თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ კითხვა/პასუხი

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 11 2011, 14:09

გამარჯობათ მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და ესეთი თემა ვერ ვნახე მოდით ამ თემაში დავუსვათ ერთმანეთს კითხვები სპინინგთან დაკავშირებით.

150 ლარის ფარგლებში რამე სპინინგი მირჩიეთ და რა ჯობია აქ ვიყიდო თუ გამოვიწერო? კიდე ერთი კიტხვა გავიგე სოღალუღში მტაცებელი ყავთ სადღაც გაშვებული და სპინინგით სათევზაო ადგილია ვინმეს თუ გაგიგიათ?

პოსტის ავტორი: მებადური Dec 11 2011, 16:53

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8071&pid=174163&st=0&#entry174163

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 11 2011, 17:40

ესეთი ახალი რო გამოვიწერ 110$ დამიჯდება თან ნახმარი არ მინდა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 11 2011, 19:30

არა არ დაგიჯდება 110$ ბევრად მეტი დაგიჯდება. newsmile05.gif ეს ისეთი ადამიანის ნახმარია როოოო.. D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 11 2011, 20:26

F1SheR
სერიოზული სპინინგია თუ მართლა სპინინგის ყიდვა გინდა.

თუ იცი რა იყიდო და სად მაშინ ვერ მივხვდი ამ თემას რატომ ხსნიდი?

და კიდევ სპინინგი ათასნაირია. რისთვის გინდა, რა ტესტით, როგორ მდინარეზე ან ტბაზე. ერთი სპინინგით ყველაფერზე ვერ ითევზავებ

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 11 2011, 20:31

ჭალიმგერა მე გაგცემ პასუხს.
ეს გახსნა რადგან იყოს კითხვა პასუხი და არა მარტო ყიდვა გაყიდვა.
2.40უნდა . სავარაუდოდ ტბაზე და ტესტი 5-25გრ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 11 2011, 20:34

nikoloza_migina
იცნობ შენ?

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 11 2011, 21:04

რავი უფრო ტბისთვის მინდა ვერ ვერკვევი კარგათ და იმიტო გთხოვეთ რჩევა.

პ.ს ეს თემა იმიტო გავხსენი არა მარტო ჩემთვის ვისაც კითხვები გაუჩნდება სპინინგთან დაკავშირებით აქ რომ იკითხონ

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 11 2011, 21:07

ციტატა(Chalimgela @ 11th December 2011 - 21:34) *
იცნობ შენ?

კიი.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 12 2011, 08:12

ციტატა
სპინინგი მირჩიეთ და რა ჯობია აქ ვიყიდო თუ გამოვიწერო?

რისთვის გინდა გააჩნია!

ციტატა
კიდე ერთი კიტხვა გავიგე სოღალუღში მტაცებელი ყავთ სადღაც გაშვებული და სპინინგით სათევზაო ადგილია ვინმეს თუ გაგიგიათ?

საპატრიარქოს ტბებზე თუ ამბობ იქ ქაშაპი თავისით არის გამრავლებული - არავის გაუშვია!

ციტატა
ესეთი ახალი რო გამოვიწერ 110$ დამიჯდება


newsmile05.gif მე ვფიქრობ ისევ მასეთის შეძენას ოდნავ სხვა ტესტებით და 10$ ჩამომიტანე მერე შეგეხმიანები newsmile05.gif

ციტატა
2.40უნდა . სავარაუდოდ ტბაზე და ტესტი 5-25გრ

??????????????????????
რატომ 2.40 და არა 7.80 მაგალითად?
ან რატომ ეგ ტესტები?
ტბაზე უნდა არაფერს ნიშნავს, რაზე უნდა ითევზაოს??

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 12 2011, 13:17

ქარიყლაპიაზე უნდა 2.40სმ. ტესტი 5-20გრ.

