თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ სპინინგით სათევზაო ადგილები საქართველოში

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 7 2011, 13:43

გამარჯობათ ...

მაინტერესებს ერთხელ მაინც გამოვცადო ჩემი თავი თევზაობის ამ სახეობაში, თუმცა აქვე ავღნიშნავ არც ტივტივაზე მოთევზავე ვარ და არც რომელიმე სხვა სახეობაში დახელოვნებული.
თემის სათაურშივე მე მგონი აშკარად უნდა ჩანდეს რა დონის მოყვარულიც ვარ newsmile045.gif

მაინტერესებდა ჩემ შემთხვევაში თბილისთან ახლოს სად შეიძლება სპინინიგით წავითევზაო?
კონკრეტულად ადგილს კი იმიტომ ვკითხულობ რომ პირველივე ცდაზე გულ დაწყვეტილი არ მინდა დავბრუნდე, დაბმული თევზის დაჭერაც არ მიყვარს მარა მაინც, სად უფრო დიდი შანსი მექნება?

სხვამაც თავისი იკითხოს, ამ თემას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად არ ვხსნი newsmile05.gif


თუ სხვაგან ანუ http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=60 უნდა გამეხსნა ეს თემა გთხოვთ მომიტევოთ, დამდეთ პატივი და მიაბრძანეთ სადაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ვიფიქრე რადგან კონკრეტულად სპინინგს ეხება ...

პოსტის ავტორი: Davitus Aug 7 2011, 13:47

Qartvela™

ჯერ აღჭურვილობის და მცირე ნავიკების რეპეტიცია გჭირდება, თორემ, რომც იყოს თევზე ვერაფერს ვერ დაიჭერ,

და სხვა ტიპის თევზაობა თუ არ გიტაცებს, სპინინგზე სურვილები საიდან newsmile05.gif


P.S. ადგილებს მაინც არავინ დაგიწერს აქ, გარკვეული მიზეზების გამო

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 7 2011, 13:49

QUOTE (Davitus @ 7th August 2011 - 14:47) *
ჯერ აღჭურვილობის და მცირე ნავიკების რეპეტიცია გჭირდება

ამ ინფორმაციის მიღებას უკვე არსებული თემებიდან ვცდილობ newsmile05.gif
QUOTE (Davitus @ 7th August 2011 - 14:47) *
და სხვა ტიპის თევზაობა თუ არ გიტაცებს, სპინინგზე სურვილები საიდან

საშინლად გატაცებული არ ვარ, ხანდახან შემომაწვება ხოლმე სურვილები და ...
QUOTE (Davitus @ 7th August 2011 - 14:47) *
P.S. ადგილებს მაინც არავინ დაგიწერს აქ, გარკვეული მიზეზების გამო

არც PM? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 7 2011, 13:53

არც PM, და საერთოდ, სპინინგით თევზაობამდე უნდა მიხვიდე, კი არ უნდა დაიწყო newsmile05.gif

მარტო რომ წახვიდე, მაინც აზრი არა აქვს, ვინმემ უნდა გიხელმძღვანელოს პირველ ჯერზე, მოკლედ ნამეტანი ძნელად ასასრულებელი აზრები შემოგწოლია newsmile05.gif

გაგვიცანი, გაწევრიანდი კლუბში და თუსურვილი გექნება კარგ სპინინგისტსაც გამოძერწავენ შენგან ჩვენი პროფები, ისე ბრაკონიერული მეთოდებით თევზაობის აზრები რომ არ გაწვება, ეგ უკვე დიდი პლიუსია, ჩვენს წრეებში მოხვედრისთვის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 7 2011, 14:00

QUOTE (Davitus @ 7th August 2011 - 14:53) *
მოკლედ ნამეტანი ძნელად ასასრულებელი აზრები შემოგწოლია

newsmile035.gif
QUOTE (Davitus @ 7th August 2011 - 14:53) *
გაგვიცანი, გაწევრიანდი კლუბში

გაცნობით აუცილებლად, მაგრამ კლუბის წევრობა არ გამომივა, დროის უქონლობის გამო და კიდევ ჩემთვის გარკვეული მიზეზების გამო :(
QUOTE (Davitus @ 7th August 2011 - 14:53) *
ისე ბრაკონიერული მეთოდებით თევზაობის აზრები რომ არ გაწვება, ეგ უკვე დიდი პლიუსია

გასაძღომად არც მითევზავია და არც მინადირია არასოდეს.

