თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფსკერული თევზჭერა - CARP FISHING _ PVA

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 5 2009, 12:47

[b]pva-მატერიაa რომელიც
წყალში მოხვედრისას დნება უკვალოდ არ აქვს სუნი გემო ფერი და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
პვა გვხვდება სხვდასხვა სახით მაგალითად თოკი,ბადე,პარკი და ქაფი.
1.pva-თოკი

წარმოადგენს პვა მატერიისგან მოწნულ თოკს გამოყენება-პარკის თავის მობმა და დაფიქსირება

პავადოკის მიბმა მთავარ ძუასთან სროლის სიშორის გასაზრდელად

ბოილის ასხმისთვის


2.pva-პაკეტი

ხსნადი პაკეტი. აქვს სხვადასხვა ფორმა
გაამოიყენება ფხვიერი საკვებით ზუსტი დაკვებისთვის, არის მეორე სახის პარკები რომელშიც ფხვიერ საკვებთან ერთად შეგვიძლია მოვათავსოთთხევადი არომატიზატორი,
პაკეტის დამონაჯების სხვადსხვა მეთოდი.
მაგალითად:1. საკვებით სავსე პაკეტს უკეთდება კვანძი და ამ კვანძზე წამოაცმევ ნემსკავს
.

2.პავადოკი იდება პაკეტში და ზემოდან ეყრება საკვები, თავი ეკვრება პვა თოკით .

3.pva-ბადე
არსებობს სხვადასხვა ზომის თვლებით

ბადე წამოცმულია პლასტიკატის მილზე რომელიც ძაბრის მოვალეობასაც ასრულებს
,


















4.pva-ქაფი ხსნადი, მოტივტივე
[
პვა ქაფს იყენებენ ნემსკავის ასაწევად


პვა მატერიის ხსნადობას განაპირობებს
1.წყლის ტემპერატურა
2.მატერიის სისქე
სავარაუდო გახსნის დრო 40წამიდან 2 წუთამდეა

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 7 2009, 19:10

გაიხარე ნიკუშ მაგარი სტატიაა...


პოსტის ავტორი: ნოსო Oct 7 2009, 20:00

ბოდიში ნიკა ,უმთავრესად გავიგე მარგამ მთლად ვერ მივხვდი რაარი და იქნება და რომ მოვა ამის დრო საქმეში მანახო ა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 7 2009, 20:11

ნოსო რა პრობლემაა

ეს თემა სრულად არაა დამუშავებული და ნელნელა შევამატებ

ეს კიდე სურათები

http://img38.imageshack.us/i/pvasystemsimg1.jpg/
http://img176.imageshack.us/i/pva1.jpg/
http://img406.imageshack.us/i/bgf.jpg/

პოსტის ავტორი: ochopintre Oct 7 2009, 20:28

და თბილიში სადმე იყიდება pva პარკები ?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 7 2009, 20:31

კი ყველგან თითქმის.. მოგზაური, დიანა, ჩემთან... და კიდე ბევრ მაღაზიაში.
პროსტა ერთი იცოდეთ რო არც ისე იაფი სიამუვნებაა.. ძაფებს არაუშავს მარა სეტკები და ბადეები აქტიური ხმარებისთვის ძაან ძვირი გამოდის...

პოსტის ავტორი: გოგა Oct 7 2009, 21:39

T A M P L I E R

თითონ "პვა" როგორ იშიფრება?

პოსტის ავტორი: levan Oct 7 2009, 21:42

რა ღირს ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 8 2009, 09:55

გოგა

ციტატა(gogagoga @ 7th October 2009 - 10:39 PM) *
თითონ "პვა" როგორ იშიფრება?

ზუსტად ვერგეტყვი მემგონი პოლივინილოსტატ თუ სწორად ვიცი

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 8 2009, 20:35

ციტატა(levan @ Oct 7 2009, 10:42 PM) *
რა ღირს ?


