვიცი, მაგრამ მგონი ცალკეც უნდა იყიდებოდეს
FUJI ნამეტანი ხომ არ იქნება? არის უფრო იაფი, მართალია FUJI სჯობს, მაგრამ ფასი
2 amroci
რგოლები ინტერნეტით შეგიძლია გამიწერო, ან ადგილზე იყიდო (დიანა, მოგზაური), მაგრამ აქ დიდი არჩევანი არ არის, სამწუხაროდ.
GIORGI
და რა სიტეზე იკიდე ეგ ძუააა?? და როგორ უნდა ჩამოვიტანოო?
აი ეს ძუა http://www.tackledirect.com/tuf-line-xp-300yds.html
ვერ ამოვიკითხე მონოა თუ წნულია.
კაი ფასი აქვს დიამეტრი/ტესტი/სიგრძეს გათვალიწინებით.
მაგალითად 0.008in (0.2) დიამეტრს ტესტი უწერია 20 lb. სიგრძე 150 იარდი. ფასი $14.
amroci
წნულია.
ცუდი ძუა არ არის, მაგრამ ჩემი პირადი ტესტირებით ყველაზე კარგ შედეგს გაწყვეტაზე იძლევა Power Pro-ს წნული ძუები - ანუ რაც გამოცხადებული აქვს ტესტი, რეალურად იმაზე ბევრად მეტს უძლებს კვანძში.
ისე ყველა ბრენდი, რომელიც ამერიკულ ბაზარზეა წარმოდგენილი, მეტნაკლებად კარგებია და ფასებშიც დიდი სხვაობა არ არის...
Braided Fishing Line ან უბრალოდ Fishing Line შეილება იყოს. მერე შინაარსით თავად უნდა გაარჩიო.
აბა მაშ ამას მირჩევ http://pix.ge/
როგორ ფიქრობ 25 გრამიანი სატყუარის მაქსიმალურ დისტანციაზე სასროლად .009 ჯობია თუ .006 in.
ანუ .006 in ნამეტარი წვრილი ხომ არ იქნება. საქმე იმაშია რომ ძალიან წვრილი თვითონაც მალე გაიცვითება (ზღვის მარილით) და რგოლებსაც უფრო მალე არ გააფუჭებს?
მაგრამ მეორეს მხრივ ცვეთის უმნიშვნელო სხვაობის პირობებში თუ ერთი 10-15 მეტრი მომცა სროლის სიშორეს ნამატი, მაშინ კი ღირს დაწვრილება.
მოკლეთ რას მოვაყოლე ეს ამბავი. შენ ხო არ შეგიმჩნევია უფრო წვრილი წნული ძიუა რამდენად მეტად იცვითება თავად და რგოლებსაც რამდენად მეტად ჭრის. (თუკი არის საერთოდ განსხვავება).
თეორიაში ბოჭკობი (შემადგენელი წვერები) ორივეს ერთი ზომის აქვს და შესაბამისად თავად ძუის ცვეთაში განსხვავება არ უნდა იყოს. გასარკვევი მარტო რგოლებთან მიმართებაშია.
amroci
აგერ არის ფასდაკლებაზე - http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp;jsessionid=JEHPLXAHX0IVRLAQBBISCOFMCAEFEIWE?id=0011779116487a&navCount=2&podId=0011779&parentId=cat600395&masterpathid=&navAction=push&cmCat=MainCatcat20166-cat600395_TGP&catalogCode=9IS&rid=&parentType=index&indexId=cat600395&hasJS=true
ამაზე იაფად ვერსად ნახავ.
გირჩევ აიღო ყვითელი ფერის, და 15 LB ტესტის. მე მგონი იმ ჯოხისთვის, როგორსაც შენ ეძებ, იდეალური იქნება. ყვითელი იმიტომ ჯობია, რომ ზღვის ისედაც მოლურჯო-მომწვანო წყალში მწვანე ფერის ძუას საერთოდ ვერ დაინახავ, ხოლო ყვითელი კარგად გამოჩნდება - თევზისთვის კი სულერთია, ყვითელი იქნება თუ მწვანე
ხალხებო თუ შეუკვეთავთ მეც მინდა და იქნებ ჩამაკვეხოთ სადმე
Pendragon
troutbaiter
Equivalent Diameter 4 lb. როგორ გავიგო რამისიმსხოა?