მადლობა რჩევებისათვის, გავითვალისწინებ აუცილებლად

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 7 2011, 14:34

Qartvela™

ფოთიდან უნდა დაიწყო... ქარიყლაპიიდან..... ე მანდ გაიგებ სპინინგის მუღამსაც და გემოსაც newsmile05.gif და დანარჩენი მერე...

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 9 2011, 08:43

Davitus

ციტატა(Davitus @ 7th August 2011 - 14:47) *
სხვა ტიპის თევზაობა თუ არ გიტაცებს, სპინინგზე სურვილები საიდან

რავა არა ჩემო დავით, აგერ არჩილამ სპინინგის გარდა არაფერი არ იცის, მგონი ტივტივათიც არ უთევზავია არასოდეს

პოსტის ავტორი: ბესო Aug 9 2011, 11:24

ციტატა(vito @ 9th August 2011 - 09:43) *
რავა არა ჩემო დავით, აგერ არჩილამ სპინინგის გარდა არაფერი არ იცის, მგონი ტივტივათიც არ უთევზავია არასოდეს


ძაან იცი შენ უთევზავია თუ არა! newsmile05.gif სად იყო ადრე სპინინგი ესე აქტუალური საქართველოში? newsmile05.gif

Qartvela™

დასავლეთი - ქარიყლაპია არის ყველაზე კარგი დაწყება შენ შემთხვევაში! სხვაგან არც ადგილებს იტყვის აქ ვინმე და არც თან გაგიყოლებს დამერწმუნე newsmile05.gif - არ გიცნობენ და იმიტომ...

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 9 2011, 13:02

QUOTE (mgalobla @ 9th August 2011 - 12:24) *
სხვაგან არც ადგილებს იტყვის აქ ვინმე და არც თან გაგიყოლებს დამერწმუნე

მჯერავს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 16 2011, 11:16

გამარჯობათ, მაინტერესებს დასავლეთ საქართველოში (უფრო სამტრედია, აბაშა, სენაკის რაიონი) სად შეიძლება მტაცებლებზე თევზაობა და რა თევზზე?

პოსტის ავტორი: ბესო Aug 16 2011, 12:00

ციტატა(Topka2 @ 16th August 2011 - 12:16) *
გამარჯობათ, მაინტერესებს დასავლეთ საქართველოში (უფრო სამტრედია, აბაშა, სენაკის რაიონი) სად შეიძლება მტაცებლებზე თევზაობა და რა თევზზე?


აბაშის წყალზე - ქაშაპი

სენაკში არ მახსოვს ტბორებში არის თუ არა ქორჭილა და ქარიყლაპია. მაგრამ სამეგრელო სავსეა მაგ თევზებით!

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 16 2011, 13:17

ბესო გაიხარე, აბაშის სწალი ხომ ყურის ძირში ჩამოდის ჩემთან. კაცურად მირჩიე რომელი სატყუარა გამოდგება ქაშაპზე?

პოსტის ავტორი: ბესო Aug 16 2011, 13:19

ციტატა(Topka2 @ 16th August 2011 - 14:17) *
გამოდგება ქაშაპზე?

ძირითადად პატარა ტრიალები... გადახედე სპინინგების განყოფილებას... 1,2 ნომრები, 3-იც შეიძლება...

ასევე პატარა და აქტიური ვობლერები, მაგალითად სალმო-ს ჰორნეტი, ჯაკალის ჩაბი...

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 16 2011, 14:35

დიდი მადლობა ბესო, ვცდი ერთი რა გამომივა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 11 2011, 14:01

ციტატა(Qartvela™ @ Aug 7 2011, 14:43) *
გამარჯობათ ...

მაინტერესებს ერთხელ მაინც გამოვცადო ჩემი თავი თევზაობის ამ სახეობაში, თუმცა აქვე ავღნიშნავ არც ტივტივაზე მოთევზავე ვარ და არც რომელიმე სხვა სახეობაში დახელოვნებული.
თემის სათაურშივე მე მგონი აშკარად უნდა ჩანდეს რა დონის მოყვარულიც ვარ newsmile045.gif

მაინტერესებდა ჩემ შემთხვევაში თბილისთან ახლოს სად შეიძლება სპინინიგით წავითევზაო?
კონკრეტულად ადგილს კი იმიტომ ვკითხულობ რომ პირველივე ცდაზე გულ დაწყვეტილი არ მინდა დავბრუნდე, დაბმული თევზის დაჭერაც არ მიყვარს მარა მაინც, სად უფრო დიდი შანსი მექნება?