ზუსტად არ მახსოვს.. დაახლოებით თბილისისფასები 5-8 ლარი თოკი, 6-8 ლარი პარკები(10ცალი), 22-26 ლარი სეტკა 4-5 მეტრიანი...

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 9 2009, 12:15

ციტატა(levan @ Oct 7 2009, 10:42 PM) *
რა ღირს ?

დღეს ვნახე მაგელანში, 7 ლარი.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 17 2009, 14:36

ეგ თოკია, მაგ ფასში კიდევ არის პარკები 7 ლარი 10 ცალი. საკმაოდ ძვირი გამოდის როცა სიმინდზე ან რამე ეგეთზე თევზაობ, მარა ბოილისთვის არც ისე ძვირია. (სიმინდზე ბევრად მეტი გადაგდება გიწევს ვიდრე ბოილზე და შესაბამისად უფრო ძვირი გიჯდება...)

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 17 2009, 20:11

პვა ქაფი თუ იცით სადმე რომ იყიდებოდეს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 19 2009, 11:18

ნიკაP&A
აქ არ მინახია არსად უნდა ჩამოატანინო.ისე იბეიდან ხომ არ იცის ვინმემ ჩამოტანა??

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 20 2009, 22:13

არც მე მინახია, რათ გინდა ქაფი?

პოსტის ავტორი: levan Oct 22 2009, 16:30

პვა პარკები მინდა და ვერსად ვერ ვნახე. შემოვიარე თითქმის ყველა მაღაზია. ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 22 2009, 16:33

ბიძოსთან ნუცუბიძეზე

პოსტის ავტორი: levan Oct 22 2009, 17:00

ციტატა(გიორგი @ Oct 22 2009, 05:33 PM) *
ბიძოსთან ნუცუბიძეზე

არც მაგას არ აქვს. მარტო ბადე ჰქონდა წვრილი და ალბად ისევ მაგას ვიყიდი.

პოსტის ავტორი: DAVIDUS Nov 5 2009, 15:54

თითონ "პვა" როგორ იშიფრება?
პოლივინილალკოგოლ

პოსტის ავტორი: triglit Nov 5 2009, 22:00

ციტატა(DAVIDUS @ Nov 5 2009, 16:54) *
თითონ "პვა" როგორ იშიფრება?
პოლივინილალკოგოლ


მე როგორც ვიცი, PVA იშიფრება როგორც პოლი-ვინილ-აცეტატი, მაგრამ ჩვენ მეთევზეები რასაც ვიყენებთ ეგ არის პოლივინილ აკოჰოლი - PVOH, მაგრამ სამცუხაროდ სახელი PVA შეცდომიტ დაერქვა და შემორჩა. ალბათ გამოსათქმელად ეგ უფრო ადვილია, პი-ვი-ეი, ვიდრე პი-ვი-ოუ-ეიჩ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 5 2009, 22:27

PVA ძაფებს თუ ხმარობთ ბატონებო? პაკეტების თავის მოსაკრავად გამოიყენება ალბათ, ან შეიძლება ნემსაკვზე ბოილების ასხმის მისაბმელად

პოსტის ავტორი: levan Nov 5 2009, 22:56

http://www.harrissportsmail.com/Models.aspx?ModelID=16626
ამის გამოწერას ვაპირებ და რას იტყვით?

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 5 2009, 23:02

ციტატა(levan @ Nov 5 2009, 23:56) *
http://www.harrissportsmail.com/Models.aspx?ModelID=16626
ამის გამოწერას ვაპირებ და რას იტყვით?




კარგი კომპლექტია, მთლიანი კომპლექტის გამოწერას აპირებ?

პოსტის ავტორი: levan Nov 5 2009, 23:04

არა მხოლოდ გრძელ დისტანციაზე სასროლს პარკებს. ძაფი აქ ვიყიდე. და შეიძლება ბადეც გამოვიწერო. ხო ასრ გინდა ნიკა?