ჯოხს რო შევარჩევ მაშინვე მიუმატებ მაგ ძუასაც. იმედია ერთიდა იგიე კალათაში მოვათავსებ (ანუ ერთ მარკეტში შევაგროვებ ორივეს)
შეგროვებადი ანაბარი მაქვს სპეციალურად მაგისთვის. რომელიც სექტემბერში იხსნება. იმ დროისთვის უნდა მოვასწრო იდეალური სპინინგის შერჩევა რომ ერთიანად შეუკვეთო როგორც ჯოხი, ასევე ძუაც და რაიმე შესაფერისი სატყუარაც სკუმბრიისათვის. და ყველაფერი ეს მაქსიმალურ დისტანციაზე სროლის უნარით.
T A M P L I E R
სამწუხაროდ მე მარტო ავადივარ 300 ლარის შეკვეთაზე თუ ჯოხი ინტერნეტით შეუკვეთე. თუ არა და ძუის, სატყუარისა და სხვა წვრილმანებს რო დაუპირებ ყიდვას დაგიკავშირდები.
ოკ გაიხარე არაა პრობლემა ვიფიქრე თუ ცოტა გინდოდა რამე ჩემის საქმეც გაკეთდებოდა და შენც ნაკლების გადახდა მოგიწევდა
არაუშავს მე თვითონ შევუკვეთავ
მე პირადა სულ არ მაინტერესებს სიხისტე და ამორტიზაცია. მითუმეტეს არც მისი ხილვადობა. თანაც სატყუარასთან წმინდა მონოს დაუგებ გარკვეული მონაკვეთით.
ჩემთვის მთAვარია დიამეტრი/ტვირთამწეობის თანფარდობაა. მაქსიმალურ დისტანციაზე მისაწვდომად.
ბესო
მე კიდევ ერთ ჰიპოთეზას წარმოვსთქვავდი. კერძოდ ნეილონის ძუა კაშკაშა მზის პირობებში მზის ანარეკლის ათინათები ახასიათებს. წნული ძია კი სინათლეს შთანთქავს.
ერთხელ ზღვაზე კაფალზე თევზაობისას ფსკერული სატყუარა გამოედა ნაგავს და მისთვის დაყვინთვა მომიწია. მე საკუთარი თვალით მაქვს დანახული წყალში ეგეთი მზის ანარეკლი ახალ მონილით ძუაზე.
მაშინვე კიდევ ერთ საინტერესორამ შევამჩნიე. მზის ანარეკლს იძლევა თუკი თვალს მოათავსებ ერთ პარალელში მზიდან მომავალ სხივსა ძუის მიმართულებას.
მე პირადად UL და L სპინინგებზე ვხმარობ 1500-იან კოჭას და პოვერპროს 012 წნულს, აქვს კარგი ბალანსი და გრძნობადობა.
შემარჩევინეთ რა წნული ამაზე რომ მოერგოს
http://pix.ge/
ვიტო
http://www.cabelas.com/product/Fishing/Fishing-Line/Super-Lines%7C/pc/104793480/c/104719680/sc/104612580/PowerPro-Moss-Green-Line-150-150-Yards/738577.uts?destination=/catalog/browse/fishing-fishing-line-super-lines/_/N-1100386/Ns-CATEGORY_SEQ_104612580
20 ლბ ტესტით 150იარდი , ფასდაკლებაა 12$ ღირს
რაზე გინდა შUკაზე ეს ჯოხი?
20 ლბ ჩვენი ქარიყლაპიასათვის ცოტა მეტისმეტია, თუმცა განსაკუთრებულ დისკომფორტს ხმარებისას ვერ იგრძნობ. სამაგიეროდ მოგემატება რწმენა "ზაცეპებთან" ბრძოლაში.
აიღე 20 ლბ!
Geoჟორჟიკა
რაღა არა უსაშველოდ ))) ეგ ძუა 10 კილოზე მეტს უძლებს და 10 კილოიანი თებზი რომ დაგიჯდეს - ან ხმა უნდა დაკარგო, ან ნერვები და ან იქეთ ჩაგითრევს ეგ თებზი წყალში ან ყველა ერთად დაგემართება ასე რომ არ გინდა შენ ბაბუ 20 ლბ... აიღე რამე 8-10 ლბს ფარგლებში და ჯანმრთელად იყავი
გიორგი
აქ მარტო თევზზე არ არის, ზაცეპები რაფერ ხშირად გახსენებენ თავს დასავლეთის ტბებში კარგად იცი და მაგიზაა რომ ვჩივი,
თან ჯოხზე წაიკითხე რა აწერია და რამდენში უნდა ჩავეტიო
ვიტო
ხო ჯოხის ამბავში მართალი ხარ... მაგრამ !!! ერთი რამეა... 20 ლბ-ს მარტო მაგ ჯოხზე იხმარ.... და + ვთქვათ დონკაზე... აბა სხვა ვერაფერში ვერ იხმარ...