სხვამაც თავისი იკითხოს, ამ თემას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად არ ვხსნი newsmile05.gif


თუ სხვაგან ანუ http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=60 უნდა გამეხსნა ეს თემა გთხოვთ მომიტევოთ, დამდეთ პატივი და მიაბრძანეთ სადაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ვიფიქრე რადგან კონკრეტულად სპინინგს ეხება ...

მეც ვაპირებ სპინინგის ყიდვას ეხლა და დავინტერესდი მეც მაგ საკითხით და მითხრეს რომ გორში სოფელ სკრას გვერძე არის ტბა სადაც ქარიყლაპიები ყავთ გაშვებული

პოსტის ავტორი: dmoral Apr 12 2012, 22:06






ბრაკონიერების ნამოქმედარი. ფოთი, "გაზკანტორის ტბა". გადაღებულია 2012წლის 11 აპრილს.

პოსტის ავტორი: motevzave Apr 12 2012, 22:11

აუ ჩემი, ეს რა არის, newsmile039.gif
არ უნდა გაეუქმებინათ რა სიკვდილით დასჯა და უნდა ამოეწყვიტათ ეს ბრაკონიერები engruss.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Apr 12 2012, 22:13

დინამიტი?

პოსტის ავტორი: ბესო Apr 12 2012, 22:23

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Apr 12 2012, 23:13) *
დინამიტი?


ან ჟანგბადის ბალონი - მანდ მეტი ვერაფრით თევზაობენ ღრმაა ეგ ტბა რამდენადაც მე ვიცი!

პოსტის ავტორი: dmoral Apr 12 2012, 22:40

ჩემი გადაღებულია. ნავიდანაა ე.წ. "მელოჩოვკა" გადმონაყრელი. გზის მხრიდად რომ ნავის მისადგომი ადგილია იქ. ანკესითაც დგანან ხშირად მანდ მეთევზეები.

კობრი სადღაც 400 გრამიანი იქნებოდა. დენით იყო მგონი მკვდარი და გამორიყული.

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Apr 12 2012, 22:53

ბესო

ციტატა
ან ჟანგბადის ბალონი


ამით რაღას შვებიან?

პოსტის ავტორი: ams Apr 13 2012, 08:37

ეს რაა არი ტო სად არის ამ დრო სგარემოს დაცვა ვინც მაგას აკეთEბს თვითონ უნდა ჩააგდო წყალში და ეგ დინამიტი უნდა ჩAუგდე მერე ნახონ როგორი იქნება bomb.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Apr 13 2012, 08:44

ჩაგდება უაზრობა იქნება D.gif newsmile045.gif უნდა გაუკეთო ერთ ადგილში newsmile045.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 13 2012, 08:49

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Apr 12 2012, 23:53) *
ბესო


ამით რაღას შვებიან?


აფეთქებენ!

პოსტის ავტორი: ams Apr 13 2012, 09:40

nikoloza_migina
უფრო მაგარი უნდა დაუსერო სხეული და ზედ დენთი დააყარო და ცეცხლი წაუკიდო

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 13 2012, 17:28

ams

ციტატა(dilar @ 13th April 2012 - 10:40) *
ა ზედ დენთი დააყარო

მარილი ჯობია მარილი, კალასის ფირმის D.gif
დიდა ვფხოდი რააააა ნაბორია. რა უნდათ არ დაანებებენ ამ ბუნებას თავს ტო...

პოსტის ავტორი: ams Apr 13 2012, 19:05

სანამ არ შეიგნებენ რამხელა ზარალს აყენებენ ბუნება არამგონია თავი დაანებონ ამიტომ ერთი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და დანარჩენებიც მიხვდებიან რო დედის სახის ზვლები დაემტვრევათ ტუ კიდე მიქარავენ

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 5 2012, 15:13

აბა მცოდნეებო მითხარით осенний жор უკვე დაგვიანებულია ? ( წერი და ქირჭილას ვგულისხმობ )

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 5 2012, 15:48

LeoTaso
დარაგოი, უჯე ზიმა D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 5 2012, 16:43

ზიმა ურალშია , ჩვენთან ცოტათი გრილა D.gif

ჯერ არც მოუყინავს და მაგიტო ვიკითხე, არადა როგორი ადგილები მეგულება vava.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 7 2013, 16:24

ტააკ, ეს თემა კიარადა მთელი განყოფილება "დაიჟანგა " , სამწუხაროდ.