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 5 2009, 23:08

შეიძლება, ერთად გამოვწეროთ? მე პარკები მაქვს, სეზონისთვის დასატენი ტუბი და ბადე კი დამჭირდება

პოსტის ავტორი: levan Nov 5 2009, 23:14

ციტატა(ნიკაP&A @ Nov 6 2009, 00:08) *
შეიძლება, ერთად გამოვწეროთ? მე პარკები მაქვს, სეზონისთვის დასატენი ტუბი და ბადე კი დამჭირდება

კი როგორ არ შეგვიძლია. მე ბარათი მაქვს და გამოვწეროთ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 6 2009, 10:17

მართლა კარგი კომპლექტია აი მაგას პვა ქაფიც რო მოჰყვებოდეს კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: levan Nov 6 2009, 11:39

ციტატა(T A M P L I E R @ Nov 6 2009, 11:17) *
მართლა კარგი კომპლექტია აი მაგას პვა ქაფიც რო მოჰყვებოდეს კარგი იქნებოდა

მანდ რამდენიმე სახის პარკია. რომელი ჯობია? ერთIი ვნახე შორ დისტანციაზე სასროლი და ალბად ეგ ხო? იქნებ ახსნა რომელი რისია მანდ რაც დევს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 6 2009, 11:43

levan

ციტატა(levan @ 6th November 2009 - 12:39) *
მანდ რამდენიმე სახის პარკია. რომელი ჯობია? ერთIი ვნახე შორ დისტანციაზე სასროლი და ალბად ეგ ხო? იქნებ ახსნა რომელი რისია მანდ რაც დევს

ჯობია მემგონი არასწორი ნაქვამია იმიტომ რო ყველა პარკს სეტკას ძაფს და ასე შემდეგ თავისი დანიშნულება აქვს.
შორ დისტანციას რაც შეეხება სეტკას იყენებენ წარმატებით.
ციტატა(levan @ 6th November 2009 - 12:39) *
იქნებ ახსნა რომელი რისია მანდ რაც დევს

ამ ტემის თავში არის სურათები და კომენტები
მაგ ნაბორში რაც დავინახე არის პვა ძაფი ,ლენტი,პარკი 2ნაირი ანუ 1 ცალკეული პარკებია დამეორე ტრუბასავით პარკი რამდენსაც გინდა ჩაყრი და სადაც გინდა გადანასკვავ და კიდევ არის პვა ბადე

პოსტის ავტორი: DAVIDUS Nov 6 2009, 11:57

პაკეტებში პრიკორმკის ჩადებისას ვერ იტენება ისე, რომ პლოტნად იყოს, შორს სროლისას (ანკესის ძლიერად მოქნევისას) დიდი შანსია რომ მოწყდეს (მე წელს 2-ჯერ მომიწყდა). სეტკაში საკმაოდ კარგად იტენება, პლოტნად, შანსიც არ არის რომ სეტკა გაწყდეს მოქნევისას, ოღონდ სეტკაში მხოლოდ მსხვილ მარცვლებს ჩადებ, ხოლო პაკეტში დაფქვილ ინდიგრიენტებსაც

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 6 2009, 12:01

DAVIDUS

ციტატა(DAVIDUS @ 6th November 2009 - 12:57) *
პაკეტებში პრიკორმკის ჩადებისას ვერ იტენება ისე, რომ პლოტნად იყოს, შორს სროლისას (ანკესის ძლიერად მოქნევისას) დიდი შანსია რომ მოწყდეს (მე წელს 2-ჯერ მომიწყდა). სეტკაში საკმაოდ კარგად იტენება, პლოტნად, შანსიც არ არის რომ სეტკა გაწყდეს მოქნევისას, ოღონდ სეტკაში მხოლოდ მსხვილ მარცვლებს ჩადებ, ხოლო პაკეტში დაფქვილ ინდიგრიენტებსაც

მაგისთვის პვა ლენტაა ახვევ და გახეთქვის შანსი იკლებს მნიშვნელოვნად.ისე კი გეთანხმები რო სეტკა ჯობია.
და სეტკაშიც შეგიძლია სიფჩიტი პრიკორმკა ჩაყარო არის სეტკები სხვადასხვა ნაქსოვით