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 12 2011, 15:27

ეს ტესტი რას ნიშნავს გამარკვიეთ რა ძირითადად ტბებზე სათევზაოდ მინდა 2.40 ზე გრძელი არ მინდა ვერ ვთევზაობ დიდი ანკესებით მოკლე მირჩევნია

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 12 2011, 19:01

ხო ბესო ალბათ მაგ საპატრიარქო ტბებზე მაქ გაგებული თუ იცი დაახლოვებით რა ადგილას არი სოღალუღში სად ვიკითხო და ფასიანი ტბა არის თუ არა?

პოსტის ავტორი: ბესო Dec 12 2011, 20:40

ციტატა
ეს ტესტი რას ნიშნავს გამარკვიეთ რა


რომ აქვს ტესტი ჩემს სპინს 3-17 გრამი ეს ნიშნავს, რომ 3-დან 17 გრამამდე სატყუარებს ამ სპინინგით ისვრი ზუსტად. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც გინდა კონკრეტულ ადგილას ჩააგდო სატყუარა (და ამას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს) ამ დიაპაზონში ნებისმიერი წონის სატყუარას სროლა ზუსტად გაგიადვილდება!!!
3 გრამზე მსუბუქის და 17 გრამზე უფრო მძიმე სატყუარების სატყორცნად ცოტა მეტი ძალისხმევა დაგჭირდება! თუ მაგალითად 50 გრამიანი სატყუარის სროლას დააპირებ ამ სპინით, იგივე მოძრაობით რითაც 10 გრამიანს ისვრი დიდი ალბათობაა, რომ გატეხო სპინინგის წვერი...
ნუ 50 გრამიანი სატყუარა სპინინგისთვის ჩვენს პირობებში ცოტა არარეალურია იმიტომ, რომ მაგით ოკეანეში ან მაგ. ამერიკაში თუ ითევზავებ იქაურ 30 კილოიან ქარიყლაპიებზე newsmile05.gif

ციტატა
თუ იცი დაახლოვებით რა ადგილას არი სოღალუღში სად ვიკითხო და ფასიანი ტბა არის თუ არა?

ზოოვეტის პირდაპირ არის - რუსთავისკენ რომ მიდიხარ ხელმარცხნივ შესასვლელია
ესეც რუქა. მტკვრის პირას მარჯვენა ნაპირზე რასაც ხედავ მაგას ეძახიან საპატრიარქოს ტბებს
http://maps.google.com/?ll=41.629943,44.934254&spn=0.017418,0.042272&t=h&z=15&vpsrc=6
მანდ და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოში არის ქაშაპის მომცრო ჯიში, რომელზეც ულტრა მსუბუქი და მსუბუქი სატყუარებით თევზაობენ!

პოსტის ავტორი: ბესო Dec 12 2011, 20:46

ხო მგონი ფასიანი არ არის ეგ ტბები...

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Dec 12 2011, 21:47

F1SheR
http://1tv.ge/videos/show/200 აქ შედი და არის ერთი გადაცემა სპინინგებზე. კარგად აქვს ახსნილი ყველაფერი და გაიგებ რა და როგორაა newsmile045.gif

თუ ტივტივაზე გინდა მაგაზეც არის ერთი ვიდეო, დანარჩენი ნადირობაზეა


ხოდა თუ კითხვა-პასუხია და ა.შ. მაშინ ყველამ რომ დავსვათ კითხვები არ წავა?

მოკლედ მაინტერესებს რომელი სპინინგი წავა ზღვაზე სათევზაოდ ე.წ. "პადსეჩკაზე" (ქართულად როგორაა არ ვიცი) ანუ 3-4 დიდი ნემსკავი ებმევა, შორს უნდა გადავარდეს და უნდა ქაჩო მოშნად. ისეთი მინდა რომ გაუძლოს კარგად.