სად ხართ ჯოხიანო მონადირეებო? D.gif

ხოდა რისი თქმა მინდოდა;

ეხლა იანვარში პალიასტომზე გახლდით. კატერით მოვიარეთ იქაურობის 80%, რაღათქმაუნდა იქაური ბიჭების დახმარებით.
...ხოდა ისეთი სასპინინგე ადგილები ვნახე იხვი ვიღას ახსოვდა ( სამწუხაროდ ფოტო ვიდეო მასალა აპარატმა წაიღო ტბის პსკერზე :( ) . აი მდინარე ფიჩორი ხო ზღაპრულია. გაზაფხულზე აუცილებლად ვესტუმრები.

პოსტის ავტორი: choportaa Jun 30 2014, 22:20

მოგესალმებით ყველას! მე ვიცი 1-2 კაიგი ადგილი ქაშაპზე სათევზაოდ, მაგრაგრამ სატყუარად კალიას ვიყენებ.. მაინტერესებს სპინინგი და მინდა გამოვცადო. ეგზემპლარები მარტლაც კარგია იმ ადგილას, მაგრამ შედარებით პატარა ქაშაპი ასწრებს და შეიძლება 10დან ერთი კარგი მოზრდილი დაიჭირო.. პატარა წყალსაცავია დაახლოვებით 2-3 ჰექტრის მოცულობის და სპინინგით სათევზაოდ იდეალურია.. მაინტერესებს თუ არი რამე განსხვავება მდინარის სატყუარასა და ტბის სატყუარას შორის. თუ იცით რამე და გამოგიცდიათ, გამიზიარეთ ეგ ცოდნა და მე ადგილს გაგიზიარებთ თბილისიდა 30 კმ-ის დაშორებით.. D.gif

ჩესნი აბმენ.. D.gif:D:D

პოსტის ავტორი: LeoTaso Jun 30 2014, 22:56

choportaa

აქედან როგორ გაგიზიარო ? ადგილზე ლაივში ჯობია D.gif

ხუმრობა იქეტ იყოს და ცოტა არ იყოს რტულია აქ საუბარი , ბევრი ნიუანსი და ზირითადი პრინციპებია ამ მეთოდში, მართლა თუ გაინტერესებს მე ხვალაც მივდივარ და მოდი თუ გცალია

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 30 2014, 23:40

აი მე ეხლა ვიწყებ მაგ ჯოხით ნადირობას და შეგაწუხებ ხოლმე, კითხვებს დაგაყრი და ჟანგიც მოშორდება....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 1 2014, 12:37

ჩელე

ციტატა(chele @ 1st July 2014 - 00:40) *
აი მე ეხლა ვიწყებ მაგ ჯოხით ნადირობას

ვა შენ რა კაი ბიძია ყოფილხარ D.gif
სურვილი თუ გაქვს ხვალვე ჩაგიტეარებ მასტერკლასს thinking.gif
1-2 კაი ადგილი მეც ვიცი და თუ გაქვთ სურვილი... მე მზად ვარ...

პოსტის ავტორი: LeoTaso Jul 1 2014, 12:47

ჩელე

ძალიან კარგი, მიხარია რო მატულობს სპინინგისტები , ძალიან საინტერესო მეთოდია და გარკვეულწილად შედეგიანიც newsmile05.gif

ესეც დღევანდელი , ზეპასიური იყო ქაშაპი, არადა წუხელ კარგად იწვიმა thinking.gif

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: choportaa Jul 1 2014, 12:51

ციტატა(LeoTaso @ Jun 30 2014, 23:56) *
choportaa

აქედან როგორ გაგიზიარო ? ადგილზე ლაივში ჯობია D.gif

ხუმრობა იქეტ იყოს და ცოტა არ იყოს რტულია აქ საუბარი , ბევრი ნიუანსი და ზირითადი პრინციპებია ამ მეთოდში, მართლა თუ გაინტერესებს მე ხვალაც მივდივარ და მოდი თუ გცალია