პოსტის ავტორი: levan Nov 6 2009, 15:58

T A M P L I E R
მანდედან რომელი ჯობია გამოვწერო?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 6 2009, 16:24

levan
თუ საშუალებე გაქვს ყველა და ისე გააჩნია რისთვის გინდა

პოსტის ავტორი: levan Nov 6 2009, 16:34

ციტატა(T A M P L I E R @ Nov 6 2009, 17:24) *
levan
თუ საშუალებე გაქვს ყველა და ისე გააჩნია რისთვის გინდა

რისთვის მინდა და ბოილიანი პავადოკი რომ ჩავდო მაგ პარკში საჩვევთან ერთად და რომ მოვისროლე ძალიან შორს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 6 2009, 17:33

შორს სასროლად სეტკა ვამჯობინებდი ისე პირველ გვერდზეა სურათები და გადაავლე თვალი შენ რაც გინდა პარკითაც გეთდება.
როთქვი სროლის დროს გამიწყდაო საჩვევი სველი ხომ არ იყო და დიდ ხანს ხომ არ გააჩერე პარკში,პარკი სიმყარეს დაკარგავდა სისველესთან შეხებისას

პოსტის ავტორი: levan Nov 6 2009, 17:36

ციტატა(T A M P L I E R @ Nov 6 2009, 18:33) *
შორს სასროლად სეტკა ვამჯობინებდი ისე პირველ გვერდზეა სურათები და გადაავლე თვალი შენ რაც გინდა პარკითაც გეთდება.
როთქვი სროლის დროს გამიწყდაო საჩვევი სველი ხომ არ იყო და დიდ ხანს ხომ არ გააჩერე პარკში,პარკი სიმყარეს დაკარგავდა სისველესთან შეხებისას

სეტკაში ჩაიტენება წვრილი პრიკორმა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 6 2009, 18:05

კი პირველ გვერდზეა სურათები და ნახე

პოსტის ავტორი: triglit Nov 6 2009, 20:35

ციტატა(levan @ Nov 6 2009, 17:34) *
რისთვის მინდა და ბოილიანი პავადოკი რომ ჩავდო მაგ პარკში საჩვევთან ერთად და რომ მოვისროლე ძალიან შორს newsmile035.gif


ლევან, მანდ ზევით მგონი სწორად შენიშნეს მეგობრებმა, პარკს, თუნდაც პატარას შორს სასროლად ვერ გამოიყენებ, მაგას ახლო დისტანციაზე სათევზაოდ იყენებენ და ისიც ჩოდ-რიგ რომ ქვია მაგ მონტაჟისას არის კარგი გამოსაყენებელი. მაგას SAMANTHA COLLINS-RATCLIFFE იყენებს ხშირად თევზაობისას.

ხოლო შორ დისტანციებზე, ე.წ. პვა ბადე, "მინი-მეშ" რასაც ქვია, მაგით დამზადებული პატარა "ძეხვები" არის საუკეთესო. მხოლოდ ეგაა რომ სიფრთხილე უნდა როდესაც საკვების დანამვა ხდება, წყალი ზედმეტი არ უნდა იყოს, რომ არ დადნეს, ან ზეთოვანი დანამატით უნდა გაზავდეს.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 7 2009, 15:47

ციტატა(triglit @ Nov 6 2009, 21:35) *
ლევან, მანდ ზევით მგონი სწორად შენიშნეს მეგობრებმა, პარკს, თუნდაც პატარას შორს სასროლად ვერ გამოიყენებ, მაგას ახლო დისტანციაზე სათევზაოდ იყენებენ და ისიც ჩოდ-რიგ რომ ქვია მაგ მონტაჟისას არის კარგი გამოსაყენებელი. მაგას SAMANTHA COLLINS-RATCLIFFE იყენებს ხშირად თევზაობისას.