ასეთი ნემსკავები ოღონდ დიდები, სადღაც 10 სმ-იანებია

ჩინური ვარიანტები მაქვს და რამე ღირებული მაინტერესებს. + ჩამოტანის დროს რამე პრობლემა ხო არაა, რო დაზიანდეს ან რამე

პოსტის ავტორი: ბესო Dec 12 2011, 21:57

"პადსეჩკაზე" (ქართულად როგორაა არ ვიცი)
იავიცი, იავიცი - ამბობენ ეს "პადსეჩკა" ბრაკონიერობააო და.... neam.gif

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Dec 12 2011, 22:00

ბესო
რატომო? მაშინ სტავრიდზე თევზაობაც ბრაკონიერობაა

პოსტის ავტორი: ბესო Dec 12 2011, 22:12

ციტატა
რატომო?


რატომო და მაგ მეთოდით ძირითადად თევზაობენ ზამთარში, ანუ მაშინ როდესაც თევზი ნაკლებად მოძრაობს და მეთოდი გათვლილია იმაზე, რომ თევზს "ლიჟბი" სადმე გამოედოს და მერე გამოათრიო ნაპირამდე. ამ ქნევა-ქნევაში თუ 1 თევზს დაიჭერ - 10-ს ან მეტს გვერდს გაუფუჭებ, ან სულაც შიგანს გამოაგლიჯავ ეს თევზები ყველა მოკვდება და მეთევზეს ხეირი ვერანაირი ვერ ექნება!

სტავრიდას კი რაც შეეხება 20 ნემსკავით თევზაობაც პრინციპში ბრაკონიერობაა! ვინაიდან არსებობს ნემსკავზე შეზღუდვა. მაგრამ თვითონ მეთოდს საერთო არ აქვს "პადსეჩკასთან" არაფერი. ვინაიდან სტავრიდა ბრჭყვიალა ნივთბს დასდევს და რომ ხედავს ამ კარგად გაპრიალებულ ნემსკავებს ეტანება მათ და ამ ტარების დროს პირით ჯდება ანკესზე! შესაბამისად "პადსეჩკის" მსგავსი მოძრაობები კი იმისთვის არის საჭირო, რომ ეს ახუნძლული ნემსკავები მაქსიმალურად დიდი მანძილზე გაატარო და მეტმა სტავრიდან დაინახოს და ეძგეროს. ეს არის და ეს... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MARLIN Dec 12 2011, 22:13

ეგრედწოდებული "პადცეჩკით" თევზობა ბრაკონიერობად ითვლება მარტო იმიტომ რომ, უამრავი თევზი იჩეხება და იფლითება რის შედეგადაც იღუპება და ლპება.

ვისთვის როგორ,,, მე ნაღდად ვერ დავამუღამე.




პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Dec 12 2011, 22:33

ბესო
სტავრიდი კი ჯდება ზედ მაგრამ ჯგუფად რომ შემოდის იქედან ხომ დებს რამოდენიმეს? ანუ გამოდის რომ ბათუმში სანაპიროზე ვინც თევზაობს 99% ბრაკონიერია D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 13 2011, 00:54

ციტატა
ჯგუფად რომ შემოდის იქედან ხომ დებს რამოდენიმეს?

მე ჯერ არ მინახავს სტყავრიდა კუდით ან მუცლით ამოყვანილი და ეგ შეიძლება ერთეული შემთხვევებია. მასე ტივტივათი თევზაობის დროსაც კი ამომიყვანია მუცლით, მაგრამ თვითონ მეთოდი არ არის მაგაზე გათვლილი.რომ მოწევენ, მერე პაუზას უკეთებენ, რომ მოასწროს თევზმა მისვლა და პირის მოკიდება!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 13 2011, 13:04

DaTo-KiZo
სტავრიდაზე თევზაობა არ არის ბრაკონიერობა, იმიტომ რომთევზე ყლაპავს სატყუარას, გამოკვრით თევზაობა კი ბრაკონიერობაა, იმიტომ რომ თევზს ასახიჩრებს