ამიტომ ჯობია მაშინ აიღო 15 ლბ... და მაგ ძუას უკვე ამ ჯოხზეც იხმარ და კიდევ სხვა ჯოხები რომ გაქვს სპინინგის - იმაზეც... ნუ საქმეს რომ დაჭირდეს...
T A M P L I E R
დამატებითი მაქვს აბა მარტო ერთზე მაგხელას არ ვიფიქრებდი
გიორგი
ადამიანო, მაგ ჯოხისთვის სპეციალურად ცალკე კოჭა მაქვს და მეორეჯოხისთვის სხვა, ამ ორივეზე მაქვს დამატებითი მაქოები,
ხოდა საქმეს როგორც დაჭირდება იმ ჯოხს და კოჭას წავიღებ
ვიტო
ნუ იტყვი მთლად მასე გენაცვალე
აი მეც მაქვს ორი ჯოხი და ორი კოჭა თავისი ორ-ორი მაქოთი... და ოთხივე მაქოზე სხვადასხვა დიამეტრის ძუა მაქვს, მაგრამ ისე რომ ამ ორივე ანკესზე მიდის ნებისმიერი ძუა... ხოდა შესაბამისად, შემიძლია დავსბორო ნებისმიერი ვარიანტი კონკრეტულ ადგილზე სათევზაოდ... ნუ მე ტივტივას ამბავში მაქვს ეგრე გაკეთებული... მაგრამ პრინციპი იგივეა...
ეგრე რომ არ მქონოდა მაგალითად, იმ დღეს სიონზე ჩელე ვერ ითევზავებდა
ეტყობა ვერსწორედ გადმოვეცი.
კონკრეტულად ეს ჯოხი მინდა რომ ვიხმარო მხოლოდ ქარიყლაპიაზე და ქარიყლაპიის სავარაუდო ადგილსამყოფელი
ხშირ შემთხვევაში არის ძალიან გაბალახებულ ტერიტორიებზე, ხოდა ამის გათვალისწინებით მინდა ისეთი
"სბორკა" მქონდეს რომ არ მირალატებს, ჯოხში კი ვარ დარწმუნებული და წნულიც ხომ უნდა იყოს შესაბამისი.
რას შეეხება თვად 20lb-ს, მგონია ომ დიიიიიიდ სხვაობას და დისკომფორტს მე ჯერ ვერ შევატყობ, ხოდა
როდესაც დიდი ბიჭი გავიზრდები და მამა მეტყვის რომ უკვე განათლდი და ახალი მწვერვალების დაპყრობის
დროაო მერე სხვა რაღაცეები ვნახოთ
ვიტო
მწყერზე წადი შენ გირჩევნია
ბესო
ხოოო მაშინ რაღა 20 ?? ბარემ მაქსიმალური აიღე რასაც შენი ჯოხი გიშვებს.. შენი ლოგიკით - 24-25 უნდა აიღო !!!
გადი ბიძია, შემეშვი, იეღოვა გირეკავს და უპასუხე
კაიიიიიიიი, კაიიიიიიიიიიიი 16 იქნება ნეიტრალური?
ციგანიხარ ვიღაცახარ
მე მიყენია 20LB წნული light სპინინგზე... გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ არა ისეთს რომ შევწუხდე... სამაგიეროდ სატყუარებს თითქმის აღარ ვკარგავ და მოგეხსენებათ იაპონური სატყუარების ფასები რამხელაა, ამიტომ მიწევს ასეთ დათმობაზე წასვლა და ჯერჯერობით ამართლებს
Pendragon
გარკვეულ დისკომფორტს ლაითი რომ არის ეგ გიქმნის?