ხოლო შორ დისტანციებზე, ე.წ. პვა ბადე, "მინი-მეშ" რასაც ქვია, მაგით დამზადებული პატარა "ძეხვები" არის საუკეთესო. მხოლოდ ეგაა რომ სიფრთხილე უნდა როდესაც საკვების დანამვა ხდება, წყალი ზედმეტი არ უნდა იყოს, რომ არ დადნეს, ან ზეთოვანი დანამატით უნდა გაზავდეს.



ზეთოვანი დანამატი ანუ? არარაფინირებულ კახურ ზეთზეა საუბარი? და ზეთზე არ დნება PVA? კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სანამ კალბასს დავამზადებთ მანამდე სატენი წყლით ინამება?

პოსტის ავტორი: levan Nov 7 2009, 15:59

ციტატა(ნიკაP&A @ Nov 7 2009, 16:47) *
ზეთოვანი დანამატი ანუ? არარაფინირებულ კახურ ზეთზეა საუბარი? და ზეთზე არ დნება PVA? კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სანამ კალბასს დავამზადებთ მანამდე სატენი წყლით ინამება?

ნიკა ზეთის მაგივრად რაიმე ანტრაქტის ხმარება აჯობებს მე მგონი

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 7 2009, 16:05

ციტატა(levan @ Nov 7 2009, 16:59) *
ნიკა ზეთის მაგივრად რაიმე ანტრაქტის ხმარება აჯობებს მე მგონი



შეიძლება, მაგრამ კახური ზეთია ძალიან მაგარი ანტრაქტია, თან მაგ სუნზე თევზი მიჩვეულია, თუმცა უცხოური ანალოგები არ ვიცი როგორ იმუშავებენ ჩვენს პირობებში, შეიძლება გაამართლოს კიდეც

პოსტის ავტორი: levan Nov 7 2009, 16:07

ისევ PVA ს დავუბრუნდეთ და რა მაინტერესებს რა ზომის უნდა იყოს პვა ბადე თავისი მეშით, რომ კარგი ,,კალბასი" დამზადდეს?

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 7 2009, 16:16

ციტატა(levan @ Nov 7 2009, 17:07) *
ისევ PVA ს დავუბრუნდეთ და რა მაინტერესებს რა ზომის უნდა იყოს პვა ბადე თავისი მეშით, რომ კარგი ,,კალბასი" დამზადდეს?



1 გვერდზე ბოლოდან პირველ სურათზე, კარგია newsmile027.gif ეგ ძალიან მძიმეც არ უნდა იყოს თორემ სროლის ეფექტურობას ამცირებს

პოსტის ავტორი: triglit Nov 7 2009, 17:41

ციტატა(ნიკაP&A @ Nov 7 2009, 16:47) *
ზეთოვანი დანამატი ანუ? არარაფინირებულ კახურ ზეთზეა საუბარი? და ზეთზე არ დნება PVA? კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სანამ კალბასს დავამზადებთ მანამდე სატენი წყლით ინამება?


არა, წყალი არ მონაწილეობს, წყალი დასანამად შეგიძლია გამოიყენო როდესაც სხვადასხვა სახის და ფრაქციის საკვებს ურევ, და აცალო ოდნავ შეშრობა, ან ზეთი თუნდაც კახური, ან ჩამოტანილი სპეციალური ზეთები, თევზის სუნით ან რამე სხვისა. ზეთის მაგივრად რაიმე ატრაკტანტის ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო, რაზეა ეგ ატრაკტრანტი დამზადებული, რომ გადაგდებამდე არ დაშალოს პვა.

რაც უფრო მცირე დიამეტრის და მცირე ზომისაა "ძეხვი" მით უფრო მეტია სროლის მანძილი. ფიზიკაა რა newsmile05.gif)) ან კიდევ ძალა უნდა გერჩოდეს. მე აღნაგობა და კუნთები არ მიწყობს ხელს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 8 2009, 19:14

კუნთებზეც არ არის მარტო, ჯოხებს ხომ შესაბამისი ტესტები აქვს, 300 გრამიანი პაკეტი თუ დაკიდე, მოქნევისას შეიძლება ჯოხიც გატეხო, სროლის დისტანციის შემცირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: DAVIDUS Nov 9 2009, 15:55