ლაივში ყოველთვის ჯობია, მაგრამ გამოცდილება თეორიული მხრიდანაც არ იქნებოდა ცუდი.. გვიან ვნახე ეს პოსტი თორე შემოგიერთდებოდი აუცილებლად თან არაფერი საქმე არ მაქვს დღეს.. newsmile05.gif ისე თუ მასეა აჯობებს მე სადაც ვამბობ იმ ადგილას წავიდეთ და გამოცდილებაც ეგ იქნება, ექსპერიმენტიც და დასკვნაც.. D.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jul 1 2014, 12:59

ციტატა(LeoTaso @ Jul 1 2014, 13:47) *
ჩელე

ძალიან კარგი, მიხარია რო მატულობს სპინინგისტები , ძალიან საინტერესო მეთოდია და გარკვეულწილად შედეგიანიც newsmile05.gif

ესეც დღევანდელი , ზეპასიური იყო ქაშაპი, არადა წუხელ კარგად იწვიმა thinking.gif

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

ძალიან მაგარია!!! ბევეი პატივისცემა ჩემგან!!! newsmile05.gif ზუსტად ისაა რაც მინდა.. ისეთ რამეებს აკეთებენ ხოლმე ჩემი ქაშაპები ადრენალინით მევსება ხოლმე სისხლი.. D.gif წარმომიდგენია სპინინგით რა მაგარი იქნება..

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 1 2014, 19:31

შოთა.03
LeoTaso

შაბათ-კვირას სადაც გინდათ, როცა გინდათ მასწავლეთ პრობლემა არ არის.... newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jul 1 2014, 23:18

თუ კაი საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ.. partyFishing.gif D.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jul 2 2014, 00:29

დღეს ქაშაპი მართლაც პასიური იყო, მაგრამ 6-7 ცალი მაინც დავიჭირე.. newsmile05.gif ოღონდ კალიაზე.. უყვარს აქაურ ქაშაპს კალია, მაგრამ გღეს არ იაქტიურა ისე როგორც სჩვევია.. ეგ ადგილი ჩემს სოფელშია და მეც აქ ვარ. ნებისმიერ დროს მოინდომეთ და დაგხვდებით.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hubert Jul 2 2014, 06:45

თუ ასეთი კარგი ადგილია და თბილისთან ახლოსაა მეც შემოგიერთდებით,ჩემი აღჭურვილობითურთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jul 2 2014, 12:05

დაგეგმეთ და მობრძანდით.. მეც საჭირო ინფომაციას, პრაქტიკაში მივიღებ.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Jul 2 2014, 20:59

ჩელე

კვირას მცალია და ეს კაცი choportaa თუ მიგვასწავლის ადგილს (გუმანით ვხვდები სადღაც ჭოპორტშია ეგ ტბა ) გავიდეთ და პატარა მასტერკლასი ჩავატაროთ newsmile05.gif თუ არადა "ჩემ პოლიგონზე" D.gif წყალი მაგარი დავარდნილია, გაგრამ თევზს ვნახავთ .


თაზო

ციტატა(თაზო @ 2nd July 2014 - 00:18) *
თუ კაი საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ.


მობრძნდით პატივცემულო, იიმ კანიაკსაც წამოვიღებ D.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jul 3 2014, 00:12

კი ბატონო ჭოპორტშია და შეგიძლიათ მობრძანდეთ.. მეც მცალია კვირას და სიამოვნებით გიმასპინძლებთ.. newsmile05.gif ნომერს პირადში მოგწერ და ვისაც წამოსვლა მოუნდება წამოვიდეს.. დარწმუნებული ვარ ჩემი სოფლის ბუნებით, სილამაზით და სტუმართმოყვარეობით ისიამოვნებთ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jul 3 2014, 01:07

ციტატა(LeoTaso @ 2nd July 2014 - 21:59) *
მობრძნდით პატივცემულო, იიმ კანიაკსაც წამოვიღებ

ეგა ძმაო კანიაკი კიარა შატლის საწვავია მემგონი))) newsmile027.gif ვეცდები შემოგიერთდეთ.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2014, 09:02

LeoTaso

კი ბატონო. კვირა ანუ შაბათი ღამე თუ როგორ ვივარაუდო? ოღონდ არც ვერტუშკა მაქნს და არც ვობლერი. მანამდე მაყიდინე როგორმე. მქონდა სადღაც ეს ვერტუშკები და 1 ვობლერი და ვერ ვპოულობ ვერსად....