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Dec 13 2011, 15:01

ციტატა
მე ჯერ არ მინახავს სტყავრიდა კუდით ან მუცლით ამოყვანილი

ბევრჯერ მინახავს. როცა ჯგუფი შემოდის მაშინ ხშირია მასეთი შემთხვევა

სტავრიდაზე რო გადააგდებ და ქაჩავ, მაშინ ხომ შეიძლება რომ დებდეს თევზებს ნემსკავები?! ვთქვათ ვერაფერი ამოიყვანე მარა იმ ნემსკავებს ხო შეეძლო გზად გამოედო ბევრი თევზისთვის? ასე რომ ესეც თითქმის იგივე შემთხვევაა, უბრალოდ "პადსეჩკის" ნემსკავებს უფრო მეტი შანსი აქვს გამოდების

პოსტის ავტორი: ბესო Dec 13 2011, 15:57

DaTo-KiZo

მგონი მე თავიდანვე ვთქვი, რომ სტავრიდაზე თევზაობაც არის ბრაკონიერობა, მაგრამ არა იმიტომ, რომ პადსეჩკაზე თევზაობენ! ბრაკონიერობაა იმიტომ, რომ გადაჭარბებულია 1 ანკესზე დაშვებული ნემსკავების კანონით დადგენილი რაოდენობა!

ხოლო "პადსეჩკით" თევზაობა ყველა კუთხით, ყველა კანონით და მორალით წმინდა წყლის ბრაკონიერობაა და მეტი არაფერი!

პოსტის ავტორი: F1SheR Dec 16 2011, 22:08

ვინმემ თუ იცით სადმე ფასდაკლებაა ან რამე კაი სპინინგზე მითხარით რა 150 ლარის ფარგლებში მინდა 2.50 ზე გრძელი არ მინდა ან ლაითი ან მედიუმი ძირითადად ტბაზე სათევზაოდ ახალი წელი რო მოდის მემგონი უნდა იყოს ფასდაკლებები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: maxo06 Dec 17 2011, 12:21

მიდი ბიძოსთან Fishing Club_ში,მიცკევიჩის 15.მგონი დარჩა სპინინგები.მაგ ფასში ნაღდად იყიდი,ან აქ მისწერე და გიპასუხებს,ნიკიც იგივე აქვს

პოსტის ავტორი: megreli Dec 17 2011, 21:32

ვაზნებზე მაქვს ერთი კიტხვა გთხოვტ მიპასუხოთ! სადმე თბილისის მაღაზიებში თუ იშოვება რუსული მზა ვაზნები სადმე? გთხოვტ შემეხმიანოს ვინც იცის
vava.gif vava.gif vava.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 17 2011, 22:26

http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=12
ეს არ არის ვაზნების თემა! რამის დაწერას როცა აპირებ თემა მოძებნე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 18 2011, 15:41

ვერ ვიპოვე თავიდან და კითხვა პასუხში ჩავწერე D.gif

პოსტის ავტორი: Anonymous Jan 5 2012, 14:45

კითხვა ალაზანზე ან მტკვარზე სად დავიჯერ სპინინგით და რა სატყუარა გამოვიყენო?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 5 2012, 16:39

ალაზანზე ლოქო შეიძლება დაიჭირო, სატყუარათ დიდი ზომის ვობლერი

პოსტის ავტორი: Anonymous Jan 5 2012, 16:46

ქაშაპი წვერა? და რა ადგილას ვითევზაო ალაზანზე?

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 23 2012, 09:51

ადგილი არ ვიცი, მაგრამ პატარა ტრიალებით შეგიძლია ქაშაპის დაჭერა newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 21:54

გამოცდილო ხალხებო თქვენი რჩევა მჭირდება. სპინინგის ჯოხის სიგრძეზე ასე თუ ისე ჩამოვყალიბდი და ავარჩიე 2.40 ვიყიდო. ეხლა თქვენი რჩევა მინდა ტესტებთან დაკავშირებით.
სათევზაო ობიექტი ძირითადად ალბათ შუკა იქნება და ზოგჯერ კალმახზეც მინდა და რამდენიანი ტესტით მირჩევთ ჯოხის არჩევას?

