ასი მეტრის იქეთ ყველაზე ეფექტური დაკორმვის ატრიბუტი ნავია ან კატერი ... ან დისტანციური მართვის სპეციალური დასაკორმი ნავები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.
აი მაგალითისთვის: Viper MK3 + FF1 Fishfinder FOC
http://www.radikal.ru
ერთ გატანაზე მას შეუძლია 2.5 კილოგრამი კორმის გატანა ... კომფოტულად მუშაობს 400 მეტრამდე დისტანციაზე .... აღჭურვილია ექოლოტით რომელიც ნაპირიდან 200 მეტრამდე მოშორებით მუშაობს ... მაგრამ ღირს სულ რაღაც 1755 ლარი.
Irakli_13
ამ ნავის დანიშნულება ვიცოდი და მაგარიცაა მაგრამ ეხალოტიც თუ ქონდა არ ვიცოდი რამაგარია გაუშვებ თან დაკორმავ და თან იამკებს მოძებნი
Irakli_13
და რა გაბარიტების არის ეს ნავი?
ალბათ ქვევიდან იღება ძირი და იქიდან ყრის კორმს ხო?
წყალში არ ჩადის დაბლა და ისე არ კორმავსს
ეგ კატერი მაგარი რამეა, ტალღებში როგორ მუშაობს ნეტავ საინტერესოა, რომ გაუშვა და უკანე ვეღარ გამოყვანო გაყვა 1700 ლარი და ეგაა ისე ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა კარგი რამეა
ისე რაკეტით მუშაობა ყველაზე მძიმეა. კატაპულტის და კობრას კომბინაციას უფრო ვუჭერ მე პირადად მხარს. ნუ კატერზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ტალღების თემა მაწუხებს მაინც
ადრე ვნახე თბილისის ფორუმზე, მაგდაგვარი რაღაც აქაც ააწყობინეს, მაგრამ ეგეთი "ნავაროტკები" რა თქმა უნდა არ ქონდა, მარტო კორმავდა.
ivana101
მგონი "fisher.ge"-დან უნდოდა ვიღაცას, მერე როგორ დამთავრდა აღარ ვიცი.
ნიკაP&A
ხოდა იმიტომ ვამბობ ჩვენთვითონ თუ გავაკეთებთ თქო
ნიკაP&A
კობრას რაც შეეხება სულ არ არის ძნელი და მაგ ნავზე კიდე უბრალოდ ცოტა მცოდნე ხალხი გვინდა და ეგ არის მე უკვე მაქვს რაგაც იდეები
ნიკაP&A
მე არ გადავიხდი მაგდენს მაგ ნავში!!! მაგრამ გაკეთება შეიძლება ჩემი აზრით.თუ იდეებს მომაწოდებთ დისტანციონის ამბავზე შეიძლება დაფიქრება,მაინც უსაქმური ვარ და ცოტა ტვინს გავანძრევ
იქ ყველაფერი კარგადაა და რა თემაშიც ხარ იმაზე უნდა იფიქრო
დისტანციონის გაკეთებას მისი გამოწერა ჯობია http://www.hobbycity.com/hobbycity/store/uh_viewItem.asp?idProduct=10608&Product_Name=Hobby_King_GT-2__2.4Ghz_2Ch_Tx_&_Rx_
დამიჯერეთ, ეგ რომ საქართველოში გააკეთებინო, რა თქმა უნდა ხარისხიანი და არა "შინმოუსვლელი", 2700 ლარი დაჯდება. შეგვიძლიეა ექსპერიმენტი მოვაწყოთ, ვნახოთ მცოდნე, ვუთხრათ რა გვინდა და ვნახავთ რომ ეგრე ეღირება.
მოკლედ ვიპოვე ის კაცი რომელსაც უნდოდა შეკვეთით დაემზადებინა ესეთი ნავი, როგორც მახსოვსო 250$ დოლარი მომთხოვაო და თანხის გამო ვერ გავქაჩეო. ეხლა მივწერე რომ იმ ხალხის კოორდინატები მომწეროს და იმსაათში შეგატყობინებთ.
კიმაგრამ რის ხარისხზე საუბრობთ? თითონ კატერის? ჩამგდები მექანიზმის
ერთი ესეთი აზრი მაქვს: 100 $ თავისუფლად გამოიწერთ ჩვეულებრივ კატერს, ამის მერე შეიძლება იფიქროთ
ე.წ. "პრიცეპზე" ჩამგდებ მექანიზმზე, რომელშიც ჩაიყრება ბოილები ან კიდევ რამე, ხოდა ამ "პრიცეპის" ამბავი გექნებათ მარტო გადასაწყვეტი....
ამის მერე ანკესებსაც მიიტანს და ჩააგდებს სადაც გინდათ.......
რაც შეეხება ტალღებს ტბებზე მაინცდამაინც შტორმები არ არის, სათევზაო ამინდი თუ არის ყველა ვარიანტში გაუძლებს ტალღას,
ბოლო ბოლო თუ ქვეყანა დაიქცევა არ გაუშვეთ კატერს და ეგ არის...