ჩემი არის ჰევი და მგონი საერთოდ არავითარ დისკომფორტზე არ იქნება საუბარი ჩქიმი უბიჟდენიით
ვიტო, ძირითადი დისკომფორტი იქმნება ტესტისაგან განსხვავებული მცირე წონის სატყუარის ხმარებისას. ასე, რომ შენი ჯოხით რომ მსუბუქი სატყუარების კომფორტულად ტყორცნა მოინდომო, არ გამოგივა. ჯოხის შესაბამისი ტესტის სატყუარების ტყორცნისას კი არანაირი დისკომფორტი არ უნდა იყოს.
troutbaiter
ხოდა მეც ეგრე ვაპირებ, ქარიყლაპიაზე ისედაც არ ვხმარობ პატარა და მჩატე სატყუარებს
ახლა გადავხედე შენი ჯოხის ტესტს. ქარიყლაპიაზე საერთოდ არანაირი პრობლემა არ გექნება, განსაკუთრებით მცირე ზომა-წონის სატყუარების გარდა. შენი ჯოხის ტესტია 4/8 - 1.5 უნცია ანუ 14.2-42.5 გრ. გაითვალისწინე...
ძირითადი დისკომფორტი მექმნება შორს გასროლასთან დაკავშირებით... ჩემი დაკვირვებით დაახლოებით 2 მეტრით შემცირებული მაქვს მაქსიმალური დისტანცია, მაგრამ ეს იმდენად კრიტიკული არაა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამიტომაც ჯერჯერობით ვტოვებ 20LB-იან წნულს (არადა 15-იანიც მაქვს გაუხსნელი კოლოფი)...
ხოლო მითუმეტეს მძიმე კლასის სატყუარებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არ ექნება, რადგან მძიმე სატყუარას ისედაც საკმაო შორ მანძილზე ისვრი მსუბუქთან შედარებით, ასე რომ მე ვფიქრობ ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე შეგიძლია დააყენო ეგ ძუა
ამ ზაფხულში, აგვისტოში, პირველად გამოვიყენე "პაუერ პრო"-ს წნული, 0.19მმ-იანი. ერთი თევზაობის განმავლობაში რამოდენიმეჯერ( 4- 5) გამენასკვა. თან ისე, რომ
ორჯერ ვერ გავხსენი. ვერაფრით დავადგინე რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?! მანამდე, იგივე კოჭაზე და იგივე სპინინგზე,"სპროს" და "ტრაბუკოს" წნულებს
ვიყენებდი და პრობლემა არ მქონია. სპინინგისტებო რას ფიქრობთ ამაზე? იქნებ მირჩიოთ რამე?
რავი მე სულ პოვერ პრო მაქვს.. 8 ლბ და 2 ლბ და არცერთხელ არ ამხლართვია და საერთოდ არასოდეს არაფერი პრობლემა არ მქონია...
აი ვიტოს კი იცოცხლე ეხლართებოდა
ისე მეც არ გამხლართვია ამ ბოლო დრომდე და ესეც ჩემ თავს დავაბრალე
იცის პპ-მ ეგეთი ფოკუსები. მაგას ებრძვის მაღალი კლასის კოჭა და სათანადო, შედარებით მორბილო ჯოხი. რა თქმა უნდა აკურატულადაც უნდა ტრორცნო. პპ-ს არ უყვარს სიჩქარე და ფაცი-ფუცი. დინჯად და გამოზომილად ყოველი ტყორცნა.
მადლობა ყურადღებისთვის.
არჩილ მეც მასე ვვარაუდობდ, რომ ცოტა ზედმეტ ძალას ვატანდი ტყორცნისას, შორს მინდოდა უბალახო ფანჯრებში გამეტარებია შეიძლება კოჭის მიზეზიც იყოს. კოჭა
ცუდი არ მაქვს, თუმცა არც სახელოვანი ბრენდის წარმოების. მოკლედ ის ნაღდია რომ "პაუერ პრო" უფრო ყურადღებიან მოპყრობას მოითხოვს.
მე მგონია რომ გახლართვები ჩემ შემთხვევაში კოჭის ბრალი იყო,
სროლა სროლაა, ყველანაირად ვცადე მაგრამ მაინც რაღაც მომენტში
იხლართებოდა, ფოთის ერთ გასვლაზე ნახევარი ხვეული გავლიე
მოჭრა გადაბმემში
მეც მაგრად დამტანჯა არადა სხვა მწარმოებლების წნულებზე პრობლემა არ შემქმნია.
წნულ ძუის აბურდვასთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებასაც გეტყვით.