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:10

5-25 ვფიქრობ მე და რას იტყვით? უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე ხომ არ აჯობებს?

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 22:10

Fishman

მე trabbuco მაქ 5-21 გრამიანი და 3 გრამიანებსაც მშვენივრად ისვრია, უფრო ქვემოთ ვეღარ ქაჩავს. Light სერიაში გადის

ერთი კვირის უკან, გურიაში 38 სმ. წერი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:15

LeoTaso

და ლევან ჩვენს პირობებში უფრო მსუბუქები საჭიროა ხოლმე?

ამ ეტაპზე ცოტა "მოუნივერსალო" მინდა ვიყიდო. თანდათან პრაქტიკაში გავერკვევი და ჩემი აზრიც ჩამომიყალიბდება...

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 22:21

Fishman
მე მინდა ეხლა 0-6 გრამიანი ავიღო საქაშაპედ , ეს ულტრალატია და შუკაზე ნაკლებად გამოგადგება.
კაროჩე ორივე უნდა გქონდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:24

ციტატა(LeoTaso @ Apr 6 2013, 23:21) *
Fishman
მე მინდა ეხლა 0-6 გრამიანი ავიღო საქაშაპედ , ეს ულტრალატია და შუკაზე ნაკლებად გამოგადგება.
კაროჩე ორივე უნდა გქონდეს newsmile05.gif


ჰო, მარა ეგრევე ორს ხომ არ ვიყიდი D.gif ახლა ვიწყებ სპინინგისტობას

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 6 2013, 22:27

ციტატა(khmaltevza @ 6th April 2013 - 23:24) *
ორს ხომ არ ვიყიდი

უნდა იყიდო, სხვანაირად ვერ გახდები ჭეშმარიტი სპინინგისტი..... partyFishing.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:31

ციტატა(ნუკრიMax @ Apr 6 2013, 23:27) *
უნდა იყიდო, სხვანაირად ვერ გახდები ჭეშმარიტი სპინინგისტი..... partyFishing.gif


მაცდური შემოთავაზებაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხელფასზე ჯოხს ვიყიდი და შემდეგ ხელფასზე კოჭას, 2 სპინინგის ყიდვა ყველანაირად გამორიცხულია D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 6 2013, 22:33

Fishman
კრედიტი გამოიტანე, სამომხმარებლო......http://smayliki.ru/smilie-1317406791.html

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:35

ციტატა(ნუკრიMax @ Apr 6 2013, 23:33) *
Fishman
კრედიტი გამოიტანე, სამომხმარებლო......http://smayliki.ru/smilie-1317406791.html


მაგითი ვალინკები ვიყიდე newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 22:35

Fishman
მგონი შენ ცდუნებას ვეღარ გაუძლებ, მეეჭვება D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:37

შუკაზე მაქსიმუმ რამდენ გრამიანი ვობლერები გიხმარიათ?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 6 2013, 22:39

ციტატა(khmaltevza @ 6th April 2013 - 23:35) *
მაგითი ვალინკები ვიყიდე

რაიყო, თავისით დადის?
http://smayliki.ru/smilie-482081223.html

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:41

ციტატა(ნუკრიMax @ Apr 6 2013, 23:39) *
რაიყო, თავისით დადის?
http://smayliki.ru/smilie-482081223.html


არა, მაგრამ რომ დამჭირდა ეგრე მოუწია. განვადების ბარათით ვალინკები გამოვიტანე D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 22:42

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 6th April 2013 - 23:33) *
რედიტი გამოიტანე, სამომხმარებლო......


მაგარი სმაილია Salmo*ს ვობლერს გავს D.gif D.gif

http://www.radikal.ru

Fishman

მაშინ 5-20 გრამის ფარგლებში შენთვის ამ ეტაპზე იდეალური იქნება ,

შუკაზე სიარულს სად აპირებ?

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 23:11

LeoTaso

გაიხარე ლევან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოვიჩოკი Apr 18 2013, 20:50

http://fisher.ge/index.php?showtopic=315&st=0&start=0
მაგ მეთოდით თუ გითევზავიათ ვინმეს?