პვა პაკეტებში სახლშივე სჯობს სატყუარას ჩატენვა, ანუ წინასწარ მომზადება სჯობს, ერთი წვეთი წყალიც რომ მოხვდეს კარგად დატენილ"ძეხვს", დიდი შანსია რომ გადაიხსნას. პაკეტებში კი საერთოდ ვერ დაატან ძალას რომ ჩატენო, ეგრევე გაიხევა, ნაზად უნდა მოეპყრო. მშრალ სეტკას ხელით ვერც გახევ რომ მოინდომო

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Nov 18 2009, 23:31

ეგრე გეთანხმები.

პოსტის ავტორი: triglit Nov 20 2009, 22:47

ციტატა(FISHING CLUB @ Nov 19 2009, 00:31) *
ეგრე გეთანხმები.


არ ვეთანხმები იმიტომ რომ მიზანშეწონილობას ვერ მივხვდი. იმდენი პვა "ძეხვები" ვაკეთე წელს და არცერთი არ დამშლია "გზაზე". სხვათაშორის წვიმიან ამინდშიც ვაკეთე, რათქმა უნდა მოვეფარე ქოლგას. შეიძლება იქვე ნაპირზე დაამზადო რამოდენიმე ერთად, მაგრამ სახლში.... რავიცი, რავიცი.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Nov 22 2009, 22:36

ხო განა ვერ გააკეთებ მარა თუ ზუსტად იცი რა გინდა, სახლში თუ გააკეთებ ტბაზე უფრო მეტი დრო გექნება დასასვენებლად...

პოსტის ავტორი: მამუ Apr 21 2010, 14:39

ვერ გავიგე ეს პვა როგორ უნდა იხმარო ... იქნებ სურათი დადოთ მონტაჟის ! გვერდზე კიდებ ნემსკავის თუ ნემსკავს შიგნით აქცევ ?


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 21 2010, 15:20

მამუ
ეს თემა წაიკითხე თავიდან და ყველაფერია ნაჩვენები
თუ რამე კითხვა დაგებადება თქვი




პოსტის ავტორი: მამუ Apr 21 2010, 18:44

გასაგებია აი ეს მაინტერესებდა ! ესეგი ბოილის სისტემით უნდა ითევზაო რა. თორე სიმინდი რო გაუკეთო ნემსკავს ეს სადგა წამოვაცვა !

მადლობა ნიკუშ .

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 21 2010, 20:38

ვა რა კარგი რამეა უკვე მომწონს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 21 2010, 21:01

არა მამუ ეგრე არ არის იმ თმაზე რასაც გინდა დაამაგრებ ნემსკავზე კი პვა ბადეს ჩამოკიდებ
აი გავაკეთე ეხლა შენ რაც გინდა და გადახედე.







სიმინდი არ მქონდა და ქიშმიშით ავაწყვე



პვა ბადეში მოთავსებული არომატული პრიკორმკა

ესე უნა წამოეცვას პვა ტომარა ნემსკავზე

ესე

ესე

წყალში ჩაგდების შემდეგ აი ესე გამოიყურება შენი მონდაჟი







ესე გამოიყურება 1 საათის შემდეგ


პოსტის ავტორი: მამუ Apr 22 2010, 11:25

გაიხარე ნიკუშ. კარგად გიწვალია

პოსტის ავტორი: Maverick Apr 22 2010, 13:30

T A M P L I E R
ნიკუშ მე კრუჩოკზე არ ვკიდებ PVA-ს, კრუჩოკს თავისი სიმინიდებით და ატრიბუტებით, ვდებ გატენილ PVA-ში, და როცა იხსნება ეგ ჩემი კრუჩოკი ცენტრშივე აღმოჩნდება, ხოოოოოდააა მერე ეჭიდავე საზანს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 22 2010, 13:45

Maverick
ეს ერთი მაგალითია პვას გამოყენების თორე კიდე ბევრი ვიცი და გავაკეთებ მერე

პოსტის ავტორი: მამუ Apr 22 2010, 16:16

ჩემი აზრით ნემსკავზე წამოაგო სიმინდი და PVA-ში ჩადო უკეტერსი იქნება ! მაგრამ აი მოქნევის დროს ნემსკავი არ მოიწევს ზევით? ნუ თუ ცომისებური მასით დატენე PVA არა მაგრამ აი ნიკუშას რაც აქ ჩაყრილი მაგ ვარიანტში ამოიწევს მგონი და იგივე გამოვა რაც ნიკუშამ გვაჩვენა !