მეც მაგას ვფიქრობ დაჟე რომელიღაც ქვეყანაში სპორტათაც აქვთ მაგი ამბავი და ვიტოს თქმისა არ იყოს მაგი რო ჩამოიტანო მერე გადააკეთებ რა
შეუძლებელი არაფერი არააა ყველაფერი გაკეთდება
http://www.lockon.ge/forum/index.php?act=idx
ამათ დაელაპარაკეთ და მოგიხერხონ იქნებ რამე. დისტანციური მართვის მოდელებზე ესენი ჩალიჩობენ!
ბესო მთავარი ეგ სქემაა და დისტანციონი თორე დანარ
ცენს მეც გავაკეთებ
გილოცავტ ახალ წელს, მრავალს დაესწარით. მოკლედ ამის მეტი ჯერ ვერაფერი გავიგე http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=92&t=1972
ისე საინტერესო თემა ამოიწია, მართლა ხომ არ ვცადოთ ეგ საქმე? იქნებ ღირდეს ჩიტი ბრდღვნად? სადაც საქართველოში ARB-ს მსგავ, პროტოტიპ ძალოვან ბამპერებს ამზადებენ, ეგეთი დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვილი ნავის დამზადებაც უნდა შეძლონ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ საავიაციო სკოლას ჩვენთან კარგი ტრადიციები აქვს
ნიკაP&A
можно, но осторожно
http://www.zhyk.com.cn/en/chanpininfo.asp?pid=224
იქნებ ამათთან მოვახერხოთ დაკავშირება.
კატერი რომ იყიდო დაგიჯდება ძვირი რადგან კატერი 60 მეტრზე რომ იჭერდეს ცოტა ძვირია და ვაიდა ქარი იყოს და 80 ზე გაიყვანოს ხო უნდა გადაყვე პულტი უნდა იყიდო იყიდება მე დავდიოდი ავიამოდელირებაზე ყველგან იყიდება და არ ღირს ძვირი რაც შეეხება ჩონჩხს ავაწყობთ ეგ არ იქნება პრობლემა მე რაზეც მაქვს ლაპარაკი პულტი არის სპეციალურად თვითმფრინავებისთვის პატარა ოღონდ და აქვს ჩამკეტი და გამხსნელი ნუ მოძრაობს და ამის საჩვალებით ადვილი იქნება დასაკორმის გაკეთება ანუ ორი კარებივით ექნება გინდაც ერთი და რომ დააწვები გაიხსნება ეს კარები და ჩაიყრება რასაც დავყრით ესე თეორიულად და წერით კი ვიძახით მაგრამ ცოტა დაფიქრება ცოტა დრო და ავაწყობთ კიდევაც რო ჩაუჯდეთ და ვიმუშაოთ ადვილად ავაწყობთ ბოლობოლო მაგ პულტებით თვითმფრინავებს ვაწყობდი რომელსაც წონასწორობა და მთელი ამბები უნდა და მაგის აწყობას რაღა უნდა თან ეს პულტები იჭერს დიდ მანძილზე
და ასევე ანკესის გატანაც შეგეძლებათ აი ვთქვათ ამ ჩვენ კატერს დავადებთ გინდ კოპტონის პავადოკს გინდ რაც გვინდა შემდეგ მივუშვებთ ძუას და მივიყვანთ კატერით სასურველ ადგილას პატარაზე ავკრავთ ანკესს "პაცეშკას" და გადმოვარდება ჩვენი პავადოკი თუ რაცაა კატერიდან და ჩავარდება წყალში )
ჯერ იქიდან დავიწყოთ ამდენი საკვები სულ არ მექნება ნახმარი რაც ვთევზაობ :D:D
დამატებითი საკვები 70% -ია წარმატების
მაგარი რამეა,მაგრამ ალბათ ტალღებში დაერხევა ხო?!
არა არ დაერხევა ნუ ეხლა თუ შტორმი არ მოუწია და ისე ძნელად ბრუნდება ,რომც გადმოტრიალდეს თუ ეგეთი ტალღა იქნება გმოიტანს ნაპირზე
ასეთი ნავის აწყობა პენოპლასტით, PVC-ს ფირფიტებით და აკვარიუმის სილიკონით შეიძლება ძალიან მარტივად და ძალიან იაფად..
რაც შეეხება რადიოს http://www.hobbyking.com/ ამ საიტიდან შეიძლება გამოწერა.. უკვე დავითვალე და რადიო თავისი მიმღებით, სიჩქარის კონტროლით, ძრავით, სერვოებით, ელემენტით და სიყვარულებით შესაძლებელია ჩაეტიოს 100$-ში... პენოპლასტს და ნავის სხვა მასალებს მუქთადაც იშოვის კაცი
დანარჩენი უკვე მონდომების და ოქროს ხელების ამბავია.. რაც შეეხება ნავს ცოტა უფრო კატამარანის ტიპის თუ იქნება, ამოყირავების შანსიც გაცილებით შემცირდება
მგონი მალე დავიწყებ ამ ნავზე ჩალიჩს , ჩემით მირჩევნია გავაკეთო
ჯერ ნავს გავაკეთებ , ოღონდ მრავალფენიანი ფანერით , და მერე უკვე მივხედავ დანარჩენს .
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)