პოსტის ავტორი: choportaa Jul 3 2014, 13:49



http://postimg.cc/image/ofzm7lr1j/
ესაც დღევანდელი შედეგი.. newsmile05.gif

ვნახოთ სპინინგი თუ აჯობებს კალიას.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jul 3 2014, 14:41


http://postimg.cc/image/sbd2anb6r/
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 4 2014, 09:16

კარგად გითევზავია. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: megreli Jul 4 2014, 10:11

ჩელე

ფიშინგ-კლუბში მიდი newsmile05.gif იქ არის პატარა ვობლერები,ქაშაპზე რო გამოდგება იმფერები (14-15 ეროვნული თითო) newsmile05.gif)) სატრიალოების რა გითხრა,ბოლოს რო ვიყავი არც იყო საქაშაპე სატრიალოები... წვრილ მაღაზიებში ეძებე ეგენი newsmile05.gif გაგარინზე არის ერთი მაღაზია,მანდ თუ აარჩევ რამეს,სანამ კალიბრთან მიხვალ,ხელმარჯვნივაა...

choportaa

ბრავო newsmile05.gif) მაგარია,სად დაიჭირე ესენი ?

პოსტის ავტორი: LeoTaso Jul 6 2014, 18:59

choportaa

შენ რო წახვედი 2 მაინც მოვატყუე newsmile05.gif

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

არადა მშვენიერი ადგილია

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: choportaa Jul 6 2014, 21:15

[quote name='LeoTaso' date='Jul 6 2014, 19:59' post='308720']
choportaa

შენ რო წახვედი 2 მაინც მოვატყუე newsmile05.gif

კარგია! newsmile05.gif ვგრძნობ უკეთესი შედეგების მოცემა შეუძლია ჩემ მოედანს.. newsmile05.gif კარგად დადგება ალბათ ასე 1კვირაში წყალი და მაგარი იქნება.. სადაც 3-4 ტყუვდება, იქ 15-20-ც მოტყუვდება.. ისე ის ერთი ეხლაც თვალცინ მიდგას ელვის სისწრაფით გამოვარდა სიღრმიდან. newsmile05.gif ძალიან არეული დღე იყო, მეც ღამენათევი, მოუწესრიგებელი, ცალკე სტუმრიანობა და ავდუღდი მთელი დღე.. მერე ერთი ისე ვქნათ რომ დავრჩეთ ვიქეიფოთ და კაი დროც გავატაროთ.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 7 2014, 18:19

მოკლედ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მესიამოვნა გუშინდელი დღე. მართალია, მხოლოდ 1 დავიჭირე, მაგრამ ნაპირზე ამოყვანილი გამექცა, მაგრამ მივხვდი, რომ დიდი ზომის თევზი მაგარი აზარტული დასაჭერი იქნება. ტბა ძალიან მაგარია. მეორე ტბა რომ გასუფთავებული იყოს, იქაც მაგარი ადგილებია. არა და თევზი აშკარად არის. ზემოდან ვხედავდი როგორ დასეირნობდნენ. ამინდების ბრალია ეგ ყველაფერი და რომ გამოვა ამინდები, კიდევ ერთხელ ვესტუმრები მაქაურობას.... დიდი მადლობა ლევანს და გიორგის. გაიხარეთ ბიჭებო...


ხო, ის რაც დავიჭირეთ, 3 ცალი, უკან გავუშვით. პრინციპში ლევანის დაჭერილი გავუშვით, თორე მე ნაპირიდან გამექცა. newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 8 2014, 13:33

ჩელე
ვაააა ბაბუ მოინათლეეე? გილოცამ.... აბა სულ კაი თევზაობები.....