თუ არ მეთანხმებით მაშინ მითხარით ან მაჩვენეთ როგორ ამაგრებთ PVA-ს ამ ვარიანტში !


ნიკუშ სად იყიდე ეგ პვა ბადე რა გირს და რა სიგრდზე აქ?

პოსტის ავტორი: Rniko Apr 22 2010, 16:40

შუაში რო მოექცეს ნემსკავი ჯობია რო ჩაყრი პრიკორმკა ნახევრამდე მერე ჩააგდო შენი ნემსკავი და გამოდო გვერდს და ისევ დააყარო პრიკორმკა ზემოდან

პოსტის ავტორი: მამუ Apr 22 2010, 16:48

ციტატა(Rniko @ Apr 22 2010, 17:40) *
შუაში რო მოექცეს ნემსკავი ჯობია რო ჩაყრი პრიკორმკა ნახევრამდე მერე ჩააგდო შენი ნემსკავი და გამოდო გვერდს და ისევ დააყარო პრიკორმკა ზემოდან


როგორ გამოდებ თუ ნემსკავზე სიმინდები გაქ აცმული ? newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Rniko Apr 22 2010, 18:44

გეტყვი ეხავე
სიმინდები ხო გაქ აცმული
ცოტას ხო ჩაყრი პრიკორმკას მერე ამას ნელა ჩადებ რა ისე რო არ მოძვრეს სიმინდები და გარსია თუ კედელია იმაში გემოდებ ნემსკავს და მერე კიდე დააყრი პრიკორმკას და წყალში რო გაიშლება ზუსტად პრიკორმკის შუაში ეგდება

პოსტის ავტორი: მამუ Apr 22 2010, 20:18

ციტატა(Rniko @ Apr 22 2010, 19:44) *
გეტყვი ეხავე
სიმინდები ხო გაქ აცმული
ცოტას ხო ჩაყრი პრიკორმკას მერე ამას ნელა ჩადებ რა ისე რო არ მოძვრეს სიმინდები და გარსია თუ კედელია იმაში გემოდებ ნემსკავს და მერე კიდე დააყრი პრიკორმკას და წყალში რო გაიშლება ზუსტად პრიკორმკის შუაში ეგდება


ჰმ.....

სიმინდს რაზე უკეთებ ? ხო ნემსკავზე გაქ აცმული სიმინდი ? ხო და სიმინდი რო აცმული გაქ რაღანაირად გამოდებ ნუ გადამრიე ?

მაშინ ნიკუშამ როგორც გვაჩვენა ისე უნდა გააკეთო მარგამ მე მინდა ისე რო სიმინდი ნემსკავზე ეკეთოს და არა თმაზე (რაზეც ბოილი კეთდება) !

პოსტის ავტორი: Rniko Apr 22 2010, 23:11

ხო მე ამშემთხვევაში თმაზე მაქ ლაპარაკი ნუ ცოტა დაფიქრებაა საჭირო და შენ როგორც გინდა ისეც გააკეთებ

პოსტის ავტორი: Quco May 29 2010, 12:22

სად შეიძლება შევიძIნო ეს ბადე?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 29 2010, 23:45

ნუცუბიძის 8
მიცკევიჩის 68
ზაქარიაძეზე
ვაჟაზე
მეტი არ ვიცი

პოსტის ავტორი: Quco Jun 2 2010, 21:56

გაიარე მივაკითხავ აუცილებლად რომელიმე მაღაზიას newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)