აბურდვის და კვანძების წარმოშობის პირველი მიზეზი არის უმეტეს შემთხვევაში თვითონ კოჭა ან კოწის მაქოზე არასწორედ დახვეული წნული ძუა:
1. მაქო აუცილებლად უნდა იყოს შევსებული 1 მმ-ით არ არ მისული ბოლომდე, არ უნდა სცდებოდეს მაქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს რგოლების
გადმოვარდნას მაქოდან და აბურდვას. ძუა დახვეული უნდა იყოს მჭიდროთ.
2. კოჭა - უნდა იყოს კარგი ხარისხის, ანუ უნდა ახვევდეს და ალაგებდეს ძუას მაქოზე სწორედ (ზიგზაგისებურად, რომ ძუა ერთმანეთში ხვიებსშორის არ იჭრებოდეს). ასევე უხარისხო კოჭები სროლისას და დახვევისას გრეხავენ თვითონ ძუას, რაც იწვევს ძუის თავისუფალ (დაუჭიმავ) მდგომარეობაში გადაგრეხვას და აბურდვას.
ასე რომ ჩემი აზრით უხარისხო კოჭით წნული ძუით თევზაობა არ ღირს!!!!
რაც შეეხება კითხვას სპინინგზე მონო თუ წნული - მე ვიტყვი რომ წნული ჯობია: კარგად იგრძნობა კონტაქტი სატყუარასთან და თევზთან, დიამეტრი/გაწყვეტის შეფარდება, მეტი საიმედოება. რაც შეეხება მის წელვადობის არქონას ამის კომპენსირება შეიძლება თვით სპინინგის ამორტიზაციით და კოჭის სწორი მუხრუჭის რეგულირებით.
გამარჯობათ
დამწყები სპინინგისტი ვად და მირჩიეთ;
ეხლახან შევიძინე ეს კომპლექტი :
ანკესი: Trabucco RAPTURE REVS 2,40. 5-21gr. მასალა - NANO FIBRE HM CARBON. წყობა შტეკერული, 2 მუხლიანი.
კოჭა: Trabucco Xenos XGB 1000
და მაინტერესებს წნულ ძუას თუ ვიხმარ (ანუ კოჭა თუ შემიწყობს ხელს) ზედმეტი პრობლემების გარეშე?
და კიდევ რა დიამეტრს მირჩევთ და რა ფირმისას? (სანადირო ობიექტი: ქორჭილა და წერი)
LeoTaso
თუ არ ტევზაობ http://www.klevoemesto.com/publ/tekhnika_taktika/tviching/6-1-0-17-ით,და ძუა არის http://fishingkalina.ru/news/kak-pravilno-namotat-lesku-na-bezynercionnuyu-katushku.html დახვეული შპულიაზე, ამ შემთხოვაში პლეტიონკასთან იმუშავებს თითქმის ნებისმიერი კოჭა და მათ შორის ეს ტრაბუკოც
КАА
გასაგებია , მადლობთ. ჩვენ მაღაზიებში იყიდება თუ იცი?
ეს მემგონი ორივეს კომბინირებული ფორმა,ცადეთ ვინც ახერხებთ,რომ სპინინგით ითევზაოთ.გამოხმაურებებიც საკმაოდ კარგი აქვს.
გაუმარჯოს ბიჭებს! კითხვა მაქვს http://dynamiclures.com/fishing-line/ ეს ძუა წნულია თუ მონო ვერ დავადგინე იქნებ დამეხმაროთ
http://postimg.cc/image/cvgzasl7v/
http://dynamiclures.com/hd-trout/ ამ ვობლერზე უწევენ რეკომენდაციას, ისე ვობლერზე წნული ჯობია თუ მონო
http://postimg.cc/image/ttynint1f/
16gauge
მონოს გავს ეგ ძუა.
რაც შეეხება წნულის თუ მონოს ხმარებას, ორივეს თავის პლიუს მინუსი აქვს, მაგრამ მე წნულს გირჩევ ვობლერებზე, მხოლოდ ხარისხიანს !
...და ხარისხიან , "წვრილ" წნულს შესაბამისი კოჭა სჭირდება (ხარისხიანი) ხვიები კარგად რო დაალაგოს, "პეტლი" რო არ გადმოგიგდოს და ცხოვრება არ გაგიმწაროს
http://www.radikal.ru
და თევზაობა კოშმარად არ გექცეს
თუ დამწყები ხარ დაიწყე მონოთი, ნელ-ნელა გადახვალწნულზე.
გაიხარე მადლობა რჩევისთვის, მონოთი დავიწყებ თევზაობა კოშმარად რომ არ მექცეს.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)