LeoTaso
შენ მოკლედ სად არ გამოაძვრენ რა "რიბკას" D.gif

პოსტის ავტორი: დემი Jul 8 2014, 18:47

ციტატა(megreli @ Jul 4 2014, 11:11) *
ჩელე

ფიშინგ-კლუბში მიდი newsmile05.gif იქ არის პატარა ვობლერები,ქაშაპზე რო გამოდგება იმფერები (14-15 ეროვნული თითო) newsmile05.gif)) სატრიალოების რა გითხრა,ბოლოს რო ვიყავი არც იყო საქაშაპე სატრიალოები... წვრილ მაღაზიებში ეძებე ეგენი newsmile05.gif გაგარინზე არის ერთი მაღაზია,მანდ თუ აარჩევ რამეს,სანამ კალიბრთან მიხვალ,ხელმარჯვნივაა...

choportaa

ბრავო newsmile05.gif) მაგარია,სად დაიჭირე ესენი ?


ჩელე ბზრიალებს მე მოგცემ შემეხმიანე პატივცემულო, ან მეც გამოგყვებით და ჩემი მოკრძალებული "ზანიჩკებიდან" გიწილადებთ კიდევ რაცხა რაცხებს... partyFishing.gif

პოსტის ავტორი: დემი Jul 8 2014, 18:54

სპინინგისტებოოოო, ეხლა გავმაზე, გვიან ვნახე პოსტები, სამომავლოდ, თუ დაგეგმავთ მეც წამიყვანეეეთ... newsmile041.gif ჩემი ტელ.ნომერია 551 57 05 05


პოსტის ავტორი: ჩელე Jul 8 2014, 20:05

დემი

აუცილებლად შეგეხმიანებით პატივცემულო.,...

პოსტის ავტორი: jorj Jul 9 2014, 11:39

choportaa ეგ ტბები ადრე დახურული იყო თუ არ ვცდები და ეხლა დაუშვეს თუ "ბლატია"საჭირო?

პოსტის ავტორი: choportaa Jul 9 2014, 16:45

ციტატა(jorj @ Jul 9 2014, 12:39) *
choportaa ეგ ტბები ადრე დახურული იყო თუ არ ვცდები და ეხლა დაუშვეს თუ "ბლატია"საჭირო?

ეგ ტბები ეხლაც დახურულია რაზეც ამბობ, მაგრამ ზემოთ კიდევ 2 ტბაა სადაც არავინ არაფერს გეტყვის თუ რამე მუხანათური მეთოდით არ ითევზავებს ვინმე.. newsmile05.gif ქვევით ბლატი უნდა, მაგრამ აზრი აგარააქვს დააშრეს ქვედა ტბები და წმინდავენ..

პოსტის ავტორი: jorj Jul 9 2014, 21:38

choportaa გაიხარე!!!ეგ მაინტერესებდა.პირველს (კუნძულიანს|) მაინც ვერ დააშრობდნენ

პოსტის ავტორი: choportaa Jul 10 2014, 01:54

(კუნძულიანს|) მაინც ვერ დააშრობდნენ
კუნძულიანი არ დაუშრიათ, მაგრამ გაანადგურეს.. წყალი დზალიან იყო დაკლებული და სულ დაქსელეს ბადეებით.. თან აპარატებით იარეს.. იქ სამწუხაროდ ჩემი იურისდიქცია არ ვრცელდება თორე გადავამტვრევდი იმ აპარატს თავზე.. აი ზემოთ ტბაზე თუ ვნახავ, მერე მე ვიცი და ჩემმა ჯანმა.. D.gif

პოსტის ავტორი: eqstazi Jul 10 2014, 15:30

სადაა ეგ ტბა რა ლამაზი ადგილია ?


შორია თბილისიდან ?

პოსტის ავტორი: choportaa Jul 10 2014, 17:34

ციტატა(eqstazi @ Jul 10 2014, 16:30) *
სადაა ეგ ტბა რა ლამაზი ადგილია ?


შორია თბილისიდან ?

35 კილომეტრია დაახლოვებით.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jul 10 2014, 17:42

http://postimg.cc/image/pcoy8r98j/ ოხ ეს გემრიელი კალია! D.gif
ესაც დღევანდელი საათნახევრიანი თევზაობის შედეგი.. newsmile05.gif
პ.ს. აქ მთელი შემადგენლობა არ არის, გზაში ბავშვებს ვაჩუქე რამოდენიმე.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 12:19

ლოქოზე სპინინგით თევზაობის გამოცდილება თუ აქვს ვინმეს? მაგ: მდინარე რიონზე ან მსგავსზე. საკმაოდ ქატიურად იჭერენ უცხოურ ვიდეოებში რასაც ვნახულობ. ვინმეს უცდია? როგორი სატყუარები გამოიყენება, ან რა ტესტის ჯოხები და ა.შ.