პოსტის ავტორი: jazaniova_088 May 24 2013, 22:56

MAG PRO COMPACT T-360 20/80 Carp უკაცრავად ეს ანკესი კარგია ?

პოსტის ავტორი: Fishman May 24 2013, 23:06

jazaniova_088

კარგია, მაგრამ სპინინგის რომ არ არის?

პოსტის ავტორი: jazaniova_088 May 24 2013, 23:14

ტივტივიტ სატევზაოდ არ გამოდგება ?

პოსტის ავტორი: Fishman May 24 2013, 23:54

jazaniova_088

გამოდგება, მაგრამ სპინინგი არის თევზაობის სტილი, რომელიც გამოიყენება მტაცებელ თევზებზე თევზაობისას და არა ზოგადად სათევზაო ჯოხი.

პოსტის ავტორი: Giga_Shamshe Jun 10 2013, 17:54


http://postimg.cc/image/eal1xx22f/
ეს ჯოხი რაზე სათევზაოდ შეიძლება რომ გამოვიყენო?



პოსტის ავტორი: გიგი Jun 10 2013, 18:45

Giga_Shamshe
კარპ ფიშინგის ჯოხი უნდა იყოს...

პოსტის ავტორი: Giga_Shamshe Jun 10 2013, 19:02

ტივტივათი სათევზაოთ ხო გამომადგება?


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2013, 19:19

ციტატა(Giga_Shamshe @ Jun 10 2013, 20:02) *
ტივტივათი სათევზაოთ ხო გამომადგება?

2.4 ია სიგრძე, ცოტა მოკლეა სატივტივოთ

პოსტის ავტორი: Giga_Shamshe Jun 10 2013, 19:35

http://fishingclub.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=440 ესეც მოკლეა ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2013, 22:15

Giga_Shamshe
კარგია

პოსტის ავტორი: megreli Jun 14 2013, 20:20

აბა მცოდნეებო newsmile05.gif))

http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ამ ფოტოაპარატზე რას მეტყვით ? cooldog.gif

მე ვფიქრობ ცოტა განათებაში მოიკოჭლებს...

პოსტის ავტორი: Davitus Jun 14 2013, 20:21

მე ძაან მომწონს ეგ აპარატი, ფასი იკბინება ცოტა, ჩვენს ფორუმელს აქვს მგონი ეგ მოდელი, ფიშმენას ძმაკაცს

პოსტის ავტორი: megreli Jun 14 2013, 20:32

გუშინ თბილი ცენტრალში ვნახე და არ დავკვირვებივარ ზუსტად ეს მოდელი იყო თუ v-1,უფრო ეს მგონია რაგდან v-1-ს ამოზნექილივით აქვს...

ფასს რაც შეეხება პატარა ობიექტივით 837 ლარი ღირდა,გამყიდველს რო ვკითზე ამასო თავისი ობიექტივები უნდაო ან გადამყვანითო შეგიძლიაო დაუყენოო ჩვეულებრივი ობიექტივები ო,მაგრამ ავტოფოკუსი არ ექნება ო და ხელით უნდა გაასწორო ო...

მეც მომეწონა ძალიან თან newsmile05.gif
დიზაინით პირველ რიგში რადგან Leica-ს გავს მიახლოებით newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: l.u.k.a. May 13 2015, 22:46

5-25 ტესტის მქონე ჯოხს რამდენად ვიყიდი ?? partyFishing.gif ძალიან გამიტაცა სპინინგმა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: megreli May 13 2015, 23:53

ციტატა(l.u.k.a. @ 13th May 2015 - 23:46) *
5-25 ტესტის მქონე ჯოხს რამდენად ვიყიდი ?? ძალიან გამიტაცა სპინინგმა


ფირმას გააჩნია,მე შარშან ვიყიდე სპრო_ს ჯოხი 65 ლარად , მაგელანში newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)