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 12 2015, 12:51

smekosmeko

ჩემი ნაცნობებიდან მიზანმიმართულად არავის უთევზავია ლოქოზე. სინტერესოა რიონი, სუფსა, ხობისწყალი, ასევე მტკვარი რუსთავის ქვემოთ

ძირითადად ჯიგზე ჯდება, სიღრმეების მოყვარულია და მაგიტომ. არის შემთხვევები ყანყალაზე, ან ვობლერზე, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევებია. ძირითადად მძიმე ჯიგი (20-40გ) სიღრმეების "გასარღვევად", კატერი თითქმის აუცილებელია. შეილება ნაპირიდანაც.

წელს მინდა მტკვარზე ვცადო !

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 12:56

არადა რიონზე დაჭერილი თევზიდან 90% ლოქოა. ზალიან ბევრია, მე სადაც ფსკერულით ვთევზაობ იქ ყველგან ნაპირიდან სეიძლება სპინინგით. ძირვადი ვობლერებიც ამართლებს მგონი სადაც წყალი მაქიმუმ 2 მეტრია სირღმე. ზოგი ულტრალაითებითაც იჭერს საკმაოდ დიდ ეგზემპლიარებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 12 2015, 13:02

smekosmeko

ციტატა(smeko @ 12th March 2015 - 13:56) *
ზოგი ულტრალაითებითაც იჭერს საკმაოდ დიდ ეგზემპლიარებს


4-5 კგ ? მაგ ფარგლებში ლოქო ჩემი აზრით გასაშვებია.

კიი არის ვობლერები 2-3 მეტრს უკაკუნებს, მაქვს რამდენიმე, მაგრამ ბევრია სატყუარის დაკარგვა. საუკეტესო ვარიანტი მაინც ჯიგი მგონია, ოფსეტური ნემსკავით, ან დამალული ორკავით.

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 12 2015, 13:07

საინტერესოა როგორ გაამართლებს რიონზე სპინინგი (ზაცეპები რიონზე არაა, მთლიანად ქვიშის ფსკერი აქვს). ამ ზაფხულს შენებურად მოცადე აბა რას იზამს ლოქოზე.

პოსტის ავტორი: BIGმიშა Mar 12 2015, 21:30

კალმახზე სპორტული ტევზაობაც გვეკრძალებაა? დაიჭირე გაუში პრინციპი

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 13 2015, 09:37

BIGმიშა

ციტატა(mishka @ 12th March 2015 - 22:30) *
კალმახზე სპორტული ტევზაობაც გვეკრძალებაა? დაიჭირე გაუში პრინციპი


სამწუხაროდ ეგრეა ჯერ-ჯერობით და დიდი ჯარიმებიცაა. აი "ძლიერთ ამა ქუეყნისა" აპარატითაც არ უკრძალავენ :(((

პოსტის ავტორი: l.u.k.a. May 12 2015, 14:31

მაინტერესენს არის თუ არა მტაცებელი 1) პალიასტომის არხში კაპარჭაში (კაპარჭინა)|||||||||||||||||||| და ||||||||||||||||||||| 2) ჭურიაში partyFishing.gif newsmile019.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso May 13 2015, 08:30

l.u.k.a.

ციტატა(l.u.k.a. @ 12th May 2015 - 15:31) *
მაინტერესენს არის თუ არა მტაცებელი 1) პალიასტომის არხში კაპარჭაში (კაპარჭინა)|||||||||||||||||||| და ||||||||||||||||||||| 2) ჭურიაში


სამტრედიას რო გაცდები თითქმის ყველა მდინარესა და გუბეშია მტაცებელი (წერი, ქორჩილა, ლოქო, ქაშაპი) .

პოსტის ავტორი: l.u.k.a. May 13 2015, 17:43

მადლობა d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: levani-gabo May 13 2015, 22:27

ციტატა(BIGმიშა @ Mar 12 2015, 22:30) *
კალმახზე სპორტული ტევზაობაც გვეკრძალებაა? დაიჭირე გაუში პრინციპი

გაუმარჯოს . აკრძალვაა თან როგორი, ცემს მეგო
ბარს 4ცალი კალმახის დაჭერა2200გეო ლარი დაუსვეს..........

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)